Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ყველაფერი ზეთების შესახებ, ნაწილი XV


Posted by: crusader 7 Mar 2024, 11:52
ბმულები წინა ნაწილებზე

https://forum.ge/?f=50&showtopic=35170379
https://forum.ge/?f=50&showtopic=35100340
https://forum.ge/?f=50&showtopic=35016641
https://forum.ge/?f=50&showtopic=34942437
https://forum.ge/?f=50&showtopic=34877537
https://forum.ge/?f=50&showtopic=34785727
https://forum.ge/?f=50&showtopic=34708695
https://forum.ge/?f=50&showtopic=34599056
https://forum.ge/?f=50&showtopic=34547819
https://forum.ge/?f=50&showtopic=34468114
https://forum.ge/?f=50&showtopic=34375612
https://forum.ge/?f=50&showtopic=34239210
https://forum.ge/?f=50&showtopic=34044920
https://forum.ge/?f=50&showtopic=33602457

Posted by: GEORGEXIII 7 Mar 2024, 11:59
ფიქსირ ნიუ თემაში bis.gif bis.gif

Posted by: IL-28 7 Mar 2024, 13:40
https://www.youtube.com/watch?v=40Mq0l2wHa8

Posted by: MANAXH 7 Mar 2024, 23:32
არალმა გაამართლა მოლოდინი, ვინც ასხამთ? .

წინა თემაში ვიკითხე და ვალვოლინი კატეგორიულად გალანძღეთ, რეალურად არალის 5 40 გამოცდილება ვისაც გაქვთ აბა დააკომენტარეთ როგორი კმაყოფილები ხართ

Posted by: n-i-c-k 8 Mar 2024, 02:57
პირველი გვერდის ხათრით დავფიქსირდები smile.gif
ჩემი ამჟამინდელი ზეთი

user posted image

Posted by: crusader 8 Mar 2024, 10:05
5w-40 არა, მაგრამ 10w-40-ს ვასხავ ერთ მანქანაში 13 წელია და კმაყოფილი ვარ.

Posted by: idallgo 8 Mar 2024, 11:00
crusader
QUOTE
5w-40 არა, მაგრამ 10w-40-ს ვასხავ ერთ მანქანაში 13 წელია და კმაყოფილი ვარ.


ყოჩაღ 13 წელი თუ ერთ მანქანას იჩერებ... up.gif

ჩემი მაქსიმუმიც და მინიმუმიც 6 წელია biggrin.gif

Posted by: crusader 8 Mar 2024, 12:22
QUOTE
ყოჩაღ 13 წელი თუ ერთ მანქანას იჩერებ

კიდე 2 მყავს, 14 და 16 წელია biggrin.gif

ადრე მქონდა ეგეთი მენტალიტეტი, რომ ცოტა ძვირს ვიხდიდი რომ დაბალგარბენიანი მეყიდა და მეთქი გავიჩერებ დიდი ხანი. ახლა აღარ ვარ მაგ ჭკუაზე smile.gif

ყველაზე კარგი ვარიანტია იყიდო 3-5 წლის მანქანა და სანამ 10 წლის გახდება გაყიდო.

Posted by: DORO 8 Mar 2024, 12:30
ფიქსირაძე .
შედეგ გვერდზე თუარ გამოვიდა :

Posted by: Gogla1990 8 Mar 2024, 13:05
ფეისბუქზე ერთერთ ჯგუფში მიმტკიცებს კაცი რომ BMW N20-N26 ძრავებს რეკომენდირებული ზეთის სიბლანტე 0W-20 აქვთ, ეგ უწერიათ მანუალშიც და კაპოტქვეშ ბირკაზეცო

ავიღე მანუალი, გავედი მანქანასთან და გადავიღე სურათი, მაინც ვერ ვაჯერებ რომ 0-20-ს რეკომენდაცია მარკეტინგული გათვლაა და არა ძრავის საჭიროება, ერთი და იგივე ძრავზე შეუძლიათ ყოველ წელს სხვადასხვა ზეთზე, სიბლანტეზე თუ დაშვებაზე გასცენ რეკომენდაცია იმის მიხედვით როგორ აწყობთ biggrin.gif
user posted image

Posted by: crusader 8 Mar 2024, 14:54
5w-30-დან 0w-20-ზე გადასვლა დაკავშირებულია გამონაბოლქვის შემცირების თემასთან.
Toyota-მ მახსოვს ერთ წელს უცბად გადაიყვანა Manual-ებში 0w-20-ზე, ძრავა ცალსახად არ შეუცვლია.

BMW-ზე სადღაც წაკითხული მაქვს, რომ თუ ძალიან სპორტულად ატარებ 5w-30 უფრო უკეთ დაიცავსო და 0w-20 უფრო კარგ ეკონომიას მოგცემსო.

Posted by: Z-owner 8 Mar 2024, 15:01
crusader
ჩემს ძრავზე მენუალში წერია პირდაპირ, როცა გისხიათ 5-30, მოერიდეთ უხეშ ტარებასო. 0-20 ამის დროს არც არსებობდა, ალბათ მაგრამ 5-30 უკვე ვერ უძლებს, გამოდის.

Posted by: David-22 8 Mar 2024, 15:12
თეგეტაში შელის ზეთები ორიგინალი აქვთ თუ იცით?

Posted by: crusader 8 Mar 2024, 16:18
QUOTE
თეგეტაში შელის ზეთები ორიგინალი აქვთ თუ იცით?

წინა ნაწილში განვიხილეთ ეგ თემა დაწვრილებით.
ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ ძალიან მცირე ალბათობა არის ჩემი აზრით, რომ გაყალბებულ შელს ყიდიდეს და აქამდე ვერავინ შეამჩნია.

Posted by: Nescafe13 8 Mar 2024, 16:44
მარტო ერთ კაცთან ვასხავ ზეთს , ორიგინალია თუ არაორიგინალი არ ვიცი მარა წლებია კმაყოფილი ვარ , 4 მანქანაზე სტაბილურად მაგ კაცთან დაგვყავს boli.gif

Posted by: IL-28 8 Mar 2024, 17:55
Z-owner

შენი მანქანის დროს ავტოკომპანიები ავტოინჟინრების აზრს მეტად ითვალისწინენდნენ ვიდრე მარკეტოლოგების

Posted by: Z-owner 8 Mar 2024, 18:18
IL-28
მაგიტომაც გაძლო 35 წელი. მაღაზიაში რომ მეუბნებიან რამე ზეთზე, ან ფილტრზე, "უახლესი ტექნოლოგიაა, თანამედროვე მასალები, რომლებიც აუცილებელია თქვენი ძრავისთვის" და ეგეთ იდიოტობას, მე ვპასუხობ - კარგი კარგი, არაა საჭირო, იმუშავებს ძველ ტექნოლოგიაზე და პირს აღებენ ეგრევე. რაღაცას უნდა ახალი და თანამედროვე ტექნოლოგია მაგრამ ყველაფერს არა და თან ცოტა ხანში 0-20 და 0-16 კი არა, 0-8 ზეთებს მიაწვებიან და არ ნიშნავს რომ ეგ უნდა ჩავასხათ ყველაფერში და თანამედროვე ტექნოლოგია ვიძახოთ.

Posted by: პითონი 8 Mar 2024, 18:25
წლებია ვალვოლაინს ვასხავ.
უკვე მეოთხე მანქანაში.

უპრობლემოდ მუშაობს.

Posted by: გიორგი XII 8 Mar 2024, 19:12
ნუ იდეაში მე ვფიქრობ მაინც ვიღაცის დაჯერებას სჯობს მწარმოებლებს დავუჯეროთ.
მთAვარი სტანდარტი რაც აქვს ნუმერაციით დაიცვა და ეხლა 5-30 ჩაასხამ თუ 5-40 არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

Posted by: abes777 8 Mar 2024, 19:12
არა მ ძრავებში ბმვში 0w20ს მარტო გარემოზე ზრუნვის გამო თუ ჩაასხამ. ძრავისთვის 0w40 უკეთესია. 5w30 ნაკლებად სასურველია მაგრამ შესაძლებელი.

Posted by: Nemiroff 8 Mar 2024, 19:25
ესაა ჩემი მანქანის მანუალი. 0-20ზე გასაგებია ოდნავ ეკონომია ექნება მარა უკეთ რომელი სიბლანტის ზეთი დაიცავს?
user posted image

Posted by: ///M Power 8 Mar 2024, 20:33
Nemiroff
ოქროს შუალედია მაქედან 5w30 და ცოტა მეტს აიტანს. (მაგრამ თუ ადრე უცვლი 0w20 იგივენაირად იმუშავებს)


Posted by: l.k 8 Mar 2024, 22:55
ამდენი სიმართლე ჯერ არ დაწერილა ზეთების თემაში. ირონიით არ ვამბობ. მართლა მასე ვფიქრობ.
* * *
თანამედროვე ევრო ნორმები ისე ზღუდავს ავტომწარმიებლებს რო ცოტახანში გამოვა სამუდამო ზეთი ძრავის ალბათ.

წყალი არის უკვე 0w-8 დასახელებით და სამუდამო ზეთიც იქნება მალე. აბა მინუსებში ხო არ გადავლენ....


Posted by: Gogla1990 8 Mar 2024, 23:41
David-22
QUOTE
თეგეტაში შელის ზეთები ორიგინალი აქვთ თუ იცით?

წესით კი, ამჟამინდელი მანქანისთვის მანდ ვყიდულობ Helix Ultra-ს და შეფუთვა/წარწერები თუ ჰოლოგრამები რაც მოვიძიე ინტერნეტში ემთხვეოდა ყველა შეფუთვაზე, თვითონ ზეთი რა ასხია შიგნით მაგაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ფალსიფიცირებული რომ იყოს BMW-ს ტურბირებული ძრავი შეხვრიპავდა 300-400 კილომეტრში biggrin.gif

Posted by: Nemiroff 9 Mar 2024, 02:02
QUOTE
ოქროს შუალედია მაქედან 5w30 და ცოტა მეტს აიტანს. (მაგრამ თუ ადრე უცვლი 0w20 იგივენაირად იმუშავებს)

up.gif
QUOTE
თეგეტაში

ხანდახან თეგეტას შელზე ძაან მაგარი აქცია აქვს ხოლმე. ეგეთი დონის ზეთს როგორც შელია ვერსად ჩაასხავ თეგეტას გარდა. თურქულ და რუსულ ზეთებს არ ვგულისხმობ ამ ფასში.

Posted by: MANAXH 9 Mar 2024, 09:37
crusader
QUOTE
5w-40 არა, მაგრამ 10w-40-ს ვასხავ ერთ მანქანაში 13 წელია და კმაყოფილი ვარ.

არალზე ამბობ?
* * *
პითონი
რომელს ასხამ, მე მაქს ლაიფი მისხია 5 40 და რავიცი ამ თემაში ცუდი რეკომენდაცია მომცეს და ეგეთი ცუდია ყველას გამოცდილებით?


* * *
პ.ს თეგეტას მოტულზე რას იტყვით? .

Posted by: Luka251 9 Mar 2024, 12:10
ფიქსირ თემაში.


