Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > მტვერსასრუტი


Posted by: asiko 6 Oct 2007, 10:47
აბა ვინ რა იცით, იაფი და იორღა?

Posted by: SnowFlakes 6 Oct 2007, 11:54
asiko

ჩემებმა იყიდეს ბოშის მტვერსასრუტი. ზუსტად რომელი მოდელია არ ვიცი,მაგრამ ჩართული რომ ვნახე ძალიან ხმადაბალია და გადასარევად აპილასოსებსო ასე თქვეს.

Posted by: Nuna 6 Oct 2007, 13:56
იაფი და იორღა ბეკოს მტვერსასრუტი ვიცი მე, სხვათაშორის მაჩუქეს და ერთობ კმაყოფილი ვარ, თავის საქმეს ჯერჯერობით 5-ზე ასრულებსsmile.gif

Posted by: asiko 6 Oct 2007, 16:01
Nuna
სიმძლავრე რამდენი აქვს და სხვა პარამეტრები კიდე, რას მივაქციო ყურადღება?

Posted by: djindjidrinji 6 Oct 2007, 23:00
asiko

მე არ გირჩევ ბეკოს, 1800 W-იანი გვქონდა ჩვენ და იმენა არ იწოვდა. მერე ცოტა ხანში, ძაან მალევე შნურის შემსრუტი თუ რაცაა ის გაუფუჭდა, მერე თითონაც მიიცვალა. უცებ არ მოკვდება მარა აი რასაც ქვია დედისგინებით "დააპილასოსებ" ხოლმე რა biggrin.gif ჯობია ცოტა მეტი გადაიხადე და წესიერი იყიდე რაღაცა.

Nuna
QUOTE
სხვათაშორის მაჩუქეს


მუქთა იყოს- კუბო იყოსო ხომ გაგიგია gigi.gif

Posted by: baron 7 Oct 2007, 02:39
LG cycling მაგარია მარა იაფი არაა biggrin.gif

Posted by: asiko 7 Oct 2007, 13:31
djindjidrinji
არადა სამსახურში გვაქვს ბეკო და მუშაობს რავი. ეგ არის რომ დამლაგებლები როცა აპილასოსებენ, რაღაც სტრანნი სუნი დგება ხოლმე. ერთI იაფი ვარიანტი მითხრეს, ლილოში იყიდებოდაო რაღაც არაპოპულარული ფირმის, მარა საკაიფო იყოო. ვიკითხავ კიდე. ოფისისთვის მინდა, სადაც რბილი იატაკია. ძვირიანი ვარიანტებიც შემომთავაზეთ. არ ღირს ტექნიკაზე ეკონომია.

Posted by: KAM_M_MILA 7 Oct 2007, 14:17
დღეს რუსთავი2-ზე ბინა როა გადაცემა, იქ აჩუქეს რაღაც სხვანაირი მტვერსასრუტი იყო, პატარა, სახელურთან ქონდა ჩამრთველი, ორი ფილტრითო და რავიცი, ბევრი პლიუსები ჩამოთვალა, ნეტა როგორია, ხომ არ იცით?

Posted by: ikebana 7 Oct 2007, 14:51
baron
QUOTE
LG cycling მაგარია მარა იაფი არაა


ეს მაქვს მეც, უკვე 4 წელია და კმაყოფილი ვარ. smile.gif

მაშინ 230$ მივეცი და ახლა აზრზე არ ვარ რა ღირს.

Posted by: experto 7 Oct 2007, 18:45
მე ორვიკა მაქვს 5 წლის, მოშნოსწით 2400--- არ გამეკაროთ შეგისრუტავთ (მისი დევიზია) biggrin.gif

90 ლარი გადვიხადეთ

Posted by: Nuna 7 Oct 2007, 20:15
djindjidrinji
ხო, ნაჩუქარ ცხენს ხო იცი...smile.gif არა მართლა კარგად მუშაობს და რავიცი ააბაsmile.gif საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს (ჯერჯერობითwink.gifsmile.gif

Posted by: BadbadGirl 7 Oct 2007, 22:07
asiko
რამოდენიმე პილასოსი გვქონია
სულ თავიდან სიმენსი, არ მომეწონა რადგან ძალიან მალე გაუტყდა ერთ ერთი მილი.
მერე გვქონდა ფილიპსი , ნუ ისე რა, მთლად ცუდი არ იყო, მაგრამ შეწოვა არ ქონდა ძლიერი
შემდეგ გვქონდა ბოში , ყველაზე მეტად ის მომეწონა. პატარა იყო და ძალიან ძლიერი შეწოვით.
ახლა გვაქვს (ახალ ბინაში დაგვხვდა) ისევ ფილიპსი , მაჰრამ არ ვიცი როგორ მუშაობს, რადგან ჯერ არ მიხმარია.

Posted by: მამაშენი 8 Oct 2007, 00:02
lol.gif

---------------------------------------------

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Oct 2007, 02:33
პირველი მტვერსასრუტი ჩვენს ოჯახში დანიური Nilfisk ის იყო, რომელიც მუხლჩაუხრელად 20 წელი გვემსახურა.
http://www.nilfisk-advance.ru/

როდესაც მარალურადაც და ფიზიკურადაც თქვენი ჭირი მოგჭამათ ნილფისკმა, მაშინ. Miele S-5780 შევიძინეთ და ძალიან კმაყოფოლიც ვართ. ხმაურის გარეშე. შესანიშნავი ფილტრებით. ალერგიული HEPA ფილტრი იდეალურად ფილტრავს შეწოვილ ჰაერს.

Posted by: nino877 8 Oct 2007, 14:43
AEG-ელექტროლუქსი
1.
მოდელი ACX 6206 თეთრი ფერის
2000 ვატი შეწოვის ძალა 400,
ჭიქიანი ანუ მრავალჟერადი გამოყენების ჭიქა აქვს , ასევე აქვს მრავალჯერადი ფილტრი რომელიც უზრუნველყოფს ოთახში მომტვერსასრუტების დროს ჰაერის გაწმენდას, ფილტრი ირეცხება და მრავალჯერადია
ფასი 415 ლარი შეგიძლიათ განვადებაც
2.
მოდელი AAM 6105 A ლურჯი
შეწოვის ძალა 400, 2000 ვატი
ერთჯერადი პაკეტით 1.პაკეტის ფასი 3 ლარი
1 პაკეტი ყოფნის 2 დან 3 თვემდე
ევროპაშI არის პოპულარული მოდელი იმიტომ რომ ბევრად ჰიგიენურად ითვლება
ფასი 325 ლარი ასევე შესაძლოა განვადება


ვოტ იაფი და იორღა არ ვიცი მე ფასი ხარისხის გარანტია
ხო 1 წლიანი გარანტიით და დამიჯერეთ არაფერში არ დაგჭირდებათ საგარანტიო ტალონი


მისამართი კუტუზოვის 19 ნომერი ტელეფონი 24 25 22 მოგვმართეთ ნებისმიერი კითხვით პატივისცემით
"მე"

biggrin.gif
* * *
QUOTE
არ ღირს ტექნიკაზე ეკონომია.

asiko
გეთანხმები

Posted by: djindjidrinji 8 Oct 2007, 17:35
asiko
QUOTE
დამლაგებლები როცა აპილასოსებენ, რაღაც სტრანნი სუნი დგება ხოლმე


აუ აუ, კი, ეგ აღარ მახსოვდა, საზიზღარ სუნს აყენებდა ჩვენიც.
ნუ ხო გეუბნები, ეგრევე არ მოკვდება, მარა დედისგინებით დააპილასოსებ რა, არ იწოვს კარგად, მითუმეტეს ხალიჩა თუ გაქ იმაზეა ვაბშე ლაპარაკი არაა, 10ჯერ უნდა უსვა ერთ და იგივე ადგილას. მოკლედ აი მტერს რო არ ურჩევ ისეთი ნივთია რა, რო გაფუჭდა გაგვეხარდა biggrin.gif

