Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > წელის ტკივილი


Posted by: apachi 9 May 2006, 18:50
ხალხო ერთი საცოლშილო წელი მაქს და 1 კვირაა უკე სასტიკად მტკია, მგონი გაციების ბრალია, აბა რადიკულიტი რაფერ უნდა მჭირდებს ამწიწილიით კაცს??

რაცხა მირჩიეთ სასარგებლო და კაი, პარასკებს ყასბეგში მინდა წასლა და ამ გაჩიკინებული წელით სად წაიდე ????

Posted by: Trulala 9 May 2006, 18:58
apachi
ფინალგონი ან რაიმე ეგეთი რადიკულიტის მაზი წაისვი და თბილად ჩაწექი ლოგინში.

Posted by: apachi 9 May 2006, 19:12
Trulala
QUOTE
თბილად ჩაწექი ლოგინში.

!!!!
ოოო სითბო მინდა ახლა მე ზნაჩIთ...

* * * *


აბა გოგოებო ყელაზე მეტი თბილი რომელი ხართ smile.gif)

გამითბეთ ძრუგი smile.gif
QUOTE
ფინალგონი ან რაიმე ეგეთი

ოკა ოკა, სპასოოო...


ერთიკვირა რაღაც მაზს მისმევს დედაჩემი არ ვიცი სახელი, მანჟეტ შემოხვეული დავდივარ ეჰჰჰ დავბერდი გონია!

Posted by: Trulala 9 May 2006, 19:18
apachi
ჰო და სანამ შენც ეგრე არ დაგჭირდა მიხედე საქმეს smile.gif

Posted by: apachi 9 May 2006, 19:23
ერთიკვირა რაღაც მაზს მისმევს დედაჩემი არ ვიცი სახელი, მანჟეტ შემოხვეული დავდივარ ეჰჰჰ დავბერდი გონია!

Posted by: Sosiko 9 May 2006, 19:39
apachi
QUOTE
დავბერდი გონია!

yes.gif
კე ...მაგან იცის...

Posted by: PFU 9 May 2006, 20:49
QUOTE
ხალხო ერთი საცოლშილო წელი მაქს და 1 კვირაა უკე სასტიკად მტკია, მგონი გაციების ბრალია, აბა რადიკულიტი რაფერ უნდა მჭირდებს ამწიწილიით კაცს??

რაცხა მირჩიეთ სასარგებლო და კაი, პარასკებს ყასბეგში მინდა წასლა და ამ გაჩიკინებული წელით სად წაიდე ????

თირკმელები წესრიგში გაქვს? პროსტატა? თბილად ჩაიცვი. სპირტით და ძმრით დაიზილე შალი მოიხვიე წელზე და ასე იარე ერთი 3-4დღე. სასმელს წიწაკიანს მჟავეს და სიცივეს არ გაეკარო. არც გრილი წყალით არ დაიბანო რაც შეიძლება ცხელი წყალი გამოიყენე. არც დიდი სიმძიმეები აწიო ამ დროის მანძილზე და ნელნელა უნდა გაგიაროს წესით... ისე მგონი ყაზბეგსაც ჯობია უარი უთხრა... smile.gif

Posted by: BEKO 9 May 2006, 23:18
apachi

ექიმთან წაი, ექიმთან...............

Posted by: Trulala 10 May 2006, 07:24
apachi
მაინც მაიც, ხო მართლა ხელხემალი გტკივა?

Posted by: zviadcardio 10 May 2006, 09:39
ნიმესილი დალიე. ნიმესილის 1 პაკეტს 100 მლ წყალი დაასხი და დღეში 2ჯერ ჭამის შემდეგ მიიღე.
ამასთან, ფასტუმ გელი ან კაფსიკამი ან ფინალგონი წაისვი დღეში 2ჯერ და რამე ბუნებრივი ქსოვილით (შალი) შეიხვიე. სიცივეს მოერიდე.
უცებ იგრძნობ შვებას!
აბა წარმატებები...

Posted by: apachi 10 May 2006, 12:03
Trulala
QUOTE
მაინც მაიც, ხო მართლა ხელხემალი გტკივა?

არა sad.gif
მგონი ნერის ანება მაქ... ისე საშIნლად მქაჩას როო
zviadcardio
ფასტუმ გელს კი ვისმე მარა შალსაც ვიხე არაფერი მშელის sad.gif
არადა პარასკეს ყასბეგში მივდიოდით 3 დღიანზე და მაგრი ტეხას რო ვერ მივდიარ ამ ოხერი წელი ს გამო sad.gif((

---
უარეს შემთხვეაში რა შეიძლება მჭირდეს ?? (ხერხემალი არ მტკივა) სანამ ექიმთან მიალ თქვენ დამადიაგნოზეთ!

Posted by: Trulala 10 May 2006, 13:41
apachi
ფინალგონი წაისვი და შალის ჯემპრი ან რაიმე სუფთა შალით შეიხვიე წელი მერე დაწექი ლოგინში. ფინალგონი კი კარგად დაგწვავს მარა უნდა მოითმინო. გამოცდილი საშუალებაა.

Posted by: apachi 10 May 2006, 16:10
Trulala
QUOTE
ფინალგონი წაისვი

ხოო ამას ვცდი, ისა
რაცხას რო იწებებენ იმას რა ქვია??? და რა ღირს დაახლოებით თU იცით?

დაწოლას რაც შეეხება სამსახრს რა ჯანდაბა ვუჯო არ იცი sad.gif(

Posted by: Trulala 10 May 2006, 17:45
apachi
QUOTE
დაწოლას რაც შეეხება სამსახრს რა ჯანდაბა ვუჯო არ იცი sad.gif(

ღამე გააკეთე

QUOTE
რაცხას რო იწებებენ იმას რა ქვია??? და რა ღირს დაახლოებით თU იცით?

დედაჩემს ეგ არ ევასება... მოხსნისას უნდა დაისველო ზურგი მგონი და რისკია რომ კიდე გაცივდები...

Posted by: pudelblack 11 May 2006, 02:22
apachi
სანამ ვიცხა გაგათბობდეს ჯობია ჭინჭარი მეირტყა წელზე smile.gif სირიოზულად

Posted by: Mesaplave 19 Jun 2007, 08:04
ესეიგი ვმუშაობ, მიწევს მძიმე რაღაცების აწევა, მაგალითად მაგიდების, ყუთების და ასე შემდეგ, საშინლად მტკივა წელი, ხერხემალი რაა. აი აი რომ ვტრიალებ სადაც ხერხემალი უნდა მოტრიალდეს მაგ დროს ძაან მტკივა, ანუ მთლიანი ტანით როცა ვბრუნავ არა მაგრამ აი უკან რომ მოვბრუნდე.. ეგება მითხრათ რა ვუშველო ჩემ თავს. sad.gif



პს. ვარ ამერიკაში და აქ ექიმი არის ალბათ ერთი 35 კილომეტრის იქით და ისიც ან გეტყვი და ან არა biggrin.gif ხოდა ეგება რამე მეთOდი მითხრათ, ერთI დღე კი დავიძინე ბალიშის გარეშე და კიდე რამე არ არის ?