___________

Posted by: zigmundi32 9 Mar 2024, 12:30
QUOTE (n-i-c-k @ 8 Mar 2024, 02:57 )
პირველი გვერდის ხათრით დავფიქსირდები smile.gif
ჩემი ამჟამინდელი ზეთი

user posted image

პრემიქსის ტოტალია? თუ მიაქციე ყურადღება რომელი ქვეყნის გამოშვებაა

Posted by: Ultras-Sur 9 Mar 2024, 12:46
გამარჯობათ 1.6 turbo GDI ძრავზე რომელ ზეთს მირჩევთ? ვალვოლაინი, შელი თუ ლიქვი მოლი? მივიღებ რჩევებს. 5-30 უნდა ისე

Posted by: GOZILA 9 Mar 2024, 13:34
ბევრი წელი ამ ზეთს ვხმარობ უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ up.gif
user posted image

Posted by: პითონი 9 Mar 2024, 13:43
MANAXH
მეც მაქს ლაიფი მისხია.
X5 4.4, ე კლასი 3.2 დიზელი, 5.0 მ113, 4.3 მ113
ამ ძრავებში ვასხავდი.
არ ჭამს, არ ბოლავს.
ხოდა რავიცი, ძრავი თუ წესრიგშია ესეიგი პრობლემა არ აქვს.
ნუ მე არ ვგაზაობ და არ ვწყვიტავ მანქანას შუაზე biggrin.gif

ასევე ჩემი ძმაკაცი 4.7 ბიტურბოში ასხავს, მაგრამ მაქს ლაიფი არ მგონია. არ ვიცი ზუსტად რა ვერსიას.
ჩემს გარშემო ბევრი ასხავს და რავი

Posted by: MANAXH 9 Mar 2024, 15:45
პითონი
მე ოპელ ასტრაში მისხია 1.6 უბრალო ძრავში, ბენზინი

Posted by: პითონი 9 Mar 2024, 16:01
MANAXH
ხოდა იდეალური იქნება წესით.
თან ეგენი არ ჭამს, ეკოტეკი ჭამს.

Posted by: l.k 9 Mar 2024, 16:14
QUOTE (პითონი @ 9 Mar 2024, 16:01 )
ეკოტეკი ჭამს.

ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციებს. არაფერს არ ჭამს.

Posted by: crusader 9 Mar 2024, 18:36
QUOTE
MANAXH

QUOTE
არალზე ამბობ?

კი

Posted by: MANAXH 9 Mar 2024, 18:49
crusader
ასტრაზე იყოს ეს ვალვოლინი მაქს ლაიფი თუ არალზე გადავიდე რას მირჩევ? ზომა აძაგა, ზოგმა შეაქო ვალვოლინი და რავიცი შენ რას მირჩევ?

Posted by: Z-owner 9 Mar 2024, 19:48
MANAXH
არაფერ სასწაულს არ შვება ვალვოლინი, აი ჩვეულებრივი ზეთია და მეტი არაფერი, თუ პრობლემა არ გაქვს, არ შეცვალო და მით უმეტეს არ ტყუილად არ გაიძვირო. არალს არაფერს არ ვერჩი, BMW M52TUB25 ვასხამთ და უპრობლემოდ მუშაობს, ჩემი ძმის მანქანაა და დატასაობს, იშვიათად გაზაობს და ლაითად, მე როგორც კი ვჯდები, სახეს ვახევ და სულ ოდნავ ეტყობა რომ დატვირთვაზე ოდნავ თხელდება, რეალურად უმნიშვნელოდ.

Posted by: MANAXH 9 Mar 2024, 19:54
Z-owner
ჯერ ასხია რავიცი, ვნახოთ მუშაობაში როგორ გამოავლენს თავს, რესურსი როგორ ექნება დავაკვირდები

Posted by: Z-owner 9 Mar 2024, 20:42
MANAXH
თუ მშვიდად დადიხარ, ნებისმიერი ნორმალური ბრენდის და სწორად შერჩეული ზეთი მუშაობს, მით უმეტეს სტანდარტულ და უპრეტენზიო ძრავში, აიი როგორც კი გადაწყვეტ რომ გაზაობა მოგინდა, მანდ გიწევს თავის ატკივება რომ პირდაპირ გამშვებ სისტემაში არ გაასხას კარტერიდან ზეთი. ან არ აგიდუღდეს, აგიქაფდეს, გაწყალდეს, წნევა დაგიგდოს. ანუ სანამ იდეები არ მოგივა და მანქანას იმას არ მოთხოვ რაზეც გათვლილი არ არის, არაფერი პრობლემა არ გაქვს, იმუშავებს სიტყვაზე 5-30 5-40 10-40 მაგრამ როცა მაღალ ბრუნებზე სამუშაოდ გათვლილი ძრავია, რომელმაც რბოლას უნდა გაუძლოს, დიდ დატვირთვებს, იქ ვერ ჩაასხამ 0-20 და 5-30, მაგალითად e46 M ძრავი, ერთერთ რეკომენდაციაა კასტროლის tws 10-60 და რატომ აბა? რა, ძრავის "ზაზორები" უნდა შეავსოს?

Posted by: MANAXH 9 Mar 2024, 20:44
Z-owner
ოპელ ასტრაა უბრალო ძრავით, რავიცი ახლა ცოტა აბგონზე თუ გავედი ზოგჯერ შეიძლება ავწიო აბაროტი, ძირითადად ნელა დავდივარ მარა ტრეკზე ამით ვერ გამოხვალ ახლა ისეთია
* * *
ცოტა რომ გეჩქარება და ოდნავ მოუმატო აბაროტს ახლა ეგ თუ გაზაობაში ითვლება მაშინ რავიცი

Posted by: Z-owner 9 Mar 2024, 20:51
MANAXH
არ უნდა გქონდეს ზეთზე პრობლემა რა, ჩემი აზრით.

Posted by: crusader 9 Mar 2024, 20:53
MANAXH
თუ მოგწონს, რატომ უნდა გადახვიდე?
მე უბრალოდ ოფიციალურ მაღაზიებში ვიყიდიდი.
https://valvoline.ge/კონტაქტი/

Posted by: kavlel 9 Mar 2024, 22:51
MANAXH
მშვენიერი ზეთია ვალვოლინი/ვალვოლაინი მაგრამ მეორე მხარეა რამდენად გჭირდება მაგ ფასიანი ზეთი.
ტურბინიანში ვასხავდი და მშვენივრად მუშაობდა, არც წნევაზე მქონდა პრობლემა, არც ტემპერატურაზე და არც კლებაზე.
მანამდე სივიკი მყავდა 1.7 უპრეტენზიო ძრავით და იმაში 17 ლარიან ფანფაროს ვასხავდი(სან მოტორსს შემოაქვს) ხოდა 4 ლიტრი ზეთი თავის შეცვლიან ფილტრიანად მიჯდებოდა 80 ლარამდე, როცა იგივე რაოდენობის ვალვოლაინი მიჯდებოდა 150+ ლარი. ის იაფიანი ზეთიც მშვენივრად მუშაობდა და არც მიფიქრია იმ მანქანაზე ძვირიანი ზეთის ჩასხმა, რადგან არ მქონდა იმ ძრავზე მაგის საჭიროება, ზედმეტი უცნაური ხმების გარეშე მუშაობდა ძრავი და არც დამატება მიწევდა შეცვლიდან შეცვლამდე.
ზეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხიანი და იმ ოქტანობის ბენზინის ჩასხმა რაც ძრავს ჭირდება.

Posted by: MANAXH 10 Mar 2024, 18:12
Z-owner
crusader
kavlel
დავაკვირდები, თუ კარგად იმუშავა ერთი შეცვლა, კიდევ იგივეს ჩავასხამ.

Posted by: l.k 10 Mar 2024, 19:52
დღეს ერთს ჩავასხმევინე მოლიბდენიანი ვოლფი და კინაღამ დამახჩო. ფერი რო ნახა თვალები დააჭყიტა. ატრაბოტკას მასხმევინებო? lol.gif lol.gif ფული უკვე გადახდილი ჰქონდა. უკან დასახევი გზა არ იყო

რო ჩაასხა მერე იძახის უფრო ჩუმად მუშაობსო eek.gif ჩემსაზეც იგივე ეფექტი იყო yes.gif

მე მეგონა მეჩვენებოდა. იმისი მანქანა თან იკლებდა სხვა ზეთებს და ვკითხავ ეს რამდენი მოიკლო ან თუ შეამჩნია რამე კარგი ან ცუდი.

Posted by: dantist778 11 Mar 2024, 17:03
მე მაგალითად 10 წელია 2 მანქანაში ვასხავ Rheinol-ს ბელიაშვილზე, 10W40 და 5W40. ძრავები აშკარა კმაყოფილებას გამოხატავენ, ტფუი ტფუი ტფუი biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 11 Mar 2024, 19:02
dantist778
ნორლამური ზეთია ერთხელ ჩავასხი მექანიკის კარობკაში, რავი ვერაფერი ისეთი ვერ შევამჩნიე.

Posted by: MANAXH 12 Mar 2024, 13:05
GEORGEXIII
კარობკაში ჩაასხი 5 40 ან 10 40?

Posted by: GEORGEXIII 12 Mar 2024, 18:59
MANAXH
75-90 ჩავასხი. yes.gif

Posted by: MANAXH 12 Mar 2024, 19:42
GEORGEXIII
მე 75 80 ჩავასხი, მაგ ორიდან მქონდა არჩევანი და ვალვოლინში 80 ავიღე ბოლოს

რომელი სჯობს დღესაც არ ვიცი

Posted by: GEORGEXIII 12 Mar 2024, 20:01
MANAXH
მეც არ ვიცი სიმართლე გითხრა უბრალოდ მანუალში 90-ეწერა და ჩავასხი ეგ.

Posted by: Nemiroff 12 Mar 2024, 20:57
QUOTE (GEORGEXIII)
75-90 ჩავასხი

სად ჩაასხი კაცო ეს ზეთი? კარობკაში?

Posted by: Gogla1990 12 Mar 2024, 21:08
Nemiroff
QUOTE
სად ჩაასხი კაცო ეს ზეთი? კარობკაში?

მექანიკაზეა საუბარი

Posted by: l.k 12 Mar 2024, 22:34
crusader
გამარჯობა. ერთხელ მეც დამეხმარე რა. კაი კაცს, კარგი ზეთი უნდა შევურჩიოთ სანამ მოკლა ძრავი.

1.5 ნისან ტიდა იაპონური 2006 წლიანი. რა დაშვების ზეთი უნდა ვერ გავიგე ნორმალურად.
* * *
HR15DE-ძრავია თუ არ ვცდები
5-30 ზეთები იმდენნაირი დაშვებისაა რო ამიჭრელდა უკვე თვალები.

Posted by: MANAXH 12 Mar 2024, 22:42
GEORGEXIII
ჩემსას ორივე უწერია და კონკრეტულად ვალვოლინში ვიყიდე და მათი კატალოგის მიხედვით 75w80 ეწერა და შევიძინე.

90 -ს თავისი პლუსები აქვს, როგორც დავგუგე და გავიგე, 80-ს მეტი რესურსი აქვს, დიდი ხანი კარგი ლუბრიკაციის გარანტია, თუმცა 90 უფრო კარგად ამუშავებს კარობკას, სწრაფი გადართვა, სპორტული მანევრი 90-ზე უფრო სჯობს, ჩემი ოპელ ასტრაა და რომელს ჩავასხამდი არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.

თუმცა იმას ვიტყვი, რომ ძალიან სიცივეები როცა იყო, თავიდან ცივზე პირველში ჩაგდება ცოტა უჭირდა, ალბათ მაგ 80-ის ბრალია ეგ, შეიძლება ვცდები..
* * *
თუ მომიწია კიდევ ზეთის გამოცვლა კოლოფში, 90-ს ჩავასხამ და ვნახავ განსხვავებას..