ისე იაფში რამდენს გულისხმობ? გუშინ გუვილში თვალი მოვკარი, კარხერის რომელიღაცა მტვერსასრუტი იყიდებოდა 250 გელად.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 Oct 2007, 17:54
ისე მეც მინდა ახალი პილასოსი, 8 წლის წინ ვიყიდე ელჯი და ვსიო ამოწურა თავისი რესურსი, 1800 იყო და ნოხის დაპილასოსების დროს ნოხზე ფეხი უნდა დაგედგა თორემ მასრუტ მილს რომ აწევდი ნოხიც თან მოქონდა მააშ! 180 ლარი გადავიხადე ანუ 99 ში 100$ ექვივალენტი თუ არ ვცები. ეხლა კი მოკვდა სუნსაც აყენებს და მსრუტ უნარიანობაც შეუმცირდა და ფაქტიურად 0-მდე დავიდა. ასე რომ გთხოვთ კეთილო ბიძიები და კეთილო დეიდებო მირჩიეთ რაიმე!!! კახა სად არის კახა მაგან იცის ყველაფერი? ცისანა? მიკი მაუსი ჩამოვიდა?

Posted by: asiko 8 Oct 2007, 18:18
djindjidrinji
QUOTE
გუშინ გუვილში თვალი მოვკარი, კარხერის რომელიღაცა მტვერსასრუტი იყიდებოდა 250 გელად.


ეგ კაი ფასია. კარგი ფირმაა ეგ? ვიყიდო?

გვიანობამდე რომელი მაღაზიები მუშაობს? წავალ ეხლა გუდვილში.

Posted by: nino877 8 Oct 2007, 18:40
asiko
10:30 ---19:00 AEG ელექტროლუქსი გამრეკელის19 (კუტუზოვის 19) მოიცა

Posted by: atinnati 9 Oct 2007, 00:39
QUOTE
ერთჯერადი პაკეტით 1.პაკეტის ფასი 3 ლარი

არადა ვაგზალზე 8 ლარი მითხრა გამყიდველმა.............
aba.gif

Posted by: pudelblack 9 Oct 2007, 02:09
asiko
იყიდე მტვერსასრუტი რომელსაც ფილტრის გამოცვლა არ სჭირდება . დავისვენე .

Posted by: djindjidrinji 9 Oct 2007, 13:14
asiko
QUOTE
ეგ კაი ფასია. კარგი ფირმაა ეგ? ვიყიდო?


ფირმა კი საკაიფოა, ეგაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროფესიონალური ქლინინგ ტექნიკის მწარმოებელი, მანქანის რეცხვის აპარატებით დაწყებული შვაბრებით დამთავრებული რას არ უშვებს, მე ძალიან მეეჭვება ეგ სახლის მტვერსასრუტები ქონდეს უხარისხო, ერთი ისაა რომ ვიდზეა ყველა პროდუქტი არის იმჰო სიმახინჯე, ბზიკი რა. www.karcher.com

რავი დაგუგლე რევიუები იქნება ნეტში, მეც მინდა მტვერსასრუტი და მამენტ მაგისკენ ვიხრები რა. გუდვილში შესასვლელშივე როა სტენდი მანდ ნახე.

nino877

კარქი ხო, კარქი, გავიგეთ. კიდე ერთხელ დაწერე.

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Oct 2007, 13:22
QUOTE (pudelblack @ 9 Oct 2007, 00:09 )
asiko
იყიდე მტვერსასრუტი რომელსაც ფილტრის გამოცვლა არ სჭირდება . დავისვენე .

ჰმმმ,
მეც მასე მეგონა, როცა ეგეთ ტიპის LG ვყიდულობდი, მაგრამ დიდი ხანი ვერ გავუძლე ფილტრის რეცხვის არასასიამოვნო პროცედურას და გავასხვისე.

არც სხვას ვურჩევ ეგეთ რამეს. ერთჯერადი ფილტრი-პარკი და მისი ჯანი.

Posted by: asiko 9 Oct 2007, 13:41
ზაგრანიცაში მივდივარ მალე და იქიდან ხო არ ჩამოვათრიო, რამე კაი ფირმის. მაგ. მილესი. smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Oct 2007, 14:02
QUOTE (asiko @ 9 Oct 2007, 11:41 )
ზაგრანიცაში მივდივარ მალე და იქიდან ხო არ ჩამოვათრიო, რამე კაი ფირმის. მაგ. მილესი. smile.gif

მილეს მტვერსასრუტები, ისევე, როგორც სხვა პროდუქცია, რა თქმა უნდა ხარისხით ერთი თავით მაღლა დგას სხვებზე, მაგრამ, თუ მძლავრი, S5 სერიისა გინდა(სიმძლავრე 200...2200 w) მიახლოებით 250...280 ევრო გაამზადე.
უფროს სუსტ მოდელს 130 ევროთაც იყიდი. ხარისხი რა თქმა უნდა მილეს რო ეკადრება ისეთია. ოღონდ მანდ რო ჩაიტან, მერე ფილტრები იშოვება მილესი?

ისე, თუ ფულზე არაა დამოკიდებული მაშინ S 5780 მოდელს გირჩევ - სახლის დალაგება რომ სასიამოვნო შეიძლება იყოს, ეგ გაგრძნობიებს yes.gif

Posted by: pudelblack 9 Oct 2007, 16:05
asiko
QUOTE
ზაგრანიცაში მივდივარ მალე და იქიდან ხო არ ჩამოვათრიო, რამე კაი ფირმის. მაგ. მილესი. 

გადასარევი იდეააა.
მე ვიყიდე დერდევილის ფირმის მტვერსასრუტი რომელსაც ფილტრი არ გააჩნია . ანუ მტვერი ზირკულირებს პლასტმასის ჯამში . მერე გადაყრი კნოპკის დაჭერით ამ ნაგავს სანაგვეში გამოავლებ წყალს და შემდეგში ისევ ისე .არც ფილტს ვყიდულობ (გინდ ერთჯერადი და გინდ მრავალჯერადი) smile.gif
ფასი კი სულ რაღაც 80 ევრო აქვს . ძალაც კარგი აქვს .

Posted by: Eagle_one 9 Oct 2007, 17:02
asiko
QUOTE
აბა ვინ რა იცით, იაფი და იორღა?

იაფი და იორღა მაღდად არ ივარგებს დამიჯერე
მე ვიყიდე ჰიპერმარკეტში ელიავასთან როა და 260 ლარი მივეცი VITEC ფირმის 2000W -იანში და ძალიან კმაყოფილი ვარ თავისი გარანტიით
asiko
QUOTE
კაი ფირმის. მაგ. მილესი.

ძააააააააააააააალიან კარგი ხარისხია

Posted by: ShadowCat 9 Oct 2007, 17:05
Eagle_one
რომელ ჰიპერმარკეტში? spy.gif

Posted by: Eagle_one 9 Oct 2007, 17:17
ShadowCat
QUOTE
რომელ ჰიპერმარკეტში?

აი ელიავას უკან როა რა
პროდუქტების ბაზრის თავზე
ოღონს სექცია არ მახსოვს რა 2 თვის წინ შევიძინე

Posted by: Mr.David 9 Oct 2007, 17:26
მეც მინდა მტვერსასრუტის შეცვლა.
ესეიგი მინიმუმ რა სიმძლავრის იქნება მიზანშეწონილი სახლისათვის?

