Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > წვნიანი კერძები


Posted by: ShadowCat 10 Dec 2006, 14:41
ბორში (1)
© Breaky

ეს არის უხორცო, მცენარეული ბორში, შეიძლება შენ ხორციანი გირჩევნია, მარა მაინც დავწერ:
ქვაბში ვასხავ ცოტა ზეთს, მერე ფენებად ვაყრი შემდეგ ბოსტნეულებს ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით: წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი პომიდორი, გახეხილი სტაფილო, ცოტა გახეხილი ჭარხალი(გახეხილი ჭარხლის დიდ ნაწილს ბოლოსთვის ვიტოვებ), კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი კომბოსტო. ამ ყველაფერს არავითარ შემთხვევაში არ ამოვურევ, ვახურავ თავზე და ძალიან ნელ ცეცხლზე ვშუშავ. კარტოფილი თითქმის რომ მზადაა, ვასხავ ადუღებულ წყალს (ხორციანი ბორში შემთხვევაში შუშავ ყველაფერს ხორცთან ერთად და აქ ხორცის ბულიონს დაასხავ ალბათ) და ამოვურევ. ბოლოს, როცა კარტოფილი უკვე კარგადაა მოხარშული, ვაყრი კამა+ოხრახუში+ნიახური+პილიპილი, მარილი და სულ ბოლოს ის მოტოვებული გახეხილი ჭარხალი. ეს იმიტომ რომ ბორშს ცოცხალი ჭარხალი აძლევს ძალიან ლამაზ და ხასხასა წითელ ფერს. ერთსაც წამოვადუღებ და მზადაა.

ერთხელ ვცადე ეს ყველაფერი ერთი განსხვავებით: ბოსტნეულთან ერთად ვშუშე პატარა კუბიკებად დაჭრილი "ვიჩინა" (სადღაც კარტოფილსა და კომბოსტოს შორის ფენად გავუშვი) და ძალიან გემრიელი გამოვიდა.

* * *
ბორში (2)
© ShadowCat

მგონი "ჩემი ბორშის საიდუმლო" უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ძააააააააააააააალიან წვრილად ვჭრი და დიდხანს ვშუშავ. ანუ, სანამ ერთი ინგრედიენტი იშუშება მანამდე მეორეს ვჭრი და ა.შ. გახეხვით არაფერს არ ვხეხავ. თანმიმდევრობა კი შემდეგნაირია:
ხახვი + სტაფილო + ჭარხალი + კომბოსტო (შეიძლება ოდნავ ადუღებული წყლის ჩამატებაც შუშვის დროს რომ არ მიიკრას და არ მიიწვას ) + დაჭრილი კარტოფილი და ადუღებული წყალი.

როცა კარტოფილი მოიხარშება და ჩაიშლება, ვამატებ ტომატს, ქინძი, კამა (შეგიძლიათ სხვა მწვანილეულიც უქნათ - უბრალოდ მე მაინცდამაინც არ მიყვარს ბალახეულობა ) და მარილი (ვისაც გსურთ, პილპილიც) - გემოვნებით. ადუღებ 5 წუთი და - ბონ აპეტიტ!

* * *
ბორში (3)
© Kesi

წვრილად და ძალიან თხლად დავჭრით კომბოსტოს და ე.წ. თუშფალანგზე (მგონი სწორედ დავწერე) მოვათავსებთ და გავრეცხავთ , ამასობაში ქვაბში, რომელშიც უნდა მოვამზადოთ, ზეთში მოვშუშოთ ხახვი, შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო,, წითელი წიწაკა და მწვანილის ნაწილი (მწვანილად ვიყენებ ბლომად კამას და ოხრახუშს, შეიძელბა ცოტა ქინძიც და მწვანე ხახვი ბოლოსთვის) ესეც რომ ჩაიშუშება, ჩავყრით კომბოსტოს, დავასხავთ ადუღებულ წყალს ისე რომ კარგად დაფაროს და საშუალო ცეცხლზე ვამზადებთ, ამასობაში წინასწარ ჯობია მომზადდეს ჭარხალი, ანუ როგორ: გავხეხოთ ჭარხალი და ჯამში ფენა-ფენა დავაწყოთ და ფენებში მოვაყაროთ ცოტა შაქარი და ძმარი, და გავაჩეროთ (ეს იმისთვის რომ კერძს ქონდეს ხასხასა წითელი ფერი, მგონი როგორც მახსოვს ეს სწორედ უკრაინული ბორშის მეთოდია )
როცა კომბოსტო თითქმის მზად იქნება, დავამატოთ კარტოფილი და გავაგრძელოთ შუშვა მის მოხარშვამდე.
ტაფაში მოვასხათ ოდნავ ზეთი (შეიძლება ერბოც) და როცა კარგად გაცხელდება დავამატოთ წინასწარ მომზადებული ჭარხალი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ სანამ არ დარბილდება, ბოლოსკენ დავამატო დაახლოებით ერთი სადილის კოვზი ტომატი და გავაგრძელოთ შუშვა ცოტა ხანს.
ამასობაში კარტოფილიც მოიხარშება და ეს ჭარხალი ჩავუძახოთ ქვაბში, ერთად წამოვადუღოთ და გამოვრთოთ. დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი (ძალიან უხდება), დარჩენილი მწვანილის ნაწილი, მწვანე ხახვი, დაჭრილი ნიორი და ბორშიც მზადაა..
სასურველია ეგრევე არ მიირთვათ,უმჯობესია მოგვიანებით, ყველა იგრედიენტი რომ გაუჯდება ერთმანეთს ანუ დაახლოებით ნახევარი საათის მერე.
ესეთი წესით მომზადებული ბორში არის ძალიან წითელი და რაც მთავარია გემრიელი. მეც და ჩემი ოჯახიც კმაყოფილები ვართ.

* * *
ბორში (4)
© OtsnebisKali

Калорийность: В 1 порции: 113 ккал, 5 г жира, 1 г насыщенного жира

Ингредиенты: На 4-6 порций:
900 г сырой свеклы, очищенной
2 моркови, очищенные
2 палочки сельдерея
40 г сливочного масла
2 луковицы, мелко порезанные
2 зубчика чеснока, раскрошенного
4 помидора, очищенные от кожуры и семечек, и мелко порезанные
1 лавровый лист
1 веточка петрушки
2 гвоздики
4 горошка черного перца
1.2 л говяжьего или куриного бульона
150 мл свекольного кваса (см заметку) или жидкости из-под маринованной свеклы
соль и черный молотый перец
сметана со шнитт-луком или укропом для украшения

Инструкции: Борщ - классический свекольный суп в России, Польше и на Украине.

1. Порезать свеклу, морковь и сельдерей на довольно толстые брусочки. Растопить сливочное масло в кастрюле и обжарить лук в течение 5 мин, помешивая.
2. Добавить свеклу, морковь и сельдерей, готовить 5 минут, помешивая.
3. Добавить чеснок и порезанные помидоры в кастрюлю и готовить, помешивая, еще 2 минуты.
4. Положить лавровый лист, петрушку, черный перец в кусок марли и завязать в мешочек.
5. Перелить бульон в кастрюлю с овощами и добавить мешочек с пряностями. Довести до кипения, снизить огонь, накрыть крышкой и готовить 1 1/4 часа, пока овощи не станут очень мягкими. Выбросить мешочек. Добавить свекольный квас и приправить. Довести до кипения. Разлить по тарелкам и подавать со сметаной и укропом или шнитт-луком.

На заметку:
Свекольный квас - сброженный свекольный сок, который придает борщу интенсивный красный цвет и кислинку. Если его не достать, очистите и натрите на терке 1 свеклу, добавить 150 мл бульона и 2 ч л лимонного сока. Доведите до кипения, накройте крышкой и оставьте на 30 мин. Перед использованием процедить.

* * *
ბორში (5)
© WOMAN IN LOVE

დროის მოგების მიზნით ასე ვაკეთებ: მდუღარეში ვყრი კარტოფილს და დაფნის ფოთოლს
ამასობაში ცალკე ტაფაზე ზეთში ვშუშავ ხახვს, სტაფილოს, ჭარხალს, ბოლოსკენ ვასხამ 1-2 ს.კ. ძმარს ან ლიმონის წვენს
კარტოფილიან ქვაბში ვყრი კომბოსტოს, ცოტა ხანში ვამატებ მოშუშულ ბოსტნეულს, ნიორს, მწვანილს და მარილ-პილპილს.
კომბოსტო ხრაშუნა მომწონს და ამიტომ ვყრი ბოლოსკენ.
ტყუილ ბორშს ნიახური უხდება ძალიან , სცადეთ.
მოკლედ, ამ მეთოდით ვამზადებ მე ნუ, არაჟანი -თეფშში, რაღა თქმა უნდა...

* * *
ბორში უკრაინულად (6)
© DODI

საქონლის წინა მხარე (გრუდინკა) 2-2,5კგ, ჭარხალი 2-3 თავი (აუცილებლად შავი), 2-3 ცალი პომიდორი ან 100 გრამი ტომატი, სტაფილო 3-4 თავი, ხახვი 2-3 თავი, კომბოსტო 1 საშუალო თავი, კარტოფილი 5-6 ცალი, ნამდვილი უკრაუნული სალლა (თეთრი შეუბოლავი) 0,5კგ., დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი, მწვანილები ნიახური, ქინძი, პეტრუშკა ძალიან ცოტა არომატისათვის, ღვინის ძმარი კარგი 100-150 გრ., წიწაკა, პილპილი, ნიორი, მარილი გემოვნებით.
კარგად მოვხარშავთ დიდ ნაჭრეებად საქონლის ხორცს, ბულიონს გავაციებთ მოვხდით ცხიმსა და ამ ცხიმის ნახევარში პომიდორში/ტომატში მოვშუშავთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, როცა ოდნავ შეწითლდება ვამატებთ წვრილად დაჭრილ სტაფილოს და ვშუშავთ, ვამატებთ სირძეზე წვრილად დაჭრილ კომბოსტოს. დარჩენილ ცხიმში ვშუშავთ ჭარხალს (1/3 გახელილი 2/3 დაჭრილი) კარგად მოვშუშავთ და ვამატებთ კარტოფილს, ვშუშავთ თავდახურულში 10-15 წუთი, ცოტა ხანში ვამატებთ ძმარს და 10-15 წუთი თავდახურულში ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე. ახალ ქვაბში გადავწურავთ ბულიონს ავადუღებთ და ვამატებთ ჯერ სტაფილოს და კომბოსტოს, მერე ჭარხალს და კარტოფილს, საქონლის ხორცს და მსხვილ ნაჭეებად დაჭრილ ურაინულ სალას და ვხარშავთ მომზადებამდე. გამოვრთავთ და ვამატებთ მწვანილს და დანარჩენ სანელებლებს. სუფრაზე მიტანისას ზემოდან ვასხავთ კარგ (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს) არაჟანს. სასმელებიდან უხდება არაყი უკრაინული.
P.S. ბორში ძალიან წითელი თუ გვინდა გამოვიდეს სტაფილო ძალიან ცოტა უნდა ან საერთოდ არ უნდა მე არ უშვრები.

user posted image

* * *
ბორში (7)
© unicode

აქ რამოდენიმე ბორშის რეცეპტი იყო, მაგრამ მე ოდნავ განსხვავებულად ვაკეთებ და ბარემ მეც დავწერ.

ვხრაკავთ ხახვს, (ცხიმად ზეთი, ან ერბო )მერე ვასხამთ წყალს და როცა ადუღდება, ვყრით დაჭრილ კართოფილს. შემდეგ ადუღებაზე კი ვამატებთ წვრილად დაჭრილ კომბოსტოს, პატარა კუბიკებად გაჭრილ სტაფილოსა და ჭარხალს.ყველაფერი რომ მოიხარშება ვუმატებთ ბლომად ტომატს, წვრილად დაჭრილ ოხრახუშს,ქინძს, ნიორის 2-3 დაჭყლეტილ კბილს ,დაფნის 2 ფოთოლს,მარილს, წიწაკას,პილპილს და 1 გახეხილ ჭარხალს. და 1 წუთში გადმოვდგამთ.

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 12:24
user posted image

აკროშკა (1)
© killer

2 ქილა სოფლის მაწონს ვხსნი 1 ქილა წყალში.
ამაში ვყრი:
დაჭრილი კიტრი
მოხარშული კარტოფილი (დაჭრილი კუბიკებად)
მოხარშული კვერცხი (დაჭრილი კუბიკებად)
1 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი
ცოტა მწვანე ხახვი
კამა
მარილი გემოვნებით.

* * *
აკროშკა (2)
© tata-naka

მაწონში ვასხავ ანადუღარ გაგრილებილ წყალს, თვალით ვზომავ, წყალწყალა რომ არ გამოვიდეს და შIგნით მოხარშული კვერცხი, კიტრი და კამა, მწვანე ხახვს მე არ უშვები. რომ მომზადდება მაცივარში ვდგავ, ცივი მაგარია.
თქვენებური ვარიანტებიც დადეთ.

არსებობს კიდევ სვეკოლნიკი ჭარხლით კეთდება.

[NOTE by Deiko: აკროშკას კიდევ არაჟანიც უხდება, ანუ მაწონთან ერთად არაჟანი აურიეთ და ძალიან მაგარი გამოვა. კიდევ ბოლოკიც უხდება ფერსაც უფრო საინტერესოს აძლევს... გემოზე ხომ არაფერს ვამბობ]

* * *

© sharla IX:

კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი
40 გრ ხმელი თეთრი სოკო, 1 კგ კობოსტოს მწნილი, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1700 მლ სოკოს ნახარში, ოხრახუში, სანელებლები, მარილი - გემოვნებით.
სოკო გადავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, წყალი გადავღვაროთ, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ წყალი (პროპორციით 0,7 ლ წყალი - 100 გრ სოკო), დავტოვოთ 3-4 საათი რათა სოკო გაიჟღინთოს წყლით, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. ვხარშოთ მზადყოფნამდე. მოხარშული სოკო ამოვიღოთ ბულიონიდან, გავრეცხოთ თბილ წყალში, ბულიონი კი გავაცივოთ და გავწუროთ, მოხარშული სოკო დავჭრათ პატარა კუბებად.
კომბოსტოს მწნილი გავრეცხოთ, დავჭრათ ჩალისებურად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი, დავამატოთ მარგარინი, ტომატ-პიურე, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ 1,5-2 საათის განმავლობაში, პერიოდულად ვურიოთ. დავამატოთ ერთად მოშუშული პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, თავი ხახვი, ოხრახუში და გავაგრძელოთ მოშუშვა 10-15 წუთი, გულდაგულ ვურიოთ.
ავადუღოთ სოკოს ნახარში, ჩავდოთ მოშუშული კომბოსტო ბოსტნეულით, დაჭრილი მოხარშული სოკო, დავამატოთ მარილი, მარცვალი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მოხალული ფქვილი და ვხარშოთ 5-10 წუთი მზადყოფნამდე.

კარტოფილის სუპი სოკოთი
250 გრ შამპინიონი ან თეთრი სოკო, ან 70 გრ ხმელი სოკო, 1 კგ კარტოფილი, 120 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 200 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი ან ზეთი, 1700 მლ სოკოს ბულიონი, მწვანილი, მარილი - გემოვნებით.
სოკოსაგან მოვხარშოთ ბულიონი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი), სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ ჩალისებურად.
ნედლი სოკოს ქუდები დავჭრათ ჩალისებურად და მოვხარშოთ ბულიონი 30-40 წუთის განმავლობაში, ხოლო სოკოს დაჭრილი ფეხი მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.
კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. სტაფილო და ოხრახუში დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ.
მდუღარე სოკოს ბულიონში ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, მოშუშული ბოსტნეული, სოკო და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის დამთავრების წინ დავამატოთ დაჭრილი პომიდორი ან ტომატ-პიურე და მოვაყაროთ მარილი.

* * *
ჩიხირთმა
© DODI

ჩიხირთმაზე სათუთი გასაკეთებელი კერძი მე მგონი არ არსებობს, იმიტომ რომ უნდა იყოს ზომიერად ბლანტი და ერთგვაროვანი სითხე ე.ი. კვერცხი არ უნდა აგეჭრას რაც ხშირად არ გამოსდით და გათქვეფილი კვერცხის ძაფები დაცურავს ხოლმე, მართალია ეს გემოზე არვითარ გავლენას არ ახდენს მაგრამ "ტავარნი ვიდიც" საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

ერთი მოზრდილი კარგად მსუქანი სოფლის დედალი (ისე ინდაურისაც მაგარია), 2-3 თავი ხახვი, 2-3 ცალი გათქვეფილი კვერცხი+5-6 მთელი კვერცხი, პურის ფქვილი 2-3 ს/კ, ძმარი, ქინძი, მარილი.
მოხარშავ დედალს ამოიღებ და ნახარშს კარგად გააციებ, მერე ნახარშს სულ მოჰხდი ცხიმს და ამ ცხიმში მოშუშავ ძალიან-ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, მაგრამ არ დააწითლებ, მერე დაამატებ პურის ფქვილს და ძალიან კარგად მორევ რომ კარგად გაიქნას ხციმსა და ხახვში, არ უნდა შეიკვრეს ბურთულებად. მერე მთლიანად დაამატებ დარჩენილ ნახარშს და წამოადუღებ. გატეხავ 2-3 ცალ კვერცხს და ძალის კარგად გათქვიფავ 2 სუფრის კოვ ძმართან ერთად. მერე იწყება ყველაზე ძნელი რამ, ამატებ თითო-თითო სუფრის კოვზ ცხელ სითხეს/ბულიონს ქვაბიდან და ყოველი დამატებული კოვზის მერე კარგად თქვიფავ, ბულიონს ამატებ მანამ სანამ ოდნავ არ გათხელდება (დახლოებით 8-10 კოვზი). მერე დაბალ ცეცხლზე დაყენებ ქვაბს და მიღებულ მასას ნელ-ნელა უმატებ ქვაბში თან განუწვეტლად ურევ, რომ არ აიჭრას და წამაოდუღებ ცოტათი, მერე ჩაახლი მთელ მთელ მთელ კვერცხებს გააჩნის რამდენი კაცია (კაცზე ერტი ცალი საკმარია), კვერცხი რომ მოიხარშება ამატებ მარილს გემოვნებით, დაჭრილ დედალს და გამორთავ. ბოლოს ჩაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს და დაახურებ თავზე 5-10 წუთი. სუფრაზე რომ მიიტან უნდა მიიტანო ძმარიც და ყველამ თავის გემოვნებით რომ დაამატოს. მიირთმევ დილით პახმელიაზე არაყთან ერთად.

* * *
ბულიონი
© ShadowCat

(საშუალო ზომის ქვაბზე) ვიღებთ:
ქათმის ნახარშს (ბულიონს), ვუმატებთ 1 საშუალო ზომის დაჭრილ ხახვს,
ასე 5 წუთის მერე ვამატებთ 2-2 ცალ გაფრცქვნილ-გასუფთავებულ და წვრილ კუბიკებად დაჭრილ სტაფილოსა და კარტოფილს.
კარტოფილი და სტაფილო რომ თითქმის მოიხარშება (რაზეც ძალიან ცოტა დროა საჭირო), ჩავყრით ცოტაოდენ ვერმიშელს (ან noodles-ს). როცა ვერმიშელი მოიხარშება, ვამატებთ კამას და მარილს გემოვნებით. ადუღებთ 5 წუთი და - ბულიონი მზადაა.

ბონ აპეტი!

* * *

გაროხის სუპი (1)
© tata-naka

1. ესეიგი მიხარშეთ გოროხი კარგათ და ათქვიფეთ ბლენდერით,
2. ცალკე მოთუშენ ხახვი სტაფილო და კართოფილი პატარა კუბიკებათ დაჭრილი, ოდნავ წყალიც დაასხით რომ გამზადდეს.
3. მერე გოროხისაგან დამზადებულ ბლანტ სითხეში ჩაყარეთ მოთუშული ბოსტნეული და სუპი შეაზავეთ მარილით და კამით.
4. ცალკე ვხარშავ ხოლმე სოსისებს და წვრილ რგოლებად ვჭრი და იმასაც სუპში ვზრი, Oღონდ უკვე თეფშსზე რომ გადმოვიღებ ხოლმე.

გმადლობთ ყურადღებისათვის
* * *
გაროხის სუპი (2)
© ShadowCat

გაროხს ვხარშავ 15-20 წუთი (სანამ კარტოფილს და სტაფილოს გავასუფთავებ და გავამზადებ )
მერე ვამატებ მოგრძო კუბიკებად დაჭრილს კარტოფილს (რომ ადვილად და სწრაფად მოიხარშოს).

პარალელურად ვშუშავ წვრილად დაჭრილ ხახვსა და გახეხილ სტაფილოს. კარტოფილიც რომ მოიხარშება, ვუმატებ ამ მოშუშულ სტაფილოსა და ხახვს..
1 კბილ ნიორს (ძააან წვრილად დაჭრილს), მარილს, კამასა და უცხო სუნელს.

პალჩიკი აბლიჟეშ! biggrin.gif

Posted by: pudelblack 11 Dec 2006, 14:52
ტომატის სუფი (დუპი )
©პუდელბლაცკ .

1 კ.გ პამიდორი ( ხორციანი პამიდორი ჯობია წყალწყალას )
მწვანილები,მარილი ,არაჟანი ან სმეტანა ,ხახვი ( თუ კი გიყვართ )

პამიდორი გაფუცქნოთ და წვრილ ნაჭრებად დავჭრათ .ქვაბში ვხარშოთ კაი ხანი .ცალკე ტაფაზე შევწვათ ხახვი ,ნიორი.პამიდორი რომ კარგად ჩაიშუშება ჩავაპიუროთ წვრილი საჭყლენტით .ცავამატოთ შემწვარი ხახვი და ნიორი ,მოვაყაროთ მარილი და კიდევ წამოვადუღოთ .თან ვურიოთ .შემდგომ დავიმატოთ ორი ს.ტ კოვზი არაჟანი და მწვანილები მოვაყაროთ სულ ბოლოს როდესაც ქვაბს ცეცხლიდან გადმოვიღებთ .ეს სუპი აგრეთვე სამარხვოა .თუ ბავშვებისთვის აკეთებთ შეგიძლიად ცალკე ქვაბში მოხარშოთ მაკარონი და სანამ პამიდვრის სუპში არაჟანს უზამდეთ მალამდე დაამატეთ მაკარონი smile.gif

Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 14:54
© miau:

მონღოლური სუპი
მოყვითალო დაცეხვილი გაროხი მოხარშე სტაფილოსთან ერთად.(1ჭიქა გაროხზე 1 საშუალო ზომის სტაფილო). ამ ხარისხის გაროხს ჩალბობა არ უნდა და მალე იხარშება. წყალი დაასხი დაახლოებით 6-ჯერ მეტი (ხარშვისას მიხვდები დამატება თუ დასჭირდა) სისქე შენს გემოვნებაზე დააყენე ბოლოს. ცალკე მოშუშე 2-3 თავი ხახვი და მერე ეს ყველაფერი მიქსერით ან ბლენდერით თხელ პიურედ აქციე. სისქე თუ მეტია, მდუღარე წყლით გააზავე, დაუმატე პილპილი, მარილი, ცოტა იმბირი და
5-10 წუთით შედგი ცეცხლზე. თეფშზე ამოღებულ სუპს მოაყარე დაჭრილი ქინძი. ამას ჰქვია მონღოლური სუპი.

სოკოს სუპი
წამოადუღე სოკო 10 წუთის განმავლობაში.პირველი ნახარში გადააქციე და მერე ხარშე კარტოფილთან, სტაფილოსთან და ბრინჯთან ერთად. ჯერ დაჭრილი სტაფილო ჩაყარე, მერე ბრინჯი და მერი კარტოფილის პატარა კუბიკები. მერე ჩაუშვი მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი და ბოლოს ოხრახუში.

* * *
მაწვნის სუფი: (1)
© Kesi

მაწვნის სუფი ჩემი და ჩემი ოჯახის, მათ შორის ჩემი წლინახევრის შვილისაც, ერთ ერთი საყვარელი კერძია, მართლაც ძალიან გემრიელია..
ეხლა რაც შეეხება რეცეპტს, ზოგი კვერცხითაც აკეთებს, მაგრამ მე უკვერცხო მიყვარს და ჩემ რეცეპტს დაგიწერ.
ქვაბში კარაქში მოშუშე ხახვი (ერთი საშუალო ზომის თავი), დაჭერი კამა და ცოტა ქინძი (ერთი ორი სამი ღერი), დაჭრილი მწვანილის ნახევარიც მოშუშე ხახვთან ერთად, შეგიძლია ცოტა მწვანე წიწაკაც გაუკეთო. შემდეგ რომ მოიშუშება დააყარე 2 ჩაის კოვზი ფქვილი და სულ ურიე, როცა ფქვილი მოიშუშება (ფერზე მიხვდები) დაასხი ერთი ქილა მაწონი გარეული იმდენივე ანადუღარ წყალში და სულ ურიე, ფქვილი რომ კარგად გაიხსნას. მე მაწონთან ერთად ზოგჯერ ვუკეთებ ხოლმე რამოდენიმე სადილის კოვზ არაჟანსაც, ძალიან უხდება. ამ ყველაფერს დაამატე მოხარშული ბრინჯი (ბრინჯს წინასწარ ხარშავ ცალკე, დაახლოებით 3-4 კოვზი), ერთად წამოადუღე, შეაზავე მარილით და დაუმატე დარჩენილი მწვანილები და ნიორი (ერთი საშუალო ან ორი პატარა კბილი) და გამორთე ცეცხლი.
თუ გეჩვენება რომ სუპი ცოტა სქელი გამოვიდა, შეგიძლია წყალი დაამატო.

* * *
მაწვნის სუფი: (2)
© auau

მე კიდევ ერთ სახეობას შემოგთავაზებ - ხახვი მოშუშე კარაქში დაასხი წყალგარეული მაწონი (ერთი ერთზე კარგად გათქვეფილი), როცა ადუღდება, ჩაყარე მრგვალი ბრინჯი ( დაახლოებით 2ლ-ზე ნახევარი ჭიქა). ბრინჯი რომ მოიხარშება, ჩაყარე წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა და პიტნა, გაუწყე მარილი გემოვნებით.ხშირად ურიე ქვაბს.