Posted by: Nemiroff 12 Mar 2024, 23:15
QUOTE (Gogla1990)
მექანიკაზეა საუბარი

ააა ეგ აღარ წავიკითხე

Posted by: crusader 13 Mar 2024, 00:06
l.k
QUOTE
1.5 ნისან ტიდა იაპონური 2006 წლიანი. რა დაშვების ზეთი უნდა ვერ გავიგე ნორმალურად.
* * *
HR15DE-ძრავია თუ არ ვცდები
5-30 ზეთები იმდენნაირი დაშვებისაა რო ამიჭრელდა უკვე თვალები

5w-30 უნდა API/ILSAC დაშვებების. 3 ვარიანტია დალაგებული ხარისხის ზრდადობით, ნებისმიერი დაშვება მისაღებია მაგ მანქანაზე:
1. API SM/ILSAC GF-4
2. API SN/ILSAC GF-5
3. API SP/ILSAC GF-6A

ზეთის ვარიანტები ბევრია, რომელთაც ოფიციალურად აქვს ეს დაშვებები, რომელიმე კონკრეტულ მაღაზიაზე თუ ხარ ორიენტირებული მითხარი და გეტყვი მაგ მაღაზიაში რა ვარიანტები გაქვს.

Posted by: l.k 13 Mar 2024, 00:15
crusader
ეხლა უნდა დამეპოსტა ვიპოვე თქო smile.gif ILSAC GF-4 ან ACEA A5/B5 5W-30

არ მეგონა მასეთი მოთხოვნები თუ ექნებოდა მაგ წლოვანების მანქანას.

ჩემი ნათესავია. ახალბედა მძღოლია რა და მინდა დავაჩვიო ერთ კონკრეტულ ადგილს სადაც მივა და შეცვლის ხოლმე ისე რო არ მოატყუონ. ამბოლი მგონია კარგი ვარიანტი მაგისთვის. სამსახურის გზაზევე აქ ამბოლის ფილიალი. პროსპექტზე როა.

ან მეორე ვარიანტია თეგეტა პეპელაზე. თეგეტაში რა უნდა ჩაასხას არ ვიცი.

150-ლარში რო ჩაეტიოს ზეთი, ფილტრი და შეცვლა.
* * *
ეს ამბლიც ატრაკებს ხოლმე ხანდახან. მაგათი ნდობაც არ შეიძლება ბრმად. კარგა გემოზე გაჭმევენ თუ მთლად ჩაინიკი ხარ. 2-3 დღის უკან აჭამეს კინაღამ ჩემ ახლობელს.
* * *
PETRONAS Syntium 3000 FR 5W-30-ეს ვარიანტი მომდის თვალში. თეგეტაში აქვთ. რას იტყვი? მოეწონება წესით მაგ ძრავს...

Posted by: GEORGEXIII 13 Mar 2024, 00:50
MANAXH
მექანიკაზე რამდენიც გამომიცვლია ზეთი რომ ჩამომყავდა მანქანები ვუცვლიდი სულ სინქრონების ნაფხვენწბი იყო ხოლმე, სპორტულ მანქანებზე მაქვს საუბარი ამიტომ დიდად არ აქვს მნიშვნელობა რომელ ზეთს ჩაასხავ.



პ.ს კლასიკა

https://www.facebook.com/share/v/ArTbUASCNHM8gfNW/?mibextid=w8EBqM

Posted by: l.k 13 Mar 2024, 01:00
GEORGEXIII
lol.gif lol.gif lol.gif
* * *
crusader
PETRONAS Syntium 3000 FR 5W-30 თეგეტა
TOTACHI HYPER ECODRIVE 5W-30 ამბოლი
WOLF SP/RC D1-3 5W-30 ამბოლი

ესენი არის ჩვენ ბიუჯეტში. თუ რომელიმეს არ გვიწუნებ დაშვების მხრივ ერთ-ერთს ჩავასხავთ.

Posted by: poker_man 13 Mar 2024, 09:07
ეს არ გექნებათ ნანახი

https://fb.watch/qMXvwhM9Ac/
* * *
l.k
QUOTE
გამარჯობა. ერთხელ მეც დამეხმარე რა. კაი კაცს, კარგი ზეთი უნდა შევურჩიოთ სანამ მოკლა ძრავი.

1.5 ნისან ტიდა იაპონური 2006 წლიანი. რა დაშვების ზეთი უნდა ვერ გავიგე ნორმალურად.
* * *
HR15DE-ძრავია თუ არ ვცდები
5-30 ზეთები იმდენნაირი დაშვებისაა რო ამიჭრელდა უკვე თვალები.


Idemitsu Zepro 5W30 API SN/ILSAC GF-5 autobani-ს მაღაზიაში.

Posted by: crusader 13 Mar 2024, 09:55
l.k
TOTACHI რუსული ზეთია და მე არ ჩავასხავდი
Petronas-ს და Wolf-ს შორის უფრო Wolf-ს ავირჩევდი

Posted by: Luka251 13 Mar 2024, 10:36
GEORGEXIII

ის როგორ ყნოსავს biggrin.gif ვახ მათე მოტორსი biggrin.gif


Posted by: MANAXH 13 Mar 2024, 11:56
GEORGEXIII
უეჭველი თაფლია, ძალიან სქელია თუ დააკვირდები. smile.gif))

Posted by: l.k 13 Mar 2024, 13:39
QUOTE (crusader @ 13 Mar 2024, 09:55 )
l.k
TOTACHI რუსული ზეთია და მე არ ჩავასხავდი
Petronas-ს და Wolf-ს შორის უფრო Wolf-ს ავირჩევდი

გასაგებია მადლობა. ვოლფზე დარწმუნებული ვარ რო არ დაიკლებს. 1.4 ტურბო კრუზში ვასხმევინებ წელიწადზე მეტია ახლობელს და არ დაუკლია. უძლებს ტემპერატურულ დატვირთვას ქალაქის პირობებში. ამ ნისანით კიდე ძირითადად ტრასაზე მოძრაობენ ან სოფელში და იკლებს. 5000-მდე უძლებს და მერე კიდე 3000-რო გავატარო უნდა ჩავამატოვო. 150-ლარად ჩაუსხეს რაღაც ნოუნეიმ ზეთი. აზრზე არ ვარ რა ჩაუსხეს. ძრავი არ ბოლავს, არც კარტერის გაზების პრობლემა აწუხებს. არც ზეთი არ გასდის. მაგიტომ მინდოდა რჩევა რო სწორი დაშვების ზეთი ჩაგვესხა.

პეტრონასი რატო გადაწონა ვოლფმა?
* * *
poker_man
ავტობანში არ გამოვა ზეთის შეცვლა. ისანი სამგორის ტერიტორიაზე მაგათ სერვისი არ აქვთ. მანდ მანქანის გასაჩერებელიც არაა. მივიდეს ჯერ იწვალოს მანქანის გაჩერებაზე ( მადლობა მერს რო პარკინგი აღარ დატოვა სამგორში ) მერე რიგში ჩადგეს და იყიდოს, მერე ზეთის შემცვლელი პუნქტი ნახოს და ცალკე ფული უხადოს რო შეუცვალონ.

რატო ავატკიებინო თავი...

Posted by: poker_man 13 Mar 2024, 14:16
l.k
QUOTE
ავტობანში არ გამოვა ზეთის შეცვლა. ისანი სამგორის ტერიტორიაზე მაგათ სერვისი არ აქვთ. მანდ მანქანის გასაჩერებელიც არაა. მივიდეს ჯერ იწვალოს მანქანის გაჩერებაზე ( მადლობა მერს რო პარკინგი აღარ დატოვა სამგორში ) მერე რიგში ჩადგეს და იყიდოს, მერე ზეთის შემცვლელი პუნქტი ნახოს და ცალკე ფული უხადოს რო შეუცვალონ.

რატო ავატკიებინო თავი...


სერვისი არის, ჯერ უნდა შევიდეს სერვისში, გააჩეროს მანქანა, ხელოსანს ეტყვის რომ ზეთის შეცვლა უნდა, და მერე წავიდეს მაღაზიაში. მე შევცვალე მანდ დეკემბერში. მაღაზიას რომ გაცდები, მანდ არის შლაგბაუმი, მანდ უნდა შევიდეს და 5-8 მეტრშია მაგათი ბოქსი მარჯვენა მხარეს. ზეთს რაც შეეხება, Idemitsu Zepro 5W30 API SN/ILSAC GF-5 ეს ზეთი ჩავასხი სხვა და სხვა მანქანებში, Honda FIT პირველი და მეორე თაობა მყავდა, Honda CH-R 2016, მეგობრების მანქანებში, Toyota prius მეორე და მესამე თაობათაობა, ჩემი Toyota corolla 2019, კლება იყო მარტო პრიუსზე, და ისიც 500 გრამი შეცვლიდან შეცვლამდე 5000 -6000მდე გარბენით. ფასი 120 ლარი 4 ლიტრი თავის შეცვლა ფილტრიანად.

Posted by: l.k 13 Mar 2024, 14:22
poker_man
ups.gif პირველად მესმის რო მანდ ზეთის შეცვლა შეიძლებოდა. მანქანას სად ტოვებ ხოლმე სანამ შეიყვან ზეთის შესაცვლელად?

Posted by: poker_man 13 Mar 2024, 14:45
l.k
QUOTE
პირველად მესმის რო მანდ ზეთის შეცვლა შეიძლებოდა. მანქანას სად ტოვებ ხოლმე სანამ შეიყვან ზეთის შესაცვლელად?


არ ვტოვებ არსად, ეგრევე შევდივარ სერვისში, ავტობანის მაღაზიას რომ გაცდები, მანდ არის შლაგბაუმი, მანდ უნდა შეხვიდე და მარჯვენა მხარეს არის ბოქსები.
და ეხლა კიდე გამახსენდა ჩემი მეგობრის ნისან ტეანაში და ტოიოტა აქუაში 2018 წ. ჩავასხით ეგ ზეთი შარშან ზაფხულში. მე 0-30 Idemitsu Zepro Touring Pro ჩავასხი დეკემბერში, და რავი ძაალიან კარგია, თან ტურბინიან ძრავებზეა გათვლილი. და საერთოდ გაგაგიჯებ, ეს ზეთი მე 0-30 Idemitsu Zepro Touring Pro ჩავასხით ჰონდა ფიტში 2011 1,3 ძრავით, 3 ლიტრი და ნახევარი ლიტრი 5-30 დავამატედ წინა შეცვლიდან დარჩა, და რავი არანაირი პრობლემა არ არის.


Posted by: GEORGEXIII 13 Mar 2024, 14:53
Luka251
არ უნდა ჯიგარს, გაუჩალიჩეს lol.gif lol.gif

MANAXH
5-40 აწერია და რავიცი აბა lol.gif lol.gif

Posted by: l.k 13 Mar 2024, 15:20
poker_man
კარგი. მადლობა რო მითხარი. გავითვალისწინებ სამომავლოდ. იქვე რო ვერ ვცვლიდი და მანქანასაც ნორმალურად ვერ ვაჩერებდი მაღაზიაში შესასვლელად სულ ვერიდებოდი ხოლმე ავტობანიდან მაგის გამო ზეთის წამოღებას.

