Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები > რას მოაქვს პოკერში წარმატება?


Posted by: Heahmund 29 Jan 2024, 18:30
gigi.gif war.gif
აქ ალბათ ძირითადად საშუალო მოთამაშეები ვპოსტავთ/ვკითხულობთ და იმდენი გვაქვს ნათამაშები რომ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ, მითუმეტეს ძლიერ მოთამაშეებთანაც ბევრჯერ გექნებათ ნათამაშები.

რას ფიქრობთ რა არის წარმატების მთავარი გასაღები/გასაღებები?

Posted by: mGeLo777 30 Jan 2024, 00:57
QUOTE
გამოცდილებას და სოლვერს


30 სოლვერი

Posted by: cock.hold. 30 Jan 2024, 20:15
გამოცდილება + ნერვები + ნერვები + ნერვები + ნერვები

+
ცოტა იღბალი

Posted by: sunny-day-today 30 Jan 2024, 23:11
არაორდინალურ აზროვნებას......................

Posted by: Ignazio 1 Feb 2024, 11:58
პოკერის სწავლა რომ დავიწო 32 წლის ასაკში, ღირს? ცდად?(უცხო ენებიც არ ვიცი)

Posted by: schatz_87 1 Feb 2024, 17:42
ბაზისი ხასიათია

შემდეგ ნიჭსაც იპოვი და შრომის გზებსაც , თუ ეგ ნაწილი სუსტია ყველაზე მეტი შრომა და ენერგია მანდ მიდის და მაინც რთულია აქციო ძლიერ მხარედ .

Posted by: cock.hold. 1 Feb 2024, 21:42
Ignazio
QUOTE
პოკერის სწავლა რომ დავიწო 32 წლის ასაკში, ღირს? ცდად?(უცხო ენებიც არ ვიცი)


უცხო ენა საერთოდ არ გჭირდება , აი რასაც ქვია მხოლოდ ქართული საკმარისია მხოლოდ პოკერის 10-15 ტერმინი დაიზეპირე და მორჩა

32 წლის ასაკი ბავშვის ასაკია პოკერში , ძალიან კარგი დროა სასწავლად.

ამაზე უკეთს გასართობს ვერსად ნახავ, რაის დომინო, ნარდი და მსგავსი დებილობები


Posted by: zombie2808 1 Feb 2024, 23:38
დისციპლინა და ჰარდ ვორქი, იგივე რაც ყველა სხვა დანარჩენ დარგში.

Posted by: mGeLo777 1 Feb 2024, 23:50
zombie2808
კიდე თამაშობ?


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Ignazio 2 Feb 2024, 22:37
cock.hold.
QUOTE
უცხო ენა საერთოდ არ გჭირდება , აი რასაც ქვია მხოლოდ ქართული საკმარისია მხოლოდ პოკერის 10-15 ტერმინი დაიზეპირე და მორჩა

32 წლის ასაკი ბავშვის ასაკია პოკერში , ძალიან კარგი დროა სასწავლად.

ამაზე უკეთს გასართობს ვერსად ნახავ, რაის დომინო, ნარდი და მსგავსი დებილობები

სერიოზულად ამბობ ხო? ? ?

Posted by: Ess 2 Feb 2024, 22:48
QUOTE
პოკერის სწავლა რომ დავიწო 32 წლის ასაკში, ღირს? ცდად?(უცხო ენებიც არ ვიცი)

რა დისციპლინაც, დროც, ნერვებიც და ჰარდ ვორქიც პოკერს სჭირდება, იგივე დრო პროგრამირებას დაუთმე და დუბარა ზარო დუბარას იმედზე არ იქნები ცხოვრებაში.

Posted by: max.demian 2 Feb 2024, 23:01
QUOTE
რა დისციპლინაც, დროც, ნერვებიც და ჰარდ ვორქიც პოკერს სჭირდება, იგივე დრო პროგრამირებას დაუთმე და დუბარა ზარო დუბარას იმედზე არ იქნები ცხოვრებაში

+1

Posted by: Franknstein 3 Feb 2024, 15:42
QUOTE
რა დისციპლინაც, დროც, ნერვებიც და ჰარდ ვორქიც პოკერს სჭირდება, იგივე დრო პროგრამირებას დაუთმე და დუბარა ზარო დუბარას იმედზე არ იქნები ცხოვრებაში

პროგრამისტობა საოცნებო პროფესიაა? smile.gif
რახან მაღალი ხელფასებია? ))
სად პოკერის თამაშით რო შოულობ ფულს და სად მთელი დღე მონიტორს რო ხარ მიშტერებული და რაღაც კოდებს წერ თუ უყურებ smile.gif
ერთი ისაა, რომ პოკერით ან იშოვი ფულს, ან არა smile.gif

Posted by: თორნიკეე 3 Feb 2024, 17:01
Franknstein
QUOTE
სად პოკერის თამაშით რო შოულობ ფულს და სად მთელი დღე მონიტორს რო ხარ მიშტერებული და რაღაც კოდებს წერ თუ უყურებ

პოკერის თამაშიც მთელი დღე მონიტორზე მიშტერებაა, მოთამაშეების შესწავლა, მათ სტატისტიკაში ძრომიალი და ა.შ... ადვილი და გასართობი სულ ტყუილად გგონია...

Posted by: Franknstein 3 Feb 2024, 17:23
QUOTE (თორნიკეე @ 3 Feb 2024, 17:01 )
Franknstein
QUOTE
სად პოკერის თამაშით რო შოულობ ფულს და სად მთელი დღე მონიტორს რო ხარ მიშტერებული და რაღაც კოდებს წერ თუ უყურებ

პოკერის თამაშიც მთელი დღე მონიტორზე მიშტერებაა, მოთამაშეების შესწავლა, მათ სტატისტიკაში ძრომიალი და ა.შ... ადვილი და გასართობი სულ ტყუილად გგონია...

რავიცი, https://en.wikipedia.org/wiki/Daniel_Negreanu ცხოვრება ბევრად იით და ვარდით მოფენილი მგონია ვიდრე ნებისმიერი პროგრამისტის smile.gif

თუმცა ევროპაბეთზე რო ზის მთელი დღე, იმ პოკერის მოთამაშის სამუშაოც ბევრად მარტივია, ვიდრე პროგრამისტის smile.gif

მაგას პლუს აზარტი...
მოგებულ ფულს უფრო შეირგებ, ვიდრე გამომუშავებულს smile.gif


თუმცა პურის ფულის საშოვნელად და ოჯახის გამოსაკვებად რა თქმა უნდა ბევრად ჯობს პროგრამისტი გახდე, ვიდრე პოკერის მოთამაშე biggrin.gif

Posted by: Ignazio 3 Feb 2024, 20:11
კიდევ ასეთი რამ მითხრეს ამ თემაზე, როცა პროგრამირებას ისწავლი, შეიძლება სამსახური ვერ იშოვოო(ქუთაისშიო) მითუმეტეს ენა არ იციო და აი პოკერში ჩარიცხავ ფულს და ნაშოვნი გააქვსო
ამ თემაზე რა აზრის ხართ?

