Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > App Store-ზე ბარათის მიბმა


Posted by: > CasTieL < 12 Dec 2017, 11:56
ამ თემაში დავწერ როგორ გადავაბათ Apple ID-ს თქვენი საკრედიტო ბარათი.

ნაბიჯი 1:
დარეგისტრირდით ამ საიტზე: https://qiwi.com/
ძალიან მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ ტელეფონის ნომერი და საქართველოც არის სიაში.
რეგისტრაციის შემდეგ საიტი მოგცემთ ვირტუალურ საბანკო ბარათს, თავისი CVC კოდით და ა.შ.
შემდეგ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით (TBC Pay, Express Pay) ჩარიცხეთ რაღაც თანხა (მე პირადად 10 ლარი ჩავრიცხე), რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ იმ ტელეფონის ნომერი რითიც დარეგისტრირდით.

ნაბიჯი 2:
შევდივართ ჩვენს App Store-ში და ვცვლით რეგიონს რუსულით.
ინტერნეტში მოძებნეთ რამე მისამართი და ეგ მიუთითეთ.
ბარათის გადაბმაზე რომ მივა საქმე მიუთითეთ ზემოაღნიშნული ვირტუალური ბარათი და ჩამოგაჭრით რაღაც ოდენობას. (სავარაუდოდ 1$-ის ექვივალენტს რუბლებში ზუსტად არ მახსოვს), რომელსაც 20 დღის შემდეგ (ჩემს შემთხვევაში) უკან დაგიბრუნებენ.
ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის სქრინი იქნება დაახლოებით ესეთი:

user posted image

ნაბიჯი 3 (სარეკომენდაციო):
გირჩევთ დააყენოთ QiWi-ს მობილური აპლიკაცია, რადგან ბარათის მონაცემები მობილურ აპლიკაციაში სულ ჩანს, საიტზე კი შეზღუდულადაა.

შენიშვნა:
1. 10 ლარის ჩარიცხვის შემთხვევაში ანგარიშზე დაგიჯდებათ დაახლოებით 8.5-8.8 ლარის შესაბამისი რუბლი (ანუ 1.5 ლარს აქ კარგავთ).
2. მე პირადად ნაყიდი მაქვს iCloud-ის გაზრდილი მეხსიერება, რისთვისაც თვეში ვიხდი 149 რუბლს, მაგრამ მეჭრება 179 რუბლი (30 რუბლი არის QiWi-ს საკომისიო), დაახლოებით 1.5 ლარს აქაც კარგავთ.

user posted image

წარმატებას გისურვებთ!
შეიძლება ამერიკულ რეგიონზეც იმუშაოს ვერ გეტყვით, მე რუსული ვამჯობინე ფასებიდან გამომდინარე (რუსული ოდნავ იაფია).

Posted by: mamqav 20 Jan 2018, 23:22
ანგარიშის შევსება ფეი ბოქსის აპლიკაციითაც შეიძლება, მე პირადად მაგ აპლიკაციით ვავსებ ქივის

Posted by: SerLom1 29 Jan 2018, 01:38
ადრე მქონდა მაგ კივის ვირტუალური ბარათი ფეიფალზე მიბმული და მასე ვიწერდი ამერიკიდან პროფუქციას იბეიზე, სანამ ოფიციალურად დაამატებდნენ საქართველოს. რამე მსგავსი არ არსებობს ამერიკის ვირტუალური ბარათი რომ მოგცენ?

ხო კიდევ, რუსულ ეფლ მიუზიქს უფასო 3 თვიანი საცდელი პროგრამა არ აქვს???

Posted by: sevastopol 29 Jan 2018, 14:40
SerLom1
Plati.ru-ზე მონახე ვირტუალური ბარათები.

მგონი რუსულსაც 3 თვიანი უფასო საცდელი პროგრამა აქვს.

Posted by: > CasTieL < 29 Jan 2018, 19:28
SerLom1
sevastopol
QUOTE
რუსულ ეფლ მიუზიქს უფასო 3 თვიანი საცდელი პროგრამა არ აქვს???

აქვს.

* * *
mamqav
QUOTE
ანგარიშის შევსება ფეი ბოქსის აპლიკაციითაც შეიძლება

მადლობა ინფოსთვის, გავითვალისწინებ აუცილებლად

* * *
SerLom1
მე რუსული მხოლოდ და მხოლოდ Apple Music-ის სიიაფიდან გამომდინარე ავირჩიე, თორემ 200GB iCloud-ი რუსულს და ამერიკულს თითქმის ერთი ფასი აქვს.

სხვას პრინციპში არაფერში ვიყენებ თორემ რუსული Apple Store პროგრამების მხრივ ძვირიც კი გამოდის.
პროგრამა რომელიც ამერიკულზე 0.99$ ღირს, რუსულზე არის 75 რუბლი (რაც დამერწმუნებით უფრო ძვირია ვიდრე 0.99$).

სცადე შენც ამერიკულ რეგიონზე შეიძლება გადააბას ქივის ბარათი (მიუხედავად ქივის რუსულობისა), მე არ მიცდია, ვერაფერს გეტყვი.

Posted by: mixeili777 29 Jan 2018, 22:19
ტანხა როგორ შევიტანო ამ კაშილოკში რომელ მისამართზე აიქნებ ამიხსნათ ?

Posted by: SerLom1 30 Jan 2018, 22:40
კივიზე დავრეგისტრირდი დ მა ვირტუალური ბარათი არ გამიხსნა, 10 დოლარის გადახდას ითხოვს მგონი მაგაში და აბა დაწვრილებით დაწერე როგორ ავიღო ვირტ. ბარათი

Posted by: sandro82 30 Jan 2018, 22:45
რაღაზე წვალობთ ვერ გავიგე.
წადით და შეუკვეთეთ ვირტუალური გიფთ გარდი და მიაბი ანგარიშს.
https://www.apple.com/shop/personalize/electronic?product=E_GIFT_CARDS
ლინკი განვაახლე.
* * *
SerLom1
არ უნდა მოეთხოვა შენ სავარაუდოთ საკრედიტოს ყიდულობ.
უნდა აიღო ვირტუალური.
მე მომცა სმს მომივიდა და ბარათის მონაცემებიც მომწერა

Posted by: > CasTieL < 31 Jan 2018, 13:49
SerLom1
sandro82
QUOTE
მე მომცა სმს მომივიდა და ბარათის მონაცემებიც მომწერა

კი ეგრეა. დიდი ალბათობით
QUOTE
საკრედიტოს ყიდულობ


მობილური აპლიკაცია გადმოწერე და შენი ბარათის მონაცემები სულ გახსნილი იქნება. საიტზე შეზღუდულადაა წვდომა.
მე სულ მობილურ აპლიკაციას ვიყენებ, თითქმის არ შევდივარ საიტზე.

Posted by: koba71786 31 Jan 2018, 15:39
sandro82
QUOTE
რაღაზე წვალობთ ვერ გავიგე.
წადით და შეუკვეთეთ ვირტუალური გიფთ გარდი და მიაბი ანგარიშს.
https://www.apple.com/shop/personalize/elec...ct=E_GIFT_CARDS

ეს ვირტუალური ბარათი რითი უნდა იყიდო? ქივით?


Posted by: sandro82 31 Jan 2018, 18:58
QUOTE
ეს ვირტუალური ბარათი რითი უნდა იყიდო? ქივით?

ფეიფალი ან საკრედიტო ბარათით.
აგერ აქაც გავაძრე მგონი უფრო კაი პონტია და დადესტეთ აბა.
https://mm.ge/service.php?id=349&lang=geo
user posted image

Posted by: koba71786 1 Feb 2018, 18:12
unipay.ge
მარტივად ორ წუტში გავაკეტე, ვირტუალური გიფთ ქარდი შევუკევეთე და ეგრევე მოვიდა კოდი მაილზე, და გავააქტიურე app store_ზე


Posted by: > CasTieL < 1 Feb 2018, 20:03
საწყენად არ მიიღოთ უბრალოდ ეს Gift Card-ები ვერ/არ ასრულებს ყველაფერს. მაგალითად:
1. Gift Card-ით ვერ გამოიწერ ყოველთვიურ 200GB-იან iCloud-ს.
2. Gift Card-ით ვერ გაიაქტიურებ ყოველთვიურ Apple Music-ს მითუმეტეს Family Sharing-სთვის.

წყარო: https://support.apple.com/ru-ru/HT201238
ბოლოში მე-5 პუნქტი

პროგრამების ყიდვა თუ გინდათ კი ბატონო, Gift Card-ი შეიძლება მისაღებიც იყოს, მაგრამ თუ ზემოაღნიშნული სერვისებით გსურთ ისარგებლოთ, რისთვისაც ბარათის მიბმაა აუცილებელი, რაღა ჯანდაბათ უნდა დაგჭირდეს კაცს ეგ Gift Card-ი იქნებ ამიხსნას ვინმემ.

P.S. მე პირადად ჩემს მიერ დაწერილ ორივე სერვისს ვიყენებ.

Posted by: IONx64 12 Feb 2018, 19:40
სალამი. რაღაც აპლიკაციის ყიდვა მინდა აიპადიდან და როგორ უნდა ვიყიდო რაა ამისთვის კარგი გზა? ვერ ვაბამ ბარათს რადგან საქართველო არაა სიაში და სხვა ქვეყნის ბარათი მე არ მაქვს. დამეხმარეთ რა.

