Welcome to the United States!
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს,
აშშ-ს და ამერიკას) არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ
ოლქს.
ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე
მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი.
შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა.
ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში,
კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით;
რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს.
შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის
ზღვასა და წყნარ ოკეანეში.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი.
შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს
შორის შედის.
აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს.
ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა.
1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან;
1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა.
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა.
აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში.
აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა.
ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
აშშ-ის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
2009 წლიდან პრეზიდენტია ბარაკ ობამა.
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი კონგრესი, რომელიც შედგება სენატისაგან (ზედა პალატა, 100 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისაგან (ქვედა პალატა, 435 წევრი).
პოლიტიკური პარტიები: დემოკრატიული პარტია (დაარსებულია 1828 წელს) და რესპუბლიკური პარტია
(დაარსებულია 1854 წელს).
აშშ სიდიდით მე-3 ქვეყანაა რუსეთისა და კანადის შემდეგ. მისი მოსახლეობის 77,1 % თეთრია, 12,9% აფროამერიკელი,
4,2% აზიელი, 1,5% აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.
აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო—სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე
მეტი სიმინდი, სოია, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი, ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება.
აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის.
აქ იმაზე მეტ ქვანახშირს, სპილენძს, თაბაშირს, მარილს, ფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში.
ალასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.
ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი).
ასევე შეერთებულ შტატებშI მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სათაო ოფისები: გუგლი, ეფლი,
ბოინგი, ინტელი, მაკდონალდსი, სტარბაქსი და ა.შ.
აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს.
ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი,
ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა.
ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.
New York City
Chicago
Texas
Manhattan-beach California
Yellowstone national park
წინა თემის ლინკი:
ამერიკა - USAქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი ამერიკაში, :
40 Brighton 1st Rd, #2B
Brooklyn, NY, 11235, USA
Tel: 1.718.490.3179
FAX: 1.347.713.5386
"When you want to give up just think of the people who would love to see you fail.
Don't give them that pleasure."