* * *
მაწვნის სუპი (3)
© ShadowCat

ქვაბში შუშავ ხახვს ზეთში, ჩაყრი ბრინჯს (საშუალო ზომის ქვაბზე 3/4 ჭიქა დაახლოებით), ასხავ წყალს (ისე, რომ მაწონისთვის ადგილი დარჩეს ქვაბში )
და ხახრშავ. როცა ბრინჯი მოხარშულია, ამატებ კარგად გათქვეფილ მაწონს (მე ნახევარლიტრიანი ქილის 3/4 ვიხმარე დაახლოებით), თან ურევ.
წამოადუღებ, და ადუღებ 3-5 წუთი, ჩაამატებ მარილს (გემოვნებით) და ბლომად კამას და წვნიანი მზადაა

მართლა გემიერლი გამოვიდა

NOTE: რაც შეეხება ფქვილის დამატებას - ეს იმ შემთხვევაში, როცა გინდა სქელი გამოვიდეს (2-3 კოვზ ფქვილს წინასწარ ხსნი მაწონში და ისე ასხავ მაწონს),
მაგრამ წვნიანის სისქე შეიძლება ბრინჯითაც განსაზღვრო, (1 ჭიქა 3/4-ის ნაცვლად).

user posted image
* * *
სოკოს სუფი გაროხით (გუსტოი სუფის ერთ-ერთი ვარიანტი)
© BadbadGirl

გვჭირდება:
300გრ სოკო, (როგორიც გაქვთ ისეთი)
1ცალი საშუალო ზომის ხახვი, 1 საშ ზომის კბილი ნიორი, 5-6 ღერი პეტრუშკა, და 100 დრამი გაროხი. 1 ცალი საშუალო ზომის კართოფილი

ვალბობთ გაროხს წყალში დააახლოებით 2-3 საათი, შემდეგ კი ვხარშავთ ისე რომ მთლიანად ჩაიხარშოს და ფაფასავით გამოვიდეს.(გაროხს დაასხით დაახლოებით ერთი ლითრი წყალი და ისე ხარშეთ, რომ დაიშრობს წყალი კიდე დაასხით)
ქვაბში ყასხავთ ზეთს , ვყრით წვრილად დაჭრილ ხახვს და ვშუშავთ, შემდეგ ვამატებთ დარილ სოკოს და რაც შეიძლება წვრილად დაჭრილ კართოფილს,ვასხავთ იმდენ წყალს რომ ეს მასა დაიფაროს და ვხარშავთ ნელ ცეცხლზე სანამ სოკო და კარტოფილი მზად არ იქნება. შემდეგ ამ სოკოიან ქვაბში ვსხავთ ჩვენ გაროხს (რომელიც წინასცარ მოვხარშეთ) და ნელ ცეცხლზე ადუღებთ დაახლოებით 20 წუტი,შემდეგ ვაყრით დაჭრილ ნიორს,პეტრუშკას,შავ პილპილს და სუპიც მზადაა უი მარილი კიდო,არ დაგავიწყდეთ,მე სულ მავიწყდება

კაი სუფია და ადვილი გასაკეთEბელი

გაროხის სუპი ვიჩინით (II ვარიანტი გუსტოი სუფისა)
ოღონდ მწვანე გაროხი დაგჭირდებათ 100გრამი,შებოლილი ხორცი არ ვიჩინა 300 გრამი.
2-3 თავ ხახვს ვჭრით წვრილად და ვშუშავთ ზეთში,ვამატEბთ საშუალოზე პატარა ზომებად დაჭრილ შებოლილ ხორცს ან ვიჩინას, და ვშუშავთ ასე, შემდეგ ვამათEბთ 100 გრამ მწვანე გაროხს ,3-4 კარტოფილს ,წვრილად დაჭრილს,1წალ ასევე წვრილად დაჭრილ ან კიდე უკეთესია გახეხილ სტაფილოს, ვასხავთ 2-3 ლიტრა წყალს და ვხარშავთ და ვხარშავთ სანამ გაროხი და ბოსტნეული მზად არ იქნება, ბოლოს ვუშვებით 2 საშუალო კბილ ნიორს, მწვანილეულიდან ქინძს და კამას და შავ წიწაკას.კიდო მარილს გემოვნებით.

Posted by: malina 15 Dec 2006, 10:52
ძვლიანი საქონლის ხორცის სუფი

არტალა გაასუფთავეთ,წამოდუღებისას მოხადეთ ქაფი, ხარშეთ 2-3 საათი , (ვიზუალურად შეატყობთ, კარგად უნდა ჩაიხარშოს ), შემდეგ დაამატეთ სტაფილო, კარტოფილი, ხახვი(მთლიანი თავი ) მწვანილები (ოხრახუში, ცოტა ქინძი), მარილი , პილპილი გემოვნებით
ძალაინ გემრიელია და კალორიულიც tongue.gif
© malina

Posted by: BadbadGirl 15 Dec 2006, 18:54
მინდა კომენტარი გავაკეთო მაწვნის სუფთან დაკავშირებით,
მაწვნის ნაცვლად მე პირადად გამოვიყენე იოგურტი დანამატების გარეშე. არავითარი განსხვავება არ იყო გემოში და ძალიან გემრიელი გამომივიდაsmile.gif
ოფტოპიკი რომ არ გამომივიდეს დავწერ კიდევ ერთი ძAლიან გემრიელი სუფის რეცეპტს smile.gif

გუიაჟი (ერთ ერთი სახეობის უნგრული სუფია)
გვჭირდება:
500 გრ ახალგაზრდა ძროხის ხორცი
2 ცალი მოზრდილი ხახვი
1კბილი ნიორი
2-3 სტაფილო
1ც-პეტრუშკის ფესვი, თუ ან 1 საშუალო ზომის კონა პეტრუშკა
5-6 საშუალო ზომის კარტოფილი
2 ბულგარული წიწაკა
1 მწვანე წიწაკა
3-4ც წითელი, მწიფე პომიდორი


ჩავასხათ ქვაბში 50 მლ ზეთი და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი (1\2ნაწილი) და ვშუშოთ დარბილებამდე, შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ხორცი, და 1 კოვზი წიწაკა (ბულგარული წიწაკა) .ვურიოთ ხორცის გათეთEრებამდე და შემდეგ დავასხათ წყალი ისე რომ ხორცი დაიფაროს და მოვხარშოდ ისე რომ 80 % მზად იყოსsmile.gif
ამის შემდეგ ხორცს ვამატებთ 2ლიტრ წყალს,2-3 ცალ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილ სტაფილოს,1 ცალ პეტრუშკის ფესვს (კუბიკად დაჭრილს,თუ არ გაქვთ არ იდარდოთsmile.gif )1 ცალ მწვანე წიწაკას,2წალი ბულგარული წიწაკა,3-4ცალ პომიდორს და (ძალიან ჭვრილად დაჭრილს და კანგაცლილს)5-6 ცალ საშულაო ზომის კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს,და დარჩენილ ნახევარ ხახვსsmile.gif Yველაფერი რომ მოიხარშება, ჩაამატეთ პეტრრუშკა(თუ არ გქონდათ პეტრუშკის ფესვები, თუ გქონდათ მწვანე ფოლების დამატება არაა აუცილებელი), ქინძი,ნიორი, მარილი გემოვნებით.

Posted by: asiko 15 Dec 2006, 21:25
რამდენნაირი აკროშკა წერია და არცერთი არ შეესაბამება ორიგინალს. მთლად ზუსტი ვერსია მეც არ მახსოვს, მაგრამ მიახლოებული ვარიანიტი ესაა:

სმეტანას ვხსნით ანადუღარ წყალში. უმი კიტრი გათლილი, მოხარშული კვერცხი, ქათმის ხორცი, ან ძეხვი დაჭრილი კუბიკებად. + მწვანე ხახვი ცოტა, მარილი. აუციელებლი ინგრედიენტია ლიმონმჟავა.

აკროშკაში კარტოფილს რა უნდა. ერთხელ ჩაის სახლში მაჭამეს ეგეთი აკროშკა, მეორედ აღარ შემიკვეთია!

ისე თითქმის ყველა წვნიანს უხდება ლიმონის ნაჭრები ან პიკულები.

Posted by: BadbadGirl 15 Dec 2006, 22:24
asiko
საინტერესოა აკროშკაზე შენი იდეა
რუსეთსი მას შემდეგნაირად ვაკეთებდით
ვიღებდით კვასს, ვუმატებდუთ ყველანაირ ხილს და ბიოსტნეულს რაც გვქონდა, და დოქტორსკი კალბასს 300 გრამს წვრილად დაჭრილს 2 ლიტრ კვასზე, შემდეგ საზამტროს, ნესვს, ვაშლს, მსხალს, კომბოსტოს, პომიდორს,კიტრს,ბულგარულ წიწაკას,ხახვს მწვანეს ,ცოტა ნიორს- ყველაფერ ამას წვრილად დაჭრილს, ბევრ მწვანილს და მარილს ცოტაოდენს.შემდეგ ვდგავდით მაცივარში 2 საათით და სიცხეში ვათოხლავებდით


მაგარი დომხალი ჩანს ერთი შეხედვით მაგრამ როცა ცხელა მაგარი სასიამოვნოა და ძალიან მსუბუქი

Posted by: revolucioneri 4 Jan 2007, 21:17
ჰოლანდიაში რომ სუფს აკეტებენ ასეთი არ არსებობს! მე მაინც ვერ ვაკეტებ, თითქოს ხაჩაპური იყოს !
ასეთ ადვილს კი ვაკეტებ და ზაან გემრიელია;

ბოსტნეულის სუპი
მოკლედ, რაც სახლში ბოსტნეული მოგეძებნება ყველარაფერს უშვრები( სქელი გამოდის) და პლუს პატარა ფარშის ბურთებს(1-2 სმ) ყრი და ხარშავ ყველაფერს ერტად, მაგარია!!!
ნახეთ, როგორ მოგეწონებათ, სხვა სუფს აღარ შეჭამთ.

Posted by: Peppi 17 Jan 2007, 20:05
რუსული სალიანკა

მასალა: ხორცი: 1. საქონლის რბილობი - 500 გრ; 2. ძვლიანი ნაწილი - 200 გრ; 3. ქათმის - 300 გრ; 4. საქონლის ენა - ერთი ცალი.
ძეხვეული: 1. სოსისი: შესაწვავი, შებოლილი; ძეხვი: სარდელი, სალიამი; შებოლილი ხოცი (ვიჩინა). თითო სახეობა უნდა იყვეს 150-200 გრამი, გააჩნია სახეობათა რაოდენობას. ანუ შეზღუდული არ ხართ რამდენი სახეობის ძეხვეული იქნება გამოყენებული.
ბოსტნეული: ხახვი - 3საშუალო ზომის თავი; სტაფილო - 250 გრ; სოკო: 1. შამპინიონი - 1 ქილა, 2. "სლანოვიე უშკი" - 300 გრ;
მწნილები: 1. კიტრი - 1 ლიტრიანი ქილა; 2. ზეთის ხილი - მწვანე 1 ქილა; 3. ჯუჯა სიმინდის კონსერვი - 1 ქილა; 4. კაპერსი - 1 ქილა. შენიშვნა: კაპერსი რადგან ვერ გავიგე და ვერ ვიპოვე რა იყო, ჩავანაცვლე მჟავე გუგა სიმინდით.
სუნელები: მარილი, დაფნა, წიწაკა - ჩილი, შავი, სურნელოვანი (დაუფქვავი), ტომატის პასტა, ბულგარული წიწაკა - ნახევარი, ნიორი 3-4 კბილი.

მომზადების წესი: 1. მოამზადეთ რთული ბულიონი: პირველ რიგში იხარშება საქონლის ენა, შემდეგ ემატება საქონლის ძვლები და რბილობი და ბოლოს ქათმის ხორცი. (საქონლის ენა აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია). ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა თესლად.
ცალკე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, ამასვე დაუმატეთ გარეცხილი და კუბიკებად დაჭრილი სოკო "სლანოვიე უშკი".
ასევე შესაბაბისად კუბიკებად დაჭერით ძეხვეულიც. ნაწილი შეწვით , მეორე ნაწილს კი პირდაპირ ჩაუშვებთ ქვაბში მოგვიანებით. ხორცის მოხარშვის შემდეგ ამოალაგეთ ისინი ლანგარზე და დაჭერით ასევე კუბიკებად, სასურველია ცოტათი შეაწითლოთ და ისე ჩააბრუნოთ ქვაბში.
მწნილები და ბულგარული წიწაკა დაჭერით ასევე კუბიკებად, ოღონდ შედარებით მცირე ნაჭრებად ვიდრე ხორცი. ნიორი გაასუფტავეთ და ან დაჭერით წვრილად, ან გამოიყენეთ საჭყლეტი.

ბოლო ეტაპი: როცა ყველაფერი შემწვარ-მოხრაკულია და დაჭრილია მოემზადეთ ბოლო 10 წუთისათვის, რადგან სწორედ ეხლა არის ის გადამწყვეტი მომენტი ექნება თუ არა თითეულ კოვზს განსხვავებული გემო, მოკლედ: მზა ბულიონში ჩაუშვით მოთუშული ხახვი-სტაფილო-სოკო, მიაყოლეთ მოხარშული და დაჭრილი ხორცი, ასევე არ დაგავიწყდეთ ძეხვეულიც. ჩაამატეთ დაჭრილი მჟავე კიტრი, რგოლებად დაჭრილი მწვანე ზეთის ხილი, სიმინდიც და ქილის შამპინიონის, (თუ ზომა მოითხოვს ესეც გაჭერით შუაზე). არ დაგავიწყდეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი. 3-4 წუთის ხარშვის შემდეგ გასინჯეთ გემო და გემოვნების მიხედვით დაამატეთ მჟავე კიტრის წვენი : დაახლოებით 200 ლმ. თეფშზე ამოღებისას ამოურიეთ კარგად, რადგან მძიმე ხორცი უფრო ფსკერზე იდება, ძეხვეული და მზავე კი ზემოთ , ქვაბის ზედაპირზე "დაცურავს".

აი ასე შეგიძლიათ მიირთვათ "უამრავი" სხვადასხვა კერძი ერთი თეფშიდან

Posted by: djindjidrinji 14 Feb 2007, 17:13
ხახვის სუპი დადოს! თავისი ტოსტებით, ყველებით და ამბებით.

30 ხახვი

Posted by: PsycheDroid 26 Feb 2007, 17:27
ტაილანდური სუპი ჩემი მცირედი მოდიფიკაციით... biggrin.gif

ინგრედიენტები:
1 დიდი ქვაბი წყალი
1 ქილა გაროხი - მოვხარშოთ
7-8 მოზრდილი ნაჭერი ვიჩინა - კუბიკების ფორმაზე დავჭრათ
4-5 მოხარშული კარტოფილი - ესეც კუბიკების ფორმაზე დავჭრათ
4 ცალი მოხარშული კვერცხი - წვრილად დავჭრათ
4-5 ცალი ბულგარული წიწაკა - ესეც წვრილად დავჭრათ
რამდენიმე თავი ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო
და მთავარი ინგრედიენტი - ქოქოსის რძე, 1 ქილა (გუდვილში იყიდება, 3 ლარი ღირს)

ეს ყველაფერი უნდა მოიხარშოს ერთად.. მარილი და წიწაკა გემოვნებით...
ძალიან კარგი რამეა.. smile.gif

Posted by: ShadowCat 26 Feb 2007, 17:39
ჰმ.. საინტერესოა..
კაკრაზ მინდოდა რამე ახალი წვნიანი გამეკეთებინა..
აუცილებლად ვცდი smile.gif

Posted by: PsycheDroid 26 Feb 2007, 17:41
ShadowCat
სცადე, არ ინანებ smile.gif

Posted by: PsycheDroid 1 Mar 2007, 17:28
ShadowCat
გააკეთე? თუ კი, მოგეწონა? smile.gif
ჰო, თუ იშოვი კარი და ლემონ გრასს დაუმატე.. საერთოდ ფანტასტიკა გახდება smile.gif

Posted by: Kesi 1 Mar 2007, 17:52
ბროკოლის სუპ-პიურეს აპრობრებული რეცეპტი ხომ არ იცით რომ გამანდოთ???
საერთოდ ვგიჟდები სუპ-პიურეებზე და რაიმე სხვა საინტერესოსაც თუ შეომთავაზებთ, ურიგო არ იქნება...

წინასწარ გმადლობთ, smile.gif smile.gif smile.gif smile.gif
თქვნი კესი

Posted by: ShadowCat 1 Mar 2007, 20:15
PsycheDroid
ჯერ არ გამიკეთებია - ქოქოსის რძისთვის ვერ გავედი ჯერ გუდვილში biggrin.gif
როცა გავაკეთებ, აუცილებლად დავწერ შთაბეჭდილებებს smile.gif

QUOTE
ლემონ გრასს

ეს რა არის? spy.gif

Posted by: PsycheDroid 2 Mar 2007, 11:08
ShadowCat
QUOTE
ლემონ გრასს

ესეც ტაილანდური სანელებელია, საჭმელს ძალიან კარგ არომატს აძლევს.. წესით გუდვილში უნდა ჰქონდეთ ეგეც..

Posted by: BadbadGirl 10 Mar 2007, 16:43
ხარჩოს გაკეთება მასწავლეთ რაsmile.gif
პლიიიზე smile.gif

Posted by: Breaky 13 Mar 2007, 16:14
გაროხის სუფი ჩემი ვარიაციით:

წინა საღამოს გაროხი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და დავტოვოთ მთელი ღამე.
მეორე დღეს მოვახრშოთ გაროხი. რომ წამოდუღდება, ქაფს მოიგდებს და მოვხადოთ.
ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პატარა ყვავილედებად დაშლილი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი. ჩავუშვათ ეს მასა ზეთიანად
გაროხთან. წამოვადუღოთ. ჩავაყაროთ მარილი, პილპილი, ქინძი, კამა, ოხრახუში.

Posted by: ShadowCat 27 Mar 2007, 15:10
PsycheDroid
QUOTE
ინგრედიენტები:
1 დიდი ქვაბი წყალი
1 ქილა გაროხი - მოვხარშოთ
7-8 მოზრდილი ნაჭერი ვიჩინა - კუბიკების ფორმაზე დავჭრათ
4-5 მოხარშული კარტოფილი - ესეც კუბიკების ფორმაზე დავჭრათ
4 ცალი მოხარშული კვერცხი - წვრილად დავჭრათ
4-5 ცალი ბულგარული წიწაკა - ესეც წვრილად დავჭრათ
რამდენიმე თავი ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო
და მთავარი ინგრედიენტი - ქოქოსის რძე, 1 ქილა (გუდვილში იყიდება, 3 ლარი ღირს)

ეს ყველაფერი უნდა მოიხარშოს ერთად.. მარილი და წიწაკა გემოვნებით...

ტაკს..
როგორც იქნა, გადავწყვიტე ამის გაკეთება.. რა გამომივა ოღონდ არ ვიცი givi.gif
ვიჩინის მაგივრად ქათმის ხორცის გამოყენება გადავწყვიტე - ტოისტ, ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა - ტაილანდელები ვიჩინას საერთოდ არ ჭამენ, ქათამს ჭამენო..
ნუ, მეთქი, ჯანდაბას, მოსულათქო biggrin.gif
მარა ეს ვერ გავიგე, კვერცხი და კარტოფილი წინასწარ უნდა მოვხარშო? spy.gif
ან, გაროხის მოხარშვის ნაცვლად, ქილის გაროხი რომ გამოვიყენო, არ შეიძლება ნეტა? spy.gif
QUOTE
თუ იშოვი კარი და ლემონ გრასს დაუმატე..

კარი პრობლემა არ ყოფილა, მარა ლემონ გრასი ვერსად ვერ ვნახე..

მოკლედ, არ ვიცი, როგორ ვიზამ, მაგრამ რამეს მოვახერხებ ალბათ და მერე გეტყვით, რა გამოვიდა biggrin.gif
* * *
გავაკეთე! bis.gif
თან, ბასმატის ბრინჯთან ერთად და მართლა მაგარი გამოვიდა! jump.gif
ერთი ეგ იყო, რომ ბულგარული წიწაკა იყო უცნაურად მომწარო გემოსი spy.gif სეზონი არაა ალბათ და მაგიტომ biggrin.gif
მარრრაააა..
მომეწონა ძალიან! up.gif
PsycheDroid, დიიიიიდი მადლობა რეცეპტისთვის! 2kiss.gif

Posted by: Johnnie Walker 28 Mar 2007, 15:14
BadbadGirl
QUOTE
ხარჩოს გაკეთება მასწავლეთ რა
პლიიიზე 

რომელი ხარჩო?
ხარჩო ბევრნაირია.
ორი ყველაზე გავრცელებული: მეგრული ხარჩო (ნიგვზით), ცხარი სუპ-ხარჩო (ბრინჯით) biggrin.gif
მაშ რომელი? biggrin.gif

Posted by: Breaky 28 Mar 2007, 15:16
Johnnie Walker
QUOTE
ცხარი სუპ-ხარჩო (ბრინჯით) biggrin.gif


აი ეს მე მინდა, თუ არ დაგეზარება, დაწერე რა...

Posted by: tata-naka 28 Mar 2007, 17:09
pudelblack
შენ გეცოდინება Zwiebelsuppe:)

* * *
привет из батума ს აკროშკა ვის გიჭამიათ??
ხომ ძალიან მაგარია?
რაში მდგომარეობდა მისი საიდუმლო არ ვიცი, მარა მაგრად მომწონდაsmile.gif

Posted by: BadbadGirl 28 Mar 2007, 17:25
Johnnie Walker
მე ორივე ხარჩო მაინტერესებს
თუ შეგიძლია მითXარი რეცეპტი smile.gif

Posted by: PsycheDroid 12 Apr 2007, 14:05
ShadowCat
QUOTE
PsycheDroid, დიიიიიდი მადლობა რეცეპტისთვის!

არაფერს, გაიხარე.. smile.gif მაგრამ ისე ერთი თეფში რომ გეჭმია ცუდი არ იქნებოდა.. user.gif

Posted by: ShadowCat 12 Apr 2007, 14:14
PsycheDroid
QUOTE
მაგრამ ისე ერთი თეფში რომ გეჭმია ცუდი არ იქნებოდა

lol.gif აბა, რა ვიცოდი, ასეთი კარგი თუ გამომივიდოდაsmile.gif
მეორედ რომ გავაკეთებ, 2 თეფშს გაჭმევ 2kiss.gif

Posted by: PsycheDroid 12 Apr 2007, 14:17
ShadowCat
QUOTE
მეორედ რომ გავაკეთებ, 2 თეფშს გაჭმევ 

დაგავარილის smile.gif

Posted by: ლილიანი 14 May 2007, 19:23
აუუუუუ სუპ ს კლიოცკამი თU გაგიგიათ დამიწერეთ რეცეპტიიი რაა user.gif

Posted by: Breaky 15 Jun 2007, 17:28
"ანაკომის სუფი"

მე სოკოს ანაკომით ვაკეთებ ხოლმე.
ქვაბში ჩაასხავთ წყალს და ჩაყრით 1 ცალ გაფცქვნილ ხახვს, კუბიკებდ დაჭრილ კარტოფილს, პატარა და თხელ ნახევარწრეებად დაჭრილ სტაფილოს (გახეხილიც შეგიძლიათ), წვრილად დაჭრილ ბულგარულ წიწაკას. დაახურავთ თავზე და დადგავთ საშუალო ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ჩაასხავთ ცოტა ზეთს. ადუღებთ დაბალ ცეცხლზე კარტოფილის მზადყოფნამდე. ჩააყრით პილპილს, მარილს (მე სვანურ მარილს ვუშვები), ანაკომის სუნელებს, წვრილად დაჭრილ კამას და ოხრახუშს (ქინძიც შეგიძლიათ). სულ ბოლოს კი ჩაყრით დატეხილ ანაკომის მაკარონებს, დაახურავთ ქვაბს თავზე და გაზს გამორთავთ. 5 წუთს ადროვებთ და შეგიძლიათ მიირთვათ.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 15 Jun 2007, 17:33
Breaky
მმმმმ მომინდა ეგ სუპი! კი მაგრამ რამდენი წყალი ხახვი და ასე შემდეგ? ანაკომი რამდენი პაკეტი?

Posted by: Breaky 15 Jun 2007, 17:37
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
კი მაგრამ რამდენი წყალი ხახვი და ასე შემდეგ? ანაკომი რამდენი პაკეტი?


1 საშუალო ზომის ქვაბზე 1 თავი ხახვი (მაინც მთლიანი უნდა და მხოლოდ გემოსთვის უნდა ჩაიხარშოს), 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 დიდი ბულგარული, კარტოფილის რაოდენობა ზომაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული (დაახლოებით 4-5 ცალი საშუალო ზომის). ანაკომი 1 პაკეტი. დანარჩენი ყველაფერი გემოვნებით.
1 საშუალო ქვაბში იგულისხმება დაახლოებით 8 მათლაფა სუფი, შეიძლება ცოტა მეტიც (თეფშის ზომასაც გააჩნია, ჯამში თუ ჩაისხი სულ 3 პორცია გამოვა).
* * *
პ.ს. ჩემს ქმარს სუფების სიყვარული ამ სუფით დავაწყებინე, ძალიან მოეწონა და მერე ჩვეულებრივი სუფებიც შევაპარე givi.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 15 Jun 2007, 18:00
Breaky

კი მაგრამ ეყოფა ერთი ანაკომის სუნელი?(თუ რაც ქვია) ერთი უნდა გავაკეთო!

Posted by: Breaky 15 Jun 2007, 18:17
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
კი მაგრამ ეყოფა ერთი ანაკომის სუნელი?(თუ რაც ქვია) ერთი უნდა გავაკეთო!


კი, ყოფნის. მასე ვაკეთებ სულ და ძალიან კარგი არომატი აქვს. ნუ, ძალიან დიდ ქვაბში არ ქნა და ეყოფა.

Posted by: BadbadGirl 15 Jun 2007, 19:20
ანაკომა რა არის?
სუპი ადვილი ჩანს და ვცდიდი სიამოვნებით




Posted by: Breaky 15 Jun 2007, 19:46
BadbadGirl
QUOTE
ანაკომა რა არის?


აქ იყიდება, რაღაც სუნელებიანი ვერმიშელებია, ადუღებული წყალი რომ უნდა დაასხა და 3 წუთში რომ მზადაა.

Posted by: BadbadGirl 15 Jun 2007, 19:54
Breaky
აააა ოკკკკ.გსაგებია. გაიხარე .
აქაც ბევრია, ამცუთას 5 პაჩკა მაქვს "სმაკი" ქვია. ჩემი ქმარი მიირთმევდა სანამ მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სასტიკად აქვს აკრძალული
მე ავუკრძალე ანუ, biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 16 Jun 2007, 05:50
მთხოვეთ ეხლა, მთხოვეთ და ნაღდ ფრანგულ ხახვის სუპს გასწავლითმ ცოტა საჩალიჩოა მარა ნუ ახუიტელნი biggrin.gif მთხოვეთ.

Posted by: Peppi 18 Jun 2007, 00:47
გრეჩიხის სუპის ხსენება არ შემხვედრია აქ

ამ დროს ძალიან გემრიელია და სასარგებლო

რეცეპტი კი უადვილესი: ჩვეულებრივ ბოსტნეულის (ან ხორცის ბულიონის) სუფს დაუმატებთ გრეჩიხას (ანუ წიწიბურას) მაკარონის ან ბრინჯის ნაცვლადsmile.gif

Posted by: Solveig 18 Jun 2007, 00:49
QUOTE
გრეჩიხის სუპის ხსენება არ შემხვედრია აქ

ამ დროს ძალიან გემრიელია და სასარგებლო

რეცეპტი კი უადვილესი: ჩვეულებრივ ბოსტნეულის (ან ხორცის ბულიონის) სუფს დაუმატებთ გრეჩიხას (ანუ წიწიბურას) მაკარონის ან ბრინჯის ნაცვლად


ხახვი, სტაფილო, ცოტა კარტოფილი (სილამაზისათვის), წიწიბურა. შესაკმაზად-ცოტა პომიდორი, ოხრახუში და ცოტა პიტნა.

Posted by: Vika 18 Jun 2007, 18:38
djindjidrinji
QUOTE
მთხოვეთ ეხლა, მთხოვეთ და ნაღდ ფრანგულ ხახვის სუპს გასწავლითმ ცოტა საჩალიჩოა მარა ნუ ახუიტელნი biggrin.gif მთხოვეთ

ჯინჯ, დაწერე რეცეპტი, what the hell biggrin.gif

მე მეზარება გაკეთება, მაგრამ ეგაა ჩემი უსაყვარლესი სუპი, ყოველთვის ვუკვეთავ, სადაც მენიუზე ვხედავ.

