forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (401) « პირველი ... 399 400 [401]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 9 Jul 2019, 22:00  #54948366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Правовед @ 9 Jul 2019, 21:28 )
GHOST91
მე რომ ვიყო თქვენი მოწინააღმდეგე, მთელი ძალღონით შევეცდებოდი და მიმაჩნია, "ჯარიმას", როგორც ესეთს ვერ დამაკისრებთ. არა მარტო სამუშაოს (თუნდაც შეტყობინების გარეშე) მიტოვებისთვის, არამედ საერთოდ რაიმე დარღვევისთვის ... მიუხედავად იმისა, რა წერია შრომით ხელშეკრულებაში თუ შრომის შინგანაწესში ...
ზიანს - კი ბატონო, ამანაზღაურებინებთ - "ჯარიმას", დაფიქსირებულ X თანხას - ვერა ...

ჩემი აზრით ჯარიმის არსებობა ესეთ შემთხვევაში ( ლოგიკური ოდენობის) დასაშვებია. თუ დასაქმებული არ იცავს შრომის კოდექსის ნორმას ( 30 დღით ადრე შეტყობინება) და როცა , უნდა , სადაც უნდა შეეძლებაა მიატოვოს სამუშაო და დამსაქმებელს არ შეძლება მისი სანქცირება მაშინ შრომის კოდექსის აღნიშნული მუხლი უბრალოდ მკვდარი ნორმა იქნება.

ზიანის ანაზღაურებას რაც შეხება საერთო ნორმების მიხედვით სავსებით გეთანხმებით.



--------------------
ვაი დამარცხებულთ!
JORJ1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2861
წევრი No.: 224280
რეგისტრ.: 24-September 16

გამოგზავნილია: 10 Jul 2019, 00:41  #54949211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა

მოკლედ მაინტერესებს მქირავებელი როდესაც არღვევს პირობებს, ანუ მაგალითად ხელშეკრულება გაფორმდა 6 თვით ფართის ქირაობაზე, მაგრამ ვთქვათ 3 თვეში აღარ ჭირდება ეს ფართი, აქვს უფლება კონტრაქტის დარღვევის და 3 თვით ადრე ჩაბარების ?

რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს ?


--------------------
Sometimes, I think inside of me are two souls,with different minds,aims,thoughts,feelings,pain.
And sometimes there is war between those two.
__________________________

NOTHING IS PERMANENT
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1291
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 10 Jul 2019, 01:25  #54949365      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GHOST91
QUOTE
მკვდარი ნორმა იქნება
საერთოდ შრომის კანონმდებლობის ერთგვარი "ავადმყოფობაა" - ნამდვილი იურისპრუნციისგან, კრიმინოლოგიისა და ცივილისტიკისგან "გაყრილი", ჩამოშორებული სამართალი, ყოველთვის განიცდის აბსტრაქტული და დეკლარაციული ხასიათის დანაწესების ტვირთს.

თვით სამართლებრივი ლექსიკა შრომის კანონის 37-ე მუხლის ჰიპოტეზებით არის გაჯერებული - "შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტა"-ს ემატება "დასაქმებულის ვალდებულება არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით". ეს ჩვენი ქართველი კანონმდებლის ნორმატიული ტექნიკის უმეცრებით ხომ არის გადმოთარგმნილი, ამას კიდევ ემატება ქართული ენის სინტაქსისის უცოდინრობა. საქმიანი, დოკუმენტალური და იურიდიული ლინგვისტიკა დღევანდელი საქართველოს სამართლებრივი სისტემის გადაუჭრელი პრობლემაა.
ადამიანის შრომის პოზიტიურ უფლებას, წავიდეს სამსახურიდან უკეთესი მომავლის პერსპექტივით, ნეგატიური დათქმებით ეგებება კანონი. ამაშია ჩემი აზრით უბედურება და მთლიანად გადასაწერია შრომის კანონმდებლობა. სამოქალაქო სამართალს ასე თუ ისე უმკლავდება სასამართლო ინტერპრეტაციები, ვინაიდან უზენაესს მომარჯვებული აქვს გერმანული სამართლის დედანი.

დამსაქმებლის ტვირთიც სწორედ იმაში მდგომარეობს, იგი დასაქმებულის სახით პარტნიორს კი არ იძენს, არამედ სოციალურად მასზე დამოკიდებული მუშაკი ჰყავს. ამაზეა დეკლარაციული მითითება დასაქმებულის ვალდებულებაზე, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. თუ გავარჩევთ, თანამედროვე ეტაპზე, ეს "წერილობითი შეტყობინებაც" ბუნდოვანი დეფინიცაა - რას გულისხმობს ელექტრონული ხელმოწერის პირობებში ეს არქაული დათქმა, ასევე საჭიროებს სამართლებრივ ინტერპრეტაციას.
სანქცია, ჯარიმის სახით, სამართალში - უპირობო, პირდაპირი და იოლი ანაზღაურების საშუალებაა, რომელსაც არ სჭირდება არავითარი ძალისხმევა. აი მისი უპირობო თვისების გამოყენებაა დამსაქმებლის მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა. სამსახურის მიტოვება არ შეიძლება მიღებულ იქნას სამართლებრივი ფიქციის სახით შრომით ურთიერთობებში, რადგან მას აუცილებლად თან ახლავს ბუნდოვანი შედეგი - ბოლოს და ბოლოს, შეიძლება მუშაკი მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში მყოფიც კი აღმოჩნდეს და ზიანის მსგავსი "ავტომატური" ანაზღაურების დაკისრება სამართლებრივ ლოგიკას არღვევს. აი ბანკის ვალი, მევალის გარდაცვალების შემდგომაც აგრძელებს "სიცოცხლეს", მემკვიდრეების დატვირთვით - შრომით დასაქმებულის ვალდებულებები კი უშუალოდ და მკვიდრად არის დაკავშირებული მხოლოდ პიროვნებასთან.

