forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (247) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2019, 1.6 V6 ბევრი გასწრება, ადრენალინი და ა.შ.
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 14:34  #54365245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფორმულა ერთის 53-ე თემა

user posted image

კალენდარი

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

პილოტები

user posted image

გუნდები
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

საბურავები კომპანიას პირელის
user posted image

ისტორია

ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი 1950 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ჩემპიონატი მხოლოდ საუკეთესო პილოტის გამოსავლენად მიმდინარეობდა, ხოლო 1958 წლიდან უკვე დაწესდა კონსტრუქტორთა თასიც, რამაც დამატებითი ხიბლი და ინტრიგა შესძინა ჩემპიონატს. პირველი გამარჯვებული ჯუზეპე ნინო ფარინა გახდა ალფა რომეოთი (Alfa Romeo), რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა თავის თანაგუნდელ ხუან-მანუელ ფანხიოს, რომელმაც შემდეგი 7 წლის მანძილზე 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის თასი და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი დიადი მრბოლელის სახელით შევიდა. მის მიერ 5 ტიტულის მოპოვებით დამყარებული რეკორდი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მიუწვდომელი სხვა მრბოლელებისთვის.

პირველი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ფორმულა 1-ში უკანა ძრავიანი ბოლიდების გამოჩენა იუო, რომელიც კომპანია კუპერს (Cooper) ეკუთვნოდა. მანამდე დიდ პრიზებზე 1934-1939 წწ. სარბოლო გუნდი Auto Union იყენებდა უკანა ძრავიან ბოლიდებს, რომლის კონსტრუქციაც ფერდინანდ პორშეს ეკუთვნოდა. პორშეს კონსტრუირებულ ბოლიდებს ჰქონდათ ერთი ნაკლი, ისინი რთული სამართავნი იყვნენ ტრასაზე, ხოლო კუპერ T43/51 ბევრად ადვილი სამართავნი იყვნენ, თუმცა შედარებით სუსტი ძრავი გააჩნდათ. 1959-1960 წლებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჯეკ ბრებჰემმა (გუნდი „კუპერი“), ხოლო 1961 წლიდან უკვე ჩემპიონატის ყველა მონაწილე გადავიდა უკანა ძრავიან ბოლიდებზე.

1958 წლიდან ფაქტიურად დაიწყო ინგლისურენოვანი მრბოლელების ეპოქა. 1969 წლამდე ჩემპიონები გახდნენ ბრიტანელები მაიკ ჰოტორნი, გრემ ჰილი, ჯიმი კლარკი და ჯეკი სტიუარტი, ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემი, ახალზელანდიელი დენი ჰიუმი და ამერიკელი ფილ ჰილი.

1962 წელს გუნდმა ლუტუსმა (Lotus) (რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო 60-იან, 70-იან წლებში) პირველად გამოიყენა ბოლიდის კონსტრუქციაში მონოკოკი, რომელიც საავიაციო ინდუსტრიიდან იყო გადმოღებული. ლოტუსმა 1968 წელს კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა ფორმულა 1-ში, მან საკუთარ ბოლიდზე დაიტანა კომპანია Imperial Tobacco-ს სარეკლამო გამოსახულება. სწორედ აქედან დაიწყო სხვადასხვა კომპანიების სპონსორობა ფორმულაში.

სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრებოდა ბოლიდის მოჭიდულობის ძალის მნიშვნელობაც, რამაც აიძულა გუნდები ანტიფრთებისა თუ სხვა აეროდინამიკული ელემენტების ექსპერიმენტირებისკენ. 1970-იანი წლების ბოლოს ლოტუსმა პირველად გამოიყენა Ground Effect-ის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა მოჭიდულობის ძალას. ეს სიახლე პილოტებს საშუალებას აძლევდა უფრო სწრაფად გაეარათ მოსახვევები. 1983 წლიდან FIA-მ (Fédération Internationale de l'Automobile) აკრძალა Ground Effect-ის გამოყენება.

1981 წელს პირველად დაიდო შეთანხმების ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებდა ფორმულა 1-ის გუნდებისა და FIA-ს ურთიერთობებს. შეთანხმების მიხედვით ფორმულა 1-ის სატელევიზიო ტრანსლაციის უფლება გადაეცემოდა ფორმულა 1-ის მართვის და განვითარების ახლდად დაარსებულ კომპანიას, რომელსაც ბერნი ეკლსტოუნი ხელმძღვანელობდა. მასვე ევალებოდა ტრანსლაციიდან შემოსული თანხების განკარგვა.