Posted by: AvtandiL 169 3 Feb 2024, 20:32
QUOTE
აი პოკერში ჩარიცხავ ფულს და ნაშოვნი გააქვსო


user.gif

რამე სხვა ცადე.

Posted by: Ignazio 3 Feb 2024, 20:53
AvtandiL 169
QUOTE
რამე სხვა ცადე.

სამუშაოო ფულზე არ არის ნათქვამი

Posted by: Heahmund 3 Feb 2024, 23:22
წარმატებული პოკეეისტი
წარმატებული პროგრამისტი
ორივე პროფესიაა…

მარა პროგრამისტის წარმატება უსაზღვროა, ანუ ისეთ $$$ $$$ $$$ $$$ ში შეიძლება გაიჩითოს აიტიშნიკი, პოკერის მოთამაშეს ვერასდროს დაესიზმრება…

თუ ზოგადად ავიღებთ
საქართველო vs საზღვარგარეთი, მგონია რომ ქართველები იჩაგრებიან უცხოელებისგან განსხვავებით,

ანუ თუ უცხოელი NL10 ის გრაინდერი დაახ.. იმდენს აკეთებს რამდენსაც ქართველი რეგი, პროგრამირებაში ასე არაა, ქართველ პროგრამისტს ანალოგიურ პროექტში ბევრად ნაკლებს უხდიან ვიდრე უცხოს…

***

არ ვიცი რატომ მაინცდამაინც პროგრამისტი, პოლიტიკოსი ცუდი პროფესიაა?
ქვეყნის ფულს აკეთებენ ატკატებში + ცალკე პოკერისტს ახევენ რეიკებში, შეტანა-გამოტანაში და ცალკე “აიტიშნიკებს” გადასახადებში facepalm.gif

***

პოკერისტი და წარმატებული პოკერისტი სხვადასხვა ცნებაა…

ერთი შეიძლება 0ბბ/100 გრაინდერობდეს, მეორე ივენთიდან ივენთზე დაფრინავდეს სხვადასხვა ქვეყნებში გრიალ-ბზრიალით gigi.gif

ასევეა აიტიში
ერთი ცუკერბერგი იყოს, მეორე უმუშევარი, ან freelancer ი და ძლივს გაჰქონდეს თავი war.gif

პს. ხზ, შეიძლება $$$ ჩადო ბიზნესში, ვერ გაგიქაჩოს და დაკარგო ჩადებული $$$
ასევეა პოკერში $$$ დებ და თუ ვერ ქაჩავ კარგავ…

აიტში როცა მუშაობ იცი რომ დღის ბოლოს უეჭველი დაგერიცხება X bi, მინუსში არცერთ ვარიანტში არ წახვალ და ღამე მშვიდად გძინავს, რაც თავისთავად კიდე ერთი პლიუსია სტაბილური ხანგრძლივი სამუშაოსი old.gif

პპს.
ისე ვინმეს რამე ურჩიო საპასუხისმგებლო ამბავია…

პირადად მე პოკერს არავის ვურჩევდი თუ საჭირო განსაკუთრებული ნიჭი და თვისებები არ აქვს fig.gif

Posted by: თორნიკეე 4 Feb 2024, 00:52
Franknstein
QUOTE
რავიცი, დანიელ მეგრანუს ცხოვრება ბევრად იით და ვარდით მოფენილი მგონია ვიდრე ნებისმიერი პროგრამისტის

ნეგრეანუ შეგივძლია შევადაროთ ბილ გეითს, ან სტივ ჯობს... თუმცა ინტელექტით ახლოსაც ვერ მივა, სამაგიეროდ ისეთ დროს თამაშობდა და ისეთებთან, რომ ნებისმიერი აქ მპოსტავი რეგულარიც იგივე შედეგს დადებდა ამ ცოდნით იმ დროში...

QUOTE
თუმცა ევროპაბეთზე რო ზის მთელი დღე, იმ პოკერის მოთამაშის სამუშაოც ბევრად მარტივია, ვიდრე პროგრამისტის

არანაირად... ბევრად უფრო მეტ ენერგიას და აზროვნებას მოითხოვს...

QUOTE
მაგას პლუს აზარტი...
მოგებულ ფულს უფრო შეირგებ, ვიდრე გამომუშავებულს

კარგ მოთამაშეებს აზარტი არ გვაქვს...
პლუს ამას, მოგებულ ფულს აზარტნიკები ჰაერიდან მოტანილ ფულს ადარებენ და უფრო გაბედულად ხარჯავენ...


Posted by: Franknstein 4 Feb 2024, 01:23
თორნიკეე
QUOTE
ნეგრეანუ შეგივძლია შევადაროთ ბილ გეითს, ან სტივ ჯობს...

ჯერ ერთი, ბილ გეითსი, სტივ ჯობსი თუ ცუკერბერგი პროგრამისტობას არ გაუხდია ის, რაც გახდნენ smile.gif
იდეებმა და ამ იდეების განხორციელების მენეჯმენტმა გახადა smile.gif

და მეორე, დარწმუნებული ვარ ნეგრანუ უკეთესად ირგებს მოგებულ 40 მილიონს, ვიდრე ბილ გეითსი ასჯერ და მეტჯერ მეტ კაპიტალს smile.gif

QUOTE
კარგ მოთამაშეებს აზარტი არ გვაქვს...

ანუ ტანჯვაა პოკერი, რუტინა smile.gif
ადრე რაღაც ვიდეოებს ვუყურებდი ხოლმე, ნეგრანუ, ფილ აივი და ეგეთი სასტავის თამაშებს და ერთი იყო ჩინელ მილიარდერებს ეთამაშებოდნენ და გაპარსეს საკაიფოდ...
აი იმ ჩინელი მილიარდერებისთვისაა კაიფი პოკერის თამაში...
და ამ პოკერსტარებისთვისაც, მილიარდერები თავს რო აპარსინებენ smile.gif
მოთამაშეს მაგას ვეძახი მე და არა იმას, ევროპაში ან აჭარაში რო მუშაობს და თვიური გეგმა აქვს...
ან ოჯახის გამოკვება იმაზე როა დამოკიდებული, იმ თვეში წააგებს პოკერში თუ მოიგებს.
QUOTE
პლუს ამას, მოგებულ ფულს აზარტნიკები ჰაერიდან მოტანილ ფულს ადარებენ და უფრო გაბედულად ხარჯავენ...

ფული იმისთვისაა რომ დახარჯო და არა იმისთვის რომ მუთაქაში შეინახო ან გაასესხო და მეტი მოიგო და ის მეტი მოგებული შეინახო მუთაქაში ან ისევ გაასესხო და ა.შ... smile.gif
გავარტყი იმ ფულს, რომელსაც ვერ/არ ხარჯავ smile.gif
* * *
QUOTE
კარგ მოთამაშეებს აზარტი არ გვაქვს...

