#54491472 · 10 Apr 2019, 17:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე, ხშირად დასმულ კითხვებში არის ერთერთი კითხვა: რა შემთხვევაში არ აქვს ფინანსურ ორგანიზაციას უფლება მოითხოვოს მომხმარებლისგან კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო/პირგასამტეხლო? და პასუხია ასეთი: კრედიტის რეფინანსირების ან მომხმარებლის მიერ საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, საკომისიოს/პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს იმ შემთხვევებში, თუ:
• ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; • კრედიტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით; • კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით; • კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება იმ მიზეზით, რომ მომხმარებელი არ ეთანხმება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს.
აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ პერიოდში გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებზე, მიუხედავად იმისა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში როგორ მოხდა ხელშეკრულებაში აღნიშნული საკითხის დარეგულირება.
ვინმეს თუ შეუძლია მითხრას რომელ კანონზე თუ წესზე დაყრდნობით არის ასეთი პასუხი და სად მოვიძიო ასეთი დოკუმენტი?
--------------------
მთავარია ძუძუ
|