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 9 Oct 2007, 17:51
Davi D
QUOTE
მინიმუმ რა სიმძლავრის იქნება მიზანშეწონილი სახლისათვის


1,5 დან 2.0 მდე დამპილასოსებელს გააჩნია და სახლში არსებულ საფარს, თუ ბევრი ნოხები გაქვს მაშინ რაც შეიძლება მძლავრი, მაგრამ შესაბამისად წონაც დიდი ექნება ხმაურიც ვიბრაციაც და ელექტროენერგიის მოხმარებაც. ისე მე რომ კაცმა მკითხოს სულაც არ არის საჭირო პილასოსი! ისედაც გაზულუქებულნი ვართ და ამიტომ ზედმეტი გავარჯიშება ცოცხის მოქნევის ამბავში არავის გვაწყენდა თან ფასი სულ რაღაც 2-3 ევრო არც ფილტრი უნდა არც დენი გარანტიაც რამოდენიმე წელი, ასე რომ შეიძინეთ ცოცხი ხოლო დანარჩენი ფული კი ბავშვთა სახლში გადარიცხეთ უფრო ჯანმრთელებიც იქნებით და მადლსაც მოისხამთ. როგორ შეგიძლიათ 200 ევროს პილასოსში გადახდა როცა ირგვლივ ხალხი შიმშილობს?

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Oct 2007, 18:04
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 9 Oct 2007, 15:51 )
1,5 დან 2.0 მდე დამპილასოსებელს გააჩნია და სახლში არსებულ საფარს, თუ ბევრი ნოხები გაქვს მაშინ რაც შეიძლება მძლავრი, მაგრამ შესაბამისად წონაც დიდი ექნება ხმაურიც ვიბრაციაც და ელექტროენერგიის მოხმარებაც.

არ შეესაბამება სინამდვილეს. ნოხები და რბილი ზედაპირები მძლავ რეჟიმში არ იგვება. რაც უფრო რბილი და ფაქიზია ზედაპირი, მით უფრო ნაკლები სიმძლავრეა საჭირო, სხვანაირად დაწვავთ მტვერსასრუტს- გამაფრთხილებელი ინდიკატორი წითელზე ადის, შემწოვი ღიობების სრუდი დახშობის გამო.

ისე, კარგ სასრუტებში, როგორიც მაგ. Miele S 5780 ია. სრურვის სიმძლავრე საფეხურებრივად რეგულირებადია 200 ვატიდან(ფარდები და რბილ საფარიანი ავეჯი) 2200 ვატამდე(მყარი იატაკები(პარკეტი, ქვა და ა.შ.) თან რეგულირება სახელურიდან, უმავთულოდ, დისტანციურადა ხდება.

Posted by: Eagle_one 9 Oct 2007, 21:22
Yoshimitsu Fukazawa
და რა მაინტერესებს
ცოცხით მტვერს აიღებს კაცი?
თყუ უკვე მსრუტავი ცოცხებიც იჩითება?

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 Oct 2007, 19:59
Dr_Zuzumbo
QUOTE
არ შეესაბამება სინამდვილეს. ნოხები და რბილი ზედაპირები მძლავ რეჟიმში არ იგვება. რაც უფრო რბილი და ფაქიზია ზედაპირი, მით უფრო ნაკლები სიმძლავრეა საჭირო, სხვანაირად დაწვავთ მტვერსასრუტს- გამაფრთხილებელი ინდიკატორი წითელზე ადის, შემწოვი ღიობების სრუდი დახშობის გამო.


არ ვიცი არ ვიცი, საკმაოდ ბევრ მტვერსასრუტთან მიმუშავია, მაგრამ არცერთს არ ქონდა ინდიკატორი. თუმცა ეხლა გამახსენდა NATIONAL 1800W, რომელსაც ნახაზებიანი მექანიკური ინდიქატორი ქონდა და ამ თქვენს მიერ ხსენებულ პანცეას, მტვერისგან და ჭუჭყისგან, ციფრული ინდიკატორი ხომ არ გააჩნია? ის თქვენ რატომ ბრძანდებით ამგვარად გათვითცნობიერებული ამგვარ საკითხებში? ზოგადად იცით? თუ ტოპიკი, რომ გაიხსნა ვებ სივრცეში მოიძიეთ ინფო?

QUOTE
შემწოვი ღიობების სრუდი დახშობის გამო
აი ეს ვერ გავიგე და ეგებ დააკონკრეტოთ smile.gif

ისე ეს ფირმა თუ იცით "DYSON"? მილე და რუსული ურალი отдыхают. არ კარგავს სრუტვის/შეწოვის ძალას, გარეთ უშვებს მხოლოდ სუფთა ჰაერს და სერტიფიცირებულია ალერგიით გატანჯული ხალხისთვის (ზოგს მტვერზეც კი ალერგია გააჩნია). აბა წარმოიდგინეთ რამდენად მაღალხარისხიანი და ტექნოლოგიურად დახვეწილი მტვერსასრუტია? აი მოკლე ისტორია ამ კომპანიის გთავაზობთ რუსულად ვინაიდა რუსული ბევრად მეტმა იუზერმა იცის იცის:

В 1978 у Джеймса Дайсона возникла идея применить принцип работы циклона в пылесосе. В течение последующих 5 лет он разработал 5 127 экспериментальных прототипов, и, наконец, в 1986 году был выпущен первый пылесос с циклонной системой, который задерживал мельчайшие частицы пыли, сохраняя силу всасывания постоянной.

Пылесос за 2000$.

Первый пылесос Джеймса Дайсона, с системой «без мешка» был продан в Японии, на родине высоких технологий. Известный под маркой “G Force”, он завоевал в 1991 году приз на Международной выставке инновационных продуктов в Японии. Презентация пылесоса произвела впечатление на японцев, и пылесос «G Force» (сила “G”) получил статус символа.

На доход от лицензии, проданной в Японии, Джеймс Дайсон решил выпускать в Великобритании новую модель пылесоса, дав ей свое собственное имя. В июне 1993 он открыл свой исследовательский центр и завод в графстве Уилтшир, где и разработал пылесос, который собирал даже мелкодисперсную пыль (например, табачный дым). Результатом разработок стал DC01, первый пылесос, сохраняющий постоянную силу всасывания.

Технология Root Cyclone™

Разработчики Dyson были настроены создать пылесосы с более высокой мощностью. Они начинают разработку совершенно нового типа циклона. Они обнаружили, что циклон меньшего диаметра создает большую центробежную силу. Так они разработали способ получить на 45 % больше силы всасывания, чем Двойной Циклон, и удалять, соответственно, больше пыли через деление воздушного потока на 8 маленьких циклонов. Поэтому этот пылесос получил название Рэдикс Циклон ™

დანარჩენი www.dyson.com
ინგლისურის მცოდნეები კი აქეთ წარმოგიდგენთ ტექნოლოგიურ სრულყოფილებას: http://www.dyson.co.uk/store/product.asp?product=DC18-ALLFLOORS

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Oct 2007, 20:44
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 10 Oct 2007, 17:59 )
არ ვიცი არ ვიცი, საკმაოდ ბევრ მტვერსასრუტთან მიმუშავია, მაგრამ არცერთს არ ქონდა ინდიკატორი. თუმცა ეხლა გამახსენდა   NATIONAL 1800W, რომელსაც ნახაზებიანი მექანიკური ინდიქატორი ქონდა და ამ თქვენს მიერ ხსენებულ პანცეას, მტვერისგან და ჭუჭყისგან, ციფრული ინდიკატორი ხომ არ გააჩნია? ის თქვენ რატომ ბრძანდებით ამგვარად გათვითცნობიერებული ამგვარ საკითხებში? ზოგადად იცით? თუ ტოპიკი, რომ გაიხსნა ვებ სივრცეში მოიძიეთ ინფო?