ხო, ამაზე კიდე smile.gif
ყველამ შეიძლება დაუძახოს თავს კაი მოთამაშე, მაგალითად საქართველოს დონეზე რო ტურნირებში საპირზო ადგილზე გავა, კარგ მოთამაშეს ეძახის თავს, დარწმუნებული ვარ smile.gif
და მაგ კარგ მოთამაშეებს სავარაუდოდ არ აქვთ აზარტი და ფულის საშოვნელად თამაშებონ მარტო.
როგორც მაგალითად სიტყვაზე საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები, იშვიათი გამონაკლისის გარდა დარწმუნებული ვარ ეზარებათ ვარჯიშიც, თამაშებიც... უბრალოდ პროფესია აქვთ მასეთი.
აი კრიშტიანოს არც ვარჯიში ეზარებოდა და არც თამაში, არც ზლატანს, არც მესის...
და აზარტითაც თამაშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ბურთთან ქონდათ შეხება smile.gif
აი ეგ განსხვავებაა ნეგრანუს და უაზარტო პოკერის მოთამაშეებს შორის - რა განსახვავებაც კრიშტიანოს და ჩიხურას ფეხბურთელებს შორისაა smile.gif

Posted by: Faulkner 4 Feb 2024, 01:58
არის მარტო ორი თამაში, რომელშიც თავიდან ბოლომდე შენ თავზე ხარ დამოკიდებული. შახმატი და შაშკი. მაგრამ მაგის ტვინი ბევრს არა აქ. გაცილებით იოლია ფიშკები აჭაყუნო და ჩეკი და რეიზი იძახო. პოკერი იქნება, პრეფერანსი, თუ რამე სხვა თამაში, 80% მეტი არის კარტის მიჯმა. ედიკას დროს, ერთ-ერთ ტოტალიზატორში ტიპი ჩითავდა, ბურას არავინ ეთამაშებოდა, პალასა ქონდა ისეთი რო მალიუტკას მალიუტკაზე წევდა. პოკერში არის ერთი 20-30 ყისმათა მასტი, რომლებსაც თავის დროზე მიაჯვა და იმის მერე გაიგროკდნენ.

განსაკუთრებით აქ ჩანს დონე, ლამის ყველა იგროკი რო შეიკრიბა და ფინალში გავიდა ორი დილდო, ვიღაც პაჟარნიკი და ორი დღის მძრეველი. სამწუხაროდ აღარ დევს ბოლო დარიგებები, ტიპები რეებს აკეთებდნენ. მარტო ბოლო რიგებაა, ჯერ ეს რაში ამბობს ოლ ინს, და მერე ის რაში მიყვება. იმინა ყანა, სოფლის კლუბში რო შეიკრიბება სასტავი, რამდენიმე დღის ნასწავლი რო აქვთ დომინო და მიდის ტყაპა-ტყუპი, აეეეე ოეეეე ძახილის ფონზე.


Posted by: Heahmund 4 Feb 2024, 10:06
ჭადრაკი კი მაგრამ შაშკი რა თამაშია gigi.gif

***

რაც შეეხება QJs vs 99
HU ში 4 ბეტ ოლინზე QJs იზი ფოლდია
რა შუაშია კარტის მიჯმა…

კი, შეიძლება მოიგოს QJs ით ერთი ხელი, ერთი სესია, ან ერთი ტურნირი მოყვარულმა, ან ცუდმა მოთამაშემ მაგრამ დისტანციაზე უნდა წააგოს!

ამას ამბობს მეცნიერება - მათემატიკა და შეე…ი თუ გინდათ.

***

ომებებს მხოლოდ ძალა არ იგებს ტვინიც არის საჭირო, ხრიკები და ა.შ.

ასეა პოკერიც
კარტის მიჯმა არ იგებს, მანდაც ტვინი გჭირდება, ბლეფები და ათასი ნიუანსი…



Posted by: თორნიკეე 4 Feb 2024, 11:46
Franknstein
ისეთი რაღაცეები დაწერე აზრი არ აქვს... givi.gif up.gif

ჩემი შედარებაც ისე არ/ვერ დაინახე როგორც საჭირო იყო...

აზარტის მნიშვნელობაც გადაასხვაფერე როგორც გაწყობდა... up.gif


Posted by: Franknstein 4 Feb 2024, 14:05
QUOTE (თორნიკეე @ 4 Feb 2024, 11:46 )
Franknstein
ისეთი რაღაცეები დაწერე აზრი არ აქვს... givi.gif up.gif

ჩემი შედარებაც ისე არ/ვერ დაინახე როგორც საჭირო იყო...

აზარტის მნიშვნელობაც გადაასხვაფერე როგორც გაწყობდა... up.gif

ხო, როგორც ჩანს სხვადასხვანაირად ვუყურებთ თამაშს და ზოგადად ცხოვრებასაც yes.gif

Posted by: Ignazio 4 Feb 2024, 14:11
თორნიკეე
რამე მასალები გააქვს? ქართულად? რომ მოვიხოდო ცოტა და მინიმალურ ფსონებზე 10 დან 20 ლარამდე რომ დამრჩეს დღეში თანახმა ვარ
დავამუშავებ მასალებს და დალშე დავიკიდებ

Posted by: თორნიკეე 4 Feb 2024, 14:37
Ignazio
ქართულად არანაირი მასალა არ არსებობს...

უცხოელი სტრიმერების ყურებით ისწავლი რაღაცეებს... დააკვირდი რა გადაწყვეტილებებს იღებენ კონკრეტულ სიტუაციაში...

მე და ბექაც ვსტრიმავთ რეგულარულად და ჩვენთანაც შემოიარე...

დღეს გვიან გავსტრიმავ მე... იმედია რამეს ისწავლი ჩემგან...

ბექა: https://www.youtube.com/@Beka_Poker/streams

მე: https://www.youtube.com/@EatSleepPoker/streams

Posted by: Faulkner 4 Feb 2024, 15:25
Heahmund
QUOTE
ჭადრაკი კი მაგრამ შაშკი რა თამაშია

შაშკია თუ შაში, ერთი ხუი არაა? ჭადრაკთან შედარებით პრიმიტიულია, მაგრამ მაინც შენ არჩევ ხოდებს და არა ისე, რაც გაგორდა, ის რო უნდა ითამაშო.
QUOTE
რაც შეეხება QJs vs 99
HU ში 4 ბეტ ოლინზე QJs იზი ფოლდია
რა შუაშია კარტის მიჯმა…

ჰოდა ეგ ტურნირი გრძელი დისტანცია იყო და ორი სირი გავიდა ფინალში. მეცნიერება არა შვანცკი.
QUOTE
სეა პოკერიც
კარტის მიჯმა არ იგებს, მანდაც ტვინი გჭირდება, ბლეფები და ათასი ნიუანსი…

ნუ ეხლა მთლად სირი უნდა იყოს თქო არ ვამბობ. აივი და ნეგრენუ რო შეხვდება სიტყვაზე, მანდ უკვე ვის მიაჯვავს ეგ იგებს, იმიტო რო რავნი იგროკები არიან. ბლეფი კიდე გამართლებაა, ანუ არაფერში იძახი, იმის იმედათ რო იმასაც არაფერი არ ყავს, ან ჩაიჯვავს.