1980-იანი წლები არის ტურბო ძრავების ერა ფორმულა 1-ში. პირველი ასეთი ძრავი გამოიყენა რენომ (Renault) 1977 წელს. 1987 წლისთვის ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას სცილდებოდა, რაც ერთ-ერთ რეკორდად ითვლება ღია საბურავებიანი ავტომობილებისათვის. 1984 წელს FIA-მ შეზღუდვა დააწესა საწვავის ავზის ზომაზე, რამაც სიჩქარის დაკლება გამოიწვია, 1989 წელს კი აიკრძალა ტურბო ძრავების გამოყენება.

1990-იანი წლების დასაწყისში გუნდებმა ფართოდ დაიწყეს ელექტრონიკის გამოყენება ბოლიდის კონსტრუქციაში. თანდათან უფრო მეტი ფუნქცია შეიძინა ელექტრონიკამ ბოლიდის კონსტრუქციაში, რაც უფრო უადვილებდა პილოტს ბოლიდის მართვას, თუმცა FIA-მ ამ მხრივაც დააწესა შეზღუდვები 1994 წელს რათა გარკვეულ კონტროლში მოექცია ამ მიმართულების განვითარება.

1980-იან წლებში გამოიკვეთა ჯგუფი ეგრედწოდებული ტოპ გუნდების: ფერარი (Ferrarri), მაკლარენი (McLaren), უილიამსი(Williams) და ბენეტონი (Benetton). 1984 წლიდან მოყოლებული ეს გუნდები ისაკუთრებდნენ ჩემპიონის ტიტულს და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს გუნდები იკავებდნენ პირველ 4 ადგილს კონსტრუქტორთა თასის რეიტინგში.

1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისი გამოკვეთილია ორი ლეგენდარული მრბოლელის აირტონ სენას და ალენ პროსტის ბრძოლით. 1988 წელს 16-დან 15 რბოლა სწორედ ამ ორი მრბოლელის გამარჯვებით დასრულდა, ერთი რბოლა კი ფერარის პილოტმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო (ეს იყო პირველი გამარჯვება ფერარისთვის ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ). სენა-პროსტის შერკინება 1993 წლის ბოლომდე გაგრძელდა. 1993 წლის სეზონის შემდეგ ალენ პროსტმა დაასწულა კარიერა, ხოლო 1994 წელს სან-მარინოს დიდი პრიზის დროს დაიყუპა აირტონ სენა, რაც იყო დიდი ტრაგედია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უსაფრთხოების სტანდარტებზე. აირტონ სენა იყო ბოლო პილოტი ფორმულა 1-ში, რომელიც ტრასაზე დაიღუპა.

ტექნოლოგიური პროგრესისკენ სრაფვამ და მსხვილი ავტომწარმოებლების ჩართვამ სამეფო რბოლებში (ანუ ფორმულა 1-ში) გამოიწვია დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. XXI საუკუნის დასაწყისში გუნდების ნაწილის ბიუჯეტი რამოდენიმე ასეულ მილიონს შეადგენდა. ამან გამოიწვია ის, რომ 1990 წლიდან მოყოლებული ფორმულა 1 30-ზე მეტმა გუნდმა დატოვა არასაკმარისი ფინანსების გამო.

ოცდამეერთე საუკუნე ფერარის დომინირებით დაიწყო. 2000-2004 წწ. ფერარიმ და მისმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა ზედიზედ 5 ტიტული მოიპოვეს (როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაშიც). ეს პერიოდი ფერარისთვის და შუმახერისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 2003 წელს მოპოვებული მეექვსე ტიტულით შუმახერმა ფანხიოს რეკორდი მოხსნა და ამით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2004 წელს შუმახერმა 18-დან 13 რბოლა მოიგო და ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ფერარიში ასეთი წარმატებული კარიერის გამო მიხაელ შუმახერს წითელი ბარონი შეარქვეს.

2005 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა რეგლამენტში, რის შემდეგადაც დასრულდა შუმახერისა და ფერარის ტანდემის დომინირება.

2005-2006 წწ. ჩემპიონობა რენომ და მისმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვეს. 2006 წელს შუმახერმა კარიერა დაასრულა და წავიდა ფორმულა 1-დან (თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა დროებით), მისი ადგილი კი კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომელმაც მორიგი ჩემპიონობა მოუტანა 2007 წელს. 2008 წელსაც ფერარის ერგო ჩემპიონთა თასი, თუმცა პირად ჩათვლაში მაკლარენის პილოტმა ლუის ჰამილტონმა გაიმარჯვა.

2009 წელი ფორმულა 1-ის ახალბედა გუნდის ბრაუნის (Brawn) წარმატებულ დებიუტად იქცა. სწორედ ბრაუნს ერგო კონსტრუქტორთა თასი და პირად ჩათვლაშიც მისმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა. ბრაუნი 2009 წელს ჰონდას (Honda) ბაზაზე შეიქმნა და ერთი წელი იარსება, შემდეგ კი მერსედესმა (Mercedes) შეიძინა, თუმცა მან თავისი ხანმოკლე ისტორიის განმვალობაშიც კი მოახერხა თავი დაემახსოვრებინა ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისატვის და თავისი ადგილიც დაიმკვიდრა ამ ავტოსპორტის ახალ იხალ ისტორიაში.

