მოგესალმებით ახალი სეზონით - ეს იქნება ცვლილებების სეზონი. Top Eleven 2016 სულ მალე (11 თებერვალს) განახლებული ვერსიით წარსდგება.
თუ თქვენ უაკასნკნელი დღეების განმავლობაში შეხვედით თოპ ელევენის სისტემაში, აუცილებლად წააწყდებოდით ინფორმაციას თამაშის განახლებასთან დაკავშირებით.
11 თებერლიდან თამაშის desktop ვერსია ახალი ინტერფეისით იქნება წარმოდგენილი, იგი მობილური ვერსიის მსგავსი გახდება. ცვლიბებები იქნება სანავიგაციო ღილაკების მხრივაც.
ეს იქნება დიდი ცვლილებები მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუყენებია თამაშის მობილური ვერსია და არაა გამორიცხული თავდაპირველად ამ კატეგორიის მენეჯერების დაბნეულობა გამოიწვიოს.
სანამ უშუალოდ განახლებაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ თამაში ამიერიდან ფლეშ ფლეიერის ფლაგინს აღარ გამოიყენებს.
თამაშები შექმნის დღიდან პროგრესისკენ მიისწრაფის. ხარიხის გაუმჯობესების მიზნით ნორდეუსის დეველოპერები მენეჯერებთან ერთად მუშაობენ თამაშის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. აქამდე თუ თქვენი კომპიუტერი 30 წამს ან მეტს ანდომებდა თამაშის ჩატვირთვას ახლა ეს შესაძლოა 2-3 წუთამდე გაგრძელდეს. ვინაიდან ახალი ძრავი სხვა მოთხოვნებით არის წარმოდგენილი და შედარებით დაბალი მონაცემების მქონე კომპიუტერეს თამაშის ჩასატვირთად უფრო მეტი დრო დასჭირდებათ.
ეს შესაძლოა არც თუ ისე კარგი ინფორმაცა იყოს დასაწყისისთვის, მაგრამ ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ დოსკტოპ და მობილური ვერსიები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდეს ამიერიდან.
რაც შეეხება დიზაინი, ის მენეჯერების იმ კატეგორიის გაოცებას გამოიწვევს, რომელთაც ჯერ კიდევ არ უსარგებლიათ მობილური ვერსიით. ეს იქნება აღმაფრთოვანებელი.
რამდენიმე დღის წინ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა თამაშის ახალი ვერსიით და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ბრწყინვალე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
Top Eleven ახალი დესკტოპ ვერსია აი ასეთი იქნება

როგორც ხედავთ ნავიგაციის სისტემა შეცვლილია. იგი ამიერიდან ეკრანის მარცხენა კიდეში იქნება ვერტიკალურად განლაგებული. მიბილურ და დესკტოპ ვერსიებში ნავიგაცია ამიერიდან იქნება ერთსა და იმავე ადგილა, ერთი და იმავე დიზაინით.
თამაშის მთავარი გვერდი სრულიად შეცვლილია. აქ თავს მოიყრის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენი გუნდის გასულ და მომდევნო შეხვედრებთან, ასევე იქნება რამდენიმე სხვადასვხა კატეგორიის სიახლე, რომელსაც თამაშის გაშვების შემდგომ კიდევ უფრო თვალნათლივ დაინახავთ - თუმცა მობილური ვერსიის აწ-უკვე მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული სახის მოულოდნელობა არ იქნება - ვერაფრით გაგაოცებთ ეს ცვლილება.

იქნება სხვადასხვა პატარა სახის ღილაკები, რომლებიც უფრო მეტად გაგიადვილებთ თამაშს, ნავიგაციას და სასურველ გვერდებზე მოხვედრას.


თუ თქვენ აქამდე არ ყოფილხართ მობილური ვერსიის მომხმარებელი შემადგენლობის დასაყენებელი გვერდიც გამოიწვევს თქვენს გაკვირვებსა და დაბნეულობას, თუმცა არ აღელეთ, ყველაფერი კარგად იქნება... მიჰყევით ინსრუქციებს.
არ ინერვიულოთ განახლება მხოლოდ ინტერფეისს შეცვლის და არაფერი ემუქრება თქვენს გუნდს, ტოკენებს, ფულს და სხვა დანაზოგს...
მაშ ასე... დაელოდეთ თამაშის დესკტოპ ვერსიის განახლებას!
წარმატებები ყველას!
მიმაგრებული სურათი