...ჰო რა მოხდა, გეპაიჟებით დისკუსზე, არ გლანძღავთ არ გაგინებთ და თანაც კაი ლუდს ვკისრულობ თავის აქსესუარებით!
- ბუნებრივია, როგორც სტაჟიან იუზერს, მინდა ახლოს გაგიცნოთ...
მინდა გავიგო რა გესმით ტერმინ - "პოლიტიკა"-ში და "საზოგადოებრივ აზრში"...სხვათა შორის ბატონი ტიმის აზრიც მაინტერესებს როგორ ესმის ტერმინი მოდერაცია და ფიქრობს თუ არა ბატონ ტიმიც იმას, რომ მოდერაცია გულისხმობს მაგ.: იუზერთა ცენზურულ "გათოხვნას" და მათი აზრის გამოხშირვის ტექნოლოგიას?!...რამდენად უნდა იყოს მოდერი პოლიტიკურად ანგაჟირებული და რამდენად უნდა აისახებოდეს ეს ანგაჟირება მისი მოდერაციული ქცევის ფსიქოლოგიაზე?! -
ან იქნებ საერთოდ სამუდამო ბანს ვიმსახურებ და 100%-იან ვორნს... ეს აზრი საერთოდ რომ დამებადა თავში?! - მე ჩემს შეხედულებას, როგორც ყოველთვის, პირდაპირ მოურიდებლად, ზოგადად და კორექტულ ფრმაში გეტყვით, რომ ...
ზოგიერთები თქვენი უტიფარი ციხის ზედამხედველური ქცევით, ტერმინატორული ფსიქოლოგიური მდგომებით იუზერთა თემების მიმართ, ზუსტად აიმ "ჭაში აფურთხებთ, საიდანაც წყალს სვამთ"! ...კონკრეტიკას არ შევუდგები, რადგან ამას აზრი არ აქვს და თავადაც შესანიშნავად გესმით რაზეა საუბარი!
...მე მესმის, რომ ოპონირებას გამიწევთ და მეტყვით - მოსამართლე ყველასთვის ვერ იქნება მოსაწონიო, მაგრამ თქვენ ვინ მოგნიჭათ უფლება იყოთ იუზერთა აზრის მოსამართლეები, მისი დამხარისხებლები და ცენზორები თანაც ისე, რომ ამ აზრის კონტექსტზე, იუზერს არაფერს არ ეკითხებით?!-
ან იქნებ აეს თემაც არაფრად ჩააგდოთ, ან შემორეკოთ აქ თქვენი დაგეშილი იუზერები საღლიცინოთ, რათა რამენაირად პროვოკაციაზე წამომიკიდოთ...სამუდამო ბანს ხომ სულ რაღაც 20% მაშორებს?!...თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი მოდერი უბრალოდ ოცნებობს ამაზე - ან პოლიტიკიდან საერთოდ ფეხი ამომაკვეთინოს, ან სამუდამო ბანზე გამიშვას! ***
-
იუზერებთან ბოდიშს, მოვიხდი თემის სათაური სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ თქვენი გათიშვა მინდა ამ დისკუსიდან...პირიქით, თქვენ დეფოლტად დაპაიჟებული ხართ და ისიც ვიცი, რომ ბევრს ჩემსავით მსგავსი კითხვები დაგიგროვდათ ამ ფორუმზე არსებობის მანძილზე! ....................მაშ ასე, არ მინდა გავცდე კორექტულობის ფორმატს, მაგრამ მე უფლება მაქვს მქონდეს ჩემი ეჭვი და შეხედულება ზოგადად თქვენს ქცევაზე და იმაზე თუ რა დგას ამ ქცევის მიღმა, ასევე მაქვს უფლება დაგისვათ კითხვები, რომელსაც თქვენ გინდ უპასუხეთ გინდ არა და თავი მოიმკვდარუნეთ, ვითომც გძინააავთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში ეს მაინც პასუხი იქნება, რომელიც იუზერთა თვალში კიდე უფრო გამჭირვალეს გახდის თქვენს დამოკიდებულებას თავისუფალი აზრის და მისი გამოხატვის პრობლემასთან მიმართებაში!
ეს სა-კითხვებია:
1) გკიდიათ თუ არა იუზერთა აზრი თქვენს შესახებ?!
2) ვინც გასწავლათ, რომ მოდერის მათრახია ვორნი და ბანი, განა ინსტრუქცია არ მოაყოლა თუ ეს მათრახი როგორ უნდა მოიქნიოთ, ან სანამ მოიქნევდეთ დაეჭვდეთ მაინც, იქნება და არ არის ესა თუ ის თემა არ არის მთლად დახურვის ღირსი და მოდერი "დაბანვისა" თუ "დავორვნის" ღირსი?!...მე მახსოვს ადრე იყო პაქტიკაში, ზდილობის გულისთვის მაინც იუზერის გაფრთხილება!...მისი აზრის დაზუსტება, თუ რას გულისხმობს იგი თემის სათაურში ან მის კონკრეტულ პოსტში!
