http://files.rugby.ge/OVA-2019http://ovaluri.comxa.com/2019მეათე ტიტულიქრუსეიდერზმა ავდარში მეთოდურად ძლია ხაგუარესი და
ზედიზედ მესამედ, სულ კი მეათედ, იჩემპიონა სამხრეთულ ზე’რაგბშიწლეულს "ზე 15" მეშვიდედ ჩატარდა. ფორმულა გაისადაც იგივე იქნება და მხოლოდ 2021 წლიდან აღდგება ნაცადი ერთი წრე, რაც იმის გარანტიაა, რომ გუნდები ცხრილში მოპოვებული ქულებით დალაგდებიან და არა – სადაურობით
სისტემის ამ ზადის მიუხედავად, ბობოლა ექსპერტები აღიარებენ, რომ წლევანდელ ფინალში მართლაც ორი უკეთესი გავიდა. ქრუსეიდერზი აქამდეც 9-ჯერ გამხდარიყო ფალავანი 23 სეზონში, ამქარში 4 წლის წინ’ღა მიღებულმა ხაგუარესმა კი განუხრელად აუმჯობესა შედეგი, აფრიკის კონფერენცია მოიგო და რაგბობის ყაიდითაც ყველა მოხიბლა
სამ-სამჯერზოგადი სპორტული კანონ’ზომიერებაა – ფინალი იშვიათად გამოდის თვალ’სასეირო და იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებად შეცდება და შანსებს გამოიყენებს. ამჯერად ამ ყველაფერს ავდარიც დაერთო. ჰოდა, უფრო კლასიანმა და გამოცდილმა კივებმა შინ, ნაცნობ გარემოში, ზამთრის თოშიანსა და ნამიან საღამოს ბრძოლით, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ძლიეს შორეთში ჩასული არხენტინელები * 19:3
დაინიშნა 22 შერკინება, 18 დერეფანი და 13 ჯარიმა. დაიდო ერთად’ ერთი ლელო. მასპინძლებმა ერთიც შეიტანეს ჯგუფად, მაგრამ ვეღარ დაამიწეს, სტუმრებმა კი სამი მომენტი გაფლანგეს და ყოველ ჯერზე გარემარბ მატიას მორონს მოეცარა ხელი
ქრუსეიდერზს პლეი’ოფში საშინაო ბალანსი 24-0 გაუხდა, მათი გურუ სქოთ "რეიზორ" რობერთსონი კი შეიქნა პირველი, ვინც სამ-სამჯერ იჩემპიონა მოთამაშედა (1998-2000) და მწვრთნელად (2017-19). გუნდმა გამარჯვება 15 მარტის ტერაქტში დაღუპულებს მიუძღვნა და თამაშის წინ ისევ გამოიყვანა ალმიანი, ოღონდაც ... უხმლო მხედრები
მოჰუნგა ფორმაშიაორივე გუნდმა დაასკვნა, სველი და სლიპინა ბურთის ზედმეტად ქონა მაზარალებსო და ბოქსებზე გადაირია. კივებმა 23 ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს, ლათინებმა – 30. სტუმრებმა მაინც ბევრად მეტი იპასავეს *186-108, მაგრამ ბურთის წინ წაღება კი უჭირდათ * საშ 2.2 - 3.0 მეტრი
სტუმრებმა იძალეს ტერიტორიით 57-43% და ბურთის ფლობით 55-45; მათ უფრო იყოჩაღეს რაქში *94-79 და მბოჭავის გაბითურებაშიც * 27-13, მაგრამ უდისციპლინობამ დააღალატათ * ჯარიმა 9-4
ჰოდა, ჩინებულ ფორმაში ჩამდგარმა რიჩი მოჰუნგამ 5 გოლით (გ 4ჯ) 14 ქულა მოკრიფა და პლეი’ოფი 100 პროცენტიანი შედეგით დაასრულა *17/17
მოლის წაქცევამდეთავიდან ეძალებოდა ქრუსეიდერზი, მაგრამ აგრესიული დაცვის შეხვედრისას ოვალი უვარდებოდა
"ცხრა" ბრინ ჰოლი თამაშ’გარეთ რომ ჩარჩა, ხოაკინ დიას-ვონიშამ 35 მეტრიდან გახსნა ანგარიში * 0:3 @ 16’, მაგრამ ჰოლის’ვე აწეული რომ მოხსნა, მოლის წაქცევამდე მეთ თოდმა წაღლიტა ბურთი, ქიარან რიდმა ფრთაზე სემ ვაითლოქი გააქცუნა, ამან შიგნით დაუბრუნა ქოდი თეილორს და ტომას კუველს გაუცუდდა ბოჭვა * 7:3 @ 27’
სეზონის მშვენებამ, მარბიელმა პავლო მატერამ (179 წაღება, 168 ბოჭვა) ოფლოუდი რომ გაუხერხა მორონს, ეს ლელოს დახარბდა, შიგნით წავიდა და ზედ ხაზზე დევიდ ჰავილმა შებოჭა, სირენის შემდეგ კი ჰოლმა კადნიერად შეუტია თავის 22-ში მოგებული შერკინებიდან და ბებერი "გას" კრევი რომ დაჯარიმდა, მოჰუნგამ 25 მეტრიდან დაჰკრა *10:3