და ხელებზე მაზოლები მაქ.. და რა ვუშველო ეგება ეგეც მითხრათ sad.gif

Posted by: teo-n@ 19 Jun 2007, 11:53
Mesaplave


ხელებზე არ ვიცი მაგრამ ექიმთან უნდა მიხვიდე აუცილებლად.
წელის გასამაგრებელი ქამრებიც არსებობს მაგრამ ექიმმა უნდა გადინიშნოს რაც გჭირდება იმის შესაბამისად.
სხვა მეთოდი არ ვიცი სამწუხაროდ...

Posted by: Mesaplave 19 Jun 2007, 16:12
teo-n@
ოოკ მადლობა, მაგრამ უფრო ისე მინდა ამ ტერიტორიას ვერ ვტოვებ სლ სამსახურში ვარ... იემდია ინტერნეტით შევძლებ რამის ყიდვას.... მადლობა კიდე

Posted by: ENERGYZER 19 Jun 2007, 16:49
ფასტუმ გელ ! ძაან მაგრა მიშველა მე smile.gif


200 კგ თი ვაკეთებდი შტანგით ამოწევებს და ერთხელ ვიტკინე იმის მერე 2 თვემტკიოდა ხო და ფასტუმ გელი წავისვი თუ არა მეორე დღესვე გამიარა yes.gif

Posted by: REAL M 19 Jun 2007, 18:43
ფასტუმ გელმა თუ არ გიშველა მერე აუცილებლად ნემსების გაკეთება მოგიწევს, მაგალითად ვოლტარენის, ისისც იგივე ჯგუფის არის

Posted by: utilizatori 19 Jun 2007, 22:04
Mesaplave
ცურვა ამაგრებს წელს ძალიან! მარა ეგ თუ დისკი პრობლემაა ექიმის მეტი ვერაფერი გიშველის, ოპერაცია smile.gif

Posted by: revolucioneri 20 Jun 2007, 01:24
მძიმეს აწევა არ არის კარგი! მით უმეტეს ტუ არასწორად ეწევი მძიმეს! კი არ უნდა გადაიხარო და ისე აწიო, არამედ მუხლებში ჩაიკეცო და ისე აწიო რომ ზურგი სწორად გეჭიროს, მოერიდე უცაბედ შემობრუნეასდ და მოზრაობას ამ დროს და ზურგი არ გაანძრიო, სწორად, ტვრიტი ზაან მაღლა არ აწიო, აი წაიკტხე ზუსტად როგორ.
ანუ,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეწევი, ხერხემალი რომ არ დაიზიანო! იმედია დისკი არ დაიზიანე.
When lifting or lowering an object, bend your hips and knees while keeping your back straight. This is known as the "power position". Do not hunch over an object, and never lift with straight legs while bending at the waist.
Never make sharp movements. Lift smoothly!
Never twist your back when moving an object. Move your feet instead!
Do not lift at arms length; always get close to the object.


http://www.sandiego-spine.com/subject.php?pn=tips-healthy-spine-013

Posted by: most wanted 11 Nov 2008, 18:04
ექიმები ხო ხართ არა? თეორიული რჩევები მაინც მომეცით. ( givi.gif )

ვიცი რომ ექიმთან წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ ვერ ვახერხებ ისე ვარ ... თან მარტო მისვლა ხომ არაა იქ მერე დაიწყებენ რენდგენი რამერუმე და მაგას უკვე დრო უნდა. ასე რომ მოდით ვისაც შეგიძლიათ დამეხმარეთ რა... ძალიან გთხოვთ.



რახდება ახლა, დღეს ბოლო წვეთი იყო ( givi.gif ) წელი მტკივა საშინლად.

თქვენ კითხვებით რომ არ გაგაწვალოთ მეთვითონ გეტყვით ყველაფერს.

სავარაუდოდ ამეების ბრალი უნდა იყოს:

1) ბევრი ჯდომა ( ისე-რა მგონია ეს )
2) საერთოდ თავისით განვითარებული დისკოზიო თუ რაღაცეები ( ეს ძალიან ძალიან არ მგონია )
3) როგორც მახსოვს ადრე რამდენჯერმე მოხრა მომიწია ვარჯიშის დროს და იქიდან მოყოლებული მტკივა ( ამიტომ ყველაზე ძალიან ეს მგონია )


მაწუხებს თითქმის 1 წელია, ( როგორც აღვნიშნე თუ სწორად მახსოვს იმ მეტად მოხრის შემდეგ. თუმცა მას შემდეგ ეს მოხრა რამდენჯერმე გამეორდა ) - (დარბაზში ვვარჯიშობ ხოლმე და.. )


ახლა თვითონ სიმპტომები:

მტკივა თითქმის მუდმივად , რამით რომ გავერთობი, ლაპარაკი და ასეთები, ყურადღება გადამაქვს და აღარ მახსოვს, მაგრამ საკმარისია 30წთ. დგომა ამ ჯდომა და უკვე მტკივდება. ( ახლაც მტკივა )

აი ეს არე მტკივა : http://www.physioworks.net/images/lumbar_strains.jpg




ხოდა კიდევ ერთი დეტალი. თუ ვხივარ დიდხანს და მტკივა ხო, რო ავდგები და ზურგით რბილ საწოლზე დავწვები, რამოდენიმე წამი სულ სხვანაირად მტკივა რო მოვდუნდები თითქოს მიჭერს რავიცი...


ერთისიტყვით, დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ რა...

Posted by: Romina 11 Nov 2008, 18:34
most wanted
პირველ რიგში აუცილებლად უნდა მიხვიდე ექიმთან, რევმატოლოგთან მიდი. აუცილებელია მანდ რენტგენი და შეიძლება უფრო მეტიც, MRI მაგალითად. 1 წლის მანძილზე ტკივილთან ხუმრობა არ შეიძლება. ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და უნდა ინახოს ეგ მიზეზი. ეხლაც ვარჯიშობ?

ტკივილის დროებით მოსახსნელად "კაფსიკამის" მალამო ცადე, რო წაისმევ თბილად შეიხვიე, წესით დაგიამებს ტკივილს. მაგრამ ექიმთან უნდა წახვიდე რა smile.gif

Posted by: most wanted 11 Nov 2008, 19:06
Romina
პირველრიგში დიდი მადლობა პასუხისთვის.

1. კარგი, მივალ სხვა რა გზა მაქვს. რევმატოლოგთან? ვიღაცამ ტრამვატოლოგი მითხრა მგონი და...
2. ოჰო ეგ MRI დავგუგლე და რაღაც არ მომეწონა sad.gif
3. არა , ახლა არ ვვარჯიშობ.
4. აი მაგ "კაფსიკამმა" გამახარა ყველაზე მეტად. ხვალვე ვიყიდი. biggrin.gif

გაიხარე!