ისნის ზედა დალილებშიც კი ფეხით გავდიოდი ხოლმე. კი აქვთ იმათ პარკირება მარა იქ რო იბოდიალებს კაცი მერე მაზუთიანი ფეხებით უნდა ჩაჯდე მანქანაში.

Posted by: n-i-c-k 13 Mar 2024, 15:27
QUOTE
პრემიქსის ტოტალია? თუ მიაქციე ყურადღება რომელი ქვეყნის გამოშვებაა


zigmundi32 ვიანორისაა , ქვეყნის კოდით 342 საფრანგეთი გამოდის

user posted image

Posted by: poker_man 13 Mar 2024, 15:29
l.k

ისე ინფორმაციისთვის გაითვალისწინე, პსევდო-იაპონური ზეთები არ ჩაასხა totachi, takayama, mitasu, takasaki. და ფსევდო გერმანული ზეთი ROLF.

Posted by: crusader 13 Mar 2024, 15:44
QUOTE
პეტრონასი რატო გადაწონა ვოლფმა?

Wolf-ს ILSAC-ის დაშვება აქვს, პეტრონასს არა.

Posted by: poker_man 13 Mar 2024, 16:50
crusader
QUOTE
პეტრონასს არა.


პეტრონასი საეჭვოა, ოფიციალურ საიტზე გადავამოწმე და საქართველო არ არის როგორც წარმომადგენელი.

Posted by: l.k 13 Mar 2024, 23:19
poker_man
მადლობა. მე მასე ღრმად არ ჩავიძიებივარ.
* * *
user posted image
biggrin.gif ამერიკაში თუ ვინმე Fanfaro-ს ასხავდა ვერც წარმოვიდგენდი.

Posted by: Pinkman987 14 Mar 2024, 19:01
ნიშანს აგდებდა შესაცვლელიაო და შევცვალე ზეთი

მაინც აგდებს გამაფრთხილებელ ნიშანს რომ ზეთი შესაცვლელიაო, რამდენ დღეში უნდა მოშორდეს ეს ან რა შეილება იყოს მიზეზი?

Posted by: l.k 14 Mar 2024, 19:40
Pinkman987
განულება უნდა დიაგნოსტიკის აპარატით. შენითაც შეგიძლია. დაგუგლე და იპოვი როგორ ხდება.

Posted by: MANAXH 16 Mar 2024, 14:46
GEORGEXIII
QUOTE
5-40 აწერია და რავიცი აბა 

ხოდა 5 40 არაა ეგეთი სქელი biggrin.gif თაფლია უეჭველი

Posted by: GEORGEXIII 17 Mar 2024, 00:43
MANAXH
ხოო შეიძლება, მარა მაგას ისეთი შიგ აქვს არ გამიკვირდება lol.gif lol.gif

პ.ს ზეთის შეცვლა მიწევს და 50ლარიო ლიტრაა 0-20 მოტულის.

დაუკელით აქციზს თქვე ბოზებო mad.gif mad.gif

Posted by: l.k 17 Mar 2024, 00:55
GEORGEXIII
PAO-სინთეტიკაა რასაც ასხავ? თუ რატო ღირს მაგდენი?

Posted by: GEORGEXIII 17 Mar 2024, 02:20
l.k
რავი ესაა

https://shop.tegetamotors.ge/ge/msubuqi-avtomobilis-zeti/product-details/20403149/zethi-MOTUL-8100-ECO-LITE-0W20-1L?cacheId=5e3d619a4d6bce3ab5beb85b

Posted by: l.k 17 Mar 2024, 13:03
GEORGEXIII
კი ეგა ყიფილა რასაც მე ვფიქრობ. მაგიტომაც ღირს ეგ ფასი.

ნორმალური ფასია, ნუ წუწუნებ biggrin.gif ვითომ სინთეტიკები სხვა ბრენდებისა ღირს ლიტრი 40 ლარამდე


Posted by: GEORGEXIII 17 Mar 2024, 13:18
l.k
ხოო სხვა რა გზააა იქნება თვის ბოლომდე რამე ფასსდაკლება დაარტყან.

Posted by: dantist778 18 Mar 2024, 08:35
ხალხნო და ჯამაათნო, elf ზეთი შემოაქვს ვინმეს აფიციალნად ჩვენთან? რენო დასტერს ყველგან ეგ ზეთი აწერია,ყველა ბირკაზე biggrin.gif

Posted by: Beso-093 18 Mar 2024, 11:19
dantist778
QUOTE
elf ზეთი შემოაქვს ვინმეს აფიციალნად ჩვენთან?


ადრე იტა იყო ოფიციალური შემომტანი და ეხლა არ ვიცი, კიდევ შემოაქვს თუ არა.

Posted by: zigmundi32 18 Mar 2024, 11:44
dantist778
ელფს თუ ვერ მიაგნებ ტოტალით შეგიძლია ჩაანაცვლო, ერთი და იგივე კომპანიის არის ეს ორი ბრენდი

Posted by: dantist778 18 Mar 2024, 13:40
Beso-093
იტა მახსოვს ადრე მეც,მარა კაიხანია არაფერი ისმის მაგათ შესახებ. რა ნომერიც ვნახე ინტერნეტში,გათიშულია არ ირეკება.


zigmundi32
ტოტალის შემომტანი ვინაა თუ იცი?

Posted by: karlo-fan 18 Mar 2024, 15:21
რა კაი თემა ყოფილა აქამდე რატომ ვერ ვნახე biggrin.gif

თუ ვინმეს გამოადგება, ჩემი პირადი გამოცდილება:

4 წელია მყავს 2016 წლიანი 2.5 ფორესტერი.

ამ ეტაპზე ვასხავ Amsoil Signature 5W30 ზეთს. ბევრი ცდების და ექსპერიმენტების მერე მივედი ამ ზეთამდე... ყველაზე კარგად იჭერს ტემპერატურას და ყველაზე ცოტას მიირთმევს ამ ზეთს...

ვარიატორ კოლოფში Petronas Tutela CVT - იდეალურად მუშაობს. ხიდებში MotylGear 75W90.

ხო ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა კარგი ზეთი ჩაასხა, თუ შესაბამისი ფილტრი არ გიყენია აზრი არ აქვს.

ასევე 7 წელია ჩემი მეუღლის ნისან მარჩში ვასხავ მხოლოდ პეტრონას სინტიუმს 5W30, მაგ ზეთზე გავატარეთ 150 000კმ და დღემდე ძრავი გრამს არ იკლებს შეცვლიდან შეცვლამდე.
ასე რომ პეტრონასიც ძალიან კარგი ზეთია.


ჩემი მთავარი წიკი ზეთზე არის, რომ 5000-ზე მეტს არ ვატარებ არცერთ მანქანაში ზეთს biggrin.gif

Posted by: Z-owner 18 Mar 2024, 15:40
მოკლედ, დავწერ ეხლა ჩემს აზრს, არ ვიცი ვის როგორ გამოგადგებათ. ესე იგი გარდა მწარმოებლის რეკომენდაცია/დაშვების და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს ვიყენებთ მეტად უხეშად, ვიდრე გათვლილია და დიდი მასა გათვლილია 80-90 კმ/სთ სიჩქარეზე, ანუ მეტს რომ დადის გასაგებია მაგრამ ქალაქი/ტრასის ადეკვატური რეჟიმი ეს არის, 110 კმ/სთ-ც გასაგებია, ასეთ დროს ზეთი უნდა მოვარგოთ და რატომ - პირობითად, შეიძლება ზუსტად იგივე ზეთი, დავუშვათ 5-30 ისხმეოდეს 1.3 ჰონდა სივიკში და 5.0 მერსედესში, აქედან - ჰონდა იკლებდეს და მერსედესი არაა, იმიტომ როომ ჰონდის მატორში ფეხგაყოფილი დავდიოდეთ და მერსედესს ყოფნიდეს ძალა და 80 ფარგლებში სიარული მისთვის გორვა იყოს, შესაბამოსად, ჰონდაში ზეთს მეტი ძალა ადგება, ვიდრე მერსედესში, მაგრამ არა როგორც მუშა სხეულს. აი ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, რა თქმა უნდა მერსედესის ზეთს მეტი დატვირთვა ექნება. ამიტომ გვჭირდება სწორი შერჩევა, მე პირადად, "ეგრე უწერია ძმაო"-ებით რომ ჩავასხი რამდენჯერმე, იმიტომაც უკან გამოვასხი, კატალოგით სწორად შერჩეული ზეთი ნიშნავს რომ ჩვენ ამ ავტომობილით დავდივართ ადეკვატურად, ანუ ქალაქში და არა რალიქროსზე ან ნასკარზე. მე პირადად მთელი წელი ვიყენებ 5w-50 მაგრამ რომ ვიყო ციმბირში, ჩავასხამდი 0w-30-ს.

Posted by: zigmundi32 18 Mar 2024, 23:13
dantist778
პრემიქსი, მაგრამ შეიძლება სხვებსაც შემოჰქონდეთ, ვისოლს ჰქონდა და კიდე რომელიღაცას აღარ მახსოვს

Posted by: poker_man 18 Mar 2024, 23:21
Beso-093
QUOTE
ადრე იტა იყო ოფიციალური შემომტანი და ეხლა არ ვიცი, კიდევ შემოაქვს თუ არა.

dantist778
QUOTE
იტა მახსოვს ადრე მეც,მარა კაიხანია არაფერი ისმის მაგათ შესახებ. რა ნომერიც ვნახე ინტერნეტში,გათიშულია არ ირეკება.


ITA დაიხურა, ნამდვილად ვიცი. ჩემი მეგობარი მუშაობდა სერვისში ადამა.

Posted by: crusader 18 Mar 2024, 23:52
QUOTE
ITA დაიხურა, ნამდვილად ვიცი. ჩემი მეგობარი მუშაობდა სერვისში ადამა

მაგრად ტეხავს.
არადა რამდენი წლის კომპანია იყო.
პირველი ორიგინალი მობილი მაგათ შემოიტანეს.
Bosch-ის აკუმულატორები
Elf-ის ზეთები
საბურავებიც ქონდათ

Posted by: poker_man 18 Mar 2024, 23:58
crusader
QUOTE
მაგრად ტეხავს.
არადა რამდენი წლის კომპანია იყო.
პირველი ორიგინალი მობილი მაგათ შემოიტანეს.
Bosch-ის აკუმულატორები
Elf-ის ზეთები
საბურავებიც ქონდათ



კი ყველაფერი კარგი ქონდათ.

Posted by: დუჩა 19 Mar 2024, 09:36
karlo-fan
up.gif
QUOTE
ვარიატორ კოლოფში Petronas Tutela CVT - იდეალურად მუშაობს.

ეს ავტობანში იღება ხო?

ვარიატორში მინდა მეც შეცვლა, სუბარუ აუთბექ 3.6 ზე და ვერ ჩამოვყალიბდი რა ჩავასხა. თან ერთხელ ვცვლი რაც ეს მანქანა მეყოლება და ნორმალური მინდა ჩავასხა რამე...

Posted by: crusader 19 Mar 2024, 09:38
მე გირჩევ subaru-ს ორიგინალი ზეთი ჩაასხა კოლოფში.

Posted by: karlo-fan 19 Mar 2024, 09:53
QUOTE
ეს ავტობანში იღება ხო?

ეხლა თეგეტას აქვს პეტრონასზე ექსკლუზივი როგორც ვიცი...