ფარებს დაეჯახამეორე ტაიმის დასაწყისში მორონიმ 55 მეტრიდან გაუტია, გადაიკიდა და აიღო, მაგრამ სევუ რისმა რომ შებოჭა, მოსროლილი ჯექ გუდჰიუმ იხელთა და ლელო დაიცვა
51’ წუთზე კივებმა უცებ გაათამაშეს 5 მეტრზე რგებული ჯარიმა, მაგრამ სტუმრები ლელოში ყოჩაღად ჩაუწვნენ; და მაინც, ხაგუარესის შერკინება იქვე ჩაიქცა * 13:3 @ 54’
მოჰუნგას ბოლო ორი გოლიც ჯგუფურ მიძალებას მოჰყვა * 16:3 @ 59’ მოლში და * 19:3 @ 75’ შერკინებაში, 42 მეტრიდან; ამათ შორის კი ნორჩმა დომინგო მიოტიმ ლელოში გადაუკიდა მორონს, მაგრამ ამან უკანა ხაზს იქეთღა მოახერხა დამიწება და სრიალით ფარებს დაეჯახა
ტრადიციული ბრეიქ’დანსინამატჩევს ჩემპიონთა მოძღვარმა ტრადიციულად აქო დაცვა, თოდის მიერ შესრულებულ ბოჭვათა რაოდენობა ხატოვნად ბარემ გაა’შვიდ’მაგა და თასის გვერდით ბრეიქ’დანსიც დაუარა, გუნდმა კი საშოვარზე – იაპონიაში – პატივით გააცილა რიდი, თოდი, ბურჯი ოუენ ფრენქს’ი, მარბიელი ჯორდან ტაუფუა და დაშავებული შუა’მარბი რაიან ქროთიც
ადრევე გაცხადდა, რომ გაისად კაპიტანი სემ ვაითლოქიც იუქმებს, რეიზორის თანაშემწეებიდან კი ბრედ მორი უელსში გადადის, ხოლო რონან ო’გარა – საფრანგეთში
რაც შეეხება რობერთსონს, იგი მსოფლიო თასის შემდეგ შეიძლება "ოლ ბლექს"ის მთლად შეფად დააწინაურონ, რის შედეგადაც ქრუსეიდერზი 2020 წელს მწვრთნელთა და მესამე ხაზის გარეშე შეხვდება
ცალ წრედასე დასრულდა ზე’რაგბის 24-ე სეზონიც, რომელშიც არნახულად ბევრი – 7 ფრე აღინუსხა. კივებმა * 11-5 დაიბრიყვეს ოზები და 9-4*4 იაპები, ხოლო "უარხენტინო აფრიკამ" 8-6 აჯობა "უიაპონიო ავსტრალიას"
სანაკრებო "ოთხი ერი" ამ არა და იქეთა შაბათს იწყება. მსოფლიო თასის გამო წრე ერთია – შინ ორ-ორი თამაში უწევთ ავსტრალიასა და არხენტინას, მაგრამ თასამდე ბალანსი უცხრილოდ მაინც გასწორდება და "ოლ ბლექს"ი "ბლედისლოუ 2"ზე ოქლენდში მიიღებს "ვოლაბ"ებს
ზე რაგბი 2019ფინალი
ქრუსეიდერზ 19:3 ხაგუარეს სტატ >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/299585.htmlქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]
ჰავილი რის ენორ (ჯორდან 72) გუდ’ჰიუ ბრიჯ
<10-9> მოჰუნგა (ჰანთ 76) ჰოლ (დრამონდ 53) /
მუდი (ბოუერ 54) თეილორ (მაკალიო 62) ფრენქს (მ.ალა’ალატოა 57)
დანშეი (რომანო 62) ვაით’ლოქ^კაპ; დაგლას (ტაუფუა 53) თოდ რიდ –
ლ: თეილორ; გ 4ჯ: მოჰუნგა
ვუენოს’აირეს არხ [2]
ვოფელი მორონი ორლანდო დე’ლა’ფუენტე^კაპ მოშანო (კანსელიერე 72)
<10-9> დიას-ვონიშა (მიოტი 62) კუველი (ესკურა 62) /
ტეტას-ჩაპარო (ვივას 57) კრევი (მონტოშა 54) მედრანო (პიერეტო-ეილან 54)
პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ლესანა 63) მატერა კრემერ ორტეგა-დესიო (ლეგვისამონ 69) –
ჯ: დიას-ვონიშა
რეფ პეიპერ (აფრ) 6/07
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...59&d=1562421591 რჩეული >>
https://youtu.be/7buJdsXFFPc0:3(16) 7:3(27) 10:3(40+2) / 13:3(54) 16:3(59) 19:3(75)
მატრიცები >>
