შემთხვევით წავაწყდი ახლა შენს პოსტს რა საინტერესოა
ზუსტად აღწერე ჩემი 2 თანამშრომელი ბიჭი და ორივე ტყუპებია ზოდიაქოთი.
გოგო ტყუპებს რაც შეეხებათ: სასიყვარულო ურთიერთობა ერთხელ მქონდა ტყუპ გოგოსთან და იქ მას ვერ დავადანაშაულებ,მე ვიღლევე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით....
სხვა გამოცდილება ჩემი ტყუპ გოგოებთნ არის ასეთი-ჩემი და არის ტყუპი,ბიძაშვილიც და რამოდენიმე კლასელი.
ყველა მათგანი კარგი ადამიანია,ნუ მინუსები ყველას გვაქვს,თუმცა რაიმე განსაკუთრებული არ შემინიშნავს...
ეხლა ისევ იმ თემას დავუბრუნდები რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება.
მოკლედ,ახალ სამსახურში ვიყავით 3 ბიჭი და 7 გოგო. ის 2 ბიჭი არის ტყუპები და ძალიან ბევრი საერთო აქვთ კატმატუს მიერ დახასიათებულ ტიპაჟებთან.
გასაგებია კაცი ხარ და გინდა გოგოებს მოსწონდე,მაგრამ ტიპები ისეთ რაღაცებს აკეთებდენ,რომ გული მერეოდა მათ ქმედებებზე...
ყველა გოგოს ხომ უძვრებოდენ,ათას ტყუილს ხომ იგონებდენ და ბოლოს სიგარეტის მოსაწევად რომ გავდიოდით ისე ჭორავდენ იმ საწყალ გოგოებს და რას არ აბრალებდენ... ჩემი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო,როდესაც ერთ გოგოს დასცინეს ზედმეტი კილოგრამების გამო. თან ისეთი ფორმიდ რომ თავი ვეღარ შევიკავე...
არა,მე წმინდანი არ ვარ და ტყულების ისეთი ქსელი შემიძლია გავაბა,იმ ორს ჯიბეში ჩავისვამ,მაგრამ არასოდეს მომიტყუები ქალი იმისთვის რომ ლოგინში მასთან ერთად აღმოვჩენილიყავი და არც არავის ვუმეგობრდები ტყუილებით. ცოტა გამიგრძელდა პოსტი. მოკლედ,ძალიან დაიძაბა ჩვენს შორის ურთერთობა და მუშტი-კრივამდე მივიდა საქმე. საბოლოოდ ალტურიზმა დამღუპა იმ გოგოების გადარჩენა ვცადე,ჰოდა ამათ უპირატესობა ჰქონდათ ჩემთან იმ კუთხით რომ იმ გოგოების თვალში კარგი ტიპები იყვნენ,მე კიდე ახალ მისული ვიყავი და სულაც არ ვცდილობდი მათი გულის მოგებას.
რამოდენიმე დღის წინ მომწერა იმ გოგოებიდან ერთერთმა და მითხრა თუ როგორ კარგად შემიძლია ადამიანებსი შეფასება,როგორც აღმოჩდა იმ ტყუპ ბიჭებს ერთ გოგოსთან მაგრად შეეშალათ და სხვა გოგოებიც მოეგენ გონს
პ.ს ზოდიაქოს არ მჯერა და შარი რომ არ მომდოთ არა მგონია ყველა ტყუპი ბიჭი ეგეთი იყოს,უბრალოდ იუზერი კატმატუს შეფასება ძალიან კარგად მოერგო იმ ორ ადამიანს