QUOTE
მე გირჩევ subaru-ს ორიგინალი ზეთი ჩაასხა კოლოფში.

crusader
მე რომ დამჭირდა ვერ ვიშოვე და პლიუს კატასტროფული ფასები ჰქონდა. მთავარია სუბარუს დაშვება ჰქონდეს. როგორც დავწერე პეტრონას ტუტელას აქვს დაშვება და მე პირადად შეცვლის მერე 60 გავიარე უკვე და არანაირი სიმპტომი არ აქვს, მაგრამ უკვე უნდა შევცვალო და ისევ პეტრონასს ჩავასხავ. მითუმეტეს რომ დიდ დატვირთვებზე ვამუშავებ როგორც წესი... ანუ ზეთი ნამდვილად კარგია

Posted by: დუჩა 19 Mar 2024, 10:30
crusader
QUOTE
მე გირჩევ subaru-ს ორიგინალი ზეთი ჩაასხა კოლოფში.

ძან ძვირად ყიდიან. თან როგორც ვიცი ოფიციალურად არავის შემოაქ და ,,მაიმუნობის" საფრთხეცაა biggrin.gif
პლუს ადრე ამერიკულ ფორუმებზე წავიკითხე რო ეგ ორიგინალი იგივე იდემიცუა გადაფუთული.

მეორე საკითხია, https://www.youtube.com/watch?v=NX042LJpM5w ასე ვინ ცვლის ჩვენთან.
აქ ალბათ პროსტა ჩამოუშვი შეუშვია. karlo-fan
QUOTE
ეხლა თეგეტას აქვს პეტრონასზე ექსკლუზივი როგორც ვიცი...

აჰა, გავივლი კონსულტაციას როგორ ცვლიან.

Posted by: karlo-fan 19 Mar 2024, 11:02
დუჩა
არა, კარტერი ჩამოვიღე, ანუ სრულად შევცვალე. რკინის ფილტრიც გავრეცხე.
7 ლიტრი მეყო ზუსტად. აუცილებელი იყო ფილტრის გარეცხვა, რადგან ძალიან გაბიდნული იყო...

ეხლა იგივე უნდა გავიმეორო, როგორც დავწერე 60 უკვე გავიარე შეცვლის მერე.
თეგეტაში 1 ლტ პეტრონას ტუტელა ღირს 45 ლარი, ფასდაკლებით 36 ლარად ყიდულობ რა.

Posted by: დუჩა 21 Mar 2024, 10:02
karlo-fan
ნაცნობი მუშაობს თეგეტაში და გამირკვია.
150 ლარი შეცვლა და ეგ ზეთი საიტზე 45 ლარი უწერიათ. ხო ფილტრი ირეცხებაო.
ჩემსას 12 ლიტრი უნდა.

Posted by: Luka251 21 Mar 2024, 11:22
როგორ ხართ? 0-20 რას მირჩევთ შედარებით ბიუჯეტურ ფასად? ლიქვი მოლის გარდა ზეთი არ ჩამისხამს. ჰიბრიდია ქემრი, ძირითადად ქალაქში გორაობს biggrin.gif

Posted by: crusader 21 Mar 2024, 13:34
Luka251
ავტობანში არის Toyota-ს ორიგინალი ზეთი 0w-20, ფასში შედის ფილტრი და ზეთის გამოცვლა. წესით Liqui-Moly-ზე იაფი უნდა დაჯდეს.

Posted by: Gogla1990 21 Mar 2024, 22:07
რკინის ფილტრი ყველა არ(ვერ) ირეცხება და გაითვალისწინეთ, ბევრ ფილტრში ნამეტანი წვრილი სეტკაა + ფორმა აქვს ისეთი რომ კუთხეებიდან შეუძლებელია ნადების გამორეცხვა ბენზინში ბანაობით

თუ კატასტროფა ფასი არ ღირს, ჯობია გამოცვალოთ yes.gif

Posted by: Luka251 22 Mar 2024, 15:47
crusader


მადლობა. დავრეკავ ამ ღეებში alk.gif

Posted by: Nemiroff 22 Mar 2024, 20:23
ზეთების თემაში ჩავეშვი და რაც დავამუღამე მთავარია კარობკაში იგივე დაშვების ზეთი ჩაასხათ რასაც მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას და ყველა ნორმალური ბრენდი იმუშავებს.
ჩამოსულ მანქანებზე კარობკებიდან ისეთი გაუბედურებული ზეთები ჩამოდის იქ დაშვებაზე საუბარი უკვე ზედმეტია. ხოდა ამ გაუბედურებული ზეთით/გუდრონით დადიან კაი ხანი და მუშაობს მანქანა. შესაბამისად მთავარია ირანული ზეთი არ ჩაახათ, ჩაასხით ნორმალური ზეთი და მშვიდად იყავით.

ასევე ხიდებში, რაზდადკებშიც იგივე სიტუაციაა.

ძრავის ზეთის შეუცვლელობით მაგდენი ხანი ვერ ივლის მანქანა, დაისტუკება თორე მანდაც იგივე სიტუაცია იქნებოდა.

Posted by: MANAXH 22 Mar 2024, 21:22
Gogla1990
QUOTE
რკინის ფილტრი ყველა არ(ვერ) ირეცხება და გაითვალისწინეთ, ბევრ ფილტრში ნამეტანი წვრილი სეტკაა + ფორმა აქვს ისეთი რომ კუთხეებიდან შეუძლებელია ნადების გამორეცხვა ბენზინში ბანაობით

თუ კატასტროფა ფასი არ ღირს, ჯობია გამოცვალოთ

ზეთის ფილტრს ვინმე რეცხავს? მე ყოველთვის ვცვლი ხოლმე

Posted by: დუჩა 23 Mar 2024, 10:08
Gogla1990
QUOTE
რკინის ფილტრი ყველა არ(ვერ) ირეცხება და გაითვალისწინეთ, ბევრ ფილტრში ნამეტანი წვრილი სეტკაა + ფორმა აქვს ისეთი რომ კუთხეებიდან შეუძლებელია ნადების გამორეცხვა ბენზინში ბანაობით

თუ კატასტროფა ფასი არ ღირს, ჯობია გამოცვალოთ

საინტერესო მოსაზრებაა დავძებნი ეხლა მაგასაც.
MANAXH
QUOTE
ზეთის ფილტრს ვინმე რეცხავს? მე ყოველთვის ვცვლი ხოლმე

როგორც მივხვდი კარობკის ფილტრზეა საუბარი.

Posted by: MANAXH 23 Mar 2024, 12:36
დუჩა
მექანიკასაც აქვს? არასდროს მსმენია, ალბათ ავტომატიკაზეა საუბარი. მე მექნიკა მყავს წლებია.

Posted by: Gogla1990 24 Mar 2024, 01:03
MANAXH
QUOTE
ზეთის ფილტრს ვინმე რეცხავს?

კი, ავტომატიკაზე კოლოფის ფილტრზეა საუბარი
ტოიოტაზე ეყენა მეტალის სეტკით და ვრეცხავდი ხოლმე ზეთის შეცვლისას
ჰონდაზე უკვე 2 ფილტრი ეყენა, ერთი შიდა რომლის შესაცვლელად კოლოფი უნდა დაშლილიყო და მეორე გარე რომელიც იცვლებოდა მარტივად და მეთვითონ შევცვალე (ვინც გარეს არ ცვლის დიდი ხანი, შიდაც შესაცვლელი უხდება)
გერმანულ ტრაქტორებში კიდევ უფრო "წინ წავიდნენ" და ზეთის ფილტრი კარტერის ხუფში მოაქციეს, ანუ ფილტრის შეცვლა რომ გინდა კარტერის ხუფს ცვლი რა, იდეაში არაფერი საძნელო, უბრალოდ თეგეტაში რომ ვიკითხე 600 ლარამდე დამიფასეს, ზეთსაც დრაკონის ცრემლის ფასი ადევს lol.gif

Posted by: l.k 24 Mar 2024, 09:11
ჩემ მანქანას უყენია Aisin AF13-ავტომატი კოლოფი. კოლოფი თუ არ მოხსენი და მთლიანად თუ არ დაშალე ისე ფილტრი არ ეცვლება. მეორე მანქანაა უკვე ეგეთი კოლოფით. საინტერესოა იმ ფილტრის სეტკაში რა ხდება...

რომელი მოდიფიკაცია აყენია მაგ AF13-ის ზუსტად არ ვიცი მარა ერთი საინტერესო რამ ახასიათებს. როდესაც გაჩერდები და D-შია მანქანა რამოდენიმე წამის მერე სიჩქარიდან იღებს. ტორმუზს რო აუშვებ გაიგებ ხმას როგორ მიეკრა ფრიქციონების
პაკეტები ერთმანეთს, გრძნობ როგორ ჩააგდო სიჩქარეში და მიეცა თორქი. ალბათ საწვავის ეკონომიის თემაში გაუკეთეს ეგეთი ნასტროიკა. წინა მანქანაზე ვიზუალურად იგივე კოლოფი იყო თუმცა ეგეთი ნასტოიკა იმას არ ჰქონდა. თუ დაღმართზე დიდი ხნით ჩადიხარ და გაზის პედალს არ ეხები თავიდან ძრავის ბრუნს დაიტოვებს 3.000-ზე მაგალითისთვის და მერე დააგდებს 1.100-ბრუნზე რო კარგად გაგორდეს.


Posted by: GEORGEXIII 24 Mar 2024, 12:07
https://shop.tegetamotors.ge/ge/msubuqi-avtomobilis-zeti/product-details/20406755/zethi-MOTUL-SPECIFIC-5122-0W20-5L?cacheId=5e4a637d0923c2540b252278

ეს რა მაფიააა არასოდეს ჩამისხავს?


ამას ვასხავ ხოლმე ყოველთვის.
https://shop.tegetamotors.ge/ge/msubuqi-avtomobilis-zeti/product-details/20403150/zethi-MOTUL-8100-ECO-LITE-0W20-5L?cacheId=5e4a637d0923c2540b252278

Posted by: crusader 24 Mar 2024, 13:17
GEORGEXIII
QUOTE
ეს რა მაფიააა არასოდეს ჩამისხავს?

High Performance 100% Synthetic Fuel Economy Engine Oil specially designed for JAGUAR LAND ROVER latest generation Gasoline engines requiring an approved STJLR.51.5122 lubricant

თუ Land Rover არ გყავს, რომელსაც ეს დაშვება ჭირდება, გააგრძელე Eco Lite. მშვენიერი ზეთია.

Posted by: karlo-fan 24 Mar 2024, 21:48
QUOTE (დუჩა @ 23 Mar 2024, 10:08 )
Gogla1990
QUOTE
რკინის ფილტრი ყველა არ(ვერ) ირეცხება და გაითვალისწინეთ, ბევრ ფილტრში ნამეტანი წვრილი სეტკაა + ფორმა აქვს ისეთი რომ კუთხეებიდან შეუძლებელია ნადების გამორეცხვა ბენზინში ბანაობით

თუ კატასტროფა ფასი არ ღირს, ჯობია გამოცვალოთ

საინტერესო მოსაზრებაა დავძებნი ეხლა მაგასაც.
MANAXH
QUOTE
ზეთის ფილტრს ვინმე რეცხავს? მე ყოველთვის ვცვლი ხოლმე

როგორც მივხვდი კარობკის ფილტრზეა საუბარი.