ან ეს საქართველო რატო არაა სიაში მაგარი ცირკია რა

Posted by: david999 12 Feb 2018, 20:23
QUOTE (IONx64 @ 12 Feb 2018, 19:40 )
სალამი. რაღაც აპლიკაციის ყიდვა მინდა აიპადიდან და როგორ უნდა ვიყიდო რაა ამისთვის კარგი გზა? ვერ ვაბამ ბარათს რადგან საქართველო არაა სიაში და სხვა ქვეყნის ბარათი მე არ მაქვს. დამეხმარეთ რა.

ან ეს საქართველო რატო არაა სიაში მაგარი ცირკია რა

გიფტ ქარდი შეგიძლია იყიდო. უნიპეის აქვს 5$იანებიც.

Posted by: IONx64 12 Feb 2018, 20:45
QUOTE (david999 @ 12 Feb 2018, 20:23 )
QUOTE (IONx64 @ 12 Feb 2018, 19:40 )
სალამი. რაღაც აპლიკაციის ყიდვა მინდა აიპადიდან და როგორ უნდა ვიყიდო რაა ამისთვის კარგი გზა? ვერ ვაბამ ბარათს რადგან საქართველო არაა სიაში და სხვა ქვეყნის ბარათი მე არ მაქვს. დამეხმარეთ რა.

ან ეს საქართველო რატო არაა სიაში მაგარი ცირკია რა

გიფტ ქარდი შეგიძლია იყიდო. უნიპეის აქვს 5$იანებიც.

მაქვს მანდ ექაუნტი მაგრამ ვერ ვიპოვე ეს ქარდი. შეგიძლია დალინკო?

Posted by: sanoma 11 Apr 2018, 21:51
http://plati.ru/ - ზე გამოჩნდა პრიფეიდ ვირთუალ (visa) ქარდები რომლებიც ებმევა ამერიკულ Apple ID-ებს, მასე მივაბი მე.

Posted by: sevastopol 13 Apr 2018, 01:26
sanoma
შეგიძლია ნახო ეგ ბარათი Apple Wallet-საც თუ მიებმევა, შემდეგ Apple Pay-თი რომ გადაიხადო მაღაზიაში?

Posted by: LEX-O22 18 Jul 2018, 23:24
რომ დაიქცეს ეს ქვეყანა რუსეთს როგორ ავირჩევ??? მომტყდეს იმ წამს ის ხელი და აფეთქდეს ტელეფონი.


ვირტუალ მაქვს მეც რომელიც ძაან დიდი ხნის წინ გავაკეთე შემთხვევით აეროპორტში. მაგის შემდეგ გიფტ კარდებს ვაწვები.

Posted by: natia_natia9 26 Jul 2018, 19:26
იმანით ვრიცხავდი ხოლმე ფულს და სხვა უკეთესი საშუალება იცით?

Posted by: sevastopol 27 Jul 2018, 00:28
natia_natia9
იმავენაირად შეგიძლია უნიფეის საშუალებით ჩარიცხო.

სხვა არაფერი...

Posted by: natia_natia9 27 Jul 2018, 01:11
sevastopol
იმანის ჯობია ეგ უნიფეი?

Posted by: ilushh 27 Jul 2018, 22:10
> CasTieL <
მადლობა, გამომადგა.

ერთი კითხვა მაქვს
apple music გამოვიწერე და ანუ 3 თვიანი უფასო ხო არის და რა მაინტერესებს ამ 3 თვის მერე რაც მექნება გადმოწერილი ალბომები ვეღარ მოვუსმენ ხო ?

და ეს individual subscribe გავაკეთე და student-ზე ვერ გადავალ ? თავიდან კი მივეცი students მარა მერე რაღაცეები მომთხოვა და დავანებე თავი და ვინც იცით იქნებ დამაკვალიანოთ. მადლობა წინასწარ

Posted by: sevastopol 27 Jul 2018, 23:27
natia_natia9
იგივეა.

ilushh
3 თვის მერე ავტომატურად მოგაჭრის რამე თანხა თუ გაქვს ბალანსზე.

და ვერ მოუსმენ 3 თვის გასვლის შემდეგ.

სტუდენტურს ვერ აირჩევ, რადგან კომპანია უნიდეის ვერ გააქტოურებ საქართველოდან, ამერიკაში კოლეჯის სტუდენტი უნდა იყო.

Posted by: ilushh 28 Jul 2018, 07:31
sevastopol
qiwi რო მაქვს მიბმული ქივიზე რაც მაქვს მაგას მომაჭრის? თუ უნდა გადავიტანო appstore-ს ექაუნთზე თანხა?

Posted by: sevastopol 28 Jul 2018, 14:23
ilushh
QIWI გაქვს მიბმული?

ანუ რუსეთის რეგიონზე ხარ ხო? მაშინ პირდაპირ გადახდის დროს QIWI-დან მოგაჭრის.

Posted by: natia_natia9 6 Aug 2018, 23:32
იმანით 15$_იანი gift card ვიყიდე და 42.87 წაიღო, თავიდან 15$ ჩავრიცხე და არ ქნა მანამდე სანამ 7 ლარი არ დავამატე და ლარებში არ გადავიყვანე ჩარიცხული 15$ ! ამდენი წვალება უნდა ?! მომეშალა ნერვები !! ახლა ფული ჩამომაჭრა და გაჭედა “მუშავდებაზე” რა სიკვდილი უნდა ?!

Posted by: ჰეისან 7 Aug 2018, 00:29
natia_natia9
ეგ არ ვიცი, მაგრამ მე როგორ ვყიდულობ ხოლმე Gift Card-ს, გეტყვი. შევდივარ ამ საიტზე:

http://www.pcgamesupply.com

ერთხელ გახსნი Account-ს და მერე მაგ Username-ით და Password-ით შედიხარ ხოლმე მაგ საიტზე. მარცხენა პანელზე Gift Card მენიუს გვერდით "+" ნიშანს აწვები და ჩამოიშლება სია. მერე მაგ სიიდან ირჩევ iTunes Gift Cards ქვემენიუს. მერე მარჯვნივ გამოსულ ფანჯარაში iTunes Gift Cards US-ში ირჩევ ნომინალს (5, 10, 15 და ასე შემდეგ დოლარიანი ბარათი). მონიშნავ სასურველ თანხას და აწვები ღილაკს Add To Cart. მერე PayPal-ით შეგიძლია გადაიხადო.

მნიშვნელოვანი მომენტი - აუცილებელია მაგ საიტზე იმ სახელით და გვარით დარეგისტრირდე, რომელიც PayPal-ის Account-ზეა რეგისტრირებული. რამეთუ, თანხის ჩამოჭრის მომენტში PCgameSupply საიტის სისტემამ თუ მოწვა, რომ საიტზე შენი Account-ი და PayPal-ის Account-ი სხვადასხვა ადამიანის სახელზეა, დაბლოკავს ტრანზაქციას და მერე ერთი თვე უნდა ელოდო თანხის დაბრუნებას ბარათზე.

Posted by: natia_natia9 7 Aug 2018, 00:52
ჰეისან
აუ ეს ბევრად მარტივია ჩანს! მეცოდინება! ფეიფალზე საქართველოთი მაქვს მითითებული რეგისტრაციისას და მაინც გადავიხდი ხო ქართული ექაუნთით? ამერიკის მაღაზიაში მუშაობს? მუსიკის ყიდვა მინდა და სავარაუდოდ ვიყიდი ხო?

Posted by: Andy_Kaufman 7 Aug 2018, 10:59
ჰეისან
natia_natia9

https://www.unipay.com/services/itunes

აი აქედან ვყიდულობ ხოლმე მარტივად გიFთ ქარდს

Posted by: natia_natia9 7 Aug 2018, 18:19
Andy_Kaufman
უნდა დავრეგისტრირდე ხო?

Posted by: sevastopol 7 Aug 2018, 18:49
natia_natia9
დარეგისტრირდი და გადაიხდი ბარათით.

ძალიან მარტივია...

Posted by: ჰეისან 7 Aug 2018, 20:48
natia_natia9
QUOTE
ფეიფალზე საქართველოთი მაქვს მითითებული რეგისტრაციისას და მაინც გადავიხდი ხო ქართული ექაუნთით? ამერიკის მაღაზიაში მუშაობს?

მეც მასე მაქვს - PayPal-ის Account-ი საქართველოდან დავარეგისტრირე და მდებარეობაც საქართველო მივუთითე. TBC-ს ბარათი აქვს მიბმული. Apple ID მაქვს US-ში შექმნილი და ქართული App Store რომც გაგვიხსნან, აქ გადმომსვლელი არ ვარ... biggrin.gif

Posted by: natia_natia9 7 Aug 2018, 23:43
sevastopol
ჰეისან
ამაზეც მიპასუხეთ, 15$ ეყოფა თუ უფრო მეტი ჩავრიცხო? იმანიზე 15$_იანი gift card 42.87 ლარი დამიჯდა
ჰეისან
Apple id მეც ამერიკულ მისამართზე მაქვს გაკეთებული და ანუ ამერიკული app store მაქვს ხო? :დ ანუ gift card-ებში ხოა განსხვავება ქვეყნების მიხედვით ხოდა მე ამერიკული app store-ის მჭირდება ალბათ :დ სიმღერების მინდა ვიყიდო :დ

Posted by: ჰეისან 8 Aug 2018, 01:22
natia_natia9
მე როცა ვყიდულობ Gift Card-ს, 2 ან 3 დოლარს ზედმეტს მახევს ეგ საიტი. საკომისიოს იტოვებს თავისთვის. პრინციპში, ჩემთვის სულ ერთია. მთავარია, დეპოზიტზე თანხა დავისვა Apple ID-ზე და 2-3 დოლარს არა უშავს smile.gif

თუ Apple ID ამერიკულ App Store-ში გაქვს, მაშინ US App Store-ისათვის საჭირო Gift Card-ები უნდა იყიდო აუცილებლად.