======

სხვებმაც იქნებ იცოდეთ რამე.

Posted by: agr_bak 12 Nov 2008, 04:21
most wanted
ეს შეიძლება იყოს
რომელიმე ან რამდენიმე მალა
ნერვი
რადიკულიტი
თირკმელი
კუნთი

ან სხვა
ამიტომ ფორუმზე ნამდვილად ვერავინ გიშველის. არც გამაყუჩებელია კარგი გამოსავალი. შეიძლება სულაც რაიმე ანთებითია და ექიმთან არ მისვლით ქრონიკულში გადაგივიდეს.
მოკლედ
ექიმი!

Posted by: spoiler 12 Nov 2008, 17:42
არსებობენ ვერტებროლოგები და სხვა ექიმებთან რატომ უშვებთ?

წინამძღვრიშვილზე ვიცი კარგი ექიმი (რასაც დანიშნავს გამოკვლევას
აუცილებელია, ზედმეტები არ იცის)...

რჩევებს კი დავწერდი მაგრამ არასწორი მიდგომა იქნება...

Posted by: Romina 12 Nov 2008, 18:18
spoiler
ვერტებროლოგი ცალკე ვიწრო სპეციალიზაციად არის? თუ რაიმე სპეციალობის განხრაა? მართლა მაინტერესებს. როგორ უნდა გახდე ვერტებროლოგი? smile.gif

Posted by: daitio 12 Nov 2008, 18:31
ვერ უშველის..
ვერტებროლოგი და იამერი აუცილებელია.
მანუალურ თერაპიის სასტავებზე ნუ აიღებ აქცენტს ჩემი რჩევა იქნება.
იამერი გაიკეთე და მომწერე..

Posted by: n_elo 13 Nov 2008, 13:26
მამაჩემს სულ ტკივა წელი და ვოლტერანს იკეთებს სამი ცალი გაიკეთე ნემსია და ჩიტივით იქნები დამიჯერე

Posted by: diana_nergadze 13 Nov 2008, 13:43
არა ეგრე ადვილი კი არაა ვოლტარელი და დიკლობერლი ჯერ ერთი ძნელად იწოვება, მერე დროებითია და თუ ოსტეოხონდროზი და დისკოზია მაინც არ უშველის მასაჟების მეტი... არ შეიძლება წარა-მარა ამ არასტეროიდების კეთება... საკუთარი გამოცდილებით ვამბობ.

Posted by: daitio 13 Nov 2008, 15:15
მასაჟიც დროებითია და აშიშვლებს დაზიანების ზონას..
მაგ დროს ანალგეტიკ-გელს ხმარობენ და დროებითი ეფექტია..
მითუმეტეს ვერავინ ვერ გათვლის რა ძალით უნდა დააწვე..
არ აქვთ სამედიცინო განათლება
ბევრი მინახავს მალების გაბზარვა-მოტეხილობის მქონე..
დაანებეთ რა ამ ექიმბაშებთან სიარულს.. მოკლევადიანი ეფექტია და მუდმივად მიბმული ხარ ამ ექიმბაშ-მასაჟისტზე
ნევროლოგ, ვერტებროლოგებთან წადით ჯობია

Posted by: most wanted 14 Nov 2008, 09:47
ძაალიან დიდი მახლობა ყმელას მინც გამომეხმაურა. ახლა ტელეფონიდან მარ და ბემრს მერ დამწერ.


ერთისიტყით ახლა ტომიგრაფია უნდა გამიკეთო და ეგ ხომ არაა ემერაი?daitio

Posted by: daitio 14 Nov 2008, 12:00
most wanted
არა, ემერაი მაგნიტო რეზონანსული კვლევაა გადაიღე და დამიPმე..

Posted by: most wanted 14 Nov 2008, 14:10
daitio
ახლა მოვედი სახლში.
მაგნიტო რეზონანსული იყო თუ სხვა ტომოგრაფია არ ვიცი, მაგრამ რაღაც დიდში შემაძვრინეს . biggrin.gif
აი ასეთსში დაახლოებით http://www.scandirectory.com/blog/chris_closed_MRI.jpg

ხოდა იმ ქალმა მერე მითხრა რომ დისკები და ასეთი რამეები წესრიგში მაქვს, ერთისიტყვით ხერხემალი წესრიგში აქვსო მამაჩემს უთხრა. დანარჩენზე ნევროპათოლოგს მიაკითხეთო.


მაგრამ, პასუხი საღამოს იქნებაო. ხოდა მოიტანს მამაჩემი სახლში და მოგიპიემებ daitio.
დიდი მადლობა wink.gif

Posted by: diana_nergadze 14 Nov 2008, 17:49
მე პირადად ნევროლოგმა გამგზავნა მასაჟისტთან smile.gif
პრობლემას გააჩნია და ამ პრობლემის სირთულესაც
ყველას ნდობა არ შეიძლება. თორემ მასაჟი მკურნალობა არ არისო ამას ნუ იტყვით უბრალოდ შედარებით ხანგრძლივი პროცესია და მერე ვარჯიშიც საკმარისია... ადამიანი წესით რამე რომც არ აწუხებდეს ისეც უნდა ვარჯიშობდეს მაგრამ ამის კულტურა არ გავქვს ( ყოველ შემთხვევაში მე)

Posted by: spoiler 15 Nov 2008, 00:49
QUOTE
ნევროლოგ, ვერტებროლოგებთან წადით ჯობია


ნამდვილად! ხომ გეუბნებოდი...

და ავტობუსში გაგონილ დანიშნულებებს ნუ ენდობი...
ან მეზობლის "საპოჟნიკს" რაც მოუხდა, ის შენ არ მოგიხდება...

მხოლოდ სპეციალისტებს ენდე...

Posted by: Romina 15 Nov 2008, 09:59
diana_nergadze
QUOTE
არა ეგრე ადვილი კი არაა ვოლტარელი და დიკლობერლი ჯერ ერთი ძნელად იწოვება, მერე დროებითია და თუ ოსტეოხონდროზი და დისკოზია მაინც არ უშველის მასაჟების მეტი..

ანთების საწინაღმდეგო არასტეროიდული საშუალებები არჩევის პრეპარატია ოსტეოართროზის გამწვავების დროს და კარგად მოქმედებს უმრავლესობაში. მასაჟი არაფრით არ შეიძლება სანამ მწვავე სტადიაა, პირიქით დაამძიმებს მდგომარეობას. მერე ნამდვილად ეფექტურია და წელიდაში 3-ჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს ხოლმე პაციენტმა, თან ქონდროპროტექტორები უნდა მიიღოს.
most wanted
QUOTE
მაგნიტო რეზონანსული იყო თუ სხვა ტომოგრაფია არ ვიცი, მაგრამ რაღაც დიდში შემაძვრინეს . 

smile.gif პირდაპირ გამოკვლევა გაიკეთე თუ ექიმმა გაგიშვა?

Posted by: most wanted 15 Nov 2008, 10:26
spoiler
გმადლობ! მასეც ვაკეთებ. wink.gif


Romina
ექიმთან მივედი ავუხსენი რა მტკიოდა ,როგორ და მითხრა რო გავიკეთოთო... მერე მითხრა რო ხერხემალი წესრიგშიაო და დანარჩენი უკვე ნევროპათოლოგის საქმეაო.
ხო, აქ დამავიწყდა მგონი თქვმა, გარკვეული პერიოდი მუხლებში რაღაც ჩაბუჟების შეგრძნება მქონდა , ხანდახან დილაობით კიდევ მაქვს ხოლმე. არ ვიცი წელის ბრალია თუ უვარჯიშობის. smile.gif

პ.ს. გუშინ ვერ ავიღე პასუხი და ორშაბათს მექნება.


Romina
გმადლობ ყურადღებას რო იჩენ. wink.gif

Posted by: spoiler 15 Nov 2008, 12:58
QUOTE
გუშინ ვერ ავიღე პასუხი და ორშაბათს მექნება.


იქნებ შეგვატყობინო...

Posted by: most wanted 15 Nov 2008, 14:20
spoiler
აუცილებლად! wink.gif


__

Posted by: diana_nergadze 15 Nov 2008, 20:18
Romina


მერე ვინ თქვა გამწვავების სტადიაში გაიკეთე მასაჟიო... უბრალოდ ბევრი ვიცი ატკივდებათ წელი და ირჭობენ ამ ვოლტარელს ყოველ წამოტკიებაზე მაგას კი ჯობია თუნდაც სამჯერ წელიწადში მასაჟი და ვარჯიში

Posted by: normana 21 Feb 2009, 16:21
ე.ი. 6 თვეა დავდივარ აუზზე. ვცურავ დღეში კილომეტრს და ბრასით. ნელ-ნელა შევატყე წელის ტკივილი სკამიდან ადგომის დროს.წელში გამართვა მიჭირს თითოს. სხვა დროს - სიარულის, ჯდომის, წოლის და რაც მთავარია ცურვის დროს არ მტკივა.აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ 2 კვირა არ მივლია აუზზე, არ ვიყავი თბილისში... და ისევ გრძელდება ასეთი ტკივილი

ძალიან მეზარება ეხლა ანალიზები. ნუთუ ბრასით ცურვას უნდა დავაბრალო?
ერთი ადგილი მტკივა მარცხენა მხარეს (კუნთი) და ერთი ”ძვალი” ხერხემალთან

ხველების, ცემინების და სხვა მოძრაობის დროს - არაფერი

Posted by: Tammy80 22 Feb 2009, 00:53
ეხლა ჩემ პრობლემას დავწერ:

ამ ბოლო დროს ღამე მტივდება წელი ძილის დროს, დღე არ მაწუხებს და რისი ბრალი უნდა იყოს?

ადრე მუცელზე წოლა ძალიან მიყვარდა და მაგასაც ვეღარ ვახერხებ, დისკომფორტი მაქვს და დიდხანს ვერ ვჩერდები. user.gif

2 წლის წინ გავიკეთე გაუმტკივარება მშობიარობის დროს და შეიძლება მაგის ბრალი იყოს? გამიგია, რომ იცის წელის ტკივილები, მაგრამ უკვე 2 წელზე მეტი გავიდა. sad.gif

Posted by: daitio 22 Feb 2009, 11:01
Tammy80
MRT გადაიღე მაინც.. და მიდი მორკინალთან სპინალური დეკომპრესიის ცენტრში.

Posted by: Tammy80 23 Feb 2009, 01:17
daitio

დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: Homo`Sentimentalis 26 Feb 2009, 17:38
მგონი ჩემი თემა აღმოვაჩინე smile.gif

მოკლედ, ფორუმელი ექიმების კონსილიუმის აზრი მაინტერესებს...

დაახლოებით 4-5 წლის წინ ავწიე მძიმე ყუთი წიგნებით..იმის მერე დამეწყო ქრონიკული რადიკულიტი: ვერ ვიხრები, დიდხანს ვერ ვზივარ ერთ პოზაში, რომ ვწვები ათი წუთი მტკივა წელი, რადგანაც მოხრილი აღარ ვარ და ასე შემდეგ...

ვიყავი დაახლოებით 7 ნევროპათოლოგთან, 3 ტრავმატოლოგთან, 15 მასაჟისტთან (მანუალისტის გარდა) გადავიღე რენტგენები,,,,ვსვი თითოეულის მიერ დანიშნული წამალი (მიუხედავად იმისა, რომ მიზეზს ვერ მიდგენენ, წამლებს ზრდილობის გულისთვის მაინც მინიშნავენ...ექიმები არიან და რამე ხომ უნდა ქნან...) Nრაოდენობით...

ამოვარდნა არ გქვს მალისო...ნერვის ბრალი არ არისო....არც ორსულად არ ვარ აშკარად წელი რომ მტკიოდეს და არც 80 სთვის ჯერ არ გადამიბიჯებია ბებერი ძვლების ბრალი რომ იყოს... ხოდა...რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით და ვის მივმართო ამჯერად? (მგონი მარტო ოკულისტი და სტომატოლოგი დამრჩა tongue.gif )



Posted by: daitio 26 Feb 2009, 23:20
Homo`Sentimentalis
სურათი გადაღებული გაქვს და არაფერი გამოჩნდა?

Posted by: Homo`Sentimentalis 27 Feb 2009, 10:55
daitio
ნუ, იმის გარდა, რომ თურმე ხერხემალი მქონია თავის მალებიანა, არაფერი sad.gif

Posted by: lizofobi 27 Feb 2009, 11:01
Homo`Sentimentalis
და გინეკოლოგი, ოტოლარინგოლოგი, იმუნოლოგი, ორთოპედი, გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი და ჰომეოპათი givi.gif

Posted by: daitio 27 Feb 2009, 13:51
Homo`Sentimentalis
ქრონიკული წელის ტკივილია..

მორკინალის გვერდითაა ხერხემლის პათოლოგიების ცენტრი. მანდ დგას DRX 9000 სპინალური დეკომპრესიის აპარატი. წესით რამდენიმე პროცედურაში უნდა მოგიხსნას

Posted by: Homo`Sentimentalis 27 Feb 2009, 16:13
daitio

ანუ სპეციალურ ვარჯიშების ან მანუალისტთან მისვლის მაგივრად ჯობია ამ აპარატით ვცადო? დასხივების გზით ხსნის ტკივილებს? ალბათ ეგეც დროებითია ხომ?


ძალიან დიდი მადლობა ჩემი და დედაჩემის სახელით (ამ წელის გამო სახლში ვერაფერში ვეხმარებოდი და.. smile.gif )

Posted by: daitio 27 Feb 2009, 19:00
Homo`Sentimentalis
არა რა დასხივება. სპინალურ დეკომპრესიას აკეთებს. არა დროებითი არაა ნამდვილად. მკურნალობის შემდგომ წელის ტკივილი დაივიწყე.
თუ კიდევ რამე გაინტერესებს დეტალურად PM-შიsmile.gif

ვარჯიში და მანუალური თერაპია შესაძლოა იმის საბაბი გახდეს რომ საოპერაციოდ გაეშურო უახლოეს მომავალში. (დაზიანების ზონის გაღრმავება, კუნთის გაგლეჯა)

Posted by: allegro 27 Feb 2009, 19:57
QUOTE (Homo`Sentimentalis @ 26 Feb 2009, 17:38 )
მგონი ჩემი თემა აღმოვაჩინე smile.gif

მოკლედ, ფორუმელი ექიმების კონსილიუმის აზრი მაინტერესებს...

დაახლოებით 4-5 წლის წინ ავწიე მძიმე ყუთი წიგნებით..იმის მერე დამეწყო ქრონიკული რადიკულიტი: ვერ ვიხრები, დიდხანს ვერ ვზივარ ერთ პოზაში, რომ ვწვები ათი წუთი მტკივა წელი, რადგანაც მოხრილი აღარ ვარ და ასე შემდეგ...

ვიყავი დაახლოებით 7 ნევროპათოლოგთან, 3 ტრავმატოლოგთან, 15 მასაჟისტთან (მანუალისტის გარდა) გადავიღე რენტგენები,,,,ვსვი თითოეულის მიერ დანიშნული წამალი (მიუხედავად იმისა, რომ მიზეზს ვერ მიდგენენ, წამლებს ზრდილობის გულისთვის მაინც მინიშნავენ...ექიმები არიან და რამე ხომ უნდა ქნან...) Nრაოდენობით...

ამოვარდნა არ გქვს მალისო...ნერვის ბრალი არ არისო....არც ორსულად არ ვარ აშკარად წელი რომ მტკიოდეს და არც 80 სთვის ჯერ არ გადამიბიჯებია ბებერი ძვლების ბრალი რომ იყოს... ხოდა...რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით და ვის მივმართო ამჯერად? (მგონი მარტო ოკულისტი და სტომატოლოგი დამრჩა tongue.gif )

ისე მაინც გინეკოლოგის კონსულტაციაც არ გაწყენდა yes.gif

Posted by: nika1992 28 Feb 2009, 01:41
მაგას უნდა მასაჟისტთან მისვლა და ის ეტყვის

Posted by: daitio 28 Feb 2009, 04:41
QUOTE (nika1992 @ 28 Feb 2009, 00:41 )
მაგას უნდა მასაჟისტთან მისვლა და ის ეტყვის

რომ ამ დროს თავზე ყვავმა არ უნდა გადაიფრინოს და მგლის ქონი უნდა მოახარშოsmile.gif

Posted by: most wanted 1 Mar 2009, 14:54
რა მაინტერესებს ახლა.

1 წელზე მეტი ხანი მტკიოდა წელი საშინლად, თითქმის გამუდმებით... მთელი დღის განმავლობაში. მაგის გამო აღარაფრის ხალისი აღარ მქონდა


დაახლოებით 2 თვის წინ წავედი იმერზე თუ რღაცაზე, მაგნიტორეზონანსულ კვლევაზე. ეგ გადავიღე, მითხრეს რომ არაფერი არ მჭირს,ნევროპათოლოგთან მირჩიეს მისვლა, მაგრამ მე-2 დღიდან წელის ტკივილს არ შევუწუხებივარ...

ეგეთი რამე ჯდება ნორმებში? biggrin.gif



Posted by: baby_boo 19 Dec 2009, 19:18
აუ ძალიან მტკივა წელი : ( ( რისი ბრალი ვერ გავიგე , ყველაფრის ანალიზი გავიკეთე, თირკმლებიც გამოირიცხა , არადა მუდმივად მაქვს ეს პრობლემა , უმიზეზოდ ამტკივდება ხოლმე და მერე თავისით ყუჩდება , სუსტი წელი გაქვსო, ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე , რა ვქნა sad.gif(

Posted by: mamamama 19 Dec 2009, 20:42
მედი აკეთებს მალებსშორის თიაქარის ლაზეულ ოპერაციებსო.. ვინმემ ხომ არ იცით დეტალები?

Posted by: zura1992 30 Dec 2009, 23:50
გამარჯობათ,
ამ განყოფილებაში არასდროს შემოვსულვარ მაგრამ როცა დამჭირდა ვიპოვე smile.gif

მოკლედ მიახლოებით 3 დღის წინ ცხენიდან გადმოვარდი და დავეცი ზურგზე მარცხენა მხრით ასფალტზე როგორც მითხრეს უბრალოდ კუნთი გექნება დაჭიმულიო მაგრამ მგონია რომ ძაან გამიგრძელდა თუ ვინმეს შეუძლია დამეხმარეთ ან თუ ვინმეს გამოგიცდიათ დამამშვიდეთ მაინც wink.gif

Posted by: kriketi-1985 31 Dec 2009, 00:30
გამომიცდია, რავა არ გამომიცდია biggrin.gif ერთი კვირა ძლივს დავდიოდი, მეც წელით დავეცი და კარგა ხანს ვერ ავდექი sad.gif მაგრამ მერე მომირჩა, თითქოს მერეც შემახსენებდა ხოლმე თავს ტკივილი....... რამე წესრიგში არ მაქვს ვითომ კვლავ??

Posted by: LUKA-BRAZI 31 Dec 2009, 00:31
QUOTE (zura1992 @ 30 Dec 2009, 23:50 )
გამარჯობათ,
ამ განყოფილებაში არასდროს შემოვსულვარ მაგრამ როცა დამჭირდა ვიპოვე smile.gif

მოკლედ მიახლოებით 3 დღის წინ ცხენიდან გადმოვარდი და დავეცი ზურგზე მარცხენა მხრით ასფალტზე როგორც მითხრეს უბრალოდ კუნთი გექნება დაჭიმულიო მაგრამ მგონია რომ ძაან გამიგრძელდა თუ ვინმეს შეუძლია დამეხმარეთ ან თუ ვინმეს გამოგიცდიათ დამამშვიდეთ მაინც wink.gif

რახან აქ პირველად ხარ, შევაერთებ შენს თემას უკვე არსებულთან. სხვა დროს კატალოგით იხელმძღვანელე.
http://forum.ge/?showtopic=33777430&view=findpost&p=6973136
http://forum.ge/?f=43&showtopic=33746527

Posted by: utilizatori 31 Dec 2009, 02:43
zura1992

არ გინდა სტაციონარში მიხვიდე
რენტგენი გადაიღო და რამე?

Posted by: what 3 Jan 2010, 15:09
წელის ტკივილის რაღაც ქამრები არსებობს როგორც ვიცი და სპეციალურად კერავენ როგორც ვიცი და შეგიძლიათ დამეხმაროთ მაგის მოძებნაში? აფთიაქში ვიყიდე ის ქამარი მაგრამ მალე დაიჩორთა და მითხერს შეაკერინეო უფრო გამძლეაო და სად შევაკერინო??????

Posted by: beqarugby 20 Jan 2010, 21:59
ვინმემ გტხოვტ მიტხარით რა გირს ერტი პროცედურა DRX 9000 სპინალური დეკომპრესიის აპარატის ,უკვე მეორე ცელია მტკივა წელი ტავიდან მალები ხრასუნობდა მერე გვერდებში მტკიოდა ,ეხლა მალე ვიგლები და ვარჯიშის დროს მტკივდება და ვჩერდები ,არადა სპორტიტი ვარ დაკავებული ბავშობიდან ,და მიჭირს სპორტის გარეშე ცხოვრება .რენტგენები გადავიგე მალები კარგად არის ,ზურგზე კუნტები რომ არის მალებტან გვერდიტ ის მტკივა ,არანაირი სხივები ან რამე ეგეტი არ გამიკეტებია არ არის მიზანშეცონილიო ,უბრალოდ ასე ცელის ტკივილიტ გავაგრდზელე ვარჯიშები და ვარ ,3 ნემსი გავიკეტე შვეიცარიულო ვოლტარენი მარა საერტოდ არ მიშველა ,გამახურებელი საშუალებებმაც ა რმიშველა , 6 ტველა ლეიბის კვეშ დიკტი ამოვიდე და ვცევარ ისე ,დარცმინებული ვარ ეგ DRX 9000 სპინალური დეკომპრესიის აპარატი მიშველლის და რა დამიჯდება ეგ პროცედურა ,რა საშინელება არის ტკივილი ცელის,(

Posted by: daitio 21 Jan 2010, 13:59
beqarugby
სრული კურსი 800 ლარამდეა, თუმცა არა მგონია მაგდენი დაგჭირდეს.
საკმაოდ ეფექტური მეთოდია ეგ დიერექსი

Posted by: beqarugby 21 Jan 2010, 18:17
800 ლარამდე ,მაგნიტო რეზონანსული გადაგება 200 ლარი =400 ლარი და ისევ ისეტი მხეცივიტ დზლიერი ვიკნები ??ხლხო აკ ფორუმი ვერ ვიშველის ფული ტუ არ დავხარჯეთ

Posted by: ninoko 29 Jan 2010, 13:50
უკვე დიდი ხანია რაც წელი მტკივა ქვედა ნაწილში, საკმაოდ შემაწუხებლად,
რისი ბრალი შეიძლება იყოს და ეგებ მირჩიოთ ვის შეიძლება რომ მივმართო

Posted by: _Levaniko_ 19 May 2010, 16:40
http://img153.imageshack.us/i/51679653.gif/

Uploaded with http://imageshack.us

22 წლის ვარ და მაქვს ხერხემლის გამრუდება gigi.gif და როგორც სურათზეა ნაჩვენები მტკივა მარცხენა წელის არე უკვე თითქმის 2 წელია რაც ტკივილი მაქ რენდგენიც გადავიღე და მითხრეს გამრუდების ბრალია და უნდა ივარჯიშოო, ვვარჯიშობ მაგრამ, ვერანაირ უკეთესობას ვერ ვგრძნობ. იქნებ რამე მირჩიოთ წინასწარ მადლობა gigi.gif


Posted by: tamuna_mpt 7 Jul 2010, 02:48
მეორე დღეა მტკივაა წელიიი.. არადა ამ სიცხეში სად გამიცივდებოდააა : (( ვერ ვზივარ დიდიხანი. არვიცი ზუსტად როგორ ავხსნა აი დისკომფორტიაა რა რაღაცნაირიი. რამე წავისვა თუ რა ვქნა?

Posted by: Grlfona 18 Oct 2010, 13:23
ამ თემას არ ყავს მგონი პატრონი მარა მაინც დავწერ..

გუშინ მძიმე ავწიე და ეგრევე მეტკინა წელი ხოდა დღესაც მაგრად მტკივა წუხელ რამდენჯერაც გავვმოძრავდი იმდენჯერ გამეღვიძა ისე მტკიოდა და ეხლაც მძლივს დავდივარ..

გამივლის თუ მივიდე ექიმთან ?

Posted by: The_Man 29 Nov 2010, 19:49
ესე 2 წლის წინ ავწიე მძიმე და ამტკივდა წელი...მერე გამიარა ნელნელა...

2 თუ 3 დღის წინ მკვეთრად ავწიე რაღაც და უკან,მგონი ხერხემალში გაიხრჭიალა რაღაცამ.მაგარი მეტკინა...

ამჟამადაც მტკივა,მართალია ოდნავ ნაკლებად,მაგრამ ვხვდები რომ ამ საქმს ექიმი სჭირდება...

ვის მივმართო?
რა სპეციალისტს და სად?


რჩევებისთვის წინასწარ დიდი მადლობა

user.gif

Posted by: shak 24 Jul 2011, 23:29
მოკლედ ვარ 35 წლის!! სამსახური ისეთი მაქვს რომ დილის 10 საათიდან საღამოს 10-11 საათამდე მიწევს სავარძელზე ჯდომა (მძღოლი არ ვარ biggrin.gif) მართალია სავარძელი მოსახერხებელია მაგრამ ბოლო 3 წელიწადია წელის ტკივილმა შემაწუხა ძაან.!! სურათები გადავიღე და არაფერი არ გჭირსო. არადა ბოლო 1 წელიწადია ძაან გავიჭედე!!! ღამღამობით თუ დავწექი ერთ პოზაში. მეორე მხარეს გადმოტრიალება ძლიერ ტკივილებს იწვევს. ასევე ფეხზე დგომისას მაქსიმუმ 45 წუთი ან 1 საათის შემდეგ რომ არ დავჯდე ასე მგონია რომ მომძვრება წელი და ძლიერად მტკივა. ვარ 183 სმ და 105 კილოგრამი. წყალბურთზე ვვარჯიშობდი 5 წლიდან 16 წლამდე. ისე ჩემი პროფესიის ხალხს 50%-ს ანალოგიური ტკივილი აწუხებს. რამე მირცჰიეთ რა? რა ვქნა? პ.ს. არასოდეს არავითარ ნარკოტიკს ან ფსიქოტროპულ საშუალებებს ან მაგდაგვარ რაღაცეებს არ ვეტანებოდი, არავითარი სერიოზული დაავადება არ მქონია (მაქსიმუმ სიცხეს აეწია) და საერტოდ ჯანმრტელი ვარ ყველა სხვა მხრივ და ჯანმრთელი საკვებითაც ვიკვებები

Posted by: Ddp 25 Jul 2011, 01:10
shak
ტორნიკზე ჩამოეკიდე დილაობით 5-5 წუთი და თუ შეძლებ ფეხები აწიე ხოლმე ერთი 5-5ჯერ ისე რო მართი კუთხე შექმნა( მუხლებში არ მოხარო ) და კიდე ცურვა არის წელისთვის კარგი

p.s. ექიმი არ ვარ უბრალოდ მეც მქონაი ეგეთი პრობლემა და მაგას უშველია...

Posted by: Natuka NGN 25 Jul 2011, 01:43
http://forum.ge/?f=43&showtopic=33746527

Posted by: shak 5 Aug 2011, 15:21
ხოო!! პირველ რიგში მადლობა იმ ხალხს ვინც ცდილობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად რჩევების მიცემას!!! მეორეც - არ მეგონა რომ ჩემნაირად წელით გაჭირვებული ამდენი ხალხი იქნებოდა!! მერე მესამეც! გადავიკითხე ახლა ყველაფერი დეტალურად და მივედი დასკვნამდე რომ სერიოზული დიაგნისტიკის და ექიმთან მისვლის გარეშე არაფერი მიშველის!! ასე რომ დაერხა ჩემს დაზღვევას და წავედი ექიმთან biggrin.gif

Posted by: tuta_tuta 22 Sep 2011, 16:12
მოკლედsmile.gif

წელის ტკივილები მაქ , თუ დავიტვირთები , ბევრს ვივლი და ა.შ მტკივდა და დისკომფორტი მაქვს. ასევე ძალიან მოხრილი დავდიავრ ამ ბოლო დროს და ავნერვიულდი ,

ბავშვი მყავს 2 წლის. ორსულობა, ხელით ბავშვის ტარება და ა.შ ესაა მგონი იმის მიზეზი ეხლა წელი რომ მტკივა.

იქნებ მირჩიოთ რა სპეციალობის ექიმთან უნდა მივიდე, და რა უნდა გავიკეთო smile.gif

Posted by: jambuliko66 6 Oct 2012, 16:12
წელის ტკივილი ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს ოსტეოხონდროზთან...ამ სახელის ეშინიათ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ მალთაშორის დისკის დაზიანება (სწორედ ამითაა განპირობებული მეტწილად წელის-ხერხემლის ქრონიკული ტკივილები) ოსტეოხონდროზს ან მის ",მონათესავე" დაავადებებს (თიაქარი. დისკოზი, რადიკულიტი) წარმოადგენს. თავისთავად პოსტეოხონდროზი განაჩენი არაა მას დროზე უნდა მიხედვა. ფარმაკოტერაპიით (წამლებით) ქრება ტკივილი (მეტნაკლებად), უმჯობესდება სიტუაცია, მაგრამ განუკურნებელი რჩება მიზეზი, რამაც გამოიწვია პრობლემა: მოშლილი კუნთოვანი კორსეტი, მალტაშორის დისკთა კვების დარღვეული სისტემა -ყოველივე ეს კი გაუმჯობე3სდება მხოლოდ სამკურნალო მასაჟით!!! ამ მხრივ საოცარ შედეგებს იძლევა საერთო მასაჟში ჩართული ვაკუუმ მასაჟი და სპეციალური იზომეტრიული ვარჯიშები...დაიმახსოვრეთ: თუ წელის ტკივილი უკვე რამდენიმეჯერ გაგიმეორდათ და მას ქრონიკული ხასიათი აქვთ, ერთჯერადი ფარმაკომკურნალობით მხოლოდ დროებით ეფექტს მიაღწევთ! გაიარეთ სრული და კომლექსური მკურნალობის კურსი!!!

Posted by: supinatori 24 Oct 2012, 00:59
სუპინატორებისთვის შედით SUPINATORI.COM-ზე...........

Posted by: jambuliko66 30 Oct 2012, 11:53
https://massagetbilissi.wordpress.com/ .................................................................................

Posted by: Nika1981 21 Nov 2012, 15:01
შეიძლება ესეც დაგეხმაროთ
http://forum.ge/?showtopic=34462376&hl=%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98

Posted by: tigeona 9 Aug 2013, 13:48
გუშინ ამტკივდა წელი მაგრად ისე რომ საწოლშI გადაბრუნებაც მიჭIრს დახ ელება მინდა დ. Vერ დამიხველებია ისე საშIნლად მტკივა, არადა კანადაში ვარ და ხვალ რომ სამუშAოზე არ გავიდე ა. სეიძლება ექიმთან წადი და Eგეთების გარეშე რა გავაკეთო? 2 წლის წინაც მქონდა ტკივები დ. Dიაგნოზში ჩამიწერეს ლუმბაგო, მახსოვს გავიკეთე ე.წ, ბლოკადა და ბოლოს ანედინდუAლის ნემსები და მაგან მიშველა მაგრამ აქ ვერაფერს იყიდი ურეცეპტოდ დ. Aნ კ. Aრსებობს ეს წამლები აქ საერთOდ sad.gif

Posted by: Nika1981 26 Oct 2013, 03:19
მოხერხებული პოზიცია მონახეთ, თუ საშუალება გაქვთ რომელიმე დიკლოფენაკის პრეპარატი იყიდეთ, თუ ამის ყიდვას ვერ შეძლებთ თბილად შეიხვიეთ წელი, ან რამე შალის დაიდეთ, ან თბილი მშრალი ნაჭერი . შეიძლება ბლოკადამდე ან სხვა მკურნალობამდე ცოტა შეგიმსუბუქოთ.

Posted by: Mr_Li 6 Nov 2013, 18:37
გამარჯობა
შარშან ლაშქრობისას მომიწია მძიმე ზურგჩანთის ტარება და + ცივ მდინარეშიც სიარული, როცა დავბრუნი სახლში, რამდენიმე დღეში ერთ დილას გამაღვიძა სერიოზულმა წელის ტკივილმა, იმდენად მტკიოდა რომ ვერ ვინძრეოდი სანამ ტკივილგამაყუჩებელი არ დავლიე, შემდეგ კი კაპსიკამის მაზი წავისვი და გამიარა..
იმის მერე ზამთარში ან სიცივეში ხშირად მტკივდება წელი და გვერდები, მაზს როცა ვისმევ დროებით გამივლის მაგრამ საბოლოოდ მაინ არ ქრება და მიმეორდება ისევ , რას მირჩევთ როგორ ვიმკურნალო ან პირველ რიგში რომელ ექიმთან რის გასასინჯად?

Posted by: Leo woman 8 Nov 2013, 23:54
წელი მტკივა ცალ მხარეს.თავიდან ფეხის მთელ სიგრძეზე მიყვებოდა ტკივილი. ახლა ცოტა სხვანაირად მტკივა.მგონია რომ ძვლები მაქვს ამოვარდნილი,,,ნერვის ანთებაა ვითომ??

Posted by: ig1988 21 Jun 2016, 10:35
დილაობით გაღვიძებისას ხშირად წელი მაქ დაჭიმული საწოლს ვაბრალებ შევცვლი და ვნახოთ რა იქნება,

მაგრამ დღეს დილას გამიშეშდა ისე რო ძლივს ვზივარ და დავდივარ იქნებ მირჩიოთ ექიმი ვისთან შეიძლება მისვლა შემოწმების მიზნით, ოღონდ არმინდა ისეთი ექიმი რომელიც ეგრევე მეტყვის ვარჯიში არ შეიძლება (როგორც იციან) გასტროენტეროლოგთან რო მივედი და აპპ ვარჯიში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო facepalm.gif facepalm.gif

Posted by: manana70 27 Jun 2016, 15:14
QUOTE (ig1988 @ 21 Jun 2016, 10:35 )
დილაობით გაღვიძებისას ხშირად წელი მაქ დაჭიმული საწოლს ვაბრალებ შევცვლი და ვნახოთ რა იქნება,

მაგრამ დღეს დილას გამიშეშდა ისე რო ძლივს ვზივარ და დავდივარ იქნებ მირჩიოთ ექიმი ვისთან შეიძლება მისვლა შემოწმების მიზნით, ოღონდ არმინდა ისეთი ექიმი რომელიც ეგრევე მეტყვის ვარჯიში არ შეიძლება (როგორც იციან) გასტროენტეროლოგთან რო მივედი და აპპ ვარჯიში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო facepalm.gif facepalm.gif

ხერხემლის პრობლემებს სწორედ ვარჯიშებით და მასაჟით, თუ საჭიროა, ფიზიოთერაპიით წარმატებით ებრძვის ჯაბა კოხრეიძე, ძალიან კარგი პიროვნება, პროფესიონალი, ექიმი-ფიზიოთერაპევტი. მასაჟსაც აკეთებს და ჰყავს თბილისში საუკეთესო მასაჟისტები ირგვლივ შემოკრებილი. დაგუგლე და მიაგნებ ინტერნეტშიც....
https://serafiti.com

Posted by: Onise_ok 9 Oct 2017, 19:49
გამარჯობა ყველას.
მესმის თქვენი . საშინელებაა წელის ტკივილი. თან გენეტიკურად თუ სუსტი წელი გაქვს, მთელი ცხოვრება უნდა გაწვალოს.

მძიმეების აწევით ვიტკინე დაბლა წელი, 1 თვის წინ და აღარ გაუვლია იმის მერე.
ახლა გავცივდი და ყოველი დახველება ჯოჯოხეთია, ყოველი დახრა, ჯდომის პოზის მონახვა და დაჟე სიარულიც კი საშინელ ტკივილს მაყენებს წელის არეში.

გაწელვები და წელის ვარჯიშები არ მშველის, მხოლოდ იმ მომენტში როცა ხურდება, ისიც ბოლომდე არა..
რამე ნემსი გავიკეთო?
ოღონდ არ ვიცი ეგ როგორაა, ისეთი ნემსები არსებობს რომელიც კურნავს კიდეც და არა უბრალოდ აყუჩებს? mo.gif
ასაკი 20 წელი, ზედმეტი წონა არ მაწუხებს და რამდნეიმე თვეა ვვარჯიშობ კიდეც. ყოველ ვარჯიშზე ვაკეტებდი წელის ვარჯიშებს (ხიდზე გადასვლის შესავალი ვარჯიშები), მაგრამ როგორც ჩანს დიდი არაფერი შედეგი გამოუღია ჯერჯერობით.

Posted by: marrriam 10 Sep 2018, 13:37
ძალიან მძიმე რაღაც ავწიე
ახლა კი ვნანობ მაგრამ რას ვუშველი
ზურგი მტკივა წელსა და მხრებს შორის ხერხემლის შუა ნაწილი
სიარულისას წოლისას ჯდომისას - ყველა მდგომარეობაში
აუცილებელია ექიმთან წასვლა თუ მირჩევთ რამეს ტკივილის გაასაქრობად

Posted by: manana70 15 Sep 2018, 11:58
QUOTE (marrriam @ 10 Sep 2018, 13:37 )
ძალიან მძიმე რაღაც ავწიე
ახლა კი ვნანობ მაგრამ რას ვუშველი
ზურგი მტკივა წელსა და მხრებს შორის ხერხემლის შუა ნაწილი
სიარულისას წოლისას ჯდომისას - ყველა მდგომარეობაში
აუცილებელია ექიმთან წასვლა თუ მირჩევთ რამეს ტკივილის გაასაქრობად

დიკლოფენაკის ნემსი გაიკეთე,3 ან 5მგ....ყველაზე ეფექტურია. თუ ქრონიკული ტკივილია და რამე სხვა მიზეზით (სქოლიოზი, ოსტეოქოდროზი) არის გამოწვეული, მაშინ მასაჟი და ფიზიოთერაპია დაგჭირდება...ზემოთ პოსტებში უკვე დავწერე ჩემი ექიმის შესახებ და ნახე, იქნებ გამოგადგეს...

Posted by: pumpkinpie 27 Sep 2018, 16:44
გამარჯობა.
გავცივდი, სიცხე მაქვს და თან ზურგი მტკივა.
დიკლოფენაკის დალევა გაციების ჩაისთან ერთად შეიძლება? გაციების ჩაი ხომ პარაცემატოლს შეიცავს. და დიკლოფენაკიც როგორც ვიცი სიცხისდამწვევიცაა

Posted by: °iki° 8 Nov 2023, 19:31
QUOTE
წელის ტკივილი

როგორ გავარკვიო, ექიმთან მიუსვლლელად (მეზარება თერაპევტისთვის ახსნა, მიმართვების თხოვნა, ესა, ისა ... მაინც ჩემი გასარკვევი გახდება ბოლოს დიაგნოზი) რის გამო მტკივა წელი ასე საშინლად?

:/

Posted by: wings 12 Nov 2023, 18:48
QUOTE (°iki° @ 8 Nov 2023, 19:31 )
QUOTE
წელის ტკივილი

როგორ გავარკვიო, ექიმთან მიუსვლლელად (მეზარება თერაპევტისთვის ახსნა, მიმართვების თხოვნა, ესა, ისა ... მაინც ჩემი გასარკვევი გახდება ბოლოს დიაგნოზი) რის გამო მტკივა წელი ასე საშინლად?

:/

მრტ გაიკეთე მაინც... თოდუაშიც კეთდება და სხვაგანაც. არ დაზოგო ფული, ჯობს გადაიხადო და მშვიდად იყო თუ არაფერი განსაკუთრებული არ აღმოჩნდება ვიდრე არ მიაქციო ყურადღება და რაიმე გამოგეპაროს...

Posted by: °iki° 13 Nov 2023, 22:53
wings
მადლობა გამოხამურებისთვის.
გადამიარა ცოტა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)