მოკლედ ჩემს მოკრძალებულ აზრს დავწერ ახალ ალბომთან დაკავშირებით
მაშ ასე,
Firepower - მშვენიერი დასაწყისი ალბომის
რობის 80-ანი წლების ვოკალი დახატავდა ამ სიმღერას, მაგრამ რას იზამ.
Lightning Strike - ძალიან მომწონს, თან შედარებით დიდი ხანია რაც გამოვიდა და ალბათ რომ მივეჩვიე, ამიტომაც მომწონს ასე.
Evil Never Dies - ისე რა, ერთი-ორჯერ მოვუსმინე და ვერ მოიტანა
Never the Heroes - კარგია
Necromancer - ისე რა, თუმცა ყველაზე ცუდი სიმღერაც არაა ალბომში
Children of the Sun - კარგია
Rising From Ruins - ოო ეს ძალიან კარგია
Flame Thrower - ისე რა
Spectre - არ მომეწონა
Traitors Gate - საკმაოდ კარგია
No Surrender - ეს არის ალბათ პრისტების ჭეშმარიტი სტილის გამომხატველი სიმღერა, ლაღი, მსუბუქი, მარტივი და სასიამოვნო, Living after midnight და Breaking the Law-ს ეპოქის პრისტები გამახსენა, მოკლედ ძალიან მომეწონა
Lone Wolf - მომეწონა ესეც
Sea of Red - კარგია ესეც, უფრო ბევრჯერ უნდა მოვუსმინო, მგონია რომ დროთა განმავლობაში უფრო მომეწონება
მოკლედ დავეთანხმები უმრავლესობას რომ ნამდვილად უმაღლესი დონის ალბომია, თან ასეთ ასაკში მართლა რესპექთ
ჟღერადობაც წინა ორი ალბომისგან განსხვავებით უფრო ხარისხიანი და სასიამოვნოა და რაც ყველაზე მთავარია ალბომში თითქმის ყველაფერია, რაც მომწონს Judas Priest-ში, რაც უკვე დიდი ხანია არ გამოუშვიათ ჯიგრებს.
თუმცა ქილერ სოლოები დამაკლდა, იგივე Angel Of Retribution-ში იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი სოლო, აქ რაღაც ვერ დავუმუღამე ჯერ-ჯერობით.
ცა და დედამიწაა წინა ორ ალბომთან შედარებით. არ ვიცი Painkiller-ს აქ რატომ ადარებენ, მე უფრო 80-ანი წლების ალბომებს მივამსგავსებდი.