Posted by: natia_natia9 8 Aug 2018, 01:43
ჰეისან
მაგ საიტზე არის ხო us app store-სთვის gift card-ები? Gift card Us აწერია? ხვალ დავრეგისტრირდები

Posted by: ჰეისან 8 Aug 2018, 02:25
natia_natia9
რა თქმა უნდა, არის... აბა, სხვანაირად როგორ შევივსებდი დეპოზიტს Apple ID-ზე?!

Posted by: natia_natia9 8 Aug 2018, 22:03
ჰეისან
biggrin.gif რეგისტრაციისას ჩემი ქართული ტელეფონის ნომერი მივუთითე, ოღონდ პლუსის გარეშე ჩამაწერინა 995 და ნომერი

iTunes Gift Cards US-სა და iTunes App Store Gift Cards US-ს შორის რა განსხვავებაა?

მაილზე არ მომსვლია SMS რეგისტრაციის შემდეგ. მაილი არასწორად ხომ არ მივუთითე? თუ ასე უნდა იყოს, ნომერიც პლუსის გარეშე იწერება მანდ, ხომ?

Posted by: ჰეისან 8 Aug 2018, 22:57
natia_natia9
QUOTE
iTunes Gift Card US-სა და iTunes App Store Gift Card US-ს შორის რა განსხვავებაა?

როგორც მე ვიცი, არანაირი სხვაობა არაა... მაგ სიტყვა App Store-ს ძალით თხრის შიგნით ვიღაც. რეალურად, არსებობს მხოლოდ iTunes Gift Card (US / UK / AUS და ასე შემდეგ).

QUOTE
მაილზე არ მომსვლია SMS რეგისტრაციის შემდეგ. მაილი არასწორად ხომ არ მივუთითე? თუ ასე უნდა იყოს, ნომერიც პლუსის გარეშე იწერება მანდ ხომ?

აღარ მახსოვს, პლუსის ნიშანი უნდა თუ არა. კარგა ხნის წინ დავრეგისტრირდი და ვეღარ ვიხსენებ. არც ის მახსოვს, მაილზე მომივიდა აქტივაციის კოდი, თუ SMS-ით მოვიდა...

Posted by: natia_natia9 8 Aug 2018, 23:16
ჰეისან
უღრმესი მადლობა! რაც მე იმანი მტანჯავდა! ყველას ვურჩევ ამ საიტს, 2 წუთში კოდი მომივიდა. მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან კმაყოფილი ვარ

ბარათებს შორის განსხვავებაც მომწერეს: “iTunes Gift Cards is for Music Whiles App Store Gift Card is for Apps and In Game Stuff as well”.

Posted by: ilushh 25 Aug 2018, 23:11
რა მაინტერესებს, ანუ მიბმული მაქვს ვირტუალური Qiwi ბარათი ჩემს apple id-ს და ყიდვა მინდა აპლიკაციის და აუცილებლად appstore-ს ანგარიშზე უნდა მქონდეს თანხა რო ვიყიდო ? არ შეიძლება ისე რო ვიყიდო და Qiwiს ანგარიშიდან მოხსნას თანხა?

Posted by: sevastopol 25 Aug 2018, 23:29
ilushh
თუ მიბმული გაქვს ბარათი, მაშინ პირდაპირ ბარათით გადაიხდი.

ოღონდ ქივიზე რუსეთის რეგიონიდან უნდა იყიდო მგონი, არა?

Posted by: ilushh 25 Aug 2018, 23:30
sevastopol
ანუ კი რუსეთზე ვარ, მარა ვერ ვყიდულობ რატომღაც sad.gif ანუ ვიწერ ჩვეულებრივად ფასიან აპპებს და მგონი ბეტა ვერსიებს იწერს ხო ? ვერ ვხმარობ ბოლომდე და როგორ ვიყიდო საერთოდ biggrin.gif

Posted by: sevastopol 26 Aug 2018, 19:31
ilushh
ყიდვის დროს არ გეკითხება საიდან უნდა ჩამოაჭრას თანხა?

Posted by: ilushh 26 Aug 2018, 21:01
sevastopol
არა ეგრევე იწერს და მორჩა თან არც ჭრის თანხას biggrin.gif

Posted by: > CasTieL < 27 Aug 2018, 22:57
ilushh
ჩამოგაჭრის თუ ფასიან პროგრამას ყიდულობ (თუ თანხა უწერია აპსტორზე).
მეც "ვიყიდე ეგრე უფასოდ" და ერთი კვირის მერე ჩამომაჭრა.
უფასო ყველი მარტო სათაგურშია smile.gif

Posted by: minimal23gb 28 Aug 2018, 22:32
https://tbcpay.ge/company/2608

თი-ბი-სი მაც დაამატა, მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ.

Posted by: zura_fila 29 Aug 2018, 05:34
გიფთ ქარდით შემიძლია აიქლაუდის ყიდვა?

Posted by: DrVeRaGi 29 Aug 2018, 15:15
მოკლედ თამაშში მინდა რაღაცის ყიდვა ე.წ in-app purchase და როგორ მოვიქცე როგორ ჯობია ეგ გიფთ-ქარდი გამოდგება ამ საქმისთვის თუ ქივის ვირტუალურიო და რუსეთზე შეცვლა ეფლ აიდის?

Posted by: minimal23gb 29 Aug 2018, 15:38
DrVeRaGi
არ შეცვალო რეგიონი, სისულელეა.

https://tbcpay.ge/company/2608

შედი აქ, იყიდე გიფთქარდი, დაგერიცხება თანხა appstore ზე და იყიდი რასაც გინდა.

Posted by: ForumGe7 29 Aug 2018, 17:18
QUOTE (zura_fila @ 29 Aug 2018, 05:34 )
გიფთ ქარდით შემიძლია აიქლაუდის ყიდვა?

კი
............................

Posted by: Thunder) 29 Aug 2018, 19:27
აიქლაუდის მეხსიერება რომ გავზარდო 50გბ მდე,თვეში რამდენი უნდა გადავიხადო ხოლმე ???

Posted by: sevastopol 29 Aug 2018, 22:28
Thunder)
50GB: $0.99
200GB: $2.99
2TB: $9.99

Posted by: shalva131 29 Aug 2018, 23:39
ჩავრთე 3 თვიანი საცდელი Apple Music და რა მაინტერესებს, სამი თვის მერე QIWI_ზე უნდა ჩავრიცხო თანხა რომ გააგრძელოს თუ ბარათი უნდა მივაბა QIWI_ს?

Posted by: sevastopol 30 Aug 2018, 01:02
shalva131
ქივიდან წაიღებს იმ ფულს.

ანუ ქივიზე უნდა შეავსო თანხა შენი ბარათით. მგონი ცალკე ქივიზე ბარათის მიბმა არაფერს არ უშველის თუ ბალანსი ქივიზე 0 გაქვს.

Posted by: > CasTieL < 30 Aug 2018, 08:39
shalva131
sevastopol
QUOTE
მგონი ცალკე ქივიზე ბარათის მიბმა არაფერს არ უშველის თუ ბალანსი ქივიზე 0 გაქვს.

ნამდვილად ეგრეა.
ანგარიშზე უნდა გქონდეს მინიმუმ 30 რუბლით მეტი რაც ღირს შენი გამოწერა. ანუ 149+30=179 რუბლი.
30 რუბლი არის ქივის საკომისიო.
* * *
QUOTE
ანუ 149+30=179 რუბლი.


ჩასწორება:
179+30=199 რუბლი

Posted by: Thunder) 30 Aug 2018, 13:48
sevastopol

QUOTE
50GB: $0.99
200GB: $2.99
2TB: $9.99


მადლობა

Posted by: shalva131 30 Aug 2018, 16:28
sevastopol
> CasTieL <
გაიხარეთ, მადლობა.

Posted by: zura_fila 30 Aug 2018, 17:59
https://tbcpay.ge 10 დოლარის გიფთქარდი ვიყიდე და აიქლაუდი როგორ ვიყიდო იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Thunder) 30 Aug 2018, 20:16
მალე დავტესტავ თიბისი ფეის,ვიყიდი მაგათგან და ვნახოთ wink.gif

Posted by: minimal23gb 30 Aug 2018, 22:59
QUOTE (zura_fila @ 30 Aug 2018, 17:59 )
https://tbcpay.ge 10 დოლარის გიფთქარდი ვიყიდე და აიქლაუდი როგორ ვიყიდო იქნებ დამეხმაროთ

Settings/Apple ID/iCloud/Manage Storage/Change Storage plan/ და ქვემოთ მონიშნე რამდენ გეგაბაიტს ყიდულობ

Posted by: zura_fila 31 Aug 2018, 08:32
minimal23gb
კარტის დამატებას მთხოვს მასე რო ვშვრები და გიფთ ქარდით როგორ ვიყიდო

Posted by: ilushh 4 Sep 2018, 17:17
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
რო ვიწერ უფასო აპლიკაციებს მთხოვს ბარათი მიაბიაო და რო ვწერ Qiwi-ს მონაცემებს მიწერს ამას
საიტიდანაც და თვითონ ტელეფონიდანაც და მიშველეთ რამე რა sad.gif

user posted image

Posted by: > CasTieL < 4 Sep 2018, 20:34
ilushh
ქივის ანგარიშზე თანხა გაქვს?

