ერთა პირველობაო?ბორჯღალოსნებმა მეოცე სეზონში თუმც მეცამეტედ (!) მოიგეს "რაგბი ევროპა",
მინიმუმ 2024 წლამდე მაინც მაგ ამქარში მოუწევთ ჯახირირაგბეთი რომ უმაგალითოდ უკუღმართადაა მოწყობილი, ფანობამ ზეპირად იცის: მახვშები ბარემ 100 წელი მსოფლიო თასის გამართვისა და მოთამაშისთვის ფულის ძლევის წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ მერე მაინც მოუხდათ უკან’დახევა
გაგანია გლობალიზაციაა, ნეტარი "ექვსი ერი" კი ჯიუტად ამტკიცებს, მარადი და ხელ’შეუხებელი ვარო. ვერ ტარდება ევროპის პირველობა; ძლიერი სუსტთან თამაშს უკადრისობს, არა მცალიაო; და ზელანდიის რაგბის კავშირიც ექადნება ბიჭებს, თუ გალეგიონერდებით, "ოლ ბლექსის" კვართს ვეღარ ჩაიცმევთო
სხვა დონეზეასეთ ვითარებაში როგორღა უნდა ვიზარდოთ?
XX საუკუნის ბოლოს კადნიერად ვძლიეთ ჩვენზე ძლიერებად ძმა-ბიჭობითღა შერაცხულები და 2000 წლიდან "ერთა თასში" ჩავებით. მას აქეთ ერთ’თავად აღმა მივდივართ, მეზობელი და შორებელი კონკურენტები კი გაქვავდნენ ანაც გავერანდნენ
გუნდი 20 წელში გამართული 100 თამაშიდან 83-ს რომ მოიგებს და ქულათა 91.2 პროცენტს მოკრეფს, ხოლო ბოლო 10 წელში ბალანსად
46-3*1 რომ ექნება და სლემსაც 6-ჯერ შეასრულებს, უდაოა, რომ სხვა საშეჯიბრო დონეზე უნდა აღზევდეს
მამხილებელი სტატიაამისი პერსპექტივა გამოჩნდა შარშან. დაბლინი ამტკიცებს, ყველა (!?) კავშირს დავუგზავნე "მსოფლიო ლიგის" პროექტიო, მაგრამ "ნიუ ზილენდ ჰერალდ"მა ამა წლის 28 თებერვალს რომ გამოაქვეყნა მამათა მამხილებელი სტატია, "მსოფლიო რაგბმა" ერთი კვირის თავზეღა, უსუსურად იმართლა თავი და გეგმა გაასაჯაროვა
გაზეთმა დაწერა, მარტის ბოლომდე გაფორმდება კონტრაქტი მავან ტელე’ბატონთან და 2020 წლიდან გაჩაღდება 12-გუნდა "მსოფლიო ლიგა", რომელიც 10-12 წლის მანძილზე ახალს არავის მიიღებს და მთელ, საარაკო სარფს თავად მოიხმარსო
რაგბეთი აჯანყდადასში შევლენ ჩრდილოეთის "6 ერი", სამხრეთის "ფალავნობა" (4 ერი), იაპონია და შტატები, ხოლო ზღვისრეთის კუნძულები და სხვა, რაგბულად მზარდი ქვეყნები დიდი ხნით გაირიყებიან, რადგან ოთხ’წლედში ერთხელ’ღა – მსოფლიო თასზე ერაგბებიან ბობოლებსო
ამის წაკითხვაზე რაგბეთი აჯანყდა. გასარიყებმა დაიქადნეს, მსოფლიო თასს ბოიკოტს მოვუწყობთ და სხვათა სახელით მორაგბე ჩვენებურებსაც ავიყოლიებთო. ხმა აღიმაღლა თვით უმაქნისმა "რაგბი ევროპა"მ, "საქმის კურსში" რად არ გვაყენებთო, ინგლისისა და საფრანგეთის საკლუბო ლიგებმა კი ბრძანეს, დაბლინი ჩვენს სეზონში იჭრება და მოთამაშეებს ურცხვად გვართმევსო