სუბარუს კოლოფის რკინის ფილტრი ირეცხება უპრობლემოდ. სხვები არ ვიცი

Posted by: Gogla1990 24 Mar 2024, 22:54
karlo-fan

ვერ შეგეწინააღმდეგებით, თუმცა გარედან ყველა ირეცხება და მილში რომ ჩახედავთ იქაც ყველა სუფთა ჩანს, მაგით გათვლას ნუ გააკეთებთ

მეც ეგრე მეგონა რომ ყველა რკინის ფილტრი ირეცხებოდა, მაგრამ ერთ ვიდეოს წავაწყდი ადრე, ეგრე გარეცხილებს ხსნიდა და შიგნით გამოტენილი იყო ისე რომ იმის დაყენება არ შეიძლებოდა

Posted by: GEORGEXIII 25 Mar 2024, 00:04
crusader
აჰა გაიხარე მადლობა, არადა ვფიქრობდი უკვე საცა ვიწროა იქ გაწყდეს მეთქი lol.gif lol.gif

Posted by: Z-owner 25 Mar 2024, 00:30
user posted image




30 ზეთი

Posted by: დუჩა 25 Mar 2024, 12:20
MANAXH
ჩემი ვარიატორია.


ასეთი დახურული ფილტრი აქვს 2 ნახვრეტით და რო დავუფიქრდი შუა ნაწილი მარტივი გასარეცხი არიქნებოდა.

სადღაც 100 ლარად ვიყიდე VAICO ბრენდის, გერმანულია და ბარემ გერმანიის იბეიდან წამოვიღე.

მოტულის MULTI CVTF რა უაზროდ ძვირია 68ლარი
შეცვლიანად 1000 ლარს სცდება biggrin.gif
https://shop.tegetamotors.ge/ge/avtomaturi-transmisiis-zeti/product-details/20404813/zethi-trans-MOTUL-MULTI-CVTF-1L?cacheId=5e3d2e014d6bce3ab5bdab10

Posted by: karlo-fan 25 Mar 2024, 14:46
QUOTE
მოტულის MULTI CVTF რა უაზროდ ძვირია 68ლარი

TITAN CVTF აქვს სუბარუს დაშვება და ძალიან კარგი ზეთია ეგეც. 40 ლარი ღირს თეგეტაში

Posted by: GDN 27 Mar 2024, 09:12
CVTF ვალვოლინ ამსოილში მინიმუმ 2ჯერ იაფი გამოდის სერვისი თეგეტასთან შედარებით.

Posted by: GEORGEXIII 27 Mar 2024, 11:04
კარობკის ზეთები თეგეტაში პიზდეცი ფასი ღირს.

drug.gif

ზეთში იმდენს იხდი ბარემ სათადარიგო კარობკას იყიდი მაგ ფასად lol.gif lol.gif

Posted by: LeonMagritte 27 Mar 2024, 11:46
სალამი მეგობრებო, ცენტრში ვასხამ ზეთს, ხოდა დაიკლო, სხვა იგივე დაშვების ზეთით რომ შევავსო მოსულა? სადღაც 1 ლიტრი მჭირდება

Posted by: kavlel 27 Mar 2024, 12:29
QUOTE (LeonMagritte @ 27 Mar 2024, 11:46 )
სალამი მეგობრებო, ცენტრში ვასხამ ზეთს, ხოდა დაიკლო, სხვა იგივე დაშვების ზეთით რომ შევავსო მოსულა? სადღაც 1 ლიტრი მჭირდება

კი შეგიძლია


30 კი

კიდე 30 biggrin.gif

Posted by: karlo-fan 27 Mar 2024, 13:27
QUOTE (LeonMagritte @ 27 Mar 2024, 11:46 )
სალამი მეგობრებო, ცენტრში ვასხამ ზეთს, ხოდა დაიკლო, სხვა იგივე დაშვების ზეთით რომ შევავსო მოსულა? სადღაც 1 ლიტრი მჭირდება

რა მანქანაა, რა ზეთს ასხავ და ცენტრში რატომ ასხავ?

Posted by: LeonMagritte 27 Mar 2024, 15:42
kavlel
მადლობა :დ
karlo-fan
მერსედეს მლ 2013 ბლუტეკი

Posted by: DORO 27 Mar 2024, 21:16
ყალბი კასტროლი ჩამისხეს გნიდებმა -4 ლიტრიანი ბალონი იყო.
სადღაც ვითომ კაი სერვისში.

1000 მაილი მაგაზე მიტარებია თურმე ბლიად .

შემთხვევით ამოვწიე შუპი და მეოთხედი ნიშნული აკლია .
წავედი ლიტრიანი ვიყიდე აღმაშენებლის ხეივანზე რომ არიან.
გავხსენი და ყვითელი ფერია .
მე რაც ჩამისხეს ის ყავისფერი იყო .

უნდა გამოვღვარო და მანდ ჩავასხვა იმენა ლიტრიანებიდან .


კარტერის შაიბა სპილენძია თუ ალუმინი ხომ არ იცით ..
უნდა მივიტანო .
ზომა კი ათიანი იქნება ..
იდეაში ორივეს ვიქონიებ .


რომ ჩამოვიდა პენზოილი იდგა . 5 ათასი მილის ჰქონდა ნატარები და ნორმაზე იყო.

დდშცვი ამათი .


user posted image

ახალი ბოლტი ალბათ არც იყიდება არსად ..

biggrin.gif

Posted by: Gogla1990 27 Mar 2024, 22:09
DORO
QUOTE
კარტერის შაიბა სპილენძია თუ ალუმინი ხომ არ იცით ..

ძველი დატოვე, არაფერი უჭირს, როგორც წესი 1 მოშვება დაჭერას იტანს მეტალის შაიბა, თუ გაჭირდა მეტსაც

Posted by: DORO 27 Mar 2024, 22:37
Gogla1990
QUOTE
ძველი დატოვე, არაფერი უჭირს, როგორც წესი 1 მოშვება დაჭერას იტანს მეტალის შაიბა, თუ გაჭირდა მეტს


ერთი გადაჭერა აგერ ჩემს ხელში უკვე იყო და მანამდეც 5-6 შეცვლა იქნებოდა .

მერე წვეთი რომ გაიკეთოს ტექდათვალერება მიახარვეზებს .
ლარიანი შაიბის გამო სარბენი გახდება .

ახლა მივხვდი რატომ არის ასფალტებზე ზეთების ლაქები -- მასიურად წვეთავს კარტერები .
ახალი ბოლტები და შაიბებიც ამიტომ არსებობს რომ პრობლემური საკითხია .

Posted by: Gogla1990 27 Mar 2024, 23:13
DORO
QUOTE
მერე წვეთი რომ გაიკეთოს ტექდათვალერება მიახარვეზებს .

ტექ დათვალიერებამდე გაწმენდა ან მიკერხერება და ეგაა
QUOTE
ლარიანი შაიბის გამო სარბენი გახდება

კი, შეცვლა ჯობია, მაგრამ თუ უკეთია უკვე და ზეთის შეცვლა ჯერ არ უწევს, ზედმეტი სარბენია ეგეც

პ.ს
იგივე დამემართა მე, პლასტმასის კარტერი აქვს ჩემს მანქანას და ზეთის ბოლტიც პლასტმასის, რეზინის შაიბით რომელიც ფილტრს მოყვება კომპლექტში
წინა შეცვლაზე ისევ ძველი დავუყენე, არადა ახალი გვერდით იდო(ამერია) ნუ დავიკიდე, მეთქი რა უჭირს ახლა წინა მანქანაზე მეტალის ბოლტი ჩემამდეც და ჩემს ხელშიც არ შეცვლილა და კი მუშაობდათქო, ხოდა ამასწინ შევხედე და სისველე აქვს lol.gif lol.gif lol.gif მოკლედ ეს გერმაელები რა : D

Posted by: Nemiroff 27 Mar 2024, 23:27
20 თეთრი ღირს სპილენძის შაიბები. ვიურტში ლარი ღირს ალბათ კაი ხარიახია რავი biggrin.gif მე ვაფშე გამოვწერე 7 დოლარად 300 ცალია მგონი.

იდეაში სასურველია ყოველი ბოლტის მოხსნისას შეიცვალოს ეგ შაიბა მარა სანამ ბოლომდე არ გაბრტყელდება მანამდე არ ცვლიან და არაა აუცილებელი, სულ რო დაიპრესება ეგ შაიბა მერე პაკლს ახვევს ზოგი, შემხვედრია ეგეთებიც biggrin.gif
გააჩნია როგორ გადაუჭერენ, ზოგი ისე უჭერს ლამისაა ჩაწყვიტოს რეზბა, 20-25 ნიუტონით გადაჭერა საკმარისია და ძაანაც არ იპრესება შაიბა.

Posted by: svennagel 28 Mar 2024, 00:15
კოლოფში ზეთს ვეღარ ვამოწმებ, ბოლტს თავი გაუფუჭეს, უკანა ბორბალს ვეღარ ვაძრობ იქაც თავი გაუფუჭეს, დინამომეტრი ქანჩი ხო საერთოდ არ იციან, ქვის ხანაა ქუთაისში

Posted by: Z-owner 28 Mar 2024, 01:17
svennagel
არც თბილისშია უკეთესი, კაციშვილი არ ხმარობს დინამომეტრს, თუ ვინმეს აქვს, ძალიან იშვიათად, პისტოლეტით დააკლავენ ბოლტებს და მორჩა. საერთოდ სერვისში ძალიან დაბალი დონე გვავს. ნუ ვისაც რეალურად ძვირიანი მანქანა ყავს, მაგ დროს რა ხდება არ ვიცი.

Posted by: l.k 28 Mar 2024, 03:20
QUOTE (Z-owner @ 28 Mar 2024, 01:17 )
ნუ ვისაც რეალურად ძვირიანი მანქანა ყავს, მაგ დროს რა ხდება არ ვიცი.

იგივე......... უარესი დაჟე

ეეე ისეთი ამბები ვიცი მაგ რეალურად ძვირიან მანქანებზე და მაგათ ხელოსნებზე რო კომედიაა პირდაპირ. gigi.gif
არ მინდა აქ ეგეთების დაწერა.

Posted by: Nemiroff 28 Mar 2024, 09:32
Z-owner
QUOTE
კაციშვილი არ ხმარობს დინამომეტრს,

ზუსტად მაგიტომ ამერიკიდან გამოვწერე დინამომეტრიული ქანჩი, აქაურ ელიავას დზ ვასმოის პროდუქციას ვერ ვენდობი. ჩვენთან სერვისებში ვისაც ვკითხე დამცინეს ხელით გადაუჭირე და მორჩაო smile.gif

Posted by: poker_man 28 Mar 2024, 09:45
Z-owner
QUOTE
არც თბილისშია უკეთესი, კაციშვილი არ ხმარობს დინამომეტრს,

ხო არ იციან საერთოდ მისი რა არის დინამომეტრი.

QUOTE
საერთოდ სერვისში ძალიან დაბალი დონე გვავს.

სამწუხარო რეალობა. და არასდროს განვითარდება ეგ სფერო.

ბოლტზე შაიბა რომ არის, ზეთის შეცვლის მერე ახალი უნდა, და აქ ეგეც არ იციან ვითომ ხელოსნებმა.

