tornik321თბილისში მხოლოდ 2 ბრენდ-სპა არის, რამდენადაც მე ვიცი.
ერთი არის საზურაო აუზზე, ''კლუბი 71''...
ელემისის ბრენდის სპა არის (სამწუხაროდ ჯაკუზი, საუნა, ორთქლის ოთახი არ აქვთ სპაში. მხოლოდ ერთი, ცივი მოსასვენებელი ოთახი აქვთ. და რამოდენიმე მასაჟის ოთახი თავისი საშხაპეებით. რაღაც კონკრეტული თანხა უნდა დაამატო მასაჟის თანხას ან მასაჟის ფასმა უნდა მიაღწიოს რაღაც კონკრეტულ თანხას, რომ უფლება დაგრთონ აუზში იცურაო ან აუზთან მდებარე საუნებით ისარგებლო. კარგი საუნა აქვთ).
მეორე სპა არის რადისონში, ანა სიმონეს ბრენდის.
დიდი არაფერი, მე თუ მკითხავ.
ერთხელ ვიყავი და მასაჟისტკა მეკაჩავა, რასაც ჰქვია
(ქართულ სერვისში ხომ მოსული პონტია კლიენტს ეკაჩავო და ეძველბიჭო.. თან ქალი მასაჟისტი იყო).
პ.ს. ავალიანებთან ნასწავლი მასაჟის გადასწავლა მოგიწევს იქ რომ ჩახვალ.
სპა-მასაჟს ცოტა სხვა ილეთები აქვს.
მაგრამ მათი სერთიპიკატით ჩვეულებრივ მიგიღებენ დუბაიში.
იქ არ უყურებენ სად აიღე სერთიფიკატი, არ ამოწმებენ.
* * *
neo>ნეო, მე სასტუმროს ვაკანსიები დავწერე, რადგან შიგნიდან ვიცი რა ხდება და როგორ და ა.შ.
არის, რა თქმა უნდა, სხვა ვაკანსიებიც.
ძალიან ბევრი კენძო სკოლა და ბაღია.
შეგიძლია პედაგოგად წახვიდე (თუ შესაბამისი განათლება გაქვს) და გქონდეს მაღალი ხელფასი.
ერთ ეგვიპტელს, რომელსაც მოგვიანებით ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქეობა და 8 წელი ცხოვრობდა ბრიტანეთში - ასწავლიდა ინგლისურ ენას კერძო სკოლაში.
ხელფასი ჰქონდა 1 900$ თვეში.
550$-ად შეგიძლია სტუდიო ბინა იშობო ქირით სადაც გადასახადები და ინტერნეტიც შედის და დანარჩენი გადაანაწილო ყოველდღიურ ხარჯებზე და + გვერდითაც გადადო.
მეგობარი მყავს ყატარში, რომელიღაც ფირმის მთავარი ბუღალტერია (არაბული და ინგლისური იცის) - 5 480$ აქვს ხელფასი თვეში.
შენც შეგიძლია წახვიდე ბუღალტრად - თუ იცი ბუღალტერია და შესაბამისი დიპლომი/სერთიფიკატები გაქვს.
ბანკში შეგიძლია იმუშაო - თუ შესაბამისი განათლება გაქვს.
ავიახაზებში შეგიძლია იმუშაო სხვადასხვა პოზიციებზე(სტუარდესა, აეროპორტის ოპერატორი და ა.შ.).