მე რომ შენ გკითხო ცხოვრების მნიშვნელობაზე ალბათ გექნება შენი აზრი
შენივე სუბიექტური ლოგიკით და არგუმენტებით მეტყვი თუ რატომ აქვს შენს ცხოვრებას აზრი
მოდი ახლა განვიხილოთ შემდეგი საკითხი
დავუშვათ შენ როგორც ადამიანი, ანუ დოჩანა რომ ამერიკაში დაბადებულიყო გაზრდილიყო და ეცხოვრა
იგივე შეხედულებები ექნებოდა ცხოვრეიბსადმი როგორც ქართველ დოჩანას?
ადამიანის შეხედულება და ზოგადად მსოფლმხედველობა განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით
დრო და სივრცე
სად და რა დროში ცხოვრობ ამას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ქვეყნები კი არა უბნებს შორისაც დიდი განსხვავებაა იმ გაგებით რომ ყველა უბანში სხვადასხვა ნაირი ხალხები ცხოვრობენ (არ ვამბობ კარგი ან ცუდი)
ამიტომ მეგობარო მთელი შეხედულებები ადამიანისა ცხოვრებისადმი ილუზიაა
მასე ჰიტლერის ცხოვრების აზრი ნაციონალ სოციალიზმი იყო
მაჰათმა განდის კი მშვიდობა და სიყვარული
იმის თქმა მინდა რომ ყველას თავის ცხოვრებისეული ხედვა აქვს და საბოლოოდ რამდენი ადამიანიცაა იმდენ "ცხოვრების საზრისს" შეხვდები
რატომ არ ვკამათობთ იმაზე რომ სუნთქვა აუცილებელია ან არაა აუცილებელი ადამიანისთვის?
ამას ჰომ წყალი არ გაუვა რომ სუნთქვა ყველასთვის ჭეშმარიტებაა?
ასე რომ ისიც ჭეშმარიტებაა ცხოვრებას აზრი რომ არ გააჩნია კონკრეტული რაიმე
არ ვამბობ რომ ეს ტრაგედიაა და ამის გამო დეპრესია უნდა ავიკიდოთ
ესაა სწორედ რეალობა
დოჩანა