2010 წლიდან კი ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 2005 წელს იაგუარის ბაზაზე დაფუძნებულმა რედ ბულმა (Red Bull) კრისტიან ჰორნერისა (გუნდის ხელმძღვანელი) და ედრიან ნიუის (ტექნიკური ხელმძღვანელი) დამსახურებით შეძლო პროგრესირება და 2010-2013 წწ. ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა ფორმულა ერთის ახალგაზრდა მრბოლელ სებასტიან ფეტელთან ერთად, რომელმაც მიუხედავად ასაკის სიმცირისა უკვე შეძლო გარკვეული რეკორდის დამყარება.

2014 წლიდან კი, შეიცვალა რეგულაციები და F1-ში ტურბო ძრავები დაბრუნდა. ასევე შემცირდა აეროდინამიკის დონე. მერსედესმა ახალ ჰიბრიდულ ერაში ზედიზედ უკვე 5-ჯერ გაიმარჯვა 2014-2018 წლებში, ხოლო მრბოლელების ჩემპიონატში ოთხჯერ ჰამილტონმა 2014, 2015, 2017, 2018 ხოლო 2016 წელს კი ნიკო როსბერგმა მოიპოვა ჩემპიონობა.

დამატებითი ინფო

ვებ-გვერდები ფორმულა 1-ის შესახებ:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემის ტოპ მპოსტავები

user posted image
ამ თემის ჯგუფი ფეისბუქზე
http://www.facebook.com/groups/313042032052831/

[B]Reddit-ის სტრიმების განყოფილება - აქ იდება ხოლმე მუშა სტრიმები:
https://www.reddit.com/r/motorsportsstreams/

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემა FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2018

This post has been edited by Mr-Raptor on 14 Mar 2019, 17:22
tornike-404
Viva Ferrari


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12584
წევრი No.: 94427
რეგისტრ.: 25-June 09

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 14:59  #54365345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გრაზზზზი რაგაზზზზზზზზზზზიიიიიიიიიიიი


გილოცავთ ახალ თემას ^^ წლევანდელი გაწითლებისა ყოფილიყოს


კარგია ბატონო რაპტორო )))


--------------------
Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle

We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo

ბუმბერაზი კლასიკოსები

Squadra Azzurra

მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 15:43  #54365514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აჰა მგონი არაფერი არ გამომრჩენია, თუ რამეა თქვით და დავამატებ სანამ შეიძლება, აპინვა და ეგაა
libero
პირველი კაცი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10554
წევრი No.: 7815
რეგისტრ.: 22-December 04

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 16:21  #54365701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები უილიამსს
//////////////////////////////////////////


--------------------
ისე ელიტა გვყავს მართლა ლეგენდალური–ტრაკს რომ ხედავენ ეგრევე თავით მიდიან © U-33

ქოცნების გამოჩენის შემდეგ გავხდი ნაცმხარდამჭერი © rusa1960
ნაციონალობა დასამალი არ არის. ეს საამაყოა © armagedonidze
რამდენი მე ნაცები მიკრიტიკებია ამ ფორუმზე © maxo111
არასოდეს გამიმართლებია ნაცები © sulo
NROS06
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1525
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 21:47  #54367375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მშვენიერია
აბაა, საინტერესო სეზონი გამოსულიყოს
რასტრელი
<3


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21313
წევრი No.: 11585
რეგისტრ.: 16-July 05

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 22:05  #54367459      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამ თემის ჯგუფი ფეისბუქზე
http://www.facebook.com/groups/313042032052831/



არ არის ეგ ###ობა ჩვენი თემის ჯგუფი.

ეგ მოშალე რა ძმურად.

ჯგუფი არა ###.


--------------------
"ფერარის დედაც #####ან :* "

kavkasionsky
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2699
წევრი No.: 160851
რეგისტრ.: 3-February 13

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 22:33  #54367582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კიმის კარის გაჯახუნების სეზონი ყოფილიყოს


--------------------
ეგენი კიარა თვითონ ბეილი რონალდოს მიბაძვით სიმაღლეში გაიზარდა როჟა. © mind_auger

Jordan Shelley: Someone asked to Bielsa how they managed to find enough rubbish that it took the whole team 3 hours to pick it all up

He responded "the Leeds players just picked each other up for 3 hours"
alfa75
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3965
წევრი No.: 107266
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 23:10  #54367802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა ბედნიერი სეზონი ყველას. სამწუხარო ამბით კი იწყება, მარა დალშე ყველა ჯანზე ყოფილიყოს!
* * *
5 ზე და 9 ზე დილით !!!!!!!!!!!!!!!!! ტადაააამმმმ.....მაღვიძარა დაყენებულია....)
amamio
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7052
წევრი No.: 100247
რეგისტრ.: 18-September 09

