Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები > ბურა


Posted by: Poker Man 13 Mar 2013, 22:38
თამაშში მონაწილეობს ორი მოთამაშე. თამაში მიმდინარეობს გადარჩეული 20 კარტით:

user posted imageტუზი
11 ქულა

user posted image10-იანი
10 ქულა

user posted imageკაროლი
4 ქულა

user posted imageდამა
3 ქულა


user posted image ვალეტი
2 ქულა

თითოეულ მოთამაშეს ურიგდება სამი კარტი. დარიგების შემდეგ იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.

სვლა კეთდება ერთი კარტით, ან ერთი "მასტის" ორი კარტით ან ერთი "მასტის" სამი კარტით. (კარტის გატნევა "მასტის" მიხედვით არ არის აუცილებელი). თუ კარტი გაჭრილია მოწინააღმდეგის კარტის მიერ, მაშინ კარტი მიაქვს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი - კარტის ჩამომსვლელს.

მოგებულია ის, ვინც პირველი შეასრულებს 31 ქულას. მოგებულად თავის გამოცხადება მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა მისი სვლა არის. ამ შემთხვევაში მან უნდა დააჭიროს ღილაკს "ვარ". თუ მოთამაშე თავს გამოაცხადებს მოგებულად და მას არ აღმოაჩნდება 31 ქულა, იგი ითვლება წაგებულად. თუ მოთამაშერ ვერ ჭრის მოწინააღმდეგის მიერ ჩამოსულ კარტს, მას უფლება აქვს ოპონენტს ფარულად გაატანოს კარტი,ამობრუნების გარეშე. ამისათვის უნდა აარჩიოს კარტი, და დააჭიროს ღილაკს "გატანება".

სამი ერთნაირი მასტის კომბინაციას ეწოდება "მალიუტკა"

user posted image

თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს აქვს " მალიუტკა" ურიგოდ, კომბინაცია "მალიუტკის" სვლა ხდება ურიგოდ, თუ მონიშნულია "მალიუტკა " რიგით, ამ შემთხვევაში მოთამაშე ელოდება სვლის თავის რიგს.
სამი კოზირის კომბინაციას ეწოდება "ბურა"

user posted image

იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "ბურა", იგი პარტიას იგებს შეგროვილი ქულების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად.
სამი ტუზის კომბინაციას, საიდანაც ერთი აუცილებლად ტუზკოზირია, ეწოდება "სამეფო ბურა"

user posted image

იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "სამეფო ბურა", იგი პარტიას იგებს ორმაგი ქულებით. მაგალითად თამაში მიმდინარეობდა 4 ქულაზე, სამეფო ბურით მოგებისას, მოთამაშე მიიღებს 8 ქულას.

სამეფო ბურა გამოიყენება მარტო იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს "სამეფო ბურა"
თამაშის მიმდინარეობს წინასწარ არჩეულ ქულამდე. მოთამაშემ მაგიდის გახსნამდე უნდა აირჩიოს, სადამდე სურს თამაში: 3 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.

მოთამაშეს სვლის გაკეთებისთვის მოსაფიქრებლად ეძლევა გარკვეული დრო. თუ მოთამაშემ გადააცილა დროს, დარიგებულ ხელში ითვლება წაგებულად.

მოთამაშეს სვლის გაკეთების წინ შეუძლია მოწინააღმდეგეს შეთავაზოს ქულის გაორმაგება - "დავი". მოწინააღმდეგეს შეუძლია უარი თქვას შემოთავაზებაზე და დათმოს ხელი, ან წამოვიდეს შეთავაზებაზე და გააგრძელოს თამაში უკვე ორ ქულაზე, ან მოითხოვოს გასამმაგება - "სე". მოწინააღმდეგეს აქვს ისევ სამი ვარიანტი : უარი, სვლა, ან გაოთხმაგების შეთავაზება "ჩარი". შეთავაზება შეიძლება 6 მდე ("ფანჯი", შაში").

-----------------------

5-კარტა ბურა

თითოეულ მოთამაშეს ურიგდება ხუთი კარტი. დარიგების შემდეგ იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.

სვლა კეთდება ერთი კარტით, ან ერთი "მასტის" ორი, სამი, ოთხი ან ხუთი კარტით. თუ კარტი გაჭრილია მოწინააღმდეგის კარტის მიერ, მაშინ კარტი მიაქვს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი - კარტის ჩამომსვლელს.

