Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ცრურწმენები ორსულობისას


Posted by: tata83 16 Dec 2008, 12:31

აბა ვინ რა იცით ცრურწმენებზე ორსულობასთან დაკავშირებით??? gigi.gif

ამბობენ ქათმის ნარველს თუ მოისვამ იმ ადგილზე ბაიას ლაქა ექნებაო... ვინმეს გამოუცდია?? wink.gif

Posted by: blblbl 16 Dec 2008, 12:36
tata83
მე ვიცი რომ ეგ მართალია სამწუხაროდ sad.gif ტუმცა კი არ მჯერა ცრურწმენების მაგრამ ეგ მარტლა ვიცი რომ მარტალია .აქ დაწერა კიდე ერთ ტემასი ვიღაცამ დედამტილმა რზალს მოუსვა სახეზე გაბრაზებულმაო ტუ რაღAც და ბავშვს მტელ სახეზე ქონდაო sad.gif

Posted by: DOLPHIN 16 Dec 2008, 12:38
ჩემს მეგობარს აქვს ზურგზე ლაქა. დედამისს (ისევე როგორც მე) არ სჯეროდა მსგავსი ცრურწმენების და "გამოსცადა". ახლა იძახის, კიდევ კარგი თვალსაჩინო ადგილას არ წავისვიო...

Posted by: SoulTaker 16 Dec 2008, 12:39
DOLPHIN
QUOTE
ჩემს მეგობარს აქვს ზურგზე ლაქა. დედამისს (ისევე როგორც მე) არ სჯეროდა მსგავსი ცრურწმენების და "გამოსცადა". ახლა იძახის, კიდევ კარგი თვალსაჩინო ადგილას არ წავისვიო...

მეც მაქვს ზურგზე biggrin.gif დედაჩემმა წაისვა ნამდვილად ვიცი smile.gif
მარა სულ პატარა მაქვს smile.gif და ძალიან მომწონს biggrin.gif

Posted by: tata83 16 Dec 2008, 12:40
ვაააააააა.... სხვა კიდე რამე მოქმედებს ორსულებზე??

Posted by: blblbl 16 Dec 2008, 12:45
კვერცხები უნდა მოიპარო და ლოყები ჩაეჩხვლიტებაო biggrin.gif თუ გამხსენდება დავწერ კიდე smile.gif

Posted by: SoulTaker 16 Dec 2008, 12:51
კეპკიანი რომ დაიბადოს ბავშვი კეპკა უნდა გადავყლაპო? biggrin.gif biggrin.gif

მე მინდა რომ ჩაეჩხვლიტოს ლოყები smile.gif

Posted by: blblbl 16 Dec 2008, 12:52
SoulTaker
მოიპარე მერე biggrin.gif მე ვინც ვიცი გაამრტლა ორონდ ორი უნდა მოიპარო tongue.gif სადმე რომ მიხვალ სტუმრად იქიდან ტორემ ეხლა მაღაზიასი არ გინდა პატრულსი არ გიხილოტ უცებ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: babilina1983 16 Dec 2008, 13:03
ტმა არ უნდა შეიჭრა, თორემ ბავშვი დროზე ადრე დაიბადებაოა. მტელი ორსულობა ვიჭრიდი და დროზე ადრე კი არა, ვძლივს დაიბადა biggrin.gif

Posted by: tata83 16 Dec 2008, 13:04
აუუუუუუუუ... მეც მინდა ლოყებჩაჩხვლეტილი ბაია, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიპარავ კვერცხებს, დძააააააააააან მიტყდება baby.gif

Posted by: blblbl 16 Dec 2008, 13:05
tata83
მიდი დაქალთან და მოპარე რა იყო tongue.gif ან ნათესავტან ან ისა ქმრის სახლსჰი თუ ხარ დედაშენს ან პირიქიტ დედამტლის biggrin.gif babilina1983უფ ეგ მარტლა ტყუილია biggrin.gif ხო კიდე კაჭკაწის ფრთა უნდა გამოუსვა ბავშვს რომ დაიბადება და მალე დაიწყებს ლაპარაკსო ეგეც გამოცდილია დამარტალაი ორონდ იმდენს ლაპარაკობს ეხვეწებიან გაჩერდიო biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 16 Dec 2008, 13:08
QUOTE
კვერცხები უნდა მოიპარო და ლოყები ჩაეჩხვლიტებაო

ეს ტყუილია! მე და ჩემს დას გვაქვს "იამოჩკები", დედაჩემი კიდევ ქურდი არ არის. მამაჩემს აქვს და ბაბუაჩემსაც ქონდა. biggrin.gif სამაგიეროდ ჩემს შვილს ჯერ არაფერი ეტყობა. sad.gif

Posted by: tekla 16 Dec 2008, 13:16
რო გაინძრევა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო biggrin.gif

Posted by: blblbl 16 Dec 2008, 13:18
tekla
ხო ეგ მეც ვიცი არ მგონია მართალი იყოს მაგრამ ფაქტია რომ ჩემი ზმა რომ გაინძრა დედაჩემმა მამაისს სეხედა და იმას გავს smile.gif კიდევ ჩემი მეგობრის დედამ სარკესი ჩაიხედა და დედას გავს ბავშვი რაცვიცი აბა tongue.gif

Posted by: tata83 16 Dec 2008, 13:21
ჩემი მეგობრის დედას ალენ დელონის სურათი ქონდა სპეციალურად მაგ ამბისთვის, ხოდა ბავშვი რო გაინძრა ღამე იყო და ქმარი გააღვიძა, შუქი აანთო და ალენ დელონის სურათს დაუწყო ძებნა, ქმარმა რომ გაიგო რისთვისაც ეძებდა სახე დაუჭირა და იმდენი აყურებინდა თავის თავზე რომ ჩემი მეგობარი კოპიო მამამისიააააააააააა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: tekla 16 Dec 2008, 13:21
QUOTE
ჩემი მეგობრის დედას ალენ დელონის სურათი ქონდა სპეციალურად მაგ ამბისთვის, ხოდა ბავშვი რო გაინძრა ღამე იყო და ქმარი გააღვიძა, შუქი აანთო და ალენ დელონის სურათს დაუწყო ძებნა, ქმარმა რომ გაიგო რისთვისაც ეძებდა სახე დაუჭირა და იმდენი აყურებინდა თავის თავზე რომ ჩემი მეგობარი კოპიო მამამისიააააააააააა

biggrin.gif

Posted by: naina25 16 Dec 2008, 13:25
tata83
QUOTE
სახე დაუჭირა და იმდენი აყურებინდა თავის თავზე რომ ჩემი მეგობარი კოპიო მამამისიააააააააააა   



ვაიმეეეეეეეე არ შემიძლია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩაგეთვალაააააააააა ))))))))))))))))))

ხო ახლა მე თუ მეზობელთან ვარ და იმას შევხედე იამს დაემსგავსება ხო biggrin.gif აფსურდ.

QUOTE
tekla
ხო ეგ მეც ვიცი არ მგონია მართალი იყოს მაგრამ ფაქტია რომ ჩემი ზმა რომ გაინძრა დედაჩემმა მამაისს სეხედა და იმას გავს  კიდევ ჩემი მეგობრის დედამ სარკესი ჩაიხედა და დედას გავს ბავშვი რაცვიცი აბა 



ან ბაბუას დაემსგავსება ან დედას ან მამას
givi.gif keh.gif აბა სადამ ჰუსეინს ხომ არ დაემსგავსება კაცო

Posted by: blblbl 16 Dec 2008, 13:26
tata83
კი მარა ეგ ოჯახის წევრებზეა ტორემ ვიღაც უცხოს რა პონტსი უნდა დაემგვანოს ბავშვი biggrin.gif

Posted by: tata83 16 Dec 2008, 13:42
კიდევ სხვა რამე თუ მოქმედებს ორსულებზე?? რამე საკვები ან ნივთიერება, ან რავიცი რამეეეე baby.gif

Posted by: DOLPHIN 16 Dec 2008, 13:51
tata83
თემაში "მომავალ მშობელთა კლუბი" მე-16-17-18 გვერდებზე არის სახალისო ცრურწმენები. smile.gif

Posted by: Kissie 16 Dec 2008, 13:54
blblbl

ყველა ცრურწმენაზე ამბობ "ეგ ნაღდია, ეგ ნაღდიაო" biggrin.gif

არადა ყველა სისულელეა biggrin.gif რა კაჭკაჭის ფრთა, რის ლაქები biggrin.gif

Posted by: naina25 16 Dec 2008, 14:06
Kissie
არც მე მჯერა მაგ კაჭკაჭუნების და ეგეთების biggrin.gif

ისე ეგ ქათმის ღვიძლზეა ნათქვამი თუ ნაღველაზე ვერ გავიგე. ზოგი ერთს იძახის ზოგი მეორეს

Posted by: Kissie 16 Dec 2008, 14:43
naina25

ღორის ტყავზე კიდევ, თუ რაღაც ესეთი biggrin.gif

ა იმ თემაში მაგრები ეწერა, მოიცა გავიხსენო კიდევ:

- მზესუმზირას თუ შეჭამ ბევრს, გრძელი წამწამები ექნებაო.
- თაფლს თუ შეჭამ, დორბლიანი იქნებაო.

Posted by: naina25 16 Dec 2008, 15:40
Kissie
QUOTE
თაფლს თუ შეჭამ, დორბლიანი იქნებაო.

ანარადა საკუთარი ოჯახის თაფლი მაქვს და biggrin.gif არ ვჭამ დორბლიანი არი იყოსთქო და biggrin.gif ესიგი მაინც მჯერა რაღაცეების biggrin.gif

Posted by: SoulTaker 16 Dec 2008, 15:43
naina25
QUOTE
ანარადა საკუთარი ოჯახის თაფლი მაქვს და  არ ვჭამ დორბლიანი არი იყოსთქო და  ესიგი მაინც მჯერა რაღაცეების

იმდენად სასარგებლოა თაფლი რომ ჯადაბას იყოს დორბლიანი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tata83 16 Dec 2008, 16:32
ყოველდღე იმდენ თაფლს და შოკლოადს ვჭამ რომ ეს ბავშვი ან ზანგი იკნება ან დორბლიანიიიიიი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lelu 16 Dec 2008, 16:36
tata83
QUOTE
ყოველდღე იმდენ თაფლს და შოკლოადს ვჭამ რომ ეს ბავშვი ან ზანგი იკნება ან დორბლიანიიიიიი


ორივე რომ იყოს? lol.gif

Posted by: Kissie 16 Dec 2008, 17:56
naina25
QUOTE
ნარადა საკუთარი ოჯახის თაფლი მაქვს და biggrin.gif არ ვჭამ დორბლიანი არი იყოსთქო და

ჩემკენ გამოუშვი, ცრურწმენები არ მეკარება biggrin.gif

კარგი ფიჭაც თუ გაქვს, ერთი თვე ბავშვის ძიძად დაგიდგები უფასოდ biggrin.gif

Posted by: faustina 16 Dec 2008, 18:41
naina25
QUOTE
არ ვჭამ დორბლიანი არი იყოსთქო და  ესიგი მაინც მჯერა რაღაცეების

მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ორსულობისას ისე მომინდა თაფლი რომ მუცელს უარი ვერ ვუთხარი და დიდი კოვზებით მივირთმევდი biggrin.gif, ახლა ბაია 4 თვისაა და ჯერ არ ააქვს დორბლბი smile.gif და მერე კიჭები რომ ამოუვათ, და თU დაიდორბლება, მასე ყველა ბაიას აქვს smile.gif


კედელზე დედას სურატი დავკიდე რომ როცა გაინცრეოდა, მას შევხედავდი, მაგრამ მისი მარტო ყურები აქვს biggrin.gif, ლამაზად მიტყუპებული smile.gif ტვალები და ტუჩები კი ჩემი მეუღლის, როცა თითქმის სულ გასული იყო და დღისით ვერც კი ვხედავდი biggrin.gif,

ხო, კიდევ ის რომ ორსულ კალს არ უნდა გადააბიჯო ფეხი, თორემ ბაიას ჭიპლარი შემოხვეული ექნებაოოო

წითელი ვაშლი უნდა ჭამოს, რო მ წითელ ლოყება და ლამაზი ბავშვი გაუჩნდესოოო

შოკოლადი უნდა მიირთვას რომ ნიჭიერი გამოვიდესოოო biggrin.gif

თმები არ უნდა შეიჭრას, ტორემ ჭკუა ნაკლული იქნებაოოო, biggrin.gif

თU რაიმე გამახსენდა მერე, დავწერ კიდევ


ხო... იმდღეს ბებიაჩემმა დამირეკა და მეუბნება, 7 წლამდე ბავშვს თმები არ შეაჭროოო biggrin.gif

ოხ ეს ბებიები რააა smile.gif

Posted by: tekla 17 Dec 2008, 10:24
QUOTE
სე ეგ ქათმის ღვიძლზეა ნათქვამი თუ ნაღველაზე ვერ გავიგე. ზოგი ერთს იძახის ზოგი მეორეს

ეს ფრინველ-ცხოველების ორგანოებზე რომ ამბობენ ბევრი ადასტურებს პირადი გამოცდილებიდან, რომ მართალიაო, წინა გვედებზეც წერია ამის შესახებ, თქვენც რა ძალა გადგიათ ეხლა საქონლის თუ ქათმების შიგნეულობაში რომ არ იქექოთ smile.gif....

მე ორსულასდ რომ ვიყავი სადღაც ვჭამე ჭინჭრის ფხალი, უუუგემრიელესიიიიიიიი ხოდა მეორე თუ მესამე დღეს ვიღაცამ გამაფრთხილა ჭინჭარი არ შეიძლებაო... ნაადრევ მშობიარობას იწვევსო თუ რაღაც დებილობა, მაგრამ მშვენივრად შემერგო
KILLEრ ეხლა ჭინჭარი არ მოითხოვო შენ |tongue.gif 2kiss.gif

Posted by: naina25 17 Dec 2008, 10:42
Kissie
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფიჭაც მაქვს კი ცაბლის ტაფლის მორჩენილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნახევარრლიტრიანით და მიდევს უკვე 6 |თვეა biggrin.gif[

b]faustina[/b]
QUOTE
მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ორსულობისას ისე მომინდა თაფლი რომ მუცელს უარი ვერ ვუთხარი და დიდი კოვზებით მივირთმევდი , ახლა ბაია 4 თვისაა და ჯერ არ ააქვს დორბლბი  და მერე კიჭები რომ ამოუვათ, და თU დაიდორბლება, მასე ყველა ბაიას აქვს 

გეთანხმები )) უბრალოდ მე არ მინდოდა დიდად და )))))))))))))))))

Posted by: netarato 17 Dec 2008, 12:32
კიდე მანდარინი თუ ჭამე, ყვითელი ბავშვი იქნებაოbiggrin.gif

თაფლსაც ვჭამდი, მანდარინსაც, სტაფილოსაც და ქათმის ნაღველთან შეხება არ მომწევია, თორე მაგასაც ვიზამდიbiggrin.gif
ხო, კიდე ტანსაცმლის ყიდვა არ შეიძლება წინასწარო, ღამე ბავშვის ტანსაცმელი გარეთ არ უნდა გაფინოო... ყველა "წესს" ვარღვევ რათქმაუნდა, რასაც არანაირი რაციონალური საფუძველი არ აქვს - რა შუაშია ეხლა თაფლი დორბლთან (ტანსაცმლის წინასწარ ყიდვაზე რომ არაფერი ვთქვა), ბავშვების უმეტესობას სდის მეტნაკლებად დორბლი და უმრავლესობას თავიდან მოყვითალო ფერი დაკრავს, დააბრალეს ეხლა თაფლს და მანდარინს biggrin.gif

Posted by: fashion 17 Dec 2008, 14:25
მოკლედ რაც შეეხება თაფლს ეგ პირველად გავიგე და ისე რაც შეეხება ნაღველს მეც და ჩემ დასაც გვაქვს დედაჩემმა ქათმის ნაღველი წაისვა კიდე კაი პატარაზე მაქვს მუცელზე არც მეტყობა თუ ძაან არ დააკვირდები,ჩემ დასაც აქვს ,და კიდე არის ღორის ნაღველი აი ეგ საშინელებააა ეგ მუქად რჩება ჩემ ბიდძაშვილს ქონსა ფეხზე დედამისმაც ჩაატარა ექსპერიმენტი და შედეგიც სახეზე არის,მე ერთადერთი მაგის მჯერა მეტი არაფრის,იმიტომ რო მეთვითონ მაქვს ეგ ლაქა biggrin.gif

Posted by: blblbl 17 Dec 2008, 14:27
ისა მაგ ნაღველით ბავშვის სახელი რომ დავიწრო სადმე არ დაეწერება ბავშვსაც? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif რა აზრები მაწუხებს biggrin.gif

Posted by: fashion 17 Dec 2008, 14:30
blblbl
კი დაიწერე დედა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: blblbl 17 Dec 2008, 14:34
fashion
ოკ ჯერ არა მარა მერე დავიწერ biggrin.gif

Posted by: Doloress 7 Jan 2009, 15:36
tata83
QUOTE
ბობენ ქათმის ნარველს თუ მოისვამ იმ ადგილზე ბაიას ლაქა ექნებაო... ვინმეს გამოუცდია??

მე მაქვს ფეხზე მაგის შედეგი biggrin.gif
ბებიაჩემი ეჩალიჩებოდა დედაჩემს, წაისვიო, დედაჩემმა, არაო და ჩუმად წაუსვა და მაქვს მსხლის ფორმის ხალი ფეხზე tongue.gif (კიდე კაი, სხვაგან არ მაქვს mad.gif )

blblbl
QUOTE
დედამტილმა რზალს მოუსვა სახეზე გაბრაზებულმაო ტუ რაღAც და ბავშვს მტელ სახეზე ქონდაო

ვაი, ვაი.. როგორ გადარჩა ისე დედამთილი, იქ რომ არ ვიყავი?
ხისთავიანებს რომ ვხედავ, მახსენდება, რომ მეც ხის თავი მაქვს mad.gif

QUOTE
კვერცხები უნდა მოიპარო და ლოყები ჩაეჩხვლიტებაო

ჩაჩხვეტილი ლოყები კაია? baby.gif

SoulTaker
QUOTE
კეპკიანი რომ დაიბადოს ბავშვი კეპკა უნდა გადავყლაპო?

lol.gif
ის ერთი არ გყოფნის კეპკიანი? biggrin.gif

QUOTE
ხო კიდე კაჭკაწის ფრთა უნდა გამოუსვა ბავშვს რომ დაიბადება და მალე დაიწყებს ლაპარაკსო

lol.gif
ნეტა მე ხო არ ამომისვეს.. 11 თვიდან ვლაპარაკობ biggrin.gif

QUOTE
რო გაინძრევა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო

უაა.. მე მინდა რომ მე მგავდეს.. ე.ი. სარკით უნდა ვიარო? biggrin.gif


* * *
faustina
QUOTE
ხო... იმდღეს ბებიაჩემმა დამირეკა და მეუბნება, 7 წლამდე ბავშვს თმები არ შეაჭროოო

მე 15 წლისას შემჭრეს პირველად თმა biggrin.gif
მამაჩემს ევასებოდა მაგრა გრძელი თმა და არ შემაჭრევინა mad.gif
გადაპარსულიც არ მაქვს და ძალიან არ მომწონს თმების გადაპარსვის იდეა boli.gif



მაგარი თემაა, საღოლ up.gif gigi.gif

Posted by: TT+ 7 Jan 2009, 17:10
QUOTE
მეც მაქვს ზურგზე  დედაჩემმა წაისვა ნამდვილად ვიცი

+ 1

Posted by: tekla 8 Jan 2009, 09:57
QUOTE
ისა მაგ ნაღველით ბავშვის სახელი რომ დავიწრო სადმე არ დაეწერება ბავშვსაც? რა აზრები მაწუხებს

ვაჰაჰაჰა, (სხვანაირად ვერ გავიცინე ) smile.gif
რა მიკვირს იცით? აი ყველა ამბობს მაგ ლაქაზე მართალიაო და რაღაზე ატარებენ ექსპერიმენტებს და ისმევენ ამ ნაღველს?

Posted by: netarato 8 Jan 2009, 12:45
არა რა, ვერ ვიჯერებ ამ ნაღველის ამბავს, სანამ ვინმე არ ამიხსნის, რა რაციონალური კავშვირი არსებობს დედის სხეულზე ნაღველის წასმასა და ბავშვის ტანზე (თან იმავე ადგილას) ლაქის გაჩენას შორის biggrin.gif ვინმემ ამიხსენით რა user.gif

Posted by: blblbl 8 Jan 2009, 13:49
QUOTE
რა მიკვირს იცით? აი ყველა ამბობს მაგ ლაქაზე მართალიაო და რაღაზე ატარებენ ექსპერიმენტებს და ისმევენ ამ ნაღველს?

ექსპერიმენტებისთვის არ მგონია ალბატ უფრო იმიტომ ისმევენ რომ ნისნის მაგვარი ქონდეს ადრე მოსწონდათ ბავშვი როცა რამე ნისნიტ გამოირჩეოდა smile.gif
netarato
წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ მართალი რომ არის ვიცი biggrin.gif

Posted by: tekla 8 Jan 2009, 13:58
QUOTE
ექსპერიმენტებისთვის არ მგონია ალბატ უფრო იმიტომ ისმევენ რომ ნისნის მაგვარი ქონდეს ადრე მოსწონდათ ბავშვი როცა რამე ნისნიტ გამოირჩეოდა

ბევრი ექსპერიმენტისტვის აკეთებს :0 აბა თუ მართალიაო smile.gif

Posted by: Goddess 8 Jan 2009, 14:04
ტაკს.... მიყვარს ასეთი თემები smile.gif
მოკლედ, რაც შეეხება ნაღველს, მეც თავს დავდებ, რომ მართალია, ვინაიდან მამიდაჩემს აქვს ლაქა და სწორად ისე, როგორც აქ ლაპარაკობთ. ალბათ მეც წავისმევ სადმე მერე ჩუმად, საკუთარი თვალით უნდა ვნახო biggrin.gif

აი იამოჩკებზე არ ვიცი... რაღაც მეზღაპრულება, თუმცა გარდა კვერცხის მოპარვისა, ამბობენ კიდევ გოჭის ფეხი უნდა ჭამო, ჰოდა ვისაც მოპარვა არ გინდათ, გოჭის ფეხი მიირთვით biggrin.gif

მე პირდად, ვამჯობინებ მთელი ქარხნის კვერცხობა მოვიპარო, ვიდრე გოჭის ფეხი ვჭამო smile.gif

Posted by: tekla 8 Jan 2009, 14:10
QUOTE
მე პირდად, ვამჯობინებ მთელი ქარხნის კვერცხობა მოვიპარო, ვიდრე გოჭის ფეხი ვჭამო

lol.gif

Posted by: natiagogona 12 Jan 2009, 11:54
რამდენიმე დღის წინ ორსულმა დაქალმა მითხრა რო ქსოვა არ შეიძლება ჭიპლარი შემოეხვევაო.

ესეც კიდევ ერთი ზღაპრუნა smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: teeaakkoo 12 Jan 2009, 12:46
natiagogona
QUOTE
რამდენიმე დღის წინ ორსულმა დაქალმა მითხრა რო ქსოვა არ შეიძლება ჭიპლარი შემოეხვევაო.

უი, ეხლა ვქსოვ ზუსტად რაღაცასsmile.gif
და პირველზე ვქარგავდი და ნეტავ ქარგვაზეც რამეა ნათქვამი? biggrin.gif

Posted by: Peppi 12 Jan 2009, 14:13
ოო, ეხლა საქართველოში ყოფნისას მე ცრურწმენების კორიანტელი მოვისმინეე - მტრისას, რა ამბავია . . უუფ,

არანაირ შეზღუნვას არ "ვუწესებ" თავს ცრურწმენების გამოsmile.gif


teeaakkoo
QUOTE
უი, ეხლა ვქსოვ ზუსტად რაღაცას
და პირველზე ვქარგავდი და ნეტავ ქარგვაზეც რამეა ნათქვამი?

ვის რა და რისი კეთება ეზარებოდა - იმაზე იგონებდა არ შეიძლებაოsmile.gif

ვიღაც ორსულს ქსოვა ეზარებოდა და მოიგონა, აჰ არ შეიძლებაო wink.gif
ვიღაც ორსულს თაფლი მოუნდა და სახლში რომ არ ქონდა - დედამთილმა, არიქა და ლურწკიანი იქნება ბავშვი - არ გაეკაროოsmile.gif
სარეცხს ადრე გარეთ ვერ დატოვებდენ, ვიღაც მოიპარავდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი თავის და სარეცხის დასაცავად, ამიტომ უფრო ფსიქოლოგიური წნეხი მოიფიქრეს - ეს რაციონალური ახსნა, უტოპიური, კი უბრალო დამთხვევა შეიძლება ყოფილიყო - ვიღაცამ სარეცხი დატოვა ღამით გარეთ და მეორე დღEსაც ბავშვს კუჭი ქონდა აშლილი - აი პარალელიც.

ისე, მე თუ მკითხავთ, ჩვილი ბავშვის სარეცხი საერთოდ არ უნდა გაფინო გარეთ, მით უმეტეს - თბილისში, ისე დაიმტვერება და დაბინძურდება - გინდ გაგირეცხია და გინდ არა . .

ხოო, აი ხალს და ნიშანს რაც შეეხება - ორსულობაში ძალიან ხშირად მიწევდა თევზის გარჩევა ჩემი ქმრის კატისთვის და იმის ალბათობა დიდი იყო, რომ ნაღველი მომცხებოდა, თუმცა არანაირი უცნაური ნიშანი ჩემს შვილს არ აქვს, ერთი აქვს, მაგრამ ზუსტად იმ ადგილას, სადაც მამამისს.
მეც მაქვს ასე ნიშანი, ანუ ხალი, თუმცა ნიშანს რომ ეძახიან საქართველოში ისეთი - და ზუსტად ისეთი ფორმის და იმ ადგილას, როგორც დედაჩემს . . .


Posted by: blblbl 12 Jan 2009, 14:16
QUOTE
თევზის გარჩევა ჩემი ქმრის კატისთვის და იმის ალბათობა დიდი იყო, რომ ნაღველი მომცხებოდა

ქათმის ნაღველზე ემართებატ მარტო და კიდე ღორის მგონი smile.gif

Posted by: tekla 12 Jan 2009, 14:19
QUOTE
თევზის გარჩევა ჩემი ქმრის კატისთვის

ეგ თევზის ნაღვალზე არ არის smile.gif

Posted by: Peppi 12 Jan 2009, 14:53
tekla
QUOTE
თევზის ნაღვალზე არ არის

ოო, გადავრჩენილვარ, როგორც ჩანს wink.gif
2kiss.gif



blblbl
QUOTE
ქათმის ნაღველზე ემართებატ მარტო და კიდე ღორის მგონი

ინდაურის და ძროხის ნაღველმა რა დააშავა ნეტა?
2kiss.gif

Posted by: blblbl 12 Jan 2009, 14:56
QUOTE
ინდაურის და ძროხის ნაღველმა რა დააშავა ნეტა?

biggrin.gif ამათზე არ ხდება მასე რა დააშავა კი არა კარგები ყოფილან biggrin.gif არა ნაღველზე მაღტლა მართალია ჯერ მარტო აქ რამდენი დაიწერა და ცემი თვალითაც უამრავი მაქვს ნანახი ასე რომ ექსპერიმენტებს თუ ჩაატარებთ ვინმე დაფარულ ადგილას მაინც გააკეთეთ biggrin.gif

Posted by: tekla 12 Jan 2009, 15:10
QUOTE
ქსპერიმენტებს თუ ჩაატარებთ ვინმე დაფარულ ადგილას მაინც გააკეთეთ


Posted by: tikope 12 Jan 2009, 18:35
ერთი ჩემი დედამთილი უნდა დავსვა და დავაპოსტინო, biggrin.gif
ცოცხალი ენციკლოპედია მყავს ..

lol.gif

Posted by: revolucioneri 12 Jan 2009, 18:40
QUOTE (tekla @ 16 Dec 2008, 13:16 )
რო გაინძრევა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო biggrin.gif

გინდ დაიჯერეთ გინდა არა მართალია yes.gif
* * *
ლოყებიანი კაცის ნახატი იყო იმ ოთახში და ჩემს ბავშვს ლოყები გამოუვიდა lol.gif თუმცა რა მაცინებს? ლოყები რა სასიხარულოა, აბა, gigi.gif
* * *
QUOTE (tata83 @ 16 Dec 2008, 13:21 )
ჩემი მეგობრის დედას ალენ დელონის სურათი ქონდა სპეციალურად მაგ ამბისთვის, ხოდა ბავშვი რო გაინძრა ღამე იყო და ქმარი გააღვიძა, შუქი აანთო და ალენ დელონის სურათს დაუწყო ძებნა, ქმარმა რომ გაიგო რისთვისაც ეძებდა სახე დაუჭირა და იმდენი აყურებინდა თავის თავზე რომ ჩემი მეგობარი კოპიო მამამისიააააააააააა lol.gif lol.gif lol.gif

lol.gif
მე კიდევ ოდრი ჰეპბერნის სურათი მქონდა დადებული, არიქა, იმას დაემსგავსოს მეთქი, არადა ბიჭი მეყოლა gigi.gif მაგრამ გოგოს ეზახოდნენ კაი ხანი, აუზში რომ იყო გოგო ეგონათ ხოლმე, რომ წამოიზარდა თმას ნამეტანი მოკლედ იჭრიდა კიდევ გოგო არავის ვეგონოო spy.gif gigi.gif
* * *
QUOTE (Kissie @ 16 Dec 2008, 13:54 )
blblbl

ყველა ცრურწმენაზე ამბობ "ეგ ნაღდია, ეგ ნაღდიაო" biggrin.gif

არადა ყველა სისულელეა biggrin.gif რა კაჭკაჭის ფრთა, რის ლაქები biggrin.gif

ცადე მერე შენც და ნახე თუ ტყუილია

Posted by: Peppi 20 Jan 2009, 15:16
QUOTE
ცადე მერე შენც და ნახე თუ ტყუილია

ორსულობაში მიქსოვია, მიკერია, თაფლი მიჭამია, კურდღლის ხორციც (კიდე რა ცრურწმენებია? მაგათ გაბათილებაზეც ვიმუშავებ) . .

ხო, ვის შევხედე პირველად არ მახსოვს . . არც მაინტერესებდა . . მეზობლებს მაინს არ დაემსგავსებოდა და . . wink.gif

Posted by: Saltimbanque 20 Jan 2009, 15:58
QUOTE
ორსულობაში მიქსოვია, მიკერია, თაფლი მიჭამია, კურდღლის ხორციც (კიდე რა ცრურწმენებია? მაგათ გაბათილებაზეც ვიმუშავებ) . .

lol.gif lol.gif lol.gif თაფლი მეც იმდენი ვჭამე... უფრო სწორად, თაფლიანი და ლიმონიანი ჩაი ვსვი უზომოდ. რა ვიცი, განსაკუთრებული დორბლიანობა არ აღგვენიშნება biggrin.gif ნუ, ერთი წამალი არ მოსწონს და იმას რომ ვასმევ, მაშინ დორბლებსაც ყრის, იფურთხება კიდეც და სიარული რომ შეეძლოს, წამოხტებოდა და გაიქცეოდა.
ქსოვა და კერვა არ მეხერხება და მაგაზე ვერაფერს მოგახსენებთ.
კვერცხი კი მოვიპარე biggrin.gif:D განა იმიტომ, რომ ცრურწმენის მჯეროდა, მეც გასაბათილებლად, რა... იმ დაქალს მოვპარე, ვინ მიმტკიცებდა, მართალიაო. ნუ, სახლში წასვლის წინ დავუბრუნე biggrin.gif არანაირი "იამოჩკები" არ აქვს ჩემს შვილს!!! ჩემმა დაქალმა, მშობიარობამდე არ უნდა გეთქვა, რომ მოიპარე და ექნებოდაო tongue.gif რას არ მოიგონებს ეს ხალხი!
* * *
უი, ხო, პირველად ვისაც შეხედავო... მე სამსახურში ვიყავი, ბავშვი რომ გაინძრა. ჰოდა, რომელიმე თანამშრომელს შევხედე, ალაბთ. biggrin.gif გადახატული მამამისია ბავშვი

Posted by: blblbl 20 Jan 2009, 16:15
QUOTE
ჩემმა დაქალმა, მშობიარობამდე არ უნდა გეთქვა, რომ მოიპარე და ექნებოდაო tongue.gif

მოპარვა ესაა ზუსტად biggrin.gif
QUOTE
უი, ხო, პირველად ვისაც შეხედავო... მე სამსახურში ვიყავი, ბავშვი რომ გაინძრა. ჰოდა, რომელიმე თანამშრომელს შევხედე, ალაბთ

ოჯახის წევრებზეა ლაპარაკი ტორემ უცხოზე კი არა რა სისულელეა.
მოკლედ ხალხო ექსპერიმენტების ცატარებას ტუ აპირებტ ვინც ნარველაზე აპირებს ისეტ ადგილას ჩაატარეს რაც არ ჩანს ტორემ მთელი ცხოვრება სანანებელი გექნებატ.

Posted by: pravinia 20 Jan 2009, 16:51
ორსულობისას ვქსოვე (არანაირი ჭიპლარი არ შემოგვხვევია), ვკერე (ამაზე არ ვიცი რა ცრუ რწმენაა), თაფლს ვჭამდი ყოველ დილას (არანაირი დორბლი), პირველ განძრევაზე მამამისს ჩავხედე თვალებში (და მე მგავს), კიდე სქესთან დაკავშირებული ნიშნები არ მქონია, თუ ბიჭია ფეხზე თმა იზრდება კატასტროფულადო და კიდე რაღაცეები, საშინელი გულზმარვა მქონდა და თმიანობამ იცისო და სუფთა ქაჩალია smile.gif მოკლედ არ მჯერა, მაგრამ ორსულობისას ასეთი რაღაცეების გამორკვევა სახალისოა და ერთობი რა smile.gif

Posted by: Peppi 20 Jan 2009, 19:26
pravinia
QUOTE
მაგრამ ორსულობისას ასეთი რაღაცეების გამორკვევა სახალისოა და ერთობი რა


კი, ზოგი ერთობა, მაგრამ ზოგს სისოსხლეს უმწარებენ - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობითsmile.gif

მაგ: მამიდაჩემი ლუდის სმას არ უკრძალავს თავის შვილს და "თაფლის ჭამა არც იფიქროო" . . აი ასეთი მარაზმებიც ხდება wink.gif

Posted by: Saltimbanque 20 Jan 2009, 23:02
QUOTE
ოჯახის წევრებზეა ლაპარაკი ტორემ უცხოზე კი არა რა სისულელეა.