Posted by: Barry 19 Jun 2007, 14:27
djindjidrinji
ჰა, დაწერე აბა. გთხოვთ : )

Posted by: djindjidrinji 21 Jun 2007, 14:35
პო ზაიავკამ ტელეზრიტელეი,
Vika
Barry

ტაკს, მაშ დავიწყოთ. რატომ ხახვის სუპი? იმიტომ რომ უგემრიელესი სუპია. ყველაზე გემრიელი სუპია. სამწუხაროდ თბილისში არც ერთ ზავიდენიაში მას მიახლოებითაც კი არ ამზადებენ ისე, როგორც ამას წესი ითხოვს, მოაქვთ წყალში ჩახარშული ხახვის ფოთლები. ამდენად ვარიანტი იყო ორი. ან უნდა დამევიწყებინა ხახვის სუპი, ან უნდა მესწავლა მისი კეთება, მე მეორე ვარიანტი ვამჯობინე, მივაგენი რა ორიგინალურ რეცეპტს, მცირედი მოდიფიკაციების შემდეგ მივიღე ზუსტად იმ, სულ პირველი ხახვის სუპის გემო. დროთა განმავლობაში ჩემმა ხახვის სუპმა ჭეშმარიტი ხახვის სუპის connaisseur-ები სასიამოვნოდ გააოცა. ეს ისე შესავალი, რამე სალაფავის რეცეპტს ვდებდე არ გეგონოთ biggrin.gif

აქვე სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო , რომ არ არსებობს ზუსტი პროპორციები მაშინ, როცა ადამიანს აქვს ორი თვალი, გემო პირში და გული. იქნება ეს ხახვის სუპი თუ ერბოკვერცხი, უნდა იფიქრო თუ რა სიამოვნებით დააგემოვნებ მას შენ და სხვები. საჭმლის კეთება არის კრეატივი, ზუსტად ასე უნდა მიუდგე, თორე კუჭის გასავსებად დოკტორსკი კალბასიც წავა. ეს იმას მივაყოლე, რომ ინგრედიენტების რაოდენობას გიწერთ პირობითად. თუ იგრძნობთ, რომ მეტი კარაქია საჭირო, არ შეიკავოთ თავი, იმიტომ, რომ ჯინჯის მარტო 40 გრამი ეწერა და ის უკვე გამოიყენე. ნებისმიერი კერძის გაფუჭება შეიძლება რეცეპტის სტროგად დაცვით და ნებისმიერი კერძის გადარჩენა შეიძლება ოდნავ ტვინის განძრევით, ამიტომ არ შეშინდეთ ფიფლ. მაშ ასე,

თქვენ დაგჭირდებათ (იდეაში 6 ულუფაზეა, მარა ყველაფერი დამოკიდებულიამადაზე და თეფშებზე biggrin.gif)

- დაახლ. 40 გრამი კარაქი ( ეს დაახლოებით სამი სუფრის კოვზი კარაქია)

- დაახლ. 1-2 სუფრის კოვზი ზეთი (მოჟნო ზეითუნის, მოჟნო ჩვეულებრივი, მე ზეითუნის ზეთს ვერ ვიტან, ამიტომ ჩვეულებრივი ზეთით ვაკეთებ)

- 5-6 დიდი ხახვი (უმჯობესია თეთრი და წითელი შერეულად)

- 1 ჩაის კოვზი შაქარი

- 1 ჩაის კოვზი მარილი

- 2-3 სუფრის კოვზი ფქვილი

- 12 ჭიქა (ჩვეულებრივი კრუჟკა ანუ, რაც დაახლოებით სამნახევარი-ოთხი ლიტრი, გააჩნია ვის როგორი კონსისტენცია უნდა) ბულიონი. ბოსნტეულის ან ხორცის. მე ხორცის მირჩევნია. მისაღებია კუბიკის ბულიონი, მარა ცხადია, რომ ნატურალურ საქონლის ხორცის ბულიონს არაფერი შეცვლის.

- 100 გრამი თეთრი ღვინო ( ვინც ჩამპალი კაპიტალიზმის ქვეყნებში ცხოვრობთ და მაინც გადაწყვიტეთ ხახვის სუპის სახლში გაკეთება biggrin.gif, შეგიძლიათ იხმაროთ sherry). ყველა დანარჩენისთვის მშრალი თეთრი ღვინო . მამენტ, ზოგ რეცეპტში ეწერა შავი ღვინოც, მარა მე თავი შევიკავე, მგონი თეთრი უფრო მიზანშეწონილია, თუმცა შავი ღვინით სუპი უფრო მუქი გამოვა, რაც სასურველია.

- დაფნის ფოთლები (აი ვისაც რამდენი გაგეხარდებათ, მე სადღაც 5ს ვდებ ხოლმე)

- душистый горошек (ქართულად არ ვიცი რა ქვია) ერთი 8 მარცვალი რა.

- ერთი ბატონი პური (ფრანგული ბაგეტი, ქე რო პოპულიში იყიდება ისეთი, ჩვეულებრივი რბილი თეთრი პურიც წავა)


-ყველი. იდეაში Gruyère. მარა თბილისში ვგონებ ჩემ ფეხს იშოვი, ამიტომ ვიყიდე უბრალოდ მაგარი (მაგარი ვსმისლე მკვრივი biggrin.gif) ყველი და ის ვიხმარე. მერე აღმოჩნდა რომ ჩვეულებრივი შვეიცარიულიც მშვენივრად უხდება.

ეხლა უშუალოდ პროცესი.

ხახვი უნდა დაჭრათ ძააალიან თხელ რგოლებად. მაქსიმალურად თხელ რგოლებად. მერე საკმაოდ დიდ ქვაბში ასხავთ 2 კოვზ ზეთს და 20 გრამ კარაქს, ამატებთ შაქარს მარილს და ყრით ხახვს. შაქარი არ გამოგრჩეთ, კარამელიზაციას უკეთებს ხახვს. ტკბილი გემო არ ექნება სუპს, სამგიეროდ ხახვი გამოვა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
მოკლედ ხახვს რომ ჩაყრით, სადღაც ერთი წუთი მაღალ ცეცხლზე ურიეთ, რომ დალბეს და ზეთით და კარაქით გაიჟღენთოს. მერე აყენებთ დაბალ ცეცხლზე, ახურავთ ქვაბს თავსახურს და სადღაც 10 წუთი თუშავთ, სისტემატური მორევით. მერე ახდით თავსახურს, დაუმატებთ დარჩენილ 20 გრ კარაქს და მუდმივად ურევთ სადღაც 15 წუთი, მანამდე სანამ ხახვი არ გახდება მოყავისფრო და წელვადი. (დაიმახსოვრეთ, რომ პატარა ქვაბში ბევრი ხახვი თუ იწვება, არ გახდება სასურველად ყავისფერი. ეგ არაა ტრაგედია, პროსტა სუპი იქნება ოდნავ უფრო ღია). როცა ხახვი მზადაა, უმატებთ ფქვილს, ნელნელა რო მოაკაროთ უკეთესი იქნება, მარა ნებისმიერ ვარიანტში შეიკვრება ეგ თქვენი ფქვილი, არაფერი საგანგაშო არაა, აგძელებთ ჩვეულებრივად მორევას, სანამ ფქვილი არ გახდება ყავისფერი. როცა ფქვილი ყავისფერი გახდება, ასხავთ ქვაბში ბულიონს (შეკრული ფქვილი გაიხსნება მაგაში, მაგიტომ დავწერე, რომ საგანგაშო არაა), ამატებთ ღვინოს, დაფნის ფოთლებს, душистый горошек -ს, მარილს და პილპილს გემოვნებით, ახურავთ თავსახურს და დაბალ ცეცხლზე ტოვებთ 15 წუთით. ხანდახან მოურიეთ.

ამასობაში

ჭრით ბაგეტს დაახლ. 2 სმ სისქის ნაჭრებად, თუ გაქვთ ჩვეულებრივი პური, მაშინ უბრალოდ კანი მოაჭერით, და დუხოვკაში ბრაწავთ. (სუხარის მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ). სუპს ასხავთ ქოთნებში, ან სპეციალურ თეფშებში, სუპის ჯამებში. მუღამი ისაა, რომ იყოს ღრმა და არა განიერი და თერმოგამძლე. (მე სპეც. მაგ სუპისთვის შევიძინე სუპერში ეგეთი ჯამები). ასხავთ სუპს თქვენს ქოთნებსა თუ ჯამებში, ზემოდან ადებთ უკვე შებრაწულ პურს ისე, რომ მთლიალად ფარავდეს სუპს (მაგიტო ვამბობ რომ ჩვეულებრივი თეფში არ წავა). ზემოდან, პურზე, აყრით გახეხილ ყველს, სულო და გულო -იმდენს. დგავთ ამას დუხოვკაში სანამ ყველი არ დადნება (მე გრილის ნაწილს ვრთავ ხოლმე და ჩქარდება პროცესი).

მოკლედ,

bon appétit!



.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 21 Jun 2007, 14:42
djindjidrinji
იმხელა ნერწყვი გადავყლაპე კითხვას რო მოვრჩი კინაღამ დავიხრჩვი sad.gif მეც მაგრა მიყვარს ხახვის სუპი smile.gif ვცდი ერთხელ გაკეთებას

Posted by: djindjidrinji 21 Jun 2007, 14:49
Yoshimitsu Fukazawa

სურათია ნამეტანი დიდი და ვერ ვამაგრებ, თორე ნერწყვით დახრჩობა მერე გენახა biggrin.gif სცადე, მართლა საკაიფო სუპი გამოდის. პროსტა ეხლა ცხელა მამენტ მაგისთვის...

Posted by: Camel 21 Jun 2007, 14:51
djindjidrinji


ხახვის სუპი არ ვიცი , მაგრამ რეცეპტის პროზაული ენით გადმოცემაში და კულინარიულ რჩევებში "საბას" და "სმაკი"-ის სიგელებს გადმოგცემდიbiggrin.gif

up.gif

Posted by: djindjidrinji 21 Jun 2007, 15:05
ხ ო რ ხ ე

შენ ბოლო ბოლო ბუღლამა გინდა თუ ხახვის სუპი? biggrin.gif რავა ყველაფერზე იხიბლები biggrin.gif

Camel

გმადლობ smile.gif

Posted by: Barry 21 Jun 2007, 15:08
djindjidrinji
2kiss.gif რა ყოჩაღი გოგო ხარ. მე, კიდევ მეგონა დაგვიკიდე biggrin.gif
ეხლა ამოვბეჭდე და შAბათ-კვირას გავაკეთებ, ვნახოთ რა კულინარი ვარ biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 21 Jun 2007, 15:15
Barry

დაგიკიდეთ კი არა ვერ დავჯექი აქამდე წესიერად რო დამეწერა, დამიჯერებ რო ერთი საათი ვწერდი ამ რეცეპტს? lol.gif პროსტა ინრედიენტებს ხომ არ ჩამოგითვლიდით? ქუქინგ ეტო არტ!

მოკლედ თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, აქ ვარ.

ხ ო რ ხ ე
QUOTE
მესამე და დალშე ავტორმა გადაწყვიტოს 


მნახველებმა მოიტანონ სეტკით თუ კაია biggrin.gif

Posted by: ShadowCat 21 Jun 2007, 15:27
ნამდვილად არასოდეს გამისინჯავს no.gif
რესტორნებში წვნიანს ფაქტიურად არ გეახლებით და შესაბამისად, ვაღიარებ, მენიუშიც კი არ მახსენდება, სადმე შემენიშნოს..
მაგრამ ნამდვილად დავინტერესდი yes.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 21 Jun 2007, 16:02
djindjidrinji

QUOTE
ზემოდან ადებთ უკვე შებრაწულ პურს ისე, რომ მთლიალად ფარავდეს სუპს


აი აქ მაინტერესბს, ბაგეტის დიამეტრი მაქსიმუმ 8 სანტიმეტრია და თეფშს როგორ უნდა ფარავდეს?

Posted by: djindjidrinji 21 Jun 2007, 16:10
Yoshimitsu Fukazawa
მაგაშია საქმე რო თეფშში კი არა, ქოთანში უნდა იყოს რა, ან სუპის ჯამში სპეციალურში, პატარა ყელი რომ ქონდეს, თეფშ- , "ეტო ნონსენს" როგორც ბებიაჩემი იტყვის ხოლმე. ჭურჭელი პო ხოდუ უნდა იყოს სიცხის გამძლე, იმიტორო დუხოვკაში აფეთქდება წინააღმდეგ შემთხვევში.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 21 Jun 2007, 16:26
djindjidrinji
აჰა გავიგე ეხლა! და დუხოვკაში რათ გინდა რომ დებ ყველი რომ დაადნეს? თუ ამისთვის მაშინ ბაგეთი რო დაიხრუკება მერე დააყარე ყველი ისევ შეაბრუნე დუხოვკაში მარტო გრილი 1 წუთში გადნება ჰოლანდიური ყველი და მერე ჩადე პირდაპირ სუპში არა?

Posted by: djindjidrinji 21 Jun 2007, 16:30
Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
არა?


არა. სანამ არ გააკეთებ ვერ მიხვდები მთელ ნიუანსებს, ყველი რო დნება გვერდებიდან სუპში ჩადის და იქაც იხრუკება გემრიელად. პო ხოდუ სუპში რომ დევს პური, ქვედა მხრიდან რბილდება სუპით. ტონკოსწი, გენცვალე biggrin.gif

Posted by: Camel 21 Jun 2007, 16:32
ара исе джер хахви ра арис,,, да мере хахвис супи ра унда икос а???




Posted by: GT 21 Jun 2007, 16:33

ხახვი ეძახეთ და ჯინჯის ხახვის სუპი იყო ძალიან მამობა (ახუიტელნი უნდა დამეწერა მაგრამ წორნის შემეშინდა)
user.gif

Posted by: Corleone 21 Jun 2007, 16:38
Camel
QUOTE
ара исе джер хахви ра арис,,, да мере хахвис супи ра унда икос а???

მაგარია, ბატონებში აკეთებენ ძაან მაგრად. პახმელიაზე საკაიფოა.

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 21 Jun 2007, 16:41
djindjidrinji
QUOTE
არა. სანამ არ გააკეთებ ვერ მიხვდები მთელ ნიუანსებს, ყველი რო დნება გვერდებიდან სუპში ჩადის და იქაც იხრუკება გემრიელად. პო ხოდუ სუპში რომ დევს პური, ქვედა მხრიდან რბილდება სუპით. ტონკოსწი, გენცვალე 


გეთანხმები ერთადერთი ყველი არ ჩავა სუპში ჩემი მეთოდიკით თორემ დარბილებით პური დარბილდება სად წავა მოკლედ დღეს თუ არა შაბათს უეჭველი ვაკეთებ ხახვის სუპს!!!! შენ გაიხარე! არ მეგონა ესეთი ადვილი თუ იქნებოდა! იმედია არ მოვიწამლებით (ეს ხუმრობით) smile.gif

Posted by: Vika 21 Jun 2007, 17:22
djindjidrinji
ჯინჯი (захлебываясь слюной), ძალიან მაგარი ხარ!

Posted by: ShadowCat 22 Jun 2007, 13:00
djindjidrinji
ერთი იდიოტური შეკითხვა:
როგორ უნდა მიირთვა? biggrin.gif

ვსმისლე, პური დარბილდება... OK..
ეს პური უნდა ამოიღო და სუპს მიატანო თუ? spy.gif baby.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 22 Jun 2007, 13:26
ShadowCat
პირდაპირ სუპშივე კოვზით დაჭრი შეგიძლია ალბათ ამოიღო მაგრამ ეგეთი ჯერ არ ინახავს smile.gif

Posted by: ShadowCat 22 Jun 2007, 13:28
Yoshimitsu Fukazawa
ჰომ.. მეც მასე ვვარაუდობდი მარა ქონFორმეიშენი მინდოდა biggrin.gif

Posted by: djindjidrinji 22 Jun 2007, 15:20
ShadowCat
QUOTE
როგორ უნდა მიირთვა?


რავი, მე კოვზით ვჭამ ხოლმე... biggrin.gif

დარბილდება პური და კოვზით დაჭრი რა...

ისე მოცარელაც მოუხდება, კაარგად გაიწელება....

Posted by: gabarzgaleba 4 Jul 2007, 00:51
ყველაზე მარტივია, ხაშლამის (ან უბრალოდ, საქონლის ხორცის) ნახარში წამოადუღეთ და ნიახური ჩაყარეთ, ასევე ნიორი. კამკამა ჭაჭა და წინა დღის ლავაშიც უხდება რა თქმა უნდა :ჩემთამსამაილიკებიარმუშაობსმაგის:

Posted by: ShadowCat 4 Jul 2007, 00:53
gabarzgaleba
მაგას ხახვი არ უნდა? რგოლებად დაჭრილი? spy.gif
(ვცდილობ გავიხსენო, "ის" წვნიანია თუ არა, მე რომ ვფიქრობ spy.gif)

Posted by: gabarzgaleba 4 Jul 2007, 02:02
QUOTE
რგოლებად დაჭრილი?


მაგას რგოლებად კიარა ალყა-ალყა ჰქვია

Posted by: ILG 5 Jul 2007, 22:35
კარგი ჩიხირთმას რეცეპტი აქ უნდა ვიკითხო თუ სადმე სხვაგან?

spy.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Jul 2007, 01:34
აქ უნდა იკითხო, უბრალოდ, ჩიხირთმას ბოზმაში სჯობს

Posted by: ShadowCat 6 Jul 2007, 01:38
gabarzgaleba
QUOTE
მაგას რგოლებად კიარა ალყა-ალყა ჰქვია

აგიხსნი, რაშია, საქმე:
"ალყა-ალყა" ჩემთან ასოცირდება, როგორც "რგოლებად", მაგრამ მსხვილად დაჭრილი biggrin.gif
ჰოდა, როცა "რგოლებად" დაჭრას ვამბობ, "რგოლებად", მაგრამ წვრილად დაჭრილს ვგულისხმობ user.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Jul 2007, 01:44
ShadowCat

მაიცა, გაიმეორე, თორე ასე მგონია ჰაინც ფენრიხს და ლუიჯი მაგაროტოს ველაპარაკები ქართული ენის სწავლის საწყის ეტაპზე... biggrin.gif

Posted by: ILG 6 Jul 2007, 01:45
gabarzgaleba
QUOTE
აქ უნდა იკითხო, უბრალოდ, ჩიხირთმას ბოზმაში სჯობს

რეცეპტებიც მოგეყოლებინა ბარემ
არც1ს დამზადება არ ვიცი sad.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Jul 2007, 02:01
ILG

ოკ

მარტივად ბოზბაში ეგრეა, ცხვრის ხორცს ხარშავ, ახალისას, დილას დაკლულისას, ყურადღება უნდა მია ქციო რო ქაფი არ ჩაიშალოს, სუ უნდა მოხადო. მალე ხახვს ჩაჭრი, თხლად დაჭრილ დუმას, თუ გინდა ცოტა ქონდარს (მოგვიანებით) და დაფქულ ან დანაყილ ბრინჯს. ყველაფერ ამაში ჩახარშავ ხორცს, მერე ამოიღებ ცხვრის ხორცს და ცალკე მოხარშულ (ან ცხვრის ნახარშშივე მოხარშულ) საქონლის ხორცს ჩააწყობ პილპილით, ქინძ მწვანილეულითა და მარილით შეკმაზულ წვენში. ბოზბაშმა ძაან ცხელმა უნდა მიაღწიოს სუფრამდე და მალე უნდა შეიხვრიპოს.

ბოზბაშის მერე მანტიორმა შეგიძლია ლექსები წერო, პოეტს კი თამამად შეგიძლია ანტენის გასასწორებლად ახვიდე.

Posted by: ILG 6 Jul 2007, 02:26
gabarzgaleba
ჰმ
არ მიჭამია არასდროს და მაინც
ჩიხირთმას ვირჩევ biggrin.gif


QUOTE
ბოზბაშის მერე მანტიორმა შეგიძლია ლექსები წერო, პოეტს კი თამამად შეგიძლია ანტენის გასასწორებლად ახვიდე.

up.gif
very inspiring though biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Jul 2007, 02:44
ILG

მაცა, ჩიხირთმის რეცოც გინდა?

Posted by: ShadowCat 6 Jul 2007, 11:36
gabarzgaleba
უნდა yes.gif

აბა, გისმენთ smile.gif biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Jul 2007, 12:30
მე დიდი ჩიხირთმისტი ვერა ვარ მარა მაინც დავწერ რეცეპტს.

ე.ი. ქატამი აუცილებლად სოფლის უნდა იყოს, ჭიაღუაზე გაზრდილი, ძვალი რო სადაფივითა აქვს და კანქვეშ ქონის თხელი ფენა რო ცაუდის ისეთ. ასეთ ქათამს მოხარშავთ, ამოვიღებთ და მარილმოყრილს დავტოვებთ, ერმოში მოშუშულ ხახვსა და პურის ფქვილს ვამატებთ ბულიონს, წამოადუღებ, თან ურევ. მერე გათქვეფ 45-კვერცხის გულს და იმ წამოდუღებულ წვენში ასხამ ნელ-ნელა და ურევ, დაამატებ კარდ ძმარს (ტანინიანი კახური ღვინისას), ქინძს, მარილს. სერვიკოვა მარტივია, ხორცებს დააწყობ ლანგრებზე და ზედ დაასხამ ჩიხირთმასა.
* * *
ისე, გაგანია მარხვაა და ამ დროს მემგონი თევზის წვნიანები უფრო საინტერესო იქნებოდა

Posted by: ILG 6 Jul 2007, 15:39
gabarzgaleba
QUOTE
მაინც დავწერ რეცეპტს.

მადლობა smile.gif

QUOTE
თევზის წვნიანები უფრო საინტერესო იქნებოდა 

კარგი იდეაა
არც თევზის წვნიანის გაკეთება არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Peppi 7 Jul 2007, 14:41
gabarzgaleba
კარგი რეცეპტიაsmile.gif ოჰ როგორ მომინდა ეხლა ისეთი დედალი - ბარკლები რომ დაეხლიცება ხარშვის დროს; ჩამავიდე ერთი საქართველოშიაwink.gif

ერთს დავუმატებდი მარტო: ძმარი კვერცხს აურიეთ და ისე ჩაუმატეთ ბულიონს; კვერცხი აღარ შეიკვრება ნაფლეთებად, რადგან ხოლმე მარტო მორევა არ შველის(:

Posted by: ShadowCat 7 Jul 2007, 14:56
ჩიხირთმა საუკუნეა, არ მიჭამია..
მაგრამ ის მახსოვს, რომ ძმარს უკვე თეფშზე (ტოისტ, მათლაფაზე biggrin.gif) გადმოღებულს ვუმატებდი.. ისევე, როგორც ცოტაოდენ გაჭყლეტილ ნიორს chups.gif

Posted by: მამაო ენუქი 7 Jul 2007, 14:58
ShadowCat
QUOTE
ჩიხირთმა საუკუნეა, არ მიჭამია..
მაგრამ ის მახსოვს, რომ ძმარს უკვე თეფშზე (ტოისტ, მათლაფაზე ) გადმოღებულს ვუმატებდი.. ისევე, როგორც ცოტაოდენ გაჭყლეტილ ნიორს 


ეგ ეგრეა, მარა მე ძმარს ვაფშე არ ვუშვები biggrin.gif

ისე უხას არაფერი არ ჯობია პახმელიაზე biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Jul 2007, 15:07
რა თქმა უნდა, თევზის წვნიანზე როცაა საუბარი, უხათი უნდა დაიწყო, თუმცა უხაც რამდენიმენაირია, ერთი თევზისგან მომზადებული, ეწ. დვაინოი, ტრაინოი და ა.შ. თუკი უხა ერთშემადგენლიანია, აუცილებლად მტაცებელი თევზისგან უნდა იყოს, მაგალითად ქარიყლაპიასი (შჩუკა), ადვილად არ იშოვება ეს თევზი, თუმცა დასავლეთ საქართველოში დაჭერაც შესაძლებელია ქარიყლაპიასი (ხობისწყლის ჩაყოლებაზე პატარა გუბურებია, სადაც თოხებით დავდიოდით ხოლმე სათევზაოდ, ვამღვრევდით გუბურებს და ხელით ვიჭერდით დაბნეულ თევზებს, კარგა მოზრდილებს, უხისთვის კარგია კილოიანი, კილონახევრიანი). სხვა თევზებიც შეიძლება. იმავე ერთშემადგენლიან უხაზე რეკომენდებულია ჯერ თავ-კუდ-ძვალ-ფარფლ ა.შ. მოხარშვა, დაახლ 1 საათამდე. თავიდან მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ, მერე ძალიან არ უხდება თუხთუხი. არამც და არამც არ შეიძლება თვალები და ლაყუჩების ჩაყოლება, ხარშვამდე კი თევზი კარგად უნდა გარეცხო თორე, სისხლის ნარჩენები მაგრა აამღვრევს ბულიონს.

საკმაზად სტაფილო, ხახვი, შავი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ნიახური, დაფნა, კარტოფილი...

მრავალშემადგენლიანი უხა ძაან მაგარი რამეა, თუმცა სჯობს ცალკ-ცალკე გააკეთო მდინარისა და ზღვის თევზები. მაგალითად თუკი ხამსით დაიწყებ, სჯობს მოივა-კეფალ-ნემსთევზა-სტავრიდა-ლიფარით გააგრძელო. ბოლოს კი რომელიმე "დასტოინი" ზღვის თევზის მოზრდილი ნაჭრები ჩააწყო, მაგალითად თინუსი ან რამე უკეთესი (ძველი ნახარშები უნდა გადაყარო, შეგიძლია ჭამო კიდევაც, რავი). თუ მდინარე, დაიწყებ მდინარის პატარა წვერათი და გააგრძელებ ხრამულით-მურწათი და ა.შ. კალმახ-ორაგულამდე. მდინარის უხა განსაკუთრებით ძვირი სიამოვნებაა (აქ მარტო ფული არ იგულისხმება...), თუმცა არის შემთხვევბი, როცა გიმართლებს კაცს. შორეულ 1994 წელს, ალბათ ყველაზე საშინელ პერიოდში უახლესი ისტორიისა, ჩემი მეზობელი ერთ რესტორანში მუშაობდა, საიდანაც სვია, ზუთხის და სხვა დიადი თევზების ნარჩენები მოჰქონდა (თავ-კუდ-ძვალ-ფარფლ), საიდანაც ატმენნი უხას ვაკეთებდით, ძვალსაც ვიმაგრებდით და გულსაც, თანაც მითუმეტეს შაქრის ჭარხლისგან გამოხდილ ან ხორბლის არაყს თუ დააყოლებდი, ნამდვილად იფიქრებდი, რომ შევარდნაძის მერე უფრო საინტერესო ხალხი მოვიდოდა და არა ეს სბროდი. biggrin.gif

Posted by: ShadowCat 7 Jul 2007, 15:28
gabarzgaleba
QUOTE
თანაც მითუმეტეს შაქრის ჭარხლისგან გამოხდილ ან ხორბლის არაყს თუ დააყოლებდი, ნამდვილად იფიქრებდი, რომ შევარდნაძის მერე უფრო საინტერესო ხალხი მოვიდოდა და არა ეს სბროდი

ჩაგეთვალა! lol.gif lol.gif

Posted by: Peppi 7 Jul 2007, 23:59
gabarzgaleba
QUOTE
თანაც მითუმეტეს შაქრის ჭარხლისგან გამოხდილ ან ხორბლის არაყს თუ დააყოლებდი, ნამდვილად იფიქრებდი, რომ შევარდნაძის მერე უფრო საინტერესო ხალხი მოვიდოდა და არა ეს სბროდი

ჰა, იყო "გაბანძგალება" არაყი, თუ არა? wink.gif

Posted by: _Burzum 24 Jul 2007, 01:10
პირველი პოსტი (მგონი) ამ განყოფილებაშიwink.gif
ხვალ სუშის ვამზადებ + სუპჩიკი მინდა. კონკრეტულად სახელი არ ვიცი, მაგრამ ტაილანდურ რესტორანში "სიმინდის სუპი" აწერია მენიუში.
ენიბადი? ძალიან მომწონს ეს წვნიანი, იქნებ ვინმემ იცით რეცეპტი?!
* * *
თავადვე ვუშველე საკუთარ თავს, ამას ვცდი ხვალ... მაგრამ 1 რამ მეეჭვება, იმ სუპჩიკს არც ბულიონის გემო ჰქონდა და ტკბილი იყო...
КИТАЙСКИЙ КУКУРУЗНЫЙ СУП


Продукты:
куриный бульон,
кукуруза,
яйца,
крахмал.

Инструкции:
В куриный бульон кладем помолотую в миксере косервированную кукурузу (1 банка на 1 литр бульона), доводим до кипения и вводим взбитое яйцо. При этом мешаем наш суп. После вводим 2 ст л. крахмала любого, разведенного в 100гр воды, доводим до кипения. Суп не должен быть густым по консистенции, но и не жидким. При подаче кладем кусочки вареной курицы и украшаем зеленым луком. Можно добавить несколько капель соевого соуса.

Posted by: djindjidrinji 24 Jul 2007, 02:54
_Burzum
QUOTE
მაგრამ 1 რამ მეეჭვება, იმ სუპჩიკს არც ბულიონის გემო ჰქონდა და ტკბილი იყო...