Posted by: რეალისტი 4 Feb 2024, 16:56
QUOTE
დისციპლინა და ჰარდ ვორქი


ეს ნ1

დალშე
დაბალ ლიმიტებზე
QUOTE
ოპონენტების შესწავლას და ექსპლოიტს

ეს

მაღალ ლიმიტებზე
QUOTE
გამოცდილებას და სოლვერს

ეს და + ზემოთ ჩამოწერილი ყველა


Faulkner

ზუსტად რომ

QUOTE
აეეეე ოეეეე ძახილი

არის

ამის თქმა
QUOTE
80% მეტი არის კარტის მიჯმა


lol.gif

იკაიფე სასტავი (ტოპები) რამდენ დროს და ენერგიას უთმობენ განვითარებას რომ food chain-ის სათავეში იყვნენ და ამ დროს ფორუმჯიზე ირკვევა რომ თურმე 80% კარტის მიჯმა ყოფილა lol.gif




Franknstein

+1 აზარტზე
ზუსტად რომ აზარტის ხოდი გიბიძგებს რომ უფრო და უფრო მეტი შვრა, არამარტო პოკერში ყველა competitive სპორტში და პროფესიაში ეგრეა.

ანუ რომ შევაჯამოთ ეგრე გამოდის : ყველაზე აზარტულებეე და ამავდროულად დისციპლინირებული + ჰარდ ვორქერი ტიპები ჰქმნიან მსოფლიოს ამინდს bis.gif

Posted by: alikantura 4 Feb 2024, 17:09
სლლანსკის ფუნდამენტური თეორიით - თუ ვათამაშებთ ხელს ისე, როგორც მეტოქის ხელი რომ გვცოდნოდა და მეტოქეები ისე ათამაშებენ შენს წინაღმდეგ ხელს, იმის საპირისპიროდ როგორც ითამაშებდნენ შენი ხელი რომ სცოდნოდათ, მაშინ იგებ.

Posted by: Faulkner 4 Feb 2024, 17:25
რეალისტი
QUOTE
იკაიფე სასტავი (ტოპები) რამდენ დროს და ენერგიას უთმობენ განვითარებას რომ food chain-ის სათავეში იყვნენ და ამ დროს ფორუმჯიზე ირკვევა რომ თურმე 80% კარტის მიჯმა ყოფილა

დავწერე უკვე მაგაზე. არის სამი კატეგორია. ძლიერი იგროკი, საშუალო და სუსტი. დისტანციაზე პირველი თითქმის ყოველთვის მოუგებს მესამეს, იმიტო რო ეს უკანასკნელი სუ პალასაზე ვერ იქნება. პირველი მეორეს შემთხვევაში უფრო გძელი დისტანცია იქნება საჭირო. აი პირველი პირველზე მანდ უკვე ვის მიაჯვავს. ეგაა 2x2=4. გინდა დოილ ბრონსონის წიგნები დაიზეპირე, გინდა დისერტაციები დაიცავი. როცა შენ თავზე არ ხარ დამოკიდებული, მანდ ყოველთვის არის იღბალი. მაგალითად ნარდში დამიჯდება სუსტი იგროკი და 11-მდე პარტიას 10-დან 9-ს მოვუგებ, იმიტო რო იმან ძირითადი ხოდებიც არ იცის, შუა პროცესში ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ნარდი თამაშზეა. რაც გაგორდება, ის უნდა ითამაშო, შენით ვერ არჩევ ხოდს, ეგაა სხვაობა ნარდსა და ჭადრაკს შორის. რასაც შენ და სხვები იძახიან, რო იგროკი მოუგებს ჩამოსხმულ ღლეს, არ ნიშნავს რო თამაშზეა დამოკიდებული.

Posted by: რეალისტი 4 Feb 2024, 18:16
Faulkner
QUOTE
აი პირველი პირველზე მანდ უკვე ვის მიაჯვავს


ჰო ნუ სკილის დონე თუ თანაბარია მანდ ლაქის ფაქტორიც (სხვა კიდევ უამრავ საიდ ფაქტორებთან ერთად) ირთვება, მაგრამ ეგ ყველა სპორტში ეგრეა რას იზამ .. )). ნუ ლოგიკურიცაა, რაღაცით ჰო უნდა გაირკვეს ვინ არის უკეთესი, დაუსრულებლად ჰოარ ითამაშებენ ? :დ
მარა შენ აქ ისე წერდი რომ თითქოს პოკერში ის იგებს ვისაც კარტი აჯვამსო და მაგალითად რაღაც ტურნირის ტიპები მოგყავს რომლებმაც იმდენად ცოტა ხელი ითამაშეს, რომ მაგით მთლიანად პოკერზე მსჯელობა არ არის მართებული.
ან რა ნეგრეანუ და ფილ აივი, დღეს პოკერი ისეთ დონეზეა რომ ეგ ოლდსქულ სასტავი კაი ხანია ვეღარ ბედავს ონლაინ ქეშგეიმზე დაჯდომას )) იმენა ძვლებიანად გამოხრიან ისე რომ თაიმ ბანკს 0 მდე ერთხელაც კი არ ჩამოიყვანენ )))


მარა აქ თემა იყო თუ როგორ მიაღწიო მაგ პირველ ლეველამდე, რაც ისეთივე კოლოსალურ შრომას და ენერგიას მოითხოვს როგორც დღევანანდელი ყველა ტოპ პროფესია.