უზენაესი პრინციპები"მსოფლიო რაგბმა" გამოაცხადა, თამაშის განვითარება-გავრცელების გარდა, სხვას არაფერს ვესწრაფვითო. რაკი ტელე’ბაზარზე მუდმივი ბრძოლაა სპორტებს შორის, გადავწყვიტეთ, მუღამი შეგვემატებინა ზაფხულისა და შემოდგომის ტესტებისთვის: ისინი და 6 | 4 ერი ერთ პაკეტად – "ერთა პირველობად" ჩამოგვექნა და ბევრად უფრო სარფიანად მიგვესაღებინა პოტენციური მყიდველისთვისო
დაბლინი აღიარებს, რომ რაგინდარა სიახლე ძნელად იკაფავს გზას, მით უფრო, თუ საქმეში ბევრი მოწილეა და ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს. მახვშები მზად არიან, უსმინონ ყველას, მაგრამ უზენაეს პრინციპად კი მაინც დაუდგენიათ სპორტული სამართლიანობა და აღმასვლის შანსის მიცემა ყველა ქვეყნისათვის
ლუწ წლებშიდაბლინმა პროექტის დეტალები 6 მარტს გამოაქვეყნა, 14 მარტს კი ეთათბირა რჩეულ საზოგადოებას. ერთი ეგ იყო, რომ შტატების ნაცვლად რეიტინგში ბევრად მაღლა მდგომი ფიჯი მიიწვია, და მოთამაშეთა ასოციაციის მოთხოვნით, ერთი კვირით შეუმცირა ბიჭებს დატვირთვა
"ერთა პირველობა" თურმე 2022 წელსღა დაიწყება და სრულ’ფასოვნად, ანუ გავარდნა-ასვლიანად, ლუწ წლებშიღა ჩატარდება, რაკი კენტებში ხან მსოფლიო თასია და ხანაც "ლომების" სამხრეთული ტურნე
11 ტურადშეჯიბრი სამ დონედ მოეწყობა. ზედა ორზე ორ-ორი, 6-გუნდა რეგიონი იქნება – "ევროპა" და პირობითად "შორეთი" (დანარჩენი მსოფლიო), მესამეზე კი – სავარაუდოდ, ოთხი
ელიტაში ევროპა "ექვს ერს" უდრის, მეორე დონეზე კი – ჩვენს ტურნირს. ყველა გუნდი 11 მატჩს გამართავს: ხუთს – ისევე, როგორც ახლა, და კიდევ ექვსს ტურნეებზე: სამს ივლისში (აქამდელი ივნისის ნაცვლად) და სამსაც ნოემბერში
გადასასვლელი ჯახებიდონის ორივე რეგიონისთვის ცალკე ცხრილი იწარმოებს, ოღონდაც გუნდს 11-ვე თამაშის შედეგი ჩაეთვლება. დაბლინს თავიდან ნახევარ’ფინალებიც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მერე მოტვინა, რომ პირდაპირ ფინალის გამართვა სჯობს: ტენდერით წინასწარ შერჩეულ ვეება სტადიონზე ევროპის ჯილა შორეთის ფალავანს ერაგბება
ლოგიკით ამავე, მე-12 ვიქენდზე უნდა მოეწყოს გადასასვლელი ჯახებიც: პირველი დონის ევროპელი მაჩანჩალა მეორე დონის საუკეთესო ევროპელს შეებას, და შორეთელიც – შორეთელს: რაგბული ადათით, ალბათ შინ, რათა მხოლოდ ნამდვილად ძლიერი აღზევდეს!