დაკონსერვებული კუკურუზა საკმარისად ტკბილია იდეაში, თუ გეცოტავა სიტკბო და დაუმატებ შაქარს კიდე რა... აი ქათმის სპეციფიკური სუნი რითი გამოყავთ და ესე მგონია რომ ბრინჯის ძმრით.

Posted by: _Burzum 24 Jul 2007, 18:30
djindjidrinji
არც დაჭირდა შაქარი.
სუპჩიკ ვიშელ ტო შტო ნადა!
user posted image

Posted by: gabarzgaleba 3 Aug 2007, 01:12
ისე, უცნაურია ამ სიცხეში, მარა როგორც ჩაია იდეალური ზაფხულში, წვნიანიც ასევე კაია, მაგალითად ჩრდილოკავკასიური ბოზბაშის პონტში წვნიანი, ცხვრის. ხრუპავ ფიალით და ნელ-ნელა იხდი ტანზე რო ოფლი კარგად შეგაგრილდეს, მერე მოდის ჩერქეზი ქალი, მოაქვს ჩაი და ზრუნვით სავსე ძუძუები (აქედან კიდე უფრო მაგარი ოფლიანობა იწყებაtongue.gif ). ყველაფერ ამის მერე უნდა გამოიძინო და სასწრაფოდ უნდა დაურეკო ძმაკაცს, რომელიც ამასობაში ბავშვებს გაყვა სათევზაოდ და უნდა დაახვიოთ აულიდან თორე გაგენძრათ..... biggrin.gif

Posted by: auau 14 Oct 2007, 13:07
გუშინ გავაკეთე საინტერესო ორი კერძი და გაგიზიარებთ:
1.წვნიანი
1 ჭიქა(200გრამიანი) დაჭრილი ხახვი და ამდენივე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ან ზეთზე ან ტექსუნის ერბოზე.დაასხით 3 ლ წყალი. ჩაუშვით კუბიკებად დაჭრილი 3 საშუალო კარტოფილი, მერე ზოლებად დაჭრილი წითელი,მწვანე და ყვითელი ბულგარული - დაახლოებით 10 ცალი (გააჩნია, როგორი სისქის გინდათ), როცა წამოდუღდება,3-4 სუფრის კოვზი ჰერკულესი და წინდაწინ მოდუღებული პომიდვრის მასა დაუმატე(დაახლოებით 2 ჩაის ჭიქა მაინც).გამზადებულს დააყარე ბლომად მწვანილი(ქინძი, ოხრახუში,პიტნა, რეჰანი)
აუცილებლად გაუწყეთ ძირა და ცხარე წიწაკა.ვისაც ჰერკულესი არ უყვარს,კარტოფილთან ერთად ჩაყაროს მაკარონი ან ვერმიშელი.

2. 6-7 მოზრდილი ხახვი მოშუშე ზეთზე ან ტექსუნზე. მასთან ერთად მოათავსე დაჭრილი ფერადი ბულგარულები 12-14 ცალი და ჩაშუშე. ცალკე - 1.500 გ კანგაცლილი ოთხად გაჭრილი პომიდორი დადგი ცეცხლზე,რომ ჩასქელდეს,მერე ეს მასა დაუმატე ბულგარულ-ხახვიანს და იშუშოს.დანაყე 4-5 კბილი ნიორი ნახევარ ჭიქა ნიგოზთან ერთად,სულ ცოტა მდუღარე წყლით ააფუე და ქვაბში ჩაუშვი. ყველაზე ბოლოს - მწვანილი, რამდენიც გაგემეტოს(ნიახურის გარდა)

რა ვიცი, აბა სცადეთ!

Posted by: ShadowCat 14 Oct 2007, 23:44
auau
ეუF... მევასა user.gif
II განსაკუთრებით...

ვცდი და შედეგებს გაგიზიარებთ wink.gif

Posted by: auau 14 Oct 2007, 23:58
ShadowCat
QUOTE
II განსაკუთრებით...

პროდუქტების რაოდენობა იმდენი აიღე, რომ ჩასქელებული გამოვიდეს და რეცეპტურას როგორც გადააკეთებ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს

Posted by: ShadowCat 17 Oct 2007, 12:56
auau
დღეს მინდა გავაკეთო მაგრამ ნიგოზი აღარ მაქვს sad.gif
ნიგვზის გარეშე რომ ვსინჯო? baby.gif

უხხხ! მიყვარს "გუსტოი სუპები".. თან "ტომატის" love.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 17 Oct 2007, 18:52
auau
12-14 ბულგარული
1.5 კგ პომიდორი
6-7 მოზრდილი ხახვი

რა იყო ბატალიონისთვის ამზადებთ? რა ამბავია? დევის ქვაბი დაჭირდება ამდენ პროდუქტს! smile.gif

Posted by: Breaky 17 Oct 2007, 18:57
ShadowCat
QUOTE
უხხხ! მიყვარს "გუსტოი სუპები".. თან "ტომატის"


ერთი ვიცი პომიდვრით, ჩაზელილი კარტოფილით და ბრინჯით. მოვქექო? ჭამთ თქვენ კარტოფილს?

Yoshimitsu Fukazawa
QUOTE
რა იყო ბატალიონისთვის ამზადებთ? რა ამბავია? დევის ქვაბი დაჭირდება ამდენ პროდუქტს!


აუაუს ოჯახი მრავალრიცხოვანია. და მეორეც, სქელი სუფია ეგ, ძალიან სქელი, სულ არ ჭირდება დევის ქვაბი.

Posted by: auau 17 Oct 2007, 21:10
Yoshimitsu Fukazawa
ბატალიონი კი არა მგონი დივიზია ვართ. ხანდახან ვფიქრობ, ამდენ ხალხს ერთი შეფპოვარი კი სჭირდებათ მეთქი. სტუმარი ძალიან გვიყვარს და რომ არა ჩემი ჯანმრთელობის სერიოზული გარღვევა, ამ ბინას მინი რესტორნად მიქცევდა ჩემი ქმარ-შვილი. კიდევ კარგი მიაუ შუსტრობს, თორემ მარტო რას აუვალ!
* * *
ShadowCat
QUOTE
დღეს მინდა გავაკეთო მაგრამ ნიგოზი აღარ მაქვს
ნიგვზის გარეშე რომ ვსინჯო?

მაინც კაი გამოვა.

Posted by: ShadowCat 17 Oct 2007, 23:06
auau
QUOTE
მაინც კაი გამოვა.

გავაკეთე! yes.gif კაი არ გამოვიდა - ძალიან კარგი გამოვიდა biggrin.gif

ცოცხალი პამიდორის ნაცვლად დაკონსერვებული პამიდორი გამოვიყენე, რაც ზედმეტად გუსტოი იყო, და ვინაიდან მე "სუფჩიკად" მინდოდა, ადუღებული წყალი ჩავამატე.
ჰოდა.. იქვე სალათისთვის მოხარშული კარტოფილი მქონდა და..
არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამეხეხა 1 პატარა კარტოშკა სუფში rolleyes.gif

მოკლედ, ძალიან მაგარი გამოვიდა.
დავუმატოთ ერთი პატარა ხულიგნობა: თეფშზე გადმოღებულ წვნიანში ჩავყაროთ ცოტაოდენი გახეხილი სულგუნი.
მმმმმმმ! მუაგარია! chups.gif

მადლობა!!! 2kiss.gif

Breaky
QUOTE
ერთი ვიცი პომიდვრით, ჩაზელილი კარტოფილით და ბრინჯით. მოვქექო? ჭამთ თქვენ კარტოფილს?

კარტოფილსაც ვჭამთ და ლუდსაც ვსვამთ biggrin.gif
(რა ხანია, მორჩა დიეტობას biggrin.gif)
მოქექე, მოქექე yes.gif

და საერთოდაც... წვნიანების იდეები მინდა biggrin.gif

Posted by: auau 18 Oct 2007, 10:34
ShadowCat
QUOTE
გავაკეთე!  კაი არ გამოვიდა - ძალიან კარგი გამოვიდა

ყოჩააააღ! შენს ნიჭიერებაში ეჭვი არ მეპარება.თანაც ერთი ლირიული გადახვევე - რა ვქნა, ყველა მიყვარს, ვისაც უყვარს ფისოები.ჩემს ოჯახში ამისი კულტია!

* * *
ახლა გავრბივარ და ამაღამ ერთი საკაიფო წვნიანის რეცეპტს დავდებ.თან გამოცდილია, თან არასტანდარტულია. 2kiss.gif

Posted by: ShadowCat 18 Oct 2007, 14:10
auau
უი, დღეს კიდევ ერთმა იდეამ "გამინათა" ტვინი! biggrin.gif
დარწმუნებული ვარ, მაგ წვნიანში ძალიან გემრიელი იქნება წითელი ლობიოს კონსერვი gigi.gif
გუშინდელიდან მომრჩა ცოტა და დღე ლობიოთი უნდა მივირთვა chups.gif

QUOTE
ერთი ლირიული გადახვევე - რა ვქნა, ყველა მიყვარს, ვისაც უყვარს ფისოები.

bis.gif ანალოგიურად! 2kiss.gif

Posted by: Breaky 18 Oct 2007, 19:15
პომიდვრის სქელი სუფი

კანიანად მოხარშავთ საშუალო ზომის 3-4 კარტოფილს, შემდეგ გააცლით კანს, დასრისავთ პუირეს საზელით და ჩაუშვებთ
1 ლიტრ მარილიან ცხელ წყალში. ჩაუმატებთ 1/4 ჭიქა ბრინჯს, კანცლილ და დაჭყლეტილ 2-3 პომიდორს, ადუღებთ 10 წუთი
და ჩააყრით შავ პილპილს.


ეს სუფი ერთხელ მაქვს გაკეთებული და მახსოვს, რომ მომეწონა.

Posted by: ShadowCat 18 Oct 2007, 23:21
Breaky
ჰმ.. ვსინჯო ერთი....

კსტატი, აქ არის ერთი ტაილანდური სუფის რეცეპტი...
http://forum.ge/?showtopic=33695832&view=findpost&p=4913400
ერთხელ გავაკეთე და ძაააალიან მაგარი გამოვიდა...
იმის მერე სულ მეხვეწება ჩემი ქმარი, კიდევ გააკეთეო.. მაგრამ ქოქოსის რძის ყიდვა მავიწყდება ხოლმე user.gif

Posted by: Gerard 19 Oct 2007, 02:56
ShadowCat
1 შეკითხვა. დაახლოებით რამდენი კერძის რეცეპტი იცით?
baby.gif

Posted by: auau 19 Oct 2007, 11:14
ShadowCat
აი მოვიცალე წვნიანებისთვის.
N1
1.მოვხარშოთ ქათამი და დავჭრათ.
2.4-5 თავი ხახვი დავჭრათ და კომბაინში ან ელექტროსაჭრელში დაქუცმაცებულ სტაფილოსთან ერთად მოვშუშოთ ბულიონის ცხიმში.თუ უცხიმოა - მაშინ კარაქში ან ერბოში.
დავამატოთ კანგაცლილი პომიდორი და ცოტა შაქარი პომიდვრის გემოს დასარბილებლად,როცა მოიშუშება, ამას ვასხავთ ბულიონს,ვუმატებთ კარტოფილს, ცოტა ჰერკულესს (ან ბრინჯს) და ვხარშავთ.
3.დავნაყოთ ნიორი მარილთან, წიწაკასთან,ქინძსა და პიტნასთან ერთად და შევაზილოთ ქათმის ნაჭრებს.ჩავუშვათ წვნიანში და ერთი-ორი წამოვადუღოთ.თუ ცხიმიანი გამოვიდა, აუცილებლად ჩაახარშეთ ცოტა ძირა და იმბირი(კოჭა).გამზადებულს მოაყარეთ ბლომად ოხრახუში.
ასევე მზადდება სუფები ხბოს ან ბატკნის ხორცით.
* * *
N2
1. მოვხარშოთ კაი მამაპაპური დედალი.
2. ბულიობის ცხიმში მოვშუშოთ ხახვი და დავასხათ ბულიონი.შევაგემოთ მარილით, იმბირით, შავი პილპილით და მუსკატის ნაფხვენით, ჩავდოთ ნახევარზე გადაჭრილი სტაფილო, ჩავაყაროთ მრგვალი ბრინჯი (იმის მიხედვით, რა სისქის გინდათ) და ვხარშოთ.
3.ღრმა თეფშზე დავდოთ ქათმის ნაჭერი,მოვასხათ წვნიანი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში,კამა და პიტნა .ვისაც კამა არ უყვარს - ქინძი
ძალიან კაი რამეა.

Posted by: ShadowCat 19 Oct 2007, 12:21
Gerard
არ დამითვლია biggrin.gif
თავად? chups.gif

auau
up.gif გაიხარე! 2kiss.gif
სამწუხაროდ მამა-პაპურ დედლებს ნაკლებად, მაგრამ მაღაზიის ქათმებს კი ძალიან ხშირად გეახლებით. yes.gif
QUOTE
ცოტა შაქარი პომიდვრის გემოს დასარბილებლად

სადღაც წავიკითხე, რომ იგივე მიზნით ლიმონის ცოტაოდენ წვენსაც იყენებენ yes.gif

Posted by: auau 19 Oct 2007, 14:04
ShadowCat
QUOTE
მამა-პაპურ დედლებს

რა ვქნა, მე და მიაუს მელიებივით გვიყვარს ქათამი, მაგრამ თუ მომენტი ვნახე, რომ შინაური დედალიააააააააააა.....შანსს არ გავუშვებ ხელიდან.განსაკუთრებით მიყვარს ახალი მოხარშული, ჯერ კიდევ თბილი, მარილწაყრილი და კახურ ნიგოზ-ნივრიან საწებელთან ერთად, ბულიონზე რომ მზადდება....

მართლა, გუშინ Breaky-ს ველაპარაკე და თუ გაინტერესებს ქეთის წიგნები, წაიღე ბატონო,დაათვალიერე, გენდობით. გერმანულთან თუ გაქვს ურთიერთობა, უამრავი რაღაც გვაქვს 2kiss.gif

Posted by: SnowFlakes 19 Oct 2007, 15:43

პოსტი შეიცავს ჯანკ ფუდს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


















სუპჩიკებს ვყიდულობ ხოლმე,ადუღებულ წყალს ვასხავ, აჯიკას ვუმატებ ხოლმე და მმნიამ!












Posted by: ShadowCat 19 Oct 2007, 16:08
auau
QUOTE
გერმანულთან თუ გაქვს ურთიერთობა, უამრავი რაღაც გვაქვს

მაგას ურთიერთობა არ ქვია no.gif
ადრე კიდევ მქონდა მაგრამ.. ნამეტანი დავშორდით ამ ბოლო დროს user.gif

აუ, თუ მართლა არ გეჩქარებათ იმ წიგნების წაღება, სულ ცოტა ხნით წაგართმევთ მაშინ! user.gif


SnowFlakes
ნუ აოFტოპიკებ, მაგაზე სადღაც III გვერდზე ცალკე თემაა tongue.gif

Posted by: BadbadGirl 19 Oct 2007, 16:33
ShadowCat
მასწავლე როგორ გავაკაეთო ტაილანდურ სუფუი ფლიიზ?
გაროხი მწვანე რომ იყოს წავა? რამდენი მგ?
კიდე კვერცხი დაჭრილი უნდა მოვხარშო ?
მოკლედ ვერ გავუგე, არადა უკვე ვიყიდე ქოქოსის რძე.
auau
სოფლის დედალი მეც მაგრად მიყვარს. ფაბრიკის ქათმებს გემოს ვერ ვატან, არც არაფერის გემო არ აქვს და იმიტო, ჩალასავითააsad.gif sad.gif

Posted by: Doloress 19 Oct 2007, 18:19
ქამა სოკოსგან რამე სუპი არ იცით? baby.gif

Posted by: ShadowCat 19 Oct 2007, 20:29
BadbadGirl
კი, მწვანე გაროხი ნამდვილად წავა yes.gif
ვიჩინის მაგივრად მე მოხარშული ქათმის ფილე გამოვიყენე (რევიცი.. ვიფიქრე, რომ ტაილანდთაც რაცხა ვიჩინაზე მეტად ქათამია მგონი ახლოსთქო და ნამდვილად არ შევცდი biggrin.gif)
კვერცხიც წინასწარ მოხარშული უნდა დაჭრა და ჩაყარო, და ქათამიც, კსტატი smile.gif
დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მგონი კარტოფილიც წინასწარ მოვხარშე. spy.gif

ერთი რჩევა:
ბრინჯიც მოხარშე (თეთრი ბასმატი ან რაიმე brown-ი).
და როგორ ჭამე, იცი? ცალკე გადმოიღე ბრინჯი, ცალკე - სუფი.
აიღე კოვზით ბრინჯი, "ჩააწე" სუფში და მიირთვი smile.gif
უუუუუუუუუუგემრიელესია! chups.gif

dolores
ადრე გავაკეთე რაცხა.. spy.gif
მაგრამ ძალიან არ აღვფრთოვანებულვარ და აღარ მახსოვს user.gif
მგონი ქვაბში მოვშუშე წვრილად დაჭრილი სოკო ხახვთან ერთად... დავასხი ქათმის ბულიონი..
და მერე დაჭრილი სტაფილო ჩავყარე და კამა...
თუ სწორად მახსოვს baby.gif

იტოგში "ტუFტა" სუფი იყო. ცუდი არ იყო, მაგრამ სოკოზე არ ვგიჟდები და... user.gif

Posted by: BadbadGirl 20 Oct 2007, 00:16
ხალხო , მასწავლეტ ყველის სუფი როგორ გავაკეტოოოო

Posted by: Solveig 20 Oct 2007, 01:26
QUOTE
1.მოვხარშოთ ქათამი და დავჭრათ.
2.4-5 თავი ხახვი დავჭრათ და კომბაინში ან ელექტროსაჭრელში დაქუცმაცებულ სტაფილოსთან ერთად მოვშუშოთ ბულიონის ცხიმში.თუ უცხიმოა - მაშინ კარაქში ან ერბოში.
დავამატოთ კანგაცლილი პომიდორი და ცოტა შაქარი პომიდვრის გემოს დასარბილებლად,როცა მოიშუშება, ამას ვასხავთ ბულიონს,ვუმატებთ კარტოფილს, ცოტა ჰერკულესს (ან ბრინჯს) და ვხარშავთ.



მე კი ასე ვაკეთებ-ვშუშავ ხახვს და სტაფილოს ცხიმში, ვასხამ ბულიონს, რომ ადუღდება, ვყქი მაკარონს ან ვერმიშელს..როცა მზად იქნება, ვაყრი ოხრახუშს და მარილს. პომიდვრიანი არ მიყვარს, არც ჩემებს უყვართ.


ბრინჯს არ ვუკეთებ ბულიონში..ფლავს ვაკეთებ ხოლმე.

Posted by: ancho 20 Oct 2007, 01:49
BadbadGirl
მგონი მაიონეზიც შეიძლება ნაღების ნაცვლად. rolleyes.gif

Posted by: auau 20 Oct 2007, 08:25
ShadowCat
QUOTE
თუ მართლა არ გეჩქარებათ იმ წიგნების წაღება, სულ ცოტა ხნით წაგართმევთ მაშინ!

დიდი სიამოვნებით

Posted by: BadbadGirl 22 Oct 2007, 12:09
QUOTE
კსტატი, აქ არის ერთი ტაილანდური სუფის რეცეპტი... წვნიანი კერძები (post #4913400)

გუშინ გავაკეთე ეს სუფი, და მაგრად მოგვეწონა. მომავალშI კიდევ გავაკეთებ მაგრამ მცირედი მოდიფიკაციითsmile.gif
ანუ არ ვუზავ მოხარშულ კვერცხს biggrin.gif და ქოქოსის რძის ნაცვლად ჩავასხავ ნაღებს ან რძეს , უბრალოდ მაინტერესებს როგორი გამოვა biggrin.gif biggrin.gif

ისე ყველას გირჩევთ, უადვილესია, მალე კეთდება და გემრიელიაა, თან ბევრი ბოსტნეული აქვს და კუჭისთვის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უნდა იყოსsmile.gif იდეაში biggrin.gif

Posted by: ShadowCat 22 Oct 2007, 13:08
BadbadGirl
QUOTE
ქოქოსის რძის ნაცვლად ჩავასხავ ნაღებს ან რძეს

რატომ, ქოქოსის რძე არ მოგეწონა? biggrin.gif
QUOTE
უადვილესია, მალე კეთდება და გემრიელიაა, თან ბევრი ბოსტნეული აქვს და კუჭისთვის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უნდა იყოს იდეაში

რატომ "იდეაში"? მანდ ისეთი არაფერია, ჯანმრთელობისთვის რომ მავნე იყოს.
და მართლა გემრიელია chups.gif

Posted by: gabarzgaleba 24 Oct 2007, 13:01
იეხლა იმენა შევჭამდი ყველაზე ველურ რამეს, ხაშლამის ნახარშს ნიახურითა და ნივრით შეზავებულს, ზედ ჭაჭუნიათი. ტიაჟელა შაპკა მონომახა, ანუ ძნელი რამეა პახმელია წვნიანის გარეშე.

Posted by: ShadowCat 18 Nov 2007, 21:10
ცხარე მჟავე სუპი:
(ამ სუპს ეძახიან "გამათბობელ სუპს" biggrin.gif პეკინში იგი ძალიან პოპულარული ყოფილა და ზამთრობით ამზადებენ ხოლმე თურმე.)

4-6 პორციაზე:
60 გრ ღორის ხორცი
3 მშრალი ჩინური სოკო, მდუღარე წყალში 5 წუთით დამბალი და დაჭრილი
60 გრ გასუფთავებული უმი კრევეტები
1,5 ლ ქათმის ბულიონი
30 გრ ბამბუკის ყლორტი, ნაჭრებად დაჭრილი
3 თავი მწვანე ხახვი (დაჭრილი)
მარილი და პილპილი
1 ს.კ. შაქრის ფხვნილი
1 ჩ.კ. მუქი სოიოს სოუსი
1 ჩ.კ. ღია სოიოს სოუსი
1,5 ს.კ. ძმარი
ქუნჯუთის ზეთი (რუსულად "კუნჟუტნოე მასლო" ქვია, "სეზამის" ზეთი, ანუ..) და ბრინჯის ღვინო ან შერი
1 ცალი კარგად ათქვეფილი კვერცხი
1 ს.კ. სიმინდის ფქვილთან შერეული 2 ს.კ. წყალი

დრო:
მომზადება - 25 წუთი
სუპი ცეცხლზე იხარშება - 7-8 წუთი


ღორის ხორცს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი და დავჭრათ ნაჭრებად (სიგრძეში 5 სმ და სიგანეში - 5 მმ). ნაჭრის ზომა უნდა იყოს იმხელა, რომ თავისუფლად ეტეოდეს კოვზზე და არ იყოს საჭირო მისი დამატებით დაჭრა.

სოკოები 5 წუთით მდუღარე წყალში ჩავუშვათ, რომ დარბილდნენ და "გაიბერონ". დაჭრის წინ ფეხები მოვაცალოთ.
ღორის ხორცის ნაჭრები ჩავალაგოთ დიდ ქვაბში, დავუმატოთ კრევეტები და ჩავასხათ ბულიონი. მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 4-5 წუთი. დავუმატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი გარდა კვერცხისა და წყალ-ფქვილის ნარევისა. გავაჩეროთ კიდევ 1-2 წუთით ნელ ცეცხლზე.

ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და თანდათანობით ჩავასხათ მასში კვერცხი, თან მსუბუქად ვურიოთ. ცხელ სუპში მოხვედრილი კვერცხი უნდა შეიკრას ძაფების მსგავსად.

ცხელი სუპის 1 ს.კ. შევურიოთ წყლისა და ფქვილის მასასთან და ყველაფერი ეს ჩავასხათ ისევ ქვაბში. (თან ვურიოთ).

ვადუღოთ კიდევ 1 წუთი ნელ ცეცხლზე, რომ ცოტა შესქელდეს.

მერე ეგრევე ვებრდღვნათ და გადავსასნსლოთ chups.gif

შენიშვნები:
- გემოს და მიხედვით, შეგვიძლია სუპში დავამატოთ ჩილის სოუსი.
- ცხარე მჟავე სუპი უნივერსალურია. მისი მომზადება შესაძლებელია ისეთი ინგრედიენტების გამოყენებით, როგორიცაა წიწილა/ქათამი, კრაბი, ლობიო, ისპანახი და მწვანე კომბოსტო.
- სუპი საკმარისად ცხელი უნდა იყოს იმისათვის, რომ დამატებული კვერცხი მასში მოიხარშოს.


პ.ს. ვინც ამ საქმეს მოეჭიდება და ამ სუპს მოამზადებს, გვითხრას, როგორი გამოვიდა wink.gif

Posted by: auau 22 Nov 2007, 10:52
გთავაზობთ უმარტივეს და სასარგებლო წვნიანს:
ძროხის კანჭის ძვლები და ე.წ.შაქრის ძვლები (უკვე დაპობილები იყიდება ბაზარში) გავრეცხოთ, ტვინები გამოვაჩალოთ და 2-3 საათი ვხარშოთ, სანამ კარგი ბულიონი არ დადგება, პერიოდულად მოვქაფოთ.მერე გადავწუროთ, წამოვადუროთ, მარილი გავუწყოთ და მდუღარეში ჩავყაროთ ტვინები, სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ცოტა მუსკატი და იმბირი. ჯამზე რომ ამოვიღებთ, შეგიძლიათ ჩააჭრათ მოხარშული კვერცხი.
ეს ბულიონი კარტოფილისა და სტაფილოს გარეშე არაჩვეულებრივია ხორცის ან კარტოფილოს, ან სხვა ნებისმიერ ღვეზელთან ერთად.
ყველა სიკეთესთან ერთად სასარგებლოა ძალიან. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩემსავით ოსტეოპოროზის პრობლემა აქვს.

Posted by: didi bege 22 Nov 2007, 12:11
პატივცემულო ხალხო იქნებ ვინმემ იცოდეთ და რეცეპტი დამიწეროთ

ერთხელ უზბეკი ახლობელი მყავდა და იმან გაააკეთა

კრევეტკების სუპი მაიონეზით
სასწაული რამე იყო ლამის ცუდად გავხდი იმდენი ჭამე და ვერ მოვიპირე სამწუხაროდ რეცეპტი არ გამომირთმევია და აღარც მახსოვს როგორ გააკეთა

პ.ს. ისე აქ კრევეტები რა ღიირს

Posted by: auau 22 Nov 2007, 17:07
didi bege
აქ შედი
http://www.7ya.ru/conf/confer-theme.aspx?cid=Cooking&tid=13728

Posted by: ALEF 24 Nov 2007, 23:18
მოკლედ ამ განყოფილებაში რომ შემოვდივარ,ნაჭამიც რომ ვიყო მაინც მშივდება wink.gif

თემას რაც შეეხება
ჩემი ვარიანტები მინდა დავწერო ბორშის და მაწვნის სუპის

ბორში უხორცო მიყვარს ...ეს ვარიანტი ერთერთმა უკრაინელმა ხანშესულმა ქალმა მასწავლა.


ნამდვილ ბორშში(უკრაინულში) თურმე კომბოსტოს არაფერი ესაქმება(არადა მე კომბოსტოს და კარტოფილის გარეშე ბორში ვერ წარმომედგინა) მაგრამ ეს ვარიანტი დრემდე ჩემი საყვარელი ვარიანტია

მოკლედ
ბორში

გავხეხოთ სტაფილო და ჭარხალი საშუალო ზომის სახეხზე
დავჭრათ წვრილად ხახვი და მოვშუშოთ
დავამატოთ ჭარხალი და სტაფილო,1 სუფრის კოვზი ძმარი დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვშუშოთ 30 წუთი
დავამატოთ გემოვნებით მარილი ,პილპილი დაფნის ფოთოლი,წყალი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე .
ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და 30-50 გრ.კარაქი

p.s მე 2 კოვზ ძმარს ვამატებ...უფრო ხასხასა ფერი აქვს და გემოსაც აძლევს.