სიმართლე გითხრათ, ამჯერად აზროვნება დაკავებული მაქვს სრულიად განსხვავებული თემით ე. წ. "ქურდული სამხაროს" კვალიფიკაციის და ბრალდების ფაბულასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. ამიტომ უნდა მომიტევოთ, თუ რაიმე მსჯელობის ხარვეზებს აღმოაჩენთ.

This post has been edited by Правовед on 10 Jul 2019, 01:33
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 499
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 10 Jul 2019, 11:37  #54950419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Правовед @ 9 Jul 2019, 16:15 )

QUOTE
კორპორაციის დირექტორიც დასაქმებულია
პირიქით, ჩემო ბატონო - წმინდა სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობაშია და ნარდობის და დავალების ხელშეკრულებების სინთეზით არის მოწესრიგებული მისი ვალდებულებები. კორპორაციის დირექტორის (რომელიც ასევე კორპორაციის ორგანოს! წარმოადგენს) ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, ასევე მისი საქმიანობის შედეგის (რეზულტატის) შემკვეთისათვის გადაცემა, განასხვავებს ნარდობას, დავალებას შრომის ხელშეკრულებისაგან. აქ შრომითსამართლებრივი ურთიერთობას არ აქვს ადგილი. სრულიად მართალი ბრძანდებით, კორპორაციის დირექტორი სულაც არ არის სუსტი მხარე - კორპორაციის ინტერესს წარმოადგენს მის მიერ ისეთი სამუშაოების ჩატარება, იმგვარი შრომის გაწევა, რაც გულისხმობს კორპორაციის ინტერესების დაცვას. ეს სამუშაო არ არის ჩვეულებრივი, იმ რიგითი თანამშრომლების სამუშაოსთან გათანაბრებული, რომლებიც კორპორაციის შტატიან თანამშრომლებად ითვლებიან და ასრულებენ მათთვის დაკისრებულ საქმიანობას. კორპორაციის დირექტორთან ხელშეკრულების გაფორმების მიზეზი სწორედ რომ მართვის მომსახურების გაწევის აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, კორპორაცია დაინტერესებულია მიიღოს სამოქალაქოსამართლებრივი შედეგი აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება (უკვე აღინიშნა), დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას კორპორაციის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.

მეც მაგას ვამბობ, რომ სამოქალაქო-საკორპორაციო ურთიერთობაა, რომელიც რეგულირდება მეწარმეთა კანონით და სამოქალაქო კოდექსით. მაგრამ ჩვენი პრაქტიკა არის სულ სხვანაირი.
დირექტორს დღეს შეუძლია უჩივლოს პარტნიორებს მაგალითად გამოუყენებელ შვებულებაზე სშკს ნორმებზე დაყრდნობით.
ამიტომ, გვინდა თუ არა ფართოა ეს დასაქმებულთა წრე, პროლეტარებსა და ბურჟუებს ერთი კოდექსი იცავს. ამიტომ ყოველთვის უნდა შევაფასოთ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1291
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 10 Jul 2019, 11:59  #54950569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nnn_lll
QUOTE
დირექტორს დღეს შეუძლია უჩივლოს პარტნიორებს
გეთანხმებით ჩემო ბატონო და, მაინც მივუთითებ, რომ ეს არ არის სამართლის ბრალი.
ეს საზოგადოების (მათ შორის, კორპორაციების) სამართალშეგნების უაღრესად დაბალი დონით არის გამოწვეული.
ეს პარლამენტი ვერ ახერხებს სოციალური პროცესების მართვას სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელის საკანონმდებლო მოწესრიგებით. ხელისუფლება კი ვერ აღწევს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ინტერესთა ოპტიმალურ და მიზანშეწონილ დაკმაყოფილებას.
ვულგარიზმი, არქაიზმი, კოლიზია ... ყველა სნეულება აქვს შეყრილი ქართულ სამართალს ... არადა სამართლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, ასევე გასაგები, ქმედითი და მისაღები კანონის ტექსტის საფუძველზე, კანონის აზრისა და მიზნის დადგენაა ...
QUOTE
დირექტორს დღეს [რომ] შეუძლია უჩივლოს პარტნიორებს მაგალითად გამოუყენებელ შვებულებაზე სშკს ნორმებზე დაყრდნობით.
ამასაც სამართალთან არაფერი აკავშირებს ...
QUOTE
ჩვენი პრაქტიკა არის სულ სხვანაირი.
არც ისე წყალწაღებულად არის საქმე, უზენაესი ასე თუ ისე, ახერხებს ხარვეზიანი ნორმის ტექსტისა და სამართლის ძირითად პრინციპების შეჯერებას - ნარდობას და შრომის ხელშეკრულების საგნის გამიჯვნას ...

This post has been edited by Правовед on 10 Jul 2019, 13:26
RulerOfTheWorld
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 356
წევრი No.: 203266
რეგისტრ.: 4-June 15

გამოგზავნილია: 15 Jul 2019, 12:04  #54975028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა მოხდება თბილისის პარკინგის ჯარიმა რომ არ გადავიხადო? ხელზე არ ჩამბარებია, საქარეზე იდო.


--------------------
“You do not really understand something unless you can explain it to your grandmother.” A.E.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (401) « პირველი ... 399 400 [401]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1127 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]