Nemiroff
QUOTE
ჩვენთან სერვისებში ვისაც ვკითხე დამცინეს ხელით გადაუჭირე და მორჩაო

ეგ კარგად იციან დაცინვა და გადაუჭირე, ტან ისე რომ დედა მოუ...ანნნ

უკვე ისეთი აზრები მომდის თავში, ჩემი სერვისი ხომ არ გავხსნა, lol.gif ავტობანში მივედი ზეთის შესაცვლელად, და ტიპი მეკითხება რამდენი ჩავასხა? facepalm.gif lol.gif

Posted by: DORO 28 Mar 2024, 12:27
რა კატეგორიის ხალხი მიდის სერვისებში ?
უმეტესად ის ვისაც სხვა 'სუფთა' სფეროებში ,ოფისებში თბილად ჯდომაში ვერ იპოვა თავისი თავი ან ხელი არ მიუწვდა.

შესაბამისად ასეთ ტიპს არ უყვარს თავისი საქმიანობა. არ აქვს კვალიფიკაცია ,ნასწავლი აქვს გვერდით დგომით და ყურებით.
ვისგანაც ისწავლის ისიც ეგეთია თანაც :დ


დამოკიდებულებაც აქედან მოდის.

თეგეტა აკადემიაში იმედია ისწავლება რაღაცეები :დ

Nemiroff
QUOTE
20 თეთრი ღირს სპილენძის შაიბები. ვიურტში ლარი ღირს ალბათ კაი ხარიახია რავი


2 ლარია სპილენძის შაიბა ელიავებზე :დ

Posted by: Nemiroff 28 Mar 2024, 12:55
DORO
QUOTE
2 ლარია სპილენძის შაიბა ელიავებზე :დ

რა უბედურებაა 2 ლარი შაიბაში

Posted by: დუჩა 29 Mar 2024, 08:54
GDN
QUOTE
CVTF ვალვოლინ ამსოილში მინიმუმ 2ჯერ იაფი გამოდის სერვისი თეგეტასთან შედარებით.

კი მანდ ჩასხმასაც ვფიქრობ.


GEORGEXIII
QUOTE
კარობკის ზეთები თეგეტაში პიზდეცი ფასი ღირს.

ზეთში იმდენს იხდი ბარემ სათადარიგო კარობკას იყიდი მაგ ფასად

ხო კომპანიის მანქანებზე და ფულიან სასტავზე აქვთ აქცენტი კარგადაც წველიან.


ფორესტერი ჩამოვიყვანე მამაჩემისთვის და ზეთის შესაცვლელად რო მივედი ეს სურპრიზი დამხვდა biggrin.gif
ძან მაგარი რამეა. არაფრის მოხსნა არ გიწევს მოუშვი და ეგაა.

Posted by: crusader 29 Mar 2024, 11:28
კი ამერიკაში აყენებს ხალხი. მე პირადად დიდ აზრს მაგაში ვერ ვხედავ, თუ ზეთს ყოველთვე არ ცვლი.
https://www.fumotousa.com/

Posted by: J4st5 29 Mar 2024, 11:34
QUOTE (crusader @ 29 Mar 2024, 11:28 )
კი ამერიკაში აყენებს ხალხი. მე პირადად დიდ აზრს მაგაში ვერ ვხედავ, თუ ზეთს ყოველთვე არ ცვლი.
https://www.fumotousa.com/

აზრი ისაა რო სერვისია ძვიირი და სახლში ჩვლიან ხოლმე ბევრი და ამიტომ მარტივად რო არ იწვალონ

Posted by: crusader 29 Mar 2024, 12:32
ჩემი აზრით ზეთის გამოცვლაში ყველაზე საწვალებელი "ზაშიტნიკების მოხსნაა" და ფილტრიც მაგარი საზიზღარი გამოსაცვლელია. კარტერის ბოლტს თუ ხედავ, მაგაზე ადვილი მოსახსნელი არაფერია.
ერთადერთი რაც თავში მომდის, არის "წუწაობის" თემა, იმიტომ რომ ბოლტის მოხსნის დროს რთულია ზეთით ხელები არ დაგესვაროს, მაგრამ წუწაობა მაინც გარდაუვლია ფილტრის მოხსნის დროს.

Posted by: Nemiroff 29 Mar 2024, 16:20
crusader
არის ეგეთი საზიზღარი მანქანები მაგალითად სუზუკი გრანდ ვიტარა ფილტრი უყენია ცხელ კოლექტორთან, ძალიან ცუდი მისადგომია პლიუს მაგას თუ ცხელია და კოლექტორზე მოგიხვდა ხელი დაგეწვება. ტოიოტა ალტეზა კიდე. ტოიოტას ჯეიზეტებსაც ეგრე აქვს ფილტი, წუწაობაა და ტვინის ღუნვაა მაგისი მოხსნა.

თან ეგ ფილტრი თუ რომელიმე ჭკვიანმა ძლიერად გადაუჭირა საერთოდ პიზდეცია მოხსნა.
* * *
უფრო უცნაურობები ისაა რომ ზოგიერთ ჯეტას, ასევე ელანტრას ძრავის ზაშიტნიკზე აქვს პატარა ფორთოჩკა, კარტერის ბოლტი რომ მოხსნა და ზეთი გამოუშვა მარა ზეთის ფილტი რო მოხსნა გიწევს მთლიანი საშიტნიკის მოხსნა, ანუ ზაშიტნიკს მაინც ხსნი და ეს ფორტოჩკა რაღატო აქვს, რა მაფიაა ვერ მივხვდი. biggrin.gif

Posted by: Nemiroff 3 Apr 2024, 00:10
სასტავ ესეთ რაღაცას ვიყიდი აქ სადმე? ზეთის ჩასატუმბი და ამოსატუმბია
user posted image

Posted by: Z-owner 3 Apr 2024, 01:53
Nemiroff
ბალანჩინზე, ოტო მოტორსს შეიძლება ქონდეს, შარშან ვიყავი და თავი ალიექსპრესის ლაივში მეგონა.

Posted by: DORO 3 Apr 2024, 07:07
Nemiroff
QUOTE
უფრო უცნაურობები ისაა რომ ზოგიერთ ჯეტას, ასევე ელანტრას ძრავის ზაშიტნიკზე აქვს პატარა ფორთოჩკა, კარტერის ბოლტი რომ მოხსნა და ზეთი გამოუშვა მარა ზეთის ფილტი რო მოხსნა გიწევს მთლიანი საშიტნიკის მოხსნა, ანუ ზაშიტნიკს მაინც ხსნი და ეს ფორტოჩკა რაღატო აქვს, რა მაფიაა ვერ მივხვდი


ბოლტიდან წვეთავს თუ არა რომ ნახო ხოლმე :
დახურულში რომ იყოს და წვეთა დაიწყოს გაიგებ როცა კარგად მოიძუნძგლება იქაურობა.

ტილოებში რომ შეახვიო ფილტრი და ისე მოხსნა აღარ ჩამოიწუწება .

Posted by: Nemiroff 3 Apr 2024, 15:55
Z-owner
მანდ ვიყიდე ზეთის ფილტრების მოსახსნელი კომპლექტი და არც ერთი არ დაემთხვა biggrin.gif

Posted by: Z-owner 3 Apr 2024, 16:02
Nemiroff
ფილტრებიც ჩინური უნდა იყიდო და ერთიერთი წავა, აი ხარისხია პატარა ნიუანსი რაა, მეტი კი არაფერი. biggrin.gif

Posted by: Nemiroff 3 Apr 2024, 16:12
Z-owner
ფილტრები იდეაში რაც შემოდის საქართველოში ყველა ეგეთია უმეტესად თუ სპეციალურად გამოწერილი არაა ან რამე ეგეთი.

Posted by: დუჩა 5 Apr 2024, 09:29
თეგეტამ მოტულზე 25% აქცია მოსცხო. ჯამში კაი ფასდაკლება გამოვიდა.
და მაგაზე შევჩერდი, კარობკის და ძრავის ზეთი ერთიანად ავიღე.
ფილტრები ჩამომივა და გავამოტულებ მანქანას biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 12 Apr 2024, 09:30
დუჩა
ახლა 30%-იანი დადო კიდეკაი წინაზე ვიყიდე მარა არც ახლა ესწრება ჩემი ხელფასი. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: დუჩა 12 Apr 2024, 10:05
GEORGEXIII
QUOTE
დუჩა
ახლა 30%-იანი დადო კიდეკაი წინაზე ვიყიდე მარა არც ახლა ესწრება ჩემი ხელფასი. 


მე როარმეყიდა არ გამყვებოდა აქამდე ეგ ფული biggrin.gif

Posted by: tatikom 13 Apr 2024, 23:42
გამარჯობათ. 5w30 დან მინდა 5 w40 ზე გადასვლა. რა მინუსი და პლიუსი იქნება თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ ვინც იცით ეს თემა. ფორესტერი 2012. 200k გარბენით.

Posted by: Gogla1990 14 Apr 2024, 00:38
tatikom
რა ძრავი დგას?
სქელ ზეთზე გადასვლის მიზეზი?

Posted by: tatikom 14 Apr 2024, 14:11
2.5 ცეპიანი ბოქსერის ძრავია. მიზეზი არის რომ იკლებს შეცვლიდან შეცვლამდე

Posted by: Gogla1990 14 Apr 2024, 16:50
tatikom
QUOTE
2.5 ცეპიანი ბოქსერის ძრავია

5/30 არის ზუსტად მაგ ძრავისთვის იდიალური სიბლანტე, თუ იკლებს ესეიგი პრობლემა აქვს და ზეთის გასქელება ან მოიტანს შედეგს ან არა, ანაც უარესს იზავს
ჯერ ისაა დასადგენი რატომ იკლებს?
მიზეზი ბევრია; გაცვეთილი პორშინ/კოლოციები, გაჭედილი ან დაპატარავებული ზეთის არხები პორშინზე, კლაპნის სალნიკები, დაბინძურებული ძრავი და მწყობრიდან გამოსული კარტერის გაზების სისტემა და აშ.

მოკლედ რომ ვთქვა, რაკი იკლებს, მიზეზის გაურკვევლად ალბათობა იმისა რომ ზეთის გასქელებამ შედეგი უკეთესობისკენ შეცვალოს არის 20/80-ზე უარესი შედეგის სასარგებლოდ, მაღალ გარბენზე არც ზეთის არხები ფართოვდება და არც რამე ფამფალს იწყებს სქელმა ზეთმა რომ უშველოს
* * *
პ.ს
პრობლემა თუ ზეთის მწმენდ კოლიცოებში და პორშინზე არსებულ ზეთის არხებშია, სქელ ზეთზე გადასვლისას ზეთის ხარჯი კიდევ უფრო მოიმატებს

Posted by: GEORGEXIII 14 Apr 2024, 17:09
მოტული 0-20 დავითრიე 5ლიტრა თავის ფილტრით 181ლარი დამიჯდა რავი მემგონი საკაიფო ფასი გამოვიდა.

Posted by: tatikom 14 Apr 2024, 18:30
ძალიან დიდი მადლობა. გავითვალისწინებ რჩევას

Posted by: DORO 14 Apr 2024, 21:14
QUOTE (GEORGEXIII @ 14 Apr 2024, 17:09 )
მოტული 0-20 დავითრიე 5ლიტრა თავის ფილტრით 181ლარი დამიჯდა რავი მემგონი საკაიფო ფასი გამოვიდა.

სანდო/ოფიციალებში იყიდე ?


...........


Posted by: GEORGEXIII 15 Apr 2024, 20:25
DORO
თეგეტაა მაგის ოფიციალური შემომტანი და მანდ ვიყიდე.