ეხლა მაწვნის სუპი

მაწვნის სუპის მომზადებისას ყოველთვის ვიყენბ არაჟანს.
ბრინჯს ვხარშავ ცალკე,ხახვს ვშუშავ ცალკე
ცალკე ვურევ ერთმანეთში მაცონს და არაჟანს + ნიორი + ტარხუნა
როცა ბრინჯი მოიხარშება დავამატებ ყველაფერს ერტად დავდგამ ნელ ცეცხლზე და როცა წამოდუღდება
მზადაა...

ხოდა რა მინდა კიდევ გითხრათ.ერთხელ მაწვნის სუპს ვაკეტებდი და მოხდა ისე რომ ბრინჯი არ მქონდა
ჩემმა დამ მითხრა ადექი და ვერმიშელი დაუმატეო (სადღაც უნახავს თურმე).დავამატე...მომეწონა...biggrin.gif

იმედია ვინმე მაინც გადაავლებს თვალს ჩემს ნაწერს...აბა ტყუილად ხომ არ ვწერე


rolleyes.gif

Posted by: ShadowCat 24 Nov 2007, 23:44
ALEF
QUOTE
ვერმიშელი დაუმატეო (სადღაც უნახავს თურმე).დავამატე...მომეწონა.

სხვათაშორის, მე მომივიდა თავში ეგ იდეა.. spy.gif
ვსმისლე, ნეტა ვერმიშელით როგორი იქნებათქო..
ოღონდ არ მიცდია არასოდეს..

ზნაჩიტ, გამოვიდა ჰოოო.... ძალიან კარგი, როცა გავაკეთებ, მეც ვერმიშელით ვცდი yes.gif
(და არაჟნის იდეაც საინტერესოა, კსტატი)

Posted by: ALEF 25 Nov 2007, 00:20
ShadowCat


და ეხლა მარტო ვერმიშელიტ აღარ შემოვიფარგლე..მაკარონი ,ბურგული(ტუ არ ვცდები ასე ქვია პერლოვკას)
მოკლედ იფანტაზიორე და იყავი...wink.gif

QUOTE
და არაჟნის იდეაც საინტერესოა, კსტატი

კი უფრო "რბილი" გემო ეძლევა.


ყველა გვერდი არ წამიკითხავს და იქნებ ვინმემ იცით
კორეული ნიტო ტაილანდურია
სიმინდის სუპი(მოტკბო გემო აქვს)
ძალით მაჭამეს არც ისე დიდი ხნის წინ(შეხედულება არც ისე აპეტიტნი აქვს და იმიტომ)....და ძაან მომეწონა.

Posted by: Antigone 25 Nov 2007, 00:32
ShadowCat
ვაიმე, როგორ მშურს შენი, შენსავით გამხდარი რო ვიყო, ალბათ გადავჭამდი ყველაფერს biggrin.gif
ჩემი ცხოვრება კი ასეთი რეჟიმია - ნორმალური კვება - მასუქებს. ცოტა უნდა ვჭამო , რომ არ მოვიმატო და დანარჩენი სუ დიეტაზე ვარ givi.gif
არადა, სამზარეულოში ტრიალი როგორ მიყვააარს user.gif

თემასთან: სოკოს სუპი ბარდით სინჯეთ - გემრიელია. შიგნით მდნარი ყველი და კამა დაუმატეთ.

Posted by: MengistuKhaileMariam 25 Nov 2007, 19:57
ხაში, ხარჩო და თათარიახნი იყო აქ?

Posted by: Breaky 26 Nov 2007, 20:43
ShadowCat

OFFTOPIC:
QUOTE
მართლა ხომ არ დავწერო "სარჩევის მანუალი"?


lol.gif lol.gif lol.gif

მერე იმ მანუალის მანუალი დ ა.შ.


Posted by: sweet cherry 26 Nov 2007, 22:58
djindjidrinji
შენი ხახვის სუპის რეცეპტმა დამაინტერესა ძალიან, მაგრამ ჩემთან ოჯახში ზოგიერთებს ღვინოსთან აქვთ პრობლემა, თუ გიცდია ღვინის გარეშე რა გამოდის

Posted by: djindjidrinji 26 Nov 2007, 23:53
sweet cherry

შენ გგონია ღვინო იგრძნობა საერთოდ? აი ოდნავ შესამჩნევ სიმჟავეს აძლევს, და ალკოჰოლის შემცველობაზე ლაპარაკიც სასაცილოა, ის მიზერული რაოდენობა უცებვე ორთქლდება. მოკლედ არც ალკოჰოლის და არც გემოს თვალსაზრისით იმ რაოდენობამ რა რაოდენობითაც ჭირდება მაგ სუპს ღვინო, არ უნდა გამოიწვიოს არანაერი პრობლემა რა... მარა თუ მაინც კატეგორიულად არ გინდა ღვინის დამატება, გეტყვი რომ კრიტიკული არაა smile.gif ნუ ღვინით უფრო გემრიელი გამოდის, მარა ღვინო თუ არ დაამატე, არ გააფუჭებ მაგით.

Posted by: ALEF 27 Nov 2007, 00:07
ვინც დიეტაზეა იმათთვის ეს სუპი მისწრებაა

ბოსტნეულის სუპი

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში
+ნახევარი კონა ნიახური
+წვრილად დაჭრილი კომბოსტო
+1ცალი პამიდორი
+1ცალი კაბაჩოკი(ცუკინი) არ ვიცი სამწუხაროდ ქარტულად როგორ ითქმის
ეს ყველაფერი ცოტა ხანი ვშუშოთ ერთად
+ მარილი პილპილი გემოვნებით(ზოგი ნიორსაც უშვრება)
დავასხათ ადუღებული წყალი და ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე....
ამ სუპს (თუ დიეტაზე არ ხართ) არაჯნითაც მიირთმევენ wink.gif

Posted by: ShadowCat 27 Nov 2007, 09:59
ALEF
QUOTE
კაბაჩოკი(ცუკინი)

ყაბაყი yes.gif

კსტატი, მე აქ მარტო ღია მოყვითალო ფერის ყაბაყი მინახავს.
მაგრამ ვიცი, რომ არის მწვანეც - კიტრივით.
მასეთი იყიდება სადმე? spy.gif

Posted by: შაბეშა 27 Nov 2007, 10:21
ShadowCat
მაქვს აქ ნანახი მწვანე და თან ძალიან დიდი

Posted by: მონიკა 27 Nov 2007, 10:45
ShadowCat
QUOTE
კსტატი, მე აქ მარტო ღია მოყვითალო ფერის ყაბაყი მინახავს.
მაგრამ ვიცი, რომ არის მწვანეც - კიტრივით.
მასეთი იყიდება სადმე? 

გუდვილში მინახავს

Posted by: ShadowCat 27 Nov 2007, 10:53
Monica Bellucci
გუდვილის გარეშე რა გვეშველებოდა! biggrin.gif

მადლობა, გენაცვალე! მოვძებნი, მანდ რომ ვიქნები smile.gif

Posted by: ALEF 27 Nov 2007, 11:04
ShadowCat
QUOTE
კსტატი, მე აქ მარტო ღია მოყვითალო ფერის ყაბაყი მინახავს

ამ სუპისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის ყაბაყია (სულ მინდა ბაყაყი დავწერო biggrin.gif)
სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და ვერ გეტყვი სად რა იყიდება.... baby.gif

Posted by: ShadowCat 27 Nov 2007, 17:08
Breaky
QUOTE
მე სოკოს ანაკომით ვაკეთებ ხოლმე.

აბა სოკო? baby.gif

http://forum.ge/?showtopic=33695832&view=findpost&p=5882958

Posted by: Breaky 27 Nov 2007, 20:05
ShadowCat
QUOTE
აბა სოკო?


biggrin.gif ანაკომი, რომელსაც ვიყენებ, თვითონაა სოკოთი. თუ მაქვს ხოლმე ნედლი სოკო, რათქმაუნდა ვშუშავ და მაგასაც ვყრი სუფში, მარა თუ
არ მაქვს, ანაკომის სოკოს არომატი სავსებით საკმარისია.

Posted by: ShadowCat 27 Nov 2007, 21:11
Breaky
ეგ ანაკომი (რატომღაც "ანაკომა" უკეთ ჟღერს biggrin.gif) გალინა ბლანკას მსგავსი რაღაცაა? baby.gif
ძალიან განსხვავდება?
სოკოს გალინა ბლანკათი რომ გავაკეთო, მოსულა? spy.gif

Posted by: Breaky 27 Nov 2007, 22:24
ShadowCat

კაი, ანაკომა იყოს biggrin.gif
მოკლედ, ანაკომა არის ნახევრად მზა მაკარონი თავისივე სუნელებით. ამიტომაც გამოდის სუფი გემრიელი.
რათქმაუნდა გალინა ბლანკათიც გამოვა, მაგრამ სხვა გემო ექნება biggrin.gif თან გალინა ბლანკაში მაკარონი ჩვეულებრივი
უნა ჩაყარო, ანაკომს კი თავისი აქვს, ძალიან გემრიელი. ნებისმიერ მაღაზიაში იკითხე, ექნებათ.
ანაკომას გარდა კიდევ არის იგივენაირი ნახევარფაბრიკატი ოღონდ "მივინა"-სი. რომელიმეს აუცილებლად იშოვი.

Posted by: ShadowCat 28 Nov 2007, 00:06
Breaky
QUOTE
კაი, ანაკომა იყოს

lol.gif lol.gif
"უკეთ ჟღერს" იმ გაგებით გითხარი, რომ.. sounds familiar, რაა.. ტიპა "ანაკონდა" lol.gif

OK.. მგონი ვიცი, რომელზეც იძახი yes.gif
უბრალოდ გალინა ბლანკას კუბიკებს ძირითადად იმისთვის ვიყენებ, რომ კარტოფილი ან ბრინჯი მოვხარშო..
ნუ, კიდევ ქათმისას - ბულიონისთვის (Fრიკასესი არ იყოს biggrin.gif)

თუმცა დღეს გავაკეთე ქათმის გალინა ბლანკასგან ბულიონი.
და ვერმიშელის ნაცვლად ლაფშა ჩავყარე.
სულ გავსუნთქეთ user.gif givi.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Dec 2007, 14:52
ეჰ, შევჭამდი ეხლა თათარიახნს ნიახურითა და ნივრით, დავურთავდი ზედ 120 გრამ კამკამა ჭაჭას და პამიდვრის მწნილს (ასევე ნიახურითა და ნივრით შეკმაზულს).

Posted by: WOMAN IN LOVE 16 Dec 2007, 15:04
Breaky
ShadowCat
გალინა ბლანკა, ანაკომი და მათი მსგავსი პროდუქცია რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის?

Posted by: miau 16 Dec 2007, 15:21
QUOTE
ეჰ, შევჭამდი ეხლა თათარიახნს ნიახურითა და ნივრით, დავურთავდი ზედ 120 გრამ კამკამა ჭაჭას


ზუსტად ეგ გვქონდა სადილად გუშინ და მშვენივრად გეახელით gigi.gif

auau-მ საიდანღაც მოაცუნცულა ძალიან კარგი ხორცი და გუშინვე გამოვუღეთ წირვა. smile.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Dec 2007, 15:28
miau
QUOTE
auau-მ საიდანღაც მოაცუნცულა ძალიან კარგი ხორცი და გუშინვე გამოვუღეთ წირვა.


გავალ ეხა მეც ცოტა ხანში ანტრიკოტის საყიდლად... (მთლად არტალას ხასიათზე ვერა ვარ) არადა როგორ მეზარება... მარა მუცელს რო დაემონები, ძნელია, პახმელიაზეც უნდა ემონო და უკმიო biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 4 Jan 2008, 21:06
არ დამცინოთ, მარა დღეს იმენა ლაფშა-სუფი ვიყიდე ამხელა ფილარმონია გურმანმა givi.gif givi.gif დავასხი დუღარე biggrin.gif დავაყენე 5 წუთი და ვხიე და ვხიე, ვლეწე და ვლეწე. შუადღეს საქონლის ხორცის დავარტყი, საღამოს ქათმის, ერთი ბრიკეტი სოკოს სუპი კიდო მაქვს biggrin.gif

Posted by: auau 4 Jan 2008, 21:46
gabarzgaleba
QUOTE
ლაფშა-სუფი ვიყიდე

ძალიან გამაცინე. საერთო ნაცნობი რომ გვყავს, მეფე ბატონი, ის გიჟდება მაგ სუფებზე. გიჟს ვგავარ ხანდახან, ქვეყნის საჭმელია და ვდრუგ კაცი სუფის "დასაყენებლად" მდუღარეს რომ მოითხოვს!

Posted by: Marus 4 Jan 2008, 22:29
რაღაც დავინტერესდი რა სხვაობაა უნგრულ გულიაშსა და ბებიაჩემის გაკეთებულ სოუზს შორის, თითქოს არაფერი დიდი სხვაობა არაა და რატო იწონებს მთელი უნგრეთი ამ ეროვნული კერძით თავს?

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Jan 2008, 23:28
QUOTE (Marus @ 4 Jan 2008, 22:29 )
რაღაც დავინტერესდი რა სხვაობაა უნგრულ გულიაშსა და ბებიაჩემის გაკეთებულ სოუზს შორის, თითქოს არაფერი დიდი სხვაობა არაა და რატო იწონებს მთელი უნგრეთი ამ ეროვნული კერძით თავს?

ეეეჰ,
გულიაში იმდენი სახეობისაა, რამდენიც უნგრელია უნგრეთში gigi.gif
ისე კი, კლასიკური გულიაში ბევრჯერ გამიკეთებია და უნდა მოგახსენოთ რომ ძალიან მუაგარი კერძია.
გულიაშის სული და გული არის პაპრიკა ე.წ. ბულგარული წიწაკა. პაპრიკის გამოზრდის მასტერები კი უნგრელები არიან yes.gif
* * *
QUOTE (ShadowCat @ 7 Jul 2007, 14:56 )
ჩიხირთმა საუკუნეა, არ მიჭამია..
მაგრამ ის მახსოვს, რომ ძმარს უკვე თეფშზე (ტოისტ, მათლაფაზე biggrin.gif) გადმოღებულს ვუმატებდი.. ისევე, როგორც ცოტაოდენ გაჭყლეტილ ნიორს chups.gif

ცოტა დაგვიანებული პასუხია, მაგრამ ჩიხირთმის ჩემეული რეცეპტი ალბათ ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს, იმ "პაწა" ნიუანსის გამოც, რათა კვერცხის გული არასოდეს არ აგეჭრათ. არავისათვის საიდუმლო არაა, რომ კვერცხის გულს ასეთი "ვრედნი" თვისება აქვს- ცხელ წყალში იჭრება. ჰოდა ეს რომ არ მოხდეს კვერცხისგულები კარგად ითქვიფება და თან თქვეფა-თქვეფით ლიმონის წვენი, ან ძმარი ემატება. მჟავა(ლიმონის, ან ძმრის) კვერცხის გულს ქიმიურად შლის, რომლის შედეგად ასე დამუშავებული კვერცხის გული არასოდეს არ აიჭრება ცხელ ჩიხირთმაში შერევის დროს.

ძალიან ხშირად ვაკეთებ ბატკნის ხორცის ჩიხირთმას, რომელსაც მწვანილად პიტნას ვუმატებ, ხოლო სუნელად curry-ს

Posted by: (c)TG 4 Jan 2008, 23:43
ShadowCat
QUOTE
ეგ ანაკომი (რატომღაც "ანაკომა" უკეთ ჟღერს

ანაკონდა უფრო უკეთ biggrin.gif

Posted by: zazabichi 4 Jan 2008, 23:56
ბრიკეტის სუფებიდან დაჩნი სუფი მევასება ყველაზე მაგრად.
ბარდის და საქონლის.
ცოტაოდენ მწვანილს, სტაფილოს და პილპილს ვამატებ ხოლმე და მშვენიერი გამოდის ნახავარფაბრიკატის კვალობაზე.
აბა რა ვქნა, ნიკორას ხაში წარმოებიდან ამოიღეს და...

Posted by: Lau 5 Jan 2008, 00:06
კუბიკებიდან საინტერესო ვარიანტია სოკოს სუფი პლიუს ცოტაოდენი დამწნილებული და დაჭრილი სოკო (კონსერვი) პლიუს 1/2 სტაფილო, მწვანილი და შავი წიწაკა. ზუსტად 1 წუთი უნდა და არის მშვენიერი. Самый раз.

Posted by: auau 5 Jan 2008, 13:15
Dr_Zuzumbo
QUOTE
ძალიან ხშირად ვაკეთებ ბატკნის ხორცის ჩიხირთმას, რომელსაც მწვანილად პიტნას ვუმატებ, ხოლო სუნელად curry-ს

ეეეეეეეეეეეჰ, კახეთის სუნი მომივიდა. ზუზუმბო მარტო ერთია!
და კიდევ ბატკნის ჩიხირთმას პიტნით მარტო თელავში აკეთებენ. ერთი დანამატით - უკვე გამზადებულში და ცეცხლიდან გადმოდგმულში იყრება ძალიან სურნელოვანი ქინძი. მე თეფშზეც ვუმატებ ხოლმე ნედლ ქინძს და პიტნას.......
* * *
ახლა კიდევ რამდენიმე კახური სუფი გამახსენდა:
1. ქათმის ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და შიგ მოვშუშოთ 4-5 წვრილად დაჭრილი ხახვი. 1 კილომდე კაი წითელი და ხორციანი კანგაცლილი პამიდვრები დავჭყლიტოთ (და არა გავატაროთ ან ბლენდერში გავთქვიფოთ) და ხახვთან ერთად გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ 3 ლ წყალი, ადუღებულზე + ცოტა ვერმიშელი, ჩავაწყოთ მოხარშული ქათმის ნაჭრები. დავჭრათ ბლომად მწვანილი - ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, პიტნა, შაშკვლავი, მწვანე ცხარე წიწაკა, დანაყილი ნიორი და ნახევარი ჩავახარშოთ, ნახევარი ბოლო წამოდუღებაზე ჩავუმატოთ. ასეთივე წესით ბატკანიც შეიძლება.
აი, ახლა სიამოვნებით მივირთმევდი!
2. მოვხარშოთ ცხვარი ან თხა. ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. როცა ბულიონი შემოვა, მის ცხიმში მოშუშეთ ხახვი, სულ ცოტა ნიორი და სტაფილო და ჩაუშვით ბულიონში. კომში გათალეთ და დაჭერით კარტოფილივით. წვნიანს გაუწყეთ მარილი, პილპილი, მწვანე წიწაკა, ძირა, ბაჰარი, ჩაყარეთ კომშის ნაჭრები და ხარშეთ ბოლომდე. შეგიძლიათ ტომატის პასტაც შეურიოთ. მწვანილი - ქინძი, პიტნა, შაშკვლავი

Posted by: westsider 16 Jan 2008, 11:05
ShadowCat
QUOTE
მაგრამ ვიცი, რომ არის მწვანეც - კიტრივით. მასეთი იყიდება სადმე? spy.gif

კი
ევროპაში მხოლოდ ეგეთია

მე თავიდან კიტრი მეგონა და სალატაზე დავიჭერი biggrin.gif

Posted by: მონიკა 16 Jan 2008, 11:46
WOMAN IN LOVE
QUOTE
გალინა ბლანკა, ანაკომი და მათი მსგავსი პროდუქცია რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის?

ხშირად მოხმარებისას კუჭ-ნაწლავის პრობლემები გარანტირებულია

Posted by: auau 16 Jan 2008, 14:37
დაქალი მყავს, ვიოლეტა, ნახევრად გერმანელი, ნახევრად უკრაინელი და ხასიათით სუფთა ქართველი, აქ დაბადებულან მთელი მისი წინაპრები. არაჩვეულებრივი ფანტაზიის და გემოვნების ქალია. არაფრიდანაც შედევრებს გააკეთებს და როცა პროდუქტები ბევრი აქვს ხომ...გთავაზობთ უცებ გასაკეთებელ სუფებს "ვეტას გამოცდილებიდან":
1. რჩევა I - დაკმაყოფილდი იმით, რაც ღმერთმა მოგცა და გამოიყენე ის პროდუქტები, რაც გაგაჩნია!
სუფი სოსისით
მოშუშეთ 3-4 ცალი ნახევარწრეებად თხლად დაჭრილი ხახვი ნებისმიერ ცხიმში, დაასხით 2 ლ წყალი, ჩაყარეთ თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და აადუღეთ. 3 სოსისი დაჭერით დაახლოებით 2-3 სმ-იან ნაჭრებად და ქვაბში ჩაუძახეთ. ჩაამატეთ მარილი,წიწაკა, ძირა. ყველაზე ბოლოს ჩაყარეთ ჰერკულესი დაახლოებით 2 ს/ კოვზი. როცა თითქმის მზად იქნება, შეგიძლიათ ჩაუმატოთ ტომატის პასტა და კიტრის მწნილი რგოლებად დაჭრილი. სულ ბოლოს - დაჭრილი მწვანილი,ოხრახუში, ქინძი,კამა. გემოთი ჰგავს სბორნაია სალიანკას, მაგრამ ეს ძალიან მარტივი და გემრიელია. შესაძლებელია
მივინის სოკოს არომატის ან გალინა ბლანკას ნებისმიერი კუბიკის გამოყენებაც.
2. მოშუშეთ ხახვი სტაფილოსთან ერთად, დაასხით წყალი, რომ ადუღდება, ჩაყარეთ გუფთები შემდეგი რეცეპტით: 1კარტოფილი გახეხეთ და გაწურეთ.2 კარტოფილი მოხარშეთ,ეს ყველაფერი აზილეთ ერტად კვერცხთან ერთად(კვერცხი გათქვიფეტ და იმდენი გამოიყენეთ, რომ ცომივით მოიზილოს კარტოფილი), მარილით და წიწაკით შეაგემეთ, ამოავლეთ მანის ბურღულში.
როლტონის ან გალინა ბლანკას ქათმის ან სოკოს ბულიონები უხდება. მწვანილი მოაყარეთ ბოლოს.


Posted by: BadbadGirl 2 Feb 2008, 17:33
პრასის სუფი smile.gif (ბერძნული ნაციონალური საჭმელი არის, ჩემ კულარიეულ წიგნს თუ დავეყრდნობით)
გვინდა
4 საშუალო ზომის პრასი, მხოლოდ თეთრი ნაწილი
150 გრ ზეითუნის ზეთი
500მლ ტომატის სოუსი
200მლ წყალი
250 გრ შავი ქლიავის ჩირი
1 ცალი დიდი წითელი ხახვი.
მარილი, ბაზილიკა , შავი წიწაკა გემოვნებით.

პრასის თეთრ ნაწილს დავჭრით დაახლოებით 4 სმ სიგრძის ნაჭრებად და მოვშუშავთ ღრმა , სქელძირიან ქვაბში ჩასხმულ ზეითუნის ზეთში , დაბალ ცეცხლზე . როცა ნახევრად მზად იქნება პრასი დავამატებთ წმინდად დაჭრილ ხახვს და მომვშუშავთ კარგად. დავასხავთ წყალს და ვხარშავთ 10 წუთი ძალიან ნელ ცეცხლზე. შემდეგ დავასხავთ ტომატის სოუს და კიდე ვადუღებთ ძალიან ნელ ცეცხლზე ასე 10 წუთი. სულ ბოლოს დავამატებთ შავი ქლიავის ჩირს, მარილს და წიწაკას გმოვნებით . დავაფარებთ ქვაბს თავსახურს , გადმოვდგავთ გაზქურიდან და დავტოვებთ დაახლოებით 15-20 წუთი. დროის გასვლის შემდეგ , შეგიძლიათ მიირთვათ smile.gif
თეფშე რომ დაგმოვიღებთ თავზე მოვყრით წმინდად დაჭრილ ოხრახუშს smile.gif

ამ სუფში პრასი მთლიანად არ იხარშება ასე რომ არ გადიკვირდეთ თუ ის ცოტა უმი იქნება smile.gif

გემრიელად მიირთვით smile.gif

Posted by: BadbadGirl 3 Feb 2008, 18:25
უფ, პრასის სუფს კიდე სჭირდება ერთი მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი.

Posted by: Pathetikos 3 Feb 2008, 22:12
ამასწინათ დედიკომ სტაფილოს და იმბირის (ჯინჯერის) სუპი გამიკეთა. მნიამ, მნიამ.



და აჰა ასე ქართული სახელწოდებანი იმბირისა ანუ ჯინჯერისა:
კოჭა
ჯანჯაფილი
ზარდანჩო

lol.gif

კაროჩე, იმბირი რა. biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 4 Feb 2008, 14:07
Pathetikos
რეცეპტი დაწერე რა wink.gif

Posted by: Peppi 5 Feb 2008, 16:38
ვიეტნამური სუპი "პოო" (გამოითქმის როგორც დუუ ან ჰუუ) გაგისინჯავთ? უმაგრესიააააა

აი სურათიც

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Feb 2008, 16:59
Peppi
QUOTE
რეცეპტი დაწერე რა 


Posted by: Peppi 5 Feb 2008, 18:01
WOMAN IN LOVE
QUOTE
რეცეპტი დაწერე რა 

კი დავწერ, ოღონდ 1. მე არასოდეს არ გამიკეთებია და 2. უამრავი ვარიანტი არსებობს.

ზემოეაღნიშნულის გათვალისწინებით ერთ-ერთ მარტივ რეცეპტზე შევჩერდები:

მასალა:
საქონლის ძვლები ან საქონლის კუდი (ნახარშისათვის)
საქონლის რბილობი - 200 გრამი, ძალიან თხელ, ფურცლის სისქეზე იჭრება, ამისათვის ხორცი შეიძლება ჯერ გაყინოთ კიდეც, რომ ადვილად დაიჭრეს;
ხორცი დამატებით , სურვილისამებრ- ქათმის, გატარებული საქონლის (გუნდებად - თითო ლუკმის ხელა ბურთულები), ღორის ხორცი და ა.შ.

ბოსტნებული:
ხახვი 2-3 თავი საშუალო ზომის,
სტაფილო - წვრილად დაჭრილი, ან გახეხილი სურვილისამებრ;
მწვანილები : ქინძი, პეტრუშკა- ჩასახარშად კონად, სურვილისამებრ, და წვლილად დაჭრილი მოსაყრელად;
ლობიო ახლად ამოსული - მემგონი ეს არის, სურათზე არის, ქვემოთ დავდებ;
მწარე წიწაკა , მარილი,
სოიას სოუსი, თევზის სოუსი (ვიეტნამურია - ნოუკ მამა ქვია) ამ ორი სოუსის ნაცვლად შეიძლება აჯიკაც; მოკლედ ცხარე უნდა იყვეს;
ლიმონი ან ლაიმი (პატარა, მწვანე ლიმონები);
ნიორი;
დაფნის ფოთოლი;
იმბირი, გვაზდიკა, კარიცა, ვარსკვლავა ანისი (ეს ყველაფერი თქვენი გემოვნებით, რადგან მე მხოლოდ იმბირს და ანისს ვუზავ)

და რაც მთავარია: ბრინჯის ლაფშა; აი ამის გარეშე რა გამოვა არ ვიცი;

მომზადების წესი:

ვაკეთებთ ბულიონს სტანდარტულად ძვლებით;

იმბირი, ანისი, დაფნის ფოთოლი და სხვა სუნელები, კონა მწვანილების იხვევა მარლაში და ეკიდება ბულიონში არომატისთვის; შემდეგ გადავუძახებთ ნაგვის ყუთში;

სტაფილო და 2 თავი ხახვი ითუშება ზეთში და შემდეგ ერევა ბულიონს;

თუ გვაქვს გუფთაც - გუფთაც იხარშება ამ ბულიონში; ეს ბულიონი იკმაზება მარილითა და სოიას სოუსით ან აჯიკით; მე ძალიან მომწონს გუფთით.