Posted by: ilushh 5 Sep 2018, 02:42
> CasTieL <
მქონდა 20 რუბლი და ჩავრიცხე წეღან 10 ლარი და ამუშავდა bis.gif

Posted by: Tenno 24 Sep 2018, 00:40
QUOTE (ჰეისან @ 7 Aug 2018, 21:48 )

მეც მასე მაქვს - PayPal-ის Account-ი საქართველოდან დავარეგისტრირე და მდებარეობაც საქართველო მივუთითე. TBC-ს ბარათი აქვს მიბმული. Apple ID მაქვს US-ში შექმნილი და ქართული App Store რომც გაგვიხსნან, აქ გადმომსვლელი არ ვარ... biggrin.gif

Paypal მაქვს და რავი ebay-ზე თუ რამეს ვყიდულობ მაგით ვიხდი.
მითითებული მაქვს საქართველო და TBC ბანკის ბარათი.

მარა itunes-ში ამ ექაუნთის მითითებით უარს მეუბნება, ორივე ამერიკის უნდა იყოსო...

QUOTE
Sorry, to use PayPal for preapproved payments to iTunes and App Store, your PayPal and iTunes and App Store accounts must be registered in the same country.
Please return to iTunes and App Store and choose another way to pay.


სხვა რა ვარიანტია ამერიკულზე ბარათის მიბმის? Family Sharing მინდა ჩავრთო...

Posted by: happy dreamer91 3 Oct 2018, 10:14
VSCO-ს სრული ვერსიის ყიდვა მინდა, თვეში 104,17 რუბლი ღირს და გიფთ ქარდით ამის ყიდვასაც შევძლებ თუ მხოლოდ მუსიკებს ყიდულობთ?

Posted by: Andy_Kaufman 10 Oct 2018, 10:03
zura_fila
გიფთ ქარდი რომ იყიდე მეილზე მოგივიდოდა Redeem Gift card კოდი .. ეგ კოდი დააკოპირე შედი აპპ სთორში გადადი ექაუნთში და იქ გააქტიურე .. კრედიტში დაგიჯდება ეგ 10$ და მერე გაზრდი აიქლაუდის მეხსიერებას


Posted by: david999 10 Oct 2018, 11:34
happy dreamer91
იყიდი მაგასაც

Posted by: happy dreamer91 11 Oct 2018, 10:53
david999
ვიყიდე 5 დოლარიანი გიფთ ქარდი თიბისით, მარა ვეღარ გავიგე მერე რა უნდა ვქნა. sad.gif
* * *
ბალანსზე მაქვს ფული მაგრამ როგორ უნდა გადავიხადო?

Posted by: PuTKiiI 17 Mar 2019, 13:34
ვერაფრით
შევცვალე
რეგიონი .. დამეხმარეთ რა.. ვცვლი ერორსაც არ მიგდებს მაგრამ მაინც არ იცვლება

Posted by: PuTKiiI 18 Mar 2019, 16:31
ააქ არავინააა მგონი პასუხის გამცემი ხო

Posted by: PuTKiiI 18 Mar 2019, 16:46
აქ საერთოდ დავკარგე ხო ეს თანხა? თბს ფეიში მივაგენი ამას
მერე ჩემი ეფლის იდ მაილი კივუთითე
და სად არის ახლა ეს 5 $ ?0

Posted by: PuTKiiI 21 Mar 2019, 12:42
ამხსლა განყოფილებაში დავიჯერო არავინ იცის რაც ვიკითხე?

Posted by: sergo_bero 21 Mar 2019, 13:58
PuTKiiI
QUOTE
ამხსლა განყოფილებაში დავიჯერო არავინ იცის რაც ვიკითხე?

no.gif არადროს მიყიდია თიბისიფეიდან.
მაგათვე რო დაუკავშირდე და კითხო? ( ან საიტზე არ უდევთ ინფო, ან მეილზე არ მოვიდა რამე ? )

Posted by: sevastopol 21 Mar 2019, 14:26
PuTKiiI
მეილზე მოგივა წესით კოდი რაც მანდ გაქვს მითითებულიც

Posted by: minimal23gb 15 Apr 2019, 15:42
„Apple Pay მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი“ – Gemug
15 Apr 2019

მაკის მომხმარებელთა პლატფორმა Gemug-ის ინფორმაციით, გადახდის სისტემა Apple Pay, 2019 წლის ივნისი-ივლისისთვის, საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.

„როგორც სანდო წყარო გვეუბნება, საგადამხდელო სისტემები შუამავლობენ ბანკებთან და სავარაუდოდ ივნისი-ივლისისთვის უნდა დასრულდეს პროცესი“, – ნათქვამია Gemug-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, Gemug Apple Pay-სთან ერთად, ქართველი მომხმარებლისთვის ქართული App Store-ისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობასაც წინასწარმეტყველებს.

ამ დროისათვის, მარკეტერი ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას ბანკებთან და შესაბამის ორგანოებთან.


https://www.marketer.ge/apple-pay-gemug-geo/

Posted by: levaa 15 Apr 2019, 17:56
გიფთ ქარდები იყიდეთ და იმით იმოძრავეთ ეფსთორში რაარის ამაში რთული? gigi.gif

Posted by: david999 15 Apr 2019, 19:39
levaa
QUOTE
Apple Pay

და
QUOTE
გიფთ ქარდები იყიდეთ და იმით იმოძრავეთ ეფსთორში

სხვადასხვა რამეა.

Posted by: minimal23gb 15 Apr 2019, 19:59
რა შუაშია გიფთ ქადი.............

Posted by: sergo_bero 16 Apr 2019, 13:13
გვეღირსა ვითომ? რამდენიმე წელია ამას ვისმენთ უკვე smile.gif არის რეალურად რამე დასტური?

Posted by: minimal23gb 8 Jun 2019, 19:30
აპპ სტორს რეგიონი შეუცვალეთ მალი-ზე და ნებისმიერ ქართულ ბარათს მიიბავს, გატესტილია.

Posted by: Alameda 9 Jun 2019, 12:07
minimal23gb

ამერიკულზე ნაყიდ აპლიკაციებს რა ბედი ეწევა, თუ იცი

Posted by: minimal23gb 9 Jun 2019, 20:10
QUOTE (Alameda @ 9 Jun 2019, 12:07 )
minimal23gb

ამერიკულზე ნაყიდ აპლიკაციებს რა ბედი ეწევა, თუ იცი

დარჩება ჩვეულებრივად და გააგრძელებ აფდეითების მიღებას.

Posted by: aro333 4 Sep 2019, 22:52
QUOTE (minimal23gb @ 8 Jun 2019, 19:30 )
აპპ სტორს რეგიონი შეუცვალეთ მალი-ზე და ნებისმიერ ქართულ ბარათს მიიბავს, გატესტილია.

მობილურ ნომერს ვერ ვწერ მაგ შემთხვევაში, იცით გამოსავალი ? ვცვლი რეგიონს მალი-ზე და ნომრერზე შეცდომას მიგდებს (((

Posted by: sevastopol 6 Sep 2019, 15:41
aro333
დაგუგლე მალის პარლამენტის ნომერი და ჩაწერე ეგ, რა მნიშვნელობა აქვს რა გეწერება მანდ.
* * *
minimal23gb
ვცადე შეცვლა და არ მიიღო.

ისე ამერიკული ფეიფალით ვიხდი ამერიკულ რეგიონზე ქართული ბარათით.

Posted by: Poppysmic 10 Sep 2019, 14:34
minimal23gb
ვცადე, მაგრამ რაღაცა ვერ გამომივიდა sad.gif

თიბისის არც ერთი ბარათი არ მიიღო sad.gif

Posted by: minimal23gb 10 Sep 2019, 14:47
QUOTE (Poppysmic @ 10 Sep 2019, 14:34 )
minimal23gb


ვცადე მაგრამ რაღაცა ვერ გამომივიდა sad.gif



არცერთი თიბისისს ბარათი არ მიიღო sad.gif

რა საინტერესოა, მე მივაბი უპრობლემოთ თიბისის ბარათი.

Posted by: Poppysmic 10 Sep 2019, 15:19
minimal23gb

თიბისი ბარათზე რამე ხო არ გაქვს დამატებით ჩართული???
მე გამოწერისთვის ცალკე ბარატი მაქვს დოლარის ანგარიშით
და სახელფასო მარა არცერთი არ წაიღო.

Posted by: Macqorda 3 Oct 2019, 23:12
Aრც საქართVელოს ბანკის ბარათEბი არ წაიღო Gაფუჭდა?

Posted by: minimal23gb 4 Oct 2019, 01:05
QUOTE (Poppysmic @ 10 Sep 2019, 15:19 )
minimal23gb

თიბისი ბარათზე რამე ხო არ გაქვს დამატებით ჩართული???
მე გამოწერისთვის ცალკე ბარატი მაქვს დოლარის ანგარიშით
და სახელფასო მარა არცერთი არ წაიღო.

თიბისი გოლდ ბარათი მაქვს ჩვეულებრივი. 25 რიცხვში ჩამომაჭრა 0,99$ აიქლაუდის 50გბსი

Posted by: sevastopol 4 Oct 2019, 02:06
minimal23gb
ფეიფალო გაქვს ამერიკული დაიმაზე გაქვს მიბმული ალბათ.

მაშინ სეთინგებში დაგვისქრინე აბა ერთი როგორ გაქვს.