გამოგზავნილია: 14 Mar 2019, 23:27  #54367891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა დაძაბულ და სანახაობრივ სეზონს გისურვებთ, აი ისეთს ბოლო რბოლაში რო გადაწყდეს ორივე ტიტული


--------------------
ნამდვილი რბოლა ჩვენ და მილანურ გუნდებს შორის - ეს არის ის თუ ვინ მოასწრებს: ჩვენ მესამე (უკვე მეოთხე) ვარსკვავის მიკერებას თუ ისინი მეორისას.
\ჯანი ანიელი\
იუვენტუსი ★★★
,,შავ-თეთრი მაისური საოცრებაა – სუსტებს მისი ტარების უფლება არ აქვთ.”
\ტრეზეგე\

www.hattrick.org
Juve2017 IV.13
NROS06
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1525
წევრი No.: 211955
რეგისტრ.: 28-December 15

გამოგზავნილია: 15 Mar 2019, 01:00  #54368308      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ ჯონათან ნილი რა მაგრად ღადაობს გროჟანზე ნეთფლიქსის ფილმში biggrin.gif biggrin.gif ჯერ იყო ესპანეთში მესამე მოსახვევს ვერ გაივლისო და მერე სილვერზე კიდე რა დამპლურად იცინის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Gio..
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1681
წევრი No.: 233668
რეგისტრ.: 9-July 17

გამოგზავნილია: 15 Mar 2019, 06:29  #54368702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (რასტრელი @ 14 Mar 2019, 22:05 )
QUOTE
ამ თემის ჯგუფი ფეისბუქზე
http://www.facebook.com/groups/313042032052831/



არ არის ეგ ###ობა ჩვენი თემის ჯგუფი.

ეგ მოშალე რა ძმურად.

ჯგუფი არა ###.

კონკურსს რო ატარებენ ვანგა 2019 ნახე?

----

ვაქებდი და ვადიდებდი ლიბერთის ლაივ ტაიმინგი ხოდზე მოიყვანესთქო, ზე დონის აპპი ქონდათ, მერე დაიწყო აფდეითები, სანამ დედა არ #####ნეს არ მოეშვნენ

---

ყველა რენოს კლიენტი ქარხნული გუნდის ჩათვლით პირველი პრაქტიკის შემდეგ ნაგავი ჩანს

This post has been edited by Gio.. on 15 Mar 2019, 06:33


--------------------
Sebastian... After All This Time...?
Always. ( ˘_˘ )
დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44159
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09

გამოგზავნილია: 15 Mar 2019, 09:48  #54368932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
რასტრელი
ბიჭო არ შემიძლია აქ მოდერირება ვერ ავპინავ :ს
მშვიდობაში ახალი თემა
ფერარის წელი ყოფილიყოს


--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრე­ბონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტა­რებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღე­რები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 15 Mar 2019, 09:48  #54368934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რასტრელი
წინა თემის საწყისში ეწერა ვანიჩკას და დავაკოპირე რა biggrin.gif ეხლა კიდე გასულია ჩასწორების დრო და მოდერი მოშლის მე აღარ შემიძლია უკვე biggrin.gif იმიტო დავწერე თუ რამეა თქვით მეთქი და არ გეცალათ და ჰა biggrin.gif

......................

ჯერ ჯერობით ლუისას და წითლებს აქვთ კარგი დროები მაგრამ კი ვიცით რო პრაქტიკებით ვერ გავიგებთ რეალობას
რასტრელი
<3


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21313
წევრი No.: 11585
რეგისტრ.: 16-July 05

გამოგზავნილია: 15 Mar 2019, 09:58  #54368969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავიდ ვილია

დაგვაკვალიანე ბრატ biggrin.gif

<3
* * *
აუ როგორ მინდა

107 თუ 109 % ი როა. ვერ მოვხდეთ მანდ.. ჩარლი ლმობიერი ტიპი იყო და მაინც უშვებდა ტიპებს სტარტზე.

აი ახალი ვინც მოვა.. იმან დაადოს სველი და არ მიაღებინოს მონაწილეობა რბოლაში.

ფული ხარჯონ, ჩავიდნენ ეტაპებზე და ჩემი ###. ააჯმევინონ რბოლამდე.

დდშვეცი.
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 15 Mar 2019, 10:08  #54369009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რასტრელი
QUOTE
107 თუ 109 % ი როა. ვერ მოვხდეთ მანდ.. ჩარლი ლმობიერი ტიპი იყო და მაინც უშვებდა ტიპებს სტარტზე.


ვერ მივხვდი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (247) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0414 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]