3) მე არ გამოვრიცხავ, რომ მოდერი იყს რომელიმე პარტიული ნიშნის მატარებელი და ეს მის მოდერობაზეც ახდენდეს გავლენას იმდენად, რომ ოპოზიციური აზრის გაგონებაზეც კი აჟრიალებდეს...რას იზამ, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ვემორჩილებით ფსიქოლოგიის გარკვეულ ქცევის მოდელებს, მაგრამ ფორუმის ადმინისტრაციას ხომ მაინც შესანიშნავად ესმის რომ შერჩევითი მოდერაცია თავად ფორუმს კარგს არაფერს არ უქადის, რისი მაჩვენებელიც ისაა რომ ეს ფორუმი ბევრმა ჩემთვის პატივსაცემმა იუზერმა დატოვა და ფეისბუქზე გადასახლდა!
4)არა და მე ვიტყოდი, რომ ზოგადად ფორუმს მაინც აქვს თავისი ეშხი და შარმი, თუნდაც იმიტომ რომ აქამდე შემომრჩა ინტერესი ვიყო ფორუმზე, რადგან აქ მეგულებიან ისინი, ვისაც დიდი ხანია ვიცნობ და ვისი აზრიც საინტერესოა ჩემთვის ფორუმის მეტყველების ფორმატში! ... ამიტომაც ბატონ ტიმს ვეკითხები - უღირს კია მას, რომ "თავისი პირმშო გადააყოლოს ნაბან წყალს"???!!!
...ნაბან წყალში ვგულისხმობ პერსონებს, რომელთაც შეუძლიათ უაპელაციოდ,უტიფრად და ირონიულად ... "აი როცა ხოში მაქვს ცლოსედ და როცა ხოში მაქვს ნე ცლოსედ", მხოლოდ იმიტომ რომ მოდერები არიან და ხელთ უპყრიათ მოდერის ოფციები?!
5)ბატონო ტიმ ... არ გეგონოთ რომ მე ანგელოზის ფრთებს ვიბამდე და საკუტარ პასუხისმგებლობას გავურბოდე!...მე ვაღიარებ რომ ხშირად მიმიმართავს აზრის გამოხატვის სარკასტული და უხამსი ფორმისთვის, რაც ვაღიარებ რომ თავისთავად არ არის კარგი და ნორმა, მაგრამ აქვე უნდა შევნიშნო ისიც, რომ გამოხატვის ეს ფორმა თითქმის ყოველთვის ნაკარნახევი იყო იმ თემატიკური ასორტიმენტიდან და იმ მეტაფიზიკიდან, რასაც ამ ფორუმის პოლიტ-განყის რეალობა მკარნახობდა...მაგ.: გაბლატავებულ-გაჯეჯილებული თემები პატრიარქის ლანძღვაზე და მასზე ღლიცინზე, "გრუზინოფობიაზე", "მართმადიდებლოფობიაზე", მაგრამ თუ ვინმე გაბედავდა და იგივენაირად ლიბერალიზმის ტემატიკას შეეხებოდა, ის თემა რაიმე მიზეზით აუცილებლად მუდმივად იძირებოდა ან მოდერის მიერ უაპელაციოდ სხვა ზოგად თემას ებმებოდა და მასში იკარგებოდა და ა.შ.
...და ბოლოს, ის მაინც გამაგებინეთ ვინ გასწავლათ ... "ის, ვისაც ობამას კანის ფერი არ მოსწონს, აუცილებლად პუტინის დასაგმობ დასაბანი ბიძაშვილია" ?!
P.S. ... გაგიმარჯოთ და დასასრულს იმას გეტყოდით - ბევრი თქვენთაგანი ალბათ ჩემზე ახალგაზრდაა, ზოგო ჩემზე "ჭკვიანი" და ზოგიც ჩემზე "სულელი", მაგრამ საქმე ამაში არაა...თქვენი თავისთვის ერთხელ მაინც თუ გიკითხავთ - რამდენად თვისუფლად შეგიძლიათ იყოთ ჭკვიანები და სულელები - ცხოვრების აზრი და გემო ხომ ამაშია, გინდ მოდერი იყავ გინდ საპოჟნიკი, ან გინდაც სულაც მელოდიური მოდერი და საერთოდ მელოდიის ბაიბუიში არ იყო!
....და მიუხედავათ ამისა მაინც ყველას გეხუტუნეთ ჩემო სტუმრებო ვინც ამას როგორც არ უნდა იმსახურებდეთ! ... პოლიტიკაში მაინც ვიქნები იცით რატომ?! - ძაან მარტივი მიზეზის გამო, მე ისიც ვიცი, რაც თქვენ იცით და ისიც, რის გაგებაშიც საერთოდ არ ხართ, იმიტომ რომ ასე დაგწყევლეს - არც თქვენი იცოდეთ და არც სხვისი გაგაგებინოთო!... მოიხსენით ეგ ჯადო, ბოღმა ამოისუნთქეთ და ჟანგბადი ისუნთქეთ!
This post has been edited by Stalker2005 on 23 Jan 2018, 09:45