მე ამერიკული ფეიფალი მაქვს და მაგით ქართული ბარათით ჩვეულეჰრივად ვყიდულობ აპპ სტორში.

Posted by: minimal23gb 4 Oct 2019, 20:18
user posted image
ინებეთ
* * *
user posted image
აჰა ესეც

Posted by: sevastopol 6 Oct 2019, 15:51
minimal23gb
ვუა მაგარია, რომელ რეგიონზე ხარ?

Posted by: Poppysmic 7 Oct 2019, 11:37
QUOTE (> CasTieL < @ 12 Dec 2017, 11:56 )


ნაბიჯი 1:
დარეგისტრირდით ამ საიტზე: https://qiwi.com/
ძალიან მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ ტელეფონის ნომერი და საქართველოც არის სიაში.

ეს გავაკეთე


რეგისტრაციის შემდეგ საიტი მოგცემთ ვირტუალურ საბანკო ბარათს, თავისი CVC კოდით და ა.შ.




კარტის მონაცემები სად უნდა ვნახო ეგ ვეღარ ვიპოვე რომ მერე სთორში ბარათის მონაცემები მივუთითო sad.gif

Posted by: Rmargve 8 Oct 2019, 11:05
გაგვიზიარეთ ვინმემ საიდუმლო ბარათის მიბმის,  apple arcade მინდა

Posted by: Poppysmic 8 Oct 2019, 12:31
არსით ხმა..

არსით ძახილი...

Posted by: temo_O 10 Oct 2019, 14:17
ვინეს შეგიძლიათ რომ სოლუშენი დადოთ? როგორ მივაბათ თიბისის ბარათი?

Posted by: ჰეისან 10 Oct 2019, 16:11
მე არ ვიწუხებ თავს მასეთი რაღაცეებით... სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი სქემა: ვყიდულობ ინტერნეტით iTunes Gift Card-ს და კოდი შემყავს iTunes Store-ში Redeem Code ფუნქციის საშუალებით. სულ ეგაა

Posted by: minimal23gb 10 Oct 2019, 19:45
QUOTE (sevastopol @ 6 Oct 2019, 15:51 )
minimal23gb
ვუა მაგარია, რომელ რეგიონზე ხარ?

მალიზე. მალი იბავდა ქართულ ბარათებს.

Posted by: temo_O 22 Oct 2019, 03:55
QUOTE (minimal23gb @ 10 Oct 2019, 19:45 )
QUOTE (sevastopol @ 6 Oct 2019, 15:51 )
minimal23gb
ვუა მაგარია, რომელ რეგიონზე ხარ?

მალიზე. მალი იბავდა ქართულ ბარათებს.

გადავცვალე ქვეყანა მაგრამ არ გამომივიდა მიბმა
* * *
QUOTE (minimal23gb @ 4 Oct 2019, 20:18 )
user posted image
ინებეთ
* * *
user posted image
აჰა ესეც

დეტალები დაწერე. რა მისამართი გაქ შეყვანილი? რომელი ბანკის ბარათია? და როდის მიაბი?

Posted by: minimal23gb 22 Oct 2019, 13:08
QUOTE (temo_O @ 22 Oct 2019, 03:55 )
QUOTE (minimal23gb @ 10 Oct 2019, 19:45 )
QUOTE (sevastopol @ 6 Oct 2019, 15:51 )
minimal23gb
ვუა მაგარია, რომელ რეგიონზე ხარ?

მალიზე. მალი იბავდა ქართულ ბარათებს.

გადავცვალე ქვეყანა მაგრამ არ გამომივიდა მიბმა
* * *
QUOTE (minimal23gb @ 4 Oct 2019, 20:18 )
user posted image
ინებეთ
* * *
user posted image
აჰა ესეც

დეტალები დაწერე. რა მისამართი გაქ შეყვანილი? რომელი ბანკის ბარათია? და როდის მიაბი?

რეგიონი მაქვს მალისი მითითებული. TBC ბანკის Gold ბარათი მივაბი დაახლოებით 3-4 თვის წინ. მისამართი საქართველოსი მივაწერწე და გაიტანა.

Posted by: temo_O 22 Oct 2019, 14:58
QUOTE (minimal23gb @ 22 Oct 2019, 13:08 )
QUOTE (temo_O @ 22 Oct 2019, 03:55 )
QUOTE (minimal23gb @ 10 Oct 2019, 19:45 )
QUOTE (sevastopol @ 6 Oct 2019, 15:51 )
minimal23gb
ვუა მაგარია, რომელ რეგიონზე ხარ?

მალიზე. მალი იბავდა ქართულ ბარათებს.

გადავცვალე ქვეყანა მაგრამ არ გამომივიდა მიბმა
* * *
QUOTE (minimal23gb @ 4 Oct 2019, 20:18 )
user posted image
ინებეთ
* * *
user posted image
აჰა ესეც

დეტალები დაწერე. რა მისამართი გაქ შეყვანილი? რომელი ბანკის ბარათია? და როდის მიაბი?

რეგიონი მაქვს მალისი მითითებული. TBC ბანკის Gold ბარათი მივაბი დაახლოებით 3-4 თვის წინ. მისამართი საქართველოსი მივაწერწე და გაიტანა.

ვცადე მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი რა :/

Posted by: minimal23gb 3 Jan 2020, 01:25
QIWI-ს ანგარიშს საიდან ავსებთ?

Posted by: IONx64 3 Jan 2020, 12:02
მოკლედ იმენა გამოცანააა ბარათის მიბმა ეფლზე. ეფლის დედას შესცა მსოფლიომ. ტელეფონია თუ პენტაგონი. თან საქართველო რო არ ყავთ სიაში vis.gif vis.gif

Posted by: guccia123 3 Jan 2020, 12:25
გადადიᲗ რუსეᲗის რეგიონზე მიაბიᲗ qiwi და ეგაა smile.gif

Posted by: sevastopol 3 Jan 2020, 14:24
მეგობრებო, შეგიძლიათ Apple Store-იდან საკუთარ თავს $10-ის ზემოთ გაუგზავნოთ სასაჩუქრე ვაუჩერი თქვენი ნებისმიერი ქართული ბარათით Apple Pay-ზე თუ არის ის მიბმული.

ორჯერ გავაგზავნე $100 და დაახლოებით გადახდიდან 30 წუთში ანგარიშზე სვამს თანხას.

Posted by: minimal23gb 7 Jan 2020, 14:39
QUOTE (sevastopol @ 3 Jan 2020, 14:24 )
მეგობრებო, შეგიძლიათ Apple Store-იდან საკუთარ თავს $10-ის ზემოთ გაუგზავნოთ სასაჩუქრე ვაუჩერი თქვენი ნებისმიერი ქართული ბარათით Apple Pay-ზე თუ არის ის მიბმული.

ორჯერ გავაგზავნე $100 და დაახლოებით გადახდიდან 30 წუთში ანგარიშზე სვამს თანხას.

როგოოორ გადააგზავნეე?

გვასწავლე ჩვენც

Posted by: sevastopol 7 Jan 2020, 16:05
minimal23gb
Apple Store გადმოწერე აპი შენს ტელეფონში და სერჩში მერე Gift Card მოძებნე, $10 მინიმუმი უნდა იყოს და მაგას რომ აირჩევ შემდეგ მეილი უნდა ჩაწერო და შენი Apple ID-ის მეილი ჩაწერე, გადახდის დროს კი Apple Pay-ით გადახდა მონიშნე და მიბმული ბარათით გადაიხადე.

Posted by: minimal23gb 15 Jan 2020, 01:02
QUOTE (sevastopol @ 7 Jan 2020, 16:05 )
minimal23gb
Apple Store გადმოწერე აპი შენს ტელეფონში და სერჩში მერე Gift Card მოძებნე, $10 მინიმუმი უნდა იყოს და მაგას რომ აირჩევ შემდეგ მეილი უნდა ჩაწერო და შენი Apple ID-ის მეილი ჩაწერე, გადახდის დროს კი Apple Pay-ით გადახდა მონიშნე და მიბმული ბარათით გადაიხადე.

გასაგებია, დიდი მადლობა.
2kiss.gif 2kiss.gif



ნებისმიერი სხვა პროდუქტის ყიდვაც შემიძლია იგივე მეთოდით?

Posted by: sergo_bero 24 Mar 2020, 01:14
როგორც იქნა გვეღირსა ოფიციალური სთორი bis.gif

https://www.theverge.com/2020/3/23/21191471/apple-app-store-20-new-countries-2020-expansion-developers

ისე მაგარი ქვეყნების ლისტში ვართ biggrin.gif

Posted by: ჰეისან 24 Mar 2020, 01:56
sergo_bero
QUOTE
ისე მაგარი ქვეყნების ლისტში ვართ

თითქმის ყველა ქვეყანა მაგ სიიდან, ჩვენზე ბანძია biggrin.gif

Posted by: NikaJiadze 24 Mar 2020, 04:56
მგონი კარგი ნიუსია. ჩამოწერეთ რა სარგებელს მივიღებთ ჩვენი ქვეყნის დამატებით.

Posted by: sergo_bero 24 Mar 2020, 13:30
NikaJiadze
პირდაპირ ლარებით ( ქართული ბანკის ანგარიშით ) შევძლებთ სტორზე რაღაცეების ყიდვას

Posted by: NikaJiadze 24 Mar 2020, 15:19
არ მითხრა რომ აიქლაუდზე გეგაბაიტებსაც ვიყიდი!

Posted by: sevastopol 24 Mar 2020, 15:27
NikaJiadze
ჰო, შეძლებ წესით.