ბავშვი ოჯახის წევრს დაემსგავსება, აბა ვის? ორსულმა ბავშვის მამას შეხედა და ბავშვი მამას დაემსგავსაო lol.gif lol.gif lol.gif გენეტიკა და რამე არაფერ შუაშია, ხო?

ცრურწმენებს ყოველთვის აქვს რაღაც ლოგიკური საფუძველი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე დამახინჯდა და დღეს სასაცილოდ ჟღერს. მუცლად მყოფი ბავშვის ფიზიკურ სილამაზესთან დაკავშირებული ყველა ცრურწმენის საფუძველი ის არის, რომ ორსული დადებით ვიზუალურ ემოციას უნდა იღებდეს. ერთი ძველი, თუ არ ვცდები ფრანგული თქმულებაა მახინჯ ქალზე. რომელიც ვერა და ვერ თხოვდებოდა. ბოლოს თავისნაირ შეუხედავ კაცს გაჰყვა ცოლად. დაორსულდა თუ არა, თავისი ოთახი ამურებისა და ულამაზესი ბავშვების სურათებით აავსო. ეყოლა ძალიან ლამაზი შვილი. ეს თქმულება ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვინც მოგვწონს, იმის სურათს თუ დავიკიდებთ ორსულობისას, ბავშვი იმას დაემსგავსება, არამედ დედას მშვიდი და დადებითი ემოციებით დატვირთული ორსულობა უნდა ჰქონდეს. რუსებს აქვთ კიდევ ერთი ასეთი ცრურწმენა, ორსულობისას ხანძარს თუ შეხედავ, ბავშვს ლაქები ექნებაო. ზუსტად იგივე შეგონებაა: ფეხმძიმე ქალი ხანძარს და უბედურებას თუ უყურებს, ნერვიულობს, განიცდის და ეს განცდები გადადის ნაყოფზე. რუსებისგან გამიგია კიდევ, ორსულობისას კატას არ უნდა მოეფეროო. ეს აკრძალვა და ცრურწმენა ღორისა თუ ქათმის ნაღველზე ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ცხოველი მრავალი ავადმყოფობის გადამტანია (მაგ. ტოქსოპლაზმოზი).

Posted by: blblbl 20 Jan 2009, 23:06
QUOTE
ს აკრძალვა და ცრურწმენა ღორისა თუ ქათმის ნაღველზე ძალიან ჰგავს ერთმანეთს:

ხალხო ცემი თვალით მაქვს ნანხი და აქც რამდენმა დაწერა რომ დედამისმა მოისვა და აქვს ლაქა და რატომ არ გჯერათ?რცურწმენაა კი არა არის ეს უბრალოდ ისაა რომ ასე მოქმედებს.
QUOTE
ცხოველი მრავალი ავადმყოფობის გადამტანია (მაგ. ტოქსოპლაზმოზი).
ეს კი სულ სხვა რამეა და ლაქებთან კავსირსი არაა.

Posted by: Saltimbanque 21 Jan 2009, 00:22
lol.gif lol.gif lol.gif
აი, ძალიან ურწმუნო თომა ვარ, რა...
ხომ ამბობენ ხოლმე, ეს ცრურწმენა მართალია, ის - არა. ის მაინც მასწავლე, რა ნიშნით არჩევ, რომელი დაიჯერო და რომელი - არა smile.gif და კიდევ, მე მართლა არ ვიცი და მაინტერესებს, რელიგია როგორ უყურებს ამ ყველაფერს. მე უფრო შემდეგი რანგის შეხედულება მგონია: მშობიარე უწმინდურია და 40 დღე ბოსელში უნდა იყოსო. რა ვიცი, რა ვიცი... rolleyes.gif

Posted by: pravinia 21 Jan 2009, 00:54
Saltimbanque
ეს მეც გამიგია უცმინდურობაზე მაგრამ მგონია ეს უფრო ხალხური უნდა იყოს და არა სახარებისეული, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, ისე ცრუ-რწმენა იმიტომაა ცრუ რომ ცრუა თორე იქნებოდა რწმენა ყოველგვარი დამატებების გარეშე biggrin.gif

Posted by: tekla 21 Jan 2009, 09:03
QUOTE
ეხედულება მგონია: მშობიარე უწმინდურია და 40 დღე ბოსელში უნდა იყოსო. რა ვიცი, რა ვიცი.

ეგ არა მარტო 40 დღეზე ვრცელდებოდა smile.gif საერთოდ ეგეთ დღეებზე biggrin.gif უწმინდურობის რა მოგახსენო, მაგრამ მაგ დროს არაფერს არ აკეთებინებდნენ თურმე (ეს მარტო გურჯისტანში არ ხდებოდა) საჭმელსაც კი smile.gif ნუ ძველად არავითარ შემთხვევაში ღვინოს არ აწურინებდნენ, და ეგეთ რაღაცეებს რა smile.gif და მარტო იმ მოსაზრებით არა რომ ციკლი ჰქონდა, სხვა ეზოთერიკული მოსაზრეებებით biggrin.gif

Posted by: kato_Bato 21 Jan 2009, 11:43
Saltimbanque
ჩემმა დაქალმა,ორსულად რომ იყო, ორივე ხელი ჩაყო ძროხის ნაღველში, საყვარელმა დედამთილმა არ გააფრთხილა, მაგრამ ბავშვს არ აქვს არაფერი smile.gif.
კი ინერიულა ხოშიანად biggrin.gif




Posted by: blblbl 21 Jan 2009, 11:46
QUOTE
ძროხის ნაღველში,

ე ბიჭო ქათამიიიიიიიი ქათამიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ვაჰ არ განსხვავდება ძროხისგან დავიჯერო? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: kato_Bato 21 Jan 2009, 11:51
blblbl
რა გინდა კაცო, ჩვენ მაინც ვინერვიულეთ lol.gif

Posted by: katka 24 Jan 2009, 21:33
მე რამოდენიმეჯერ კი გავასუფტავე ქათამი მაგრამ არ ვიცი კურადღება არ მიმქცევია,დედაჩემი კი გადაირია,მაგრამ სახეზე და ტანზე ნამდვილად არ წამისვია ჭუჭყიანი ხელები.
ხოდა ტიტებზე ტუ მომეცხო მაინც დააჩდება ნეტ?
მაინც არ მჯერა მაგისი,

Posted by: blblbl 24 Jan 2009, 21:36
QUOTE
ხოდა ტიტებზე ტუ მომეცხო მაინც დააჩდება ნეტ?

არა სადაც ხელს მოისმევ იქო და ვინც მოისვა იქ დააცნდათ ბავშვებს ტითებზე არა ანუ არ დააცნდება biggrin.gif
QUOTE
რა გინდა კაცო, ჩვენ მაინც ვინერვიულეთ

უიჰ დედა biggrin.gif კაი ხო biggrin.gif

Posted by: agr_bak 25 Jan 2009, 00:45
pravinia
Saltimbanque
QUOTE
მშობიარე უწმინდურია და 40 დღე ბოსელში უნდა იყოსო


ბოსელის რა გითხრა და 40 დღე ეკლესიისთვის ეგრეა.
40 დღის მერე დედას ეკითხება განწმენდის ლოცვა.

ანუ როგორც მენსტრუაციის დღეებში არ ხარ სუფთა ეკლესიისთვის ეგრევეა ეს 40 დღეც (გაგდის)

მენსტრუაციისას (დედათა წესი ქვია ამას ეკლესიაში) არ შეიძლება სიწმინდეებთან შეხება
მაგ: ხატი, სანთელი და ა.შ.


Posted by: ცუგა 25 Jan 2009, 01:08
QUOTE
მენსტრუაციის დღეებში არ ხარ სუფთა ეკლესიისთვის

ეს მაგარი ცოდო წესია drug.gif

Posted by: agr_bak 25 Jan 2009, 01:51
ცუგა
QUOTE
ეს მაგარი ცოდო წესია

ცოდოა თუ რაცაა ეგრეა ...........


Posted by: c_a_m_o_m_i_l_e 25 Jan 2009, 02:12
მე ვიცი რომ გოჭის ფეხებს ვინც შეჭამის იმიას ბავშVი დაიბადება ლოყებჩაჩხვლეტილი biggrin.gif კვერცხებზე პირველად მესმის smile.gif

Posted by: ცუგა 25 Jan 2009, 03:00
QUOTE (agr_bak @ 25 Jan 2009, 01:51 )
ცუგა
QUOTE
ეს მაგარი ცოდო წესია

ცოდოა თუ რაცაა ეგრეა ...........

ვისთვის როგორ

Posted by: EXHALATING 25 Jan 2009, 04:44
რა "სასტაულებს" წერთ....

vis.gif

Posted by: agr_bak 25 Jan 2009, 16:51
ცუგა
QUOTE
ვისთვის როგორ

ვინც მორწმუნე არ არის , იმას არ აწუხებს ეგ წესი
ვინც მორწმუნეა მითუმეტეს არ აწუხებს

ასე რომ ..........

Posted by: blblbl 25 Jan 2009, 17:00
QUOTE
ვინც მორწმუნეა მითუმეტეს არ აწუხებს

მე ვარ მორწმუნე მაგრამ მაწუხებს იმიტომ რომ შანსი არაა აღდგომას არ მომივიდეს რის გამოც ვერასდროს ვანთებ სანთელს ღამისთევაზე და ვერც რიტუალებსი ვიღებ მონაწილეობას sad.gif რატომ ემთხვევა ასე არ ვიცი,შარშან მაგალითად ეკლესიასი მივდიოდი დ ასახლიდან გასვლის წინ დაიწყო sad.gif

Posted by: ცუგა 25 Jan 2009, 17:38
agr_bak
QUOTE
ვინც მორწმუნეა მითუმეტეს არ აწუხებს

QUOTE
მე ვარ მორწმუნე მაგრამ მაწუხებს იმიტომ რომ შანსი არაა აღდგომას არ მომივიდეს

აჰა, ხო ხედავ user.gif


blblbl
დაიკიდე რა, რას ქვია სანთელის ანთება არ შეიძლება? spy.gif

Posted by: Saltimbanque 25 Jan 2009, 17:46
agr_bak
QUOTE
ბოსელის რა გითხრა და 40 დღე ეკლესიისთვის ეგრეა.
40 დღის მერე დედას ეკითხება განწმენდის ლოცვა.

ანუ როგორც მენსტრუაციის დღეებში არ ხარ სუფთა ეკლესიისთვის ეგრევეა ეს 40 დღეც (გაგდის)

მენსტრუაციისას (დედათა წესი ქვია ამას ეკლესიაში) არ შეიძლება სიწმინდეებთან შეხება
მაგ: ხატი, სანთელი და ა.შ.


აქვე ფორუმზე ვნახე ამის შესახებ ძალიან დეტალური ახსნა-განმარტება დათიკოს პოსტში. ვრცელი პოსტია, მაგრამ როცა დრო გექნება, წაიკითხე. smile.gif 2kiss.gif ისე, ეს საკითხი უფრო რელიგიის გამყოფილებაში უნდა განიხილებოდეს და განიხილება კიდეც. sorry, თუ ოფტოპიკი გამომივიდა.

http://forum.ge/?f=84&showtopic=33750541&st=45

Posted by: blblbl 25 Jan 2009, 18:50
QUOTE
დაიკიდე რა, რას ქვია სანთელის ანთება არ შეიძლება?

რა დავიკიდო რას ამბობ არ სეიძლება და მორჩა შესვლა შეიზლება მარტო და სიწმინდეებს არ უნდა შეეხო და საერთოდ რა გინდა ამ თემაში მოდეეეეეეეეეეეეეერ

Posted by: TEMIDA 25 Jan 2009, 19:16
როცა სისხლდენა აქვს ქალს,უწმინდურია და სანთლის დანთება,არც ხატზე მთხვევა,არაფერი არ შეიძლება...
ცრურწმენაზე რა მოგახსენოთ არ მწამს, მარა რო იციან ქათმის ნაღველი არ უნდა მოგხვდესო,ბებია\ჩემს წაუსვია ,უცდია უკან ტმის ძAირში კისერზე,და დედაჩემს ხო ქონდა ლაქა,ჩვენ ბავშვებსაც გამოგვყვა წითელი ლაქები...

Posted by: blblbl 25 Jan 2009, 19:20
QUOTE
ქათმის ნაღველი არ უნდა მოგხვდესო,ბებია\ჩემს წაუსვია ,უცდია უკან ტმის ძAირში კისერზე,და დედაჩემს ხო ქონდა ლაქა,ჩვენ ბავშვებსაც გამოგვყვა წითელი ლაქები...

ზუსტად ამას ვამრკიდცებ ამ თემასი რომ მართალია მაგრამ არ სჯერატ მაინც biggrin.gif

Posted by: agr_bak 25 Jan 2009, 19:45
ხო ნუ რა ძალა გადგას მაინცდამაინც თვის ის სამი ოთხი დღე თუ არ ჩაეხუტე ხატს, აერიდე რა და ეგ არის.

ერთხელ ჩემმა მოძღვარმა ხელი გამოწია რომ თავზე დაედო და დაველოცე, უკან დავიხიე, დედათა წესი მაქვს თქო და გაიცინა
რა იყო მერე რამ შეგაშინაო და მაინც დამლოცა, მაგრამ მღვდელი არ არის სიწმინდე, ხატს არ ვეხები, არც პატრიარქს,
არც არავინ გამლახავს ამის გამო , მაგრამ მე თვითონ რაღაცნაირად არ მსიამოვნებს, რა ძალა მადგას?

გამიგია ზოგი მოძღვარი საერთოდ უკრძალავს თავის მრევლს მაგ დროს ეკლესიაში მისვლას.

თუმცა რას გაიგებ, ყველას თავისი წესი აქვს...

პირადად მე მაინც ვცდილობ სიწმინდეს ავერიდო ამ დროს, და ეს არ არის კავშირში ცრუ რწმენასთან
კატა რომ გადაგირბენს და არ უნდა გაიარო, ან ნაღველი წაისვა ან მსგავსი რამ

უბრალოდ მე თვითონ ასე უფრო მეკომფორტულება, მირჩევნია სიწმინდესთან შეხებისას მაქსიმალურად ''სუფთა'' ვიყო

ვის როგორ...

Posted by: faustina 28 Jan 2009, 02:59
ისე მამაომ ნება თU დაგრთO , ალბატ შეიძლება შეხება სიწმინდეებს ხომ ?



გოგოებო,
მარტალია რომ პატარებს 1 წლამდე ტმების შეჭრა არ შეიძლებაო ? რაგაც ენერგიას ვეგარ მიიგებსოო, თU ასეთი რაღაც... ზუსტად არ ვიცი ....

არადა ჩემსას რამოდენიმე დღIს წინ შევაჭერრი, უკან ძაან მოკლე ქონდა და წინ ჩემხელა ქოშორი biggrin.gif, ამიტომ მოვნათლეთ თU არა ეს ქოჩორიჩ შვაჭერით, ახლა უფრო გალამაზდა smile.gif , და ახლა მითხრეს ვითOმ არ შეიჩLებაოო,
თქვენ იცით რაომე ამის შEსახებ ??

Posted by: chorven:) 28 Jan 2009, 03:13
faustina
QUOTE
გოგოებო, მარტალია რომ პატარებს 1 წლამდე ტმების შეჭრა არ შეიძლებაო ? რაგაც ენერგიას ვეგარ მიიგებსოო, თU ასეთი რაღაც... ზუსტად არ ვიცი ....

საერთოდ, თმაც შენსავე ენერგეტიკას ატარებს, მე ეხლაც ვერ ვიტან, რომ მაჭრიან, თან სასტიკად, უბრალოდ მიწევს biggrin.gif
მაგრამ მაგას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ
მე ფრჩხილებსაც დავჭრი და თმასაც, თუ შეაწუხა biggrin.gif

Posted by: tekla 28 Jan 2009, 09:23
თმა არ მომიჭრია უბრალოდ იმირომ რომ ლამაზი კულულუკები აქვს smile.gif ფრჩილები კი როგორც კი შევამჩნიე, რომ მოჭრა შეიძლებოდა მოვაჭერი smile.gif 40 დღე ნამდვილად არ დავლოდებივარ smile.gif

Posted by: DOLPHIN 28 Jan 2009, 10:50
faustina
QUOTE
არადა ჩემსას რამოდენიმე დღIს წინ შევაჭერრი, უკან ძაან მოკლე ქონდა და წინ ჩემხელა ქოშორი , ამიტომ მოვნათლეთ თU არა ეს ქოჩორიჩ შვაჭერით, ახლა უფრო გალამაზდა  , და ახლა მითხრეს ვითOმ არ შეიჩLებაოო,
თქვენ იცით რაომე ამის შEსახებ ??

თონოსაც ზუსტად ეგრე ქონდა და შევჭერი. შენ რომ კოსტუმი "ჩააცვი", გახსოვს, რა ჩიპოლინო იყო? wink.gif ავდექი და ქოჩორი ჩკა! როგორც შენ გინდა, ისე უნდა მოიქცე, რას ქვია, არ შეიძლება?! smile.gif

Posted by: faustina 28 Jan 2009, 16:55
DOLPHIN
QUOTE
შენ რომ კოსტუმი "ჩააცვი", გახსოვს, რა ჩიპოლინო იყო

biggrin.gif კი კი , მახსოვს smile.gif

chorven:)
tekla
ფრცჰხილებს მეც მგონი 20 დღIს იყო რომ დავაჭერი, მაგრამ აი თმებზე კი მითხრეს რომ 1 წლამდე არ შეაწრათო, მაგრამ ყველაზე კარგი კი 7 წლამდე იქნებაოო, სულ გადაბრიეს, თუ ისინი გადაირივნენ, არ ვიცი რა ....biggrin.gif

Posted by: chorven:) 28 Jan 2009, 17:03
faustina
რამხელაა? დადე რა ბაიას ფოტო smile.gif

Posted by: pravinia 29 Jan 2009, 12:08
faustina

იცი ფრჩიხლებს რომ არ აჭრიან ამით ბავშვს აზარალებენ, იკაწრავს მერე და არის ერთ ამბავში, არც ჩოლკაა მაინცა და მაინც კარგი სულ თვალებში რომ ეჩხირებათ და თმის მოჭრით კიდე ბავშვს არაფერი უშავდება, პირიქით ნაკლები ვიტამინები წავა თმის კვებაზე და მეტი ბავშვს დარჩება, მე მასე მგონია ყოველ შემთხვევაში, ჩემი ისეთი ქაჩალიკოა რა შევაჭრა თორე ისე თვალებში რო ეჩხირებოდეს ნაღდად არ გავაწვალებ smile.gif

Posted by: ლილუ 5 Mar 2009, 19:17
QUOTE
ემი მეგობრის დედას ალენ დელონის სურათი ქონდა სპეციალურად მაგ ამბისთვის, ხოდა ბავშვი რო გაინძრა ღამე იყო და ქმარი გააღვიძა, შუქი აანთო და ალენ დელონის სურათს დაუწყო ძებნა, ქმარმა რომ გაიგო რისთვისაც ეძებდა სახე დაუჭირა და იმდენი აყურებინდა თავის თავზე რომ ჩემი მეგობარი კოპიო მამამისიააააააააააა   


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ვაი რამდნი ვიცინე

Posted by: BeTs 6 Mar 2009, 12:21
მე მაქვს ჩაჩვრეტილი ლოყები givi.gif

და ხმაც მაგარი ბოხი მაქვს, ტელზე ზარებს ვერ ავუდივარ შენი ხმა მოგვასმენინეო gigi.gif 16ის ვარ და ასაკიანი ქალებიც მირეკავენ givi.gif არაფერი არაა საჭირო მთავარია ჰორმონები!!! lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: merkantil 6 Mar 2009, 12:41
კიდევ კარგი საქართველოში არ ვარ,თორე გამაგიჟებდნენ lol.gif
მიუხედავად იმისა რომ ცრუმორწმუნე არ ვარ ბავშვს რაც ეხება ყველა წვრილმანზე ვღელავ და ვნერვიულობ user.gif

Posted by: Nensi_1988 15 Mar 2009, 23:38
tata83
QUOTE
ამბობენ ქათმის ნარველს თუ მოისვამ იმ ადგილზე ბაიას ლაქა ექნებაო... ვინმეს გამოუცდია??


მართალია ნამდვილად biggrin.gif მე მაქვს biggrin.gif

Posted by: izabel 16 Mar 2009, 08:54
QUOTE
კიდევ კარგი საქართველოში არ ვარ,თორე გამაგიჟებდნენ


ქართველებს რა გვჭირს...ებრაელები ყოფილან მაგარი ცრუმორწმუნები. ბავშვის დაბადებამდე არაფერს ყიდულობენ.

Posted by: pravinia 16 Mar 2009, 10:51
უფ კაკრაზ მანამ ვიყიდე ოხრად ყველაფერი თორე მერე წარმოდგენაც კი არ მინდა რეებს მომიტანდნენ ჩემი ქმარი და დედაჩემი დუეტში smile.gif ჯობია შენს გემოზე იყიდო ყველაფერი და მშვიდად დაელოდო ბაიას, თორე მერე ვინ რა გემოვნებისაა და რას მოგიტანენ კაცმა არ იცის და თან ახალ გაჩენილზე თავად სად წახვალ რისი თავი გექნება?! ხოდა ამიტომ სჯობს ეს სისულელეები დაიკიდო რა smile.gif

Posted by: No Regrets 16 Mar 2009, 11:03
pravinia
QUOTE
ხოდა ამიტომ სჯობს ეს სისულელეები დაიკიდო რა



yes.gif თან ამ სიამოვნებას ვერავის დავუთმობ! smile.gif

Posted by: pravinia 16 Mar 2009, 11:09
QUOTE
yes.gif თან ამ სიამოვნებას ვერავის დავუთმობ! smile.gif


+10000 აბსოლუტურად გეთანხმები smile.gif

Posted by: tikope 16 Mar 2009, 18:22
pravinia
QUOTE
უფ კაკრაზ მანამ ვიყიდე ოხრად ყველაფერი თორე მერე წარმოდგენაც კი არ მინდა რეებს მომიტანდნენ ჩემი ქმარი და დედაჩემი დუეტშიჯობია შენს გემოზე იყიდო ყველაფერი და მშვიდად დაელოდო ბაიას, თორე მერე ვინ რა გემოვნებისაა და რას მოგიტანენ კაცმა არ იცის და თან ახალ გაჩენილზე თავად სად წახვალ რისი თავი გექნება?! ხოდა ამიტომ სჯობს ეს სისულელეები დაიკიდო რა

biggrin.gif ეს ჩემთვის აკსიომაა.4 ბავშვზე ყველაფერი , ყვეეეეეელა წვრილმანი წინასწარ მკონდა ნაყიდი.
ასე რომ +10000000 biggrin.gif

Posted by: babilina1983 26 Mar 2009, 15:57
ტანსაცმელებიც წინასწარ ვიყიდე, თმებსაც ვიჭრიდი და ვიღებავდი. ტყუილი სულ ყველაფერი


ხო კიდევ, სამშობიაროში ბავსვებს რომ ჭიპები დასძვრათ, დედბმა სახლებში წაიღეს...

ექთანი მეკითხება შენც ხომ არ გინდაო? მეთქი ნაგავი რა პონტში მინდა
და რა ვიცი, ყველაფერს სახლში ეზიდებიანო, ჰეჰე რა მაგრა გვყავს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: cqnapi 26 Mar 2009, 16:25
QUOTE
ხო კიდევ, სამშობიაროში ბავსვებს რომ ჭიპები დასძვრათ, დედბმა სახლებში წაიღეს...

ჰააააააააააააა? eek.gif eek.gif eek.gif eek.gif

Posted by: merkantil 26 Mar 2009, 16:51
QUOTE (babilina1983 @ 26 Mar 2009, 15:57 )


ხო კიდევ, სამშობიაროში ბავსვებს რომ ჭიპები დასძვრათ, დედბმა სახლებში წაიღეს...


wow.gif wow.gif wow.gif რას არ გაიგებ

წინსაწარ თუ არ ვიყიდე რაც აუცილებლად მჭირდება,მერე სად ვიბოდიალო. თან ზოგი ისეთი საყვარელი რაღაც იყიდება გვერდზე გულგრილად ვერ ჩაუვლი baby.gif

Posted by: SoulTaker 26 Mar 2009, 17:02
merkantil
QUOTE
წინსაწარ თუ არ ვიყიდე რაც აუცილებლად მჭირდება,მერე სად ვიბოდიალო. თან ზოგი ისეთი საყვარელი რაღაც იყიდება გვერდზე გულგრილად ვერ ჩაუვლი

+1
მეც ყველაფრის ყიდვას წინასწარ ვაპირებ biggrin.gif

Posted by: Peppi 26 Mar 2009, 18:07
QUOTE
უფ კაკრაზ მანამ ვიყიდე ოხრად ყველაფერი


დიახაცsmile.gif

ისე, ჰოლანდიაში სპეციალური სამსახურია - რომელიც ახალშობილს და დედას უვლის (ექთნები და ექიმები, ხოო დამლაგებლებიც და მზარეულებიც) - მშობიარობიდან 8-10 დღის განმავლობაშI, ნუ მერეც თუ საათში 40 ევროს გადაიხდი . . ხოდა, წინასწარ მოდის ე.წ. მენეჯერი და ამოწმებს რა გაქვს ნაყიდი და რა არა . . თუ, რაიმე გაკლია - ჩასაცმელი, მპვლის საშუალებებბი, ცხელი წყლის თერმოსი . . მოკლედ თავისი ოფოფები ყავთ რაა . .

მაგრამ, ჩემი მთავარი აზრი ის არის, რომ - აქ პირიქით არის - ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს ნაყიდი . .

Posted by: ika23 30 Mar 2009, 12:43
მე ვერ გადამიწყვეტია ვიყიდო თუ არა წინასწარ, 6 თვის ვარ და ადრე არაა? მართლა აყოლილი ვარ ცრურწმენებს და მეშინიასავით. არადა, ძალიან მინდა რაღაცეები შევიძინო.

Posted by: blblbl 30 Mar 2009, 12:47
ika23
კაი რა რა ცრურწმენები თუ არ იყიდე აბა მერე როგორ იყიდი?გიყიდიან სხვები დავერ აარჩევ სენით ტანაც სად გექნება მაგის დრო მერე რომ დაიბადება,მანამ დრო გაქვს მოასწარი,ყველა წინასწარ ყიდულობს smile.gif

Posted by: teo-n@ 30 Mar 2009, 13:04
ika23
QUOTE
მე ვერ გადამიწყვეტია ვიყიდო თუ არა წინასწარ, 6 თვის ვარ და ადრე არაა? მართლა აყოლილი ვარ ცრურწმენებს და მეშინიასავით. არადა, ძალიან მინდა რაღაცეები შევიძინო.


ყველაფერი მე8 თვეში ვიყიდე და მშვენივრადაც დავაჩინე და მშვენიერი ბოღანაც მყავს biggrin.gif
სისულელეა და არ დაუჯერო ცრურწმენებს. ჯობია შემი გემოვვნებით ყიდვა მერე გულის დაწყვეტას wink.gif

Posted by: keti8181 29 Apr 2009, 10:32
მეც ყველაფერი წინასწარ მქონდა ნაყიდი და ძალიან კმაყოფილი ვარ თორე მერე ვერაფერს ვეგარ იყიდი და სხვისი არჩეული ისეთი არაა არასდროს როგორსაც შენ თვითონ შეუძენ შენი გემოვნებით

Posted by: datka123 18 May 2009, 05:00
აუ,მე ორი დღეა აღმოვაჩინე,რომ Fეხმძიმედ ვარ....
დღეს მამიდაჩემმა მაგ ცრურწმენების ჩამონათვალში კურდღელიც მომაწოდა,არადა ამ ბოლო ორი თვის მანძილზე ოთხჯერ მაინც ვჭამე,ძალიან მიყვარს....
რა იცით ამაზე?
იმედია ქათმის ნაღველივით დამტკიცებულ-გამტკიცებული არაა...
მეშინია...კურდღლის ტუჩიო... baby.gif sad.gif

Posted by: Temii 18 May 2009, 07:17
datka123
QUOTE
იმედია ქათმის ნაღველივით დამტკიცებულ-გამტკიცებული არაა...

ქათმის ნაღველზე დედაჩემმა ჩაატარა ექსპერიმენტი და მუცელზე დიდი ტყლიპი თი რაღაც ჯანდაბა მაქვს....მარა კურდღელზე მეეჭვება ჩემი აზრით ცრურწმენაა....ეგრე ქათმის კუჭზე იძახიან თუ შეწამ ქორწილის დღეს გაშავდებიო.....აუ მაგარს ვკაიფობ ამ ცრურწმენებზე

Posted by: blblbl 18 May 2009, 08:57
QUOTE
ქათმის კუჭზე იძახიან თუ შეწამ ქორწილის დღეს გაშავდებიო.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: izabel 18 May 2009, 09:21
datka123
ეგ უფრო მემკვიდრეობით არის.

Posted by: datka123 18 May 2009, 09:47
QUOTE
ეგ უფრო მემკვიდრეობით არის.


გმადლობთ....
ესეიგი გადავრჩით lol.gif არადა ვიცოდე მაინც როგორია ეგ კურდღლის ტუჩი smile.gif


QUOTE
ქათმის კუჭზე იძახიან თუ შეწამ ქორწილის დღეს გაშავდებიო.

ქათამს კუჭის გამო ვჭამ,არადა ქორწილზე მშვენიე ფერზე ვიდექი
lol.gif


Posted by: No Regrets 18 May 2009, 10:10
რა სიცარიელეა ამ განყოფილებაში,
ეტყობა პოლიტიკის განყოფილებაში არის
გადასული ფეხმძიმე ქალების დესანტი? biggrin.gif

Posted by: BeDelicious 18 May 2009, 10:11
ქათმის ნაღველზე არაფერი მქონდა გაგებული. ამასწინათ ქათამი გამოვშიგნე (ნუ, თუ რაც ქვია...) და დავიზმენდი, შემთხვევით ნაღველს ხომ არ მოვკიდე ხელი და მერე ეგ ხელი ხომ არ წავისვი სადმე.

მაგარი მევასება რა ეს თემა biggrin.gif

კურდღელი ჯერ არ მიჭამია... whew...

Posted by: SoulTaker 18 May 2009, 10:24
ქათმის ნაღველის ექსპერიმენტის კვალი მეც მაქვს ზურგზე. ასე რომ არ ღირს. მე ვერიდები ყველანაირად ქათმის გამოშიგვნას. არადა ვგიჟდები ქათმის გაკეთება გაპუტვაზე. ჭამა არ მიყვარს. ოპერაციის პროცესი მხიბლავს.

Posted by: ლილუ 18 May 2009, 13:24
მე გადავწყვიტე კვერცხი მოვიპაროbiggrin.gif
ჩემა დაქალმა მოიპარა მართლა მაგ მიზნით და საით მხარესაც ჩაიდო იმ მხარეს მის შვილს ლოყა ეჩუტებაsmile.gif
მეც უნდა ვცადო, ვგიჯდები ლოყა რომ ეჩუტებათ

Posted by: baby-bobo 18 May 2009, 13:25
ლილუ
QUOTE
მე გადავწყვიტე კვერცხი მოვიპარო ჩემა დაქალმა მოიპარა მართლა მაგ მიზნით და საით მხარესაც ჩაიდო იმ მხარეს მის შვილს ლოყა ეჩუტება მეც უნდა ვცადო, ვგიჯდები ლოყა რომ ეჩუტებათ

biggrin.gif
მე არ მომიპარავს კვერცხი.
მაგრამ ჩემ შვილს ორივე ლოყა ეჩხვლიტება biggrin.gif

Posted by: Angelopulosi 18 May 2009, 13:29
QUOTE
ქათმის ნაღველზე დედაჩემმა ჩაატარა ექსპერიმენტი და მუცელზე დიდი ტყლიპი

QUOTE
ქათმის ნაღველის ექსპერიმენტის კვალი მეც მაქვს ზურგზე.


მეც მაგ ექსპერიმენტისა მსხვერპლი ვარ - წვივთან ვარ დალურჯებული biggrin.gif

Posted by: Temii 18 May 2009, 13:29
ლილუ
QUOTE
ჩემა დაქალმა მოიპარა მართლა მაგ მიზნით და საით მხარესაც ჩაიდო იმ მხარეს მის შვილს ლოყა ეჩუტება

ალბათ დამთხვევაა რაღაცნაირად.....არ მჯერა ეგეთების......ქათმის ნაღველზე კი მჯერა....ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი....დედაჩემმა ნაღველიანი 2 თითი დაიდო მუცელკზე ჭიპთან და იქ მაქვს ზუსტად იმ 2 თითის ლაქაsmile.gif

Posted by: mariquita 18 May 2009, 22:06
მეც უნდა მოვიპარო კვერცხი აუცილებლად smile.gif)
ჰო კიდე მე მითხრა ბებიაჩემმა ეკლესიაში რო შეხვალ ხელი არსად არ მოისვაო თOრე ლაქა დაურჩება ბავშვსო
მაგრამ არ მჯერა smile.gif

Posted by: katka 19 May 2009, 09:58
არ მჯერა მაგ ცრუ რწმენების,ტანსაცმელიჩ მე თვითონ ვუყიდე,ქატამსაც ვასუფთავებდი,არც კვერცხი მომიპარავს მაგრამ კი ეჩუტება ლოყები

Posted by: chaPPek 9 Jul 2009, 11:22
QUOTE
დედაჩემმა ნაღველიანი 2 თითი დაიდო მუცელკზე ჭიპთან და იქ მაქვს ზუსტად იმ 2 თითის ლაქა


რამე ორიგინალური რო დაიხატო არ შეიძლება? ბავშვი თანდაყოლილი ბოდი არტით დაიბადება biggrin.gif

Posted by: teo-n@ 9 Jul 2009, 12:04
chaPPek
QUOTE
რამე ორიგინალური რო დაიხატო არ შეიძლება? ბავშვი თანდაყოლილი ბოდი არტით დაიბადება

თმიანი ბოდი არტით ცოდოა მაგას ნუ იზავ lol.gif მითუმეტეს თუ გოგო იქნა

Posted by: chaPPek 9 Jul 2009, 12:21
teo-n@
QUOTE
თმიანი ბოდი არტით ცოდოა მაგას ნუ იზავ



მე არ ვაპირებ user.gif, ისე, თმიანი არტი თუ იყო არ ვოცოდი, მე მეგონა უბრალოდ "ნაღვლიანი" ლაქა რჩებოდა user.gif


Posted by: teo-n@ 9 Jul 2009, 12:28
chaPPek
QUOTE
თმიანი არტი თუ იყო არ ვოცოდი, მე მეგონა უბრალოდ "ნაღვლიანი" ლაქა რჩებოდა

უი იცი რა არაესტეთიურად რჩება ლაქა??? გეგონება ხალიაო ოღონდ დიდი და თმიანი.
ინტერესის გამო არავინ არ ქნათ მაგი tongue.gif

Posted by: ლიკლიკა 13 Jul 2009, 20:23
mariquita
QUOTE
მაგრამ არ მჯერა

ხოდა ძალიან კარგი გოგო ხარ, ჯერ ისე ცრურწმენა საშინელებაა და მიტ უმეტეს ეკლესიაზე რომ მოიგონებენ mad.gif


აბსოლუტურად არანაირი ცრურწმენის არ მჯერა და არც არასდროს მისრულდება შესაბამისად! მაგრამ როცა მჯეროდა ყოველთვის სრულდებოდა. მგონი ფსიქოლოგიური მომენტიცაა, როცა რაღაცის ძალიან ძალიან გჯერა გისრულდება კიდეც, არა?