ნწუ, ვებ სივრციდან ნამდვილად არა- სახლის დამტვერსასრუტებას ვერავის ვანდობ და უკვე 25 წელია ყოველ შაბათ დღეს პაპა კარლოსავით ვკალივაიუ.
ეს სურათიც ჩემი Miele s 5780 ის პანელს გადავუღეღე. მასზე ნაჩვენებია ყველა ის ფაზა, რომელის გამოყენება შეგიძლიათ მინიმალური სიმძლავრე- 200 ვატი ფარდებისათვის და მაქსიმალური 2 200 პარკეტისათვის- საკმაოდ ადვილად გამოსაცნობი პიქტოგრამებითაა მონიშნული.

სახლში რამოდენიმე ნოხიც გვიგია იატაკზე. როცა პარკეტიდან ნოხზე გადამაქვს სასრუტი, თუ შემთხვევით გამომრჩა და სიმძავრე არ დავაკლე, მტვერსასრუტის "ხორთუმში" შემავალი ჰაერის ჭავლი რადიკალურად იხშობა, ეს კი მოტორის გადახურებას და დაწვას გამოიწვევს, ამიტომ ამ სურთზევე ჩანს ინდიკატორი, რომელიც მოტორის გადატვირთვას აღნიშნავს და ამით მოგიწოდებს, რომ სიმძლავრეს დაუწიოთ. თუ არ დაუწევთ, ავტომატიკა ამუშავდება და სასრუტს გამოგირთავთ. ასევე წითლდება ინდიკატორი, როცა ნაგვის პარკი გადაივსება, მაშინაც ჭირს ჰაერის გამჭოლად გავლა.


P.S.
ვდაგონკუ: ხალიჩების, განსაკუთრებით კი ძვირფასი ხალიჩების დასუფთავებას განსაკუთრებულით სიფაქიზით უნდა მოეკიდოთ- არასოდეს არ გაუსვათ მტვერსასრუტის "ხორთუმი" ქსოვილის მიმართულების საწინააღმდეგოდ- ხელისგულის გადასმით ადვილად დაადგენთ მიმართულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგი ხალიჩის გაუბედურებაც არაა ძნელი საქმე.

Posted by: lady-bird 10 Oct 2007, 21:00
Yoshimitsu Fukazawa
Dr_Zuzumbo
როგორც მივხვდი დასუფთავება-დამტვერსასრუტების სპეცები ხართ, ძალიან სერიოზულად გეკითხებით ასეთი კაცები სადმე იშოვება?

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Oct 2007, 21:12
QUOTE (lady-bird @ 10 Oct 2007, 19:00 )
Yoshimitsu Fukazawa
Dr_Zuzumbo
როგორც მივხვდი დასუფთავება-დამტვერსასრუტების სპეცები ხართ, ძალიან სერიოზულად გეკითხებით ასეთი კაცები სადმე იშოვება?

ძალიან ძნელი შეკითხვაა და პასუხის გაცემაც ალბათ გამიჭირდება cry.gif
საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვარ და არა მგონია განსაკუთრებით უნიკალური ვიყო. თუმცა, 2.5 წლის სესერეკე ჯარმა ალბათ საკუთარი დაღი დაასვა ჩემს ქცევას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შინაგანი მოწესრიგებულობა ინდივიდზეა დამოკიდებული.



Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 Oct 2007, 22:36
Dr_Zuzumbo
არა ქართულად მიწერა ნამდვილად აღარ იყო საჭირო, ისედაც გასაგები სურათია, ჩემ მტვერსასრუტს ზუსტად ეგეთივე ნიშნულები გააჩნია. გასაგებია ეხლა რატომაც გაფუჭდა smile.gif თუმცა ჩუმი რეჟიმი საკმაოდ სასიამოვნო სიურპიზია. ისე თქვენი კომპეტენტური პასუხი საინტერესო იქნებოდა, როგორ ფიქრობთ რომელი ჯობია DYSON თუ MIELE?

lady-bird
QUOTE
ძალიან სერიოზულად გეკითხებით ასეთი კაცები სადმე იშოვება?

ეეე შენ კიდევ არ იცი აქ რა კაცები გვყავს, ისეთები იციან ელიავას მუშას თავის პრარაბიანად ჯიბეში ჩაისვამენ smile.gif . კარგი ქმარი თუ გინდა აქ იპოვნი.

Posted by: ikebana 10 Oct 2007, 22:47
ჰეჰ, რა მაგარია smile.gif

აქეთ კაცები თმებს იწეწავენ არა ჩემი მტვერსასრუტი ჯობია, არა ჩემიო.

იქით ქალები კი სამზარეულოში ჭორაობენ.

მეტი იდილია რა გინდათ. ფუნქციები განაწილებულია biggrin.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 Oct 2007, 22:59
ikebana
ეს პროვოკაციული განცხადება რას ნიშნავდა? არავინ არაფერს არ იპუტავს, უბრალოდ დისკუსია გვაქვს გამართული კიდევ ცოტაც და პროფი გავხდები.

მკითხველს ვთავაზობ სტატიას კომპანია Miele -ზე:

Необходимо отметить, что ровно год назад музей Miele был признан одним из 365 мест на планете, символизирующих изобретательность и инновационный дух. Считается, что музей был создан компанией, развивающей имидж Германии как «страны рациональных идей».

История компании Miele берет начало 1 июля 1899 года в маленьком городке Херцеброк, где Карл Миле и Райнхард Цинканн основали компанию для производства молочных сепараторов. Через некоторое время к производству молочных сепараторов добавилось производство маслобоек и стиральных машин. Эти этапы развития подробно отражены в музее Miele,


Posted by: lady-bird 10 Oct 2007, 23:00
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
კარგი ქმარი თუ გინდა აქ იპოვნი.

და როგორ ვიპოვო? მტვერსასრუტს ამარჩევინებს?

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Oct 2007, 23:32
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 10 Oct 2007, 20:36 )
ისე თქვენი კომპეტენტური პასუხი საინტერესო იქნებოდა, როგორ ფიქრობთ რომელი ჯობია DYSON თუ MIELE?

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მხოლოდ სამი ბრანდის გამოცდილება გამაჩნია.
ზემოტაც დავწერე, რომ ჩემი პირველი მტვერსასრუტი დანიური Nilfisk იყო, რომელიც 20 წელი მუხლჩაუხრელად გვემსახურა- ძალიან ძლიერი ბრანდია- გარდა მტვერსასრუტებისა მგონი არც არაფერს არ აკეთებენ http://www.nilfisk.com/
შემდეგ ცოტა ხნით LG ვიყიდეთ, რომელშიც გასარეცხი ფილტრი დგას(სასწრაფოდ მოვიშორეთ) და აი, მესამე Miele. საერთოდ, Miele ს ხარისხი უკვე ლეგენდადაა ქცეული და უნდა გითხრათ რომ არც თუ უსაფუძვლოდ. სახლის სამეურნეო მანქანა-დანადგარს აწი რასაც შევიძენ, მხოლოდ Mile იქნება.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 10 Oct 2007, 23:52
Dr_Zuzumbo
კი მაგრამ ინოვაციური ტექნოლოგიები? მტვერსასრუტების წარმოებაში გადადგმული გიგანტური ნაბიჯი? მიკრო ელემენტების აწოვა? რამოდენიმე სხვადასხვა ამწოვი ჭავლი რომელიც სხვადასხვა ზომის მტვერს ისრუტავს?

Eagle_one
QUOTE
და რა მაინტერესებს
ცოცხით მტვერს აიღებს კაცი?
თყუ უკვე მსრუტავი ცოცხებიც იჩითება?


ცინიზმი მემგონი უადგილოა, დაასველე ცოცხი და ნახე მერე როგორ დაგავოს!