ქულები:

ტუზი - 11 ქულა
10 – 10 ქულა
კაროლი - 4 ქულა
დამა - 3 ქულა
ვალეტი - 2 ქულა
9,8,7,6 – 0 ქულა


მოგებულია ის, ვინც პარტიის დასრულებისას შეაგროვებს ყველაზე მეტ ქულას (61 ან მეტი). თუ მოთამაშე შეაგროვებს 2-დან 30 ქულამდე, იგი პარტიას წააგებს ნომინალის ორჯერ მეტი ქულით. თუ მოთამაშე ვერ შეაგროვებს ქულებს პარტიის დროს (0 ქულა) იგი წააგებს პარტიას ნომინალის სამჯერ მეტი ქულით

ხუთი ერთნაირი მასტის კომბინაციას ეწოდება "მალიუტკა"

თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს აქვს " მალიუტკა" ურიგოდ, კომბინაცია "მალიუტკის" სვლა ხდება ურიგოდ, თუ მონიშნულია "მალიუტკა " რიგით, ამ შემთხვევაში მოთამაშე ელოდება სვლის თავის რიგს.

ხუთი კოზირის კომბინაციას ეწოდება "ბურა"

„ბურა“-ს სვლა ხდება ურიგოდ. იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "ბურა", იგი პარტიას არ იგებს, 3-კარტა ბურისგან განსხვავებით, მაგრამ მიაქვს მოწინააღმდეგის მიერ იმ სვლაში ჩამოსული ყველა კარტს.

თამაშის მიმდინარეობს წინასწარ არჩეულ ქულამდე. მოთამაშემ მაგიდის გახსნამდე უნდა აირჩიოს, სადამდე სურს თამაში: 3 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.

მოთამაშეს სვლის გაკეთებისთვის მოსაფიქრებლად ეძლევა გარკვეული დრო. თუ მოთამაშემ გადააცილა დროს, დარიგებულ ხელში ითვლება წაგებულად.

მოთამაშეს სვლის გაკეთების წინ შეუძლია მოწინააღმდეგეს შეთავაზოს ქულის გაორმაგება - "დავი". მოწინააღმდეგეს შეუძლია უარი თქვას შემოთავაზებაზე და დათმოს ხელი, ან წამოვიდეს შეთავაზებაზე და გააგრძელოს თამაში უკვე ორ ქულაზე, ან მოითხოვოს გასამმაგება - "სე". მოწინააღმდეგეს აქვს ისევ სამი ვარიანტი : უარი, სვლა, ან გაოთხმაგების შეთავაზება "ჩარი". შეთავაზება შეიძლება 6 მდე ("ფანჯი", შაში").


Posted by: Patrick Kane 17 Mar 2013, 18:35
დღეს ვთამაშობდი 11 ლარიანს ევროპაზე და 2:9 უგებდი დავი მითხრა A10 გულები (კოზირი) და რაღაცა მეჭIრა და მაუსმა გამიწედა ვერ დავაჭირე მოსვლას და გავიდა დაროდა წაგეო დამწირა

facepalm.gif

Posted by: Makulatura 1 Apr 2013, 06:01
QUOTE
ბურა, 3 კარტა, 5 კარტა

ერთადერთი თამაშია რომელსაც არასოდეს ვთამაშობ down1.gif


Posted by: GoGol1 1 Apr 2013, 06:04
3 კარტაში ხშირად მომიგია

5 კარტას აზრზე არ ვარ....არასდროს მითამაშია no.gif

Posted by: ozzy_ka10 1 Apr 2013, 10:08
ონლაინში ცხოვრებაში არ ვითამაშებ მაგას..
რეალში რამდენიც მაგაში მომიგია...
და რამდენიც წამიგია love.gif
იყო დღეები 10-20 პარტიას ვთამაშობდი დღეში biggrin.gif
სამკარტას ოღონდ.
ბოლო ორიათასის წაგების და გარასხადოების მერე შევეშვი..
მგონი 5-6 წელია ხელი აღარ მითამაშია biggrin.gif

Posted by: CDN_GiGa 10 Apr 2013, 03:17
მე 5 კარტა ბურით დავიწყე რეალშიც კარგად მიმართლებდა მაგრადაც დავამუღამე და კაი მთავნებიც მომიგია, ამ ბოლოდროს კიდე რაღა ბოლოდროს ბოლო 1 წელი იქნება აჭარაზეც კარგად მიმდის საქმე smile.gif 3 კარტასაც ვთამაშობ და 5 კარტასაც მარა ონლაინში მარტო 3 კარტას 7 მდე და მალიუტკა ურიგოდ...