აქ მთავარი საკითხავი ესაა - $1 რა ეღირება ჩვენთან, მაგალითად რუსეთის რეგიონზე $1-ის ეკვივალენტს Apple $1.5-ს აწესებს როგორც ვიცი. აქ რომ $1-იანი აპები 5 ლარად გაიყიდოს, ძაან არ მესიამოვნება. ვნახოთ.

Posted by: ლაშა117 24 Mar 2020, 16:58
https://www.gsmarena.com/apple_expands_the_app_store_to_20_new_countries-news-42201.php


გილოცავთ

Posted by: sevastopol 24 Mar 2020, 17:09
ლაშა117
კი, მაგაზე ვსაუბრობთ ამ თემაში უკვე...

გილოცავთ ასევე.

ჯერ დაველოდოთ რა ფასებს დააწესებს Apple. შეიძლება $1 = 5 ლარი ღირდეს ჩვენს რეგიონში.

ვნახოთ რა რეკომენდაციებს მისცემს Apple დეველოპერებს.

Posted by: Finwelir 24 Mar 2020, 19:08
გადახვალთ ქართულზე?
პირადად მე დიდ აზრს ვერ ვხედავ, მაშინ როცა გიფთ ქარდები ასე მარტივად ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

Posted by: ჰეისან 24 Mar 2020, 23:55
Finwelir
QUOTE
გადახვალთ ქართულზე?

არავითარ შემთხვევაში. US App Store-ზე დავრჩები, რადგან მანდ რა აპლიკაციებიც არის, ყველა მათგანს მაინც არ ჩადებენ ქართულ App Store-ში. მშვენივრად ვამატებ დეპოზიტზე თანხას iTunes Gift Card-ებით და ვარ ბედნიერი biggrin.gif

Posted by: Finwelir 25 Mar 2020, 02:08
ჰეისან
ჰო მეც ზუსტად მაგ პოზიციაზე ვარ biggrin.gif სავარაუდოდ ეფლ მიუზიქიც არ იქნება ხელმისაწვდომი

Posted by: ITALIANEC 12 Apr 2020, 00:10
ეფლიდან როგორ გამოვწერო აიპადი ? არავინ იწერთ ? რომელი გადამზიდი კომპანიის მისამართი გამოვიყენო?

Posted by: Lasha244 14 Apr 2020, 15:28
Finwelir

QUOTE
გადახვალთ ქართულზე?


გადავედი

QUOTE
პირადად მე დიდ აზრს ვერ ვხედავ, მაშინ როცა გიფთ ქარდები ასე მარტივად ხელმისაწვდომია ინტერნეტში.


მაგის მოძებნას და ჩალიჩს ერთი კლიკით ყიდვა მირჩევნია. ბევრად მოსახერხებელია boli.gif

Posted by: ჰეისან 14 Apr 2020, 16:56
Lasha244
QUOTE
გადავედი

როდის ჩასვეს საქართველო App Store-ში? უფრო სწორად, როდის გახსნეს ქართული App Store?

Posted by: sevastopol 14 Apr 2020, 17:02
ჰეისან
გუშინ უკვე შეგეძლო გადასვლა.

უბრალოდ ახალი აიდის შექმნაა საჭირო. მგონი ამ კვირის ბოლომდე უკვე არსებული ანგარიშების საქართველოზე გადასვლაც იქნება შესაძლებელი.

ფასები დოლარში 1-1-შია.

Posted by: ჰეისან 14 Apr 2020, 17:12
sevastopol
გასაგებია... მადლობა! ჩემს მეგობარს უნდა თავისი შვილისთვის Apple ID-ის რეგისტრაცია და ვიფიქრე, თუ საქართველოსაც "უწყალობეს" App Store, ბარემ მანდ შევქმნი ახალ ID-ის მეთქი smile.gif ვნახოთ, რა გამოვა...

ასეთი კითხვა მაქვს - უფასო Account-ის გაკეთება მოსულა ქართულ App Store-ში? მაგალითად, როგორც US App Store-შია (ბარათის მიბმას რომელიც არ ითხოვს ანუ)...

Posted by: sevastopol 14 Apr 2020, 17:27
ჰეისან
კი, მოსულა.

ახლა რეალურად ქართული ეფ სთორი გაბაგულია, ბარათის დამატება თუ გინდა ერთი 5 წუთი ტრიალებს გალოდინებს და მერე ამატებ ბარათს.

ხვალ არის 9-ის პრეზსნტაცია მგონი და მაგასთან ერთად დაანონსებენ ამასაც ალბათ.

Posted by: ჰეისან 14 Apr 2020, 18:04
sevastopol
დავიწყე ID-ის შექმნა და არ არის საქართველო სიაში...

Posted by: sevastopol 14 Apr 2020, 19:48
ჰეისან
საიტიდან უნდა შექმნა და არა ტელეფონით როგორც ვიცი.

Posted by: ჰეისან 14 Apr 2020, 21:17
sevastopol
ისევ US App Store-ში გავხსენი Account-ი. ჯანდაბას მაგისი თავი... Gift Card-ებით დაისვამს დეპოზიტზე ხოლმე თანხას.

Posted by: Lasha244 15 Apr 2020, 15:44
Finwelir

QUOTE
სავარაუდოდ ეფლ მიუზიქიც არ იქნება ხელმისაწვდომი


ჰოო,ვერ გავააქტიურე,შეცდომას აგდებს :დდდ მე სპოტიფაის ვიყენებ ზოგადად,მაგრამ რამე რომ იყოს რატომ ვერ უნდა გავააქტიურო ეფლ მიუზიქი? punch.gif

ჰეისან

QUOTE
როდის ჩასვეს საქართველო App Store-ში? უფრო სწორად, როდის გახსნეს ქართული App Store?


დაახლოებით ერთი კვირააა. მაგრამ სრულად არცაა გაშვებული ჯერ...

Posted by: ჰეისან 16 Apr 2020, 00:05
Lasha244
სანამ საბოლოოდ არ გამართავენ, აზრი არ აქვს ქართული ID-ის აღებას. ისევ Gift Card-ებით გავაგრძელებთ ცხოვრებას smile.gif სამაგიეროდ, ყველა ის აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, რომელიც US App Store-ში დევს.

Posted by: Tenno 16 Apr 2020, 21:16
ეგება აქ მაინც ვიპოვო პასუხოები კითხვებზე:

1) როგორც მივხვდი, ამერიკიდან ქართულზე გადმოსვილსას ჯერ ჯობია კომპიუტერში backup გავაკეთო და მერე დავარესტორო ხოლმე, თორე დაკარგება ფასიანი ნაყიდი აპლიკაციები რომლებიც არ იქნება ქართულ აპსტორში, არადა რამდენიმე ძვირი აპლიკაცია მაქვს ნაყიდი... მენანება დაკარგვა. ნუ რომელიც ამერიკისაშიც იქნება და ჩვენთანაც მაგათ ჩვეულებრივ გადმოვწერ წესით.
ესეა თუ მეშლება? როგორ შევინარჩუნოთ ნაყიდი აპლიკაციები ქართულზე გადმოსვლისას?

2) რაც მაგრა მაინტერესებს, ქართულის აპსტორის შემთხვევაში family sharing იქნება შესაძლებელი თუ არა ვინმემ ხომ არ იცით?
ეს თუ იქნება მაგრა გაასწორებს.



Posted by: Camus 16 Apr 2020, 21:20
Tenno
Apple Music მაქვს ჩართული და რეგიონის შესაცვლელად რომ შევდივარ მიწერს ჯერ გამოწერა გააუქმეო. ალბათ აპლიკაციებზეც ასე იქნება

Posted by: sevastopol 16 Apr 2020, 22:34
Tenno
1. Backup არ დაგჭირდება, არაფერს არ დაკარგავ ყველაფერი შეგენახება. ოფიციალურად რომ გამოვა საქართველო დავდებ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა გადმოხვიდე, ისე რომ არაფერი არ დაკარგო.
2. Family sharing-ზე ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, ალბათ იქნება შესაძლებელი.

Camus
ეგ იმიტომ რომ Subscr1ption არის. საქართველოს რეგიონზე Apple Music არ იქნება.

Posted by: Lasha244 21 Apr 2020, 18:35
საქართველო ოფიციალურად დაემატა ეფლ სთორში. არსებული ექაუნთით გადავედი,ბაგები გამოსწორებულია. ბარათებიც დავამატე. ეფლ Mიუზიქიც ჩვEულებრივად შეგვიძლია ჩავრთოთ,გავზარდოთ აიქლაუდის მეხსიერება და ა.შ.

ერთადერთი ის აღმოვაჩინე პრობლემად რომ (ჯერჯერობით) სთორში არ იძებნება იუთუბი,შაზამი,გუგლ
მაფი, სპოტიფაი,და კიდევ რამოდენიმე აპი.
არ ვიცი, ალბათ დეველოპერების პრობლემაა და დაემატება მალე.

თუ არადა გადავალ ისევ ამერიკულზე.

სხვა ყველაფერი იდეალურადაა...

Posted by: leonsio213 21 Apr 2020, 19:43
Lasha244
თანხას ლარებში არ აჩვენებს ხომ?

Posted by: Lasha244 22 Apr 2020, 01:23
leonsio213

არა. დოლარში აჩვენებს.
მაგრამ საინტერესო ისაა რომ კურსი მალმალე იცვლება და იმ კურსის მიხედვით გიანგარიშებს.