ამ დროისათვის ვალბობთ ბრინჯის ლაფშას დაახლოებით 20 წუთია საჭირო;

და ვჭრით საქონლის ხორცის რბილობს ძალიან წვრილად

ცალკე იჭრება მწვანილების 1/3 ძალიან წვრილად და იწყობა ცალკე თევშზე, იქვე იდება რგოლებად დაჭრილი ლიმონი/ლაიმი, წვრილად და ალყა-ალყად დაჭრილი 1 მორჩენილი თAვი ხახვი და ლობიოს ახალი ნაზრდები; ევროპაში ყველა სუპერმარკეტშია;

ე.ი. ბულიონი მზადაა, მწვანილები დაჭრილია, ბრინჟის ლაფშა დამბალი;

ეხ;ა მთავარი - მაგიდაზე მიტანის წესი:

ღრმა სუპის ფიალებში იდება ლაფშა და ზემოდან ეყრება ხორცის უმი, თხლად დაჭრილი ნაჭრები (თუ უმი მიუღებელია თქვენთვის, შეიძლება 2 წუთით მდუღარეში გააჩეროთ)
ზემოდან ესხმება უკვე მზა და შეკმაზული ბულიონი;

აქ მთავრდება მზარეულის შემოქმედება; დანარჩენი შეკმაზვა, ლობიოს ყლორტებით, ლიმონით, დამატებითი მწვანილითა და ხახვით ხდება გემოვნებით - ინდივნუალურად

უუფ, რამდენი ხანი ვწერდი და ეხლა გაკეთებას რა დრო უნდა, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან ადვილად და მალე მზადდებაოsmile.gif

შეკითხვები არ მოგერიდოთ, შეიძლება რაიმე დაწვრილებით არ დავწერე და მკითხეთsmile.gif

Posted by: Pathetikos 5 Feb 2008, 19:12
WOMAN IN LOVE
სტაფილოს წვნიანი იმბირით პათეტიკოსის დედისგან biggrin.gif


ქვაბში მოიშუშოს 2 თავი მოზრდილი, წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთზე (ან კარაქზე)
მერე 500 გრ წვრილად გახეხილი სტაფილო მოიშუშოს უკვე მოშუშულ ხახვთან ერთად
დაემატოს 1 მოზრდილი თავი წვრილად დაკეპილი (ან გახეხილი) იმბირი
დაესხას 1 ლიტრი (ან, თუ უფრო თხელი წვენი გსურთ, უფრო მეტი) მდუღარე წყალი
ჩაეთხლიშოს 2 ან 3 გალინა ბლანკა
შაქარი გემოვნებით

წამოადუღეთ და მიირთვით ეს თან ცხარე, თან ტკბილი და თან არ ვიცი რა საოცარი გემოს სუპი. chups.gif

Posted by: KAM_M_MILA 5 Feb 2008, 20:47
მე ძალიან მიყვარს "კლიოცკის" სუპი

მოვამზადოთ სუპი: ერბოში მოშუშული ხახვი, მწვანილი, წვენში ცოტა პურის ფქვილით, მარილი გემოვნებით.

ავიღოთ 2ს.კ. ერბო ან 50გრ.კარაქი, 1/2ჭ. რძე ავადუღოთ ერთად, ვურიოთ და თანდათანობით ჩავაყაროთ 1/2ჭ. ფქვილი, როცა კარგად ავზელთ, ჩავახალოთ 2 კვერცხი, თან ვზილოთ კოვზით კარგად. მდუღარე სუპში ჩაის კოვზით ჩავყაროთ მიღებული ცომი (კოვზი ვასველოთ თბილ წყალში, რომ ცომი არ მიეკრას) და ვადუღოთ მოხარშვამდე.
მიირთვით გემრიელად.

Posted by: Peppi 9 Feb 2008, 13:01
QUOTE
ვიეტნამური სუპი "პოო"

ოო, ეხლა რომ იცოდეთ რატო შემოვედი ამ თემაში! ამ სუპის რეცეპტი უნდა ამოვბეჭდო და საკუთარი ძალებით ვცადო, დღეს შევიძენ "პრიპასებს" და ხვალ დავაგემოვნებsmile.gif
აბა ვინ დაგპატიჟოთ? smile.gif

Posted by: Antigone 9 Feb 2008, 16:22
Marus
QUOTE
Blaha Lujza

QUOTE
Kosonom . . .


ბლაჰაზე ცხოვრობ? smile.gif

Posted by: Blue Note 9 Feb 2008, 18:26
რამდენი ხანია კულინარიაში არ ვყოფილვარ! ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ამდენი ხანი ვშიმშილობდი.
კარგი. ახლა ძველ დანაპირებს ვასრულებ (აღარ მახსოვს, ვის დავპირდი) და გაგანდობთ გოგრის მოშჩნი წვნიანის რეცეპტს (ავტორი - ჩემი ცოლი. შემსრულებლის როლში მეც ვარ ხოლმე).

დაგჭირდებათ:
თხელკანიანი გოგრა - დაახლოებით ხელბურთის ბურთის ზომის ან შესაბამისი რაოდენობის
ინბირი (უკეთესი სახელი არ ვიცი) - დაახლოებით კაკლისხელა
ნიორი - ორი მოზრდილი კბილი
ხახვი - ერთი მოზრდილი
ქოქოსის რძე (და არა ცხიმი!) - 200 გრამი (შეიძლება შეიცვალოს არაჟნით, ოღონდ კარგია, არაჟნის შემთხვევაში ორიოდე მიხაკსაც თუ დაურთავთ)
ბოსტნეულის ბულიონი (კუბიკების ან ფხვნილის)
გრეიპფრუტის წვენი - 150 გრამი (შეიძლება შეიცვალოს ფორთოხლის და ლიმნის წვენის ნაზავით. მეტი ფორთოხალი, ნაკლები - ლიმონი)
გოგრის გარჩეული თესლი - 100-150 გრამი

გემოვნებით:
კარი
მარილი
პილპილი
მუსკატის კაკალი

გოგრას კანი მოაჭერით და გული პატარა კუბიკებად დაჭერით. კანის გაცლამდე თუ ცოტა ხნით დათუთქავთ მდუღარეში ან ორთქლში, საქმეს გაიადვილებთ.
ინბირი, ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში და ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ. მოკლე ხნით გოგრის კუბიკებიც დაუმატეთ და მიახრაკეთ. მერე იმდენი ბულიონი დაუმატეთ, რომ დაიფაროს. ხარშეთ, სანამ გოგრა დარბილდებოდეს. როცა მოიხარშება, მიქსერით ან ხელით პიურედ აქციეთ. დაუმატეთ ქოქოსის რძე, კარი, მარილი, პილპილი, მუსკატი და კარგად მოურიეთ. 2-3 წუთი ხარშეთ. მთლად ბოლოს დაუმატეთ გრეიპფრუტის წვენი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. წვნიანი თხელი პიურესავით უნდა იყოს. თუ საჭიროა, ბულიონით ან მდუღარე წყლით გაათხელეთ.
წინასწარ მოხალეთ გოგრის გარჩეული თესლი (თუ იშოვება ეგეთი რამე თქვენს ახლო-მახლო, თუ არა და მაგის გარჩვას ნუ გადაყვებით. ანდა მოხალული გარჩეული მზესუმზირა სცადეთ). გოგრის თესლი ქვაბში არ ჩაყაროთ, თეფშზე ჩაამატეთ წვნიანს გემოვნების მიხედვით.
წვნიანი კარგად მიდის თეთრ მსუბუქ ღვინოსთან. ფრანგული ბაგეტი ან მსგავსი იტალიური პური კარგად მიდის. ალბათ თონის პურიც ივარგებს.
Bon appétit!

Posted by: jes 9 Feb 2008, 22:50
Blue Note
გაგახარებს ღმერთი და ორ კითხვაზე გამეცი პასუხი:
რა არის ინბირი -სახელს აქვს თუ არა სხვა ვარიანტი..სხვა ენაზე...ან როგორ გამოიყურება და ა.შ.
რა არის კარი- --------------

ხო გადავიფიქრე და მესამე კითხვაც- მუსკატის კაკალს როგორ უშვრები ხეხავ და რამე თუ პირდაპირ კაკალს ყრი??

Posted by: WOMAN IN LOVE 9 Feb 2008, 22:55
jes
იმბირი- ქართულად კოჭა, ჯანჯაფილი, კარი-ესეც სუნელია ერთგვარი.
QUOTE
მუსკატის კაკალს როგორ უშვრები ხეხავ და რამე თუ პირდაპირ კაკალს ყრი??

მუსკატის კაკლს, როგორც წესი, ხეხავენ და ცოტაოდენს უმატებენ საჭმელში.

Posted by: xachapuridze 10 Feb 2008, 00:18
მუსკატის კაკალს, ანუ ჯავზს, ძალიან მძაფრი სურნელი აქვს და სულ ერთი ბეწო უნდა ჩაფხიკო ნებისმიერ საჭმელში.

Posted by: Blue Note 10 Feb 2008, 01:06
jes
კარი, როგორც ვიცი, თბილისში იშოვება. თუ არა და, არა უშავს. ზაფრანას ცოტა ხმელი ქინძი და უცხო სუნელი შეურიე. წითელი წიწაკაც. ოდნავ ჩამოჰგავს კარის. ინბირში და მუსკატში უკვე გაურკვევიხართ ღვთისნიერ ხალხს. ჯავზი რა კარგი სახელია. ჯანჯაფილიც მაგარია. უნდა დავამკვიდროთ smile.gif

ჰო, დამავიწყდა. იმ წვნიანში გოგრის მაგივრად სტაფილოც შეიძლება. თუმცა გოგრა მირჩევნია ხოლმე, როცა სეზონია.

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 01:18
Blue Note
უკაცრავად, მაგრამ უნდა შეგისწორო - იბირი smile.gif

Posted by: BadbadGirl 10 Feb 2008, 01:46
მუსკატის კაკალი შეიძლება იყიდო დაფქვილიც და როგორც კაკალი, მერე გახეხავ წვრილ სახეხზე.
2 დღის წინ გავაკეთე ბერძნნული მუსაკა და სხვათაშორის საკმაოდ დიდი რაოდენობით სჭირდება მუსკატი, სამი მწიკვი.
თუ ინტერესი არის დავდებ რეცეპტს. იოლია , გემრილეი და კიდევ ერთხელ გემრიელი. ჩემი ქმარი დღეს მირიგდებოდა წინასწარ მომავალ კვირას კიდე გააკეთეო biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 02:04
BadbadGirl
QUOTE
ბერძნნული მუსაკა

ეხლა ბადრიჯანი იშოვე მანდ ?

Posted by: BadbadGirl 10 Feb 2008, 02:30
WOMAN IN LOVE
ჰმ, ბადრიჯანი უპრობლემოდ იშოვება, პატესონიც, ყაბაყი smile.gif როცა გინდა იყიდი smile.gif მოკლეთ ბოსტნეულს აქ ყველაფერს ნახავ! მაგრამ ხილს მაგ : ზღმარტლი, კომში იშვიათობაა (კომშს მივაგენი ერთ ადგილას და მგონი სულ მე გავუსაღე biggrin.gif )

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 02:46
BadbadGirl
QUOTE
ზღმარტლი

მომიტანა მეზობელმა იმდენიიი... გეფიცები, ეგრევე შენ გამახსენდი biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 10 Feb 2008, 02:53
QUOTE
მომიტანა მეზობელმა იმდენიიი.

baby.gif რომ მიირთმევ ჩემი სახელი ახსენე, შემეწევა tongue.gif
QUOTE
გეფიცები, ეგრევე შენ გამახსენდი

ჩემები მეუბნეოდნენ , შენი ცოდვით ზღმარტლი ვერ გვიყიდიაო biggrin.gif biggrin.gif

უი კიდე რა მიკვირს იცი, აქ სავსეა პარკები და ქუჩები წაბლის ხეებით, შემოდგომაზე ისე ვერ გაივლიდი რომ ერთი მანც არ დაგცემოდა თავზე (თან აქ ხო 90% სულ ქარი ქრის biggrin.gif ) ხოდა მაღაზიაში წაბლი არ არის. ნეტა რატო ???

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 03:26
BadbadGirl
რა გითხრა აბა? იქნებ ეგ ცხენის წაბლია? თუ არადა, ქარი რომ ჩამოყრის, აიღე და ნახე wink.gif

Posted by: BadbadGirl 10 Feb 2008, 03:32
WOMAN IN LOVE
კი ავიღე, პატარა დეკორაციაც გავაკეთე, მწარეა. იმის შეჭმა შეუძლებელია.

Posted by: gabarzgaleba 10 Feb 2008, 18:53
მაქვს ძვლიანი ხბოს ხორცი, რამე წვნიანი მინდა გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ იდეებიც მაწუხებს, იმედი მაქვს, თქვენ უფრო ჭკვიანურ რამეს მირჩევთ... აბა, გელოდებით... smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 10 Feb 2008, 19:08
gabarzgaleba
გადახედე აბა ამას
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416491
ან ამას
http://forum.ge/?showtopic=33790052&view=findpost&p=7416480
თუ არადა, მიუშვი იდეები biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Feb 2008, 19:25
WOMAN IN LOVE
QUOTE
გადახედე აბა ამას
კულინარიის განყოფილების სრული სარჩევი (post #7416491)
ან ამას
კულინარიის განყოფილების სრული სარჩევი (post #7416480)
თუ არადა, მიუშვი იდეები 


ისედაც სუ მიშვებული იდეების პირობებში არ მიწევს ცხოვრება?... biggrin.gif დაჯერება მომენატრა...

Posted by: BadbadGirl 10 Feb 2008, 20:05
gabarzgaleba
ჰმ, შემიძლია შემოგთავაზო გულიაჟის ერთ ერთი ვარიანტი, რომელსაც ძვლიანი ხორცი უნდა. აბა რას იტყვი გაინტერესებს?

Posted by: gabarzgaleba 10 Feb 2008, 20:24
BadbadGirl
QUOTE
ჰმ, შემიძლია შემოგთავაზო გულიაჟის ერთ ერთი ვარიანტი, რომელსაც ძვლიანი ხორცი უნდა. აბა რას იტყვი გაინტერესებს?


წვნიანი? რა თქმა უნდა... თან მე თუ არ გამომადგება, სარჩევსა და მომხმარებლებს გამოადგებათ...

Posted by: BadbadGirl 10 Feb 2008, 21:06
ოკ დავწერ მაშინ რეცეპტს.

გულიაჟი (ცრუ გულიაჟი რადგან ძვლიანი ხორცი უნდა)
მასალა:
500 -600 გრ ძვლიანი ხორცი.
80 გრ კარაქი (ორიგინალში ღორის ქონია საჭირო )
15გრ დაფქვილი პაპრიკა, ტკბილი.
150 გრ ხახვი.
800გრ კარტოფილი.2-3 დიდი მწვანე ბულგარული წიწაკა.
2-3 მოზრდილი პომიდორი.
მარილი , 2 კბილი ნიორი, ტმინი.

მომზადების წესი:
1.წინასწარ ხორცის ძვლებს ააჭერით რბილობი და ძვლები ცალკე გადაინახეთ რბილობი კი ოთკუთხედებად დაჭერით.
ძვლიანი ნაწილს დაასხით 3 ლიტრა წყალი და მოამზადეთ ბულიონი. დაახლოებით 2-2:30 საათი უნდა ხარშოთ ნელ ცეცხლზე.

2.ქვაბში გაალღვეთ ცხიმი, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, და შეწვით სანამ ოქროსფერი არ გახდება დაუწიეთ ცეცხლს და როცა ტემპერეტურა უდნავ შემცირდება ჩააყარეთ პაპრიკა, სასწრაფოდ ამოურიეთ და ეგრევე დაამატეთ ხორცი, დაამატეთ მარილი . კარგად ამოურიეთ, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ სანამ ხორცის წვენი არ ამოშრება.

3.როცა ხორცის წვენი ამოშრება დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ტმინი , დაამატეთ წყალი ისე რომ ხორცი დაიფაროს და ხანდახან ურიეთ. თუ საჭირო გახდება დაამატეთ წყალი. მთავარია რომ ხორცი უნდა იშუშებოდეს და არა იხარშებოდეს.

4. სანამ ხორცი იშუშება დაჭერით კარტოფილი , პომიდორი და მწვანე პაპრიკა პატარა კუბიკებად .

5.როცა ხორცი 70 % მზად იქნება ამოაშრეთ წყალი ისე რომ მხოლოდ ქონი დარჩეს და ჩაყარეთ კარტოფილი, შუშეთ ნელ ცეცხლზე სანამ ის "შუშისებური" არ გახდება. დაამატეთ მომზადებული ბულიონი, მწვანე პაპრიკა და პომიდორი.

როცა კარტოფილი მოიხარშება უნდა დაამატოთ ჩეპეტკე , მზადდება ხინკალის ცომის მაგვარი მასისაგან, ოღონდ ცომი კვერცხშიამოზელილი, ხოდა პატარა ნეკა თითის ფრჩხილის ოდენა ცომიკები იხარშება მარილიან წყალში.

მოკლეთ მე ამ ცომიკების ნაცცვლად გირჩევთ, როცა თეფშზე გადმოიღებთ მოაყარეთ წვრლად დაჭრილი ოხრახუში და მოასხით 1 სუფრის კოვზი სმეტანა.


გემრიელად მიირთვით.

პ.ს ეს ჩემი ქმრის დედის რეცეპტია smile.gif

Posted by: Blue Note 10 Feb 2008, 22:01
WOMAN IN LOVE
QUOTE
უკაცრავად, მაგრამ უნდა შეგისწორო - იმბირი

მადლობთ. ისე, "იმბირში" თუ "ინბირში" უბირი ვარ biggrin.gif. ქართულად ხმარებული პირველად ამ ფორუმზე გავიგე. მანამდე სულ გერმანულად, ინგლისურად ან ჩეხურად მიწევდა ამ ერთობ საჭირო სიტყვის ხმარება. დიდი საჭირო რამეა. ყოველთვის გვიგდია მაცივარში. უმაგისოდ ძნელია რამე მოაზიურო გააკეთო. სამკურნალოდაც ვიყენებთ.
ერთი რეცეპტის დადებას ვაპირებ ადრე თუ გვიან და ბარემ იმაშიც გამიწიეთ ფილოლოგიური დახმარება, "ზაპეკანკას" რას ვუწოდებთ? აი, იმას, ფორმაში ან დაბალ ქვაბში ფენებად ჩაწყობილ და ზემოდან ყველმოყრილ რამე-რუმეებს რომ აირღუმელში შევდგამთ ხოლმე (მე უფრო გამოღება მახარებს biggrin.gif). ისიც დამავიწყდა, ჩემ დროს რომ "ლისტს" ეძახდნენ, რა ქვია? (ვაგნერის სიმამრს არ ვგულისხმობ) biggrin.gif

Posted by: BEKO 10 Feb 2008, 23:28
Blue Note
ლისტს თუნუქის ფირფიტა ჰქვიან, ჩვენებურად "ჟარუნა" biggrin.gif
"ზაპეკანკას" კიდევ, მობრაწულა, მთლად "ყელფანდურიც" არაა, მაგრამ, არც არაფერი უკლია, მგონი.
biggrin.gif

QUOTE
აი, იმას, ფორმაში ან დაბალ ქვაბში ფენებად ჩაწყობილ და ზემოდან ყველმოყრილ რამე-რუმეებს რომ აირღუმელში შევდგამთ ხოლმე

აბა, მასწავლე ეგ შენი მობრაწულა smile.gif

არა, მშვენიერი სიტყვაა, რას ვერჩი...

Posted by: Johnnie Walker 11 Feb 2008, 00:43
BEKO
QUOTE
აბა, მასწავლე ეგ შენი მობრაწულა

ბეკუშ, გასწავლიდი, მაგრამ აქ ოფფ-ტოპიკია.... sad.gif

არა და იცი რა მაგარი ვარ "მობრაწულაში"? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე, პურიზმს ენაში მარაზმამდე მივყევართ ისევე, როგორც ბარბარზმს smile.gif

QUOTE
(ვაგნერის სიმამრს არ ვგულისხმობ) 

lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif up.gif

Posted by: Fitzcarraldo 11 Feb 2008, 03:22
Johnnie Walker
QUOTE
არა და იცი რა მაგარი ვარ "მობრაწულაში"?



მერე გაგვიკეთე ერთხელ, ვინმესთან მოვჯდეთ, ვიყიდოთ პროდუქტები და მოვბრაწოთ biggrin.gif

აგერ, ბარძგალა კბილებს ილესავს biggrin.gif, მეც, ეგდოს პატეტიკოსიც, რას გვიშლის biggrin.gif:D:D

ბეკო ხინკალს ჩაყრის და ასე შემდეგ - კაი წითელი ღვინო biggrin.gif

Posted by: jes 11 Feb 2008, 05:13
რჩევებისთვის დიდი მადლობა....Blue Note

კარი- მივხვდი ინდურ სამზარეულოში ხმარობენ ძალიან ხშირად- curry

აი იმბირ-ინბირს ვერ გავუგე ვერაფერი smile.gif
აქ ნათარგმნი ( მგონი ქართულად) კოჭა-ჯავზი-ჯანჯაფილიც არაფერს მეუბნება ....sad.gif
ნუ დამზარდებით...
როგორ გამოიყურება, როგორი სუნი აქვს, რა ფერია...და სხვა (არაქართული) სახელი თუ აქვს.....







Posted by: WOMAN IN LOVE 11 Feb 2008, 12:27
jes
ginger, იგივე იმბირი, კოჭა, ჯანჯაფილი არის მცენარის ფესვი, გამოიყურება ასე(იხ.სურათი), მაგრამ უფრო ხშირად ფქვავენ და ისე უმატებენ კერძებს

* * *
Blue Note
ზაპეკანკას მართლაც მობრაწულა ქვია (ბრაწულასაც უწოდებენ ზოგჯერ მოქართულენი biggrin.gif) , ჟარონას კი- თუნუქის ფურცელი (ისეთივე ხელოვნური მეჩვენება, როგორც დაბალყელიანი წინდა sad.gif )

BadbadGirl
2kiss.gif

Johnnie Walker
QUOTE
პურიზმს ენაში მარაზმამდე მივყევართ ისევე, როგორც ბარბარზმს

და არა მარტო ენაში wink.gif

Fitzcarraldo
შეთქმულებას აწყობთ? საიდუმლო სერობას? ბარძგალ, შენც?

biggrin.gif

Posted by: Pathetikos 11 Feb 2008, 13:57
ძაან მახინჯი რამეა ეს იმბირი. რამდენიც მაცივარში შევიხედები, იმდენი თვალს ვარიდებ იმ ადგილს, სადაც ეგ დევს. biggrin.gif
არადა დედაჩემმა მაგრად დაამუღამა და კვირაში ერთი-ორჯერ რომ არ ავიცხარო პირი იმბირიანი კერძით, ისე არ იქნება. biggrin.gif
QUOTE
მერე გაგვიკეთე ერთხელ, ვინმესთან მოვჯდეთ, ვიყიდოთ პროდუქტები და მოვბრაწოთ

აგერ, ბარძგალა კბილებს ილესავს , მეც, ეგდოს პატეტიკოსიც, რას გვიშლის biggrin.gif:D

ბეკო ხინკალს ჩაყრის და ასე შემდეგ - კაი წითელი ღვინო 

სიამოვნებით მოვეგდები და დავეგდები და მივიღებ სერობაში მონაწილეობას. biggrin.gif
QUOTE
ჩემ დროს რომ "ლისტს" ეძახდნენ, რა ქვია? (ვაგნერის სიმამრს არ ვგულისხმობ) 

biggrin.gif

მოცხარტი. biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 11 Feb 2008, 23:58
gabarzgaleba
QUOTE
შევჭამდი ეხლა თათარიახნს

ხო, აი ეს მაინტერესებდა ყოველთვის....

თათარიახნის და ბულიონის განსხვავება არ ვიცი, ანუ წმინდა ბულიონი კაი რამაა, ძალიან, მაგრამ რა განსხვავებაა ვთქვათ, არტალასა და თათარიახნს შორის, არ ვიცი.

ალბათ იმიტომ, რომ წვნიანებში გაწაფული არა ვარ (ბავშვობაში ხოლიცისტიტი მქონდა და მიკრძალავდნენ smile.gif), თუმცა ახლა, ამ სიბერის ჟამს მიყვარს და ვაკეთებ კიდეც არტალას, ხაშს, etc., მაგრამ აი თათარიახნის სპეციფიკა ნაკლებად მესმის....

Posted by: gabarzgaleba 12 Feb 2008, 00:23
Johnnie Walker
QUOTE
ხო, აი ეს მაინტერესებდა ყოველთვის....

თათარიახნის და ბულიონის განსხვავება არ ვიცი, ანუ წმინდა ბულიონი კაი რამაა, ძალიან, მაგრამ რა განსხვავებაა ვთქვათ, არტალასა და თათარიახნს შორის, არ ვიცი.

ალბათ იმიტომ, რომ წვნიანებში გაწაფული არა ვარ (ბავშვობაში ხოლიცისტიტი მქონდა და მიკრძალავდნენ ), თუმცა ახლა, ამ სიბერის ჟამს მიყვარს და ვაკეთებ კიდეც არტალას, ხაშს, etc., მაგრამ აი თათარიახნის სპეციფიკა ნაკლებად მესმის....


ჩემი იმხოტეპ აზრითა, კონდოლისმიერო ძმაო, თათარიახნის მთელი მუღამი ის ხორცი გახლავთ, რომლის ნახარშიცაა ეგ წვნიანი, ანუ თუკი არტალას ნაჭერი ნაკლები ღირსებისა და სიოქროვისაა, სახაშლამე საუკეთესოა, სულ ბაჯაღლო, თან ძვლიანია და ტვინის მადლიც დაჰყვება, ხოდა აიმაგ ხაშლამის ნახარშია მე როგორც ვიცი... ნიახვრებით და მთელი ხაბარდებით... biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 12 Feb 2008, 01:04
gabarzgaleba
QUOTE
ხოდა აიმაგ ხაშლამის ნახარშია მე როგორც ვიცი... ნიახვრებით და მთელი ხაბარდებით...

ჯიგარი ხარ, მეც ეგრე ვიცოდი (ეგრე წარმომიდგენია) smile.gif

ანუ: ხაშლამას მდუღარეში ვაწყობთ, რომ შეიკრას და იმის ბულიონი არავის არ აინტერესებს smile.gif

ხოდა თათარიახლს როდესაც ვაკეთებთ, ცივ წყალში ვდებთ ხორცს და მერე ვადუღებთ, ხოდა ბულიონიც გამოდის სასწაული, იმ ძვლის ტვინის მადლითაც, ოხრახუშითაც და ნიახურითაც biggrin.gif

კაი ხარ, კაი, ბარძღალ, თან საგანიც იცი - გესმის, რასაც ჰქვიან! biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Feb 2008, 02:10
auau
უთქვენოდ არ იქნება არაფერიიიი 2kiss.gif
gabarzgaleba
QUOTE
არტალას ნაჭერი ნაკლები ღირსებისა და სიოქროვისაა

არტალა თუ არ ჯობდეს ყველა ნაჭერს! wink.gif
QUOTE
ნიახვრებით

დაგეწოს ქართული biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 12 Feb 2008, 02:24
WOMAN IN LOVE
QUOTE
არტალას ნაჭერი ნაკლები ღირსებისა და სიოქროვისაა

არტალა თუ არ ჯობდეს ყველა ნაჭერს!

QUOTE
ნიახვრებით

დაგეწოს ქართული 


2kiss.gif

Posted by: Johnnie Walker 12 Feb 2008, 02:31
gabarzgaleba
QUOTE
მაქვს ძვლიანი ხბოს ხორცი, რამე წვნიანი მინდა გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ იდეებიც მაწუხებს, იმედი მაქვს, თქვენ უფრო ჭკვიანურ რამეს მირჩევთ... აბა, გელოდებით... 

თუ ჯერაც გაქვს - телятина отварная smile.gif კრემლიოვსკოე ბლიუდო smile.gif

მოკლედ: მდუღარე წყალში ჩადე ეგ შენი ხბოს ხორცი, მაგრამ მანამდე ხახვი, სტაფილო, მარილი, შავი პილპილი ერთად ხარშე რამდენიმე წუთი (სანამ ხორცს ჩადებდე). მერე რომ ჩადებ, სანამ მომზადდება, 10-15 წუთით ადრე ჩადე ნიორი, ნიახური (ცოტა), ქინძი და პეტრუშკა smile.gif დაუმატე მაიონეზი და ტომატის პიურე (ცოტა), ურიე კოვზით და ძალიან ნელ ცეცხლზე კიდევ 10-15 წთ. ხარშე. რომ გაუჯდება, გადმოდგი და გააცივე. თეფშზე რომ გადმოიღებ, ცოტა ეგ ბულიონიც დაასხი.