Posted by: Faulkner 4 Feb 2024, 18:48
რეალისტი
QUOTE
ან რა ნეგრეანუ და ფილ აივი, დღეს პოკერი ისეთ დონეზეა რომ ეგ ოლდსქულ სასტავი კაი ხანია ვეღარ ბედავს ონლაინ ქეშგეიმზე დაჯდომას

ბევრი იგროკი იცი ნეგრენუსავით რო ეუბნებოდეს მეტოქეს რა უკავია ხელში? ონლაინში რატო უნდა დაჯდეს, ლაივში ითამაშებს. ონლაინში უფრო იოლია ზოგისთვის, უფრო მალე თამაშობ, ლაივში კიდე შეგიძლია 1-2 წუთი და მეტი იფიქრო, თან ხედავ ადამიანს, აკვირდები.
QUOTE
მარა აქ თემა იყო თუ როგორ მიაღწიო მაგ პირველ ლეველამდე, რაც ისეთივე კოლოსალურ შრომას და ენერგიას მოითხოვს როგორც დღევანანდელი ყველა ტოპ პროფესია

ჰოდა შენ რო შრომობ, სხვაც იგივეს აკეთებს, ერთი მეთოდია მაგ პოკერში, ყველა თავის სტილით კი არ უბერავს. ეგეთი შეიძლება იყოს რამდენიმე ათასი. და რა აზრი აქ მაგ შრომას, როცა საბოლოო ჯამში მაინც კარტზე ხარ დამოკიდებული, იმიტო რო მეტ-ნაკლებად შენი დონის სასტავს ეთამაშები. ჭადრაკში იმ შრომას აქვს აზრი, იმიტო რო შენი თავის იმედზე ხარ და ვისაც უკეთესი ფოტო-მეხსიერება და გათვლის უნარი აქ, ის ყოველთვის მოიგებს, პოკერში კიდე ეგრე არაა.

Posted by: Heahmund 5 Feb 2024, 08:58
Faulkner
QUOTE
ჰოდა ეგ ტურნირი გრძელი დისტანცია იყო და ორი სირი გავიდა ფინალში.


არასწორად გესმის სიტყვა “დისტანცია” პოკერში

1 ტურნირი 500-1000 იშ ხელია ტურნირში

დისტანცია არის ასეულობით ტურნირი ლაივში და ათასობით ონლაინში თუ მეტი

QUOTE
ნუ ეხლა მთლად სირი უნდა იყოს თქო არ ვამბობ. აივი და ნეგრენუ რო შეხვდება სიტყვაზე, მანდ უკვე ვის მიაჯვავს ეგ იგებს, იმიტო რო რავნი იგროკები არიან. ბლეფი კიდე გამართლებაა, ანუ არაფერში იძახი, იმის იმედათ რო იმასაც არაფერი არ ყავს, ან ჩაიჯვავს.


ორ ტოპ რეგს თუ მივცემთ დისტანციას ერთი აუცილებლად გავა პლიუსში, შეიძლება 0,001ბბ/1000 ხელში, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ადამიანები არიან და 100% ერთნაირ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ…

აი სოლვერი vs სოლვერი უსასრულობაში ალბათ ფიფთი-ფიფთი იკატავებს :დდდდდ

საინტერესოა ვიზარდი და ვიზარდ AI როგორ დაამთავრებენ სესიას ასი წლის დისტანციაზე givi.gif

QUOTE
მეცნიერება არა შვანცკი.

ჰო დავწერე ზემოთ - არის და თუ გინდა შეეცი gigi.gif

***

პს. მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავი ჩემი კლასელის პატარა ძმა მოიყვანეს და თვალებ ახვეულმა ჩაგვისვა მთელ კლასს შამათი (არადა ცუდად არ ვთამაშობდი)

უხეშ შედარებას გავაკეთებ მაგრამ იმედია გაიგებ…
მათემატიკაში რომ გადავიყვანოთ — 500 ხელი პოკერში იგივეა რაც პაიკის ერთი მილიმეტრით წინ გაწევა ჭადრაკში
yes.gif

Posted by: max.demian 5 Feb 2024, 14:07
Faulkner
შორს ხარ, გაეშვი .

Posted by: Faulkner 5 Feb 2024, 15:26
Heahmund
QUOTE
მათემატიკაში რომ გადავიყვანოთ — 500 ხელი პოკერში იგივეა რაც პაიკის ერთი მილიმეტრით წინ გაწევა ჭადრაკში

შედარებაა, ერეკლე და ჩემი ისო. მაგრამ თუ მართლა ეგრეა, თავად გადაიწურე ყველანაირი იმედი biggrin.gif ეხლა კიდე დაუჯერე ბიძას. ნარდზე დავწერ რაღაცას და მერე თავად გააკეთე შედარება, რა შანსები გაქ. არიან მანდაც იგროკები, ფულზე რო ყომარობენ. ნებისმიერს კითხე, ყველა გეტყვის რო შენი დონის, ან დაჟე ცოტა უფრო სლაბს, არ უნდა ეთამაშო. ფულის შოვნა თუ გინდა, უნდა მონახო არიფი და გაპარსო. არის სპეციალური პროგრამა რომელიც მათემატიკურ დონეზე არჩევს გორებიდან საუკეთესო სვლას და იმის მიხედვით ადგენს რეიტინგს. მსოფლიო დონეა 3-5 პრ. 6-8 საკმაოდ ძლიერი, მერე უკვე ცოტა სუსტები. ჰოდა თუ გინდა რო ვინმე გაპარსო, სიტყვაზე შენ თუ თამაშობ 7 პრ-ს, უნდა მონახო 12-14 პრ-ნი ტიპი. სხვა შემთხვევაში დისტანციაზე ვერ მოუგებ. პოკერში გამორიცხულია მსგავი პროგრამა, იმიტო რო ნარდივით ფიზიკურად ვერ დათვლის მანდ ხოდებს, იმიტო რო ბევრად ცოტაა და თან არც სხვისი კარტი იცი. ანუ ვერ გეტყვის პროგრამა რო რაღაც კარტში ამდენი უნდა თქვა რეიზი, ჩეკი ან ოლ ინი, ან ვაბშე დაყარო. ჰოდა პოკერშიც იგივეა მაშინ, უნდა მონახო პოკერის 14 პრ-ნი ტიპები. მაგრამ მაგ შემთხვევაშიც არ გაქ გარანტირებული არაფერი. რამდენს კაცს იცნობ თუნდაც საქართველოში, ვინც პოკერით ცხოვრება აიწყო? თვეში 1-2კ-ს რო შოულობს ეგეთებზე არ ვამბობ. იმინა რო სერიოზული მაყუთი იშოვეს, სახლები იყიდეს, მანქანები. ეგეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება 100 კაცი ვერ მონახო. და ვისაც ნახავ, იქნებიან სწორედ ის კატეგორია, ვისაც მიაჯვა, ან 14 პრ-ებში გაუვარდათ. ასე რო პოკერში ფულების შოვნა დაივიწყე. იმ დისტანციაზე კიდე სანამ გახვალ, შეიძლება იმდენი წააგო და მთელი ცხოვრება დაჭირდეს იმის ამოღებას. რამე სხვა საქმით დაკავდი და პოკერში მეცნიერებების და ეინშტეინის ფორმულების ძებნას და ჭუჭუს წელვას მოეშვი.

Posted by: schatz_87 6 Feb 2024, 04:07
ესეთი პოსტები სხვადასხვა განყოფილებაში ხშირად შეგხვდება, ვითომ რომ საღ აზრს ჰგავს და ამ დროს ძაან რომ აცდენილია სინამდვილეს.
დილეტანტიზმი ქვია ამ ამბავს .