კომპრომისზე ჩალიჩობენპრივილეგია ვერავის ეთმობა იოლად და "ექვსი ერი" თურმე ამაზე სასტიკ უარსაა. ერთი კია, ამ ამქრის მოსუსტო წევრები ხვდებიან, რომ "მსოფლიო რაგბი" მათ ჭკუაზე უსასრულოდ ვერ ივლის და დანარჩენ სამყაროს ვერ მოიმდურებს. ჰოდა, კომპრომისზე ჩალიჩობენ, ესაო და მიმოცვლა ათწლეულის ბოლომდე გადავავადოთო
დაბლინი ირწმუნება, ახალი წამოწყება 12 წელიწადში 5 მილიარდ გირვანქას მოიტანსო! ასეთი სარფის შემხედვარე ყველა ურჩი მორჯულდება, "მსოფლიო რაგბი" კი "ერთა პირველობის" მსოფლიო თასის შესარჩევად გამოყენებასაც ფიქრობს და 2027 წლისთვის თასის დასის 24 გუნდამდე განვრცობას გეგმავს
ვივლით და ვუმასპინძლებთროგორია ჩვენი პერსპექტივა? 2022 წელს თუ ისევ პირველ ადგილზე ვიქნებით მეორე დონის ევროპული ექვსეულის 11-ტურიან ცხრილში, "ექვს ერში" ასვლაზე ვეთამაშებით პირველის ევროპელ ბოლოს
შემდეგი ეგეთი შანსი 2024 წელს მოგვეცემა და ასე შემდეგ, ყოველ ლუწ წელს. მავანთ ჰგონებიათ, ახალი პროექტით "რაგბი ევროპის" ანაბრად ვრჩებითო, მაგრამ ეგრე არაა: ივლისში 3-მატჩა ტურნეზე ძველებურად ვივლით, ნოემბერში კი სამ ტესტს ვუმასპინძლებთ
მეტიც, ტესტების ასეთივე ულუფა ერგებათ ესპანეთს, რუმინეთს, რუსეთს, ბელგიას და სისტემატური თამაშით გაიზრდებიან, თუ არა და მესამე დონიდან ამოსულს დაუთმობენ ადგილს
შეცდომით ჩაგვითვალესდასასრულ, რუსეთის 21-ედ (!) ძლევის გამოც. კრასნოდარში ისევ წვიმდა და რაგბი საცქერლად ვერ ვარგოდა. უპირატესობას საწყისი 30 წუთის შემდეგღა, 3:3-ზე დავეუფლეთ და ზედიზედ მეოთხე, ძალისმიერ ჯარიმას 7-ქულიანი მოჰყვა * 10:3
მეორე ტაიმის დასაწყისში მოგერიებაზე დავუფარეთ აწ უკვე 13-გზის ძლეულ იური კუშნარიოვს და ინგლისელმა რეფმა, როგორც ძლიერებს, დაუფიქრებლად და შეცდომით ჩაგვითვალა ლელო, რადგან ჩვენზე თამაშ’გარეც იყო და "წინ თამაშიც" * 15:3
მერე სოსო მათიაშვილს ეტკინა ლავიწი; მერაბ შარიქაძეს შეტანილი არ დაუმტკიცეს; ბურჯის სინბინისა და მორიგი 5 ჯარიმის შემდეგ კი მირიან მოდებაძემ უცებ გათამაშებით გააბრიყვა მასპინძლები * 22:6
რაგბი ევროპა * 2019ბოლო, მეხუთე რაუნდი
საქართველო$ 22:6 რუსეთისაქ: მათიაშვილი (ხმალაძე 56) მოდებაძე შარიქაძე^კაპ მალაღურაძე (კაჭარავა 67) კვესელაძე
<10-9> აბჟანდაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 61) /
გიგაშვილი (გოგიჩაშვილი 67) მამუკაშვილი (ჟვანია 67) ჩილაჩავა (მელიქიძე 53)
ჭეიშვილი (სუთიაშვილი 41) ნემსაძე; გიორგაძე (თხილაიშვილი 61) ცუცქირიძე გორგაძე –
შ [გორგაძე] + 2ლ: ცუცქირიძე მოდებაძე; გ: მალაღურაძე; ჯ: მათიაშვილი
რუს: არტემიევ^კაპ დავიდოვ ოსტრო’უშკო გერასიმოვ ბაბაევ (მოროზოვ 63-72, კონონოვ 73)
<10-9> კუშნარიოვ (გაისინ 67) შჩერბან (პეროვ 67) /
მოროზოვ (სეკისოვ 61 სბ 63-72) სელ’სკი (მატვეევ 61) ზიკოვ (ბიტიევ 57)
ოსტრიკოვ (ფედოტკო 51) გარბუზოვ; სიჩოვ გაჯიევ (ხოდინ 68) ჟივატოვ –
2ჯ: კუშნარიოვ
რეფ ფოლი (ინგ) 17/03 @ კრასნოდარ, ყუბან, წვიმა (5 850?)
