მოკლედ ვეძებე და ვერსად ვერ ვიპოვე მსგავსი თემა, მოდერ შემინდე მე ცოდვილს თუ არასწორად მიძებნია.
ხოდა რა ხდება ეხლა. ამ სიცხეში მოვახერხე და გავცივდი ხოდა არ ვიცი რა წამლები დავლიო, სახლში ასკოფენი და ლევუმეცინეტი თუ რაღაცა ეგეთი ვიპოვე და რისია აზრზე არ ვარ. და საერთოდ კარგი იქნება თუ ამ თემაში ზოგადად მედიკამენტებზე იქნება ლაპარაკი, რის დროს რა უნდა დალიო, რა წამალს რა გვერდითი ეფექტები აქვს და ა.შ.
ჩემს შემთხვევაში რას მირჩევთ? რა წამალი მივიღო რო ისევ ჩიტივით ვიგრძნო თავი?
მოკლედ 1 დღე სიცხე მქონდა მეორე დღეს სურდო მესამე დღეს ხველა და დღეს ყველაფერი ერთად მაქვს.