მიირთვი გინდა ცივად, გინდა ცხლად - ორივე ვარიანტში კაია biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 12 Feb 2008, 02:35
Johnnie Walker
QUOTE
თუ ჯერაც გაქვს - телятина отварная  კრემლიოვსკოე ბლიუდო

მოკლედ: მდუღარე წყალში ჩადე ეგ შენი ხბოს ხორცი, მაგრამ მანამდე ხახვი, სტაფილო, მარილი, შავი პილპილი ერთად ხარშე რამდენიმე წუთი (სანამ ხორცს ჩადებდე). მერე რომ ჩადებ, სანამ მომზადდება, 10-15 წუთით ადრე ჩადე ნიორი, ნიახური (ცოტა), ქინძი და პეტრუშკა  დაუმატე მაიონეზი და ტომატის პიურე (ცოტა), ურიე კოვზით და ძალიან ნელ ცეცხლზე კიდევ 10-15 წთ. ხარშე. რომ გაუჯდება, გადმოდგი და გააცივე. თეფშზე რომ გადმოიღებ, ცოტა ეგ ბულიონიც დაასხი.

მიირთვი გინდა ცივად, გინდა ცხლად - ორივე ვარიანტში კაია 


აგაშენა ღმერთმა სტერნზიჩ, კაკრაზ ეგეთი რამე მინდოდა... ოღონდ ცხლად შევსჭამ biggrin.gif (დაპაიჟებული ხარ)

Posted by: Peppi 12 Feb 2008, 16:19
Johnnie Walker
QUOTE
телятина отварная  კრემლიოვსკოე ბლიუდო

ოხ რა ხარ, რა!
მაძღარ კაცსაც მოაიშივებ, აი smile.gif

Posted by: Lele 12 Feb 2008, 17:46
იტალიური მაკარონის სუპი

1 ქილა ტომატი თავის წვენში
(850მლ.) 1 ქილა თეთრი ლობიო
(425გ. ) 2ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
100გ. შებოლილი ბეკონი
1ლ. ბოსტნეულის ბულიონი
200გ. სპირალის ფორმის მაკარონი
წიწაკა, 2ს/კ ძმრის ბალზამი.

ტომატი დანით ჩავჭრათ ქილაში, ლობიო გადმოვყაროთ დურშლაგზე, და გადავავლოთ ცივი წყალი
გავფცქვნათ ხახვი და დავჭრათ კუბიკებად. ბეკონი დავჭრათ ან კუბიკებად ან ჩხირებად, დიდ ტაფაზე შევწვათ ბეკონი ხახვთან ერთად ზეთში. დავამატოთ ტომატი წვენთან ერთად და მოვხარშოთ 2 წთ. ბულიონი ავადუღოთ, დავამატოთ მაკარონი, მოვხარშოთ ნახევრად და დავამატოთ ტომატი ხახვით და ბეკონით. მოვხარშოთ ყველაფერი ერთად 5 წთ. დაბალ ცეცხლზე.
ავურიოთ ლობიო და შევაზავოთ მარილით, წიწაკით დ ძმრის ბალზამით. სუფრაზე მიტანისას სურვილისამებრ გააფორმეთ ოხრახუშით.

Posted by: jes 12 Feb 2008, 18:04
WOMAN IN LOVE
აი ჯინჯერი თუ ინბირი იყო არ ვიცოდი...
დაგეწერათ ჯინჯერიო-ადამიანურ ენაზე და გავიგებდით... smile.gif

აი ჯინჯერის...ბოდიშით ინბირის +სოიოს სოსი+ვასაბი(არ ვიცი ქართულად...ერთგვარი გარჩიცაა იაპონური) ერთად არეული და შიგ ჩაბუჟბუჟებული სუში არის ზღაპარი....


ხო... ერთი კარგი რეცეპტი მაქვს: ორაგული ჯინჯერ-ინბირით და სოიოს სოსით...ძალიან გემრიელია..
დავწერ მოგვიანებით თევზეულობაში...

ახსნა- განმარტებისთვის დიდი მადლობა...

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Feb 2008, 18:19
jes
QUOTE
აი ჯინჯერი თუ ინბირი იყო არ ვიცოდი...
დაგეწერათ ჯინჯერიო-ადამიანურ ენაზე და გავიგებდით

რაღა ადამიანურ ენაზე, ქართულად ასე ჰქვია - კოჭა, ჯანჯაფილი, იბირსაც უწოდებენ, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც ამ სანელებლის რუსული სახელწოდებაა smile.gif
რეცეპტს კი ველოდებით smile.gif

Posted by: auau 13 Feb 2008, 22:21
WOMAN IN LOVE
QUOTE
არტალა თუ არ ჯობდეს ყველა ნაჭერს

მეც მაგ აზრის ვარ. არტალის წვნიანი ხომ არის და არის, ჩაჟელატინებულჩაკისელებულჩათანთალებული! მაგის ფუძეზე რასაც გააკეთებ, ყველაფერი კარგია და ხორცი კიდევ უგემრიელესი, ჩაგადნება პირში!
შენ რომ არტალის ხორცით სალათას აკეთებ, არაჩვეულებრივია, ჩვენს პატარას ძალიან მოეწონა 2kiss.gif

Posted by: ancho 14 Feb 2008, 22:41
ShadowCat
QUOTE
სოკოს სუფი გაროხით (გუსტოი სუფის ერთ-ერთი ვარიანტი)

პირველ გვერდზე არის ეს სუპი. ხოდა აი კონსერვის გაროხი რომ გამოვიყენო, მოსულა? smile.gif

Posted by: BadbadGirl 14 Feb 2008, 22:54
ancho
ეგ ჩემი რეცეპტია, კონსერვი შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ უნდა მოხარშო მაინც და მერე აზილო ნაწილი, ნაწილი კი მთლიანი დატოვო.
აზელვა აუცილებელია რადგან სუფს გუსტოი კონსისტენციას აძლევს.

Posted by: ancho 14 Feb 2008, 22:56
BadbadGirl
გასაგებია. დიდი მადლობა. smile.gif :მე-დილეტანტი:

Posted by: Blue Note 29 Feb 2008, 19:35
ნანატრი შვებულების წინ ერთი ბარემ ამას მოგიყვებით, თორემ შვებულების მერე იქნებ ფრანგულ კერძებზე და წვნიანებზე საუბრის ხასიათზე აღარ ვიყო biggrin.gif
ამ ამბავს ეწოდება “ კასულესთან Blue Note-ის შერკინება”
მოკლედ, ერთხელ მე და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ რესტორანში გასეირნება გადავწყვიტეთ. ბავშვები ბეიბისიტერთან დავტოვეთ და წავედით რესტორან La Provence-ში.
ჩემი ცოლი რაციონალური ადამიანია და იცის თავისი შესაძლებლობები. ზომიერად შეუკვეთა. მე ზომიერად რაციონალური ადამიანი ვარ და მეც ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ცოლმა მირჩია, კასულე შეუკვეთე, ტრადიციული კერძია და ძალიან მოგეწონება, შენი გემოვნების არისო. თანაც გამაფრთხილა, მარტო ეგ ერთი კერძი გეყოფაო. არ მქონდა ნაჭამი. შევუკვეთე. მაგრამ საყვარელ ცოლს არ დავუჯერე და ბლომად სტარტერები, სალათი და სხვადასხვა წვრილმანიც შევუკვეთე. ცხოვრებაში რესტორანში საჭმელი არასოდეს მქონდა დატოვებული და ძველებურად თამამად დავუწყე ლოდინი საჭმელს.
სტარტერებზე არაფერს ვიტყვი. გულის წასვლამდე კარგი რამეები აქვთ ფრანგებს. სალათიც მაგარი იყო. ბოლოს ეს რაღაც თუ ვიღაც კასულეც გამოჩნდა.
მოზრდილი მუზარადივით ქოთნიდან ისე პირქუშად იყურებოდა, რომ ცოტა ნირი შემეცვალა. მოკლედ გეტყვით. კასულე არის ლობიოს შეჭამანდი. უამრავ რამეს ურევენ შიგ. კეთდება ღორის და ცხვრის ხორცისგან, ძეხვეულისგან, ბატის ქონისგან, ბოსტნეულისგან. მოკლედ, წვნიანია, მაგრამ სქელი, სქელი. ჯერ ქურაზე იხარშება მრავალ რაუნდად. მერე ქურაში იდგმება და იქ “იწრთობა”. თავზე ლაბს რომ იკეთებს (ძირითადად ბატის ქონის გამო), არ უნდა მოხადო. შიგნით უნდა ჩააბრუნო და მოურიო. რაც მეტჯერ აკეთებ ამას, მით უფრო მაგარი გამოდის. ჩვენებური ყაურმასავით კონსისტენცია აქვს დაახლოებით.
ჰოდა ვეკვეთეთ ერთმანეთს. თან ზურგს ღმერთივით ღვინო მიმაგრებდა ბორდოდან. კარგა ხანს ვიბრძოლეთ. ხან აქედან მივუდექი, ხან იქედან. ვატყობ, რომ მჯაბნის ეს ვიღაც კასულე. გაკვირვებული შევყურებ ჩემს ცოლს. იმას კი ეღიმება.
მოკლედ, ნახევარზე ცოტა მეტი ძლივს შევჭამე. იცოცხლე, მერე დიჟესტივები ვურტყი. ძლივს მივლასლასდი სახლამდე.
მოკლედ, საჭმელი კი არა, კრეისერია. biggrin.gif
ვისაც გაგიკეთებიათ, იქნებ მოგვიყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ. უამრავი რეცეპტი არსებობს. ძალიან ტრადიციულად თუ გააკეთებ, მთლიანობაში 6 საათი სჭირდება დაახლოებით. მაგრამ არსებობს ბევრი სწრაფი რეცეპტიც. ოდესმე კარგ რეცეპტს ვიშოვი და მოგგვრით. უგემრიელესია biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 29 Feb 2008, 19:51
Blue Note
QUOTE
ნანატრი შვებულების წინ ერთი ბარემ ამას მოგიყვებით, თორემ შვებულების მერე იქნებ ფრანგულ კერძებზე და წვნიანებზე საუბრის ხასიათზე აღარ ვიყო
ამ ამბავს ეწოდება “ კასულესთან Blue Note-ის შერკინება”
მოკლედ, ერთხელ მე და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ რესტორანში გასეირნება გადავწყვიტეთ. ბავშვები ბეიბისიტერთან დავტოვეთ და წავედით რესტორან La Provence-ში.
ჩემი ცოლი რაციონალური ადამიანია და იცის თავისი შესაძლებლობები. ზომიერად შეუკვეთა. მე ზომიერად რაციონალური ადამიანი ვარ და მეც ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ცოლმა მირჩია, კასულე შეუკვეთე, ტრადიციული კერძია და ძალიან მოგეწონება, შენი გემოვნების არისო. თანაც გამაფრთხილა, მარტო ეგ ერთი კერძი გეყოფაო. არ მქონდა ნაჭამი. შევუკვეთე. მაგრამ საყვარელ ცოლს არ დავუჯერე და ბლომად სტარტერები, სალათი და სხვადასხვა წვრილმანიც შევუკვეთე. ცხოვრებაში რესტორანში საჭმელი არასოდეს მქონდა დატოვებული და ძველებურად თამამად დავუწყე ლოდინი საჭმელს.
სტარტერებზე არაფერს ვიტყვი. გულის წასვლამდე კარგი რამეები აქვთ ფრანგებს. სალათიც მაგარი იყო. ბოლოს ეს რაღაც თუ ვიღაც კასულეც გამოჩნდა.
მოზრდილი მუზარადივით ქოთნიდან ისე პირქუშად იყურებოდა, რომ ცოტა ნირი შემეცვალა. მოკლედ გეტყვით. კასულე არის ლობიოს შეჭამანდი. უამრავ რამეს ურევენ შიგ. კეთდება ღორის და ცხვრის ხორცისგან, ძეხვეულისგან, ბატის ქონისგან, ბოსტნეულისგან. მოკლედ, წვნიანია, მაგრამ სქელი, სქელი. ჯერ ქურაზე იხარშება მრავალ რაუნდად. მერე ქურაში იდგმება და იქ “იწრთობა”. თავზე ლაბს რომ იკეთებს (ძირითადად ბატის ქონის გამო), არ უნდა მოხადო. შიგნით უნდა ჩააბრუნო და მოურიო. რაც მეტჯერ აკეთებ ამას, მით უფრო მაგარი გამოდის. ჩვენებური ყაურმასავით კონსისტენცია აქვს დაახლოებით.
ჰოდა ვეკვეთეთ ერთმანეთს. თან ზურგს ღმერთივით ღვინო მიმაგრებდა ბორდოდან. კარგა ხანს ვიბრძოლეთ. ხან აქედან მივუდექი, ხან იქედან. ვატყობ, რომ მჯაბნის ეს ვიღაც კასულე. გაკვირვებული შევყურებ ჩემს ცოლს. იმას კი ეღიმება.
მოკლედ, ნახევარზე ცოტა მეტი ძლივს შევჭამე. იცოცხლე, მერე დიჟესტივები ვურტყი. ძლივს მივლასლასდი სახლამდე.
მოკლედ, საჭმელი კი არა, კრეისერია.
ვისაც გაგიკეთებიათ, იქნებ მოგვიყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ. უამრავი რეცეპტი არსებობს. ძალიან ტრადიციულად თუ გააკეთებ, მთლიანობაში 6 საათი სჭირდება დაახლოებით. მაგრამ არსებობს ბევრი სწრაფი რეცეპტიც. ოდესმე კარგ რეცეპტს ვიშოვი და მოგგვრით. უგემრიელესია 


ბოისკუა ვორდა, კულინარიული ნობელი გეკუთვნის ამ პოსტისთვის... biggrin.gif საღოლ! up.gif ამ განყოფილებას ერთი კაი არქივარიუსი უნდა, რათა შთამომავლობას შემოუნახოს ციკლოპისა და ოდისევსის ეს უკვდავი შერკინება... biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 1 Mar 2008, 02:24
Blue Note
lol.gif lol.gif lol.gif
ვააა... რა კაი იყო biggrin.gif

Posted by: xachapuridze 9 Jul 2008, 21:58
ეს რეცეპტი ეკუთვნის პროფ. ვოვა კიკილაქშვილს და შარშან დაიბეჭდა აწ გარდაცვლილ "პლეიბოიში" გადავწყვიტე აქაც დამედო. არვიცი, შეიძლება რამე წესს ვარღვევ. ისე, მეც გამასინჟა და ძალიან გემრიელი იყო.

პრასის სუპი

უგემრიელესი საჭმელია. გააკეთეთ და თავად დარწმუნდებით!

ერთი კონა პრასი და ისე გაასუფთავეთ, როგორც ზევით მოგახსენეთ. თავები მთელი დატოვეთ, ღეროები რგოლებად დაჭერით, მწვანე ფოთლები _ წვრილად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ზეთი და დადგით ცეცხლზე. 5 ცალი წვრილი, მოგრძო სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით თხელ რგოლებად და ქვაბში ჩაამატეთ. გათალეთ 4-5 კარტოფილი, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაამატეთ ქვაბში და დაასხით 2 ლიტრი წყალი. 500 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო ანდა ბროკოლი (ბევრგან იყიდება) მოწალეთ, დაანაწევრეთ და წვნიანს დაუმატეთ. ბოსტნეული კარგად რომ დარბილდება, დაამატეთ 300 გრამი დაკეპილი ისპანახი და 50-50 გრამი სხვადასხვა მწვანილეული: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ტარხუნა. შეგიძლიათ დაამატოთ 200 გრამი დაკონსერვებული მწვანე ბარდა და სოკო (დაკონსერვებული ან მარინადი). ბოლოს მარილით შეაზავეთ გემოვნების მიხედვით.
სუფრაზე მიტანისას თითოეულ ულუფა წვნიანში შეგიძლიათ ჩადოთ შუაზე გაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხი. ეს თქვენს მომზადებულ საჭმელს გააგემრიელებს ძალიან და გაალამაზებს.

იქნებ ასე გირჩევნიათ? ამერიკელები და ევროპელები, როგორც წესი, წვნიანს ბლენდერით გაქნიან ხოლმე პიურესავით და სტუმარს დიდი ფინჯნით მიართმევენ.
რჩევა #1
თუ გიყვართ, შეგიძლათ გამოიყენოთ Kკახური ზეთი. ის საჭმელს თავისებურ გემოს მისცემს.

რჩევა #2
ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი ცალკე ქვაბში მოწალეთ, თორემ თავიდან არცთუ სასიამოვნო სუნი აქვს და სხვა პროდუქტებსაც გადასცემს.


სუპერრჩევა: ყველაფერს შემოქმედებითად მიუდექით! იცოდეთ, რომ ყოველი ინგრედიენტის დამატება საჭმელს გემოს უცვლის. ასე რომ, ზემოთ წარმოდგენილი რეცეპტისათვის შემადგენელი კომპონენტების მიმატება-გამოკლებით თქვენ შეძლებთ ერთი კერძის მრავალნაირად მომზადებას!



ნედლი პრასი ჭყინტ ყველთან, Mმჭადთან და ლობიოსთან ერთად იჭმება _ ძირითადად ის ნაწილი, რომელიც მიწაშია, ანუ თავი და ღერო.
მაინც რა სჯობია ბრეგვაძეებში ქეიფს?!

დასამწნილებელი პრასი გაასუფთავეთ, პირველი ორი ფოთოლი ბოლომდე მოაცალეთ, ბოლოებს უხეში ნაწილები წააჭერით, თავებს კი ფესვები, შემდეგ ცხელ წყალში მოწალეთ და დიდ 3-ლიტრიან ქილაში ჩააწყეთ. დაასხით მარილწყალი ან წინასწარ მომზადებული მარინადი, დადგით გრილ ადგილას და რამდენიმე დღით აცალეთ.

მარილწყალი მარტივად მზადდება: 3-ლიტრიან ქილას თითო ლიტრზე თითო სუფრის კოვზი მარილი, ცოტ-ცოტა დაფნა, ნიახური და ნიორი სჭირდება.
წყალი ან მარილი მეტი ან ნაკლები რომ არ მოგივიდეთ, წყალი წინასწარ უნდა არწყათ.


მარინადისათვის 1 ლიტრ წყალში გააზავეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 10-15 მარცვალი ბაჰარი (ანუ ე. წ. `სურნელოვანი პილპილი~) და 5-6 ღერი ნიახური ძირებიანად.




რჩევა #1
პრასის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერს _ ფოთლები ხასხასა მწვანე უნდა იყოს, ღეროსა და თავზე ყავისფერი წერტილები და ღარები არ უნდა ჰქონდეს – ეგ ჭიანაჭამი პრასი იქნება!


რჩევა # 2

მარინადში შეგიძლიათ ჩადოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი: ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბაღის შინდი, თეთრი ბალი და რაც მოგაფიქრდებათ.


სუპერრჩევა: თუ გინდათ, რომ მწნილი მალე იყოს მზად, მარილწყალი ან მარინადი თბილი უნდა დაასხათ. არავითარ შემთხვევაში ცხელი არ უნდა იყოს, თორემ ჩამთხლევდება.

გაფრთხილება: ყურადღებით იყავით. ძმრის ესენციის გაუზავებლად მიღება არ შეიძლება, თორემ საყლაპავსა და კუჭს დაიწვავთ _ ძმრის კონცენტრირებული მჟავაა!!


Posted by: auau 10 Jul 2008, 16:21
ძროხის კუდების წვნიანი
ვისაც ძვალ-სახსრების პრობლემა აქვს და კალცის ნაკლებობა, იმისთვის წამალზე უკეთესია.
ნავთლუღის ბაზარში იყიდება ხოლმე გატყავებული კუდები(სხვაგან არ მიძებნია). კუდებს დაჭრით მალებზე, გარეცხავთ და დაასხავთ წყალს. 2 კუდი სავსებით საკმარისია დიდი ოჯახისათვის. კარგად მოქაფეთ და დიდი ხანი ხარშეთ, სანამ ხორცი ნაზი არ გახდება და ბულიონი კიდევ ხაშივით თეთრი. შეგიძლიათ ხაშივით მიირთვათ ნივრით და მარილით, შეგიძლიათ რამდენიმენაირად შეკმაზოთ:
1.დანაყეთ ნედლი ქინძის მარცვლები ნიორთან და მარილთან ერთად. გამზადებულ ბულიონში გახსენით გემოვნების მიხედვით.
2.ბულიონი გადმოწურეთ ქვაბში,ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, დაკონსერვებული მწვანე გაროხი და ხარშეთ კარტოფილის მოხარშვამდე. შეგიძლიათ სულ ცოტა რძეც დაუმატოთ. ყველაზე ბოლოს, მზა წვენში გაუკეთეთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი და რამდენიმე ფოთოლი პიტნა.
ბავშვების პატრონებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის სუფთა ანტირაქიტული საკვები!
მოხუცებისტვის კი ძვლების ელექსირი!
მე პირადად მომიხდა. პატარაც სიამოვნებით მიირთმევს.

Posted by: kanonika 10 Jul 2008, 22:21
auau
QUOTE
მე პირადად მომიხდა. პატარაც სიამოვნებით მიირთმევს.

smile.gif
ამ პატარას ამბებეს რომ მიაწერთ, სასიამოავნოდ ჩამეღიმება ხოლმე,

თქვენი გადამკიდე ბავშვს ბევრად მეტი ესმის გემოსი და კულინარიის, ვიდრე ჩედმნაირ ვირს, რომელიც მთლად უნიჭო არ არის სამზარეულოში.

Posted by: GioMac 23 Jul 2008, 12:26
ShadowCat
QUOTE
ბულიონი © ShadowCat

(საშუალო ზომის ქვაბზე) ვიღებთ:ქათმის ნახარშს (ბულიონს), ვუმატებთ 1 საშუალო ზომის დაჭრილ ხახვს,ასე 5 წუთის მერე ვამატებთ 2-2 ცალ გაფრცქვნილ-გასუფთავებულ და წვრილ კუბიკებად დაჭრილ სტაფილოსა და კარტოფილს. კარტოფილი და სტაფილო რომ თითქმის მოიხარშება (რაზეც ძალიან ცოტა დროა საჭირო), ჩავყრით ცოტაოდენ ვერმიშელს (ან noodles-ს). როცა ვერმიშელი მოიხარშება, ვამატებთ კამას და მარილს გემოვნებით. ადუღებთ 5 წუთი და - ბულიონი მზადაა.

ბონ აპეტი!

newbie აძინოკი მამასახლისისთვის შეგიძლია დააკონკრეტო, მეტი არაფერი არ უნდა? biggrin.gif

Posted by: auau 23 Jul 2008, 14:46
kanonika
QUOTE
ამ პატარას ამბებეს რომ მიაწერთ, სასიამოავნოდ ჩამეღიმება ხოლმე,

თქვენი გადამკიდე ბავშვს ბევრად მეტი ესმის გემოსი

იცი რა, ადრე მეც მეღიმებოდა, მაგრამ ახლა სანდროს კვებამ გადამრია - ფაფებს და ლობიოს არ ეკარება,ალა-ალას იძახის. სამაგიეროდ უყვარს - ხინკალი, მწვადი, ხაშლამა, შემწვარი წიწილა, ბორშჩი,ჩიხირთმა, ჩაქაფული, კატლეტი, კარტოფილის პიურე, შემწვარი კარტოფილი ცხარე საწებლით, ტკბილი არ უყვარს,სიამოვნებით მიირთმევს კარგ თევზს... სასმელებიდან - ღვინო,
ლუდი, კომპოტი...მოკლედ ჯერ ორის არ არის და რომ გაიზრდება?

Posted by: iverson 7 Aug 2008, 20:57
QUOTE
აკროშკა (1) © killer

2 ქილა სოფლის მაწონს ვხსნი 1 ქილა წყალში. ამაში ვყრი: დაჭრილი კიტრი მოხარშული კარტოფილი (დაჭრილი კუბიკებად) მოხარშული კვერცხი (დაჭრილი კუბიკებად) 1 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი ცოტა მწვანე ხახვი კამა მარილი გემოვნებით.


ამ აკროშკას ხახვი რო არ გავუკეთო არ შეიძლება?

Posted by: ლილიანი 8 Aug 2008, 00:06
iverson
კი .

Posted by: MEZGVAURI 12 Sep 2008, 12:17
უხაზე გემრიელი წვნიანი არ მეგულება....ნუ ხაშის ღირსებასაც ვერ უარვყოფ და ვერ დავაკნინებ, მაგრამ ნაღდი უხა მმმაგარია, კეთდება რამდენიმე ძვირფასი თევზით - რუსეთში გააკეთა დედაჩემმა(მაშინ იქ ვცხოვრობდით), ესე იგი აიღო სტერლიატი(მგონი ზუთხი) , ასეტრინა, ბელუგა და კიდევ რაღაცა იყო! მოკლეგ ეგენი მოხარშა, ამოიღო მერე, და ნახარშს მგონი ცოტა კამა გაუკეთა, თევზი არ უნდა ჩატოვოთ წვნიანში, თორე აღარ ვარგა მერე, ეკარგება პეწი. თეზს ცალკე ვდებდით მერე ტეფშში, უშუალოდ სადილის დროს. ვინც ზუსტი რეცეპტი იცით იქნებ დადოთ-აი ნაღდი რა!

ნუ მაგის გემო არ მავიწყდება!

Posted by: Peppi 16 Nov 2008, 14:39
TOM KHA KAI - ქათმის სუპი ქოქოსის რძით ტაილანდურად.

რეცეპტს კი შემოგთავაზებთ, მაგრამ საქართველოში ალბათ ძნელი იქნება ყველაფრის პოვნა.

1. ქათმის ხორცი - 2 ცალი თეთრი ხორცი (ან სხვა ნაწილი - უძვლო, ლუკმებად დაჭრილი), სოკო - 200 გრ.;
2. ქოქოსის რძე 0.4 ლ. თუმცა დამოკიდებულია ხარისხზე; ზოგადად რაც უფრო ძვირიანია - მით უფრო ნაკლებია საჭირო;
3.ლიმონის ბალახი (ერთი ღერო, მწვანე ხახვს გავს გარეგნულად, მაგრამ მსგავსება აქ მთავრდება). დაჭერით 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად - და დაჩეჩქვეთ, რომ ზეთი და არომატი გამოვიდეს;
4. ველური ლაიმის ფოთლები (2-3 ცალი)- ესეც დაჩეჩქვილი;
5. გალანგა - ჯინჯერის (ჯანჯაფილის) ნაირსახეობაა, მაგრამ უფრო მწარე და არომატული. 3-4 სმ სიგრძის ღერო; გალანგა ამ სუპის დასახელებაშიც ურევია, ასე რომ მნიშვნელოვანი ინგრენდიენტია;
5. თევზის სოუსი - ესეც ძალიან სპეციფიურია, გემოთი მარილიანი წყალია, მაგრამ მზადდება შემდეგი წესით - დამარილებული სარდინი, რაიმე სხვა პატარა თევზი, შრიმები ან კიბორძჩხალები ინახება ამ წყალში და გარკვეული დროის შემდეგ მიიღება ე.წ. "თევზის სოუსი".
6. ტაილანდური წიწაკა, ჩვენებური უცხარესი წიწაკა, ლაიმი და ბულგარული;
7. აუცილებელია ნიახურის ფოთლებიც, რადგან ამის გარეშე ქოქოსის სუპს ვერასოდეს ვერ ექნება ის გემო - განუმეორებელი და საუკეთესო.