პ.ს ტიპებმა ჯერ 20% ფასდააკლება დაარტყეს მერე 30% იანი გუშინ დამთავრდა და მეთქი მოვასწრო აქცია და დღეს ისევ 25%-იანით გააგრძელეს

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Gogla1990 16 Apr 2024, 12:02
GEORGEXIII
მაგათ სულ აქვთ "ფასდაკლება" აბა ისე ვინ იყიდის გაბერილ ფასად თუ პირველად არ მოხვდა მანდ, სახელმწიფო კომპანიებზეა გათვლილი ეგ ფასი biggrin.gif

შელის ზეთს ვყიდულობ ხოლმე მანდ, 35 ლარის ფარგლებში დებენ ლიტრს, ისე 50 უწერიათ ფასი რაც ზედმეტად გაბერილია, სხვები ფასდაკლების გარეშე ყიდიან იგივე ზეთს ასევე 35 ლარის ფარგლებში ან უფრო ნაკლებადაც smile.gif

Posted by: Essiittaaa 16 Apr 2024, 13:58
სალამი,

ამერიკულ ჰონდა ინსაით 1.3-ზე რომელ ზეთს მირჩევთ?

Posted by: l.k 26 Apr 2024, 18:39
user posted image
არ გირჩევთ ამის ჩასხმას. 3 თვეში 7.000 კილომეტრი გავატარე გაზზე. გალაკულია ძრავი. ბენზინით რო მევლო უარესი იქნებოდა. უტრაკო ზეთია. ვერ უძლებს ტემპერატურულ დატვირთვას.

Posted by: Z-owner 26 Apr 2024, 18:58
l.k
პირიქით არ უნდა იყოს? გაზზე უფრო მეტი არ აქვს ტემპერატურა? ესე იგი ძალიან ცხელდება და იწვის ზეთი.

Posted by: l.k 26 Apr 2024, 19:09
Z-owner
არაა. პირადი გამოცდილებიდან ვამბობ რო გაზზე მუშევარი ძრავი უფრო სუფთაა შიგნიდან ვიდრე ბენზინზე ნამუშევარი. მეოთხე მანქანა მყავს გაზიანი. 10-40 იმის იმედად ჩავასხი რო ბევრი მომიწევდა სიცხეში ქალაქში სიარული და ცოტა მდგრადი ზეთის პლიონკა ექნება თქო... 100 გრადუსზე რთავს ვინტილატორის დაბალ ბრუნს ჩემი ძრავი.

რაც მართალი არ დაუკვლია და ძრავიც უფრო ჩუმად მუშაობდა. ნახევარლიტრიანი ხელუხლებელი მიდევს. მოლიბდენიანი ზეთია და არამგონია მაგის ხარჯზე გალაკულიყო ძრავი.

ეხლა ისევ 5-40 ზე გადავიყვან მრეცხავი პრისადკები რო ბევრი ჰქონდეს და ეშველება 1-2 შეცვლაში.

ფული არ მქონდა ზეთს რო ვცვლიდი და ამბოლში ვუთხარი ყველაზე იაფად ჩამოსასხმელი რა გაქვთ თქო. მეთქი საერთოდ შეუცვლელობას რამე მაინც ჩავასხა თქო. სახლში რო მივედი დავგუგლე და მოლიბდენიანი ზეთი აღმოჩნდა. საკმაოდ მუქი ფერისაა. გამისწორდა მეთქი ეგაა საკაიფო ბიუჯეტური ვარიანტი გავჩითე... ფაქტი საზეხეა.

ზეთის ჩასასხმელ ხუფს რო ახდი ჩემ ძრავზე ძრავის კრიშკა, რასპრედვალი და შიდა მხარე ჩანს. შიგნით შევყავი თითი ლ, გარედან გარლავინაზეც კი წებოვანი მასა იყო. იმენა ლაკია რა. სუ ყვითელია შიგნიდან.

მასე ყოველი ზეთის შევცლის წინ ვაკვირდები ხოლმე. აქამდე ესეთი კუანობა არაფერი შემხვედრია.
* * *
თან ღადაობა ისაა რო 4 წლის განმავლობაში წელიწადში 1 ჯერ მიწევდა ხოლმე ზეთის შეცვლა და ამ დღეში არ ვარდებოდა ძრავი. ვაგაზავებდი კიდეც გულიანად. ამ ზეთს ისე მოუწია რო დიდი აბაროტებით არ მუვლია არსად

Posted by: Z-owner 26 Apr 2024, 19:22
l.k
ფეეზდეც, ეგ არაა კაი ამბავი. განა რა სიცხეა რომ ვერ გრილდება, ნუ ფაქტია დამწვარა რა.

Posted by: l.k 26 Apr 2024, 19:45
Z-owner
3-თვეში კი არა 2-თვეში გამივლია 7.000 . ადრე სანამ სამსახური-სახლი დავდიოდი წელიწადში 7.000-8.000-კილომეტრს გავდიოდი ხოლმე. ტეხასმოტრისთვის ვუცვლიდი ზეთს და ვიყავი ბედნიერი.

თებერვლის 24-25 ში ჩავასხი და 26-რიცხვი კი არის დღეს.

მასე იყო ადრეც არ მქონდა ფული კორონობის დროს და ფანფარო ვატაკე ჩამოსასხმელი სან მოტორსში. მაშინაც 10-40 და გაილაკა. მარა მთლად მასეც არ ყოფილა მდგომარეობა. მერე 5-40 მანოლზე გადავიყვანე ისევ და აღარ მოსვლია მასეთი რამე.

არა და ამ ძრავზე დაშვებულია 5-30 5-40 10-40. ვიფიქრე რატომაც არა. ზაფხულია და ვატაკებ 10-40 ს თქო... თან რამე ფოე ფოე დაშვების ზეთი არ უწერია ამ ძრავს. ყველანაირად უბრალოდ ძრავია

Posted by: Z-owner 26 Apr 2024, 20:03
l.k
შეიძლება ზუსტად მაგ 2 თვის ბრალია, ნუ ვერ გეტყვი. მე საერთოდ წელიწადში გავდივარ მაგდენს, მარა სახეს ვახევ ხოლმე, 6500 ბრუნს ძალიან ხშირად ვცდები, თუმცა მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. უბრალო ძრავი არ ნიშნავს რომ ნებისმიერი უბრალო ზეთი იმუშავებს, პირობას გააჩნია.

Posted by: crusader 28 Apr 2024, 11:13
მოკლედ გუშინ გამოცვალე ძრავის "კრიშკის" პრაკლადკები ჩემს 2003-იან Nissan Pathfinder-ზე. გარბენი 215,000 კილომეტრი

ეს არის ძრავის მდგომარეობა შიგნიდან

user posted image

ბოლო 35,000 კილომეტრია ვასხავ Idemitsu Zepro 5w-30 ავტობანში ჩამოსასხმელს.
მანამდე 85,000 კილომეტრი ვასხავდი ამერიკიდან ჩამოტანილ Mobil 1 5w-30-ს.

Posted by: GEORGEXIII 28 Apr 2024, 13:26
user posted image

ამ ზეთზე რას იტყვით 0-20 ყიდვას ვაპირებ და კაი ფასი აქვს 19.5ლარი ღირს თეგეტაში.

Posted by: Guro_ 28 Apr 2024, 17:09
crusader
ძაან სუფთაა up.gif მშვენივრად შეუნახავს თავი biggrin.gif

Posted by: Gogla1990 28 Apr 2024, 17:32
crusader
QUOTE
ბოლო 35,000 კილომეტრია ვასხავ Idemitsu Zepro 5w-30 ავტობანში ჩამოსასხმელს.

ერთერთ ჩასხმაზე სადღაც 1.5 ლიტრი უბრალოდ გაქრა ძრავიდან 4-დან 6კ-ს შუალედში, მაგის მერე შევეშვი ჩამოსასხმელს
QUOTE
ეს არის ძრავის მდგომარეობა შიგნიდან

კაი ზეთზე გყავთ, ინტერვალსაც არ გადააცილებდით სავარაუდოდ და რატომ არ იქნებოდა biggrin.gif

Guro_
QUOTE
ძაან სუფთაა

უფრო დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, ძაან სუფთა ესაა biggrin.gif
https://forum.ge/?showtopic=34825089&view=findpost&p=57881984

Posted by: GEORGEXIII 3 May 2024, 16:31
ნეტა აღდგომების მერეც გააგრძელოს თეგეტამ აქციები

boli.gif

Posted by: JoseeeM 4 May 2024, 00:36
წინა თემებში დაიწერა ვარკეთილში ხიდების და რაზდსტკის ზეთების რეინოლიდ ორიგინალები ვარკეთილშიო და ზუსტად რა ადგილას?
მისამართი ან გუგლი ლოკაცია რომ დადოთ. მადლობა.
პ.ს. ინფოს დავდებ ამბოლს 40% ფასდაკლება აქვს ბელგიურ ვოლფზე, ზეთზე. მე ვისარგებლე

Posted by: l.k 4 May 2024, 00:39
JoseeeM
რეინოლი ვიცი მე ბელიაშვილზე. ვარკეთილში ვცხოვრობ მე და არ გამიგია თორე მად მივიდოდით აქამდე. ჩემი ძმა ასხავს ხოლმე რეინოლს

Posted by: GEORGEXIII 4 May 2024, 01:06
l.k
კი მეც ბელიაშვილზე ვიცი კარობკაში მაგას ვასხავ ხოლმე და მანდ დავდივარ.

Posted by: svennagel 4 May 2024, 23:10
მეგობრებო მირჩიეთ ქუთაისში ვისგან შევიძინო ხარისხიანი ზეთი კარგ ფასში 5/30 ან 5/40 ბმვ 3.0 2004 წლიანისთვის მინდა.

Posted by: wrangler7 4 May 2024, 23:31
svennagel
თეგეტა, მანოლი გუგუნავაზე, ამბოლი ნიკეაზე

Posted by: svennagel 5 May 2024, 05:06
wrangler7
მადლობა, გაიხარე!

Posted by: FERREBOY 5 May 2024, 07:44
ტიგუანზე 2016 წლიანზე 2.0 ტურბინით, რომელ ძრავის ზეთს მირჩევდით? 55 000 კმ გარბენი . არც ძალიან ძვირიანი იყოს და არც ბანძი ?

Posted by: crusader 6 May 2024, 10:59
ვარკეთილში არის Ravenol და Rheinol SWD არის ბელიაშვილზე.

Posted by: DORO 6 May 2024, 13:50
QUOTE (FERREBOY @ 5 May 2024, 07:44 )
ტიგუანზე 2016 წლიანზე 2.0 ტურბინით, რომელ ძრავის ზეთს მირჩევდით? 55 000 კმ გარბენი . არც ძალიან ძვირიანი იყოს და არც ბანძი ?

ზეთის ხუფზე რაც წერია ეგ ჩაასხი.
არაფერი გარბენი ეგ არ არის და 30 ლარის ეკონომიის გულისათვის არ ღირს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ზეთისმსგავსი სითხის ჩასხმა.

სავარაუდოდ კასტროლი ეწერება და ეგ იქნება რეკომენდებული ზეთი.

ჯთ მოტორსია ოფიციალი მაგ ბრენდის და მანდ მიდი.

Posted by: crusader 6 May 2024, 16:47
ზეთის ხუფზე რაც აწერია, ეგ არის სუფთა მარკეტინგი.

მთავარია სწორი დაშვება. მაგ მანქანას სავარაუდოდ ჭირდება VW 502 00 დაშვების ზეთი.
სიბლანტე შეიძლება იყოს 5w-30, 5w-40, 0w-30, 0w-40

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)