Posted by: tikusha 13 Jul 2009, 21:02
ვაიმე რაც მე ორსულობაში ქათმები გამომიშიგნავს მაგრად მეშინოდა ნაღვლის, არადა არ ვიცოდი რომელი იყო ნაღველი

ერთხელ საყიდლად რომ მივედი ვთხოვე ნაღველი ამოაცალეთქო, გაოცებული მიყურებდა გაგიჟდა ალბათო, მერე მიხვდა და სიამოვნებით დათანხმდა ამ პოცედურას biggrin.gif

Posted by: No Regrets 13 Jul 2009, 21:59
tikusha
QUOTE
მაგრად მეშინოდა ნაღვლის, არადა არ ვიცოდი რომელი იყო ნაღველი



lol.gif

... არადა არც მე ვიცი რომელია! rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: baskunia 13 Jul 2009, 22:38
teo-n@
არადა მე რაც ვიცი, თმიანი ლაქა არაა ეგ. ჩემს მეგობარს აწერია მისი სახელის წინა ასე smile.gif დედამისმა ეხოზე რო გაიგო გოგო იქნებოდა, B ასო დაიწერა ფეხის გულზე smile.gif ბელა ქვია და აკვს ახლაც ეს ლაქა. ცემს ბიძაშვილს აქვს, თვალში ამოუსვია ბიცოლას თითი და ზუსტად ისე აქვს მასაც.... რაღაც ჭორფლისფერი ლაქაა... მაგრამ თმიანი არა.

Posted by: baby-bobo 13 Jul 2009, 22:40
QUOTE
მეც უნდა მოვიპარო კვერცხი აუცილებლად smile.gif)


მე არ მომიპარავს, ნამდვილად.


მაგრამ ორივე ლოყა ეჩხვლიტება..

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: blblbl 13 Jul 2009, 22:41
No Regrets
მწვანე საზიზღAრი რაღAცააააა biggrin.gif

Posted by: SoulTaker 13 Jul 2009, 22:53
მე მაქვს ზურგზე უთმო ლაქა. დედაჩემმა მოისვა ორი თითი და ორი თითი მეტყობა გადღაბნილი.

Posted by: tuta_tuta 13 Jul 2009, 23:58
თმების შეჭრა არ შეიძლებაო ორსულობისასოო ხოდა კი შევიჭერი მე და აგერ მშვენივრად გავაჩინე ბავშვი ასე რომ ნუ შეშინდებით შეიჭერით smile.gif


ჩემსას თვალის ქუთუთოზე აქ პატარა ლაქა მაგრამ არამგონია რამე მომესვას ესო ჰორმონების ბრალია თუ რაღაც და გაუქრება ნელნელაოო და რიავიცი smile.gif

Posted by: teo-n@ 14 Jul 2009, 09:52
baskunia
ნამდვილად ვერ გეტყვი მაგრამ ალბათ ფეხის გულზე არ ამოდის თმა biggrin.gif
tuta_tuta
მაგას იმაზე ამბობენ ბავშვი მაღალი არ იქნებაო...

Posted by: pravinia 14 Jul 2009, 09:57
teo-n@
QUOTE
მაგას იმაზე ამბობენ ბავშვი მაღალი არ იქნებაო...

biggrin.gif აბა ჩემი შვილი კი უნდა გაიზარდოს 2 მეტრი biggrin.gif საერთოდ არ შემიჭრია თმა ორსულობიოსას, რა კარგი გოგო ვააარ! biggrin.gif

Posted by: teo-n@ 14 Jul 2009, 10:01
pravinia
კიი გადასარევი wink.gif მე მილიონჯერ შევიჭერი, მეორეზე ხელს არ ვაკარებ biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 14 Jul 2009, 10:40
პირველი რაც გავაკეთე როცა გავიგე ოსულობის ამბავი ,წავედი სალონში და მოკლე კარე შევიჭერი biggrin.gif 15-16 წლის შემდეგ შეგატყობინებთ ბავშვის სიმაღლეს lol.gif

Posted by: pravinia 14 Jul 2009, 10:48
liklika82
QUOTE
პირველი რაც გავაკეთე როცა გავიგე ოსულობის ამბავი ,წავედი სალონში და მოკლე კარე შევიჭერი biggrin.gif 15-16 წლის შემდეგ შეგატყობინებთ ბავშვის სიმაღლეს lol.gif


ეს რა ჩაგიდენია ნახე მერე ჩემი 2 მეტრიანი შენსას რო გადმოხედავს ზევიდან როგორ გაგიტყდეეეს!!!!! biggrin.gif
ვააა, რას არ გაიგებ კაცი ვეჟოოო! biggrin.gif მაგრამ ერთი ხეირი კი იყო შეუჭრელი თმები, სახე რო გამიხდა გოგრასავით კარგად მიფარავდა biggrin.gif
QUOTE
მიყვარს საქართველო ბოროტი ეკას გარეშე!

აუ ეგ ბოროტი ეკას ფოტო დადე რა biggrin.gif მაგრა მაინტერესებს smile.gif სულ თვალში მხვდება ეგ სიგნაჩა და ძალიან ვხალისობ

Posted by: ლიკლიკა 14 Jul 2009, 11:03
pravinia
QUOTE
ბოროტი ეკას ფოტო დადე რა

ნაცნობმა არ ნახოს, თორემ ადრე თუ გვიან ხო ჩამოვა ეს ბოროტი ეკა საქართველოში და დამსჯის http://smiles.geo-samyaro.com/smile.132569.html

Posted by: კორდელია 14 Jul 2009, 11:10
მაგ ქათმის ნაღველის გამო მაქვს ნახევარი შუბლი დაზაგრული vik.gif მიდი და უძახე ეხლა "ცრურწმენა"

Posted by: ლიკლიკა 14 Jul 2009, 11:16
QUOTE
მიდი და უძახე ეხლა "ცრურწმენა"

დგეს ვაკეთებ ქათამს http://smiles.geo-samyaro.com/smile.125383.html

Posted by: baskunia 14 Jul 2009, 21:50
teo-n@
არა, ფეხის გულზე მარტო არ მითქვამს მე smile.gif სახეზეც აქვს ახლობელს, მაგრამ არც იქაა თმა, კიდევ ფეხზე აქვს კლასელს, და იქაც არაა განსხვავებული რაოდენობის თმა smile.gif

Posted by: agr_bak 14 Jul 2009, 22:05
teo-n@
QUOTE
მაგას იმაზე ამბობენ ბავშვი მაღალი არ იქნებაო...



თმას ვიჭრიდი მთელი ორსულობა მგონი ყოველთვე და შვილი მყავს 1.75. გოგო 17 წლის.

რომ არ შემეჭრა ნეტა რამსიმაღლე იქნებოდა? lol.gif


პ.ს. ვბანაობდი კიდეც lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: pravinia 14 Jul 2009, 22:13
agr_bak
QUOTE
ვბანაობდი კიდეც


უი ბანაობაზე მეც გამიგია რაღაც ბავშვს აფუებსო თუ რაღაც ამდაგვარი, არადა აზრზე ხართ მთელი ზაფხული ორსულად გავატარე და დღეში 3-ჯერ ვბანაობდი სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას მგონი სულ აბაზანაში ვეგდე, ისე ცხელოდა კი უნდა გამეჩინა წლის ავზი biggrin.gif

Posted by: agr_bak 14 Jul 2009, 22:17
pravinia
ხო ბანაობა არ შეიძლება ორსულობისას.

და კიდე ციკლის დროს ჩაბანა, ინფექცია შეგეჭრება და ანთება დაგემართება
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

არა და რა მაცინებს, რამდენჯერ გამიგია სერიოზულად ეს რომ იცოდეთ.

სად იზრდებიან ასეთი ქალები ერთი მანახა რააა

Posted by: addicted 14 Jul 2009, 22:20
pravinia
QUOTE
უი ბანაობაზე მეც გამიგია რაღაც ბავშვს აფუებსო

დიდი იზრდებაო biggrin.gif გუშინ მეზობელი შემესწრო ჯერ დილით რომ გამოვედი აბაზანიდან და მერე საღამოს და ჩემს დედამთილს ეუბნება აღშფოთებული სახით "რატომ აბანავებო?" biggrin.gif wow.gif ჩემს ქმარს წარბი აუთამაშდა ცოტას და სცემდა biggrin.gif დედამთილმა მე რა უფლება მაქვს რო დაუშალო ან რატომო biggrin.gif
agr_bak
QUOTE
და კიდე ციკლის დროს ჩაბანა, ინფექცია შეგეჭრება და ანთება დაგემართება

რაააააააა? wow.gif რამის დუშში გადავცხოვრდე ხოლმე მაგ დროს......... აუ დამავიწყდა ისე როგორია ეს მენზი ;:D

Posted by: agr_bak 14 Jul 2009, 22:23
blblbl
ხო, ხო არ უნდა დიბანო და ინფექცია მერე ნახე lol.gif

კურსელი მყავდა ეგეთი, და თვეში ერთი კვირა სწავლა რ იყო ხოლმე მაგისი ციკლის დროს, ისე ყარდა შენობა იცლებოდა ხალხისგან.

ძალიან რომ გავგიჟდით ვუთხარით და
უიმეეე, ველურები ხარტო, მაგ დროს როგორ შეიძLება ჩაბანაო, ინფექცია შემეჭრებაო და ანთება დამემართებაო, ხოდა მერე შვილი არ გამიჩნდებაო.

იმ უბედურს იმედი ჰქონდა რომ იმ აყროლებული ტრ...ით ვინმე ითხოვდა და შვილი გაუჩნდებოდა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: blblbl 14 Jul 2009, 22:25
agr_bak
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ვაიმეეეეეეეე თან ზაფხულსი და სიცხეში წარმოიდგინე biggrin.gif ვაიმე ზაფხულსი რა კოსმარია ისედაც sad.gif

Posted by: ლილუ 14 Jul 2009, 22:30
agr_bak
QUOTE
იმ უბედურს იმედი ჰქონდა რომ იმ აყროლებული ტრ...ით ვინმე ითხოვდა და შვილი გაუჩნდებოდა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

აააააააა ძაააააააან ვიცინეეეwink.gif))
შენი ფანი ვარ რაbiggrin.gif მაგარს გაარტყამ ხოლმე


აუ ჩემთან დედამთილი იყო წეღან და ვთქვი ვამე როგორ მცხელა თმა უნდა შევიჭრა, ძან გრძელი მაქ უკვეთქო და ვაიმე პანიკაში ჩავარდა არაფრით არ ქნა ეგ არ შეიძლებაო,
მეთქი რა სისულელეა ვინ თქვა რომ არ შეიძლება, არაა არა არ შეიძლებაო
ხოდა ეხლა ჩემ ქმარსაც ჯერა რახან დედამისმა თქვა რომ ესეიგი მართლა არ შეიძლებაbiggrin.gif
ავოეეეეეეეე

Posted by: baby-bobo 14 Jul 2009, 22:30
QUOTE
უიმეეე, ველურები ხარტო, მაგ დროს როგორ შეიძLება ჩაბანაო, ინფექცია შემეჭრებაო და ანთება დამემართებაო, ხოდა მერე შვილი არ გამიჩნდებაო.

ვაიმეეეეეეეეეე.


rolleyes.gif

Posted by: pravinia 14 Jul 2009, 22:35
QUOTE
და კიდე ციკლის დროს ჩაბანა, ინფექცია შეგეჭრება და ანთება დაგემართება


ვაა, ხანდახან მგონია რომ ბევრს თავი მართლა ბალიშზე დასადებად აქვს მხოლოდ!

Posted by: agr_bak 14 Jul 2009, 22:35
ლილუ
QUOTE
ხოდა ეხლა ჩემ ქმარსაც ჯერა რახან დედამისმა თქვა რომ ესეიგი მართლა არ შეიძლება
ავოეეეეეეეე

ჩემსასაც ეგრე ეგონა მაგრამ ლოგიკაში გავჭედე.

მაშინ ფეხზე და სხვაგანაც ხომ თმაა და ისიც არ შეიძება არ გავიპარსო თქო?

არც კი დაფიქრებულა ისე დამთანხმდა თმის შეჭრაზე biggrin.gif

Posted by: addicted 14 Jul 2009, 22:38
ლილუ
QUOTE
ხოდა ეხლა ჩემ ქმარსაც ჯერა რახან დედამისმა თქვა რომ ესეიგი მართლა არ შეიძლება

drug.gif რა ბავშვი დაბალი იქნებაო? biggrin.gif შენ გოგო რაღა დედამთილთან მოაღებ ხოლმე პირს? პროვოკაციებს უწყობ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი რა 2ჯერ შევიჭერი უკვე

Posted by: ლილუ 14 Jul 2009, 22:39
agr_bak
ესიგი რახან დედამისი დიდია, გამოცდილია და ასე შემდეგ ესეიგი მართლა ესეაbiggrin.gif
ასე დაასკვნა

ხოდა მეთქი მკიდია ეგ მოძველებული ცრურწმენებია და მე არ მჯერათქო
და ეეე შენ გურული კი არა სვანი ხარ რაც გინდა ის ქენი გინდა სულ გადაიპარსეოbiggrin.gif:D

* * *
addicted
რეავი ქალი ვაი როგორ მცხელათქო და თმაზე მოვიკიდე ხელი, შემაწუხა უნდა შევიჭრათქო და ეგრევე მეცა ეგ არ ქნაოbiggrin.gif:D

აჩის ხაში მოუტანა და ესეც აყროლდაsad.gif ააააააა მეორე ოთახში მოუწევს ამაღამ დაძინება ის კი არ იცისbiggrin.gif
წინაზე ნივრის მწნილი მოუტანა და სახლიდან გავიდა თუ არა ეგრევე ნაგავში ჩავუძახეbiggrin.gif biggrin.gif
გვიჩალიჩებს რაsmile.gif))))

Posted by: agr_bak 14 Jul 2009, 22:42
QUOTE
რა ბავშვი დაბალი იქნებაო?

ეეე, დაბალი არა ცალფეხა.
რეებს იგონებენ გადავირევი რააა.

არ დაიბანო ბავშვი გასივდება,
არ ჩაიბანო ბავშვს საპონი თვალს აუწვავს
სექსი არ გქონდეს თორემ რომ გაიზრდება ''ჩემი დედას'' იტყვის
არ შეიჭრა(გაიპარსო) დაბალი იქნება
ტკბილი არ შეჭამო დრობლიანი იქნება
კურდღელი არ ახსენო სამი ტუჩი ექნება
და ზამთარში მარწყვი რომ მოგინდა მოკალი ქმარი რომ გიშოვოს თორემ ელამი იქნება

ისე ეს ყველა წესი რომ ამათი რეცეპტით შეასრულოს რა კარგ ბავშვს გააჩენს ქალი თუ წქრმოგიდგენიათ? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mariquita 14 Jul 2009, 22:53
ტყუპებს ველოდები და ნეტა 4 კვერცხი უნდა მოვიპარო?? ;D biggrin.gif biggrin.gif

Posted by: baby-bobo 14 Jul 2009, 22:59
mariquita
QUOTE
ტყუპებს ველოდები და ნეტა 4 კვერცხი უნდა მოვიპარო?? ;D biggrin.gif biggrin.gif

ოტხი რათ გინდა თითოს თითო კვერცხი არ ეყოფა?

Posted by: izabel 14 Jul 2009, 23:14
მენზის დროს თავის დაბანა არ შეიძლებაო განა ტანის.თმების გაცვენა იცისო. ხო და მე რომ მცვივა მაგას ვაბრალებ wink.gif lol.gif
მე ბავშვის სარეცხს 40 დღემდე გარეთ არ ვტოვებდი ღამე. მართლა მეშინოდა. ბავშვის სანახავად მოვიდნენ ღამე და ასანთი ავანთე და მივუარ-მოვუარე ხალხს...გადავრიე ხალხი biggrin.gif მაგრამ გამიგეს.. ამ 2 რამის ძალიან მეშინია.
სამაგიეროდ დღეების ბავშვს მაღაზიებში დავათრევდი და ზოგი გაკვირვებული მიყურებდა. ერთმა მაროკოელ ებრაელმა ისიც მითხრა ჩვენ 40 დღემდე გარეთ არ გაგვყავსო.
ებრაელებმა ხომ წინასწარ არაფრის ყიდვა არ იციან...მე ყველაფერი ვიყიდე და სანამ სამშობიაროდან არ მოვედი ყველაფერი შეფუთული მქონდა პარკებში და მერე ამოვალაგე.
მარტო ქათმის ნაღველზე არაა ეგ თქმული...სისხლიანი ხელი არ უნდა მოიცხო...ეს ნამდვილია და ექსპერიმენტი არავინ ჩაატაროთ.

Posted by: baby-bobo 14 Jul 2009, 23:17
QUOTE
მარტო ქათმის ნაღველზე არაა ეგ თქმული...სისხლიანი ხელი არ უნდა მოიცხო...ეს ნამდვილია და ექსპერიმენტი არავინ ჩაატაროთ.

ვითომ? რაღაც არც ამის არ მჯერა.

Posted by: izabel 14 Jul 2009, 23:32
baby-bobo
დაიჯერე. ზევით სარეცხზე და ღამე გარედან ვინმეს შემოსვლაზე სახლშიც პირადად დედაჩემს 2 შვილი აკლია. ღმერთმა ყველას გაუზარდოს და გაუმრავლოს შვილები.
ბევრი რაღაცეების მეც არ მჯერა,მაგრამ არის რაღაცეები რასაც ვიჯერებ.

Posted by: agr_bak 15 Jul 2009, 00:50
izabel
ეს ყველაფერი ცრუ რწმენაა, სიტყვა რწმენა კიდევ ხომ იცი ნებისმიერი რამის მიმართ -როცა გჯერა ხდება კიდეც.
რომ მწამს ღმერთი თუ რაიმე შემემთხვა და გადავრჩი ეგრევე ვფიქრობ რომ მან გადამარჩინა, რომ არ მწამდეს ანალგინს გადავუხდიდი მადლობას და ა.შ.

ან სულ რო დამთხვევა იყოს უნებურად აკავშირებ.

რა ვიცი, მე პირადად არაფერი მსგავსის არ მჯერა გარეთ სარეცხსაც ვტოვებდი და ყველაფერს ჩვეულებრივად ვაკეთებდი მაგრამ არაფერი მომდარა.
რომ დამეჯერებინა გარეთ სარეცხი, რამდენი შვილი გაციების გამო ავად გამიხდებოდა ხომ დავაბრალებდი იმ სარეცხს?

როგორც ჩაიგონებ ისე ამთხვევ მერე მოვლენებს, სულ ეგაა
მე ასე მგონია.

Posted by: pravinia 15 Jul 2009, 10:12
1. სარეცხს ვტოვებდი გარეთ, ამას მგონი გაციებას აბრალებენ, ხოდა ერთხელ ჰქონდა გრიპი, სხვა დროს სიცხეც კი არ ჰქონია smile.gif
2. ღამე მოდიოდნენ სულ მამამისი და მისი ნათლია, არ ვიცი ამაზე რას ამბობენ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ მშვენივრადაა და ღმერთი დაგვიფარავს ყოველთვის როდესაც მისი რწმენა გვექნება
3. ღვთის მწამს და როცა გრიპი ჰქონდა ერთი დღე ძალიან გამიჭირვეულდა მართლა ვერ ვაჩერებდი, დავანთე ხატებთან სანთელი ბავშვი ხელში მეჭირა და ლოცვა დავიწყე, რო მოვრჩი ბავშვი დაწყნარებული იყოდა სანთლის შუქს უღიმოდა, ამ გრიპმა ჩემი ქმარი 1 კვირა ლოგინად ჩააგდო!
4. რაც მეტს ფიქრობ სისულელეებზე მით უფრო იძაბები და მეტ შეცდომა უშვებ
5. როცა ცრურწმენებს იცავ არღვევ 10 მცნებიდან პირველს როგორც მე ვიცი ასეა

ასევე არ მჯერა მკითხავების, ერთ ფაქტს მოვყვები:
ფოტში ვიყავით დაქალის ბიძის სახლში და გოგოებს ძალიან აინტერესებდათ ერთი მკითხავის ნახვა, რომელზეც საოცრებებს ყვებოდნენ, ნუ [პატივი გვცეს და ეს მკითხავი (ყავაზე მკითახობდა) მოიყვანეს სახლში, ყავა ყველამ დავლიეთ და გამომდინარე იქიდან რომ ყოველთვის ვერთობოდი ყავის ჭიქაში ჩახედვით ამოვაბრუნე ჭიქა ჩვეულებისამებრ, თუმცა მკითხაობის სურვილი არ მქონია, ხოდა მოკლედ ამ ქალმა ემ ჭიქაშიც ჩაიხედა და მეუბნება ასეთ რამეს 2 მამაკაცი გყავს გულშიო და დროზე თუ არ გააკეთებ არჩEვანს ორივეს დაკარგავო! არადა 18-19 წლის ვიყავი და საერთოდ სიმპატიის ობიექტიც კი არავინ მყავდა biggrin.gif ხოდა მე კი გავიცინე, მაგრამ სხვებს ხო ამ ქალის სჯეროდა და ლექციებს მიკითხავდნენ, როგორ არ ვარგა 2 კაცთან თამაში და როგორ შეიძლებოდა დავზარალებულიყავი, მოკლედ ტვინში წიხლი ჩამიყვეს biggrin.gif
არადა სხვა გოგოებს რაც უთხრა იმათ სჯეროდათ და ერთ-ერთს უთხრა შემოდგომაზე ხელს გთხოვენო, მაგრამ თუ უარს იტყვი გაზაფხულზეო, მარტშიო შენი ცხოვრების მამაკაცს სეხვდები და ის მოგიყვანს ცოლადო, დღესაც გასათხოვარია ის გოგო და თან იმ პერიოდში არათუ ხელი არავის უთხოვია, ისე თაყვანისმცემელიც კი სერიოზული არავინ ყოლია
მოკლედ ზღაპარია ეს ყველაფერი ასე ვფიქრობ მე და მაგალითიც უამრავი მაქვს ირგვლივ

Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 10:25
agr_bak
კიდევ კაი იჭრიდი, თორემ 2,5 მეტრიანი კი დაგრჩებოდა პოტენციური შინაბერა lol.gif


მე მითხრეს ხშირად არ იბანაო, გასუქდები ძალიანო და ბავშვი ძალიან დიდი დაიბადებაო. რომ არ მოგატყუოთ ამ სიცხეში ერთი 3-4ჯერ მიწევს ბანაობა და ჯერჯერობით არაფერი ანომალიური არ შემიმჩნევია smile.gif


ძალიან ძნელია ცრუმორწმუნე ადამიანთან ურთიერთობა sad.gif შეიძლება პატივისცემა გინდოდეს და იმან სხვანაირად მიიღოს და იფიქროს სპეციალურად მიჩალიჩებსო sad.gif მე ძალიან დაძაბული ვარ მასეთ ადამიანთან.

Posted by: No Regrets 15 Jul 2009, 10:41
ის იყო უკვე - ბავშვს სულ რომ მახინჯი უნდა ეძახო "თვალი რომ არ ეცეს"? biggrin.gif

Posted by: pravinia 15 Jul 2009, 10:44
No Regrets
QUOTE
ის იყო უკვე - ბავშვს სულ რომ მახინჯი უნდა ეძახო "თვალი რომ არ ეცეს"? biggrin.gif


მაგაზე კინაღამ სკანდალი ავწიე biggrin.gif მამაჩემის ტანმშრომელმა ვაი შე მახინჯოო რო უთხრა ჩემს შვილს და ცოტა დამაკლდა რო არ გამეჭედა, უცებ გავაანალიზე რო სავარაუდოდ ცრურწმენის ამბავი იყო და ორთქლი გამოვუშვი თოპრე ალბათ შემომაკვდებოდა 2-3 კვირის იყო ალბათ და ჩემთვის მაგაზე ლამაზი ბავშვი არ არსებობდა (ნუ არც ეხლა არსებობსbiggrin.gif )

Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 10:46
და მე ერთხელ იმაზე მივიტისკე, რომ ბავშვით სერიოზულად აღვფრთოვანდი და ხმამაღლა ვაღიარე რა ლამაზიათქო baby.gif

Posted by: teo-n@ 15 Jul 2009, 10:46
ჩემთან ეზოშიც სულ ფუ რა ცუდი ხარო ეუბნებიან ჩემს შვილს biggrin.gif
ეს მაგარი ცრუწმენაა, გასართობი. გამილანძღეს შვილი biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 15 Jul 2009, 11:28
QUOTE
თმების შეჭრა არ შეიძლებაო ორსულობისასოო

QUOTE
მაგას იმაზე ამბობენ ბავშვი მაღალი არ იქნებაო...

კიდევ კარგი ვიჭრიდი, თორემ ჩემი და მამამისის შვილი რა იქნებოდა, ისედაც 84სმ-ია ერთი წლის ბავშვი. biggrin.gif

საერთოდ არანაირი ცრურწმენის არ მჯერა, მაგრამ ნაღველზე იმდენი იძახის, რომ რაღაცნაირად მართალი გამოდის. ჩემი მეგობრის დედასაც არ სჯეროდა და საგანგებოდ წაისვა, რის შედეგადაც ზუსტად იმ ადგილას აქვს ლიზის ლაქა. rolleyes.gif

Posted by: pravinia 15 Jul 2009, 11:30
QUOTE
რის შედეგადაც ზუსტად იმ ადგილას აქვს ლიზის ლაქა.


ზუსტად იმ ადგილში რას გულისხმობთ smile.gif ანუ სახეზე რო წავისვა ბავშვს სახეზე ექნება? თუ მუცელზე წაისვა და რაც სავარაუდოდ იმ ადგილას ჰქონდა მიდებული იმ ტერიტორიაზე smile.gif ხან როგორ ამბობენ ხან როგორ და მაინტერესებს smile.gif

Posted by: ნინიანა 15 Jul 2009, 11:38
QUOTE
ხო ბანაობა არ შეიძლება ორსულობისას.

და კიდე ციკლის დროს ჩაბანა, ინფექცია შეგეჭრება და ანთება დაგემართება
   

არა და რა მაცინებს, რამდენჯერ გამიგია სერიოზულად ეს რომ იცოდეთ.

სად იზრდებიან ასეთი ქალები ერთი მანახა რააა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif აუ რაც ამაზე ვიცინეეეეე. მაგარი იყო. მეც მითხრეს არ შეიძლება ხშირი ბანაობა ფეხმძიმობისას , ბავშვი ძალიან გაიზრდებაო და საზამთროს კი არ ვაჩენ რომ წყლით გაიზარდოს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: DOLPHIN 15 Jul 2009, 11:39
pravinia
ზურგზე მოისვა და ამასაც ზურგზე აქვს, მე რაც გამიგია, იმავე ადგილას აქვთ ხოლმე ლაქები.

Posted by: elizaveta 15 Jul 2009, 12:08
DOLPHIN
QUOTE
კიდევ კარგი ვიჭრიდი, თორემ ჩემი და მამამისის შვილი რა იქნებოდა, ისედაც 84სმ-ია ერთი წლის ბავშვი.

აჰ, ე.ი. მეც ხშირად უნდა შევიჭრა, თორემ იქნება გოლიათი tongue.gif არადა მინდა რომ იყოსwink.gif

ლილუ
QUOTE
წინაზე ნივრის მწნილი მოუტანა და სახლიდან გავიდა თუ არა ეგრევე ნაგავში ჩავუძახე

აააააააააbiggrin.gif
აუტანელი ხარ 2kiss.gif
რას ერჩოდი, იქნება და უყვარს შენს ქმარსsmile.gif

Posted by: Dancer 15 Jul 2009, 12:09
ის არ გსმენიათ რომელ დღესაც დაიბადა ბავშვი, კვირის იმ დღეს არ უნდა აბანაოთ ხოლმე biggrin.gif


Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 12:17
Dancer
კი, + თუ გოგოა პარასკევს არ უნდა აბანაო და + თუ ძმა ყავს ორშაბათს თავი არ უნდა დაიბანოს, თორემ ძმას მოუვა რამე.
დასაბანი გრჩება რა ბავშვი ფაქტიურად.




ხო, და თუ ვინმემ მუცელზე შემოგხედა ტრაკზე უნდა იპწკინო რომ თვალი არ გეცეს.

Posted by: addicted 15 Jul 2009, 12:20
Dancer
QUOTE
რომელ დღესაც დაიბადა ბავშვი, კვირის იმ დღეს არ უნდა აბანაოთ ხოლმე

კეეე wink.gif ბებიაჩემის ბრძნობაა ეგ biggrin.gif და კიდევ ფეხის გულზე კოცნა არ შეიძლება დაბალი იქნებაო drug.gif რასაც ჩემს ძმას ვკოცნიდი ფეხის გულებზე, დაბალი არა იხვი biggrin.gif 10 წლისაა და სადაცაა სიმაღლეში გამისწრებს 165 უკვე war.gif
ისა ისა ბანაობის მერე დათვი მჭლე და შენ მსუქანიო? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 12:26
QUOTE
ბანაობის მერე დათვი მჭლე და შენ მსუქანიო?

ნათესავს ეუბნებოდნენ ხოლმე მაგას და ტირილით კვდებოდა დიეტაზე ვარ და ძალით მასუქებთო lol.gif

Posted by: ninchancho 15 Jul 2009, 12:41
QUOTE
და კიდევ ფეხის გულზე კოცნა არ შეიძლება დაბალი იქნებაო


უი მე ამის სხვა ვარიანტს მეჩალიჩებოდა დედამთილი ნუ კოცნიო თორე გვიან გაივლისო,არადა 11 თვისამ დაიწყო სიარული
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: agr_bak 15 Jul 2009, 14:27
liklika82
QUOTE
მე მითხრეს ხშირად არ იბანაო, გასუქდები ძალიანო

ჭუჭყი ხორცს აკავებს ეტყობა და განში გასვლის საშუალებას არ აძლევს lol.gif



კიდევ გამახსენდა
ფრჩხილები არ უნდა დააჭრათ მზის ჩასვლის მერე
გიშერი აუცილებლად უნდა ეკეთოს რომ თვალი არ ეცეს
და კიდევ რაღაც ''ბულავკის'' კომბინაციაა, აღარ მახსოვს სად უნდა გაუკეთო ზუსტად

რამდენი თვის არის არ უნდა თქვა, უნდა თქვა წლის 3 წლის გავხდიიით (სინამდვიში 3 თვის )

და ერთი წლის რომ გახდება არ უნდა აღნიშნოთ, საერთOდ არ უნდ აშEიმჩნიოთ, თორემ აღარ გაიზრდება lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

40 დღე არ უნდა აბანაოთ. აააპაპაპა არაფრით არ შეიძლება...



არა და მართლმადიდებლები გვქვია sad.gif

Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 14:34
QUOTE
არა და მართლმადიდებლები გვქვია 

აი ეგ მკლავს sad.gif

თვეობით სანთელს არ ანთებენ და სარკე რომ გაუტყდებათ მაშინ გარბიან ეკლესიაში.

Posted by: agr_bak 15 Jul 2009, 14:41
liklika82
ხო, მღვდელი მარტო სიკვდილის დროს მოჰყავთ ადამიანთან და მანამდე ათას გამომლოცველ და ბულავკა გიშრის შემმელებში დარბიან
როდესაც რომელიმე ცრურწმენას მთავაზობდნ (თან როგორი ბრძნულიიი ოდნავ აგრესიული ტონითაც კი)
იქვე ვეკითხებოდი მანახე სად წერია?

ამით ვაბნევდი
თუმცა ყოველთვის არ ჭრიდა ზოგჯერ ისეთი ჯიუტი დეიდა მხვდება რომ '' ვიცი'' ! ისეთი ტონით მეტყოდა მიდიოდა ეს ყველაფერი უსიამოვნებამდე.

Posted by: blblbl 15 Jul 2009, 14:47
QUOTE
ფრჩხილები არ უნდა დააჭრათ მზის ჩასვლის მერე

და 40 დღემდე biggrin.gif ამასობაში გადაიკაწრავესბავშვი ყველაფერს biggrin.gif მერე ეს ფრჩხილები უნდა შეინახო წიგნში ,რომ განათლებული იყოს biggrin.gif

პ.ს.ჩემი ფრჩხილებია ენციკლოპედიის 5 ტომში 555გვერძე biggrin.gifბებიაჩემმა შეინახა biggrin.gif


Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 14:51
QUOTE
ზოგჯერ ისეთი ჯიუტი დეიდა მხვდება

რად მინდა ჯიუტი დეიდა, აგერ საკუტარ ბებიასთან მაქვს ხოლმე დიდი დაჭმა biggrin.gif
ნელ-ნელა თითქოს შევაჩვიე, რომ ამდენი რიტუალის ჩატარებას ჯობია შესაბამისი ლოცვა წაიკითხო და მაგით დაიცვა თავი. რა ვიცი, რა ვიცი.

Posted by: baby-bobo 15 Jul 2009, 14:55
blblbl
QUOTE
მერე ეს ფრჩხილები უნდა შეინახო წიგნში ,რომ განათლებული იყოს biggrin.gif

ვაიმე ეს არ ვიცოდიიიიიი..

lol.gif

QUOTE
პ.ს.ჩემი ფრჩხილებია ენციკლოპედიის 5 ტომში 555გვერძე biggrin.gifბებიაჩემმა შეინახა biggrin.gif

ხუთოსანი იყოსო???

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: blblbl 15 Jul 2009, 15:08
baby-bobo
QUOTE
ხუთოსანი იყოსო???