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Oct 2007, 00:20
QUOTE (Yoshimitsu Fukazawa @ 10 Oct 2007, 21:52 )
კი მაგრამ ინოვაციური ტექნოლოგიები? მტვერსასრუტების წარმოებაში გადადგმული გიგანტური ნაბიჯი? მიკრო ელემენტების აწოვა? რამოდენიმე სხვადასხვა ამწოვი ჭავლი რომელიც სხვადასხვა ზომის მტვერს ისრუტავს?

ყველაფერი შესაძლებელია. მე, ნამდვილად არ ვცდილობ იმის მტკიცებას, რომ Miele ზე კარგი ამ პლანეტაზე სხვა არაფერია. ჩემი არც ისე სრულყოფილი გამოცდილებიდან გამომდინარე Miele ზე იმიტომ შევჩერდი, რომ ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ ხარისხი შეიგრძნოთ. 30 წელი აქ ცხოვრების გამოცდილებამ მაგრა გამავარჯიშებია თვალი ასეთ რამეებზე. თან ბევრი ჟურნალ გაზეთებია, რომლებშიც მიუკერძოებელი ტესტები და მათი შედეგები ქვეყნდება.
სხვათა შორის, ფინეთში მხოლოდ ამ, 6 წლის წინ გამოჩნდა Miele ს პროდუქცია და მახსოვს გაზეთებმა ეს განსაკუთრებულად აღნიშნეს. ამას წინ ვიყავი მილეს აქაურ კანტორაში და ვესტიბიულში მათი პირველი სარეცხი მანქანა რო დავინახე, პირი დავაფჩინე- სარეცხი ნაწილი ხის, კასრის მაგვარად შეკრული ჭურჭელი ჰქონდა და შიგ ლამაზად ჩადგმული, მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე შექმნილი ელექტრო ტექნოლოგიით. წარმოიდგინეთ, მაშინ როცა გერმანელი დიასახლისები სარეცხი მანქანით რეცხავდენ თეთრეულს, სხვაგან კაცი ვერც კი იოცნებებდა ასეთ რაღაცაზე.

სურათზე:
1913 წელი. პირველი სარეცხი მანქანა, რომელიც აღჭურვილი იყო ელექტრომოტორით

Posted by: Bluetooth_a 11 Oct 2007, 05:02
QUOTE
იაფი და იორღა ბეკოს მტვერსასრუტი ვიცი მე, სხვათაშორის მაჩუქეს და ერთობ კმაყოფილი ვარ, თავის საქმეს ჯერჯერობით 5-ზე ასრულებს

80 თუ 90 ლარი ღირს.
მშვენიერი გარეგნობა აქვს,მარა ფუნქციონალურობის რა მოგახსენოთ

Posted by: Eagle_one 11 Oct 2007, 11:14
Yoshimitsu Fukazawa
ცინიზმი რა შუაშია
ხუმრობა უნდა გესმოდეც ადამიანს
მე კი ის მაინტერესებს ცოცხს როგორ შეუძლია მQვერი ისე აიღოს როგორც მტვერსასრუტს
თორე შენ გგონია მე დაბადებიდან მტვერსასრუტი მაქვს
სწორედ მაგიტო ვიყიდე ეს მანქანა რო ცოცხით ვერ უმკლავდებოდი ამდენ მტვერს

Posted by: მონიკა 11 Oct 2007, 11:22
მოკლედ ჩემი სამრეცხაო/შეთავსებით ჩულანი მტვერსასრუტებით არის სავსე, ოჯახში ორივე საჭიროა ჩვეულებრივი მშრალი წესით რომ წმენდს და ე.წ. მოიუში, არსებობს ორივე ფუნქცია რომ აქვს შეთავსებული, მაინტერესებს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე რას მეტყვით, რამდენად კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს მასეთი ტიპის მტვერსასრუტი

Posted by: Mr.David 11 Oct 2007, 15:21
აღმაშენებელზე გაიხსნა "Vitek"-ის მაღაზია, ერთი შეხედვით მშვენიერი ტექნიკა და ფასებია. 2000W-იან და 400W-შეწოვის სიმძლავრიან მტვერსასრუტს 200 ლარის ფარგლებში იყიდი, მაგრამ ერთი პრობლემაა, წარმოებულია ჩინეთში. sad.gif

user posted image

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 11 Oct 2007, 17:24
Eagle_one
გთხოვთ მოთოკოთ გრძნობები აგრესია საჭირო არ არის!
არ ქონდათ ბატონო ჩვენ წინაპრებს მტვერსასრუტები მაგრამ ჭუჭყში და მტვერში არ კვდებოდნენ ეს ერთი და მეორე მტვერს რომელსაც იღებთ მტვერსასრუტით ისევ ოთახში გიბრუნდებათ თუ რა თქმა უნდა -ის ფირმის მტვერსასრუტი არ გაგაჩნიათ ასე რომ მტვერის აღება მისტიკაა და მეტი არაფერი!

Posted by: djindjidrinji 11 Oct 2007, 17:27
Eagle_one
Yoshimitsu Fukazawa

ცოცხებზე და მტვერზე თუ გინდათ ასე ძალიან ლაპარაკი, PM მეგობრებო

Posted by: Bluetooth_a 11 Oct 2007, 17:34
Dr_Zuzumbo
QUOTE
სურათზე: 1913 წელი. პირველი სარეცხი მანქანა, რომელიც აღჭურვილი იყო ელექტრომოტორით

წლებს და ელექტრო მოტორის ამბავი ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ნიკო ნიკოლაძეს რო ტექნიკა ქონდა,მათ შორის სარეცხი მანქანა,კოდაკის ფოტო აპარატი.
მისი ნივთები უმეტესობა სამტრედიაში,ჯიხაისში,მის სახლ მუზეუმშია დაცული.
ცხონებულმა 1928 წლამდე იცოცხლა და ადვილად სავარაუდოა,რომ ელექტრო სარეცხი მანქანა ექნებოდა.
ნუ,პირველი კაცი იყო მგონი საქართველოში იმ დროისათვის ვისაც ეგეთი ტექნიკა ექნებოდაsmile.gif

Posted by: asiko 13 Oct 2007, 16:19
djindjidrinji
კერხერს ქონია ორი მაღაზია აქ. მინიმალური ფასი 365 ლარიო მტვერსასრუტზე. მერე ვიყიდი, ფულს რო ვიშოვი. biggrin.gif დღეს მანქანა გავრეცხე და ყველაფერი კერხერის აქვთ. თუ გაქვს ადგილი სახლში, რო შეინახო და არ გამოჩNდეს, ეგ უნდა იყიდო რა.

ეხლა LG ვიყიდე 1500-იანი 105 ლარად. ნორმალურია ფასის კვალობაზე.

Posted by: Doloress 13 Oct 2007, 16:46
QUOTE
მტვერსასრუტი

- ყველაზე მაგარი რაღაც, რაც ადამიანმა გამოიგონა.... bis.gif

მანქანის შემდეგ war.gif

Posted by: KAM_M_MILA 13 Oct 2007, 16:49
asiko
QUOTE
კერხერს ქონია ორი მაღაზია აქ.


ხომ არ იცი, ზუსტად სად?

Posted by: asiko 13 Oct 2007, 17:10
KAM_M_MILA
ერთI ვიცი რომ არის მარჯვენა სანაპიროზე, კორტების მოპირდაპირედ. მეორე არ მიკითხია, მანდ მაწყობდა მე. საიტის ლინკია ზემოთ.იქიდან გახვალ საქართველოს ბრენჩზე და მერე ტელეფონი წერია და დარეკავ რა. smile.gif

Posted by: KAM_M_MILA 13 Oct 2007, 17:27
asiko
დიდი მადლობა. მეც საყიდელი მაქვს ახალი მტვერსასრუტი. user.gif

Posted by: djindjidrinji 14 Oct 2007, 22:35
asiko

რავი, 250იო გუდვილში ქონდა პატარა მტვერსასრუტს მირჭობილი, შეილება ძაან ბანძია? ამ 365იანში რა შედის ნახე/გითხრეს?

კაროჩე რა, ძაან დავიბენი უკვე. დღეს ვნახე რაღაცა ელჯი 280ად, წყლიანი კონტეინერით სადაც მტვერი ჩადის 1700იანი და მომეწონასავით. კმაყოფილი ხარ შენ LGთი?

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 15 Oct 2007, 10:03
აჰათ თქვენ სტატია როგორ შეარჩიოთ მტვერსასრუტი smile.gif

Сухую уборку не очень загрязненных поверхностей может выполнять, в сущности, любой пылесос, это даже не обсуждается. Мощности всасывания до 300 Вт (обычный показатель) с избытком хватит для того, чтобы освободить от пыли линолеум, паркет или даже ковровую дорожку с невысоким ворсом.


Если же вы держите дома домашних животных (разумеется, шерстистых) - рыбки и попугайчики не в счет или персидские ковры, или просто не очень любите убираться, откладывая скучную процедуру на завтра, то малой мощности может вам и не хватить - в этом случае выберите пылесос, позволяющий выполнять уборку сильнозагрязненных площадей - мощность всасывания должна составлять от 300 до 450 кВт .


Внешне пылесосы различаются по размеру и весу, по форме и цвету, по управлению и конструкции трубки, а также по системе сбора пыли. По последнему параметру пылесосы можно разделить на пылесосы сухой уборки, моющие пылесосы, а также пылесосы с системой «тайфун».

Самыми распространенными среди пылесосов для сухой уборки являются баллонные и вертикальные. В свою очередь, баллонные пылесосы делятся на компактные (5-7 кг), ручные и полноразмерные (8-9 кг). Поэтому в зависимости от размера квартиры и объема уборочных работ вы и должны решить, какой пылесос выбрать.

Компактные пылесосы легко передвигать, они удобны для уборки кладовых и шкафов. Стоят относительно недорого. Полноразмерные пылесосы имеют больше функций по сравнению с компактными устройствами, однако они почти вдвое дороже.

Вертикальные пылесосы предназначены для уборки больших помещений. Они лучше, чем баллонные убирают грязь, удобны в использовании, хорошо борются с аллергенами. Но недостатком вертикальных пылесосов считается шумность и громоздкость.

Если вы выбираете моющий пылесос, значит, у вас не будет проблем с полной влажной уборкой помещения. С помощью моющего пылесоса можно мыть полы, окна и даже занавески. Вы без труда справитесь с прочисткой засорившейся раковины или ванны, соберете пролитую жидкость. Кроме того, у вас появится возможность распыления ароматизированных жидкостей.

Однако моющий пылесос не лишен недостатков. Во-первых, такой пылесос крупнее, неповоротливее и тяжелее обычного пылесоса. Во-вторых, после каждого использования моющего пылесоса иго необходимо разбирать, мыть и сушить. Повышенный расход электроэнергии – также существенный недостаток пылесоса этого типа.

Принцип действия моющего пылесоса основан на прохождении пыли через водяные фильтры. Вода с чистящим средством из одного резервуара разбрызгивается под давлением на очищаемую поверхность, а затем всасывается пылесосом и попадает в другой резервуар для грязи.

Пылесосы с системой «тайфун» (или «циклон») – это одна из самых модных современных тенденций. Вся пыль под воздействием закрученного по спирали воздушного потока оседает в пластиковом пылесборнике, который для большего эффекта делают прозрачным.

Циклонический пылесос был сконструирован в восьмидесятых годах прошлого века английским инженером Джеймсом Дайсоном. Однако циклон теоретически не способен задержать больше 96% грязевых частиц. Поэтому в продвинутые переносные модели вставляют дополнительно угольные или НЕРА-фильтры. Последние сделаны из специального пористого материала на основе стекловолокна.

Таким образом, чтобы правильно выбрать пылесос, который станет вашим надежным помощником в борьбе с пылью и грязью, необходимо придерживаться следующей последовательности действий:

Оценить площадь убираемого пространства и частоту уборки;
Определиться с типом пылесоса относительно системы сбора пыли (пылесос для сухой уборки, моющий пылесос или пылесос с системой «циклон»);



Posted by: ikebana 15 Oct 2007, 10:20
djindjidrinji
მე მაქვს LG Cycing 1700W კაი ხანია, 4 წელია მგონი. კმაყოფილი ვარ პრინციპში.
მინუსებს გეტყვი:
1. სამართავი პულტი აქვს ტარზე. სენსორებიანი და ერთი ღილაკი ცოტა შეუსუსტდა ამ ბოლო დროს. რამდენჯერმე სჭირდება დაჭერა.
2. ფილტრი აქვს მრავალჯერადი ხმარების და საჭიროებს რეცხვას. მე ასე 2 თვეში ერთხელ მიწევს გარეცხვა.

ხო, ამას მოჰყვა კიდევ რბილი ავეჯის დასაფერთხი თავი, ვიბრირებს და თან ფერთხავსავით.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 15 Oct 2007, 11:04
ikebana
და რა დაჯდა ეგ სიამოვნება? სად შეიძინე?

Posted by: TimeRider 15 Oct 2007, 11:10
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
позволяющий выполнять уборку сильнозагрязненных площадей - мощность всасывания должна составлять от 300 до 450 кВт .

იმედია შეცდომაა, თორე ასეთ შემთხვევაში ცალკე ელექტრო სადგური დაგჭირდება მტვერსასრუტის მისაერთებლად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხო ნუ ბინის დასუფთავების მერე დენის გადასახადის ასტრონომიულ ციფრებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ biggrin.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 15 Oct 2007, 12:08
TimeRider
ნამდვილად შეცდომაა ვატი უნდა ეწეროს. ყოჩაღ აი როგორი მახვილი თვალი გქონია! გეტყობა შენც საყიდელი გაქვს მტვერსასრუტი ვინაიდან ამ თემაში შემოხვედი. ძირითადად იმ ლოთ მოდერატორს ხარ აყოლილი smile.gif

ისე რაიმეს ხომ არ შემატებდი ჩვენს დისკუსიას მტვერსასრუტებთან დაკავშირებით? ისე აკვარიუმის მტვერსასრუტი თუ არსებობს?

Eagle_one
QUOTE
მე კი ის მაინტერესებს ცოცხს როგორ შეუძლია მQვერი ისე აიღოს როგორც მტვერსასრუტს
თორე შენ გგონია მე დაბადებიდან მტვერსასრუტი მაქვს
სწორედ მაგიტო ვიყიდე ეს მანქანა რო ცოცხით ვერ უმკლავდებოდი ამდენ მტვერს

ბინა გადაცვალე გეტყბოა ისეთ ადგილას ცხოვრობ რომ მტვერია ბევრი, ან ფანჯრები არ გახსნა და დაისვენებ.

Posted by: TimeRider 15 Oct 2007, 12:49
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
გეტყობა შენც საყიდელი გაქვს მტვერსასრუტი ვინაიდან ამ თემაში შემოხვედი.

კი მაქ, და თითქმის ვიცი კიდეც რა უნდა ვიყიდო smile.gif აქ ისე შემოვიხედე, უსაქმობისგან biggrin.gif
QUOTE
ძირითადად იმ ლოთ მოდერატორს ხარ აყოლილი

ეგ რომელია? biggrin.gif თუ ისაა ვიზეც ეჭვი მაქ, მაშინ პირიქით, ის ამყვა მე biggrin.gif
QUOTE
ისე რაიმეს ხომ არ შემატებდი ჩვენს დისკუსიას მტვერსასრუტებთან დაკავშირებით?

რავიცი, კაცია და გუნებაო ხო გაგიგია და კიდე ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდელის ცოლიო, მე ალბათ ისეთს ვიყიდი რო რეცხავს კიდეც და მტვრის ტომარის მაგივრად წყლიანი კონტეინერი რო აქ smile.gif
პლიუს მაგას რობოტის ყიდვაც მინდა, ყოველდღე ტითინ რო ამტვერსასრუტოს და მორეცხოს შემოსასვლელი და სხვა სახლში ყველაზე მეტად მტვრიანი ადგილები smile.gif
აი ეს http://www.irobot.com/sp.cfm?pageid=128

Posted by: ikebana 15 Oct 2007, 21:22
Yoshimitsu Fukazawa
კიდობანში ვიყიდე და მაშინ 230$ მივეცი.

Posted by: Natuka NGN 17 Dec 2007, 00:21
ხალხო, ახლა რომ მიდის იმედზე ტვ-მაღაზიაში ხელის მტვერსასრუტის რეკლამა, ხომ არ იცით ვინმემ როგორია? თუ მორიგი ხალხის დაბოლებაა?

Posted by: shelon 3 Jul 2009, 17:52
miele გუდვილში არ იქნება ?? და რა ღირს ხომ არ იცით ?

Posted by: maknatuna 4 Jul 2009, 00:51
გამარჯობათ.
ერთი კვირაა ჩემი მტვერსასრუტი ისეთ ხმას აღარ გამოსცემს, როგორსაც გამოსცემდა და აღარც ისე კარგად ისრუტავს მტვერს. ბოშის ფირმის არის.
ეშველება რამე თუ გადავღებო? user.gif

Posted by: camomle 4 Jul 2009, 05:46
http://www.samsung.com/ru/consumer/detail/detail.do?group=homeappliances&type=vacuumcleaners&subtype=bagged&model_cd=VCC8340H3R/XEV

ეგა მაქვს

ნარმალნო რა

Posted by: cheshire cat 4 Jul 2009, 14:12
მე კიდე დამტანჯა ამ მტვერსასრუტწების წმენდამ.
მქონდა პაკეტიანი, რომელსაც ერთჯერადიც უკეთდებოდა და მუდმივი - გასარეცხი.
წმენდის დროს მთელი მთვერი ზედ მქონდა.
მერე ვიყიდე კონტეინერიანი
მაგრამ იმდენი ფილტრი აქ გასარეცხი თვეში ერთხელ მაინც რო ეგეც ტანჯვაა.
მე მტვერზე ალერგია მაქვს
და ხელზე რო მხვდება მაყრის.
ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიყიდდი წყლისას, მაგრამ აქ ვერ ვნახე.
და ისიც არ ვიცი ხეირიანად იმას რა ფილტრები აქვს კიდე გასარეცხი.
ნეტა მოიგონონ რამე ისეთი, რასაც ყველა დეტალი ექნება პლასტმასის.
რო შეუშვირო წყალს და გაატანო შოორს შოოორს
მოუსვლელში და მოუბრუნებელში
როგორც ზღაპრებშია

Posted by: PoderShileno 28 Oct 2009, 13:18
ვის გქონიათ"მოიუში" მტვერსასრუტი და რა პრინციპით მუშაობს? იქნებ დაწეროთ თქვენი გამოცდილება

Posted by: busa-tamu 29 Oct 2009, 00:12
Dr_Zuzumbo
სად შეიძლება MIELE 5780 ყიდვა და რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: DMachavariani 29 Oct 2009, 19:37
კერხერი მგონია . რომ ძაან მაგარი იქნება როგორც სხვა დანარცჰენ პროდუქციაში ხოდა მტვერსასრუტის ფასები ხომ არ იცით? karcher.ge არ არის მითითებული sad.gif






Posted by: CDMA 29 Oct 2009, 23:05
ზევით ASIC წერს რო 365 ლარიდანო და....

smile.gif

მე ჩემით გადავაკეთე 1800ჭ -იანი უბრალო ბეკო თავის წყლის ფილტრებიან და ამბებიან მოდელად smile.gif

Posted by: Anie 18 Apr 2010, 14:53
მტვერსასრუტის Panassonic ტომრის ყიდვა მინდა (სადაც მტვერი გროვდება)
და სად ვიყიდი და რა ღირს? baby.gif

Panassonic MC-E962 აი ესეთი ტომარა მინდა

user posted image

Posted by: kriketi-1985 18 Apr 2010, 16:18
უხმო მტვერსასრუტი არ არსებობს, ხალხნო? sad.gif

Posted by: zura198630 18 Apr 2010, 16:37
კია არსებობს სამსუნგის აი ეს მოდელი ფაქტიურად არ აქ ხმა http://www.samsung.com/ru/consumer/home-appliances/vacuum-cleaners/bagless/VCC9560H3K/XEV/index.idx?pagetype=prd_detail&pid=ru_vacuumcleanerstype_keyvisual1_sc9560_20100319 რავი მე მაქ თურქეთიდან ჩამოტანილია აქ არ ვიცი არის თუ არა

Posted by: Anie 18 Apr 2010, 16:40
კი, არსებობს
ყრუებისთვის biggrin.gif


QUOTE
მტვერსასრუტის Panassonic ტომრის ყიდვა მინდა (სადაც მტვერი გროვდება) და სად ვიყიდი და რა ღირს?


Posted by: ZIGNET 18 Apr 2010, 21:16
LG, only LG!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ketochka 19 Apr 2010, 17:43
თუ არის ისეთი მტვერსასრუტი რომელიც იატაკს რეცხავს? და რა ღირს

Posted by: kah-001 20 Apr 2010, 01:24
QUOTE
თუ არის ისეთი მტვერსასრუტი რომელიც იატაკს რეცხავს? და რა ღირს


კი არის,თვენ რამდენს გადაიხდით??

Posted by: iza 20 Apr 2010, 11:10
ულა ლა ლააააააა.

მეც მინდა ეგეთი მტვერსასრუტიიიიიიიიიი tongue.gif

Posted by: nita 20 Apr 2010, 16:17
QUOTE
ულა ლა ლააააააა.


ეს ახალი საფირმო ნიშანია?? lol.gif lol.gif

Posted by: Globus 21 Apr 2010, 17:52
სამსუნგის მტვერსასრუტის ფილტრებს სად ვიყიდი თბილისში, ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Lotosi 10 May 2010, 19:08
რომელი ფირმის მტევრსასრუტს მირჩევთ? kirby-სავით ძვირიც , რომ არ იყოს
და კონტეინერიანი ჯობია, თუ ტომარიანი?
* * *
http://www.youtube.com/watch?v=kxODEaBQ3C4&feature=player_embedded#!

biggrin.gif

Posted by: baksona1980 6 Jul 2010, 23:19
მე ვიყიდე სულ ახლახანს ბოშის მტვერსასრუტი BOSCH BSG81266 1100-1200w კორპუსზე არაფერი აწერია შეწოვის ძალის და ა.შ.შ სანამ ვიყიდდი ვკითხე biggrin.gif მავანთ და ყველამ მირჩია,ნეტში ვნახე მონაცემები და 360w უწერია შეწოვის ძალა.ეს არის შედარებით ახალი ტიპის პილასოსი რომელიც ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს მაგრამ სამაგიეროდ საქმეს ისევე აკეთებს კარგად როგორც 2400-2200 w -იანი მისი ძმები ენერგომონსტრები biggrin.gif მაგრამ ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ღირს,პროდუქცია გერმანულია და ღირს 599 ლარი ნუ 600 ლარი რა!( სახლში ძლივს გადავურჩი ჩემებს.. biggrin.gif )

Posted by: tamuna2010 30 Jul 2011, 14:14
LG-ს ერთჯერადი მტვრის ტომრები (თუ რაც ქვია), ქაღალდის რომ არის სად იყიდება თუ იცით? რა ღირს? smile.gif

Posted by: w01f 20 Aug 2011, 19:42
მე 1 წელი მაქ ნაყიდი ალბათ ყველაზე მაგარი ტომრის მტვერსასრუტი
Philips FC9174 2200W,შეწოვის ძალა 500W!!!

amazon.com ზე ვიყიდე ძალიან იაფად მაგისი ტომრები.
ketochka
არ გირჩევ.

Posted by: chupa82 14 Dec 2011, 11:22
მაჩუქეს მტვერსასრუტი ტომრიანი,სად ვიყიდო ერთჯერადი ტომრები? და რა მაინტერესებს ეს ტომრები სტანდარტულია? რომ გამოვიწერო ამაზონიდან როგორ შევარჩიო ან მივხვდე რომ მოერგება ბოშის მტვერსასრუტს?

Posted by: Natia_N_N 20 Dec 2011, 14:56
მოკლედ მაინც ვერ გავიგეთ რომელი მტვერსასრუტი ჯობს? smile.gif მინდა ძლიარი შეწოვით და |"უმეშოკო", აი მტვერი რომ კონტეინერში დაგროვდეს, ბოლობოლო რას მირჩევთ, ვიყიდო უნდა სანამ საახალწლო სეილებია biggrin.gif

Posted by: Lady_Bird 21 Dec 2011, 12:42

Natia_N_N
მე მაქვს ფილიპსის მტვერსასრუტი ერთჯერადი ტომრებით, აგერ უკვე 15 წელია გვემსახურება ყოველგვარი პრობლემების გარეშე.... და რა ვიცი რა გითხრათ. შეიარე ფილიპსის მაღაზიაში, ვაჟას დასაწყისშია ქაშ-ქაშის გვერდით იქვე, იქნებ მოგეწონოს რამე

ისე ამაზონზე გამახსენდა შევიხედავ იქ რა ღირს ეს ტომრები იქნებ იქიდან გამოწერა ჯობს.



Posted by: ბესიკის26 17 Jan 2012, 16:15
გუშინ ჩვენს ოჯახში, ხანგრძლივი(10 წელი) და ნაყოფიერი ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა მტვერსასრუტი "ბრაუნ" 2000ვტ sad.gif
გარდაცვალების მიზეზი- ბანალური: იმპელერის დამაფიქსირებელი ქანჩი მოეშვა და დაამსხვრია შიგთავსი ...


მოკლედ ,სასწრაფოდ მინდა უ-ტომარო მძლავრი მტვერსასრუტი, თან კონტეინერს არ უნდა ქონდეს შიდა ქაღალდის ფილტრი...

ბიუჯეტი -200-250 ლარი...

მირჩიეთ რამე PLEASE ,ოღონდ ქართული ბაზრიდან...ამაზონი და იბეი არ მინდა ...

Posted by: irakliru 22 Jan 2012, 12:32
პილასოსებში რომელი ფირმა ჯობია?

Posted by: nutria-113 17 Oct 2013, 18:19
http://ee.ge/?m=268&cat_id=1190&pid=7401&BOSCH+BGS31800

http://ee.ge/?m=268&cat_id=1190&pid=6935&BOSCH+BGS42211

320ლ ვს 540ლ

სიმძლავრეში 400 ვატია სხვაობა და ფასში ამხელა სხვაობა რატოა იცის ვინმემ?

Posted by: basti-bubuuu 8 Sep 2015, 15:55
https://www.twingo.ge/index.php?m=offers&id=3108

ასეთი მტვერსასრუტები ნეტა ისრუტავს მართლა რამეს?

Posted by: ChioChioSan 15 Feb 2016, 13:54
basti-bubuuu
მეც ეგეთი მინდა და ვერ ვნახე ვერავინ რომ გამოცდილი ქონდეს.
რუსულ საიტზე რომ წავიკითხე, სამსუნგი არ ვარგა. პანასონიკი ჯობსო

Posted by: tikusha 19 Feb 2016, 08:20
ChioChioSan
მე ჰიტაჩის მაქვს

ძაან სერიოზულია

Posted by: mimithecat 26 Feb 2017, 10:34
მტვერსასრუტის ჯაგრისები იყიდება სადმე აქ? გამოწერა და ლოდინი მეზარება.
და კიდევ, ერთჯერადი ტომრები, ოღონდ ბიოდეგრარირებადი (ეღირება ალბათ მილიონი sad.gif)

Posted by: enemja1 27 Jun 2017, 22:43
მეგობრებო სამსუნგის მტვერსასრუტი 1800 იანი ვის გაქვთ ,ვარგა? 3 თვის ნაყიდია და იაფად მაძლევენ

Posted by: ABABUA 8 Feb 2018, 13:09
დღევანდელ თბილისის ბაზარზე რომელია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ოჯახისთვის? ნუ დაიზარებთ. შეგვაწიეთ ორი სიტყვა smile.gif

Posted by: Capricorn_J 16 Feb 2018, 03:14
მტვერსასრუტის ხელოსნები არსებობენ ? biggrin.gif ჩემმა გადაწყვიტა რომ 1 წლიანი მომსახურების შემდეგ დაიღალა და ღმუის ... biggrin.gif

Posted by: RAO RAO ? 4 Jan 2019, 23:46

სამსუნგის მტვერსასრუტის ჯაგრისი მინდა, სად ვიშოვო? ინფო მჭირება.. smile.gif

Posted by: ივანიჩ 5 Jan 2019, 12:30
RAO RAO ?
1. კიდობანში პირველ სართულზე შეიძლება ჰქოდეთ;
2. ბარახლოვკაზე ნავთლუღში

Posted by: GEORGEXIII 10 Jan 2019, 01:32
ABABUA
https://megatechnica.ge/ge/product/1072/mtversasruti-samsung-vcc4520s3b

ფასიდან გამომდინარე იდეალურია.

Posted by: lilu777 27 Aug 2021, 18:19
გამარჯობა,
იმედია ვინმე შემოიხედავს ამ თემაში.

რა მონაცემები უნდა ქონდეს მტვერსასრუტს ძალიან ძლიერი შეწოვის ძალა , რომ ქონდეს? ხალიჩაზეც კარგად რომ იღებდეს მტვერს?
ყველაზე საუკეთესო როგორი უნდა იყოს ? smile.gif

Posted by: Toots 3 Feb 2022, 13:28
მტვერსასრუტი 500 - 600 ლარში ხო არ იცით რომელია კარგი?
* * *
lilu777
QUOTE
გამარჯობა,
იმედია ვინმე შემოიხედავს ამ თემაში.

რა მონაცემები უნდა ქონდეს მტვერსასრუტს ძალიან ძლიერი შეწოვის ძალა , რომ ქონდეს? ხალიჩაზეც კარგად რომ იღებდეს მტვერს?
ყველაზე საუკეთესო როგორი უნდა იყოს ?

მე როგორც ვიცი მთავარია შესრუტვის ძალა იყოს მაღალი. შესრუტვის ძალა მერყეობს სადღაც 100-დან 500 ვატამდე.
და არანაირად არაა პირდაპირპროროციული ელ. ენერგიის მოხმარებასთან. შეიძლება მაღალი ელ. მოხმარება ქონდეს მაგრამ არ ქონდეს მაღალი შესრუტვის ძალა.
სანქშენ ფოვერია მთავარი. რაც უფრო მაღალია უფრო უკეთესია.

Posted by: ianomiel 11 Mar 2022, 02:29
ის რა გამწარებული წერდა მტვერსასრუტზე.. lol.gif lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)