ახლა ვდებ ჩემი წვენსაწურის ბროშურის თარგმანს სხვადასხვა პროდუქტისთვის. მაგალითად, სტაფილოზე არ დამიცვია ეს რეკომენდაციები და ეტყობა იმიტომაც არ გამოვიდა კარგი, სიჩქარე და ნელ-ნელა რო უნდა ჩაყარო.
ალბათ, ყველა წვენსაწურს ეხება ეს ინფორმაცია. ცხრილი არ გადმომიტანა და უაზროდ გამოვიდა, მაგრამ მიხვდებით:
1. მყარი პროდუქტისთვის სიჩქარე 2, რბილი პროდუქტისთვის სიჩქარე 1;
2. მაქსიმალურად კარგად გაწურვისთვის ცოტ-ცოტა პროდუქტი უნდა მოვათავსოთ და ჩავაწვეთ ნელ-ნელა;
3. რბილი პროდუქტი (ბანანი, მანგო, კენკროვანი) ჯობს დავაბლენდეროთ;
4. თუ თეთრი პლასტმასზე გადადის ხილის ფერი გაწმინდეთ ზეთიანი ნაჭრით;
1. ვაშლი, მსხალი, სტაფილო - მუშავდება მთლიანად - 2 - გამოვიყენოთ ოთახის ტემპერატურის პროდუქტი
2. ანანასი - 1 დიდი ანანასი გავფცქვნათ, გავჭრათ ოთხად - 2 - სანამ პროდუქტს მოვათავსებთ 2 წამი ვამუშავოთ
3. ყურძენი - მოვაცილოთ ყუნწები - 1 - კარგად რომ მოასწროს გაწურვა ბევრი არ ჩავყაროთ; ჩავაწვეთ მსუბუქად
4. პამიდორი - მოვაცილოთ ყუნწები - 1 - მივიღებთ არაერთგვაროვან სქელ წვენს რბილობთან ერთად
5. კურკოვანი ხილი - ატამი, ქლიავი და სხვ. - მოვაცალოთ კურკები - 1
6. მანგო - მოვაცალოთ კურკები და უხეში კანი - 1 - მივიღებთ ძალიან სქელ წვენს; ამის თავიდან ასაცილებლად სჯობს სხვა ხილთან ერთად გამოვწუროთ
7. ნესვი - გავასუფთაოთ, მოვაცალოთ კანი - 1 - იმისთვის რომ მივიღოთ მაქსიმალურად გამოწურული წვენი, უნდა ვამუშავოთ დაბალ სიჩქარეზე
8. კივი - გავასუფთაოთ - 1 - ვამუშავებთ დაბალ სიჩქარეზე
9. მარწყვი - გავასუფთაოთ - 1 - ჩავდოთ ცოტ-ცოტა სხვა ხილთან ერთად
10. რბილი კონსისტენციის კენკროვნები - მალინა, მაყვალი - გავასუფთაოთ - 1 - ჩავდოთ ცოტ-ცოტა სხვა ხილთან ერთად
11. მკვრივი კონსისტენციის პროდუქტი - მოცვი - გავასუფთაოთ - 1 - ჩავდოთ ცოტ-ცოტა სხვა ხილთან ერთად
12. ჭარხალი - გავწუროთ უმი - 2 - გააკეთეთ მხოლოდ ბოლქვებისგან
13. ფურცლოვანი ბოსტნეული - ისპანახი, კომპოსტო - ამოაცალეთ გულები, დაახვიეთ ფოთლები გუნდებად - 2 - გამოწურეთ კომბინირებულად სხვა პროდუქტთან ერთად
14. კიტრი - გათალეთ - 1 - ნელ ტემში გაწურეთ
15. ციტრუსები - ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ლიმონი - გავფცქვნათ და მოვაცალოთ კურკები - 1 - კარგი შედეგისთვის გამოიყენეთ ციტრუსის სპეციალური საწური
პ.ს. დღეს ბოშის მულტირობოტი მაჩუქეს
http://technika.bg/userfiles/productlargei...oduct_15461.jpg და ძალიან გახარებული ვარ! ჭიქის ბლენდერი და ციტრუსის წვენსაწური არ მქონდა, არც ნამცხვრის კრემის მოსამზადებელი