მეშვიდე კლასამდე ვიყავი biggrin.gif

Posted by: baby-bobo 15 Jul 2009, 15:11
blblbl
QUOTE
მეშვიდე კლასამდე ვიყავი biggrin.gif

ხოდა რა გინდა, უმოქმედია მაინც ცოტა biggrin.gif

Posted by: blblbl 15 Jul 2009, 15:13
baby-bobo
ხო რავი +9,10,11კლასი და უნივერსიტეტი biggrin.gif ხოდა ის ორი წელი კიდე მეპატიება,ბიჭებს ვეპრანჭებოდი გაქანებული და შენახული ფრჩხილები მიშველიდა? biggrin.gif

Posted by: baby-bobo 15 Jul 2009, 15:17
blblbl
QUOTE
ჭებს ვეპრანჭებოდი გაქანებული და შენახული ფრჩხილები მიშველიდა? biggrin.gif




lol.gif

Posted by: Dancer 15 Jul 2009, 15:40
liklika82
QUOTE
კი, + თუ გოგოა პარასკევს არ უნდა აბანაო


პარასკევ დღეს დავიბადე და თან 13 რიცხვში, მაგრამ ქე ვარ წიწკვივით biggrin.gif

Posted by: TT+ 15 Jul 2009, 15:47
ოჰ, ღმერთო ჩემო
დედაჩემმა გუშინ განმიცხადა, ჩემი ბაია რო გაჰკიოდა ბოლო ხმაზე
მაგ ბავშვმა ვიღაცის თვალი აირო ბაღში რო ასეირნებდიო
არადა ბავშვი საწყალი თურმე ახალ ვაშლს ვერ ინელებდა და მუცლის ტკივილისგან გაჰკიოდა
და თვალიო, ტვალი არა ხერხემლის მალა
ძაან ვღიზიანდები ეგეთ რამეებზე, გინდ დედაჩემმა მითხრას და გინდ მეზობელმა ოლიამ

Posted by: ლიკლიკა 15 Jul 2009, 15:51
Dancer
QUOTE
პარასკევ დღეს დავიბადე და თან 13 რიცხვში

ეუფ, მერე არ გერიდებიან ხოლმე თარსიაო? biggrin.gif


QUOTE
მუცლის ტკივილისგან გაჰკიოდა

ბავშვია ცოდო,თორემ სასაცილოა რა biggrin.gif

Posted by: Dancer 15 Jul 2009, 16:02
liklika82
QUOTE
ეუფ, მერე არ გერიდებიან ხოლმე თარსიაო? biggrin.gif


არა smile.gif ჩემი მაგალითით რწმუნდებიან ცრურწმენის სისულელეში biggrin.gif

Posted by: Solveig 15 Jul 2009, 18:36
ზოგიერთები მეც გამეგო, მაგრამ ამდენი ცრურწმენა თუ არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი biggrin.gif რა ბედნიერებაა, რომ ჩემს ოჯახში/სანაცნობოში არ არიან ეგეთი ცრუმორწმუნეები biggrin.gif...

არადა, მარტო ქართველებმა არ ვიცით ეგრე...ჩემს სამსახურში რუმინელი ინჟინერი იყო ჩამოსული ერთი მანქანის ასაწყობად და საქმე გაგვირთულდა...ძალიან გავწვალდით, დავიხოცეთ მუშაობით და უცებ ის კაცი იძახის-ასეც ვიცოდი, რომ გაგვიჭირდებოდაო. მიუნხენში თვითმფრინავს რომ ველოდებოდი, მარცხენა თვალმა თამაში დაიწყო და თბილისში რომ ჩამოვედი, მერეღა გაჩერდა, წინათგრძნობა იყო, რომ საქმე კარგად არ წავიდოდაო biggrin.gif კინაღამ სიცილით მოვკვდი biggrin.gif

Posted by: samomee 15 Jul 2009, 19:39
მე კიდე ახალ ცრურწმენას გადავაწყდი lol.gif თურმე წლმდე იმ დღეს როცა დაიბადა ბავშვი არ უნდა აბანაო გაცივდებაო biggrin.gif

დედაჩემს პირნათლად შეურულებია .... მე ისე გამეცინა გულიანად მაგაზე რო ხმაც არ ამოუღია არავის ისე ჩასვევს ბავშვი ვანაში biggrin.gif

კიდე თავალის აღებას რა შველის თურმე იცით biggrin.gif შელოცვა...........აუ ამაზე ხო საერთოდ გავჭედე..ვიღაც ბებრუხანას უნდა შეალოცინო თურმე ,,,, ჩემი გოგოშკა მონათლულია 7 Dღის იყო რომ მოვნათლე და შელოცვა არა ჭუკი....ხოდა ეხლა მეუბენბიან, რომ დაგიჭიდება და შენ თვითონ მოგინდება რომ შეალოცინოო

Posted by: agr_bak 15 Jul 2009, 20:09
samomee
QUOTE
შელოცვა...........

არაფერიც, მაგას გამოლოცვა ქვია lol.gif lol.gif lol.gif

პატარა რომ ვიყავი სოფელში ჩავედი , მინდორში გავიჭერი, გავოფლიანდი და გავცივდი.
რა თქმა უნდა სიცხემ მგლიჯა საღამოს
და ბებიაჩემმა დაიპუტა თმები, ქალაქიდან ჩამოსული ბავშვი გამითვალესო და მეზობლის ქალს დაუძახა გამოსალოცად.
ამ ქალმა იმდენი ბულავკა, მაკრატელი და დანა ჩამილაგა საწოლში, რომ ჩემი ადგილი აღარ დარჩა და წამოვხტი ფეხზე.
და

აიიიი აიიი უშველაო გაიხარეს lol.gif

Posted by: algulga 13 Nov 2009, 13:47




თაფლი არჭამოო და მზესუმზირაო კიდე მარიგებდნენ თორემ დორბლიანი ბავშვი გეყოლებაო.

არადა ორივე ბლომად ვჭამე.

ჩემი შვილი კი იყო ძალიან დორბლიანი მაგრამ ძალიან საყვარელი იყო და სულაც არ ვაბრალებ მაგის დორბლებს არც თაფლს და არც მზესუმზირას.

უბრალოდ პატარა იყო და კბილები ამოსდიოდა


tata83
QUOTE
ჩემი მეგობრის დედას ალენ დელონის სურათი ქონდა სპეციალურად მაგ ამბისთვის, ხოდა ბავშვი რო გაინძრა ღამე იყო და ქმარი გააღვიძა, შუქი აანთო და ალენ დელონის სურათს დაუწყო ძებნა, ქმარმა რომ გაიგო რისთვისაც ეძებდა სახე დაუჭირა და იმდენი აყურებინდა თავის თავზე რომ ჩემი მეგობარი კოპიო მამამისიააააააააააა




lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif



მეც სულ მეუბნებოდნენ მაგას. რო გაინძრევა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო.

და ჩემი შვილი ეხოზე რომ ვიყავი მაშინ გაინძრა.
ბადრი შარიქაძე მიკეთებდა ეხოს და მეც თვალები დავხუჭე და სასწრაფოდ ჩემ ქმარს გავხედე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Posted by: ლუნა 25 Sep 2011, 03:25
ასეთი თემის დავიწყება როგორ შეიძლება.. chups.gif

დაწერეთ ვის რა ცრურწმენები გსმენიათ.. jump.gif

Posted by: Annabel 25 Sep 2011, 11:53
მეზობელი წამოგვადგება ხოლმე ეზოში და დასძახის ჩემს გოგოებს, ფუ, რას ჰგავხართ, ცუდები ხართო.
ჩემი ქმარი ამათ ყოველ ნაკვთს აღფრთოვანებაში მოჰყავს, სათითაოდ უკოცნოს (თან ამბობს, მე მგვანანო biggrin.gif ) და იმ ქალმა დათოს თანდასწრებით, რომ დაიწყო რას ჰგავხართო, საქმის გარჩევა დაუწყო, რა არ მოგწონს ჩემი შვილების, "ფუ" როგორ თქვი მათზეო biggrin.gif

Posted by: სექსტეტი 25 Sep 2011, 12:01
agr_bak
QUOTE
ამ ქალმა იმდენი ბულავკა, მაკრატელი და დანა ჩამილაგა საწოლში, რომ ჩემი ადგილი აღარ დარჩა და წამოვხტი ფეხზე. და

აიიიი აიიი უშველაო გაიხარეს


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: mari-cristine 25 Sep 2011, 14:12
კარგად ვიხალისე ზოგიერთ პოსტებზე

Posted by: ათულია 25 Sep 2011, 18:28
ფეხზე გავლას რომ სწავლობენ და "კაცი დადგა ხე წაიქცაო" lol.gif

Posted by: gvants 25 Sep 2011, 18:38
გამაგიჟეს, ღამით ბავშვის ტანსაცმელს არ მაფენინებენ, თვალი არ აიღოსო sad.gif

================

Posted by: lizaveta 25 Sep 2011, 18:58
gvants
ლიზიზე მეც მასე ვიყავი და ეხლა ვიცოდი რო იგივეს დამწყებდნენ და მეთვითონ ჩამოვხსენი.ნათლობამდე ვიც რო არ შეიძლებათქო დავასწარი და ბებომ მე გიოს ტანსაცმელს კარგა დიდობამდე არ ვტოვებდი ღამეო, მარა ვითომ ვერ გავიგე.....

მთელი ორსულობა კალმახი ისე მინდოდა და არ მაჭამეს, ის კი არადა მოხარშული თევზის კუდსაც კი არ მაწემევდნენ, მარა ვჭამე, არცერტს არ აქვს კუდი smile.gif

Posted by: chaPPek 25 Sep 2011, 19:00
lizaveta
QUOTE
მთელი ორსულობა კალმახი ისე მინდოდა და არ მაჭამეს, ის კი არადა მოხარშული თევზის კუდსაც კი არ მაწემევდნენ, მარა ვჭამე, არცერტს არ აქვს კუდი 


მართლა? არ მჯერა.

Posted by: lizaveta 25 Sep 2011, 19:04
chaPPek
ბავსვს ჭორფლი ექნებაო. მერე რს სახეზე ზოგჯერ მეც მაქ ხოლმეთქო და არა მთელ ტანზეო და კი შემეშინდა ორი დაწინწკლული ბავშვი რომ მყოლოდა მართლა?!

Posted by: chaPPek 25 Sep 2011, 19:13
lizaveta
QUOTE
ორი დაწინწკლული ბავშვი რომ მყოლოდა მართლა?!


კი, ეგ საშიშია. უნდა მორიდებოდი

Posted by: Take_Off 25 Sep 2011, 20:07
ლიკლიკა
QUOTE
ხო, და თუ ვინმემ მუცელზე შემოგხედა ტრაკზე უნდა იპწკინო რომ თვალი არ გეცეს.

ვაიმე ლიკაააააააააააა
რამდენი ვიცინეეეეეეეეეეეე lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
* * *
chaPPek
QUOTE
კი, ეგ საშიშია. უნდა მორიდებოდი

QUOTE
ფრთიანი ანგელოზი გაგიჩნდება

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif

Posted by: Neno_ 25 Sep 2011, 20:07
chaPPek
QUOTE
კი, ეგ საშიშია. უნდა მორიდებოდი

რათ ეღადავები? givi.gif

ვაიმე, კალმახი და წინწკლები და კუდი ხო საერთოდ.. რა ფანტაზია აქვს ხალხს biggrin.gif

ქათმის ფრთებთან როგორაა ეგ საკითხი დარეგულირებული, არც ეგ იჭმევა ორსულობისას? biggrin.gif თუ პირიქით, ფრთიანი ანგელოზი გაგიჩნდება love.gif

Posted by: sesililu 25 Sep 2011, 20:25
"რუსალკა" გაგიჩნდებოდა lol.gif


///////////

Posted by: khatia88 25 Sep 2011, 20:27
მე რომ ვაბანავებდი გვერდით თუ ვინმე უფროსი მედგა დასძახოდა თომას '' დათვი მჭლე და შენ მსუქანი''.

ღამე სარეცხი არ გაფინოო.

დ კიდევ ბევრი რამე. მეც მათი ნერვების მოსაშლელად ყველაფერს უკუღმა ვაკეთებდი smile.gif)

Posted by: Mafanya 25 Sep 2011, 21:09
khatia88
QUOTE
'' დათვი მჭლე და შენ მსუქანი''

მეგონა ეგ ბებიაჩემის მოგონილი იყო biggrin.gif

Posted by: Antigone 25 Sep 2011, 22:44
აი, ამიტომ უნდა იყო ბუა. კაციშვილი არაფერს არ გასწავლის რა და როგორ - რეაქციის ეშინიათ biggrin.gif სამაგიეროდ, სახალისო ამბებიც არ მემართება, ა ჟააალ'

Posted by: nimfunia 26 Sep 2011, 10:47
QUOTE
გამაგიჟეს, ღამით ბავშვის ტანსაცმელს არ მაფენინებენ, თვალი არ აიღოსო

აი მე მაგეების გამო ერთი ამბავი მქონდა მეუღლისიანებთან ... ღამე ტანსაცმელი არ გაკიდო, სარეცხი უკუღმა არ გადაკიდო, ერთი წლის რომ გახდა არ აღნიშნო, (თვითონ სიტყვა ერთი წელიც არ უნდა მეთქვა.) ვინმე სტუმარი მოვიდოდა საღამოს , გაარბენინებდნენ სხვა ოთახში, ფეხის გულზე არ აკოცო, დიდხანს ვერ გაივლისო, (სადაც მინდა იქ ვაკოცებ ჩემ შვილს, სხვამ ასრულოს პირნათლად ეს მარაზმი), კბილი რომ ამოჭის პერანგი ჩაუხიე აღარ გაუძნელდება ამოსვლაო... და ამისთანები ... ნუ ვითმინე , ვითმინე და ... ავუხსენი, რომ მე პატივს ვცემ იმას რისიც სჯერათ მათ, მაგრამ მათაც უნდა სცენ პატივი ჩემ რწმნას, რომელიც მართლმადიდებლურია და ამგვარ რწმენებს უარყოფს.(რომც არ ვიყო რა მნიშვნელობა აქვს არ მჯერა და მორჩა) (ნუ ისინიც, მაგრამ ეს ცრურწმენები უფრო მეტი აქვთ) მე მაქვს უფლება მოვისმინო და არ გავითვალისწინო. მე ხომ არავის ვაძალებ დაანთონ სანთEლი, შევიდნენ ეკლესიაში და ილოცონ. არავინს ვთხოვ გააკეთონ ის რისი გაკეთებაც არ უნდათ, ასვე ნუ მოითხოვენ ჩემგან იგივეს .ახლა ალბათ უზრდელი რძალი ვარ , განსაკუთრებით დიდი ბებოსთვის , მაგრამ მე მშვიდად ვარ ... ცხოვრება ისედაც რთულია და ახლა კიდე დამატებით დავამძიმო, დამოკიდებული გავხდე რაღაც სისულელეებზე, ვაიმე ახლა ეს რომ არ გააკეთე რამე ხომ არ მომივაო ხო გავგიჟდი. პირველ ორსულობაზე გადამეკიდნენ არაფერი იყიდო წინასწარო, არ ვიყიდე და მუცელი მომეშალა 7 თვეზე. მეორეზე ყველაფერი ვიყიდე და ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად მიმყოფოს მარიამი. სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, შენ არ დააჭრა ფრჩხილები ბედნიერმა უნდა დააჭრასო (და მყავს დაღუპული, ჩემი ცხოვრების უდიდესი ტკივილი, და ამაზე დამაჭირეს) გეგონება ბედნიერება /უბედურება იარლიყია , ერთხელ თუ მოგაკერეს ხარ და ხარ, ... როცა რამის გჯერა თითქოს გზავნილს აკეთებ იქ სადღაც და სრულდება, არსად არ მიდის ის ნეგატივი , უკაბ ბრუნდებააა. მოკლედ მე გირჩევთ დაიცავით საკუთარი რწმენა და უფლებები smile.gif

Posted by: gvants 26 Sep 2011, 11:21
nimfunia
მე მაინც ვფენ ხოლმე და მერე ჩამოხსნილი მხვდება, ხანდახან სველიც კი sad.gif
ჩემი მეუღლისიანებიც საშინელი ცრუმორწმუნეები არიან, კიდევ კარგი, მათთან არ ვცხოვრობ.

---------

ბებიაჩემი ბურღავს ტვინს, რომ ვეუბნები ჩვენი სარწმუნოება სხვას გვასწავლის-მეთქი, ეგეც სარწმუნოებიდან მოდისო biggrin.gif:D

------
კიდევ, არ ცნობს არცერთ პედიატრს, 7შვილი მყავს გაზრDილი და ჩემზე კარგად ვინ იცისო biggrin.gif


Posted by: nimfunia 26 Sep 2011, 11:27
QUOTE
კიდევ კარგი, მათთან არ ვცხოვრობ

აბა ცოტა ხნით შემორბენებს და გამოხტომებს კი აიტან wink.gif

Posted by: gvants 26 Sep 2011, 11:29
nimfunia
მე მიწევს ხოლმე მათთან სიარული და ორსულობისას რამდენჯერაც ბავშვზე ვთქვი რამე, მაშინვე მაჩერებდა. არ შეიძLება, ჯერ დაიბადოს და მერე ილაპარაკეო. ძალიან ცუდად მოქმედებდა... ნუ რამის ყიდვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო, არადა, მთელი გარდირობი ნაყოდი მქონდა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი biggrin.gif
---------------

კიდევ ერთი გავიგე, ტუ გინდა ადვილად იმშOბიარო, კამეჩის ქვეშ უნდა გაძვრეო biggrin.gif

Posted by: nimfunia 26 Sep 2011, 11:33
gvants
QUOTE
მთელი გარდირობი ნაყოდი მქონდა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი

მეც ეგრე ზუსტად , მერე რომ გაიგო, არ დამიჯერე ხო მაინცო და მეთქი რომ დაგიჯერეთ კი მომეშAლა მუცელი თქო

QUOTE
კიდევ ერთი გავიგე, ტუ გინდა ადვილად იმშOბიარო, კამეჩის ქვეშ უნდა გაძვრეო

lol.gif lol.gif

Posted by: ათულია 26 Sep 2011, 12:54
QUOTE
კიდევ ერთი გავიგე, ტუ გინდა ადვილად იმშOბიარო

ქმარს და მისიანებს ვისაც რა აქვს მოჭერილ შეკრული ყველაფერი უნდა გაიხსნა და მოასლაბოვო

ერთი 5 წლის წინ დაქალმა იმშობიარა და ქმრისიანებმა ზონარები მოუშბეს ქამრები მოასლაბეს და მსგავსი სისულელეები

Posted by: ninia11 26 Sep 2011, 12:58
QUOTE
ფეხის გულზე არ აკოცო, დიდხანს ვერ გაივლისო

იმდენს ვკოცნი გამოდის რომ ჩემი შვილი საერთოდ ვერ გაივლის lol.gif lol.gif

Posted by: tamusinka 26 Sep 2011, 13:00
ათულია
QUOTE
ერთი 5 წლის წინ დაქალმა იმშობიარა და ქმრისიანებმა ზონარები მოუშბეს ქამრები მოასლაბეს და მსგავსი სისულელეები


რა მაგარი სანახავები იქნებოდნენ ზონარქამარმოშვებულმოსლაბებული ქმრისიანები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 26 Sep 2011, 13:05
ათულია
QUOTE
ს წინ დაქალმა იმშობიარა და ქმრისიანებმა ზონარები მოუშბეს ქამრები მოასლაბეს და მსგავსი სისულელეები

და საკეისროს ვინც იკეთებს მისიანებმა სულ უნდა გაიხადონ biggrin.gif

Posted by: Princess 26 Sep 2011, 13:10
აჰაა..კამეჩი მაშოვნინეთ რა სადმე, ქვეშ უნდა გავუძვრე )))

QUOTE
და საკეისროს ვინც იკეთებს მისიანებმა სულ უნდა გაიხადონ

biggrin.gif

Posted by: anuka2009 26 Sep 2011, 13:14
Antigone
QUOTE
აი, ამიტომ უნდა იყო ბუა


როგორ მშველის ხოლმე არ იცით biggrin.gif ქმრის ოჯახი აბსოლიტურად არ აღიარებს ცრურწმენებს, ჩემი ბებიები უფრო აქტიურობენ, მაგრამ ჩემამდე ვერ აღწევს ეს რჩევა დარიგებები smile.gif

Posted by: ingiloo 26 Sep 2011, 13:17
ვაიმეე biggrin.gif ეს რეები წავიკითხე..............
საერთოდ არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, პირიქით ასეთ გაუგონარ რაღაცეებს რომ ვისმენ ხოლმე, აგრესია მიჩნდება და საპირისპიროდ ვაკეთებ aba.gif
მაგიდის ხელით ან ქაღალდით გადაწმენდა, რომ გვაღარიბებს, ახალ ცოცხს რომ კართან გაუსვავ ფული იცის და ორსულობის დროს ხშირი დაბანა თურმე მუცელს რომ ზრდის (თმის შეჭრასა და რაღაც რაღაცეების ჭამაზე რომ არაფერი ვთქვათ tongue.gif ) ყელში მაქვს ამოსული, ხოდა უკვე იციან , რომ ასეთი რაღაცეების თქმას აზრი არ აქვს ჩემთან . ალბათ მეც ცუდი რძალი ვარ smile.gif


gvants
კამეჩი უნდა ვიშოვო სასწრაფოდ biggrin.gif ვაიმე დედა .... biggrin.gif

Posted by: Mafanya 26 Sep 2011, 13:19
QUOTE
ქმარს და მისიანებს ვისაც რა აქვს მოჭერილ შეკრული ყველაფერი უნდა გაიხსნა და მოასლაბოვო

ერთი 5 წლის წინ დაქალმა იმშობიარა და ქმრისიანებმა ზონარები მოუშბეს ქამრები მოასლაბეს და მსგავსი სისულელეები


ჩემი მეგობრის დედას უთხრეს ეგ ოღონდ პირიქით, დედას არ უნდა ქონდეს რამე შეკრულიო, და გადაიჭრა ტრუსის რეზინი, შემოხია პერანგი და ასე ნახევრად შიშველი გულშემატკივრობდა შვილს biggrin.gif

Posted by: ათულია 26 Sep 2011, 13:22
tamusinka
QUOTE
რა მაგარი სანახავები იქნებოდნენ ზონარქამარმოშვებულმოსლაბებული ქმრისიანები

ლიკლიკა
QUOTE
და საკეისროს ვინც იკეთებს მისიანებმა სულ უნდა გაიხადონ

მტავარი არ დავწერე ნაკერებით და ნაკეთქებით იმშობიარა მიუხედავათ ზონარ აშვებულობისა

ისე ორსულობაში ასეთი კურიოზები ჯერ არ მქონია და იმედია როცა გავაჩენ თუ საჭირო გახდება "გავბუავდები"
ვერ ვიტან ფუ რა ფინთი ხარ, მახინჯი და ათასი ტრალი ვალები რომ იციან

Posted by: ლიკლიკა 26 Sep 2011, 13:45
ათულია
QUOTE
მტავარი არ დავწერე ნაკერებით და ნაკეთქებით იმშობიარა მიუხედავათ ზონარ აშვებულობისა

ვიღაცას დარჩა რაღაცა შეკრულიი.

Posted by: ინფინიტი 26 Sep 2011, 13:56
QUOTE
პირველ ორსულობაზე გადამეკიდნენ არაფერი იყიდო წინასწარო, არ ვიყიდე და მუცელი მომეშალა 7 თვეზე.


nimfunia
რომ გეყიდა, ხომ უფრო დაგიმძიმებდა გულს ? smile.gif

მე არაფერი მიყიდია . განა იმიტომ, რომ ბლენა , უბრალოდ, წინასწარ არ მიყვარს არაფრის კეთება. ყოველთვის ცუდი შედეგები მოაქვს ჩემთვის. რამდენჯერაც ჩემოდანი ჩავალაგე წინასწარ, იმდენჯერ დასვენება ჩამეშალა, რამდენიც წინასწარ გეგმა დავსახე , იმდენი ჩამიფლავდა. წინასწარ ბევრი ლაპარაკიც არ ვარგა. ეხლა გინდა ცრურწმენა დაუძახეთ და გინდა კვახის ქერქი.
ბოროტი თვალიც არსებობს, ნეგატიური და პოზიტიური ველებიც, ჯადოებიც და წყევლებიც.
ხეს რომ უძახო, გახმი, გახმიო, აუცილებლად გახმება smile.gif
ასე რომ, ზოგიერთი ცრურწმენა სულაც არაა ცრურწმენა და საერთოდ, ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს .

Posted by: ლიკლიკა 26 Sep 2011, 14:02
infinity-infinity
QUOTE
ხეს რომ უძახო, გახმი, გახმიო, აუცილებლად გახმება

გეთანხმები.
აბსოლუტურად ყველა ცრურწმენა და სიზმარი მისრულდებოდა სანამ მჯეროდა და ყურადღებას ვაქცევდი. ესეც საინტერესო ფენომენია.

Posted by: regenbogen 26 Sep 2011, 14:08
infinity-infinity
QUOTE
წინასწარ ბევრი ლაპარაკიც არ ვარგა. ეხლა გინდა ცრურწმენა დაუძახეთ და გინდა კვახის ქერქი.
ბოროტი თვალიც არსებობს, ნეგატიური და პოზიტიური ველებიც, ჯადოებიც და წყევლებიც.

ამას ეკლესიური ახსნაც აქვს...შეიძლება დამცინო,მაგრამ ჩემი თვალით მაქვს წაკითხული.... rolleyes.gif

მოკლედ, როცა რამეს წინასწარ იძახი,შენს გეგმებზე ლაპარაკობ,დემონი ისმენს ამ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებს რომ ჩაგიშალოს ჩანაფიქრი,რომ მრისხანებაში ჩაგაგდოს....ანუ ცოდვაში...
დემონს არ შეუძლია ადამიანის ფიქრებში შეღწევა,(ეს მარტო ღმერთს შეუძლია), ამ შემთხვევაში ის ვერაფერს გებულობს ჩვენი გეგმების შესახებ,და ხელ-ფეხი აქვს შეკრული....

ამიტომაცაა რომ 95% ადამიანებისა ჩივის,რომ რაც თქვა ვერასოდეს შეასრულა და ამიტომ გვირჩევენ წმინდა მამები, ჯერ ჯობს გააკეთო და მერე ილაპარაკო smile.gif smile.gif

Posted by: nimfunia 26 Sep 2011, 15:48
infinity-infinity
QUOTE
რომ გეყიდა, ხომ უფრო დაგიმძიმებდა გულს ?

არანაირად ,იმიტომ რომ მაგას ნამდვილად არ დავაბრალებდი.დამძიმებული გული კი უმაგისოდაც მქონდა. მიზეზი ექიმების უყურადღებობაში იყო და არა რაღაც გარკვეული მოსაზრებების შესრულება-არშესრულებაში. როდესაც ადამიანი განაწყობს თავის თავს რაიმესკენ ( არ აქვს მნიშვნელობა ცუდია ეს განწყობა თუ კარგი) ის გზავნის მის ემოციებს, ფიქრებს კოსმოსში და იგივე უბრუნდება უკან . ანუ ფიქრების რეალიზება ხდება smile.gif როცა არ გჯერა, ყურადღებას არ ამახვილებ ისეთ ფაქტებზე, არც იმას ფიქრობ აგიხდება თუ არა. ჩემთვის ცრუ-რწმენები უბრალოდ დამთხვევებია ხოლმე. მადლობა ღმერთს რომ ამეებზე დამოკიდებული არაა ვარ, თორე რა მაცხოვრებდა ათასი სისულელით ასე დამძიმებულს

Posted by: agr_bak 26 Sep 2011, 16:41
Mafanya
QUOTE
გადაიჭრა ტრუსის რეზინი, შემოხია პერანგი და ასე ნახევრად შიშველი გულშემატკივრობდა შვილს

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: QoniCo 26 Sep 2011, 17:14
infinity-infinity
წინასწარ რომ იძახი რამეს, ან გეგმას სახავ და ვინმეს ეტყვი და არ გამოდის ეგ ცრუ რწმენა არ არის, შენი კარმის გამო ხდება ეს... ეს ყველა ადამიანზე ასე არ არის და ამიტომ ზოგი ამას ცრუ რწმენას ეძახის, მეც მასე ვარ არაფერი არ გამომდის, მარტივი რამეც კი თუ წინასწარ ერთ ადამიანთან მაინც ვთქვი, და როცა ჩემი ჰოროსკოპი გავიკეთე ცაგარელთან იმანაც იგივე მითხრა მე, რომ წინასწარ არაფერი თქვაო, თორემ არაფერი გამოგივაო, ჯერ გადახტი და მერე იძახეო. smile.gif როგორც ვიცი ამას ყველას არ ეუბნება... smile.gif

Posted by: agr_bak 26 Sep 2011, 20:03
QoniCo
QUOTE
მეც მასე ვარ არაფერი არ გამომდის, მარტივი რამეც კი თუ წინასწარ ერთ ადამიანთან მაინც ვთქვი

მე პირიქით. რასაც ვიტყვი სულ რომ არარეალურს ჰგავდეს თEორიულად, მერე გამომდის

ასე რომ ეს ყველაფერი ალბათ უბრალო დამხვევაა.

Posted by: killer 26 Sep 2011, 20:13
gvants
QUOTE
ტუ გინდა ადვილად იმშOბიარო, კამეჩის ქვეშ უნდა გაძვრეო

ისე თუ კამეჩის დაჭერა, გაკავება და ქვეშ გაძვრომას მოახერხებ, მერე მშობიარობა მაგარი ადვილი მოგეჩვენება. მართალი იქნება drug.gif drug.gif

Posted by: pravinia 26 Sep 2011, 20:16
QUOTE
ისე თუ კამეჩის დაჭერა, გაკავება და ქვეშ გაძვრომას მოახერხებ, მერე მშობიარობა მაგარი ადვილი მოგეჩვენება. მართალი იქნება

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Tak 26 Sep 2011, 21:15
მე მითხრეს თმის შეჭრა არ შეიძლება თორემ ბავშვს ხანმოკლე სიცოცხლე ექნებაო.
გამეცინა თავიდან, აი რა სისულელეა? მაგრამ მერე გამახსენდა რომ ერთხელ უკვე შევიჭერი და შემეშინდა.

კიდევ კარგი ბევრი ცრურწმენები არ მომახვიეს თავზე თორემ გავრეკავდი. როგორც წესი მკიდია მსგავსი რამეები მაგრამ აი ბავშვს რომ შეეხო ძალაუნებურად გავითვალისწინე, აღარ შემიჭრია იმის მერე თმა smile.gif

კიდე მეგობარმა მითხრა უმ ქათამს არ შეეხოო, არც მქონია სურვილი და არც შესაძლებლობა მაგრამ ეგ მახსოვს და კიდევ
ჩემს ქმარს უთხრეს პანაშვიდზე არ შეიძლება რამეს რო შეეხოო.

მეტი არ ვიცი მსგავსი რამეები ვაბშე biggrin.gif

ფეხის გულზე კოცნაზე ვიხალისე, რასაც მე სანდროს ფეხუჩებზე ვკოცნიდი, 11 თვისამ გაიარა : ))

Posted by: ინფინიტი 26 Sep 2011, 22:06
ლიკლიკა
QUOTE
აბსოლუტურად ყველა ცრურწმენა და სიზმარი მისრულდებოდა სანამ მჯეროდა და ყურადღებას ვაქცევდი. ესეც საინტერესო ფენომენია

პირიქით biggrin.gif ყურადღება მიმაქცევინა სიზმარზე იმან, რომ ის ყოველთვის სრულდებოდა და როდესაც არ დავიჯერე, ზუსტად მაშინ მეტირა ყოფა biggrin.gif

nimfunia
QUOTE
არანაირად ,იმიტომ რომ მაგას ნამდვილად არ დავაბრალებდი.დამძიმებული გული კი უმაგისოდაც მქონდა. მიზეზი ექიმების უყურადღებობაში იყო და არა რაღაც გარკვეული მოსაზრებების შესრულება-არშესრულებაში.


ნუთუ ...
ააა, მე კიდევ მეგონა, მაგის ბრალი იყო
drug.gif

QUOTE
როდესაც ადამიანი განაწყობს თავის თავს რაიმესკენ ( არ აქვს მნიშვნელობა ცუდია ეს განწყობა თუ კარგი) ის გზავნის მის ემოციებს, ფიქრებს კოსმოსში და იგივე უბრუნდება უკან .

QUOTE
მადლობა ღმერთს რომ ამეებზე დამოკიდებული არაა ვარ, თორე რა მაცხოვრებდა ათასი სისულელით ასე დამძიმებულს

lol.gif

ვაი, შენ გაიხარე ოჯახში
ღმერთმა რაო, კოსმოსში მიდის ფიქრებიო და უკან გვიბრუნდებაო? lol.gif
შენ თხის რქა ან ტყუპებიც გექნება დაკონწიალებული აბაა .. ხოდა , მაშინ შენთვის ერთი ახალი ამბავი მაქვს : ასტროლოგია ცრუ მოძღვრებაა და სისულელეა ეკლესიისთვის, არანაკლები , ვიდრე კამეჩის ქვეშ ნავარდი yes.gif , ისევე როგორც კოსმოსში აზრების გატყორცნა biggrin.gif



QoniCo
თუნდაც ეგ " გადახტი და ჰოპლა " მერე თქვი, ცრურწმენა კი არაა, არამედ თავის დაზღვევა ელემენტალური smile.gif გამომივა_ხომ კარგი, არ გამომივა და ათასი შურ-ბალღამა ხალხის ნიშნისმოგებას ავირიდებ თავიდან wink.gif რომ დავორსულდი, არავისთვის მითქვამს, უახლოესი ადამიანების გარდა. რაღაც რომ მომხდარიყო, ჩემს ისედაც დამძიმებულ გულს უარესად დაამძიმებდა ბიძაშვილის თანამშრომლის ქვისლების შეკითხვები. ასევე დასტა-დასტა დაწყობილი ახალშობილის ტანსაცმელი.
ამიტომ ძალიან ბევრ ცრურწმენას შეიძლება ედოს მნიშვნელოვანი სარჩული (კამეჩის ქვეშ გაძვრომას და ტრუსიკების დახევას არ ვგულისხმობ ).



Posted by: gvants 26 Sep 2011, 22:16
QUOTE (killer @ 26 Sep 2011, 20:13 )
gvants
QUOTE
ტუ გინდა ადვილად იმშOბიარო, კამეჩის ქვეშ უნდა გაძვრეო

ისე თუ კამეჩის დაჭერა, გაკავება და ქვეშ გაძვრომას მოახერხებ, მერე მშობიარობა მაგარი ადვილი მოგეჩვენება. მართალი იქნება drug.gif drug.gif

ჩემს მეზობელს რომ დაუჯერო, სამშობიაროში მიუყვანეს მასთან ერთად მშობიარეს. ნათესავ-ახლობლებს ევალებათ ამ შემთხვევაში მოყვანა, მშობიარის მოვალეობა მხოლოდ გაძრომაა.

p.s. პმ მოგწერე პედიატრთან დაკავშირებით, რომელიც არ წაგიკითხავს.