Posted by: Heahmund 6 Feb 2024, 06:23
Faulkner
რატომ გგონია რომ ტოპ რეგებსს ერთმანეთში თამაში უნდათ, უხარიათ, ან მოწონთ?? პირიქით ძяძя პირიქით, შენნაირი აზროვნების (პოკერის მიმართ) ადამიანებს, ანუ პოკერის 14 პრ-ებს (პოკერის ტერმინოლოგიის მიხედვით ფიშებს) ეძებს ყველა რეგი მაგიდაზე და მათ იზოლაციას ცდილობს, რომ ჰუ ეთამაშოს biggrin.gif

სიტყვა “თამაშს” კი ვხმარობთ, მაგრამ პოკერი თამაშზე მეტია, როგორც მაგ ფეხბურთია თამაშზე მეტი…

ზოგი რონალდო და კვარადონაა, ზოგი მესი, ნესვი და ნეხვი…

შენ მოხვედი ახლა ჩხოროწყუს პოკერ მოედანზე და ფეხბურთელებს გვეუბნები ბურთი მრგვალია და 23 კაცი უაზროდ დარბიხართო )))


QUOTE
ასე რომ პოკერში ფულების შოვნა დაივიწყე. იმ დისტანციაზე კიდე სანამ გახვალ, შეიძლება იმდენი წააგო და მთელი ცხოვრება დაჭირდეს იმის ამოღებას. რამე სხვა საქმით დაკავდი და პოკერში მეცნიერებების და ეინშტეინის ფორმულების ძებნას და ჭუჭუს წელვას მოეშვი.


მაიცა ჯერ ეს წავაგო რაც მოვიგე gigi.gif


ბარე, ზედაპირულად გესმის საკითხი და უაზრობებს წერ, თუ მართლა გინდა პოკერის გათახსირება წესიერად დაიგუგლე თავი და გამოიარე 2kiss.gif wink.gif

Posted by: Faulkner 6 Feb 2024, 16:10
Heahmund
QUOTE
რატომ გგონია რომ ტოპ რეგებსს ერთმანეთში თამაში უნდათ, უხარიათ, ან მოწონთ?? პირიქით ძяძя პირიქით, შენნაირი აზროვნების (პოკერის მიმართ) ადამიანებს, ანუ პოკერის 14 პრ-ებს (პოკერის ტერმინოლოგიის მიხედვით ფიშებს) ეძებს ყველა რეგი მაგიდაზე და მათ იზოლაციას ცდილობს, რომ ჰუ ეთამაშოს

ანუ იგივე დაწერე რაც მე. აბა რაღას ბაქიბუქობ? biggrin.gif ძაან მაგარი კრიტერიუმია იმის გარკვევა თამაში რამდენად არის გამართლება, როცა იგროკი ხვდება სირს. მაგ შემთხვევაში პოკერი რათ უნდა, ნებისმიერი თამაში აიღე, დისტანციაზე ყოველთვის მოუგებს პირველი. დურაკა, ბურა, ჯოკერი, დომინო, პრეფერანსი და ა.შ. ყველა ეგ თამაში პოკერის ნაირად კლასზე ყოფილა და არა გამართლებაზე. მაგარი ლოგიკაა. კაი, ფიშებს გააჯმევინეთ და ფინალურ მაგიდაზე გაიჩითეთ 10 კაცი, ყველას რო 6 პრ გაქვთ. მანდ რა ხდება, როგორ უგებ დანარჩენებს, კარტის მიჯმის გარეშე?

და მთავარი რაც იყო, იმას რატო არ უპასუხე? საქართველოში მგონი ყოველი მეორე თამაშობს პოკერს. დაჟე ნარდზე ბევრად მეტი, იმიტო რო იგივე ნარდში უფრო მეტია დასათვლელი და საფიქრალი, რაც ხალხს არ შეუძლია ან ეზარება. რამდენმა კაცმა იშოვა სერიოზული მაყუთი? და რა პროცენტს შეადგენს ეგ სასტავი? მერე თუ გინდა მსოფლიოზე გაშალე. თავის დროზე რო ვიდეოებს ატრიალებდნენ, ერთი და იგივე ხალხი რო იჯდა ხოლმე მაგიდაზე, სუ ეგაა ვინც ფული იშოვა?

Posted by: kaxa__01 6 Feb 2024, 19:56
Faulkner
QUOTE
დაჟე ნარდზე ბევრად მეტი, იმიტო რო იგივე ნარდში უფრო მეტია დასათვლელი და საფიქრალი, რაც ხალხს არ შეუძლია ან ეზარება

ნარდი არა 3 კარტა ბურა biggrin.gif

პოკერი ბევრად მასშტაბურია, თვითონ თამაშის პროცესი უფრო საინტერესო და ზოგადად მრავალფეროვანი, ეს არი ფიშისთვის მიმზიდველი

რეგულარისთვის კი ბევრად შემოსავლიანია, ვიდრე ნარდი და თუნდაც პროგრამირება

სქილ გეიმი რატოა, მაგის ახსნას აზრი არ აქვს, 3 გვერდია გიხსნიან და დისტანციის მნიშვნელობა არ გესმის სწორად, არც გამართლების

Posted by: Faulkner 6 Feb 2024, 20:22
kaxa__01
QUOTE
ნარდი არა 3 კარტა ბურა

QUOTE
რეგულარისთვის კი ბევრად შემოსავლიანია, ვიდრე ნარდი და თუნდაც პროგრამირება

ამ საოცარ შედარებებში უზადო ინტელექტი გამოსჭვავის, უეჭველი აშენდებოდი პოკერით. ბევრი გაქ მოქაფული მუთაქაში? boli.gif
QUOTE
სქილ გეიმი რატოა, მაგის ახსნას აზრი არ აქვს, 3 გვერდია გიხსნიან და დისტანციის მნიშვნელობა არ გესმის სწორად, არც გამართლების

მე თუ არ მესმის, ვიღას ესმის. კითხვები რაც დავსვი, 1-2 მთავარი, მაგაზე გაქ პასუხი? 10 შენნაირი რო შეგხვდება მაგიდაზე, რის ხარჯზე უგებ?

Posted by: თუშჩი 6 Feb 2024, 21:12
პოკერში წარმატების ქვეშ რა იგულისხმება ჯერ ისაა ჩამოსაშლელი

და

2024-ში პოკერით დაინტერესებაზე მინუსავოი "სვლა" თუ რამე იყოს ბოიშვილივიყო


2024 ში პოკერსა და ბაზარში პამიდორის გაყიდვას შორის არჩევანის გაკეთებას შორის დაუფიქრებლად მეორეს ვურჩევდი ნებისმიერს

არანაირი სარკაზმი ან ირონია
სრული სერიოზულობით

Posted by: D3ADMAN 6 Feb 2024, 23:33
კაი პალასას და აპსვინგებს რათქმაუნდა givi.gif

Posted by: Heahmund 6 Feb 2024, 23:34
Faulkner

QUOTE
კაი, ფიშებს გააჯმევინეთ და ფინალურ მაგიდაზე გაიჩითეთ 10 კაცი, ყველას რო 6 პრ გაქვთ. მანდ რა ხდება, როგორ უგებ დანარჩენებს, კარტის მიჯმის გარეშე?


