სანამ გამოკითხვაში დააფიქსირებდეთ თქვენ პასუხს, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოსტი.
ვინც ასე თუ ისე მაინც მიცნობთ აქ, მოგეხსენებათ, რომ ხშირად ვაქტიურობ ხოლმე ქართველური ენების შესახებ გახსნილ თემებში.
მეც ბევრი თემა გამიხსნია მეგრული ენის შესახებ.
ვთვლი, რომ ქართველური ენები არის ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა და უნდა გადაიდგას ნაბიჯები მათ შესანარჩუნებლად.
თუმცა, არასდროს გამიკეთებია გამოკითხვა ამ საკითხზე.
მაინტერესებს, როგორ გაიყოფა გამოკითხვაში ფორუმელთა აზრები ამ საკითხზე.
თვლით თუ არა, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სვანურის, მეგრულის და ლაზურის შენარჩუნება-განვითარებაზე?მე მაინტერესებს საზოგადოების ზოგადი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, თორემ რა გზებით, რა მეთოდებით უნდა მოხდეს ამ ენების შენარჩუნებისთვის ნაბიჯების გადადგმა, სხვა საკითხია. ეს განხილვის საგანი უნდა იყოს.
თუმცა, არაა აქ საუბარი სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე.
არც იმაზეა ლაპარაკი, რომ ქართული ენა გამოიდევნოს სამეგრელოდან და სვანეთიდან.
მთელ რიგ ქვეყნებში იცავენ რეგიონალურ და უმცირესობათა ენებს, მაგრამ არ დაშლილან და არ დაქცეულან ამის გამო.
შორს რომ არ წავიდეთ, ევროპაში რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტია მოქმედებს.
აქამდე 25-მა ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიკაცია. ესენია:
სომხეთი, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია,
კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფინეთი, გერმანია,
უნგრეთი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო,
ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი,
სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
ცნობისთვის, საქართველომაც აიღო ვალდებულება 1999 წელს, რომ ერთ წელიწადში მოახდენდა რატიფიკაციას.
თუმცა, ქარტიას შევეშვები ამჯერად. მთავარია საკითხისადმი მიდგომა და ენებზე ზრუნვა.
ქარტიის საშუალებით მოხდება თუ რაიმე ალტერნატივის შემუშავდება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
გარდა იმისა, რომ მემკვიდრეობას უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა დავფიქრდეთ კიდევ ერთ სერიოზულ საკითხზე.
თუ ჩვენ არ მივხედავთ ჩვენ მემკვიდრეობას, მტერს ექნება საკითხით მანიპულირების საშუალება.
ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ორი რამ:
1) მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ჩვენგან, ენის ბედით დაინტერესბულთაგან და ჩვენი სახელმწიფოსგან;
2) მტრის მიერ მართული ძალებისგან ვითომდა ამ ენებზე ზრუნვა.
======================
მიმაჩნია, რომ დროულად არის საჭირო მოქმედება ამ ენების შენარჩუნებისთვის.
21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის ხანაში, შეუძლებელია ენის შენარჩუნება მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციის გზით.
თან, მეგრული, ლაზური და სვანური იუნესკომ გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში შეიყვანა.
„საქართველოს სიძლიერე სწორედ მის ტომთა ცოცხალ თავისებურებაშია, მე იმის მომხრეც ვიქნებოდი, მწერლობა აყვავებულიყო მეგრულად, ქართული მწერლობა ამით არას დაკარგავს - პირიქით, კიდეც მოიგებს“.
© გრიგოლ რობაქიძე This post has been edited by ფორცხოლი on 14 Dec 2015, 22:49
. .