http://files.rugby.ge/OVA-2019/T7/10_ZE-CX-2019.htmhttp://files.rugby.ge/OVA-2019/T7/10_ZE-TB-2019.htm"პლანეტ რაგბის" სეზონის რჩეული15 მელანი ნანაი-ვაი (ბლუ),
14 სევუ რის (ქრს), 13 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ), 12 სამუ კერევი (რედ), 11 სემისი მასირევა (სნვ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /
1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 ფოლაუ ფაინგა (ბრმ), 3 ალან ალა’ალატოა (ბრმ);
4 გვიდო პეტი-პაგადისავალ (ხგრ), 5 რორი არნოლდ (ბრმ);
6 პავლო მატერა (ხგრ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 კვოხა სმით (ლნზ)
სულ: 6 ზელ; 4 ავს; 2 არხ აფრ; 1 იაპ
სტატ’მოწინავენიწყარო >> ფოქს’სპორთს
https://www.foxsports.com.au/rugby/super-rugby/stats/playersქულა (მარტო დამრტყმელები): 194 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 182 რიჩი მოჰუნგა (ქრს);
156 ბრაის ჰეგართი (რედ); 137 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 124 ელთონ იანკის (ლნზ);
119 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 118 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 116 ქვეიდ ქუპერ (რბლ);
114 ჯოშ იოანე (ჰლნ); 113 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 112 ჰეიდენ პარქერ (სნვ)
ლელო: 15 სევუ რის (ქრს); 13 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 12 ფოლაუ ფაინგა (ბრმ);
11 სემისი მასირევა (სნვ); 10 ბრეიდონ ენორ (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ);
9 რიკო იოანე (ბლუ), ბენ ლემ (ჰრქ); 8 მატიას ორლანდო (ხგრ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)
ნავარდი (მეტრი): 1,596 მელანი ნანაი-ვაი (ბლუ); 1,546 სამუ კერევი (რედ); 1,442 თომ ბენქს (ბრმ);
1,320 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 1,281 დევიდ ჰავილი (ქრს); 1,253 სემისი მასირევა (სნვ);
1,217 რიკო იოანე (ბლუ); 1,202 ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ); 1,183 სევუ რის (ქრს)
ნარტყამი (მეტრი): 4,590 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 4,323 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 3,823 ჰეიდენ პარქერ (სნვ);
3,760 ბრაის ჰეგართი (რედ); 3,521 ქერთლი ბილ (ვრთ); 3,391 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 3,342 ვილ გენია (რბლ);
3,314 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 2,905 ქრისჩენ ლეა’ლია’ ფანო (ბრმ); 2,839 რიჩი მოჰუნგა (ქრს)
მბოჭავის გაბითურება: 69 სამუ კერევი (რედ); 66 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), დევიდ ჰავილი (ქრს);
56 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ); 51 ბენ ლემ (ჰრქ); 48 თომ ბენქს (ბრმ);
47 დანიელ დიუ’პრე (შრქ), მელანი ნანაი-ვაი (ბლუ), სევუ რის (ქრს), არდი სავეა (ჰრქ)
ბოჭვა: 223 მაიქლ ჰუპერ (ვრთ); 208 მეთ თოდ (ქრს); 201 სემ ქართერ (ბრმ); 194 მარკოს კრემერ (ხგრ);
190 დამიენ ფითს’პათრიქ (ვრთ); 184 ლიამ რაით (რედ); 177 ალან ალა’ალატოა (ბრმ); 174 რიდ პრინსეპ (ჰრქ)
24 წლის ჯამი (1996-2019) >>
http://files.rugby.ge/OVA-2019/ZE_JAMI-24.htm EN >>
http://files.rugby.ge/OVA-2019/SR_TOTAL-24.htm