დღეს ან ხვალ როგორ დამთავრდება ამ ათეულის “თამაში” არ გვაინტერესებს მეთქი rolleyes.gif

ათასჯერ რომ გაიჩითებიან ფინალურ მაგიდაზე ერთად იქ/მაშინ გამოჩდება ვინ პრ6 ია, ვინ პრ5, პრ2 და ა.შ.

აქ მთავარი მომენტი ის არის რომ 1500 კაციან ტურნირზე ძირითადად ეს ათეული იტრიალებს ფულში/ფინალში yes.gif

კი, დღეს შეიძლება შენც მოხვდე ამ ათეულში და მამენტ ტურნირიც მოიგო (ეს ფაქტიურად გამორიცხულია, მაგრამ თეორიული შანსი მაინც არსებობს) , მაგრამ ათასჯერ რომ მოხვდე ამ ათეულში დანარჩენი 999-ჯერ მეათე დაამთავრებ ხოლმე თუ რამე სასწაული ქულერი არ დარიგდა…

QUOTE
და მთავარი რაც იყო, იმას რატო არ უპასუხე? საქართველოში მგონი ყოველი მეორე თამაშობს პოკერს. დაჟე ნარდზე ბევრად მეტი, იმიტო რო იგივე ნარდში უფრო მეტია დასათვლელი და საფიქრალი, რაც ხალხს არ შეუძლია ან ეზარება. რამდენმა კაცმა იშოვა სერიოზული მაყუთი? და რა პროცენტს შეადგენს ეგ სასტავი? მერე თუ გინდა მსოფლიოზე გაშალე. თავის დროზე რო ვიდეოებს ატრიალებდნენ, ერთი და იგივე ხალხი რო იჯდა ხოლმე მაგიდაზე, სუ ეგაა ვინც ფული იშოვა?

ეგ ვის რა ამბიცია აქვს იმაზეა დამოკიდებული და ზოგადას ყველაფერი შედარებითია ამ სფეროშიც…

შეიძლება ვიღაც ნლ2 ზე კატაობს და დღეში 1 კოლოფი ხიხანის ფულიც აკმაყოფილებს და მეორე ამის მთლიანი ბანკროლისხელა პატარა ბლაინს თამაშობდეს

რამდენი ონლაინ რუმია?
რამდენი ლაივში?
რამდენი ანდეგრაუნდი?
რამდენი პრაივეტები?

მე სადაც შემიხედავს 1-2 (მინიმუმ) რეგულარი ყველგან ზის yes.gif

***

მე ვინ რატომ უნდა მითხრას რა იშოვა, მაგრამ რომ იშოვა ხალხმა ამაში მართლა გეპარება ეჭვი??


***

ჩემი სოფლელი ფეხბურთელები ერთი ყუთ ლუდზე თამაშობენ ფეხბურთს, კვარადონები მილიონებს აკეთებენ…

რამდენი ფეხბურთელი გვყავს ქვეყანაში ვინც ფეხბურთით ცხოვრობს?!

ასეა პოკერშიც, ზოგი ათ ლარს აკეთებს, ზოგი 100 ლარს, ზოგი ნოლს და უმეტესობა აგებს (ალბათ 90%)

თუ კონკრეტულად გაინტერესებს არის სტატისტიკის საიტები და ნახე საქართველო ფილტრში

Posted by: schatz_87 7 Feb 2024, 00:59
QUOTE
2024 ში პოკერსა და ბაზარში პამიდორის გაყიდვას შორის არჩევანის გაკეთებას შორის დაუფიქრებლად მეორეს ვურჩევდი ნებისმიერს

ეს მესმის 2013დან

Posted by: Faulkner 7 Feb 2024, 01:30
Heahmund
QUOTE
ათასჯერ რომ გაიჩითებიან ფინალურ მაგიდაზე ერთად იქ/მაშინ გამოჩდება ვინ პრ6 ია, ვინ პრ5, პრ2 და ა.შ.

მეათასემდე ნახევარზე მეტი შეიძლება გადაპროჭდეს biggrin.gif და პოკერის პროგრამა უკვე გამოიგონეს რომელიც ხოდებს თვლის და არკვევს მაგ პრ-ს? თუ ალბათობის თეორიით გამოგვყვავს, ვინც მეტჯერ მოიგო, ზნაჩიტ ისაა ყველაზე ატეცი.
QUOTE
მე ვინ რატომ უნდა მითხრას რა იშოვა, მაგრამ რომ იშოვა ხალხმა ამაში მართლა გეპარება ეჭვი??

ბევრი ვიცი ნარდით რო იშოვა, ბურათი, ჯოკერით, პრეფერანსით და რაც კი თამაში არსებობს, ყველაფრით.


schatz_87
QUOTE
ეს მესმის 2013დან

11 წელიწადში ბევრი მოქაფე? აბა გადაუღე ერთ სურათი მუთაქას, მოგვეცი სტიმული ფილ აივი და ის ვიღაც ფინელი ფუჩური როა, გადავკუზოთ.

Posted by: schatz_87 7 Feb 2024, 04:30
Faulkner

მე რა მოვქაფე , მოვადუღე თუ მანაგუა მოვხარშე რა შენი საქმეა .
ამტკიცებ რომ პოკერში იღბალია მთავარიო, დო ხუია სანდო ინფორმაციაა ვინ რამდენი და როგორ მოიგო და ნახე იქ , ფილ აივზე და ნეგრეანუებზე არაა ბაზარი, ჩვეულებრივ მოკვდავ ტიპებზეც არის ინფოები .

Posted by: neo> 7 Feb 2024, 08:10
შემოსავლიანია სანამ არ ბანკროტდები

Posted by: sunny-day-today 7 Feb 2024, 09:29
///////////////////////////////////////////////////////////

Posted by: Heahmund 7 Feb 2024, 09:54
Faulkner
ჰო ვისაც ყველაზე მეტჯერ მოუვიდა ტუზები ის არის ყველაზე მაგარი მოთამაშე მსოფლიოში gigi.gif

QUOTE
ბევრი ვიცი ნარდით რო იშოვა, ბურათი, ჯოკერით, პრეფერანსით და რაც კი თამაში არსებობს, ყველაფრით.

