აბაა შენ ეგა თქვი… იტალიაში რომ წარმოშობით იტალიერს ვერ ამღერებენ ამ სიმღერის ქვეყანაში?
საფრანგეთი გასაგებია რომ შავები ბლომად არიან საფრანგეთში, მაგრამ ეს ჰასანა შავკანიანი სად იპოვეს?
თანაც ქალია თუ კაცია ვერ გაიგებ.. რაღაცა ხდება …
კაი ტიპია ისე ეს ჩეხი, სიმღერაც კარგად ისმინება..
მე ჯერ ფავორიტი არ მყავს ამ ეტაპზე… ლიზა იყო ჩემი ფავორიტი, მაგრამ… ???
ისე მართალი რომ ვთქვა სიმღერები არცერთი არ იყო ძლიერი და ქართული მელოდიები.
აი გია ყანჩელს რომ დაეწერა ლიზასთვის სულ სხვა იქნებოდა. მაგრამ არაა კარგადო იძახიან.
* * *
ისე კი ყველაზე კარგი სიმღერაც და შესრულებაც ლიზასი იყო…
***
აი ასეთი ტიპის სიმღერა რომ დაიწეროს ეგრევე მოვიგებდით, თანაც სოფო გელოვანი რა კარგად ასრულებს.
არადა ევროვიზიაზე იგივე ეს გოგო ვიღაც ნოდიკოსთან ერთად ამღერეს და ვიღაც შვედს შეუკვეთეს სიმღერა
მაშინ… ყველაფერი წყალში ჩაიყარა.. არადა ასეთი სიმღერა იქნებოდა ძალიან ორიგინალური ევროვიზიისთვის:
წინა ევროვიზიაზეც ვიძახდი ამას, თან ეს ხევსურული კაბაც როგორ უხდება, აბა ეხლა რა ჩააცვეს ლიზას'?
ქორეოგრაფიასაც აქვს მნიშვნელობა და ჩაცმულობასაც, რაც მთავარია გარეგნობას და სიმღერას, შესრულება
ბევრს შეუძლია (ნუ ლიზას თავისი სიღრმეები აქვს რა თქმა უნდა).. არადა ვინმემ შეიძლება თქვას ეს დიმპიტაურებიო..
არადა ეს ჩვენ გვაქვს მობეზრებულივით, უცხოელებისთვის კი სულ სხვანაირად და ახლად ჟღერს, თან სინაზეც არის
და ცეცხლიც… ესაა ქართული სიმღერის ეშხი.. ნუ ყანჩელის სიმღერები კი მთლად ქართული რომანტიკაა ეგეც სიახლეა მმათთვის..
მისი გულში ჩამწვომი მელოდიები, ეს კაცი სანამ ცოცხალია მიხედონ გამოაჯამრთელონ და დაწერს ასეთ საოცარ ქართულ მუსიკას კიდევ..
* * *
თუნდაც ასეთი უბრალოდ სასიმღერო სიმღერა მაგრამ ძალზედ კოლორიტური კარგად წავა ევროვიზიაზე, ჩაცმულობაც და სილამაზეც...
მაგალითად მომხიბვლელი ანა მალაზონია, იოლი მელოდიაა მაგრამ არის რაღაც ისეთი, დუდუკიც და დოლ-გარმონის ვარიაციები:
თუნდაც "რიმტირი რიმტირი დარი დარო" იმღერონ ადვილი სამღერი უბრალო სიმღერაა, მაგრამ ეს ქეთი თოფურია ისე ლამაზად მღერის
და ქორეოგრაფიას დააკვირდით, მის მოძრაობებს და ჩაცმულობას.. და რა თქმა უნდა სილამაზეს აი ეს ყველაფერი თამაშობს დიდ როლს:
* * *
შეიძლება კი ისიც ითქვას რომ წინა კონკურსზე გამარჯვებული იზრაელელი ქალი სულაც არ იყო ლამაზი და სიმღერაც ისეთი არ იყო..
მაგრამ რაღაც ორიგინალური იყო და ამით გაქაჩა… აბა ეხლანდელ გამარჯვებულს არც ის აქვს არც ესა და რა უნდა ვთქვათ მაინც ჩაწყობით
მოხდა ნებით თუ უნებლიეთ… იმის გამო რომ ბევრი ფული შემოვიდესო მრავალჯერ ხმის მიცემა გაუშვეს და აჰა… არადა უფასოც იყო მაგრამ
დაუზარლად როცა არიან დარაზმული ხალხი ხმის მიცემაზე რამოდენიმეჯერ რომ დაუშვეს პიროვნებაზე, ლიზას შანსი აღარ დარჩა მაგ ამბავში
ვერ გაქაჩა რომ დღე და ღამე უმესიჯებდენ გამწარებული… ამან კი ამით ისარგებლა, აბა ყოველ ადამიანზე ერთი თუნდაც ორი ხმის უფლება
ჰქონოდათ გინდაც სამის, ლიზა გავიდოდა უეჭველად… ეს ვერ გაითვალისწინეს მაგათმა, ხოდა იგივე გვიმეორდება რაა. გამარჯვების შანსი არაა.
მე ბავშვების ევროვიზიის იმედი უფრო მაქვს თუ მანდაც არ დაიწყეს ხიმანდრობები…
This post has been edited by Artist on 4 Mar 2019, 07:11