Rust- ეს არის ონლაინ თამაში პოსტაპოკალიფსურ სამყაროში გადარჩენაზე. თქვენ გონს მოდიხართ სანაპიროზე სრულიად უცხო გარემოში შიშველი მხოლოდ ერთი ქვის ლოდითა და ჩირაღდანით. მოგიწევთ უცნობი სამყაროს შესწავლა განვითარება და გადარჩენა. მაგრამ ეს ადვილი არ არის აქ თქვენი მთავარი მტერი ველური ცხოველები კი არ არიან არამედ პირველ რიგში შიმშილი და სხვა მოთამაშეები, რომელთაც უმეტესობას როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე თვითონ კი არ უნდათ განვითარებისთვის რესურსების მოპოვება ურჩევნიათ სხვა მოთამაშეებზე ინადირონ და მათი მოგროვილი ქონება მიითვისონ. ეს ადვილი არაა და სანამ გაერკვევით და სანამ სანდო მეგობრებს შეიძენთ ვისთან ერთადაც თავს დაიცავთ და შეისწავლით გარემოს მოემზადეთ რომ მრავალჯერ მოგკლავენ და მთელ თქვენ წვალებით მოგროვილ ქონებას დაკარგავთ. ასევე გაითვალისწინეთ რომ მტრებსაც შეუძლიათ ჯგუფუური თამაში
თამაში გადავსებულია ათასნაირი შესაძლებლობებით აქ შეგიძლია ინადიროთ, მოძებნოთ საჭირო ნივთები, შეაგროვოთ რესურსები, დაკავდეთ კრაფრინგით (რესურსებით კარგი ხელსაწყოებისა და ნივთების დამზადებით), ან უბრალოდ გამოიკვლიოთ სამყარო და მოძებნოთ აპოკალიფსამდე შემორჩენილი საინჯინრო ნახაზები რომლითაც შეძლებთ უფრო კარგი ნივთების დამზადებას, დაკავდეთ ბაზის ან სახლის მშენებლობითა და მოწყობით ან პირიქით ყაჩაღობით, მკვლელობით, მოწინააღმდეგის ბაზის აფეტქებით, კლანური ომებით და მრავალი საინტერესო რამით და ეს ყველაფერი საკმაოდ კარგი გრაფიკით და რეალობასთან მიახლოებული ქცევით რადგან გადარჩენა თქვენ მოგიწევთ რეალურ მოთამაშეებთან ერთად (ამ ეტაპზე ერტდროულად 300 კაცი სერვერზე), ვისგანაც როგორც რეალურ სამყაროში ყველაფერია მოსალოდნელი.
დღეის მდგომარეობით survival MMO ჟანრში რასთი საუკეთესოდ ითვლება. თამაშს რომ დაიწყებთ თქვენ შეგეძლებათ მეგობრებთან ერთად შექმნათ/ააშენოთ უსაფრთხო ბაზები, მოაწყოთ თავდასხმები სხვებზე, ინადიროთ, იპოვოთ ან შექმნათ ნივთები. ასევე შეგიძლიათ მარტოხელა მგელი გახდეთ, რაც მოგცემთ საშვალებას არ ინერვიულოთ რომ თქვენივე მოკავშირე გიღალატებთ და ზურგში დანას ჩაგარტყავთ და მოიპარავს თქვენ ნივთებს. Rust-ი უბრალოდ გაიძულებთ იმოქმედოთ თქვენი ინსტიქტით რომ გადარჩეთ.