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=_RdS_hdnxl43:0(8) 3:3(31) 10:3(40+3შ) /
15:3(45) 15:6(57) სბ(63რ) 22:6(66) დას(80+1)
ბორჯღალოსნების 31 წლის (1989-2019) მონაგარი223 თამაში (91 შინ, 91 გარეთ, 41 ნეიტრ)
140 მოგება - 76 წაგება * 7 ფრე
ქულა 5229:3951 (+1278)
ლელო 630/406 (+224)
სულ 262 ბორჯღალოსანი >>
ვინ მერამდენეა? >>
http://site.rugby.ge/ka-GE/Vin-Meramdenea/102 ბექი, 150 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 305, ხოლო ფორვარდებმა 325 ლელო
20 ერთა თასზე (2000-2019)
100თ (49შ 48გ 3ნ) 83-13*4
ქ 3094:1153 (+1941) ლ 411/90 (+321)
რუსეთთან (1993-2019)
23თ (11შ 9გ 3ნ) 21-1*1 ქ 579:260 ლ 66/16
გამარჯვება: 13 კვირიკაშვილი კაჭარავა; 12 გორგოძე; 11 აბუსერიძე; 10 ურჯუკაშვილი ლაბაძე ზიბზიბაძე ჩხაიძე –
მარცხი: 13 კუშნარიოვ; 11 გრაჩოვ იანიუშკინ გრესევ
66’ვე ლელო: 5 უდესიანი მაჩხანელი;
4 ჩხაიძე;
3 ლაბაძე გორგოძე დ.კაჭარავა;
2 ზედგინიძე ჯიმშელაძე ზირაქაშვილი კოლელიშვილი ზიბზიბაძე ნემსაძე ლობჟანიძე ფეიქრიშვილი ასიეშვილი;
1 ქავთარაშვილი შ.მოდებაძე ნადირაძე ცაბაძე ხამაშურიძე შველიძე ა.გიორგაძე სამხარაძე მჭედლიშვილი ურუშაძე მალაღურაძე მ.ურჯუკაშვილი ხინჩაგიშვილი ნატრიაშვილი ბრეგვაძე დათუნაშვილი ქუბრიაშვილი ჟვანია მჭედლიძე კოშაძე გაჩეჩილაძე სიჭინავა გორგაძე ცუცქირიძე მ.მოდებაძე
გერმანია 10:33 ესპანეთი$ლ: ჰონ; გ ჯ: კლევინგ’ჰაუს –
5ლ: გარსია ნორთონ მორა ვოქერ-ფითონ გიომ: 4გ: რაბაგო
რეფ პიარდი (იტა) 17/03 @ კიოლნ (2 200)
0:7(11) 3:7(15) 3:14(21) /
3:19(47) 3:26(60) 3:33(67) 10:33(80+3)
ბელგია 17:43 რუმინეთი$2ლ: დინსტ დე’კიუბე; 2გ: ვილიამს ამზავი; ჯ: ვილიამს / სბ: ჩონგე –
შ + 4ლ: დ.ლაზერ ნისტორ ზახარია კოჟოკარუ; 2გ 4ჯ: პლაი / სბ: ანტონესკუ
რეფ ევანს (უელ) 17/03 @ ბრიუსელ (3 ათ)
0:3(1) 3:3(2) 3:6(8) 3:9(15) 3:16(30) 3:21(34) 3:26(39) სბ(40+5რ) 10:26(40+8) /
10:29(51) 10:36(59შ) სბ(65ბ) 10:43(69) 17:43(77)
რაგბი ევროპა 201909/02 რუმინეთი 09:18 საქართველო კლუჟ
09/02 ბელგია 29:22 გერმანია $ ბრიუსელ
10/02 ესპანეთი 16:14 რუსეთი $ მადრიდ
17/02 საქართველო 24:10 ესპანეთი ავჭალა
16/02 რუსეთი $ 64:07 ბელგია სოჭი
16/02 რუმინეთი $ 38:10 გერმანია ბოტოშან
02/03 ბელგია 06:46 საქართველო $ ბრიუსელ