ბევრი არ იქნება ერთეულები შოულობენ
დანარჩენები ცდილობენ ან ერთობიან wink.gif

Posted by: Ignazio 7 Feb 2024, 11:49
რა მაინტერესებს იცით, კაი სასწავლო სქემას თავი დავანებოთ, სასწავლო ლოტერატურაც არ გააქვთ?
მასე დამოუკიდებლად რომ დავიწყო და ჩემი ხოდები გავაკეთო, ხო მომეტყნა პატრონი
წარმომიდგენია რამდენს წავაგებ

Posted by: რეალისტი 8 Feb 2024, 01:56
QUOTE
2024-ში პოკერით დაინტერესებაზე მინუსავოი "სვლა" თუ რამე იყოს ბოიშვილივიყო


2024 ში პოკერსა და ბაზარში პამიდორის გაყიდვას შორის არჩევანის გაკეთებას შორის დაუფიქრებლად მეორეს ვურჩევდი ნებისმიერს


ჩემი დაკვირვებით, ასეთი ნარატივი როგორც წესი ისეთი ადამიანებისგან მოდის ვინებმაც თავის დროზე სცადეს და არ გამოუვიდათ.
ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვერ "გაქაჩეს" old.gif

ისე fyi, პოკერის ახალი ბუმია დაწყებული და თან ეს მხოლოდ დასაწყისია როგორც ჩანს yes.gif
2023 წელს რეკორდული მოთამაშე დარეგდა wsop-ზე, ასევე ამხელა ონლაინიც არასდროს ახსოვს პოკერ სამყაროს ^^
კოვიდმა, კრიპტო ვალუტამ, სოკოებივით მომრავლებულმა ვლოგერებმა/სტრიმერებმა, ხალხის სოციალურ ქსელებზე კიდევ უფრო მიჯაჭვამ და ა.შ ყველა გემბლინგ თამაშის წისქვილზე წყალი დაასხა და პოკერისაზე განსაკუთრებით ))
+ აქეთ ეიფლის სათვალე გამოვიდა და იქით მასკი ჩიპებს უდგამს ხალხს, ასე რომ სავარაუდოდ ონლაინ პოკერი კიდევ უფრო გაფართოვდება ..

თან ეს ყველაფერი იმ დროს როცა ორი ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკა და ჩინეთი ჩაკეტილია ფაქტიურად .. kiss.gif


meanwhile ფორუმზე გვირჩევენ რა პოკერი, წადით პომიდორი გაყიდეთ ხალხნოოო lol.gif


QUOTE
ეს მესმის 2013დან


ცვეტში :დ
რაც თავი მახსოვს ყველა პოკერის სიკვდილს წინასწარმეტყველებდა

შეუცნობელ არს გზანი უფლისანი pop.gif

Posted by: Frannkenstein 8 Feb 2024, 02:48
QUOTE
2024-ში პოკერით დაინტერესებაზე მინუსავოი "სვლა" თუ რამე იყოს ბოიშვილივიყო

ყველაზე ბანძი მიდგომაა ეს smile.gif
რაც მოდაშია იმით უნდა დაინტერესდე და არა იმით, რისი მუღამი ან მიდრეკილებაც გაქვს?
პოკერითაც შეიძლება დაინტერესდე 2024 წელს, ფილოსოფიითაც და მხატვრობითაც... და ყველაფრით, რისკენაც მიგიწევს გული...
არაა აუცილებელი ყველა პროგრამირებას ან გენურ ინჟინერიას მიაწვეს, რადგან მეტ ფულს გიხდიან...

Posted by: Ignazio 8 Feb 2024, 09:21
რეალისტი
მითხარით როგორ ვისწავლო ეს პოკერი
ერთი წიგნი დამიდეთ, ნარდი და სამკარტა ბურა დამხეცებული მააქვს ონლაინ, მოდით ლუბოი (რათქმაუნდა პროგრამების დახმარებით) biggrin.gif

Posted by: თორნიკეე 8 Feb 2024, 13:02
Ignazio
დავწერე წინა გვერდებზე როგორც უნდა ისწავლო პოკერი...

მაგაზე მოკლე გზა პირდაპირ ტრენერის აყვანაა და დოხუია ფულის გადახდა... და მერეც ან გამოდგები, ან არა...

Posted by: Frаnknstein 8 Feb 2024, 15:19
QUOTE
სამკარტა ბურა დამხეცებული მააქვს

biggrin.gif
სამკარტა ბურას დდშვც biggrin.gif

პ.ს. პოკერი იქით იყოს და სეკა როგორ ვისწავლო კარგად, არის რამე ლიტერატურა მაგაზე? biggrin.gif

Posted by: Ignazio 8 Feb 2024, 15:37
რავალი წამოარტყა სამკარტა ბურას ხელი biggrin.gif

Posted by: Frаnknstein 8 Feb 2024, 15:55
QUOTE (Ignazio @ 8 Feb 2024, 15:37 )
რავალი წამოარტყა სამკარტა ბურას ხელი biggrin.gif

მაგაზე ცუდი თამაში ვერ გავიხსენე biggrin.gif
უფრო სწორად სეკა გავიხსენე მარტო biggrin.gif

Posted by: schatz_87 8 Feb 2024, 17:41
QUOTE
თან ეს ყველაფერი იმ დროს როცა ორი ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკა და ჩინეთი ჩაკეტილია ფაქტიურად ..


+მუსლიმანური სამყაროgivi.gif



Posted by: Heahmund 8 Feb 2024, 22:16
რაც შეეხება პამიდვრის გაყიდვას და გრაინდინგს lam.gif

სანამ კაცი იმ ლიმიტზე არ იგრაინდერებ რომელიც “საკმარის $” შემოგიტანს + რამე თანხაც დარჩება ბანკროლზე დასადებად, რომ რაღაც მომენტში ზედა ლიმიტზე აძვრე, მანამდე “პამიდვრის გაყიდვაც” მოგიწევს yes.gif ან თავის დანებება და სხვა საქმის ნახვა…

ნუ, ვთქვათ უგებ ნლ10 - ნლ25, გეყოფა?

მინიმუმ ნლ300 მაინც უნდა უგებდე ალბათ, ისიც თუ ხალასტოი ხარ

Posted by: Ignazio 11 Feb 2024, 17:10
სად ვითამაშო უფასოდ პოკერი ?
-----------------------------

Posted by: DonkaBomber 12 Feb 2024, 04:55
Ignazio
ფლეიმანის გულისხმობ თუ ფრიროლს ?
მიზანი უფასოდ ფულის მოგებაა თუ უფასოდ გართობა ?
პრინციპში თითქმის ყველგან არის ერთიც და მეორეც

Posted by: Ignazio 18 Feb 2024, 00:19
DonkaBomber
QUOTE
ფლეიმანის გულისხმობ თუ ფრიროლს ?
მიზანი უფასოდ ფულის მოგებაა თუ უფასოდ გართობა ?
პრინციპში თითქმის ყველგან არის ერთიც და მეორეც

ორივეს, სად? ვითამაშო?

Posted by: sunny-day-today 18 Feb 2024, 12:07
Ignazio
ვინც უფრო მაგრად მოიტყუება ის იგებს პოკერში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)