თამაში ხდება სხვადასხვა სერვერზე რომლების არჩევაც თქვენ შეგიძლიათ ... სერვერები განსხვავდება ერთმანეთისგან რუქით (კუნძული, ნახევარკუნძული ....), პინგით, ხალხის მაქსიმალური რაოდენობით და თამაშის წესებით (არის კლასიკური სერვერები და არის დანავაროტებული სერვერები სადაც კლასიკასთან შედარებით აწეულია რესურსების მოპოვება, არის ტელეპორტაცია(როგორც ბაზაზე ასევე თქვენი გუნდის წევრთან ნებისმიერ ადგილას), შესაძლებელია აშენებული შენობის დაშლა .... სერვერების უმეტესობა პვპ-ა ყველას შეუძლია შემთხვევით ან გამიზნულად მოკლას ყველა ... ერთადერთი არი მშვიდობიან ზონები სადაც თუ შენ დაესხმები ვინმეს პირველი იმ ადგილის დაცვა შენ დაგცხებს ავტომატურად.)
ხო ყველა სერვერს აქვს ერთი თავისებურება ... ყოველ 2 კვირაში(შეილება სხვა პერიოდშიც) ხდება ე.წ ვაიპი ... ამ წინასწარ განსაზღვრულ დროს სერვერზე ნულდება ყველაფერი და ქრება ყველა მოთამაშის მიერ გაკეთებული ნივთი, იარაღი, ნაშოვნი რესურსი და აშენებული შენობა და ყველა იწყებს თავიდან ტიტველი სანაპიროზე მხოლოდ ქვითმ და ჩირაღდნით როგორც სულ პირველად ... ერთადერთი ჩვეულებრივი ვაიპისას გრჩება წინა ორი კვირის წინ ნასწავლი რეცეპტები ... მაგალითად არბალეტის გაკეტების, სამედიცინო შპრიცის .... და მათი თავიდან პოვნა და რეცეპტად გადამუშავება და სწავლა ან სულაც რეცეპტის მოპოვება არ გიწევთ და კიდე ვაიპის მერე შეზღუდვა არსებობს ზოგ სერვერზე რომ პირველი დღე ავტომატურ იარაღს ვერ ხმარობ სხვებთან შედარებით უაზერო ბლიუსი რო არ გქონდეს.
ასევე 3 თვეში ერთხელ ხდება გლობალური ვაიპი სადაც ეს რეცეპტებიც ნულდება. ეს ვაიპის თარიღები ყველა სერვერზე წერია და ყველამ იცის წინასწარ.თამაში ვითარდებოდა 2013 წლიდან და ოფიციალურად სტიმზე გამოვიდა 2018 წლის 8 თებერვალს და მანამდეც და მის მერეც მუდმივად ვითარდება ახლდება.
სისტემური მოთხოვნები:
ოს: Windows 7 / 8 / 10 - მხოლოდ 64 ბიტი!
პროცესორი: 2 Ghz.
ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM
DirectX: Version 9.0
თსვისუფალი ადგილი დისკზე: 8 GB
დასახელება: Rust / Rust Experimental
გამოცემის ტიპი: Repack
ჟანრი: FPS, სიმულატორი, survival MMO
შემქმნელი: Facepunch Studios
პლატსორმა: PC
ვერსია: 2256 10.09.2020
ინტერფეისის ენა: английский, русский
აქტივაცია ჩაშენებულია.
ზომა: 8.3 GB
დაყენება:
დაყენების მისამართში უნდა იყოს მხოლოდ ინგლისური ასოები!
თუ 32-ბითიანი ვერსიის ამორჩევისას ყენდება 64-ბიტიანი, გაუშვით Setup.### ადმინისტრატორის უფლებებით.
1. გაუშვით Setup.###.
2. მივყვებით ინსტალატორის ინსტრუქციებს და ვაყენებთ ჩვენთვის მისაღებ ინსტრუქციებს.
3. თამაშს ვრთავთ აუცილებლად Launcher.###-დან!
4. შეგვყავს პერსონაჟის საჭირო სახელი.
5. ვაწვებით F1.
6. და შეგვყავს client.connect ip_adress:port, где "ip_adress" - IP адрес сервера, а "port" номер порта.
სერვერზე სათამაშოდ საჭიროა Steam იყოს ჩართული.
და შექმნილი იყოს რამე ექაუნთი...