02/03 გერმანია 18:26 რუსეთი ჰაიდელბერგ
03/03 ესპანეთი 21:18 რუმინეთი $ მადრიდ
10/03 საქართველო $ 52:03 გერმანია ქუთაისი
09/03 რუმინეთი 22:20 რუსეთი $ ბოტოშან
10/03 ესპანეთი $ 47:09 ბელგია მადრიდ
17/03 რუსეთი 06:22 საქართველო $ კრასნოდარ
17/03 გერმანია 10:33 ესპანეთი $ კიოლნ
17/03 ბელგია 17:43 რუმინეთი $ ბრიუსელ
საბოლოო ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 24 +128 25/02 162:034 5-0 4
ესპანეთი 18 +052 18/09 127:075 4-1 2
რუმინეთი 15 +044 14/12 130:086 3-2 3
რუსეთი 11 +045 20/08 130:085 2-3 3
ბელგია 4 -154 08/33 068:222 1-4 0
გერმანია 1 -115 07/28 063:178 0-5 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) ან
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
ოღონდაც წაგებული ერთ’ბაშად 2 ბონუსს ვერ აიღებს!
+1 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) – დაგვერიცხა!
ტოლობაზე: ორ გუნდში: 1) პირისპირ შედეგი, 2) ამ მატჩში გატანილი ლელოები;
3) სხვაობა მთელ ტურნირში, 4) გატანილი ლელო მთელ ტურნირში,
5) გატანილი ქულა მთელ ტურნირში; სამ | მეტ გუნდში – 3) მუხლიდან
"რაგბი ევროპის" (ერთა თასის) ოფიციალური ჩემპიონებისაქართველო 11 2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014 2015 2016 2018 2019
რუმინეთი 5 2000 2002 2005/6 2010 2017
პორტუგალია 1 2003/4
ყოველ’წლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები ^ სლემი (ხუთივე მატჩში გამარჯვება)
საქართველო 13 2001^ 2005 2007 2008^ 2009 2011^ 2012 2013 2014^ 2015^ 2016^ 2018^ 2019^
რუმინეთი 6 2000 2002^ 2004 2006 2010 2017
პორტუგალია 1 2003^ . . . .
20 სეზონის ჯამი (2000-2019)
ქვეყანა ქ% ს თ მ-წ *ფ$ბ ჩმ უ6 სლ გდ
საქართველო 91.2 20 100 83-13*4$25 11 13 8 -
რუმინეთი 79.5 20 100 72-26*2$26 5 6 1 -
რუსეთი 60.9 19 94 51-40*3$19 - - - -
მაროკო 60.0 1 5 03-02 - - - #
პორტუგალია 45.6 17 85 35-47*3$09 1 1 1 1
ესპანეთი 42.8 18 90 32-54*4$18 - - - 1
ბელგია 21.0 5 25 03-21*1$07 - - - 1
ჩეხეთი 20.7 6 29 06-23 - - - 1
გერმანია 12.1 7 35 03-31*1$03 - - - 1
ჰოლანდია 6.7 3 15 01-14 - - - 1
უკრაინა 6.3 4 20 01-19 $01 - - - 2
ქ% = (4*მ + 2*ფ + ბ) / (4*თ) * 100
ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)
:::