#54378624 · 17 Mar 2019, 09:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shamugiashvili კი, სრული სიმართლეა. მე ომიდან დაბრუნებულს, ომში ისევ დაბრუნების პირობად მიმაჩნდა, რომ არსებული რეალობა უნდა კარდინალურად შეცვლილიყო დისციპლინის მიმართულებით. ჩემი ნათესავებისთვის, რომელთაგან რამდენიმე ომში წავიდა და მე მეკითხებოდნენ წინასწარ ამბავს, ნათქვამი მაქვს, ახლა ყველაზე საჭირო საქმე მილიტარი პოლის-მა უნდა აკეთოს და 2 ჯერ უფრო ეფექტური გახდება ქართული ჯარი მეთქი.
წარმოიდგინე რამხელა საცოდაობაა, ადამიანი საკუთარი გადაწყვეტებით ომში მიდიხარ, და იქ ბარდაგი გხვდება, ერთი კვირა არავინ გკითხულობს ვინ ხარ, მეორე კვირას გიშვებენ კონკრეტულ პუნქტში ერთი მჭიდის ამარა და გივიწყებენ და შენ იქ რას ხედავ, კიდევ ცალკე საკითხია.
სომხებს რაც შეეხება, რისკავდნენ, გადმოდიოდნენ გუმისთის გადაღმოდან და გვიყვდბოდნდნ, თუ სად ჭრიდნენ აფხაზები და რუსები გზას ტყეში, 2 შემთხვევა პირადად მაქვს ნანახი. მანამდე გაგრიდან მთებში დაკარგულები ბევრი შეიფარეს და სამშვიდობოს გამოაცილეს, თბილისელი სომხები ჩვენ ჯარში ცალკე საკითხია. ერთი ჩემთან ახლოს მოკვდა, მეორემ გადამარჩინა.
რაც შეეხება 20 000-ს. ცოტაა. იმ რელიეფზე და რამოდენიმე ფრინტის პირობებში ძალიან. ფრონტი და მოძრავი ფრონტი იყო არანაკლებ 300 კმ. თუ ჩავთვლით, რომ უმეტესობა ჩემსავით ერთი თვე იყო იქ.ცოტაა. გამოდის რომ კონკრეტულ მომენტში ფრონტს ამაგრებდა 1800 ადამიანი.
შემტევ მხარეს ორჯერ მეტი ძალა უნდა ჰქონდეს, ვიდრე დამხვედრს. ომის კანონია. კალაშნიკოვების ხელში დმჭერთა სიმცირემ დავვამარცხა. უკვე აღებული პუნქტები ჩემსავით არიფებს, რეზერვს რომ შეენარჩუნებინა, ხარისხობრივი უპირატესობა გვექნებოდა გადამწყვეტ მომენტში.
This post has been edited by axalirevolucia on 17 Mar 2019, 09:15
|