სერვერები უანრავია გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მისამართს:
client.connect rust-exp.alkad.org:28015
client.connect rust-exp.alkad.org:28019
client.connect rust-exp.alkad.org:22222
client.connect rust-exp.alkad.org:6666
client.connect survival-instinct.ru:29015
უფასოდ ჩამოსაწერი ბმული Rust v2256 10.09.2020ასევე steam-ზე ღირს ამ მომენტისთვის ღირს 18.49$
ჩამოსაწერი ბმული სტიმზეერთერთი კარგი მოთამაშის 3 საათიანი სტრიმი ვაიპის მერე
2020 წლის აგვისროს განახლებით თამაშზე დამატებული სიახლეების 10 წუთიანი სტრიმი.
ეხლა მოკლედ რჩევები ასე თუ ისე ადვილად დასამუღამებლად ....
1. არის 2 გზა სოლო ითამაშებ თუ შენ რეალურ მეგობრაბთან ერთად ან იქ ონლაინ მოძებნი მეგობრებს რომლებსაც ენდობი (რაც ძალიან ძნელია რადგან 100 დან 95 მოგატყუებს ან გიღალატებს ან ეგრევე მოგკლავს როგორც კი შანსი ექნება)
2. სოლო ითამაშებ თუ მარტო ... პირველი და მნიშვნელოვანია ააარჩიო არეალი სადაც ძირითადად ითამაშებ და იმ არეალამდე მიაღწიო სირბილით (გზაზე დაიკიდე რესურსებიც გარდა კანაპლის ხო ხო კანაპლის ბუჩქისა
(რომელიც ნაჭერს იძლევა)) უნდა სეაგროვო ეს ნაჭრები და საძილე ტომარა დაამზადო და როცა იმ არეალს მიაღწევ სადაც აპირებ განვითარებას (გარშემო არავინაა ბევრი რესურსებია, ტყეა და წყნარად განვითარდები ან მაგაზიააა ან სხვა მოთამშეები არიან ბევრი ვიზეც ინადირებ გააჩნია შენი თამაშის ტაქტიკას) და უნდა დააგდო ეს საძილე ტომარა და სასურველია გარშემო რამდენიმე ცალი ...რაც მეტი უკეტესი.
3. საძილე ტომარა საჭიროა იმისთვის რომ თუ მოგკლეს სადღაც შორს კი არ გაცოცხლდები იქვე უახლოეს ტომარასთან გაჩდები და უცბათ მიირბენ იმ ადგილას სადაც მოგკლეს რომ შენი გვამიდან ლუტის წაღება ვერ მოასწრონ და შური იძიო.
4. ასევე ყველა ტომარასთან ახლოს საჭიროა შექმნა ნაჭრის სამალავი (ჭირდება 10 ნაჭერი) და რომელიც საძილე ტომარასთან ახლოს დადო მიწაზე, მასში 5 ნივთი ეტევა და შუბი ან სხვა იარაღი უნდა ცაალაგო რომელსაც თუ მოგკლეს გაცოცხლდები აიღებ იარაღს და შურს იძიებ. რის მერეც აღნიშნული ტომარა მიწაში უნდა ჩაფლა და აღარ ჩანს სხვებისთვის თუ შემთხვევით არ იპოვა (ან არ დაინახა შორიდან როგორ მალავ).
5.ასევე შეგიძლია თავდაპირველი სახლისთვის რესურსების სესანახად გამოიყენო ეს ტომარა.
6.შემდგომ უნდა ეცადო სახლის აშენება. ამისათვის საწიროა რესურსები (შეშა მაინც მერე ქვა რკინა) ხის ჩაქუჩი და ლურჯი ნახაზი.
7. ლურჯი ნახაზი რომ გიკავია ხელში და რესურსები (ხე) გაქ ინვენტორში შეგიძლია მომავალი სახლის კარკასი შექმნა რომელსაც ჩაქუჩით ხემდე გააძლიერებ (მოგვიანებით კი ქვაზე, რკინაზე ან ფოლადზე) დაუყენებ კარს და რომელსაც თავიდან უბრალო გასაღებიან კლიტეს დაადებ და მოგვიანებით კი კოდიან კლიტეს.