Posted by: annak 26 Sep 2011, 22:21
ორსულობასთან კავშირში არაა, მაგრამ რადგან ცრურწმენებზეა ლაპარაკი ყველა ცრურწმენის არ მწამს და ბევრ რამეს შეიძლება არც მივაქციო ყურადღება, მაგრამ ზოგი რაღაცის მჯერა მაგ.
თუ სადმე გასული უკან შევბრუნდი მერე მთელი დღე წაღმა-უკუღმა ვივლი უაზროდ.
არ არსებობს ეს არ გამართლდეს გინდა ვიფიქრო ამაზე და გინდა არა
და კიდევ
QUOTE
უბრალოდ, წინასწარ არ მიყვარს არაფრის კეთება. ყოველთვის ცუდი შედეგები მოაქვს ჩემთვის. რამდენჯერაც ჩემოდანი ჩავალაგე წინასწარ, იმდენჯერ დასვენება ჩამეშალა, რამდენიც წინასწარ გეგმა დავსახე , იმდენი ჩამიფლავდა

ზუსტად ასე ვარ მეც. : (
QUOTE
მოკლედ, როცა რამეს წინასწარ იძახი,შენს გეგმებზე ლაპარაკობ,დემონი ისმენს ამ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებს რომ ჩაგიშალოს ჩანაფიქრი,რომ მრისხანებაში ჩაგაგდოს....ანუ ცოდვაში... დემონს არ შეუძლია ადამიანის ფიქრებში შეღწევა,(ეს მარტო ღმერთს შეუძლია), ამ შემთხვევაში ის ვერაფერს გებულობს ჩვენი გეგმების შესახებ,და ხელ-ფეხი აქვს შეკრული....

ჰო, შეიძლება მართლა ასეა.


Posted by: _siyvarulovna_ 26 Sep 2011, 23:54
არ მჯერა ცრურწმენების, მაგრამ არც აგრესიას არ იწვწევს ჩემში smile.gif

ცრუ რწმენა როგორც ასეთი ძველიდან მოდის, ბებიები, დიდი ბებიები, დიდი დიდი ბებიები, გადმოცემითაა ყველაფერი და არ მგონია ამ დონის სულელები ყოფილიყვნენ რომ ტყვილა ელაყბათ smile.gif

არ ქონდათ არც კომპიუტერი არც ტელევიზორი არც რადიო, ელემენტარული კარტიც კი არ ქონდათ smile.gif ამისდა გამო უფრო დაკვირვებულები იყვნენ, ყველაფერს ყურადღებას აქცევდნენ და აქედან მოდის ეს ყველაფერი....


ისე თუ დააკვირდებით ბევრი რამ რასაც ჩვენ ცრურწმენას ვეძახით არც მთლად მასეა საქმე smile.gif

ნუ კამეჩის ქვეშ გაძრომაზე და შავი კატის გადარბენაზე არ მაქვს ლაპარაკი :დ

Posted by: burkina-faso 27 Sep 2011, 03:34
blblbl
QUOTE
ხო კიდე კაჭკაწის ფრთა უნდა გამოუსვა ბავშვს რომ დაიბადება და მალე დაიწყებს ლაპარაკსო ეგეც გამოცდილია დამარტალაი ორონდ იმდენს ლაპარაკობს ეხვეწებიან გაჩერდიო

შემთხვევით ჩემს მაზლს ხომ არ იცნობ?! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: QoniCo 27 Sep 2011, 10:22
agr_bak
ძალიან კარგი, ჩემი მეუღლეც მასეა, მასზე არ მოქმედებს წინასწარ თქმა, პირიქით ყველაფერი კარგად გამოსდის.... smile.gif მაგრამ მე და ინფოსნაირებიც ვართ.... ჩვენთვის არ შეიძლება არაფრის თქმა, ამას ვგრძნობდი ყოველთვის და ცაგარელმა ჰოროსკოპში რომ მითხრა, ამით უკვე დამიდასტურდა... smile.gif

infinity-infinity
ხოდა ჩვენც ავდგეთ და ენას კბილი დავაჭიროთ.... biggrin.gif თუმცა ხან ისე მიჭირს, მინდა ჩემი ემოციები სხვას უთხრა ხოლმე, მაგრამ ნელნელა ვსწავლოთ თავის მოთოკვას და ემოციების მართვას.... smile.gif

Posted by: nimfunia 27 Sep 2011, 11:48
infinity-infinity
QUOTE
შენ თხის რქა ან ტყუპებიც გექნება დაკონწიალებული აბაა .. ხოდა , მაშინ შენთვის ერთი ახალი ამბავი მაქვს : ასტროლოგია ცრუ მოძღვრებაა და სისულელეა ეკლესიისთვის,

ვაი შენ გაიხარე ოჯახში.ეს რა კარგი''ახალი '' ამბავი მითხარი .. ნუთუ ? biggrin.gif
კოსმოსი - ღმერთია, ისევე როგორც ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო, რასაც ვხედავთ და რისი დანახვაც არ შეგვიძლია. (ახლა არ თქვა კოსმოსი არ არსებობსო biggrin.gif)როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სული, ასევე სამყაროს, კოსმოსს აქვს ერთი სული. ეს სული არის ღმერთი. ეს სული არის სულიწმინდა, რომელიც სრულყოფს მთელ სამყაროს. სულიწმინდა არის ის, რომელიც ამ დაბადებულ სამყაროს – უშველებელ მასას, კოსმოსს აძლევს სრულყოფას, სრულქმნილებას და ინდივიდუალურობას... (ეს ჩემი სიტყვები არაა, და შენ გეცოდინება ალბათ ვისიცაა და გამოიცნობ უეჭველი )


მე ღმერთი მწამს და რა მნიშვნელობა აქვს მას ქრისტე ქვია, ალაჰი თუ ბუდა .ღმერთი ერთია და აქ არაფერ შუაშია ქრისტიანობა ,მისი ბიბლიური ისტორიები, ისევე როგორც ნებისმიერი რელიგისაა და ისევე როგორც ღმერთის სახელის სხვადასახვაობა.ჩვენი რელიგიური მრწამსი ძირითადად ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით განისაზღვრება, რომ გვეცხოვრა ერაყში ვიქნებოდით მუსულმანები, ინდოთში ინდუისტები და ბუდისტები და ასე შემდეგ
ამიტომ ჩემო კი არადა სხვისო კარგო smile.gif აქ შენი სარკაზმი უადგილოა.
.
ცრურწმენა კი ეს ისაა რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენოოოო , ეგ ვოლტერმა თქვა smile.gif
ვისაც გჯერა გჯერათ ვისაც არა არა . აქ რაა საკამათო smile.gif

Posted by: memevar 27 Sep 2011, 14:15
regenbogen
100 პროცენტით გეთანხმები

Posted by: burkina-faso 27 Sep 2011, 17:12
QUOTE
ასტროლოგია ცრუ მოძღვრებაა და სისულელეა ეკლესიისთვის

ეს იმიტომ, რომ ხშირად ბევრ რამეზე "ეკლესიას" (სასულიერო პირებს) პასუხი არ აქვთ, აღმაშენებელი, რომელიც ჩემგან არ გესწავლებათ და საერო პირი იყო, არცერთ "მნიშვნელოვან" გადაწყვეტილებას ასტროლოგიის გარეშე არ ღებულობდა, და კაცმა, რომელმაც "გალობანი სინანულისანი" დაწერა, ვერც "უღმერთობას" (ურწმუნოებას) დავაბრალებთ მგონი.

რადგან თემა ცრურწმენას ეხება, ვიტყვი, რომ ორსულობაში, როცა ჩემთვის (
QUOTE
თხის რქა
) არასასურველ დრეს მივდიოდი ექიმთან, ყოველთვის შეშინებული და დაბნეული ვბრუნდებოდი უკან, "კარგ დრეებში კი აღმოჩნდებოდა, რომ საშიში სულაც არაფერი მჭირდა, ახლა ეს ვისაც უნდა ცრურწმენას დააბრალოს, ვისაც გაუხარდება ურწმუნოებას-მაგრამ საკეისრო რომ ჩემთვის სასურველ დღეს დავნიშნე, იმ დღესვე წამოჯდომა შევძელი, მეორე დღესვე გავიარე, +ბანდაჟი ჩავიცვი, მაშინ როცა გოგოები ისე გაეწერნენ, წელში ნორმალურად ვერ იმართებოდნენ, მე კი აბსოლიტურად უპრობლემოდ გადავიტანე ყველაფერი.
QUOTE
მე ღმერთი მწამს


Posted by: gvants 27 Sep 2011, 17:35
burkina-faso
რომელი დღე იყო სასურველი და არასასურველი, სად იგებდი ამას?

Posted by: arazam 27 Sep 2011, 17:36
სვეტიცხოველში კედელზე 12 ვე ზოდიაქოს ნიშანია მოხატული
ეს ისე smile.gif

Posted by: nino_ninuciii 27 Sep 2011, 17:37
მაგარი სახალისო თემაა

ზოგადად ადამიანები არაფერზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და რამეზე ჩაციკლული

Posted by: Princess 27 Sep 2011, 17:45
arazam
QUOTE
სვეტიცხოველში კედელზე 12 ვე ზოდიაქოს ნიშანია მოხატული

yes.gif
ყველა გარდამავალი (თუ როგორ ქვია) საეკლესიო დღესასწაულის თარიღი (მაგ. აღდგომა) მთვარის კალენდრით დგინდება. ასე რომ ეკლესია და ასტროლოგია ძალიან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ სასულიერო პირები ამას ხმამაღლა არ ამბობენ wink.gif

Posted by: Voila 27 Sep 2011, 17:47

Antigone
QUOTE
აი, ამიტომ უნდა იყო ბუა. კაციშვილი არაფერს არ გასწავლის რა და როგორ - რეაქციის ეშინიათსამაგიეროდ, სახალისო ამბებიც არ მემართება, ა ჟააალ'

კაი რა smile.gif
არავისთან ერთად არ ვცხოვრობ, და ისე, სტუმრად რომ მოვლენ, რაც უნდათ ის ილაპარაკონ smile.gif ზუსტადაც რომ ვხალისობ, მაგაზე მაშინ მომეშლებოდა ნერვები, ვინმესთან ერთად რმ ვცხოვრობდე და მუდმივად ჩამჩიჩინებდეს ამას.

Mafanya
QUOTE
ჩემი მეგობრის დედას უთხრეს ეგ ოღონდ პირიქით, დედას არ უნდა ქონდეს რამე შეკრულიო, და გადაიჭრა ტრუსის რეზინი, შემოხია პერანგი და ასე ნახევრად შიშველი გულშემატკივრობდა შვილს

lol.gif

Posted by: arazam 27 Sep 2011, 17:50
Princess
QUOTE
სასულიერო პირები ამას ხმამაღლა არ ამბობენ

აბობენ იმას რო ასტროლოგიასთან კავშირშია ეკლესია ოღონდ არ გამოიყენოთ წინასწარმეტყველობის სახით smile.gif

Posted by: Voila 27 Sep 2011, 17:51
killer
QUOTE
ისე თუ კამეჩის დაჭერა, გაკავება და ქვეშ გაძვრომას მოახერხებ, მერე მშობიარობა მაგარი ადვილი მოგეჩვენება. მართალი იქნება

ვაიმე lol.gif
QoniCo
QUOTE
შენი კარმის გამო ხდება ეს..

QUOTE
როცა ჩემი ჰოროსკოპი გავიკეთე

მართლა გჯერა ამეების?...

Posted by: Solveig 27 Sep 2011, 18:03
infinity-infinity
QUOTE
კამეჩის ქვეშ ნავარდი

biggrin.gif


Princess
QUOTE
მთვარის კალენდრით დგინდება. ასე რომ ეკლესია და ასტროლოგია ძალიან მჭიდრო კავშირშია

მთვარის კალენდარი რა შუაშია ასტროლოგიასთან, რა საინტერესოა.....

ეკლესია არ აღიარებს ადამიანის ბედის და ხასიათის წინასწარმეტყველებას ზოდიაქოს ნიშნებზე დამოკიდებულებით. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, ადამიანის ბედ-იღბლის განსაზღვრა მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არა იმ თანავარსკვლავედს, რომლის "ნიშნის ქვეშაც" დაიბადა ადამიანი.

სვეტიცხოველზე რომ ზოდიაქოს ნიშნებია მიხატული, მარტივად აღნიშნავს სამყაროს (რომელიც რელიგიური ადამიანისათვის უფლის შექმნილია) შენებას-მზე, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები და პლ;ანეტებიც ხომ სამყაროს ნაწილია.
ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ეკლესია ეთანხმება მაგ. ლომების მბრძანებლურ, ქალწულების პრაგმატულ, სასწორების მერყევ ხასიათს...ან იმას, რომ ადამიანი სანამ დაიბადებოდეს, მანამდეა განსაზღვრული, როგორი ხასიათი ექნება მას, რა სფეროში იმოღვაწებს, როგორ იცხოვრებს პლანეტების აქტიურობის ხანაში და ასე შემდეგ.

Posted by: nimfunia 27 Sep 2011, 18:04
ეს თემა ცრუ -რწმენაზე იყო და როგორც მოსალოდნელი იყო რწმენაზე / რელიგიაზე გადავიდა, რაც სათუთი თემაა . მოდი ამ თემაზე უბრალოდ ვიხალისოთ არა? smile.gif

Posted by: burkina-faso 27 Sep 2011, 18:17
gvants
QUOTE
რომელი დღე იყო სასურველი და არასასურველი, სად იგებდი ამას?

გაზეთიდან "ასავალ-დასავალი" ცაგარელის ჰოროსკოპით ან მისივე მთელი თვის ასტროლოგიური ჟურნალი, აქ უფრო კარგადაა ყოველდღიურ რჩევებზე. მე თავიდან ვერ მოვახერხე ამაში ჩამეხედა, მიუხედავად იმისა, ვოცოდი კარგი იყო, ერთხელ თავად საუბრობდა ექიმთან და ოპერაციებთან შესახებ მნიშვნელბაზე, ავდექი და ხომ ვიცოდი რა დღეებშიც ვიყავი კონსულტაციებზე, მოვიძიე იმ გავლილი დღეების შესახებ მისი პროგნოზები და ზუსტად "დაემთხვა" შედეგები სიხარულისაც და შიშებისაც, მაგრამ ეს დამთხვევა არ შეიძლება იყოს. ხოდა გადავწყვიტე დამედგინა საკეისროსთვის სასურველი დღე და დავრეკე ()ეს ინფორმაცია ორსულთათვის უფასო ყოფილა), ასეც გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, ჩემს გინეკოლოგს 1 კვირით ადრე უნდოდა გამეკეთებინა.

arazam
QUOTE
სვეტიცხოველში კედელზე 12 ვე ზოდიაქოს ნიშანია მოხატული

yes.gif
QUOTE
ეს ისე
ტყუილად არაფერი ხდება
smile.gif

Posted by: MPG 27 Sep 2011, 18:20
QUOTE
მე მითხრეს თმის შეჭრა არ შეიძლება თორემ ბავშვს ხანმოკლე სიცოცხლე ექნებაო.

3-ჯერ შევიჭერი თმა ორსულობისას.
მე მეუბნებოდნენ არ შეიჭრა თმა, თორემ რამდენჯარაც თმას შეიჭრი, იმდენჯერ შემოეხვევა ბავშვს ჭიპლარიო.
2-ჯერ ჰქონდა. მესამედ ეტყობა აღარ ეყო. biggrin.gif სულ ჩემი თმების ბრალი იყო, და არა მისი მოუსვენრობის.

Posted by: agr_bak 27 Sep 2011, 18:56
გოგოებო ძალიან გთხოვთ რელიგიაზე და ასტროლოგიაზე საუბარი გადავდოთ თორემ
1-ვაოფებთ
2-ბოლოს ვიღაცის დავორნვა მომიწევს
არც ერთი მხიბლავს და არც მეორე


ასე რომ ბებიებზე, ''ბულავკებზე'' და კამეჩის ქვეშ გაძრომაზე გავნაგრძოთ ხალისი yes.gif

Posted by: Antigone 27 Sep 2011, 19:47
Voila
არც მეგობრები მყავს ცრუმორწმუნე biggrin.gif ნაცნობებს სახლში რა უნდათ? biggrin.gif აი, ტაქსის მძღოლები თუ გამახალისებენ ხოლმე biggrin.gif

Posted by: burkina-faso 27 Sep 2011, 19:51
agr_bak
QUOTE
ასე რომ ბებიებზე, ''ბულავკებზე'' და კამეჩის ქვეშ გაძრომაზე გავნაგრძოთ ხალისი
ოკ

მდაააა, მაინცადამაინც ორსულზე არაა, მაგრამ დედებს გამოადგებათ smile.gif მოკლედ, თუ მძინარე ბავშვის დატოვება გიწევთო და სხვა ოთახში გადიხართო, ბავშვს დედის ნაცვამი რაიმე ტანსაცმელი უნდა მიაფაროთ, რომ შიშის გამოტირილისგან და ეშმაკისგან დაიცავსო, გუშინ გავიგე smile.gif

Posted by: Annabel 27 Sep 2011, 19:56
burkina-faso
QUOTE
მოკლედ, თუ მძინარე ბავშვის დატოვება გიწევთო და სხვა ოთახში გადიხართო, ბავშვს დედის ნაცვამი რაიმე ტანსაცმელი უნდა მიაფაროთ, რომ შიშის გამოტირილისგან და ეშმაკისგან დაიცავსო, გუშინ გავიგე

ეს იმ თემაში უნდა დაგეწერა, სადაც ბავშვების სხვა ოთახში დაძინებაზეა სჯა-ბაასი biggrin.gif

Posted by: memevar 27 Sep 2011, 20:40
Annabel
გაითვალისწინებდნე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პატარა სადაცა ოტახში ნასვამი კაცი არ უნდა შევიდეს biggrin.gif არც მამა თუ ნასვამია ქიხიაა biggrin.gif

Posted by: Voila 28 Sep 2011, 12:03
Antigone
QUOTE
არც მეგობრები მყავს ცრუმორწმუნე

1-2- ცალი მეგობარი მყავს ,სასწაულების თქმა იციან ხოლმე biggrin.gif არადა, საყვარელი ხალხია, რა ვუყო, მაგისთვის ხომ არ ვაწყენინებ biggrin.gif ვიცინი ჩემთვის გულში smile.gif
მშობიარობის შემდგომ პერიოდში, რაღაცა სტრესი მქონდა, ყველაფერზე ვიგრუზებოდი.
ეხლა ისე მკიდია... უფრო მეტად ვერთობი, თუ მაინცდამაინც ვიღაცა ზღვარს არ გადავა და ეს მოსაზრების გამოთქმა ჩიჩინის ფორმას არ მიიღებს.


Posted by: burkina-faso 28 Sep 2011, 12:09
Annabel
QUOTE
ეს იმ თემაში უნდა დაგეწერა, სადაც ბავშვების სხვა ოთახში დაძინებაზეა სჯა-ბაასი

ეგ თემა მე არ მინახავს და მაშინ გადააკოპირე იქ biggrin.gif

პატარა ბავშვს თავზე არ უნდა აკოცო, თავნება იქნებაო, არც ფეხის გულზე, გვიან გაივლისო, თომას ისეთი პატარა და სასაცილო ფესხები აქვს, გიჟივით ვეცემი და ვკოცნი ხოლმე smile.gif თავზე კოცნა ისედაც მიყვარს სხვა ბავშვებზეც

Posted by: Mafanya 28 Sep 2011, 12:23
ბავშვს რომ პირველად ფრჩხილებს დააჭრით ხომ იცით პიანონიში რომ უნდა ჩაყაროთ? ჭიპლარი სკოლის ეზოში ჩამარხეთ!!! ბავშვს ეყვარება პიანინოზე დაკვრა და ხუთოსანი იქნება chups.gif

Posted by: Voila 28 Sep 2011, 12:30
Mafanya
QUOTE
ბავშვს ეყვარება პიანინოზე დაკვრა

რა ვიცოდი... გიტარაში ჩავყრიდი biggrin.gif

Posted by: tlikina 28 Sep 2011, 12:33
Mafanya
Vეფხისტყაოსანში რო ყრიდნენ ეგეთიც გამიგია biggrin.gif

Posted by: chixuaxua 28 Sep 2011, 12:45
ფეხბურთის მოენდაზეც
ფეხბურთელი გამოვაო user.gif

Posted by: Mafanya 28 Sep 2011, 13:37
tlikina
QUOTE
Vეფხისტყაოსანში რო ყრიდნენ ეგეთიც გამიგია 

ჩვენ გვქონდა იდეა ზოგი ენციკოპედიაში ჩაგვეყარა, ზოგი პიანონიშო, ზოგიც გიტარაში biggrin.gif
chixuaxua
QUOTE
ფეხბურთის მოენდაზეც
ფეხბურთელი გამოვაო 

ეს უკვე სქესის მიხედვითაა, გოგო ფეხბურთელი რად მინდა!

Posted by: gvants 28 Sep 2011, 13:39
ილიას ჭავჭავაძის წიგნში აღმოვაჩინე ჩემი თმა biggrin.gif

ალბათ იფიქრეს, ილიას დაემსგავსებაო biggrin.gif


Posted by: Annabel 28 Sep 2011, 13:40
ეხლა უნდა ვინერვიულო, ვინ იცის ჩემი შვილების ფრჩხილები სადაა მიმოფანტული.
რანი გამოვლენ ნეტავ?

Posted by: Princess 28 Sep 2011, 13:45
Solveig
მთვარის კალენდარი მთვარის ფაზებზეა აგებული და რა არის აბა? რომელ მეცნიერებას მიეკუთვნება smile.gif
Solveig
QUOTE
თანავარსკვლავედები და პლ;ანეტებიც ხომ სამყაროს ნაწილია

ხო მაგრამ სვეტიცხოველზე ზოდიაქოს ნიშნებია და არა პლანეტების ან თანავარსკვლავედების ნიშნები

QUOTE
ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ეკლესია ეთანხმება მაგ. ლომების მბრძანებლურ, ქალწულების პრაგმატულ, სასწორების მერყევ ხასიათს...ან იმას, რომ ადამიანი სანამ დაიბადებოდეს, მანამდეა განსაზღვრული, როგორი ხასიათი ექნება მას, რა სფეროში იმოღვაწებს, როგორ იცხოვრებს პლანეტების აქტიურობის ხანაში და ასე შემდეგ.


კი ამაში გეტანხმები, არ ეტანხმება მაგრამ როცა სჭირდება, მშვენივრად იყენებს თქო.

agr_bak
QUOTE
გოგოებო ძალიან გთხოვთ რელიგიაზე და ასტროლოგიაზე საუბარი გადავდოთ თორემ

გავაოფე მე, პარდონ user.gif

ცრურწმენების არ მჯერა დიდად, მაგრამ ქათმის ნაღველზე რომ ამბობენ, სადაც მოხვდება ორსულ ქალს, ბავშვს იქ ლაქა ექნებაო..
მართალია ეს რგოორც ვიცი

Posted by: Mafanya 28 Sep 2011, 14:06
QUOTE
ცრურწმენების არ მჯერა დიდად, მაგრამ ქათმის ნაღველზე რომ ამბობენ, სადაც მოხვდება ორსულ ქალს, ბავშვს იქ ლაქა ექნებაო..
მართალია ეს რგოორც ვიცი

ქათმის ნაღველი სად უნდა იშოვოს ორსულმა ქალმა?

Posted by: ინფინიტი 28 Sep 2011, 14:06
nimfunia
QUOTE
კოსმოსი - ღმერთია, ისევე როგორც ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო, რასაც ვხედავთ და რისი დანახვაც არ შეგვიძლია. (ახლა არ თქვა კოსმოსი არ არსებობსო )როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სული, ასევე სამყაროს, კოსმოსს აქვს ერთი სული. ეს სული არის ღმერთი. ეს სული არის სულიწმინდა, რომელიც სრულყოფს მთელ სამყაროს. სულიწმინდა არის ის, რომელიც ამ დაბადებულ სამყაროს – უშველებელ მასას, კოსმოსს აძლევს სრულყოფას, სრულქმნილებას და ინდივიდუალურობას... (ეს ჩემი სიტყვები არაა, და შენ გეცოდინება ალბათ ვისიცაა და გამოიცნობ უეჭველი )


ეგ თეორია და ბებიაჩემის რწმენა, რომ თუ ხელისგული აეფხანება, ფული შემოუვა , ერთ კატეგორიაში გადის . დაჟე შეიძლება ბებიაჩემმა უფრო დაამტკიცოს თავისი სიმართლე, რამდენჯერმე პენსია მოუტანეს მაგ დღეს givi.gif სულიწმინდა რომ კოსმოსია და ჩვენი აზრები იქ მიდის და მერე ისევ მოფრინავს, ისეთივე დაუდასტურებელი მოვლენაა, როგორც ნებისმიერი ცრურწმენა . ასე რომ, მშვიდად smile.gif

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:09
infinity-infinity
QUOTE
რომ თუ ხელისგული აეფხანება, ფული შემოუვა ,

ეგ მარცხენა ხელისგული და თუ მარჯვენა, მაშIნ სტუმარი მოდის givi.gif

წინასწარ თქმაზე კიდე, მეც პირიქით, რასაც ვიტყვი, მისრულდება biggrin.gif ნუ პრინციპშI, ჯერ არაფერი ყოფილა ისეთი, რომ ენისთვის კბილი დამეჭირა დრომდე და ნუ შედარების საშუალება არ მაქვს biggrin.gif

პ.ს. არ მჯერა არც ერთო ცრურწმენის...

პ.პ.ს. თუმცა ქათმის ნაღველისთვის ხელის მოკიდებაზე მაინც თავს შევიკავებდი biggrin.gif

Posted by: justdoit 28 Sep 2011, 14:15
ვაი უბედურო ჩემო თავოოოოოოოოოოო

Posted by: Antigone 28 Sep 2011, 14:15
Neno_
QUOTE
წინასწარ თქმაზე კიდე, მეც პირიქით, რასაც ვიტყვი, მისრულდება biggrin.gif ნუ პრინციპშI, ჯერ არაფერი ყოფილა ისეთი, რომ ენისთვის კბილი დამეჭირა დრომდე და ნუ შედარების საშუალება არ მაქვს biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif

ნენოოოოო smile.gif)))))))
QUOTE
პ.პ.ს. თუმცა ქათმის ნაღველისთვის ხელის მოკიდებაზე მაინც თავს შევიკავებდი biggrin.gif

ნუ, ეს ნენოკომიკის კანონია (ნენოს ეკონიმიკა biggrin.gif)

Posted by: blblbl 28 Sep 2011, 14:23
Mafanya
QUOTE
ქათმის ნაღველი სად უნდა იშოვოს ორსულმა ქალმა?

ქათმის გამოშიგვნის დროს

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:29
Antigone
QUOTE
ნუ, ეს ნენოკომიკის კანონია (ნენოს ეკონიმიკა )

biggrin.gif

2kiss.gif

Posted by: QoniCo 28 Sep 2011, 14:34
QUOTE (Voila @ 27 Sep 2011, 17:51 )
QoniCo
QUOTE
შენი კარმის გამო ხდება ეს..

QUOTE
როცა ჩემი ჰოროსკოპი გავიკეთე

მართლა გჯერა ამეების?...


კი... smile.gif

Solveig
გიპასუხებდი, მაგრამ მოდერმა არაო... wink.gif

Posted by: Mafanya 28 Sep 2011, 14:36
blblbl
QUOTE
Mafanya
QUOTE
ქათმის ნაღველი სად უნდა იშოვოს ორსულმა ქალმა?


ქათმის გამოშიგვნის დროს


გავიგე user.gif

Posted by: ათულია 28 Sep 2011, 14:40

QUOTE
თუმცა ქათმის ნაღველისთვის ხელის მოკიდებაზე მაინც თავს შევიკავებდი

+1


Posted by: burkina-faso 28 Sep 2011, 15:10
QUOTE
ჩვენ გვქონდა იდეა ზოგი ენციკოპედიაში ჩაგვეყარა, ზოგი პიანონიშო, ზოგიც გიტარაში 
chixuaxua
QUOTE
ფეხბურთის მოენდაზეც
ფეხბურთელი გამოვაო 

ეს უკვე სქესის მიხედვითაა, გოგო ფეხბურთელი რად მინდა!

ამაზე გამახსენდა,: ბავშვი 1 წლის რომ გახდება, ფურცელზე დაწერილი რამდენიმე პროფესია უნდა დაუყარო ხალიჩაზე და რომელსაც ამოირჩევს, იმ პროფესიის იქნებაო, ხოდა ნათესავმა ოჯახმაც გააკეთეს, დედამ იეშმაკა და აქაოდა ჩემი გოგო ჩემივე პროფესიის მინდაო, რამდენიმე "ქორეოგრაფი" დაწერა ფურცელზე, დანარჩენი კი სხვადასხვა პროფესიები. ბავშვმაც აიღო ერთი დაჭმუჭნული ფურცელი და მამას ვერ ასულიერებენ ისე იცინის, თურმე ბავშვს აუღია "ჯარისკაცი", მისი საქმიანობა smile.gif გოგო ახლა წლინახევრისაა და დედა დღემდე იმედგაცრუებული biggrin.gif

Posted by: regenbogen 28 Sep 2011, 15:26
მაგ ქათმინ ნაღველის გამო,ჩემს ქმარს იმხელა ნიშანი აქვს ზურგზე... rolleyes.gif ნაღდად მჯერაა...ჩემმა დედამთილმა მითხრა,მაინტერესებდა მართალი თუ იყოო და ზურგზე მოვისვი ორსულმაო...ჰოდა რომ დაიბადა იმ ადგილას ზუსტად ჰქონდა ნიშანიო...თავიდან პატარა და რომ გაიზარდა ეგ ნიშანიც გადიდდა და ეხლა რაღაც უცნაური სამკუთხედის ფორმა აქვს და სულაც არ მხიბლავს....მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარების სურვილი არასოდეს გამჩენია...

Posted by: nimfunia 28 Sep 2011, 15:29
infinity-infinity
QUOTE
სულიწმინდა რომ კოსმოსია და ჩვენი აზრები იქ მიდის და მერე ისევ მოფრინავს, ისეთივე დაუდასტურებელი მოვლენაა, როგორც ნებისმიერი ცრურწმენა . ასე რომ, მშვიდად

რა არის ჭეშმარიტება ეგ არავინ არ იცის , ასე რომ მშვიდად smile.gif

Posted by: RM_FAN 28 Sep 2011, 15:36
აუ ქათმის ნაღველზე მეც შემოგეჭრებით biggrin.gif დედაჩემს არ ჯერა საერთოდ ცრურწმენების. ორსულობისას რომ უთქვამთ, ნაღველს ხელი არ მოკიდო, თორემ ბავშვს ლაქა დაემჩნევაო, სპეციალურად მოუსვამს ხელი ფეხზე. უნდოდა დაემტკიცებინა რომ სისულელე იყო. ხოდა ახლა ფეხზე ზუსტად იმ ადგილას მაქვს ლაქა, კიდევ კარგი ძაან შესამჩნევი არაა, თორე ვანახებდი მერე ექსპერიმენტებს biggrin.gif


ჰო დღეს კიდევ მომეშალა ნერვები. ბიძაშვილის შვილი გახდა დღეს ერთი წლის და იდიოტური ცრურწმენის გამო დაბადების დღეს არ უხდიან, ის კი არა მილოცვაც არ შეიძლებოდა თურმე vis.gif

Posted by: chixuaxua 28 Sep 2011, 15:42
აუ, გავგიჟდი biggrin.gif ვინმე ექიმი არ არის აქ რომ ახსნას რატომ ჩნდება ლაქა იქ, სადაც დედა ისვამს ნაღვლიან (biggrin.gif) ხელს?
jump.gif

Posted by: ქეთუ 28 Sep 2011, 15:45
chixuaxua მეც მაქვს მაგის დამსახურებით ორი ლაქა biggrin.gif მგონი იმდენმა დაამოწმა რო ცრურწმენა არ არის biggrin.gif

Posted by: Antigone 28 Sep 2011, 15:47
ექიმი მთლად არა, მაგრამ ერთმა შეიძლება ახსნას ეს მხოლოდ.

Solveig- ა ვსტუძიუ! აქ ისმის ტაში

Posted by: chixuaxua 28 Sep 2011, 15:52
ქეთუ
ეჭვიც არ მეპარება რომ ცრურწმენა არ არის, მაგიტომ მინდა ახსნა biggrin.gif
QUOTE
Solveig

jump.gif

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 15:56
chixuaxua
QUOTE
დედა ისვამს ნაღვლიან () ხელს?

lol.gif

ხო რა, მეც უკვე იმდენჯერ გავიგე ეს ექსპერიმენტები და გამართლებები, რომ მჯერასავით რა biggrin.gif

Posted by: ვასასი 28 Sep 2011, 16:08
ორსულად რომ ვიყავი დედამ იდუმალი ხმით მითხრა: მოდი ცოტა ნაღველი წაისვი ბარკალზე, ვნახოთ რა იქნება ჰა? spy.gif - რაზეც სასტიკი უარი ვუთხარი. ვერ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. biggrin.gif

Posted by: burkina-faso 28 Sep 2011, 16:28
chixuaxua
QUOTE
აუ, გავგიჟდი  ვინმე ექიმი არ არის აქ რომ ახსნას რატომ ჩნდება ლაქა იქ, სადაც დედა ისვამს ნაღვლიან () ხელს?

არამგონია ექიმმა ახსნას, რადგან ეგ მედიცინასთან კავშირში არაა, ვერც არხნის და არც, მხოლოდ გაეცინება და იტყვის, რომ ცრურწმენაა.აქ ისინიც კი, ვინც ამბობს, სრუმორწმუნე არ ვარო, ამბობენ, რომ თავს შეიკავებენ მსგავსი ექსპერიმენტებისგან? ხოდა მაშინ რატომ? იმიტომ, რომ ცრურწმენაა, მართლრწმენა თუ რაც გვინდა ვუწოდოთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ სინამდვილეს შეესაბამება და რადგან თავს იკავებენ ექსპერიმენტებისგან, გულის სიღრმეში სჯერათ და ეშინიათ(საფუძვლიანადაც, რადგან მეც მყავს ასეთი ექსპერიმენტის შედეგად დამახინჯებული ადამიანი ნანახი, რომელსაც ეს რაღაც გაურკვეველი ფორმის ნიშანი თუ ლაქა სახეზე ქონდა, და ბავშვის ზრდასთან ერთად გაიზარდა, თითქმის მთელი ლოყა მარჯვენა მხარეს მოლურჯო-მოშავო ფერისაა, დედას კი სურდა მხოლოდ პატარა ლამაზი "ნიშანი" ქონოდა გოგონას თეთრ სახეზე)

Posted by: Princess 28 Sep 2011, 16:35
chixuaxua
ალბათ რაღაც ნივთიერებას შეიცავს ნაღველი და მაგიტომ ჩნდება ლაქა...
სხვა რა უნდა იყოს?

Mafanya
ჩორტ ევო ზნაეტ, რატომ ხდება? biggrin.gif
არადა ხომ ხდება არა?!

სოლვეიგ მოდი აგვიხსენი smile.gif

Posted by: Mafanya 28 Sep 2011, 16:38
QUOTE
ალბათ რაღაც ნივთიერებას შეიცავს ნაღველი და მაგიტომ ჩნდება ლაქა...

ხო მაგრამ დედას უნდა გაუჩნდეს მაშინ ლაქა სადაც წაისვამს, როგორ ხვდება ის ნივთიერება რომ მუცელში ჩაძვრეს და ბავშვს მიეცხოს შესაბამის ადგილას სადაც დედამ წაისვა

Posted by: Solveig 28 Sep 2011, 16:44
Antigone
QUOTE
ექიმი მთლად არა, მაგრამ ერთმა შეიძლება ახსნას ეს მხოლოდ.

Solveig- ა ვსტუძიუ! აქ ისმის ტაში


იაკუბოვიჩის ხმით, არა? biggrin.gif
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე არ მჯერა მაგ ნაღვლის მოცხების.

ლაქები ისედაც უვითარდებათ ადამიანებს. არანაირი ნაღველი არ წაუცხია დედაჩემს, მაგრამ მაქვს ლაქა.

ადრე ეგეთი ლაქები ბედნიერების მომტანად ითვლებოდა (მეტი რა ვუთხარი მაგ ლეგენდის მომგონს), უცხო თვალი არ უნდა მოხვდეს, არ გათვალოს და ბედნიერება არ დაიკარგოსო და ასე შემდეგ biggrin.gif biggrin.gif

შეიძლება, ვიღაცამ ექსპერიმენტი ჩაატარა და დაემთხვა. ეგაა და ეგ.

მაგაზე გაცილებით მეტი იქნება "არდამთხვევა" და კიდევ უფრო მეტი ისეთი ადამიანების რიცხვი, ვისაც ექსპერიმენტები არ უტარებია, მაგრამ მაინც აქვთ ზოგს ლაქა, ზოგს ჰემანგიომა და ასე შემდეგ.


burkina-faso
QUOTE
გულის სიღრმეში სჯერათ და ეშინიათ(საფუძვლიანადაც, რადგან მეც მყავს ასეთი ექსპერიმენტის შედეგად დამახინჯებული ადამიანი ნანახი, რომელსაც ეს რაღაც გაურკვეველი ფორმის ნიშანი თუ ლაქა სახეზე ქონდა, და ბავშვის ზრდასთან ერთად გაიზარდა, თითქმის მთელი ლოყა მარჯვენა მხარეს მოლურჯო-მოშავო ფერისაა, დედას კი სურდა მხოლოდ პატარა ლამაზი "ნიშანი" ქონოდა გოგონას თეთრ სახეზე)

ჰო, სულ ნაღვლის მოცხება იზამდა მაგას....

თაგვის ნაღველი მოქმედებს ნეტავ? თავიდან სულ სკდებოდა და მეწუწებოდა ხელზე, მართალია, ხელთათმანზე, მაგრამ სადაც კანის და კუნთის ამდენი ფენა უნდა გაიაროს და ნაყოფზე გადავიდეს, იქ თხელი ხელთათმანი რას დაიცავს ადამიანს.

Posted by: KaTeRiN 28 Sep 2011, 16:53
ჩემს შვილს აქვს კაპილარული ჰემანგიომა ხელზე და სოფელში ყველამ ერთხმად დაასკვნა რომ ქათმის ელენთა თუ ნაღველი?თუ რაღაც მოვისვი თურმე vis.gif

Posted by: chixuaxua 28 Sep 2011, 16:56
burkina-faso
QUOTE
მხოლოდ გაეცინება და იტყვის, რომ ცრურწმენაა.

Solveig
QUOTE
მე არ მჯერა მაგ ნაღვლის მოცხების.

ლაქები ისედაც უვითარდებათ ადამიანებს. არანაირი ნაღველი არ წაუცხია დედაჩემს, მაგრამ მაქვს ლაქა.

biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 28 Sep 2011, 18:00
nimfunia
QUOTE
რა არის ჭეშმარიტება ეგ არავინ არ იცის , ასე რომ მშვიდად 


მე მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის თქვი ახლა თავად , რაზედაც გელაპარაკებოდი smile.gif

ამოვწურე თემა . მგონი ბოლომდე ვერც მიხვდი, კამათი საით წავიყვანე biggrin.gif



Neno_
QUOTE
წინასწარ თქმაზე კიდე, მეც პირიქით, რასაც ვიტყვი, მისრულდება  ნუ პრინციპშI, ჯერ არაფერი ყოფილა ისეთი, რომ ენისთვის კბილი დამეჭირა დრომდე და ნუ შედარების საშუალება არ მაქვს

lol.gif lol.gif


ნაღველს რაც შეეხება, ღორის დაკვლაზე ვიყავიო , ჩემმა დედამთილმა და ინტერესის გამო თითი დავადე, მერე მაისური წამოვიწიე და ფრთხილად მივიდე ფერდზეო biggrin.gif ზუსტად მანდ აქვს ჩემს ქმარს პატარა ლაქა, თითის სისქე.
პირადად მყავს ბავშვი ნანახი, რომელსაც სახეზე ათი თითი ემჩნევა მკრთალ წითლად . როგორც დედამისი იხსენებდა , ნაღველი გაუსკდა ქათმის გაკეთებისას, მერე შეეშინდა, ხელები გადაიბანა და თან პირზეც ჩამოვისვი ხელიო . ეგრე აქვს ჩამოსმული ბავშვს. რომ არ მენახა, არც დავიჯერებდი.

Posted by: nimfunia 28 Sep 2011, 18:09
infinity-infinity
ნუ სად შეგვიძლია ამდენ-შენდენი biggrin.gif
თემა შენ განავრცე და თუ თავად ხურავ უკეთესი smile.gif

Posted by: burkina-faso 28 Sep 2011, 19:06
Solveig
QUOTE
ლაქები ისედაც უვითარდებათ ადამიანებს. არანაირი ნაღველი არ წაუცხია დედაჩემს, მაგრამ მაქვს ლაქა.

ეგრე ზოგს უამრავი ხალი აქვს, ზოგს სულ არა, ან ზოგის ავთვისებიანია, ზოგიც კეთილი, მაგეებზე არავინ დაობს, მაგრამ
QUOTE
ვიღაცამ ექსპერიმენტი ჩაატარა და დაემთხვა. ეგაა და ეგ.
თუ რამდენჯერმე რომ ერთიდაიგივე განმეორდა, მერე დააკვირდნენ? აბა კარგად დავფიქრდეთ, რატო მოუვიდოდა ადამიანს აზრად, მოდი ახლა მე ნაღველიან ხელს წავისვამ და დაველოდები რა მოხდებაო?! პირიქით უფრო ლოგიკური არ გამოდის? თან დამთხვევა 1ჯერ, 2ჯერ, ჰა 3ჯერ, მაგრამ 8ჯერ?
biggrin.gif სიტყვა "დამთხვევა" და "ათასჯერ მომხდარი" ნამდვილად საპირისპიროა
QUOTE
ჰო, სულ ნაღვლის მოცხება იზამდა მაგას....

მე მისივე ნათქვამი ვიცი, თორემ კითხვას როგორ გავბედავდი ეგ საშინელება რა არისთქო, ან როგორ ფიქრობ, ასეთი რამე ქონდა და ექიმთან სულ არ იქნებოდა იმის გასაგებად, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და რისგან? მაგრამ, როცა რაიმეზე პასუხი არ გვაქვს, უფრო ადვილია ვთქვათ
QUOTE
მე არ მჯერა
, ვიდრე ვაღიაროთ, რომ სამყაროში ჩვენგან დამოუკიდებლად ისეთი რამეები ხდება, რაც აუხსნელია

Posted by: Solveig 28 Sep 2011, 20:07
infinity-infinity
QUOTE
ნაღველი გაუსკდა ქათმის გაკეთებისას, მერე შეეშინდა, ხელები გადაიბანა

და ამის მერე მაინც დააჩნდა ლაქა ბავშვს..

ხელებზეც ეცხებათ ნაღველი, სანამ სადმე მოისვამდენენ...თითებზე აქვს ლაქა ვინმეს?


კარგი რა, მართლა კარგი.....


burkina-faso
QUOTE
სამყაროში ჩვენგან დამოუკიდებლად ისეთი რამეები ხდება, რაც აუხსნელია

ნაღვლის მოცხება და ვითომდა ამის გამო ნაყოფისათვის ლაქის განვითარება არის აბსურდი, სრული.

ვისაც სურს, დაიჯეროს.....



ხალხი სიგარეტს არ იძრობს პირიდან, ალკოჰოლურ სასმელს და ათასგვარ ნაყარნუყარს ჭამს, თმას იღებავს, მათეთრებელ კრემებს ისვამს და ავტორუჯს კიდევ..... და იმაზე არ ფიქრობენ, რომ ამან მართლა შეიძლება ავნოს მბავშვს....სამაგიეროდ, ცხადად აქვს გადგმული ფეხი ცრურწმენას, რომ ნაღვლის მოცხებით კანზე ბავშვს ლაქა გაუჩნდება და კალმახის ჭამით ხალები დააჩნდება, ან კიდევ თმა რომ შეიჭრად დედამ, ბავშვი მალე მოკვდება

vis.gif
...............

Posted by: tamar1586 28 Sep 2011, 21:25
ჩემთვის კი აბსოლუტურად გაუგებარი ფენომენია ის დედა(თუ მომავალი დედა), რომელიც ამ ცრურწმენის შემოწმების მიზნით ნაღველს ისვამს(სად ისვამს რა მნიშვნელობა აქვს). აი, მართლა არ მესმის მაგ ხალხის და მომკალით.

მერე ბავშვს მართლა რომ დააჩნდეს რამე ლაქა, საინტერესოა როგორი სახით უხსნიან დადაღულ შვილს, ცრურწმენა მაინტერესებდა გამრთლდებოდა თუ არა და უი, თურმე მართალი ყოფილაო mad.gif

არ აქვს მნიშვნელობა, გჯერა თუ არა ცრურწმენების. რატომ უნდა გააკეთო ეგეთი რამე ვერ ვხვდები უბრალოდ, არადა, ბევრისგან გამიგია გაბრწყინებული სახეებით როგორ ყვებიან ხოლმე, ქათამი(თუ რაცაა) მოვისვი და იმიტომ აქვს ჩემს შვილს ჩემხელა ლაქაო vis.gif

Posted by: ინფინიტი 28 Sep 2011, 21:43
Solveig
ეჰ, რა ვი mo.gif მეც ეგ არ მიკვირს? ბევრზე კი გამიგია და მინახავს და ვერ ვხსნი მაგ ფენომენს mo.gif თუმცა , ასი პროცენტით გენდობი , რა თქმა უნდა biggrin.gif

Posted by: Antigone 28 Sep 2011, 21:44
ვინმემ უნდა გამოპუტოს ეს ქათამი, გამოაგლიჯოს ნაღველი და ბარკალზე დაიწეროს: მაპატიე, შვილო.

აი, ეს იქნება ნამდვილი ტესტი. სხვა ყველაფერი მითოლოგიაა.

Posted by: tamar1586 28 Sep 2011, 21:54
Antigone
QUOTE
ვინმემ უნდა გამოპუტოს ეს ქათამი, გამოაგლიჯოს ნაღველი და ბარკალზე დაიწეროს: მაპატიე, შვილო.


კარგი, შენი ჭირიმე, ის ექსპერიმენტატორი დედები მაგასაც იზამენ, ჭკუა კი არ დაუშლით. კიდევ იდეების მიწოდება უნდათ მაგათ?
ჰოდა, წამოვა მერე დაბადებიდან ტატუირებული ბავშვების თაობა, რა იცი რა ხდება vis.gif

Posted by: agr_bak 28 Sep 2011, 22:07
Solveig
QUOTE
ხელებზეც ეცხებათ ნაღველი, სანამ სადმე მოისვამდენენ...თითებზე აქვს ლაქა ვინმეს?

+1






Posted by: Solveig 28 Sep 2011, 23:40
Antigone
QUOTE
ვინმემ უნდა გამოპუტოს ეს ქათამი, გამოაგლიჯოს ნაღველი და ბარკალზე დაიწეროს: მაპატიე, შვილო.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif up.gif

Posted by: ვასასი 29 Sep 2011, 11:18
ჩემი დედამთილი ორსულად რომ იყო, მამამთილი დაბრუნებულა ღორის დაკვლიდან ნაქეიფარი, (დაკვლაშიც მონაწილეობდა და ნაღველზეც ქონია ხელი შეხებული) ჩემი დედამთილისთვის მოფერება დაუწყია და ბაყვში ამოუსვია ხელი, ამის შედეგად ჩემს მულს ბაყვშივე ოდნავ წითლად ეტყობა (შევამოწმე) ხუთივე თითი.

Posted by: tamusinka 29 Sep 2011, 12:19
ორსული ქალისთვის ღორდანაკლავი ხელი რო არ ამოესვა , თან ბაყვში biggrin.gif არ შეიძლებოდა? smile.gif)) ტუტუცი ეგა biggrin.gif

ჩემ ქმარსაც აქვს ლაქა, დედამისმაც თავის დროზე შეამოწმა ნაღვლის მოქმედება.

ჩემ შვილს კიდე ლოყები ეჩუტება სიცილის დროს და სოფელში ყველა მეკითხება, კვერცხი მოიპარეო? biggrin.gif

Posted by: ათულია 29 Sep 2011, 12:24
tamusinka
QUOTE
ორსული ქალისთვის ღორდანაკლავი ხელი რო არ ამოესვა , თან ბაყვშიარ შეიძლებოდა? )) ტუტუცი ეგა

lol.gif boli.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 29 Sep 2011, 12:54
tamusinka

QUOTE
ორსული ქალისთვის ღორდანაკლავი ხელი რო არ ამოესვა , თან ბაყვში  არ შეიძლებოდა?


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

up.gif

Posted by: ვასასი 29 Sep 2011, 13:52
ორსულობისასა კურდღლის ჩახოხბილი გააკეთა დედამთილმა და მე არ მაჭამა: ბავშვს კურდღლის ტუჩი არ გამოყვესო, დამტოვეს მშიერი biggrin.gif

Posted by: burkina-faso 29 Sep 2011, 16:47
deida_vasasi
QUOTE
ორსულობისასა კურდღლის ჩახოხბილი გააკეთა დედამთილმა და მე არ მაჭამა: ბავშვს კურდღლის ტუჩი არ გამოყვესო, დამტოვეს მშიერი 

ხოდა მადლობა თქვი biggrin.gif
არ ვარგა ნანადირევი ორსულისთვისო, მეც არ გამასინჯეს ჯიხვის ხორცი smile.gif.

QUOTE
ჩემ ქმარსაც აქვს ლაქა, დედამისმაც თავის დროზე შეამოწმა ნაღვლის მოქმედება.

ხო, ქათმის შემთხვევაში ლაქა უფრო ღია ვარდისფერია და საქონლის მუქიო

Posted by: agr_bak 29 Sep 2011, 22:19
QUOTE
ღორდანაკლავი ხელი

საინტერესოა ნაღველმონაკიდ ხელს მოქმედების ვადა რამდენი აქვს ის დღ მოქმედებს თუ მეორე დღსაც მიყვება ძალა? lol.gif

Posted by: Neno_ 29 Sep 2011, 23:41
agr_bak
QUOTE
საინტერესოა ნაღველმონაკიდ ხელს მოქმედების ვადა რამდენი აქვს ის დღ მოქმედებს თუ მეორე დღსაც მიყვება ძალა?

ისე ხო, ე! lol.gif

იმ წამს ღორიანი ხელებით ხო არ ეცემოდა ცოლს ბაყვზე lol.gif

დაბანა არ შველის ეტყობა, დეზინფეცია უნდა ჩაიტარო, მარა მაშინ ყველას, ვისაც 1 წერტილი მაინც აქვს ეგ ლაქები, წესით, ლეოპარდივით უნდა იყვნენ დაფოთლილები, აბა დავიჯერო, მთელი დღე არც ერთ სხვა შიშველ ადგილას არ დაიდო დედამ "ნაღვლიანი ხელი"? lol.gif

ნაღვლიანი ხელები - ჩემი სიცილის მუზა გახდა, გაიხარე ჩიხუ biggrin.gif

Posted by: sapple 29 Sep 2011, 23:46
ის გაგიგიათ რომ მსხლის ჭამა თურმე შავ და თმიან ბავშვს აჩენს და ვაშლი თეთრს?თურმე მაგიტომ არის ჩემი ქმარი თეთრი და ჩემი მული შავი smile.gif

Posted by: Annabel 30 Sep 2011, 00:48
QUOTE
ის გაგიგიათ რომ მსხლის ჭამა თურმე შავ და თმიან ბავშვს აჩენს და ვაშლი თეთრს

მთელი ორსულობა, რომ ვაშლს წამლად ვიყრიდი სტომაქში, იმიტომ მყავს ქერა ბავშვები. yes.gif



Posted by: agr_bak 30 Sep 2011, 13:04
Neno_
QUOTE
"ნაღვლიანი ხელი"

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: merkantil 30 Sep 2011, 13:08
Neno_
QUOTE
ნაღვლიანი ხელები
lol.gif lol.gif
მართლა არავის უფიქრია ნაღვლიან ხელებზე? თუ მაინცდამაინც უნდა მიის-მოისვა?biggrin.gif

Solveig
QUOTE
თაგვის ნაღველი მოქმედებს ნეტავ? თავიდან სულ სკდებოდა და მეწუწებოდა ხელზე, მართალია, ხელთათმანზე, მაგრამ სადაც კანის და კუნთის ამდენი ფენა უნდა გაიაროს და ნაყოფზე გადავიდეს, იქ თხელი ხელთათმანი რას დაიცავს ადამიანს.


biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Voila 30 Sep 2011, 14:41
sapple
QUOTE
ის გაგიგიათ რომ მსხლის ჭამა თურმე შავ და თმიან ბავშვს აჩენს და ვაშლი თეთრს?თურმე მაგიტომ არის ჩემი ქმარი თეთრი და ჩემი მული შავი

ორივე რომ ჭამო, რა გამოვა? biggrin.gif


Posted by: burkina-faso 30 Sep 2011, 14:50
Voila
QUOTE
ორივე რომ ჭამო, რა გამოვა?

მულატი smile.gif

ხო, ეგრე მეც მეუბნებოდნენ, ყავა არ დალიო ნალექიანი, შავი ბავშვი იქნებაო smile.gif, მაინც არ ვარ მაგის მოყვარული, მაგრამ დაბალი წნევის გამო ვსვამდი დღეში 1ჯერ, არადა იმდენ "ყავისტებს" ვიცნობ და მშვენიერი თეთრი ბავშვები ყავთ smile.gif

Posted by: Voila 30 Sep 2011, 15:03
burkina-faso
QUOTE
იმდენ "ყავისტებს" ვიცნობ და მშვენიერი თეთრი ბავშვები ყავთ

ნალექიანსაც ვსვამდი და უნალექოსაც. იცი რა თეთრი ბავშვი მყავს? biggrin.gif
QUOTE
მულატი

ან ზოლიანი... smile.gif

Posted by: gvants 30 Sep 2011, 15:14
QUOTE
ნალექიანსაც ვსვამდი და უნალექოსაც. იცი რა თეთრი ბავშვი მყავს?

+1

------------

Posted by: agr_bak 30 Sep 2011, 15:16
Voila
QUOTE
ორივე რომ ჭამო, რა გამოვა?

ზებრა გაგიჩნდება yes.gif
* * *
burkina-faso
QUOTE
ყავა არ დალიო ნალექიანი, შავი ბავშვი იქნებაო

სადაც თაფლი არ ჭამო დრობლიანი იქნებაო
იქაც ყავით კი უნდა გამოვიდეს შAვი

მოკლედ მე მივხვდი რასაც ვჭამთ ბავშვს თავზე ეყრება პირდაპირ
ანუ საშვილოსნო არაფერ შუაშია, კუჭში ვართ ორსულად givi.gif
მაგრამ ნაღვლიან ხელებს მაინც ვერაფერი მოვუხერხე rolleyes.gif

Posted by: pravinia 30 Sep 2011, 15:24
agr_bak

QUOTE

კუჭში ვართ ორსულად

lol.gif
ზუსტად!
აზრზე ხარ ჭარხალი და სტაფილო რას უზამს ბავშვს? biggrin.gif

როგორც მივხვდი აბეზარი და "ტაქტიანი" დედამთილები, თავიანთ წიკებს ასეთი გზით ახვევენ თავს რძლებს და ვისაც ვერ ასწავლეს რომ საკვების მომზადებისას ხელები ზედ კი არ უნდა შეიხოცო, უნდა დაიბანო და ა.შ. იმათ ნაღვლით და მისთანებით აშინებენ biggrin.gif
თან ორსული ქალი რომ მგრძნობიარეა ყველასთვის ცნობილია და დადის მერე ლეგენდები smile.gif

Posted by: burkina-faso 30 Sep 2011, 15:24
agr_bak
QUOTE
ანუ საშვილოსნო არაფერ შუაშია, კუჭში ვართ ორსულად

lol.gif lol.gif lol.gif
მაგაზე გამახსენდა, სტუმრად ვიყავი და იქ ორსულს დედამთილი ეუბნებოდა ცოტა უცნაური კილოთი, ნუ გადამრიე გოგო, რამდენ მაროჟნს ჭამ, გეეყინება ბაღანას თავიო, მერე მომიბრუნდა და ერთ შვილიშვილზე მითხრა, რაც ეს კანფეტს ჭამს, დეეწებება მალე ტრაკიო (უკაცრავად) biggrin.gif

QUOTE
მაგრამ ნაღვლიან ხელებს მაინც ვერაფერი მოვუხერხე

გამოუცნობი ფენომენია

Posted by: agr_bak 30 Sep 2011, 15:40
burkina-faso
QUOTE
რამდენ მაროჟნს ჭამ, გეეყინება ბაღანას თავიო,

ორსულს უნდა ეპასუხა:
''აბა კიიი, მატყუეეებ, ეხომ მითხრა რომ ბავშვი თავით დაბლააო '' givi.gif
* * *
pravinia
QUOTE
აზრზე ხარ ჭარხალი და სტაფილო რას უზამს ბავშვს?

მთელი ორსულობა ბორშს ვჭამდი ისტერიულად. დღეში სამჯერ lol.gif
ნანუკა რას უნდა ჰგავდეს ხომ წარმოგიდგენია ?
ეეეჰ არ გამიმართლა ცუდი კუჭი მქონია ......
* * *
pravinia
გავაბაზრო ჩემი გულიკოს რჩევები? rolleyes.gif

Posted by: pravinia 30 Sep 2011, 15:44
agr_bak

თემას დაარქვი პირდაპირ, "ქალბატონი გულოს გულის ნადები" biggrin.gif

Posted by: merkantil 30 Sep 2011, 16:50
agr_bak
QUOTE
''აბა კიიი, მატყუეეებ, ეხომ მითხრა რომ ბავშვი თავით დაბლააო ''

მაშინ ფეხები გაეყინებოდა, ჯერ შალის წინდები უნდა გადაეყლაპა lol.gif lol.gif
ვაიმე, მაგარი თემაა lol.gif

Posted by: Princess 30 Sep 2011, 16:55
agr_bak
QUOTE
მოკლედ მე მივხვდი რასაც ვჭამთ ბავშვს თავზე ეყრება პირდაპირ
ანუ საშვილოსნო არაფერ შუაშია, კუჭში ვართ ორსულად


biggrin.gif biggrin.gif


Posted by: laliko 30 Sep 2011, 17:07
დეიდაჩემს აქვს ტრაკზე ლაქა ბებიაჩემმა ჩაატარა ცდა ბაღვლით...

ჩემ შვილს აქვს ქვედა ქუთუთოზე ჰემანგიომა
დავასკვენით რომ ამ ყველაფერს აქვს ძირითადი 2 მიზეზი(არადა შეიძლება ვაფსე სხვა რამის ბრალია smile.gif ) მშობიარობისას ბებიაქალს ხელი მოუხვდა ცუდად თვალში. დედაჩემი ესწრებოდა და დაინახა დაუყვირა ხელი აიღეო ...

და მეორე მიზეზი ორსულად ვიყავი ქათამს ვაკეთებდი ხელებზე ხელთათმანები მეკეთა რეზინის მოკლედ რაღაცნაირად ტვალთან მიმეწუწა რაღაცა (ნამდვილად ვერ ვიტყვი რა ორგანოს წუწი იყო) და უცებ ხელი მოვისვი ქვედა ქუთუთოზე,

როგორც ექიმებმა მითხრეს ჰემანგიომა და თან ისეთი მზარდი როგორიც ბავშვს აღმოაჩნდა მექანიკური ზემოქმედებით ვერ განვითარდებოდაო ანუ რჩება მეორე რომ ქათმის რაღაცა მოვისვი თვალზე...

რავიცი მე უფრო ექთანს ვაბრალებ მარა ქათამზეც მეფიქრება ხოლმე

Posted by: burkina-faso 30 Sep 2011, 18:23
Voila
QUOTE
მულატი

ან ზოლიანი...

QUOTE
ზებრა გაგიჩნდება

biggrin.gif

QUOTE
მაშინ ფეხები გაეყინებოდა, ჯერ შალის წინდები უნდა გადაეყლაპა

lol.gif
ხო რა, სულ არ გიფიქრია agr_bak ბავშვის ფეხებზე რა lol.gif lol.gif lol.gif ჩემი შვილი საერთოდ თხილამურებით უნდა დაბადებულიყო მაშინ იმდენ ნაყინს ვჭამდი, ჯერ ისედაც მიყვარს და...
QUOTE
გავაბაზრო ჩემი გულიკოს რჩევები?

გულიკო ვინაა? მიდი, თუ ხალისობაა, ბოლომდე იყოს, გაგვიმხილე biggrin.gif

Posted by: agr_bak 30 Sep 2011, 18:44
აუუფ ქათმების ფაბრიიკაში ვინც მუშაობს იმათ ოჯახებში რა ხდება წარმოიდგინეთ ახლა
სულ ლეოპარდებივით შვილები ჰყავთ ალბათ lol.gif
* * *
burkina-faso
QUOTE
გულიკო ვინაა? მიდი, თუ ხალისობაა, ბოლომდე იყოს, გაგვიმხილ

ვერ გაგიმხელთ მისი ციტირება რომ გავაკეთო უხამსი სიტყვები უნდა ვიხმარო და თAვს ხომ ვერ დავივორნი მერე? rolleyes.gif

Posted by: Ia-forumze 30 Sep 2011, 19:19
QUOTE
მაგრამ ნაღვლიან ხელებს მაინც ვერაფერი მოვუხერხე

აუ მე მართლა ვერაფერ მოვუხერხე biggrin.gif

მაგრამ 3 ადამიანს ვიცნობ, ვის მშობლებმაც ცდა ჩაატარა და იმ ადგილას აქვთ ლაქა ზუსტად biggrin.gif
(მათ შორის ერთი მამა იყო, ხელზე პატარა ლაქა ქონდა, ბებიას აინტერესებდა მართალი თუაო
და ზუსტად იქ მოუსვია პატარაზე, მეორე დეიდაჩემია, ფეხზე აქვს)

ანუ
QUOTE
ნაღვლიან ხელებს მაინც ვერაფერი მოვუხერხე
biggrin.gif

Posted by: agr_bak 30 Sep 2011, 19:33
Ia-forumze
მოდი ორსულების თემაში შევვარდეთ და ვინმეს ფორუმ.ჯი დავაწეროთ ნაღვლიანი ხელით

biggrin.gif

Posted by: burkina-faso 30 Sep 2011, 21:02
agr_bak
QUOTE
მოდი ორსულების თემაში შევვარდეთ და ვინმეს ფორუმ.ჯი დავაწეროთ ნაღვლიანი ხელით

არამგონია ვინმე დაგთანხმდეთ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Solveig 1 Oct 2011, 09:45
გორბაჩოვის დედას თავი მოუფხანია ქათმის დაკვლის შემდეგ.....

ვინც ინგლისურად კითხულობთ, აი, ეს გადაიკითხეთ:

http://en.wikipedia.org/wiki/Birthmark

განსაკუთრებით, ბოლო ნაწილი:

Folklore

Birthmarks are called voglie in Italian, antojos in Spanish, and wiham in Arabic; all of which translate to "wishes" because, according to folklore, they are caused by unsatisfied wishes of the mother during pregnancy. For example, if a pregnant woman does not satisfy a sudden wish or craving for strawberries, it's said that the infant might bear a strawberry mark.

In Dutch, birthmarks are called moedervlekken, in Danish modermærke and in German Muttermal (mother-spots) because it was thought that an infant inherited the marks solely from the mother. The Hungarian word for any flat mole (as opposed to only congenital birthmarks), anyajegy, is also derived from this belief.

Some myths associated with birthmarks are that they are caused when an expectant mother sees something strange, or experiences a great deal of fear.[4] See Maternal impression for more information.

In Iranian folklore, a birth mark appears when the pregnant mother touches a part of her body during a solar eclipse.

In American folklore, birth marks sometimes mark the site of traumatic injuries in a past life.[

Posted by: Annabel 1 Oct 2011, 09:52
ყოჩაღ მაგათ, აი, მართლა ყოჩაღ, რომ ამახსოვრდებათ, როდის სად მოისვეს ხელი.

Posted by: gast 11 Nov 2011, 18:19
მაინტერსებს თქვენი შვილებს ტუ აქვტ მონღოლური ლაქები, ანუ ეს მორუხო მოცისფრო ლაქებია რომელიც ბავშვს აქვს დუნდულ/კუდუსუნტან, ან წელთან,
http://www.google.nl/search?q=mongoloid+birth+spots&ie=utf-8&oe=utf-8&aq=t&rls=org.mozilla:en-GB:official&client=firefox-a

არ ვიცოდი და წინა მხარესაც შეიძლება ქონდეტ http://www.allmothers.net/mongolian-spots.html

Posted by: agr_bak 11 Nov 2011, 18:49
gast
QUOTE
მაინტერსებს თქვენი შვილებს ტუ აქვტ

ჩემს შვილს არა მაგრამ მინახავს.
ძირითადად ძალიან შავგვრემან ბავშებს აქვთ და მერე ასაკის მატებასთან ერთდ ქრება

Posted by: gvants 11 Nov 2011, 19:19
gast
ჩემსას აქვს.

/////////////////

Posted by: tlikina 11 Nov 2011, 19:29
ორსულობის არა მაგრამ, სამშობიაროსი შევესწარი, ჩემთან გოგო რომ იწვ, იმისი დედა იყო მოსული და ქმარი , ქმარმა ბავშვი გაატარა აქეთ იქით და სარკესი ჩაიხედა ამ ბიჭმა, სიდედრმა უთხრა ეგრე ნუ სვები ქურდი გამოვაო biggrin.gif
მე კიდევ ბავშვი ისე მწვა რომ სახეში მეყურებინა, ანუ თავვი ქონდა კარებისკენ და შენისვნა მომცა ბავშვი უკუღმა ნუ გიწევსო და რაღაც დააყოლა,წესიერდ ვერ გავიგე რ ამითხრა მაგრამ აღარ გავამეორებინე biggrin.gif

მეცინება ესეთ სისულელეებზე

Posted by: Solveig 11 Nov 2011, 19:31
QUOTE
ის გაგიგიათ რომ მსხლის ჭამა თურმე შავ და თმიან ბავშვს აჩენს და ვაშლი თეთრს?თურმე მაგიტომ არის ჩემი ქმარი თეთრი და ჩემი მული შავი

QUOTE
ორივე რომ ჭამო, რა გამოვა?

QUOTE
მულატი


ან ზოლიანი...

გლახათ ვარ biggrin.gif

burkina-faso
QUOTE
ჩემი შვილი საერთოდ თხილამურებით უნდა დაბადებულიყო

ნორვეგიელებზე მართლა არსებობს ეგ გამოთქმა smile.gif

ნორვეგიელი ფეხებზე თხილამურით იბადებაო biggrin.gif

თუმცა, ნაყინის ჭამასთან არაა კავშირში. უბრალოდ, ბავშვი როგორც კი ფეხს აიდგამდა, ლამის მაშინვე უწევდა თხილამურებზე დადგომაც...

Posted by: gast 11 Nov 2011, 21:52
agr_bak
QUOTE
ძირითადად ძალიან შავგვრემან ბავშებს აქვთ და მერე ასაკის მატებასთან ერთდ ქრება

ჩემი შვილი არ არის შავგვრემანი. არც ქერა, შუაში. ხორბლისფერზე თეთრი.

gvants
სად, 1 ტუ მეტი?

Posted by: chixuaxua 11 Nov 2011, 22:12
ეს თემა უნდა ამოვბეჭდო, ავკინძო და ცუდ ხასიათზე რომ ვიქნები გადავფურცლო lol.gif
გაყიდვაც შეიძლება
სახელი უკვე გვაქვს givi.gif

Posted by: gvants 12 Nov 2011, 16:24
gast
ტაკოსთან აქვს ერთი, მკრთალი, მოშავო. პედიატრს ვაცვენე და პიგმენტური ლაქაა, არაა საშიშიო.

Posted by: sapple 12 Nov 2011, 18:48
ჩემი ქმრის ბებიას აქვს უსაზღვრო ფანტაზია ორსულობის ცწურწმენებთან დაკავშირებით. ყოველ ვიზიტზე ახალ-ახალი რჩევა-დარიგებებით მისტუმრებს ხოლმე. smile.gifერთ-ერთია სწორედ ვაშლის და მსხლის ზემოქმედება ბავშვის ფერზე biggrin.gif ამას წინათ ვახსენე საორსულო კალგოტკა ვიყიდე თქო და ეგრევე მკითხა რა ფერიო. შავი მეთქი და ისე არ ესიამოვნა სახე შეეცვალა biggrin.gif ხორცისფერ არ იყოო?? biggrin.gif მერე მესმოდა ჩემს ქმარს ეჩურჩულებოდა შავები არ ჩაიცვას ორსულობაში,ცუდის ნიშანიაო.biggrin.gif გარდა მაგისა,ერთ დღეს გამომიცხადა თვალებს ნუღარ შეიღებავ იმიტომ რომ ეგ ბავშვის თვალებზე მოქმედებსო,რასაც შენ წაისვამ იგივე გადადის ბავშვზეო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა თქმა უნდა ყველაფერ ამაზე ძალიან მეცინება და ყურადღებასაც არ ვაქცევ მის "რჩევებს",მაგრამ მიკვირს საიდან იგონებს ესეთ რაღაცეებს,როგორ არ ეზარება ესეთ უაზრობებზე ფიქრი smile.gif

Posted by: tako44 12 Nov 2011, 19:53
მასე მეც მითხრეს დედაჩემის მეზობლებმა, რომ შავები არ ჩაიცვა ორსულობაში, ბავშვი ჯანმრთელი ვერ იქნებაო biggrin.gif biggrin.gif საიდან დაასკვნეს, არ ვიცი biggrin.gif
ტონალურის გადასმაც არ შეიძლებაო, ნათესავებმა გამომიცხადეს, ნუ თმის შეღებვაზე აღარაა საუბარი, არადა ისეთი პანიკიორი გინეკოლოგი მყავს, რომ ყველაფერს დეტალებში მეძიება, მაგრამ თმის და სახის შეღებვაზე ქალს არაფერი უთქვამს smile.gif მე მაინც უამიაკო საღებავით ვიღებავ თმას თუმცა smile.gif
ხო, ზაფხულში სოფელში არ მიშვებდა ბებია, თვალი გეცემაო biggrin.gif

Posted by: Annabel 12 Nov 2011, 21:59
gvants
ტყუპებს აქვთ წითლად წელზე და იგივე რამეა? ეგ გადის დროთა განმავლობაში?
თან ჯვრის ფორმა აქვს და ბებიაჩემის ფანტაზია ისეთ საოცრებებს სწვდება, ვერ წარმოიდგენთ biggrin.gif ნეტა არ ენახა biggrin.gif

Posted by: Solveig 12 Nov 2011, 22:08
sapple
QUOTE
თვალებს ნუღარ შეიღებავ იმიტომ რომ ეგ ბავშვის თვალებზე მოქმედებსო,რასაც შენ წაისვამ იგივე გადადის ბავშვზეო   

აქ მთლად არ ტყუის ბებია smile.gif

თვალებზე გადასვლაზე რა თქმა უნდა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ქიმიკატი მაინც ქიმიკატია.

Posted by: gvants 13 Nov 2011, 11:10
Annabel
არ ვიცი თათ, მე ფორუმიდან გავიგე რა ჰქვია თურმე ამ ლაქას. პიგმენტური ლაქააო ექიმმა და მეც ეგრე ვიცოდი.

----

Posted by: sapple 13 Nov 2011, 13:58
QUOTE
ქიმიკატი მაინც ქიმიკატია.


გეთანხმები,მაგრამ არც იმდენს ვისვამ თალებზე რომ ამით რაიმე ზიანი მივაყენო ბავშვს.(მხოლოდ თვალის ფანქარს ვხმარობ)


QUOTE
ზაფხულში სოფელში არ მიშვებდა ბებია, თვალი გეცემაო


ეგ ალბათ მომავალი ზახფულისთვის აქვს შემონახული ჩემს შემთხვევაში biggrin.gif:D

Posted by: bukuna 13 Nov 2011, 18:10
კომშის ჭამა თურმე აუცილებელია ლამაზი ბავშვის გასაჩენად lol.gif biggrin.gif და კიდევ, კამეჩის მაწონი მშობიარობას აგვიანებსო, აი გულით რომ გინდოდეს სად უნდა იშოვო კამეჩის მაწონი drug.gif

Posted by: sapple 13 Nov 2011, 18:52
QUOTE
კომშის ჭამა თურმე აუცილებელია ლამაზი ბავშვის გასაჩენად


კომშის ჭამის დროს ძირითადად ვიჯღანები ხოლმე და საშიში ხომ არ არის? იქნებ დაჟღანული ბავშვი გამიჩნდეს? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: duduna18 16 Nov 2011, 19:02
შემწვარი გოჭის ფეხები უნდა ჭამო ბაიას ლოყები რომ ჩაეჩხვლიტოსო smile.gif

Posted by: ვასასი 17 Nov 2011, 11:26
კვერცხი უნდა მოიპარო, ბავშვს რომ ჩაჩხვლეტილი ლოყები ქონდეს biggrin.gif

Posted by: _SisterofNight_ 17 Nov 2011, 11:39
Solveig

აუ ეგ რა მითხარი, აბა სახის კრემსაც ვისმევ, ტონალურსაც და ფანქარსაც, ასევე თვალის ჩრდილსაც, სამსახურში ისე ვერ მოვდივარ უმაკიაჟოდ, ანუ იმას ამბობ რომ ბავშვზე მოქმედებს ეგ ყველაფერი? ხელის კრემიც?

Posted by: ლიკლიკა 17 Nov 2011, 12:31
_SisterofNight_
უამრავი ორსული ვიცი ყოველდღე მაკიაჟით რომ დადიოდნენ და ლამაზი, ჯანმრთელი ბავშვები ყავთ. მასგრამ ფაქტია, რომ სასურველი არაა.
მე აბსოლუტურად არაფერს ვხმარობდი ორსულობაში. მხოლოდ ორჯერ ,ქორწილში მივდიოდი biggrin.gif არც თმას ვიღებავდი smile.gif

Posted by: KaTeRiN 17 Nov 2011, 12:39
gvants
შენი ჯდომით ხომ არ იყო?
ჩემსასაც აქვს მოშავო მოლურჯო ლაქა. ჯდომით წინამდებარეობას დაბრალდა. მამამისსაც ქონია თურმე, ისიც ჯდომით იყო, იმას უფრო მუქად და უფრო დიდზე ქონდა, დაიბადა ეგრე, ჯდომით.
ჯდომა გვაქვს გენებში biggrin.gif

Posted by: Blur 17 Nov 2011, 12:51
gast
რაღაც მსგავსი აქვს/ ჰქონდა ჩემსას ზუსტად ვერ ვიტყვი რომ ეს იყო. კუდუსუნზე აქვს ეგრე დალურჯებულივით და წელზე ჰქონდა მარჯვენა მხარეს მრგვალად სილურჯე, რაც დროთა განმავლობაში გაფერმკრთალდა. კუდუსუნზე ისევ ლურჯად აქვს.

Posted by: KaTeRiN 17 Nov 2011, 12:58
მონღოლოიდური ლაქა ქვია მაგას, რომელიც თანდათან გადასდის

Posted by: gvants 17 Nov 2011, 13:07
KaTeRiN
არა, თავით იყო. 1თვის იყო, რომ შევნიშნე ეს ლაქა. დედაჩემს მანამდე შეუნიშნავს. რომ ამობობენ, ნაღველს თუ მოჰკიდე ხელი, მაშონ ექნება ლაქაო, არ მახსენდება რამესთვის მომეკიდოს, არზე არ ვარ რისგანაა, მაგრამ არააო საშიში ექიმმა და დავიკიდე biggrin.gif ის

Posted by: Blur 17 Nov 2011, 15:17
Blur
QUOTE
მონღოლოიდური ლაქა ქვია მაგას, რომელიც თანდათან გადასდის

ანუ ეგ ქონდა ეგრე გამოდის ხო? ერთი გადაუვიდა თავისით. ექიმს რომ ვკითხე სავარაუდოდ სამშობიარო ტრავმა არისო. ეს მონღოლოიდური ლაქა პირველად გავიგე

Posted by: KaTeRiN 17 Nov 2011, 16:15
Blur
არ არის სამშობიარო ტრავმა. მე საკეისროთი გავაჩინე ტრავმას როგორ მიიღებდა biggrin.gif
ჩემსასაც გადაუვიდა უკვე, ძაან მკრთალად ქონდა, კუდუსუნთან.

Posted by: tamusinka 21 Nov 2011, 12:33
ორსულობის დროს არ არის სასურველი მზესუმზირის ჭამაო და ცრურწმენაა თუ მართლა შევიკავო თავი? smile.gif ალერგიული იქნება ბავშვიო.

Posted by: KaTeRiN 21 Nov 2011, 13:39
tamusinka
ცრურწმენაა

ისევე როგორც თაფლის აკრძალვა, დორბლიანი იქნებაო

3 კილოიანი ბანკით თაფლი გავანადგურე, და მერე კიდე 2 კილო გამომიგზავნა დედაჩემმა

არანაირი დორბლი, არანაირი დიათეზი bis.gif

Posted by: tako44 28 Nov 2011, 13:00
ძალიან ახლობელი დაიღუპა ჩემი და ხვალ ვაპირებ წავიდე გასვენებაში და დედაჩემმა ხმას არ გაგცემო, რომ ცამოხვიდეო, არ დადიან ორსულები პანაშვიდებზეო, გადავირიე ლამის biggrin.gif biggrin.gif რახან ორსული ხარ, ამიტომ სიკვდილის თემატიკა არ გეხება ეტყობა mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: eleven 28 Nov 2011, 13:27
tako44

მე მამიდაშვილის პანაშვიდზე და გასვენებაში არ ვყოფილვარ, ცრურწმენის გამო არა უბრალოდ ორსულს არ მესიამოვნებოდა ნამდვილად გარდაცვლილის ნახვა, ისედაც ცუდად ვხდები და ორსულობაში ხო საერთოდ. კიდევ, ჩემს დაქალს მამა გარდაეცვალა და მე მაშინ გავიგე როცა დაასაფლავეს, როცა ვუსაყვედურე რატო არ მითხარითთქო, მითხრეს, შენ რა გინდოდა იქ ორსულად ხარ და რატო უნდა მოსულიყავიო?! smile.gif, გუშინაც ნათესავი გაასვენეს და იქაც რათქმაუნდა არ ვყოფილვარ smile.gif

Posted by: tako44 28 Nov 2011, 13:36
eleven
მოვალეობის მოხდის მიზნით ნამდვილად არ წავალ არსად smile.gif მეტკინა ამ ადამიანის გარდაცვალება და იმიტომ არწასვლა, რომ თითქოს არ შეიძლება, მე არ მესმის.
ძალიან ბევრი რამ არ მსიამოვნებს არაორსულობაშიც, მაგრამ ცხოვრებაა ასეთი smile.gif
ეს ადამიანი, რომელიც ეხლა გარდაიცვალა, მამასავით მედგა გვერდში, როცა მამაჩემი აფხაზეთის ომის დროს დაკარგულად ითლებოდა. თავს ვერ ვაპატიებ არწასვლას smile.gif ემოციების მოთოკვა ბავშვობაში არ შემეძლო, მაგრამ ეხლა არც ეგეთი ბავშვი ვარ smile.gif თავის კონტროლი კარგად გამომდის smile.gif

Posted by: KaTeRiN 28 Nov 2011, 13:57
tako44
წასვლა არწასვლით არ გამოიხატება პატივისცემა და სიყვარული
ჩემი აზრით.
გარდაცვლილი ადამიანის ნახვა ისედაც დიდი სტრესია და მით უფრო ახლობლის, დიდი ტკივილია.
წადი ეკლესიაში, მის სახელზე აანთე სანთელი. დამიჯერე, უფრო კარგად იგრძნობ თავს.

Posted by: tako44 28 Nov 2011, 14:31
KaTeRiN
smile.gif smile.gif ეგ უკვე გავაკეთე smile.gif

000000000000000000000000000000000000000000000

Posted by: eleven 28 Nov 2011, 14:45
tako44

მე რაც არ მსიამოვნებდა ორსულობაში არ ვაკეთებდი, ჯერჯერობით არ გამიკეთებია ყოველშემთხვევაში, თუ მისვლა გინდა უნდა მიხვიდე რათქმა უნდა მე არ მინდოდა და არ მივსულვარ.
QUOTE
წასვლა არწასვლით არ გამოიხატება პატივისცემა და სიყვარული

ნამდვილად ასეა...


Posted by: ლიკლიკა 28 Nov 2011, 14:58
მე ვიყავი პანაშვიდზე, გაგიჟდა სრულიად იმერეთი, ბოვში შეშინდება და უკან გაბრუნება იცისო rolleyes.gif
სად გაბრუნდებოდა ამხელა ბავშვი, 8 თვის ვიყავი უკვე lol.gif
და ორსულისთვის რომ სტრესული სიტუაცია არაა სასურველი ეგ ისედაც ყველამ ვიცით.

Posted by: gvants 28 Nov 2011, 15:07
QUOTE
მე ვიყავი პანაშვიდზე

+1

--------

Posted by: ninobino 28 Nov 2011, 15:13
ჩემს ერთ ახლობელს უთხრეს ორსული ზგვაზე დასასვენებლად არ წახვიდე- ნაყოფი გაგიწყალდებაო... help.gif ამ ლოგიკით ზღვისპირა ქალაქებში ბავშვები არ იბადებიან ალბათ... smile.gif

Posted by: teoni 30 Nov 2011, 14:15
კალმახის ჭამა არ შეიძლებაო და დავიჯერო?

Posted by: მარიამი 30 Nov 2011, 17:25
teoni
არ დაიჯერო biggrin.gif

ტონობით ვჭამდი smile.gif

და რატომ არ შეიძლებაო?

Posted by: Annabel 30 Nov 2011, 17:33
teoni
კოპლებიანი დაიბადებაო? biggrin.gif


კალმახი როგორ არ უნდა ჭამო love.gif

Posted by: agr_bak 30 Nov 2011, 19:04
Annabel
QUOTE
კოპლებიანი დაიბადებაო?


და თუ ქათამს შეჭამ ბუმბულებიანი ? drug.gif
* * *
ninobino
QUOTE
ნაყოფი გაგიწყალდებაო..

lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: Brown-eyed Girl 30 Nov 2011, 20:00
tako44
საერთოდ ორსულობის დროს რაც უფრო აარიდებ სტრესს თავს მით უფრო კარგი იქნება შენთვისაც და ბავშვისთვისაც smile.gif

მესმის ძალიან ძნელია არ წახვიდე ახლობლის პანაშვიდზე მაგრამ მარტო მაგით არ გამოიხატება შენი წუხილი და განცდები, სხვა გზებიც არსებობს ამისათვის smile.gif

Posted by: tako44 30 Nov 2011, 23:34
Brown-eyed Girl
ხო, არ ცავსულვარ, შემებრძოლა მთელი საახლობლო , თუმცა რა პრობლემა იყო, მაინც ვერ ვხვდები, სანერვიულო ფაქტზე როგორც ასეთი, ისედაც ვინერვიულე sad.gif

Posted by: eleven 30 Nov 2011, 23:36
მე ვჭამ ჩვეულებრივად კალმახს. smile.gif

Posted by: tako44 1 Dec 2011, 00:00
eleven
მეც ვჭამ biggrin.gif

*************************************************
თმის შეღებვისგან ვიკავებ თავს ერთადერთი, ნუ უამიაკო საღებავით ვიღებავ.
ექიმს არ აუკრძალავს, არც ზღვაზე წასვლა, ბანაობა არ იგულისხმება და დახრაკვა სანაპიროზე, არც მანქანის მართვა, არც ბევრი სიარული, არც ყავა (მოზომილი რაოდენობით), არც მაკიაჟი და სხვა რაღაცეები . სად ცხოვრობო და ჭავჭავაძეზე მეთქი, რომ ვუთხარი, აბა რასაც შენ გამონაბოლქვს სუნთქავო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: teoni 2 Dec 2011, 00:35
მარიამი
Annabel
eleven
აგაშენათ ღმერთმა,არადა ისე მიყვარს . სადღაც წავიკითხე მუცელს შლისო და არ ვჭამდი

Posted by: eleven 2 Dec 2011, 09:22
teoni

კქარგი რაა, ეგეთი ლოგიკას მოკლებული სიდებილე როგორ დაიჯერე? biggrin.gif

Posted by: teoni 2 Dec 2011, 11:50
eleven
რავიცი ,მეშინია ყველაფრის smile.gif

Posted by: upwave 2 Dec 2011, 15:01
teoni
შეიძლება რაღაც ისეთს შეიცავს კალმახი, რაც ვთქვათ არასასურველია ნაყოფისთვის.
თავისუფლად შეიძლება.
ანუ ხალხური გადმოცემის პონტში კი არა, სამედიცინო თვალსაზრისით.
კალმახი არ ვიცი, მაგრამ თევზ თინუსის ხშირი მიღება ვიცი, რომ არც ისე სასარგებლოა არაორსულებისთვისაც.

მაგალითად, სალბის (შალფეის) ნაყენი უკუნაჩვენებია ორსულობისას, ნაყოფის გამოდევნის ხელშემწყობია.
შეიძლება რამე ასეთი მეცნიერულად დასაბუთებულიც არსებობს კალმახზე, ჰკითხე სპეციალისტს.
თუ ყრუ გადმონაშთია, ყურადღება არ მიაქციო და ეგაა smile.gif

Posted by: ინფინიტი 2 Dec 2011, 15:19
კალმახზე მეც გამიგია, რომ შეიცავს რაღაც ნივთიერებას, რომელიც არაა სასურველი. სადღაც ამოვიკითხე .
გვირილის ნაყენია კიდევ საკმაოდ საშიში. ეგ ზუსტად ვიცი. არ დალიოთ შემთხვევით!

Posted by: Neno_ 2 Dec 2011, 15:20
upwave
QUOTE
კალმახი არ ვიცი, მაგრამ თევზ თინუსის ხშირი მიღება ვიცი, რომ არც ისე სასარგებლოა არაორსულებისთვისაც.

რას ამბობ biggrin.gif

მე ყოველ დღე ვჭამ ლამის თინუსს biggrin.gif

როგორც ვიცი, თინუსი არის გადაშენების ზღვარზე, იმდენი ოდენობით იწარმოება და შესაბამისად, მოიხმარება ჩვენს პლანეტაზე და შენ ამბობ, რომ არ უნდა ჭამდეს ამდენი ადამიანი და სარისკოა? biggrin.gif

ნუ დამზაფრე user.gif

მოვიძიებ აბა ინფოს რო მოვიცლი biggrin.gif

Posted by: khatia88 2 Dec 2011, 15:26
infinity-infinity
რატოა საშიში ინფო გვირილა?

Posted by: Voila 2 Dec 2011, 15:27
infinity-infinity
QUOTE
გვირილის ნაყენია კიდევ საკმაოდ საშიში. ეგ ზუსტად ვიცი. არ დალიოთ შემთხვევით!

გვირილის ჩაიც მაშინ, ხო?

Posted by: Voila 2 Dec 2011, 15:35
infinity-infinity
აუფ....
არადა ისე მიყვარს სხვადასხვა მცენარის ჩაები, მეცოდინება ამის მერე. იქნებ კიდევ რამე მცენარეს აქვს ეგეთი თვისება... მეორეს ვგეგმავ და ამ გვირილის გამო წყალში არ ჩამეყყაროს შრომა biggrin.gif
დავლევ მარტო ჩვეულებრივ ჩაის.

Posted by: ინფინიტი 2 Dec 2011, 15:36
Voila
ასკილი დალიე ხოლმე, პიტნა, მწვანე ჩაი, ჟასმინი smile.gif

Posted by: Voila 2 Dec 2011, 15:49
infinity-infinity
ხო, ეგენიც გემრიელია smile.gif

Posted by: upwave 2 Dec 2011, 16:19
Neno_
QUOTE
მოვიძიებ აბა ინფოს რო მოვიცლი

ხოო, მეც მაინტერესებს. ასე ვიცი და მართალი გითხრა, რატომღაც არ ჩავძიებივარ.
დადე მერე ინფო smile.gif

ხო და სალბზე (შალფეი) ნამდვილად ვიცი, ზედაც აწერია კოლოფს.

Posted by: Take_Off 4 Dec 2011, 13:09
duduna18
QUOTE
შემწვარი გოჭის ფეხები უნდა ჭამო ბაიას ლოყები რომ ჩაეჩხვლიტოსო

რაც მე ეგენი ვჭამე შარშან, მაგრამ მთლიანი ლოყები აქვს ნუცასbiggrin.gif

პ.ს. duduna18 როგორ ხარ?smile.gif

Posted by: upwave 4 Dec 2011, 13:45
Take_Off
QUOTE
duduna18
QUOTE
შემწვარი გოჭის ფეხები უნდა ჭამო ბაიას ლოყები რომ ჩაეჩხვლიტოსო

რაც მე ეგენი ვჭამე შარშან, მაგრამ მთლიანი ლოყები აქვს ნუცას

ტყუილია ეგ biggrin.gif
არც ერთზე კვერცხი არ მომიპარავს და გოჭის ფეხიც მარტო უტაზე ვჭამე, ეგ სულ არ ვიცოდი, უბრალოდ მიყვარს და იმიტომ.
უტას ორივე ლოყა ეჩხვრიტება, მარიტას ერთი, მაგრამ ეგ გენეტიკის ამბავია ჩვენს შემთხვევაში და არა გოჭIს:
დედაჩემს, მამაჩემს, ორივე ძმას+ მე და ჩემ ქმარს გვეჩვრიტება ლოყები biggrin.gif

Posted by: blblbl 4 Dec 2011, 14:00
infinity-infinity
khatia88
თქვენ ორის პოსტს წავშლი კარგით?თორემ აქ ათასი არანორმალური შემოდის და გამოიყენებს

Posted by: eleven 4 Dec 2011, 14:40
QUOTE
უტას ორივე ლოყა ეჩხვრიტება, მარიტას ერთი


მოიცა და მეორე ვაფშე არ ეჩხვლიტება?
upwave

Posted by: khatia88 4 Dec 2011, 16:11
blblbl
წაშალე, მართლა არავის დაუჯდეს ჭკუაში.

Posted by: fotokaxa 4 Dec 2011, 16:36
ჩემი მეუღლე ახალი დაფეხმძიმებულია smile.gif ხოდა.. დავიწყეთ ინტერნეტში მასალის მოძიება და შემთხვევით გადავაწყდით ძალიან საინტერესო საიტს smile.gif www.esundaicode.com დოკუმენტური ფილმია ყველაფერი ორსულობის შესახებ smile.gif))

Posted by: upwave 5 Dec 2011, 00:29
eleven
QUOTE

QUOTE
უტას ორივე ლოყა ეჩხვრიტება, მარიტას ერთი


მოიცა და მეორე ვაფშე არ ეჩხვლიტება?
upwave


ხო, რატომ გაიკვირვე?
მე ის უფრო მიკვირს უტას რომ ორივე ეჩვრიტება, არც მინახავს, ორივე ეჩვრიტებოდეთ smile.gif
მარიტას მარტო ერთი ლოყა ეჩვრიტება, მარცხენა biggrin.gif

Posted by: gvants 5 Dec 2011, 00:45
upwave
ჩემს ბიჭსაც მარცხენა ლუყა ეჩვრიტება, ისეთი საყვარელია <3

არც მე მომიპარავს კვერცხი და სხვა რამეები biggrin.gif

Posted by: agr_bak 5 Dec 2011, 05:26
არაორსულობის ცრურწმენა დავდოო?

გოგოები გყავთ აქ და გამოგადგებათ , არ გამაზოთ შესაბამის ასაკში lol.gif

პირველი ციკლი რომ დაეწყება თქვენს ქალიშვილს თურმე ეგ უნდა შეინახოთ და მერე ტანსაცმელზე გამოუკეროთ, სადმე შეუმჩნეველ ადგილას ხოდა თურმე ამის წყლობით თქვენს გოგოს კარგი ბედი ექნება.

ციტატა:
''ჩაატნევდი გოგო საყელოში გულაპკით და არ ჩანა... ვაი შე გლახა, რაფრა არ ქენი მაი თავის დროზე.. ექნებოდა შენ გოგოს კაი ბედი... იყავი ახლა მასე, მე ვქენი და ქე დავათხოვე მშვენივრად ორივეე'' © გულიკო


Posted by: ლუნა 5 Dec 2011, 05:29
თანამშრომლებმა შემაგულიანეს და მე მოვიპარე 2 ცალი.. biggrin.gif აქედან 1 მოხარშული აღმოჩნდა.. lol.gif

ლოყის დაჩვრეტა არ ვიცი მაგრამ სახალისო კი იყო.. biggrin.gif


Posted by: agr_bak 5 Dec 2011, 05:48
LUNA102
QUOTE
აქედან 1 მოხარშული აღმოჩნდა.

მოხარშული კი არ აღმოჩნდა, შენ რომ ორსული ხელიტ მოკიდე მოიხარშა lol.gif

Posted by: Please choose a Username 5 Dec 2011, 11:08
LUNA102
QUOTE
აქედან 1 მოხარშული აღმოჩნდა.. 

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: upwave 5 Dec 2011, 11:23
agr_bak
QUOTE
ციტატა:
''ჩაატნევდი გოგო საყელოში გულაპკით და არ ჩანა... ვაი შე გლახა, რაფრა არ ქენი მაი თავის დროზე.. ექნებოდა შენ გოგოს კაი ბედი... იყავი ახლა მასე, მე ვქენი და ქე დავათხოვე მშვენივრად ორივეე'' © გულიკო

ვაიმე გავსკდი სიცილით lol.gif
და მერე უნდა გამოარღვიო და სხვა ტანსაცმელს მიაკერო ხოლმე თუ რა ხდებააააა lol.gif

Posted by: Annabel 5 Dec 2011, 11:32
agr_bak
QUOTE
პირველი ციკლი რომ დაეწყება თქვენს ქალიშვილს თურმე ეგ უნდა შეინახოთ და მერე ტანსაცმელზე გამოუკეროთ

spy.gif

მოფიქრება ხო უნდა

Posted by: Mali_Mali 5 Dec 2011, 11:36
QUOTE
მე ვიყავი პანაშვიდზე, გაგიჟდა სრულიად იმერეთი, ბოვში შეშინდება და უკან გაბრუნება იცისო

ვაიმე lol.gif

QUOTE
პირველი ციკლი რომ დაეწყება თქვენს ქალიშვილს თურმე ეგ უნდა შეინახოთ და მერე ტანსაცმელზე გამოუკეროთ, სადმე შეუმჩნეველ ადგილას ხოდა თურმე ამის წყლობით თქვენს გოგოს კარგი ბედი ექნება.

drug.gif



Posted by: _siyvarulovna_ 5 Dec 2011, 12:06
Mali_Mali


აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო biggrin.gif love.gif

Posted by: Mali_Mali 5 Dec 2011, 12:40
_siyvarulovna_
love.gif

QUOTE
აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო

უსაქმურობამ biggrin.gif

შენ? spy.gif

Posted by: agr_bak 5 Dec 2011, 15:53
upwave
QUOTE
და მერე უნდა გამოარღვიო და სხვა ტანსაცმელს მიაკერო ხოლმე თუ რა ხდებააააა

ეეე, გოიმი ხრ რააა. ის ნაჭერი ( ნაჭერი რომაა ნახსენები და არა პაკეტი ამაზეც იკაიფეთ) უნდა პატარა ნაწილი შეინახო და როგორც გულიკო ეძახის ''გულაპკით'' მიამაგრებ ხოლმე რასაც ჩაიცვამს.
ანუ გულსაბნევი ექნება მენსტრუაციიანი ნაჭრის.

''ეუხედავი კია მარა რა უჭირს მიმალავ საყელოს უკანო'' lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: upwave 5 Dec 2011, 21:54
agr_bak
QUOTE
'ეუხედავი კია მარა რა უჭირს მიმალავ საყელოს უკანო''

ვაიმე, რა საშინელებაააა, ცუდად ვარ biggrin.gif

მაგრა ტეხავს ისეთ სმაილიკი რომ არ არსებობს :თმისყალყზედადგომა: ან რამე მსგავსი lol.gif

Posted by: agr_bak 5 Dec 2011, 23:01
upwave
QUOTE
მაგრა ტეხავს ისეთ სმაილიკი რომ არ არსებობს :თმისყალყზედადგომა: ან რამე მსგავსი

http://ge.smiles.26l.com/smile.8042.html

Posted by: upwave 5 Dec 2011, 23:12
agr_bak
ვაიმეე, ეგ საიდან მოიტანეეე lol.gif

Posted by: tako44 7 Dec 2011, 01:46
agr_bak
upwave
საშინლად ცუდად ვარრრრრრრრრრრ biggrin.gif biggrin.gif
იმდენი ვიცინე, რომ უკვე ვხოხავ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: chixuaxua 7 Dec 2011, 17:21
agr_bak
QUOTE
პირველი ციკლი რომ დაეწყება თქვენს ქალიშვილს თურმე ეგ უნდა შეინახოთ და მერე ტანსაცმელზე გამოუკეროთ, სადმე შეუმჩნეველ ადგილას ხოდა თურმე ამის წყლობით თქვენს გოგოს კარგი ბედი ექნება.

drug.gif Fუუ

Posted by: frontushka 7 Dec 2011, 18:05
გიშინ კიდევ ერთი საოცრება გავიგე biggrin.gif
ორსულობისას თევზი არ ჭამო, თორემ ბავშვი გვიან დაიწყებს ლაპარაკსო biggrin.gif

Posted by: burkina-faso 7 Dec 2011, 18:38
QUOTE
გიშინ კიდევ ერთი საოცრება გავიგე 
ორსულობისას თევზი არ ჭამო, თორემ ბავშვი გვიან დაიწყებს ლაპარაკსო

მერე ასე გეთქვა, შევჭამ, რადგან სასარგებლოა და რო დაიბადება, ჩხიკვის ფრთას გამოვუსვამ პირში, მალე ალაპარაკდებათქო smile.gif

Posted by: duduna18 8 Dec 2011, 18:02
QUOTE
რაც მე ეგენი ვჭამე შარშან, მაგრამ მთლიანი ლოყები აქვს ნუცას

ხოდა მაშინ მე არ შევჭამ, ტყუილი ყოფილა
smile.gif smile.gif smile.gif smile.gif კარგად, შენ როგორ ხარ? wink.gif

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:28
აფ---------------------------------------------

Posted by: algulga 25 Aug 2012, 20:30
ვააა რა თემა ვიპოოოვეეეე


biggrin.gif

არ მჯერა ცრურწმენების

Posted by: Suleluka 25 Aug 2012, 20:39
QUOTE
არ მჯერა ცრურწმენების

+1

Posted by: Pop-corn 25 Aug 2012, 20:50
ცრურწმენას გააჩნია

კარგი ნიშნების მჯერა

ცუდის არა biggrin.gif

Posted by: cuckna 6 Mar 2014, 22:39
QUOTE
თაფლს თუ შეჭამ, დორბლიანი იქნებაო.

მასეთი რამ არ გამიგია, ჩვენთან ამბობენ საღეჭ რეზინას თუ ბევრს ღეჭავ მაშინ იქნება დორბლიანიო biggrin.gif
* * *
QUOTE
რამდენიმე დღის წინ ორსულმა დაქალმა მითხრა რო ქსოვა არ შეიძლება ჭიპლარი შემოეხვევაო.

ბოლო თვეში სულ ვქსოვდი მაგრამ საერთოდ არ შემოხვევია(მიუხედავად ჭიპლარის დიდი ზომისა)
* * *
QUOTE
რუსებისგან გამიგია კიდევ, ორსულობისას კატას არ უნდა მოეფეროო. ეს აკრძალვა და ცრურწმენა ღორისა თუ ქათმის ნაღველზე ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ცხოველი მრავალი ავადმყოფობის გადამტანია (მაგ. ტოქსოპლაზმოზი).

აუ არადა მეზობლის კატას იმდენს ვეფერებოდი smile.gif რატო არ შეიძლებაო რას ამბობენ რუსები smile.gif
* * *
QUOTE
ხო კიდევ, სამშობიაროში ბავსვებს რომ ჭიპები დასძვრათ, დედბმა სახლებში წაიღეს...

ექთანი მეკითხება შენც ხომ არ გინდაო? მეთქი ნაგავი რა პონტში მინდა
და რა ვიცი, ყველაფერს სახლში ეზიდებიანო, ჰეჰე რა მაგრა გვყავს   

არსებობს ცრურწმენა, რომ ჭიპლარი იქ უნდა ჩამარხო, რა პროფესიისაც გინდა რომ შვილი გამოვიდესო, მაგალითად მასწავლებელი-სკოლის ეზო, ექიმი-საავადმყოფოს ეზო... ალბათ მაგიტო წაიღეს

Posted by: GEO_TBS 6 Mar 2014, 22:59
ვააა სად იყო ეს თემა დაკარგული, კაია რომ იპოვეთ, კარგად გავერთე biggrin.gif


ხოდა ცხოველის და ფრინველის ელენთას რაც შეეხება, ეგ არის 100% მართალი, აი დანარჩენის რა გითხრათ biggrin.gif

მე გამიგია მსგავსი სისულელეები: თევზის ქერცლებს არ უნდა მოკიდო ხელი, თორემ ბავშვს ე.წ. მამლის კანი ექნებაო, ხორკლიანი ანუ...

ხოდა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო, მგონი ეგეც მართალია biggrin.gif იმიტომ რომ შემთცვევით მის ამერიკის სურათებს ვათვალიერებდი, უტა რომ გაინძრა მუცელში და არც მე მგავს და არც მამამისს, აი იმ გოგოს გავს ძალიან, არ მეჩვენება biggrin.gif:D:D:D

Posted by: makavel1 6 Mar 2014, 23:25
მე გეტყვით მაგარს, ქალმა მიტხრა ზღვაზე ვიყავი ორსული ხოდა, ორსულის ცურვა არ შეიძლება ბავშვს ყურებში წყალი შეუვა და ყრუ დაიბადებაო. ჰააა იცინებთ ეხლა თუ იტირებთ თქვენ გადაწყვიტეთ biggrin.gif

Posted by: ni_nuka 6 Mar 2014, 23:33
QUOTE (tekla @ 16 Dec 2008, 13:16 )
რო გაინძრევა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო biggrin.gif

ეგ მეც მქონდა გაგებული და მთელი დღე სარკეში ვიყურებოდი ბავშვი რომ გაინძრა, მაგრამ კოპიო მამამისია gigi.gif

Posted by: GEO_TBS 6 Mar 2014, 23:38
ni_nuka


ეხლა მეგან ფოქსის სურათებს ვათვალიერებდი, რომ გაინძრა და თუ დამესგავსა, დავწერ biggrin.gif


Posted by: ni_nuka 6 Mar 2014, 23:41
GEO_TBS

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lola_keta 7 Mar 2014, 10:23
ჩემი პატარა რო გაინძრა თათბირზე ვიყავი ჩემ დირექტორთან და იმას ვუყურებდი ხოდა თუ დაემსგავსა ამ ჩემ დირექტორს და ჩემ ქმარს გაუჩნდა კითხვები აუხსენით რო მე არაფერი დამიშავებია biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


ხო და კიდევ რაც შეეხება თაფლს ჩემი დედამთილი რაიონში ცხოვრობს და თაფლი გამოგვიგზავნეთქო და არაო დორბლიანი იქნება ბავშვიო და აქ მომიწია თაფლის ყიდვა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: cuckna 7 Mar 2014, 22:21
QUOTE
მე გეტყვით მაგარს, ქალმა მიტხრა ზღვაზე ვიყავი ორსული ხოდა, ორსულის ცურვა არ შეიძლება ბავშვს ყურებში წყალი შეუვა და ყრუ დაიბადებაო.

ზღვასთან დაკავშირებით მე გამიგია რომ შეიძლება დაინფიცირდეო და ბავშვი რაიმე ნაკლით დაიბადოსო. თურმე ერთს ბავშვის ნაცვლად ცხოველი გაუჩენია ორსულობისას ზღვაში ბანაობის გამო facepalm.gif რას არ გაიგებ მოკლედ gigi.gif

Posted by: GEO_TBS 7 Mar 2014, 23:16
გოგოებოოო კურდღლის ტუჩზე რა გსმენიათ? რატომ უვითარდება ზოგს? მე მაგალითად იმდენად დიდი სისულელე მომიყვნენ, სირცხვილია აქ დაწერა, მაგრამ მაინც გეტყვით, მიუხედავად იმისა რომ ამ ვერსიის არ მჯერა და ნამდვილი მაინტერესებს, თუ ვინმემ იცით

ანუ ორნაირი ვერსია მაქვს გაგებული , ერთი ის რომ კურდღლის ხორცი არ უნდა ჭამოს ორსულმაო და მეორე ნამეტანი სისულელე biggrin.gif კურდღელი თუ ნახე სადმე, არ უნდა შეაშინო, თორემ იწყევლებაო biggrin.gif ეს ვერსია ძალიან ბევრს მოუყოლია biggrin.gif

Posted by: FoXy 8 Mar 2014, 00:11
გულძმარვა თუ გაქვს თმიანი ბავშვი დაიბადებაო, მელოტი გავაჩინე 1 წლისაა და კიკინაც არ ეკვრება baby.gif
თაფლი ერთი 5 კგ ვჭამე და ისეთი დორბლიანია მტრისასbiggrin.gif ნუ მე კი არ მჯერა, რომ თაფლის ბრალია მაგრამ ყელში მადინეს იმდენს მაძახებენbiggrin.gif

Posted by: SUBADARI 8 Mar 2014, 00:32
FoXy
ღმერთო ეს დორბლი ოდესმე თუ დამთავრდება აღარ მჯერა biggrin.gif კბილები რომ უგვიანდებათ მაგის ბრალია

Posted by: daxatuli888 3 May 2015, 14:05
გამარჯობათ, ცრურწმენების არ იყოს ორსულად ვარ და რამოდენიმეჯერ ქათამი გამოვშიგნე და საქონლის ღვიძლსაც მოვკიდე ხელი, ეხლა იზმენები მაქვს ბავს ტყლიპი არ ექნასთქო. არადა ქათამის ნაღველი რომელი იყო არც კი ვიცი და ღვიძლის საშიშია საქონბლის ნეტა თუ იცით? baby.gif

Posted by: amoeka 3 May 2015, 16:08
FoXy
მეც 9თვე გულძმარვა მკლავდა, იმდენი მიძახეს თმიანი იქნებაო მაიმუნს ველოდი და შემრჩა მელიტი ბავშვი, თავზე თმა კი არა წამწამები და წარბებიც არ ქონდა biggrin.gif

Posted by: ლუნა 3 May 2015, 16:10
amoeka
QUOTE
მაიმუნს ველოდი



biggrin.gif

Posted by: amoeka 3 May 2015, 16:23
ლუნა
ხოო, ზუსტად, ლიჯანთან ერთად მეძინა ეგ მშველოდა მხოლოდ, biggrin.gif

კიდევ ქათმის ღვიძლს თუ მოისმევ სადმე ბავშვს ლაქა ექნებაო, საერთოდ არ მიწამია ქათამი გამოშიგვნაზე ხო ზედმეტია საუბარი, მაგრამ ჩემ შვილს კეფაზე ქონდა წითელი ლაქა, 2 წლის მერე გაღიავdა და გაქრა

Posted by: tin10nio 3 May 2015, 16:30
აუ რა მაგარი პოსტებია ვიცინე :დ ჩაჩხვლეტილები მეც მაქვს მარა დედაჩემს არაფერი მოუპარია :დ ნეტა გამოყვეს ჩემს ბავშვს :დ amoeka
მაყვალასთან შევალ კვერცხებს მოვპარავ baby.gif gigi.gif
* * *
QUOTE (burkina-faso @ 7 Dec 2011, 18:38 )
QUOTE
გიშინ კიდევ ერთი საოცრება გავიგე  
ორსულობისას თევზი არ ჭამო, თორემ ბავშვი გვიან დაიწყებს ლაპარაკსო

მერე ასე გეთქვა, შევჭამ, რადგან სასარგებლოა და რო დაიბადება, ჩხიკვის ფრთას გამოვუსვამ პირში, მალე ალაპარაკდებათქო smile.gif

აი მოხერხებული გოგო lol.gif გადავბჟირდი lol.gif lol.gif
* * *
ისე მეზობელმა მითხრა კამეჩის მაწონი უნდა შემომეწვდია მარა გამახსენდა 12 თვე იცის ორსულობაო :დ ჯერ ძროხის მაწონი არ მიყვარს და კაამეჩისას შევჭამდი? biggrin.gif

Posted by: amoeka 3 May 2015, 17:18
ეს არის ძაან მაგარი თემა tin10nio
ჩამო მე მომპარე თუ მოპარვაა smile.gif

Posted by: BAZZILIO 3 May 2015, 23:09
ჩემი დედამთილი მიჭამს ტვინს ვაშლის ძმარი სვი, ბავშვს ლამაზი ფერის თმა ექნებაო, არადა ისეთი ტოქსიკოზი მაქვს, კუჭი გახვრეტილი მაქ მგონი ისედაც და ვაშლის ძმარი როგორ მომიხდება წარმომიდგენია smile.gif

Posted by: Ezekia 3 May 2015, 23:25
რა მაგარი თემაა )))

QUOTE

კიდევ ქათმის ღვიძლს თუ მოისმევ სადმე ბავშვს ლაქა ექნებაო,


ღვიძლს თუ ღვიძლიან ხელს ) მე მოვისვი ორსულობისას და დალაქავდა ჩემი შვილი, მკრთალი ყავისფერი ლაქები აქვს ხელზეც და მუცელზეც )

და ჩემმა დაქალმა კვერცხი მოიპარა ჩემთნ, და ბავშვს ჩაჩხვლეტილი ლოყა აქვს ) ვეჩხუბე, მეორეც რატო არ მოიპარე მეთქი ))

კია ეს ყველაფერი ასე, მაგრამ არ შეიძლება, დამთხვევა იყოს? )))

Posted by: .ნინო 4 May 2015, 13:42
QUOTE (natiagogona @ 12 Jan 2009, 11:54 )
რამდენიმე დღის წინ ორსულმა დაქალმა მითხრა რო ქსოვა არ შეიძლება ჭიპლარი შემოეხვევაო.

ესეც კიდევ ერთი ზღაპრუნა smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

სხვათა შორის, მაგ "ზღაპარუნას" საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს smile.gif)

დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა ძალიან ცუდია და ხშირად იწვევს სხვადასხვა გართულებებს, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა ირღვევა მენჯის მიდამოებში. თან ფეხი თუ გაქვს ფეხზე გადადებული, ხომ საერთოდ...

ქსოვა კი ისეთი რამაა, ხშირად ჯდომას მოითხოვს...

აქედან წამოვიდა ეგ ცრურწმენაც smile.gif რა თქმა უნდა დღეში 1-2 საათი ქსოვა არაფერს აშავებს, მაგრამ ცრურწმენა მაინც გაჩნდა smile.gif)

Posted by: tin10nio 4 May 2015, 13:43
amoeka
კი შენთან ჯობია არ გამასამართლებენ :დ

Posted by: bachi1975 19 May 2015, 18:05
მე მითხრეს ფეხის გულებზე ნუ კოცნი თორემ გვიან გაივლისო biggrin.gif კიდევ კარგი ვკოცნიდი, თორემ იქნებ და მართალია, მაშინ ხო გაირბენდა 5 თვის, ვკოცნიდი და 9 თვისამ გაიარა biggrin.gif

Posted by: nopiahopi 20 May 2015, 11:56
მუცლის ფორმაზე რომ იციან კიდე, სულ მაძახებდნენ ბიჭის მუცელი გაქვსო , აი ყველა მაგას მეუბნებოდა smile.gif მე კიდევ მუცლის ფორმის ნაცვლად, ეხოსკოპიას ვუჯერებ, კი გამიჩნდა გოგო smile.gif)

FoXy
QUOTE
გულძმარვა თუ გაქვს თმიანი ბავშვი დაიბადებაო, მელოტი გავაჩინე 1 წლისაა და კიკინაც არ ეკვრება 

smile.gif) სულ არ შევუწუხებივარ გულძმარვას, მაგრამ ისეთი ქოჩორა გაჩნდა smile.gif)

tin10nio
QUOTE
ისე მეზობელმა მითხრა კამეჩის მაწონი უნდა შემომეწვდია მარა გამახსენდა 12 თვე იცის ორსულობაო

ძალიან ბევრი ვიცინე smile.gif)))))) 12 თვე smile.gif))
ალბათ დედაჩემა ჭამა დაიწყო და არ დაუმთავრებია, იმიტომ რომ 10 თვიანი გავჩნდი smile.gif)))

Posted by: tin10nio 20 May 2015, 12:25
sopiasopi
biggrin.gif საწყალი ჩვენი დედები , რა გარემოში ცხოვრობდნენ :დ ჩვენ აღარ გვაღელვებს მაინც სხვა რას იტყვის :დ

Posted by: amoeka 20 May 2015, 20:44
იცით მე რა ცრურწმენა გამახსენდა? სექსის მერე თუ მარჯვნივ დაწვები ბიჭი გეყოლება, თუ მარცხნივ გოგო biggrin.gif lol.gif lol.gif

და კიდევ, ბავშვი მუცელში თუ მარჯვნივ არის ბიჭიაო, თუ მარცხნივ გოგო lol.gif lol.gif

Posted by: tin10nio 10 Oct 2015, 20:47
აუ დღეს ჩემს მეგობარს ველაპარაკე და ვუთხარი ,ბავშვს რაღაცეები ვუყიდე და დავურეცხე თქო.

ღამე არ დატოვო ,თვალის ცემა იცისო :დ biggrin.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: nopiahopi 10 Oct 2015, 20:58
tin10nio
და უჟმურს აიკიდებს კიდე biggrin.gif


amoeka
QUOTE
სექსის მერე თუ მარჯვნივ დაწვები ბიჭი გეყოლება, თუ მარცხნივ გოგო     

biggrin.gif biggrin.gif და თუ ზურგზე,გოგო- ბიჭი ტყუპები?? biggrin.gif

Posted by: tin10nio 10 Oct 2015, 21:02
sopiasopi
ჰო რაღაც მაგდაგვარი gigi.gif ზოგთან როგორ ბ ლენა help.gif gigi.gif

Posted by: AnuNia 5 Nov 2015, 00:56

სანამ ბავშვი არ მოინათლება არ შეიძლება სტუმრის მიღება ღამის საათებშიო,

ღამე ტანსაცმელი არ უნდა დარჩეს თოკზეო ,

კარებთან დიდი,სქელი ჯაჭვი უნდა დაიდოს საფნის ქვეშო, ეშმაკები რო არ შემოვიდნენ ჩვილთანო biggrin.gif

Posted by: nino877 5 Nov 2015, 04:05
აუფ გადავიკითხე თემა smile.gif
რასმიშვება ეს უძილობა რა
კურდღლის ხორცი ბევრჯერ ვჭამე ორსულობაში
და მუზეუმის ეზოში რო ვსეირნობდი კურდღლებმა შემაშინეს და ადამიანის ხახიანი გაუჩნდება ბაჭიები ნეტა ?
biggrin.gif
სად ვიშოვო პარიზში კამეჩის მაწონი თორე დედაჩემი რას გაიხარებდა 12თვიანი რო დაიბადებოდა smile.gif

სოფელში ტუალეტში რო გავდიოდით ღამე მმეზობელმა ჩემი და ზრდიდა ჩემს ძმას და ნუ ეს ბავშვი რო ტიროდა და მუცელი აწუხებდა არ იძინებდა ხოდა სადღაც გაიგო ეს ასანთი უნდა შემოივლოო.
ისე არ გვიშვებდა ითახში biggrin.gif
ბებიაჩემმა გვიყურა გვიყურა და დაგვლანძღა ამხელა ქალები ხართო ემაგ სისულელეების როგორ გჯერათო biggrin.gif აღარ დავინახო ასანთი თქვენს ხელშიო smile.gif

აუ ისე მომწონს ეს ჩაჩხვლეტილი ლოყები,აღდგომის კვერცხი მოვიპარე ოღონდ გაუცნობიერებლად smile.gif
იმედია ეს ცრურწმენა ახდება .
რო გაინძრა ჩემს დას ვუყურებდი და ვეჭორავებოდი და მერე ტელეფონში ჩავიხედე რო ჩემი თვალის ფერი ქონდეს თქო.
ეხლა ისე ვარ ოღონდ ჯანმრთელი იყოს და როგორიცგინდა ისეთი იყოს smile.gif

Posted by: Mafanya 5 Nov 2015, 14:31
მე რომ ორსულად ვიყავი პირველ ბავშვზე ვმუშაობდი და ოთახში 5ნი ვიჯექით, ჩემს გარდა 2 ბიჭი და 2 გოგო კიდევ და ყველა სიმპათიური იყო შესახედავად და რომელსაც არ უნდა შემოგვხედო ლამაზი იქნება ბავშვიო და მენეჯერი გვყავდა ცოტა შეუხედავი და როცა ის ოთახში შემოვიდოდა სათითაოდ მწერდნენ ხოლმე სკაიპში თავი ჩაღუნე და ისე იჯექიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Nykusa 11 Nov 2015, 17:40
QUOTE
აქ დაწერა კიდე ერთ ტემასი ვიღაცამ დედამტილმა რზალს მოუსვა სახეზე გაბრაზებულმაო ტუ რაღAც და ბავშვს მტელ სახეზე ქონდაო

facepalm.gif საიდან..რატო ასეთები


QUOTE
კვერცხები უნდა მოიპარო და ლოყები ჩაეჩხვლიტებაო  თუ გამხსენდება დავწერ კიდე 

ვის მოვპარო? :დდდდ წამოვიღებ და მეორე დილით ვეტყვი, ან სახლში რომ მივალ მაშინვე lol.gif მაგრამ არ მჯერა ;დ
QUOTE
სადმე რომ მიხვალ სტუმრად იქიდან ტორემ ეხლა მაღაზიასი არ გინდა პატრულსი არ გიხილოტ უცებ 

biggrin.gif



პ.ს რატო აქვს ამ თემას 31 გვერდი? biggrin.gif .... უნდა გადავხედო, სახალისოა :დ <3


რაც შეეხება ამას - >
QUOTE
რო გაინძრევა ვისაც შეხედავ იმას დაემსგავსებაო

დედა იძახის, შენ რომ პირველად გაინძერი, ლექციაზე ვიყავი ფდა-ს კათედრაში და ცისფერთვალება ლექტორს ახსენებს ვირაცას, ის მიკითხავდაო .. მას ვუყურებდიო :დ
რომ დავიბადე, ამ ყავისფერთვალება და კეხიან ცხვირიან ხალხს გავუჩნდი ლურჯთვალება და კურნოსა ცხვირიანი ბავშვი lol.gif უეჭველი იმის ბრალიაო ხუმრობს ხოლმე, მაგრამ მამა როცაა სახლში მაშინ თავს იკავებს ამ ხუმრობისგან biggrin.gif biggrin.gif




Posted by: Iron Butterfly 22 Nov 2015, 23:23
თაფლი არ ჭამო დორბლიანი გამოვაო ეს ალბათ დაიწერა :

Posted by: nia4u 26 May 2016, 22:11
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე ორსულობასთნ დაკავშირებული ცრურწმენების შესახებ smile.gif

http://livenews.ge/inside.php?menuid=48&id=273


Posted by: tin10nio 26 May 2016, 22:17
კვერცხი არც დედას მოუპარავს და არც მე მაგრამ მეც მეჩხვლიტება და ჩემ ლილესაც )))
არც თაფლი მიჭამია ორსულს ლუკმაც კი და ქეა დორბლის ოკეანე :დ gigi.gif

Posted by: Nykusa 26 May 2016, 22:43
ჩემი ბიჭის რეანიმაციაში ყოფნას მოყოლია მეზობლის კომენტარი - უყიდეს გენაცვალე ყველაფერი წინასწარ ბავშვსო და ..... : )

რა ცუდად მომხვდა გულზე .....

Posted by: glamo 26 May 2016, 23:17
Nykusa
QUOTE
ჩემი ბიჭის რეანიმაციაში ყოფნას მოყოლია მეზობლის კომენტარი - უყიდეს გენაცვალე ყველაფერი წინასწარ ბავშვსო და ..... : )

რა ცუდად მომხვდა გულზე .....

facepalm.gif
ეს რომც გაიფიქრო დებილ თავში, რატომ უნდა უთხრა მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანს, ან მის ახლობელს..

Posted by: fleurs 26 May 2016, 23:31
Nykusa
მეტი არ ესმით და რა ქნან. ენა უსწრებთ წინ უმრავლესობას დაფიქრება არ იციან რას ამბობენ

Posted by: tin10nio 27 May 2016, 00:54
Nykusa
წეღანდავწერე და ეტყობა არ გამოვგზავნე ,ლილეზეც უთხრეს ჩემ დედამთილს : ჰმმმ,არ ყოფილა პატარა.
პატარა რატო უნდა იყოს ? დიდი დაიბადა ლაამის 4,500 იყოო :დ

ეტლი გვქონდა ,ისეთი არ ჩანდა და ხუთ თვემდე გარეთ კი დავდიოდით მაგრამ ვერ ხედავდნენ ბავშვს და ფიქრობდნენ ფიზიკური ნაკლი აქვს და მალავენო )))))

დედაჩემს ღამეები არ ეძინა ,რატომ ვუყიდე რაღაცეებიო ,ძალიან თანამედროვეა აფსოლუტურად ყველა საკითხში მაგრამ სასოწარკვეთილებისგან ყველაფერზე ეტირებოდა და გასაგებია
მაგრამ ეგ უტაქტო მეზობლები ნუ არ შემიძლია !!!

Posted by: Nykusa 27 May 2016, 01:15
glamo
fleurs
tin10nio
რა ქნან : )

ეჰ თინო,ნიკუშას რო გამოვაწოწიალებ ამ დღეებში, სულ ფეხზე მკიდია მერე ყველა ჩემი ოჯახის გარდა. ნუ კიდევ კარგი არც არკს ბევრი არაადეკვატური ადამიანი გარშემო და არც იქნება გამაღიზიანებელი ფაქტები, მაგრამ აი 1-2 ეგეთი სიგიჟე ხო ყველგან გამოხტება.

უბრალოდ, მაშინ როცა ადამიანი ვერც კვდები და ვერც რჩები და გული კი არა სული გეწვის და ამ დროს მსგავს რამეს მოისმენ, ვერა რა )))..... ამ ქალის ოჯახი უახლოესია ჩენი ქმრისთვის და შესაბამისად, ჩემთვისაც... მაგრამ ხო რამდენი დავინახავ, სულ გამახსენდებ მწარედ ეს ფაქტი არა?........ არ შეიძლება რა.

კაროჩე biggrin.gif ძირს ცრურწმებები!

Posted by: lurjimtredi 27 May 2016, 01:45
ჩემს ნათესავს ხუთი თითი ახატია ფეხზე ლაქად, ხელია გაშლილი ჩვეულებრივად და რაღაცია ხელი მოისვა დედაჩემა ორსულობაშიო ქათმიანი თუ კრემიანი არ მახსოვ ზუსტად ხელი დაიდოო, და ბევრი მინახავს ესეთი თან, ძან საინტერესოა რითი აიხსნება

Posted by: pearlgirl 27 May 2016, 09:53
Nykusa
QUOTE
უყიდეს გენაცვალე ყველაფერი წინასწარ ბავშვსო და ..... : )

facepalm.gif ვაიმე ვაიმე! ეგ არის შური შეიძლება თვითონვე ვერ აცნობიერებს თან.

Posted by: tin10nio 29 May 2016, 11:11
Nykusa დაიიკიდე მააგრად რა..
მთავარია ნიკუშა იყოს კარგად.
ეხლა რა სტადიაზე ხართ ,ბოდიში რომ გეკითხები რა

Posted by: Nykusa 29 May 2016, 13:43
tin10nio
რა ბოდიში :*

ახლა ყველაფერი კარგად აქვს ))). ფილტვები სუფთაა იმ წყლებისგან,სისხლი აბსოლუტურად სტერილურია და ეგაა. ერთადერთი, რაც მცირედ პრობლემად აქვს, ხელია რომელიც დაზიანრბული კი გაზარმაცებული აქვსო. თავიდან ეგონათ ვერ გაანძრევდა ხელს და თვითონ დაოწყო ხელის მოძრაობა, უბრალოდ ისე არ ტვირთავს როგორც მეორეს და მასაჟისტთან უნდა ვატარონერვოპათალოგია ვიზიტის მერე.

Posted by: tin10nio 29 May 2016, 16:11
Nykusa
ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენ უძლიერეს ბიჭუნას ყელში ვკოცნი :* აუცილებლად კარგად იქნება ,აუცილებლად.
სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ ,ჩვენ პატარებს <3

Posted by: Nykusa 29 May 2016, 16:45
tin10nio
გაიხარე :*

ჩვენგანაც მოიკითხე შენი ბუთქუნა ლილე და უთხარი იყოჩაღოს უფრო და უფრო <3

Posted by: nia4u 31 May 2016, 00:51
ფეისბუქზე წავაწყდი და გვერდი ვერ ავუარე ვერაფრით...

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ინფინიტი 31 May 2016, 01:47
nia4u
ავძაღლდი


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

თავქვეშ ნაჯახ და ქუდამოდებულს
ფართეტრუსიანი, კვერცხებგანიავებული და ამღერებული კაცი რო დაგადგება ომახიანად
ბიჭს კი არა, საპაიდერმენსაც გააჩენ
up.gif


Posted by: J&J 31 May 2016, 01:56
nia4u
drug.gif მგონი ღადაობს. ეგეთი ტიტული არა მგონია არსებობდეს.
ყოველდღე ასოს დაბანა help.gif facepalm.gif

მე შევჭამე რაღაც ცრურწმენის პონტში მაგრამ არ გაამართლა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: გობალა 31 May 2016, 09:37
QUOTE
ამბობენ ქათმის ნარველს თუ მოისვამ იმ ადგილზე ბაიას ლაქა ექნებაო... ვინმეს გამოუცდია??


ნაღველა კი არა თირკმელი
და მარტო ქათმის არა, საქონლისაც
სამწუხაროდ მართალია, ჩემი ოჯახსი წევრზეც დატესტეს, ოღონდ მადლობა ღმერთს სახეზე ან ხელზე -არა, ფერდზე გაუსვია ჩემს დიდ ბებიას ბებიაჩემზე რომ იყო ორსულად და ქალს ეხლაც ეტყობა თითების განასმელი
საოცარია მაგრამ რატო ხდება ეგრე, არ ვიცი

ცრურწმენებს რაც შეეხება, ორსულმა თმა არ უნდა შეიჭრას ან ფეხი ფეხზე არ უნდა გადაიდოს, ბავშვს ჭიპლარი ყელზე ეხვევაო და
კიდე ორსული თმას თუ მოგაჭრის ბოლოჭამიაები აღარ გაგიჩნდებაო :დ

Posted by: annaninio 31 May 2016, 09:46
აუ ხალხო დედაჩემმა თითი მიიდო ფეხისგულზე, აინტერესებდა მართალი იყო თუ არა და მართლა მაქვს წითელი წერტილი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anuta 31 May 2016, 10:04
ლოყების ჩაჩხვლეტასთან დაკავშირებითაც მართალი ყოფილა. ჩემმანათესავმა ორი კვერცხი მოიპარა და ბავშვს ორივე ლოყა ეჩხვლიტება.

Posted by: akulina 31 May 2016, 10:26
anuta
არ დაიჯერო მე მეჩხვლიტება ორივე ლოყა და ჩემს შვილსაც გამოყვა არც კვერცხი მოგვიპარავს მე და დედაჩემს და არც არაფერიsmile.gif
nia4u
ვხარხარებsmile.gif

Posted by: pipiripipi 31 May 2016, 10:45
რამაინტერესებს ერთმა და ორმა თუ ცადა და გაამართლა ქათმის ნაღველმა თუ სევდამ.. დანარჩენები რაღატო აკეთებენ? კაია ვითომ? biggrin.gif მეც ხო არ ვცადო .. აქტუალური ნაღველი

Posted by: annaninio 31 May 2016, 10:47
pipiripipi
ლეღვის ფოთლის ნახარშის პონტია. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pipiripipi 31 May 2016, 11:03
annaninio
შვილი რო გკითხავს რატო მაქვსო რა უნდა უპასუხო ნეტა biggrin.gif ქათმის ნაღველი წავისვიოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: გობალა 31 May 2016, 12:59
pipiripipi
QUOTE
რამაინტერესებს ერთმა და ორმა თუ ცადა და გაამართლა ქათმის ნაღველმა თუ სევდამ.. დანარჩენები რაღატო აკეთებენ? კაია ვითომ?  მეც ხო არ ვცადო .. აქტუალური ნაღველი


ეგ ის პონტია, "ლამფუჩკას" პირში თუ ჩაიდებ, შანსი არაა, უკან გამოიღო(თუ ექიმმა არ გამოგიღო-ნერვს ადამბლავებენ და ისე უხსნიან ადამიანს პირს დიდზე ტუ რაღაც ეგეთი)... არადა რამდენი ცდისხოლმე იცი რომ გაიგებენ?

Posted by: .ნინო 31 May 2016, 15:09
გობალა
თმაზე არ ვიცი, საიდან მოდის ეგ ცრურწმენა, ალბათ იქიდან, რომ ორსულობის დროს ორგანიზმში განახლების პროცესები, ნელდება. შესაბამისად, თმა აღარ ამოდის ახალი, ამიტომ ორგანიზმი ინახავს არსებულ თმებს. შედეგად ზრდა და ცვენა ჩერდება. თუ ორსულს ყველაფერი წესრიგში აქვს :-)

ფეხის ფეხზე გადადება კი ნამდვილად ცუდია. მცირე მენჯის ღრუში ისედაც გაძნელებულ სისხლის მიმოქცევას კიდევ უფრო ახშობს და ნამდვილად იწვევს მშობიარობისას სირთულეებს... საკმაოდ გამოცდილი ექიმისგან ვიცი.

Posted by: annaninio 31 May 2016, 15:16
.ნინო
მე რომ მცვივა რას ნიშნავს? თმის დაზიანებას თუ რაღაც ვერ მაქვს წესრიგში.

Posted by: .ნინო 31 May 2016, 15:18
annaninio
ძალიან ცოტა უნდა გცვიოდეს, ჩვეულებრივ როგორც იყავი, იმის ნახევარზე ნაკლები. თუ ბევრი გცვივა, რაღაც აკლია ორგანიზმს. ბ ვიტამინი, კალცი ან რამე მსგავსი.

Posted by: pipiripipi 31 May 2016, 16:08
გობალა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნათურაზე პირველად გავიგე biggrin.gif კიდე კაი მსგავსი რაღაცეების კეთება არმიყვარს თორე რამდენი იდეა ყოფილა.. მოდის ახალახლები biggrin.gif

Posted by: გობალა 31 May 2016, 16:29
pipiripipi

აჰა, იხალისე, ნათურის კურიოზია, ნაღდი ამბავი biggrin.gif

http://www.kvirispalitra.ge/sadgegrdzelod/21573-ambavi-nathuraze-legendaruli-kuriozi.html

Posted by: nia4u 31 May 2016, 16:51
pipiripipi
QUOTE
დანარჩენები რაღატო აკეთებენ? კაია ვითომ?

ადრე, გამიგია, ვითომ "ნიშანს"ადებდნენ მასე ბავშვს, აღარ დაიკარგებაო თუ რაღაც...
წინა გვერდზე დავდე ლინკი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი დავით კობეშავიძე საუბრობს ორსულობასთან დაკავშირებული ცრურწმენების შესახებ,
და მაგ ნაღველაზე ამბობს, რომ მეცნიერული ახსნა არ მაქვსო, მაგრამ ეგრეაო ანუ მართლაც მოყვება ბავშვს ლაქა.
თითქმის ყველა აქ ჩამოთვლილ ცრურწმენაზე აქვს კომენტარი smile.gif

Posted by: nia4u 11 Oct 2017, 17:51
http://fpaparazzi.com/index.php?newsid=19099
ორსულობა და ცრურწმენები, რომლებსაც დღესაც ბევრი ითვალისწინებს...

Posted by: MARIMARI123 12 Oct 2017, 10:13
მეც მჭირდა ორსულობისას ცრუ რწმენებიsmile.gif
ფეხის გადადება ისედაც არაა კარგი გულის ნორმალურ მუშაობას უშლის ხელს და მითუმეტეს ორსულისთვის...
ქათამის გაკეთება დავიწყწე, შუა პროცესში გამახსენდა ნაღველზე,ეგრევე მივატოვე,ბავშვი,რომ დაიბადა ფეხზე ქონდა პატარაზე წითლად,ხოდა იმ ქათამს დავაბრალეsmile.gif

Posted by: wuna 2 Nov 2017, 23:55
ნუ რამდენად ცრურწმენა შეიძლება დაერქვას არ ვიცი
მარა სექსის გამოთვლა შარდის და სოდის საშუალებით
დილის სარდს უნდა ჩააყარო სოდა - თუ ბევრი ბუშტუკა აქვს ბიჭია. ნაკლები - გოგო

Posted by: PSYCHO_87 3 Mar 2018, 19:24
ეგ ნაღველი კი არა ელენთაა, "ფიწიღი"

Posted by: narkozeli 21 Jun 2019, 16:45
QUOTE (nopiahopi @ 20 May 2015, 11:56 )
მუცლის ფორმაზე რომ იციან კიდე, სულ მაძახებდნენ ბიჭის მუცელი გაქვსო , აი ყველა მაგას მეუბნებოდა smile.gif მე კიდევ მუცლის ფორმის ნაცვლად, ეხოსკოპიას ვუჯერებ, კი გამიჩნდა გოგო smile.gif)

FoXy
QUOTE
გულძმარვა თუ გაქვს თმიანი ბავშვი დაიბადებაო, მელოტი გავაჩინე 1 წლისაა და კიკინაც არ ეკვრება 

smile.gif) სულ არ შევუწუხებივარ გულძმარვას, მაგრამ ისეთი ქოჩორა გაჩნდა smile.gif)

tin10nio
QUOTE
ისე მეზობელმა მითხრა კამეჩის მაწონი უნდა შემომეწვდია მარა გამახსენდა 12 თვე იცის ორსულობაო

ძალიან ბევრი ვიცინე smile.gif)))))) 12 თვე smile.gif))
ალბათ დედაჩემა ჭამა დაიწყო და არ დაუმთავრებია, იმიტომ რომ 10 თვიანი გავჩნდი smile.gif)))

აჰა ვიპოვე კამეჩის მაწონზე ცრურწმენა givi.gif


მიდევს ახლა წინ და არ ვიცი დავაკარო თუ არა პირი, არადა მინდა biggrin.gif

Posted by: nopiahopi 22 Jun 2019, 13:13
narkozeli
როდინდელი პოსტი ამოგუჩხრეკია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narkozeli 22 Jun 2019, 13:33
nopiahopi

ვგუგლავდი ორსულობა და კამეჩის მაწონს და ეს ამომიგდო biggrin.gif
შევყევი მერე და წავიკითხე ყველა პოსტი biggrin.gif

Posted by: nopiahopi 20 Sep 2020, 15:36
UP.........

აბა გავხალისდეთ ცოტა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: saceri 22 Mar 2021, 07:35
ნაღველზე ისტორიები ჩვეულებრივი ჰორორია...
სანამ გავიგებდი რომ ორსულად ვიყავი მანამდე 2 ჯერ შევწვი ქათამი... და არ მახსოვს ქათმიანი ხელის დროს თმა ხომ არ გადავიწიე სახიდან. არა და არც ვიცი ნაღველი რომელია facepalm.gif გაყინული ქათამი იყო, შიგნეულობის გარეშე, მაგრამ ნეკნებთან რაღაც შავები მოვაშორე შიგნიდან..
მითხარით რა რომ სახეტყლიპიანი ბავშვი არ მეყოლება user.gif

Posted by: Ani_Floyd 19 Jan 2022, 23:44
ვინმე ამიხსნის ეს ქათმის ნაღველი რანაირად მოქმედებს? რამე რაციონალური ახსნა აქვს თუ რაღაც მაგიურია? :დ ძალიან მაინტერესებს მართლა

Posted by: fermina 25 Jan 2022, 08:48
Ani_Floyd
QUOTE
ვინმე ამიხსნის ეს ქათმის ნაღველი რანაირად მოქმედებს? რამე რაციონალური ახსნა აქვს თუ რაღაც მაგიურია? :დ ძალიან მაინტერესებს მართლა


++++

ფაქტებით ვიცი, საკმაოდ რაციონალური ადამიანებისგან, თორემ შანსი არაა დამეჯერებინა.
ისე ბოლომდე არც ახლა მჯერა biggrin.gif სანამ არ ამიხსნიან, როგორ მოქმედებს.

Posted by: narkozeli 25 Jan 2022, 16:14
fermina

ძაან პაწაწინა 1მმ-იანი ლაქა აქვს ზურგზე ჩემს ბიჭს, დამეფიცება რომ არ შევხებივარ არანაირ ქათამ-ნაღველებს biggrin.gif რო მქონოდა შეხება, აი მაგას ხო დაბრალდებოდა? givi.gif

მეც არ მჯერა baby.gif

Posted by: Anabeli111 25 Jan 2022, 18:30
ჩემი დაქალის დედამ არ მჯერაო,.ფეხზე მოისცა სპეციალურად, მუხლის უკან და ჩემს დაქალს ლაქა აქვს ზუსტად მანდ biggrin.gif
narkozeli

Posted by: magdalea 28 Sep 2022, 19:10
UP...............................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)