Posted by: Vampire from Nazareth 22 Apr 2020, 21:43
ძალიან ბევრი აპლიკაცია არაა ქართულ აპპ სტორზე და ვინანე გადასვლა.
და როგორ მოხდება იმ აპების განახლება რომელზეც წვდომა არ აქვს აპპ სტორს ამ ეტაპზე ვერ ვხვდები.


ამერიკულზეც რო დავრბუნდი უკან პრობლემებია აპლიკაციების ჩაწერაზე ..
მაგრამ იმედია ვნახავ რამე ხერხს დავუბრუნდე ისევ ამერიკულს


ეფლ მიუზიქ პირადად ჩემთვის საშინელება.
არასრული დისკოგრაფიები და რაღაც ამორჩეული სიმღერები ბევრ არტისთან .

სულ სპოტიფიას ვიყენებდი და დავუბრუნდი ისევ იმას .ახლოსაც ვერ მივა ეფლ მიუზიქი.

ერთადერთი რის გამოც ღირს ქართული აპპ სტორის გამოყენება ეფლ არკადია.. კაი ხარისხის თამაშებია.

Posted by: NikaJiadze 23 Apr 2020, 01:05
QUOTE (Lasha244 @ 21 Apr 2020, 18:35 )


ერთადერთი ის აღმოვაჩინე პრობლემად რომ (ჯერჯერობით) სთორში არ იძებნება იუთუბი,შაზამი,გუგლ
მაფი, სპოტიფაი,და კიდევ რამოდენიმე აპი.
არ ვიცი, ალბათ დეველოპერების პრობლემაა და დაემატება მალე.

ზუსტად ეგრეა ჩემთანაც. ვის შეიძლება დავუკავშირდეთ? 50 გგით აიქლაუდის მოცულობა გავზარდე უკვე, საუკუნეა ამ სიახლეს ველოდი.

Posted by: ჰეისან 23 Apr 2020, 05:39
Vampire from Nazareth
QUOTE
ძალიან ბევრი აპლიკაცია არაა ქართულ App Store-ში და ვინანე გადასვლა

გახსოვს, რას ვწერდი ამას წინათ? biggrin.gif

Posted by: Lasha244 23 Apr 2020, 14:13
Vampire from Nazareth

QUOTE
ძალიან ბევრი აპლიკაცია არაა ქართულ აპპ სტორზე და ვინანე გადასვლა.


მართალია. მე თავიდანვე შევნიშნე ეგ და დავბრუნდი უკან.

QUOTE
ამერიკულზეც რო დავრბუნდი უკან პრობლემებია აპლიკაციების ჩაწერაზე ..
მაგრამ იმედია ვნახავ რამე ხერხს დავუბრუნდე ისევ ამერიკულს


არაფერი პრობლემები არ არის,დაააგენერირე ფეიკი უს მისამართი და შეიყვანე ჩვეულებრივად, მე მასე დავბრუნდი და ისე ვხმარობ როგორც ადრე :დ

QUOTE
სულ სპოტიფიას ვიყენებდი და დავუბრუნდი ისევ იმას .ახლოსაც ვერ მივა ეფლ მიუზიქი.


აუ მეც :დდდ მაგრად მიყვარს სპოტიფაი. პრემიუმი კიდევ საოცრებაა boli.gif

ჯანდაბას მაგათი თავი. მირჩევნია გიფთ ქარდით ვიყიდო ისევ.
ვერ შევეგუები მნიშვნელოვანი აპების ამოღებას სთორიდან. ასე რომ კარგად იყვნენ რა !

Posted by: sevastopol 23 Apr 2020, 17:01
Lasha244
ამ შემთხვევაში დეველოპერია დამნაშავე და არა ეფლი.

10 აპრილს ყველას გაეგზავნა ახალი ხელშეკრულება, სადაც ახალი ქვეყნები შედიოდა.

შემდეგ თითოეულ აპლიკაციაზე შეგეძლო მონიშვნა რომ გინდა შენი აპი გამოჩნდეს ყველა ახალ დამატებულ ქვეყანაში, როგორც ჩანს ეგ არ მოუნიშნავთ.

რომ დაწეროთ სია იმ აპების, რომლებიც ჩვენთან არ ჩანს და შემიძლია დავუკავშირდე მაგ დეველოპერებს და ვთხოვოთ ჩვენთანაც მაგათი დამატება.

Posted by: Lasha244 23 Apr 2020, 17:36
sevastopol

1.Spotify
2.Shazam
3.Google Maps
4. Youtube
5.Google Street View
6. Gboard

ესენი რაც მე ვნახე. კიდევ ბევრი იქნება ალბათ... Paid აპებიც არ არის თითქმის.

Posted by: NikaJiadze 23 Apr 2020, 20:27
Google - Hangouts Meet by Google; Google drive; Google duo, ..
ფასიანები თითქმის არცერთია.
თუ მარსზე გაფრენას არ ვითხოვ.. ეფლს რომ მივწეროთ შეახსენოს, კიდევ ერთხელ, ყველა დეველოპერს რომ ეს ქვეყნები დაემატადა ხელმისაწვდომი გახადეთ-თქო?

Posted by: leonsio213 24 Apr 2020, 00:37
arcade რომ შევიძინო, თან რომ წერია უფასო 1 თვეო, მაინტერესებს თანხას რომ ჩამომაჭრის ორი თვით მექნება. თან მერე ავტომატურად აგრძელებს თუ როგორ?

Posted by: Lasha244 24 Apr 2020, 01:08
ვისაც შეგიძლიათ მიწერეთ დეველოპერებს და უთხარით რომ აქ დაწერილი აპლიკაციები, რომლებიც მე ჩამოვწერე და სხვებმავ დაწერეს,დაამატონ. თუ არა და კაპიკია მაგ ყველაფრის ფასი.
ეგ აპები თუ ვერ მოვძებნე და განვაახლე,საერთოდ არ მჭირდება ეგეთი გადასვლა...

Posted by: sevastopol 24 Apr 2020, 01:34
leonsio213
თვის ბოლოს ჩამოგაჭრის თანხას, მანამდე უფასო იქნება.

Posted by: leonsio213 24 Apr 2020, 09:19
sevastopol
მადლობა. ავტომატურად რომ არ ჩამომაჭრას ის არ იქნება?

Posted by: Tenno 24 Apr 2020, 09:32
ერთადერთი რისთვისაც გადავიდოდი არის ფემილი შეარინგი რო ერთი აპლიკაციის ყიდვა ოჯახის სამ წევრს გავუზიარო სამსამჯერ რო არ ვიყიდო ხოლმე...

დალშე ერთი ჩორტია, გიფტკარდებითაც ბეზპრაბლემ...

თუ ვინმე ამერიკულზე მასწავლის როგორ ვანა ფემილი შეარინგი მაგარი იქნება... მე ვერ შევძელი ლოკალურ ბარათს ითხოვს...

Posted by: Lasha244 24 Apr 2020, 10:55
Tenno

ქართულზე მუშაობს როო?

Posted by: Alameda 24 Apr 2020, 11:38
Gift card ბალანსზე მაქვს $1.03
ქვეყნის შეცვლას რომ ვცდილობ, მიწერს რომ ვერ გადავალ თუ ბალანსს არ გავანულებ.
დოლარი და 3 ცენტი როგორ გავანულო გაქვთ რამე იდეა? :დ


Tenno
QUOTE
ერთი აპლიკაციის ყიდვა ოჯახის სამ წევრს გავუზიარო

თუ იცი, ქართულზე გადასვლის მერე, უკვე ნაყიდი აპლიკაციის გაზიარება შეიძლება?

Posted by: Lasha244 24 Apr 2020, 14:35
Alameda

QUOTE
Gift card ბალანსზე მაქვს $1.03
ქვეყნის შეცვლას რომ ვცდილობ, მიწერს რომ ვერ გადავალ თუ ბალანსს არ გავანულებ.
დოლარი და 3 ცენტი როგორ გავანულო გაქვთ რამე იდეა? :დ


Apple Support გადმოწერე და მიწერე ჩატში რომ გინდა ბალანსის განულება. სხვანაირად ვერ იზამ) მე მასე გავანულებინე.

Posted by: Lasha244 28 Apr 2020, 23:55
არ მიწერეთ არავინ დეველოპერებს? იუთუბი ისევ არაა, არც სპორიფაი,არც შაზამი

Posted by: Alameda 29 Apr 2020, 12:57
Lasha244
QUOTE
Apple Support გადმოწერე და მიწერე ჩატში რომ გინდა ბალანსის განულება. სხვანაირად ვერ იზამ) მე მასე გავანულებინე.

მადლობა, ვიყიდი მაშინ 99 ცენტად რამეს და დანარჩენს გავანულებინებ biggrin.gif

Posted by: NikaJiadze 29 Apr 2020, 13:38
QUOTE (Lasha244 @ 28 Apr 2020, 23:55 )
არ მიწერეთ არავინ დეველოპერებს? იუთუბი ისევ არაა, არც სპორიფაი,არც შაზამი

გუგლს ფიდბექი მივეცი არაერთგან, მივითითე რომ ყურადღება მიექციათ.

Posted by: Lasha244 29 Apr 2020, 14:02
NikaJiadze

QUOTE
გუგლს ფიდბექი მივეცი არაერთგან, მივითითე რომ ყურადღება მიექციათ.


მიუთითო კი არა,თავზე უნდა დაახიო ყველაფერი. უნამუსოები და მკიდია ტიპები არიან.

Posted by: Lasha244 5 May 2020, 01:03
ფუ რა უნამუსოები არიან ტიპები... ისევ არ იძებნება ეგ აპები))))

Posted by: devilfromreds 7 May 2020, 21:30
გამარჯობა! ახლა ვერკვევი ჩემი X-ის ამბებში. პრობლემა მაქვს - ვერაფრით გავზარდე iCloud-ის მეხსიერება. ბოლოს რაც გავაკეთე, TBC Pay-დან ვიყიდე როგორც მივხვდი, Gift Card-ი, თუ Redeem კოდი, მაგრამ იმას ვერ ვწერ ვერსად. რამენაირად დამეხმარეთ, თორემ სურათსაც ვეღარ ვიღებ... რამეს ჩაწერაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

Posted by: Grrh 9 Jul 2020, 14:54
სალამი მეგობრებო, ესეთი კითხვა მაქვს... ადრე ვიყიდე გიფთ ქარდი, რაღაც აპლიკაცია ვიყიდე და ფულიც დამრჩა ამგარიშზე, ხოდა ახლა რაღაც აპლიკაციის ყიდვა მინდა და მაკლია 50 ცენტი. მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი 50 ცენტი ან 1 დოლარი რო ჩავრიცხო ზუსტად? თუ მაინცდამაინც გიფთ ქარდი უნდა ვიყიდო 5 დოლარიანი?

მადლობა

Posted by: sevastopol 9 Jul 2020, 18:15
Grrh
გიფტ ქარდი უნდა იყიდო $5-იანი ან ამერიკული ფეიფალი ან ბარათი მიაბა.

Posted by: Grrh 9 Jul 2020, 18:20
sevastopol
ბარათი რო მივაბა ზუსტ თანხას ჩავრიცხავ, რამდენიც მინდა?

Posted by: sevastopol 9 Jul 2020, 18:21
Grrh
გადახდის დროს იმას დაამატებს, რაც არ ეყოფა და მოაკლდება.

იმ რეგიონის საბანკო ბარათი უნდა მიაბა, რა რეგიონზეც აპ სთორი გაქვს.

Posted by: Grrh 9 Jul 2020, 20:54
sevastopol
ამერიკაზე მქონია facepalm.gif

საიდან მოვიტანო ეახლა ამერიკული საბანკო ანგარიში თუ ბარათი

Posted by: Lasha244 19 Aug 2020, 22:16
იუთუბი და რამდნიმე აპლიკაცია რომ ისევ არ იძებნება ქართულ სთორში მაგას რა ეშველება?

Posted by: სკნელი 19 Oct 2020, 20:17
qiwi-დან ჩარიცხვა აღარ მუშაობს?

Posted by: SuperMario64 6 Nov 2020, 20:05
მე როგორც ვიცი AMEX - ის მიბმაა შესაძლებელი, ვინმეს ხომ არ გაქვთ მაგის გამოცდილება?

Posted by: sevastopol 8 Nov 2020, 02:07
SuperMario64
საქართველოს რეგიონზე დააყენე ანგარიში და შეგიძლია მიბმა ჩვეულებრივად.

Posted by: M3BB0 9 Nov 2020, 10:52
მეგობრებო apple music როგორ ვიყიდო? ამერიკული რეგიონი მაქ და როგორ ხდება აქედან <3 3 თვე უფასოვო და ეგ როგორ უნდა ვქნა

Posted by: SuperMario64 10 Nov 2020, 01:06
sevastopol
არ მინდა საქართველოს რეგიონი, ამერიკა მინდა smile.gif

Posted by: *MeloMani* 11 Nov 2020, 23:36
გამარჯობათ!
ძალიან ბევრი ვიწვალე,ნახევარ დღეზე მეტი,რომ მეპოვა გზა თუ როგორ უნდა დამერიცხა თანხა აქაუნთზე...ამ თემის ბოლო რამოდენიმე გვერდიც წავიკითხე,დაგუგვლამაც ბევრი არაფერი დახმარება შეძლო...
მოკლედ,მინდა დავეხმარო მათ,ვინც არ იცის და წვალობს აქაუნთზე თანხის დასმას...
ყველაზე მარტივი გზა არის ამაზონზე დარეგისტრირება.
ამაზონზევე ყიდვა გიფთ ქარდის(სამწუხაროდ 25 დოლარიანზე ნაკლები არაა).
ყიდვის დროს ამაზონი შეგეკითხება ვისთვის გინდაო საჩუქრადო.უთითებ შენს მეორე(იმ იმეილს არა რითიც ხარ ამაზონზე დარეგისტრირებული) იმეილს და იმ მეორე მაილზე მაქსიმუმ 5 წუთში მოგდის კოდი!
ამ კოდს კი მერე მშვიდობაში მოიხმარ.
აბა წარმატებები
yes.gif

Posted by: ჰეისან 12 Nov 2020, 02:35
*MeloMani*
მე სულ http://pcgamesupply.com საიტზე ვყიდულობდი აქამდე და 10 დოლარიანები მიყიდია ბევრჯერ. ბოლოს ამ წლის დასაწყისში ვიყიდე, პანდემიის დაწყებამდე და მერე ფინანსური კრიზისის გამო სიამოვნებებზე უარის თქმა მომიწია biggrin.gif

Posted by: sevastopol 12 Nov 2020, 03:36
SuperMario64
ამერიკაზე ვერ იყიდი ქართული ბარათით თუ ამერიკული ფეიფალი არ გააკეთე და ის არ მიაბი აიქლაუდს.

Posted by: MrSandro27 10 Jan 2021, 21:31
ზდროვა მეგობრებო... რა მაინტეესებს იცით.. ახლახანს შევიძინე Iphone SE 2020 დიდიხანია აიოს სისტემასთან არ ქმონია შეხება.. მაინტერესებს Apple stor-ში რეგიონად საქართველოს როდესაც უთითებ მერე ბევრი პროგრამა აღარ ჩანს ხო? აი თვიდან საქართველოს რეგიონი რომ მივუთითე youtube ვერ ვიპივე... ჩემი ძმიშვილი მეუბნება შანსი არააო... ეგრე არავინ არ გაწვალდებოდაო... თქვენ რას მეტყვით?

Posted by: ჰეისან 10 Jan 2021, 21:34
MrSandro27
ჰო, თუ ამ დებილ ქართულ App Store-ში გააკეთებ შენი Apple ID რეგისტრაციას, მაშინ ძალიან ბევრი აპლიკაცია (რომელიც სხვა, ცივილიზებულ App Store-ებში მოიპოვება), შენთან არ გამოჩნდება. ამიტომაც მაქვს US App Store-ში გაკეთებული Apple ID. Gift Card-ებს ვყიდულობ ინტერნეტში, თუ ფასიანი აპლიკაციის ყიდვა მომიწია და მასე გავდივარ ფონს უკვე წლებია... არასოდეს გადავალ ქართულ App Store-ზე. არ მითხრას ახლა არავინ, რომ პატრიოტულად არ ჟღერსო biggrin.gif

Posted by: MrSandro27 10 Jan 2021, 22:17
QUOTE (ჰეისან @ 10 Jan 2021, 21:34 )
MrSandro27
ჰო, თუ ამ დებილ ქართულ App Store-ში გააკეთებ შენი Apple ID რეგისტრაციას, მაშინ ძალიან ბევრი აპლიკაცია (რომელიც სხვა, ცივილიზებულ App Store-ებში მოიპოვება), შენთან არ გამოჩნდება. ამიტომაც მაქვს US App Store-ში გაკეთებული Apple ID. Gift Card-ებს ვყიდულობ ინტერნეტში, თუ ფასიანი აპლიკაციის ყიდვა მომიწია და მასე გავდივარ ფონს უკვე წლებია... არასოდეს გადავალ ქართულ App Store-ზე. არ მითხრას ახლა არავინ, რომ პატრიოტულად არ ჟღერსო biggrin.gif

რათ გინდა ასე წვალება ოფიციალურად გადმოწერე TBC pay მანდ შედი ''გადაიხადე სერვიები'' და იპოვე ''ეფ სთორი & აითუნსი'' და მერე მობილურით გადახდა მერე მოგთხოვს ბარათის დამატებას დაამატებ ბარათს და ეგაა... smile.gif

Posted by: sevastopol 11 Jan 2021, 18:25
ჰეისან
ყოველთვის შეგიძლია ამერიკულ სთორზე გადასვლა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ რეგიონზე შექმნი ანგარიშს.

Posted by: ჰეისან 11 Jan 2021, 23:15
sevastopol
ისე, რომ საბანკო ბარათი არ მოგთხოვოს?

Posted by: sevastopol 12 Jan 2021, 18:31
ჰეისან
კი, None უნდა აირჩიო ჩამონათვალში.

Posted by: MrSandro27 14 Jan 2021, 22:04
ისე არის რამე ხრიკი რომ paypal-ი მიაბა apple stor-ს ?
რეგიონებს ერთი და გივიეს ვერ ვამთხვევ.... როგორც ვიცი paypal-ი ვერიფიკაციის კოდს გიგზავნის მობილურზე და ამერიკული ტელეს შეყვანს გთხოვს როცა ამერიკულ მისამართზე აკეთებ.... და საქართველოზე თუ გააკეთე apple stor-ი ვერ ხედავს.. ამბობს გინდა თუ არა ამერიკული მინდაო

Posted by: MrSandro27 22 Jan 2021, 20:40
ქართულ რეგიონზე რომ გადავიყვანე ბარათი მივაბი.... ეს იმიტომ დამჭირდა,რომ ამერიკულ რეგინზე ტაქსის კომპანია ბოლტ-ში ბარათს ვერ ვაბამდი...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)