8. გასარებიან კლიტეს კოდიანი კლიტე იმით ჯობია რომ გასაღები თუ მოგკლეს და ვინმემ იპოვა შევა შენ სახლში და კარებსაც და კლირტესაც მოხსნის
9. და ყველაზე მნიშვნელოვანი ... ყველა სახლი ნელნელა ლპება და რომ არ დალპეს სახლში კარდა უნდა დადგა რომელსაც ასევე დაადებ კლიტეს დარომელშიც შესაბამის რესურსებს (ხე, ქვა .... შეინახავ და რომელიც გაჩვენებს რამდენი დღე ეყოფა ეს რესურსები სახლმა ლპობა რომ არ აიწყოს და ნელნელა არ დაინგრეს)
10. როცა ასეთი სახლი გაქ უკვე ნელნელა შეგიძლია დაიწყო რესურსების შეგროვება და ახალი ნივთების (იარაღი ინვენტარი ...) რეცეპტების შოვნა.
11. თამაშში არის სხვადასხვა რესურსების გარდა, შემორჩენილი კასრები(იმტვრევა) ან ყუთები რომლებშიც გხვდება სხვადასხვა ნივთები ან ნივთების ნაწილები ... მაგალიტად გაუმჭობესებუული წერაქვი ან 2 ლულიანი აბრეზი, ან სამკურნალო შპრიცი .... ასევე ე.წ SCRAP-ი ანუ რესურსი რომელიც ან ასეთ კასრებში და ყუთებში მიპოვება ან სხვა არასაჭირო ნივთების სპეციალურ გადამამუშავებელში მიიღება ... ხოდა რაიმე უნიკალური ნივთი რომ გაქვს მიგაქვს სახლში ან იქ სადაც ხელოსნის სპეციალური მაგიდა გეგულება და დებ იქ ამ ნივთს ... რომლის დასამუშავებლათაც ეს სკრაპია საჭირო ... და დაუშვად გადაამუშავე ეს 2 ლულიანი აბრეზი ... გაჩნდება ამ აზბრეზის მაგივრად მისი ნახაზი და ამ ნახაზს თუ ისწავლი (წიაკითხავ) მერე ნებისმიერ დროს უკვე შეგიძლია ამ ნივთის დამზადება (თუ საჭირო რესუსრები გაქვს). ანუ დაუშვათ არბალეტი თუ ისწავლე ... რომც მოგკლან და ისევ ნაპირზე გაჩნდე უკვე არბალეტის დამზადება იცი ... შეაგროვებ უცებ რესურსებს და არბალეტით დარბიხარ. თან დიდი პლიუსი რომ უბრალო ვაიპით ქრება ყველაფერი მაგრამ ნასწავლი რეცეპტები (ცოდნა გრჩება).
12. ხო პერსონაჯს სისტემატიურად ჭირდება ჭამა და წყლის დალევა როცა ბოლომდე გამაძღარი ხარ და არც გწყურია სიცოცხლეც გევსება. ასევე ზოგ ზონებში არის რადიაცია და სპეცტანსაცმლის გარეშე თუ შეხვედი სიცოცხლე გაკლდება და გკლავს ... რ3ადიაცის შველის სპეციალური ანტირადიაციული ტაბლეტები ან წყალის დალევა, ხანდახან წყალში ცურვაც. ხო გაითვალისწინეთ ზღვის წყალი მარილიანია და მიეძალეთ მდინარის წყალს ან სპეციალურად გადამუშავებულ წყალს
.
აი ეს რჩევებია მოკლედ ... დანარჩენი იკითხეთმ და ნელნელა გავერკვეთ ერთად.
This post has been edited by Obey on 13 Sep 2020, 15:34
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs