მეგობარო მეორეჯერ გახსენი ეს თემა და აქაც გიპასუხებ
არავის არ აინტერესებს შენი მდგომარეობა გარდა ძალიან ახლო ადამიანებისა
შენზე როგორც პიროვნულად არა ანუ ზოგადად როგორც ადამიანის
რადგან ასეა ადამიანის ცხოვრება მოწყობილი
ეგოისტები ვართ ყველანი და ნაკლებად ვინტერსდებით სხვა ვინმეს სულიერი მდგომარეობებით
დამიჯერე მესმის რასაც გულისხმობ ძალიან კარგად მაგრამ ამაში არაფერია ტრაგედია
შეიძლება გაკლია ვიღაც/ვიღაცეები და ეს სიცარიელე გალაპარაკებს
იცი მეც ძალიან ცარიელი ვარ, მომენტებში შემომიჭერს ხოლმე და მგონია სისხლი მეყინება
არც მეგობარი არც ვინმე ადამიანი ვინც მეყვარება ან ჩემთან იქნება
საერთოდ არავინაა
მაგრამ არაა ეს ტრაგედია და არც ბედნიერება
ეს უბრალოდ ცხოვრებაა, ან მეორე ნაირად შემთხვევითობა
ხოლო ეგ ტკივილი და წყენა შენი ეგოდან მოდის
რადგან ჩვენ ეგო გვაქვს რომელიც ტანჯვაა ჩვენთვის
არ აქვს ცხოვრებას რაიმე მნიშვნელობა
ჩვენ ვიბადებით და ვკვდებით
უბრალოდ კარგად ყოფნას გისურვებ
დოჩანა