Posted by: pablo honey 10 Apr 2013, 03:29
ნორმალური გენერატორებია?
თუ აქაც არარეალურად ###ურად არიგებს როგორც პოკერის პროგრამაზე

Posted by: LUCIUSI 12 Apr 2013, 02:06
ხალხო ქართულებიდან რომელ საიტზე ჯობია?
და რამე უცხოური, რუსული საიტიც ხომ არავინ იცით ბურის? ინტერნეტში ვეძებდი და რუსულში მხოლოდ რაღაც შტერობა "ბურკაზიოლს" ჩითავდა მარტო.

Posted by: Жми На Газ 12 Apr 2013, 02:12
QUOTE
ნორმალური გენერატორებია?თუ აქაც არარეალურად ###ურად არიგებს როგორც პოკერის პროგრამაზე

რაც პოკერია ესეც ეს იქნება
ერთხელ 7-5 ვუგებდი ტიპს
თამაშიდან გავიდა და მოგება იმას ჩაეთავალ
საიდან როგორ რანაირად ხზ
იმის მერე არმითამაშია

Posted by: LUCIUSI 14 Apr 2013, 23:28
რაარი არავინ არყომარობს ბურას ინტერნეტში?

Posted by: ozzy_ka10 15 Apr 2013, 16:23
Жми На Газ
მე დღეს ვითამაშე ლიდერბეთზე ბლექ ჯეკი.. რა მაგარი რამეა იცი? შენ პროსტო ფსონი უნდა დადო..
დანარჩენი პროგრამა წყვიტავს როდის გასპლიტოს, დაამატოს, გაჩერდეს და ა.შ. biggrin.gif:D:D:D

ვიღაცა დათო მირიგებდა კარტს.. biggrin.gif
პლიუს ქურენთ მემბერს მიჩვენებდა ერთს და ფსონს როგორც კი ვდებდი ჩემს გარდა კიდევ 2 კაცს ურიგდებოდა biggrin.gif

Posted by: Luke_X 24 Aug 2015, 12:51
იმ შემთხვევაში რა ხდება თუ ერთს ბურა ყავს და მეორეს სამეფო ბურა ?

Posted by: synystergates 24 Aug 2015, 20:28
Luke_X
QUOTE
იმ შემთხვევაში რა ხდება თუ ერთს ბურა ყავს და მეორეს სამეფო ბურა ?

მაგაზე ევროპაზე ჯეკპოტია და ზოგადად დაგავორის მიხედვით ან სამეფო ბურა მთლიანი პარტიაა ან არაფერი

Posted by: moggwaiii 16 May 2016, 20:12
ბურაში ევროპაბეტი , აჭარაბეთი , კრისტალი , ლიდერი ყველას ბოტები ყავთ


Posted by: Obita1993 16 Jun 2016, 23:41
პროგრამაა მინაა 5 კარტასიიიიი ))))))))))))))))))

Posted by: მტკაველა 17 Jun 2016, 00:07
ევროპაბეთზე 2 ლარი მასესხე ხვალამდე სოფელში ვარ ვერ ვრიცხავ აპარატები არაა სოფელში და ხვალ ქალაქში რო გავალ დაგიბრუნებ ძალიან გთხოვ ჩამირიცხე 2 ლარი მაგრად მჭირდება ბილეთი უნდა დავდო ჯიგრულად ძაან გთხოვ მასესხე 2 ლარი . ევროპაბეთის პინ კოდი 985100 თუ ვინმე ჩამირიცხავთ 2 ლარს 3 ლარს დაგიბრუნებთ ქალაქში რო ჩავალ

Posted by: papidze 8 Mar 2017, 02:01
რამე ევროპული საიტი არ იცით სადაც ბურას თამაშობენ და ჩემპიონატებიც იმართება ?


Posted by: CigarettesAfterSex 9 Mar 2017, 22:58
papidze
ქართული თამაშია ბურა

Posted by: d2d4 24 Mar 2017, 03:07
QUOTE (CigarettesAfterSex @ 9 Mar 2017, 22:58 )
papidze
ქართული თამაშია ბურა

no.gif საბჭოთა კავშირში შექმნილია ბურაც სეკაც ტერსიც რამსიც

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)