ლიონელ სკალონი : “ არ ვიცით, იმედია არა, თუმცა შეიძლება შესაძლებლობა იყოს, რომ სამუნდიალო განაცხადი შეიცვალოს.”
“შესაძლოა იყოს ფეხბურთელი, რომელიც არ არის კარგად, მას დავაკვირდებით. მაგალითისთვის, დღეს ბევრმა არ ითამაშა.”
რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დღეს არ უთამაშიათ. TyC Sports-ის ინფორმაცია:
კრისტიან რომერო: რომეროს გარემოცვა ამბობს, რომ ფეხბურთელი საუდის არაბეთის თამაშისთვის მზად იქნება და დღესაც, მსოფლიო ჩემპიონატი რომ ყოფილიყო, ის ითამაშებდა
ლაუტარო: უბრალოდ დაისვენა
პაპუ გომესი: მაღალი ტემპერატურის გამო არ ითამაშა
ტაგლიაფიკოზეც ნავარაუდებია, რომ ისვენებდა და ნიკო გონსალესიც თითქმის უკვე გამოჯანმრთელებულია.
* * *
არგენტინის ნაკრების ფანკლუბი ★★