პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ.
მათი თქმით,რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრევულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
https://www.interpressnews.ge/ka/article/54...daupirispirdnen*********
პოლიციელებმა პანკისის ხეობაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავეებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ადგილობრივების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა.
This post has been edited by Lаki on 21 Apr 2019, 11:25
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3