მომზადება: 0.5 ლიტრა წყალი (ან ქათმის ბულიონი) აადუღეთ - ჩაუშვით ლიმონის ბალახი, ლაიმის ფოთლები, გალანგა, წიწაკა. დაამატეთ 3 ჩაის კოვზი თევზის სოუსი. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15-20 წუთი. შემდეგ ამოალაგეთ ეს ყველაფერი რაც შიგნით არის, ან გადაწურეთ. (ესენი არ იჭმება)
დაუმატეთ ქათმის ხორცი - 3 წუთი ადუღეთ.
შემდეგ დაუმატეთ სოკო და ისევ 3 წუთი იდუღოს.
გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ქოქოსის რძე. მოურიეთ. გასინჯეთ, თუ რაიმე აკლია (მარილი ან სიმწარე) დაუმატეთ თევზის სოუსი ან წიწაკა. სპეციფიური არომატისთვის გალანგა.
ამოიღეთ სუფრაზე გასატან ჭურჭელში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული და ნიახურის ფოთლები. ცალკე მიიტანეთ წიწაკა, თხლად დაჭრილი ლაიმი და სხვა ბოსტნეული.

პ.ს თუ ქათამს გამორიცხავთ - მშვენიერი სამარხვო სუპი გამოვაsmile.gif

Posted by: BAUSHKE_ 16 Nov 2008, 14:41
Peppi

შენ მისოს რეცეპტიც გეცოდინება smile.gif

Posted by: Peppi 16 Nov 2008, 14:52
BAUSHKE_
QUOTE
შენ მისოს რეცეპტიც გეცოდინება

არა(: . . იაპონურ წვნიანზე ამბებ ხომ? (სოიას პასტით?)

. . . მაგრამ შენიშვნა მიღებულია wink.gif

Posted by: BAUSHKE_ 16 Nov 2008, 14:56
Peppi
სოიას პასტა კრევეტების ნახარშში, წყალმცენარეები... უმაგრესია



Posted by: Peppi 16 Nov 2008, 15:07
BAUSHKE_
QUOTE
სოიას პასტა კრევეტების ნახარშში, წყალმცენარეები... უმაგრესია

ხო, რეცეპტი კი ვიცი და გემო, აი გაკეთება არ ვიციsmile.gif

მე, აქ მხოლოდ ჩემს გაკეთებულ საჭმელებს და მათ სურათებს ვდებ, აბაა . . . smile.gif

Posted by: Al Fayed 16 Nov 2008, 15:08
ქათმის ბულიონი მევასება user.gif

Posted by: BAUSHKE_ 16 Nov 2008, 15:14
Peppi

ვიცი შენს გაკეთებულს რომ დებ 2kiss.gif ეჭვიც არ შემპარვია არასოდეს

მაგ თაი სუპზე ადვილია

მიყვარს პროგრესული მზარეულები.

Posted by: Peppi 16 Nov 2008, 15:24
BAUSHKE_
QUOTE
მაგ თაი სუპზე ადვილია

მიყვარს პროგრესული მზარეულები


2kiss.gif

ერთი რაღაც აღმოვაჩინე - ადვილია, მაშინ - როცა იმ სამზარეულოს თვისებურებები და ინგრედინეტები იციsmile.gif ანუ, ტაი უკვე ჩემთვის უადვილესია - ნაცნობი და შესწავლილი, მისი ფილოსოფიიდან დაწყებული - სად რა იყიდება იმით დამთავრებული.

იაპონურში - კიდევ სუშის და მის ნაირსახეობებს ვერ გავცდი . . . მოკლედ, "დასაპყრობია" ჯერ wink.gif

Posted by: Breaky 16 Nov 2008, 20:53
ეზოგელინის სუფი
(თურქული საქორწილო სუფი, ზუსტ თარგმანში ნიშნავს - პატარძალი ეზო)

10 ჭიქა წყალი (ჩაის ჭიქა არა, უფრო პატარა, დაახლოებით მისი ნახევარი ალბათ) ავადუღე, ჩავყარე მარილი და ჩავყარე
1 სავსე ჭიქა წითელი ჩეჩევიცა და 2/3 ჭიქა ბულგური (ორივე თურქულ მარკეტში ვიყიდე). ვადუღე ნახევარი საათი.
სადღაც 5 წუთი რომ დარჩა ამ ნახევარი საათის გასვლამდე, პატარა ქვაბში გავადნე 1 სუფრის კოვზი კარაქი 2 სუფრის კოვზ
ზეთთან ერთად, ნელ-ნელა ჩავყარე 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და თან მუდმივად ვურევდი, რომ არ დაკორკოშებულიყო.
ამ მასამ ფერის რომ შეიცვალა და ყავისფერში გადასვლა დაიწყო, ჩავუმატე ტომატის პასტა (ძალიან პატარები რომ იყიდება
ხოლმე, კონსერვებში, აი ეგ ვუქენი მთლიანად) დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი იქნებოდა ალბათ. კარგად ვურიე.
დავუმატე წითელი წიწაკა და 3 სავსე სუფრის კოვზი ხმელი პიტნა. თან გამუდმებით უნდა ურიოთ, რომ არ მიიწვას, ძალიან
სქელი მასა გამოდის და ფრთხილად უნდა იყოთ.
მერე დაბალ ცეცხლზე ნელ-ნელა შევურიე ერთმანეთს ეს ტომატიანი და ბურღულეული მასები, კარგად უნდა გაიქნას ერთმანეთში,
კორკოშების გარეშე. ბოლოს გემოვნებით შეგიძლიათ პილიპილი და მარილი კიდევ დაუმატოთ.

აქ მთავრდება მომზადების პროცესი. თურქულ რესტორანში ისეთი მასა მოაქვთ, ვერ გაარჩევ საერთოდ, რომ ბურღულეულია, იმიტომ რომ
როგორც მივხვდი ამ მზა მასას ბლენდერში ატარებენ და თხეეეელი, ბლინების ცომივით სისქის არის. ხოლო დაუბლენდერებელში
ოდნავ გამოირჩევა ძალიან წვრილი ბურღულეულის არსებობა.

დაბოლოს, ღრმა ფიალაში რომ ამოიღებთ პორციას მირთმევის წინ, ლიმონი ჩააწურეთ, ძალიან უხდება.

Posted by: pipa 16 Nov 2008, 21:08
Breaky

თურქული მარკეტი სადაა?არსად არ შემხვედრია

Posted by: Breaky 16 Nov 2008, 21:11
pipa
QUOTE
თურქული მარკეტი სადაა?არსად არ შემხვედრია


პლეხანოვზეა, მარჯანიშვილის მეტროს მოპირდაპირე ტროტუარს რომ მიუყვები თამარ მეფის გამზირისკენ, დაახლოებით "საბაჩი პერეულოკსა" და კრილოვის ქუჩებს შორის.
გარედანაც ასე აწერია, თურქული მარკეტი და 2-3 საფეხურით დაბლა ჩადიხარ, რომ შედხვიდე.

Posted by: rtuli 16 Nov 2008, 21:14
QUOTE
ეზოგელინის სუფი
(თურქული სუფია)

Breaky
ჩემი და ცხოვრობს ანტალიაში და ხშირად აკეთებს ძალიან გემრიელია
მე მხოლოდ ბეკონი და ცოტათი ქინზი დაუმატე wink.gif

Posted by: Breaky 16 Nov 2008, 21:30
rtuli
QUOTE
ჩემი და ცხოვრობს ანტალიაში და ხშირად აკეთებს ძალიან გემრიელია


აქაურ თურქულ საკვებ დაწესებულებებში მხოლოდ მაგ სუფის ხათრით დავდივარ,
ისე მიყვარს biggrin.gif
ბეკონი კაი იქნება ნამდვილად. ზოგიერთ რეცეპტში, რაც დავიარე ნეტში, ეწერა, რომ
წყლის ნაცვლად ქათმის ბულიონი იხმარეთო. ერთგან საერთოდ კარტოფილი და სტაფილო
უხდებაო, თუმცა ეს ბოლო ორი რამ არამგონია ეზოგელინთან მომეწონოს.
თურქულებში ამ სუფს რომ ვუკვეთავ ხოლმე, მოხარშულ ბრინჯსაც ვითხოვ და ერთად ვჭამ ხოლმე biggrin.gif

Posted by: rtuli 16 Nov 2008, 22:01
Breaky
QUOTE
აქაურ თურქულ საკვებ დაწესებულებებში

აქ არასოდეს შევსულვარ მაგათ დაწესებულებაში,მე ლახმაჯუნი მომწონს ძალიან ,არგაგისინჯავს?

Posted by: Breaky 16 Nov 2008, 22:16
rtuli

არა, არც კი ვიცი, რა არის.

Posted by: rtuli 16 Nov 2008, 23:21
Breaky
QUOTE
არა, არც კი ვიცი, რა არის.

ძალიან თხელ გამომცხვარ ცომზე(როგორც ლავაში)მოშუშულ ფარშს უსმევენ(შენელებულია გემრიელად) და ცალკე სალათი მოაქვთ,ლიმონის ნაჭრები
მოკლედ ამ სალათას ადებ მაგ ლავაშს და ზემოდან ლიმნის წვენს ასხავ,მოახვევ და მიირთმევ.დამიჯერე მაგარია!

Posted by: Breaky 16 Nov 2008, 23:32
rtuli

არ აქვთ აქ ეგ user.gif თორემ მეცოდინებოდა და გასინჯულიც მექნებოდა, ისე გემრიელად აღწერე. თუმცა როცა მოვხვდები, ვკითხავ მაინც.

Posted by: n_j 17 Nov 2008, 11:07
Breaky
QUOTE
ეზოგელინის სუფი

ეზოგელინი რას ნიშნავს?
საინტერესო ჩანს, კარგი იქნებოდა ფოტოც მოგეყოლებინა
დაახლოებით როგორი გემო აქვს?
მწვანე და თეთრი ოსპი(ჩეჩევიცა)გამომიყენებია, წითელი კი არასდროს
და ბოლოს, სად არის თურქული მარკეტი რომ ეგ ბულგური ვიშოვო?ოსპი ბაზრობაზეც მინახავს

Posted by: Peppi 17 Nov 2008, 13:15
QUOTE
ეზოგელინის სუფი

მოკლედ, დამაინტერესა და პატარა ინფო "მოვქექე" smile.gif

განმარტება : საქორწილო სუფი - wedding soup (ezo gelin);

ძირითადი მასალა:
1. ოსპი-чечевица-lentil (არის სამი ფერის - ის, რასაც წითელს ეძახიან არის ფორთოხლის ფერი - რეალურად);
2. ბულგური - bulgur ან bulgur or daliya, (pourgouri - ბერძნულად) Cracked wheat grains, often used in Middle Eastern dishes - сваренная, высушенная и перемолотая пшеница ..
გამოიყენება ბრინჯის ან კუსკუსის შემცვლელად.

ისე მე მიჭამია ბულგურის სალათა - სუნელებით შემზადებული, ფხალის გემო დაკრავდა . . .

აი, ოსპის ნაირსახეობების სურათიც:

Posted by: Breaky 17 Nov 2008, 16:01
n_j
QUOTE
ეზოგელინი რას ნიშნავს?


ზუსტ თარგმანში ნიშნავს "რძალი სახელად ეზო". და კი, მართლაც საქორწილი სუფია.

QUOTE
დაახლოებით როგორი გემო აქვს?


როგორ გითხრა აბა, თავისებური გემო აქვს, რაღაცნაირი და ასევე პიტნის.

QUOTE
კარგი იქნებოდა ფოტოც მოგეყოლებინა


გუშინ ისე გვშიოდა, სურათი ვის ახსოვდა, დრეს გადავუღებ biggrin.gif

QUOTE
და ბოლოს, სად არის თურქული მარკეტი რომ ეგ ბულგური ვიშოვო?ოსპი ბაზრობაზეც მინახავს


http://forum.ge/?showtopic=33695832&view=findpost&p=11541961

Posted by: n_j 17 Nov 2008, 18:07
Breaky
QUOTE
ზუსტ თარგმანში ნიშნავს "რძალი სახელად ეზო". და კი, მართლაც საქორწილი სუფია.

რა საინტერესო სახელი აქვს
გავაკეთებ აუცილებლად

Posted by: Doloress 17 Nov 2008, 18:51
სოკოს სუპის რეცეპტი მინდა არაჟნით თუ რაღაცით რომაა... baby.gif



Posted by: Breaky 17 Nov 2008, 18:52
ესეც ჩემი ეზოგელინი smile.gif


Posted by: Doloress 17 Nov 2008, 18:58
სოკოს სუპის რეცეპტი დაიდოს!!! jump.gif



ლიტერატურულ კაფეში რომ აქვთ, ისეთი უნდა გავაკეთო!

ვერ გავიგე ოღონდ შიგნით რა აქვს, არაჟანი?? sa.gif


Posted by: BadbadGirl 17 Nov 2008, 19:30
QUOTE
არაჟანი??

მანდ ლიტერატურის კაფეში რას აკეთებენ არ ვიცი, მაგრამ სოკოს სუფი ნაღებით კეთდება
ან ჩვეულებრივი წვნიანი და მერე ერთ კოვზ არაჟანსა და პაწა ნაჭერ ლიმონს ადებენ smile.gif

Posted by: rtuli 17 Nov 2008, 20:03
Doloress
QUOTE
სოკოს სუპის რეცეპტი დაიდოს!!!

სოკოს სუპი:
2 ცალი კართოფილი მოხარშე
700 გრ. ქამა სოკო(სხვა სოკოც შესაძლებელია) მოშუშე კარაქში დაჭრილ ხახვთან ერთად
ბლენდერში გაუშვი კართოფილი და სოკო.
ნაღები 11%500მლ.+ ან რძე(ან სოკოს ბულიონი კუბიკებში იყიდება)500მლ.
დაბლენდერებულ მასას ნელნელა დაუმატე ნეღების სითხე,დადგი ცეცხლზე და ადუღებამდე(!) მიიყვანე.
დაუმატე მარილი +შავი პილპილი+ ლამაზად დააჭერი ცოტა პრასი.

სხვა ვარიანტებიც შესაძლოა,ანუ ბეკონითაც გემრიელია,ბულიონი სოკოსი+მდნარი ყველი ბეკონიანი(იყიდება მარკეტებში)

პ.ს. ლიტერატურულ კაფეში რანაირს ამზადებენ არვიცი rolleyes.gif

Posted by: niki_ niki 17 Nov 2008, 21:30
თავიდან თუ არ ვცდები წავიკითხე 7 ნაირი ბორშჩი, მაგრამ ჩემნაირი არა
მე გთავაზობთ მე როგორ ვაკეთებ და რომელიც ძალიან მომწონს:
ხახვს ვხრაკავ ზეთში, როცა ცოტა მოიხრაკება ვყრი დაჭრილ კომბოსტოს რომ ისიც მოიხრაკოს, მერე დაჭრილ კარტოფილს, როცა ეს ყველაფერი ცოტათი დარბილდება ვასხავ წყალს და ველოდები როცა ეს ყველაფერი მოიხარშება, ვყრი მწვანილს, გახეხილ ჭარხალს და სტაფილოს, ცოტათი წამოვადუღებ და ვთიშავ. გამოდის ძალიან წითელი და გემრიელი. მარილი გემოვნებით.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 18 Nov 2008, 01:54
ძვირფასებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ჩემი ბიჭი ჯერ 2 წლისაც არ არის და წარმოუდგენელ გურმანიტეტს ამჟღავნებს, ანუ ძალიან მრავალფეროვან მენიუს მოითხოვს, ყელში ამოუვიდა ეს ქათმის ბულიონები, საქონლის ხორცის წვნიანები, ბორში და გუფთა (მის ცხოვრებაში ბოლო დროს ერთ-ერთი ნათელი წერტილია კარგად შეკმაზული კვაწარახიანი ლობიო წითელი კომბოსტოს მჟავეთი). იქნებ კიდევ მირჩიოთ რამე საინტერესო, წლინახევრის ბავშვისთვის დამაინტრიგებელი წვნიანები, პიკანტური გემოთი, ისეთი რო გაუკვირდეს ამ მამაძაღლს და მკითხოს, იფ! სად იშოვე მამიმო ეს რეცეპტი? biggrin.gif

ისე არც დესერტის გადახალისებაზე ვიტყოდით უარს...

Posted by: rtuli 18 Nov 2008, 11:37
gabarzgaleba
QUOTE
დამაინტრიგებელი წვნიანები

ეხლა ვაკეთებ გაროხის(ბარდის) სუპს ჩუმარებით wink.gif და კიდევ შეიძლება ინტერპრეტეცია კლიოცკებით.
პ.ს. გავაკეთებ და აუცილებლად დავდებ რეცეპტს.

დამაინტრიგებელი დესერტი ბავშვისთვის სორბე კივისგან,გემრიელი ნაყინის გემო აქვს და სასარგებლოა up.gif

გმოამზადებ სეროპს 80 გრ.შაქარი+100 მლ. წყალი ადუღე 5 წუთი
4 კივი გაფცქვენი და დააბლენდერე,თან დაუმატე სეროფი+ ნახევარი ლიმონის წვენი.შედგი საყინულეში და თან ხშირად ამოურიე ხოლმე. გათქვიფე 200 მლ.ნაღები( სლივკი) მაღალ პროცენტიანი და ცოტცოტა შეათქვიფე გაყინული კივის მასა.შედგი მაცივარში. ნაყინი მზად არის.

პ.ს. ბევრი არაჭამო,ყელი არგაუცივდეს smile.gif

Posted by: BEKO 18 Nov 2008, 12:18
gabarzgaleba
QUOTE
, ჩემი ბიჭი ჯერ 2 წლისაც არ არის და წარმოუდგენელ გურმანიტეტს ამჟღავნებს,

ნუ, ახლა კვიცი გვარზედ ხტისო biggrin.gif

ასატრინის უხა მოეწონება ნამდვილად. ოღონდ, პატარებს რომ ვუკეთებდი, აუცილებლად ვუშვებოდი მოხარშულ კარტოფილს.
არაა ძვირი. იყიდი ერთ კილო ასატრინას, დააფასოებ 200გრ ნაჭრებად, გაუკეთებთ ლაშა-ბიჭს და თქვენ ჩაყლაპავთ ნერწყვს lol.gif

QUOTE
ყელში ამოუვიდა ეს ქათმის ბულიონები,

გაუკეთეთ ჩიხირთმა ან ხარჩოsmile.gif

მაწვნის სუპი არ უყვარს?



Posted by: Peppi 18 Nov 2008, 12:23
gabarzgaleba
QUOTE
დამაინტრიგებელი წვნიანები, პიკანტური გემოთი

1. წითელი ბულგარულისა და პომიდორის სუფი - შავი წიწაკით და ხმელი ქინძით (მოხარშული ბრინჯიც ძალიან უხდება).

მასალი: წითელი ბულგარული წიწაკა - 8-10 ცალი; 300 გრამი პომიდორის სოუსი (ქილის, ან ახალ გაკეთებული), ნიახურის ღეროები (თუ ევროპულია - მაშინ 1-1.5 "ტოტი" ერთი ძირიდად), ხახვი 1 დიდი თავი, ნიორი, რეჰანი ხმელი, შავი წიწაკა (ან შესაბამისი ნაირსახეობები), მარილი, ზეითუნის ზეთი.

1. ბულგარული გაჭერით შუაზე და გაარჩიეთ, მოთუშეთ (შეწვით) ტაფაზე - ისე, რომ კანი მოშორდეს.
2. სუფის ქვაბში მოთუშეთ ხახვი და ნიახური. ბოლოს დაუმათეთ ბულგარული 2-3 წუთი კიდევ დატოვეთ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, ცოტა გააცივეთ და დააბლენდერეთ.
3. პომიდორი მოთუშეთ (ეს წინასწარ დააბლენდერეთ), როცა ნახევრად მომზადდება დაუმატეთ უკვე დაბლენდერებული ბულგარული+ხახვი+ნიახური. იმდენი წყალი დაუმატეთ რა სისქისაც გინდათ, წესით - თხელი კრემის კონსისტენცია უნდა იყვეს. დატოვეთ კიდევ ნელ-ცეცხლზე 10-15 წუთი. ბოლოს შეკმაზეთ გემოვნებით.
საუკეთესო ზამთრის და საპახმელიო სუფია.

თეფშზე ამოღებისას დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი (სურვილისამებრ) და ახალ დაფქვილი ხმელი ქინძი.

პ.ს. მარტივი ვარიანტის შეიძლება, წვრილად დაჭრილი ყველა ბოსტნეული ერთ ქვაბში მოთუშოთ - მომზადების ხანგძლივობის თანმიმდევრობით და იქვე შეკმაზოთ.

Posted by: Peppi 18 Nov 2008, 12:43
დღეს გავაკეთე კრემ-ბორშჩი.

(ყველაფერი იგივეა, რაც ჩვეულებრივი უკრაინული ბორშჩის მომზადებისას, მაგრამ გემო მაინც განსხვავებული და დახვეწილია უფრო)

ეს ოხერი წვნიანი გემრიელი კია ძალიან, მაგრამ ისე საწვალებელია, თუ აუცილებელი არ არის - ნუ გადადებთ თავს და ტრადიციულად "მოათუხთუხეთ"

ქვაბი N1. ხორცი ცალკე იხარშება მარილიან, წიწაკიან, დაფნიან წყალში, როცა მოიხარშება ამოიღეთ და დაჭერით იმ ზომაზე - რაც მოგესურვებათ (ისე, ჯობია თითო თემშზე ერთი დიდი ნაჭერი დაიდოს, ან ბევრი - თითო პატარა ლუკმის ხელა), ამავე წყალში მოხარშეთ კარტოფილიც. კარტოფილს ძალიან დიდი დრო უნდა ბოსტნეულთან ერთად მერე თუ მოხარშავთ.

ქვაბი N2. ცალკე თუშავ ხახვს, სტაფილოს, კომბოსტოს, ჭარხალს, უმატებ ტომატს, მწვანილს, ნიორს და რამდენიმე წუთის შემდეგ - ან იქვე ქვაბში დააბლენდერეთ, ან გადაიტანეთ დიდ ბლენდერში და იქ "უტირეთ დედა". ნახარში აურიეთ ბოსტნეულის მასას თანდათან. ასე, ადვილად მიხვდებით რა სისქის გამოვა. ერთად იხარშოს 10-15 წუთი. ბოლოს ჩაყარეთ ხორცი და კარტოფილი.

შეკმაზეთ ხმელი ქინძით და ხმელი რეჰანით. მარილი, წიწაკა გემოვნებით.

ხო, ხორციანი სუფები მეორე დღეს უფრო გემრიელია, რადგან ხორცი თავიდან იცლება გემოსგან - რათა ბულიონი გაამდიდროს, სამაგიეროდ მეორე დღეს უკვე თავადაც ხდება გემრიელი წვენის ხარჯზე.

პ.ს. შეიძლება კარტოფილის დაბლენდერებაც, მაგრამ ჩემი შვილი კარტოფილს კი ჭამს და ამიტომ ასეთი ვარიანტი ვარჩიე.

პ.ს.ს. ისე, ევროპულ რესტორნებში წითელი ჭარხლის სუფი, ანუ იგივე ბორშჩი ისეთივე სახით მოაქვთ როგორიც სურათზეა.

Posted by: gabarzgaleba 18 Nov 2008, 13:30
Peppi
BEKO
rtuli

2kiss.gif დიდი მალობა

Posted by: Peppi 18 Nov 2008, 13:39
gabarzgaleba
გაიხარეsmile.gif

კიდევ, არის კარგი და უცხო წვნიანები - შენი ბიჭისთვის, რომელთაც რეკომენდაციას ვუწევ:

1. რუსული "სბორნი სალიანკა" - რეცეპტი დევს პირველ გვერდზე;
2. ვიეტნამური სუპი "პოო" - მე-11 გვერდზე (მაშინ არ ვაკეთებდი თავად, მაგრამ ეხლა დავამუღამე - და არ არის რთული, გემრიელი კი არის)
3. გულიაჟი - ჩემი რეცეპტი ვერ ვნახე, მაგრამ "ბედბედგირლ"-მა დადო კარგი რეცეპტი.

Posted by: niki_ niki 18 Nov 2008, 15:21
gabarzgaleba

მაწვნის სუპი მოეწონება yes.gif

Posted by: rtuli 18 Nov 2008, 17:35
გაროხის სუპი კლიოცკებით

1,5 ხბოს ხორცი
1 ჭიქა ბარდა(გაროხი)
2 ცალი კართოფილი
2 ცალი ხახვი
1 ს.კ. ტომატ პასტა
კარაქი
სტაფილო
დაფნა
1 ცალი კვერცხი და ფქვილი

მოვხარშოთ ხორცი კარგად,ამოვიღოთ ბულიონიდან და გავარჩიოთ ძვლებისგან.
ბულიონი 100მლ. ამოიღოთ და გადავდოთ დროებით.დანარჩენ ბულიონში ჩავყაროთ ბარდა და ვხარშოთ,ნახევრად როცა მოიხარშება დაუმატოდ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა.
მოვშუშოთ კარაქში დაჭრილი ხახვი, სტაფილო (გახეხილი),დაუმატოდ სუპში.
დაფნა,ტომატ პასტა,მარილი,პილპილი დაუმატოდ.
მოვამზადოთ კლიოცკები: 100 მლ.გადადებული ბულიონი+1 ცალი კვერცხი+პილპილი+მარილი და ფქვილი იმდენი რომ არაჯანზე სქელი მასა გამოვიდეს.ამოვიღოთ ჩაის კოვზით და ჩავაგდოთ სუპში.როცა ამოტივტივდებიან კლიოცკები მზად არიან და სუპიც.
მე ოდნავ ნიორი დაუმატე და მწვანილიც.

Posted by: niki_ niki 18 Nov 2008, 17:42
rtuli

up.gif კარგი უნდა იყოს

Posted by: rtuli 18 Nov 2008, 17:54
gabarzgaleba
ერთი საინტერესო, ვიზუალურად, სოსისები ვნახე მომზადებული ბავშვებისთვის.სურათი რატომღაც არიდება.
მოკლედ სასისკი რძიანი შუაზე(სიგანეზე) გაჭერი ან სარდელი სამად, სამად დაამტვრიე წვრილი სპაგეტი და ჩაურჭე სოსისებს ან სარდელებს ორივე ბოლოდან,ჩააგდე ადუღებულ წყალში და მოხარშე.
პ.ს. ჩაურჭე არგაატარო,თორე შიგნით არმოიხარშება სპაგეტი.მოუმზადე რამე სოუზი და მომზადებულს მოასხი.
რა ლამაზი და ადვილი მოსამზადებელია smile.gif

Posted by: gabarzgaleba 18 Nov 2008, 21:18
rtuli
QUOTE
გაროხის სუპი კლიოცკებით

1,5 ხბოს ხორცი 1 ჭიქა ბარდა(გაროხი) 2 ცალი კართოფილი 2 ცალი ხახვი 1 ს.კ. ტომატ პასტა კარაქი სტაფილო დაფნა 1 ცალი კვერცხი და ფქვილი

მოვხარშოთ ხორცი კარგად,ამოვიღოთ ბულიონიდან და გავარჩიოთ ძვლებისგან. ბულიონი 100მლ. ამოიღოთ და გადავდოთ დროებით.დანარჩენ ბულიონში ჩავყაროთ ბარდა და ვხარშოთ,ნახევრად როცა მოიხარშება დაუმატოდ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა. მოვშუშოთ კარაქში დაჭრილი ხახვი, სტაფილო (გახეხილი),დაუმატოდ სუპში. დაფნა,ტომატ პასტა,მარილი,პილპილი დაუმატოდ. მოვამზადოთ კლიოცკები: 100 მლ.გადადებული ბულიონი+1 ცალი კვერცხი+პილპილი+მარილი და ფქვილი იმდენი რომ არაჯანზე სქელი მასა გამოვიდეს.ამოვიღოთ ჩაის კოვზით და ჩავაგდოთ სუპში.როცა ამოტივტივდებიან კლიოცკები მზად არიან და სუპიც. მე ოდნავ ნიორი დაუმატე და მწვანილიც.


ო, აიეგარი... პირველ რიგში ამას გააკეთებს ჩემი ცოლი... smile.gif

BEKO
QUOTE
მადლობით ვერ გადარჩები! ლაშას სურათი დაიდოს!!!!


შინაგანი ბრძოლის შედეგად, რომელიც ლაშას სურათის დადება-არდადების გამო გაიმართა, გაიმარჯვა დადებამ biggrin.gif და მშობლის სისუსტეებმა biggrin.gif

Posted by: niki_ niki 18 Nov 2008, 21:45
rtuli

შაბათისთვის გადავდე, ვერ ვასწრებ სამუშაო დღეებში biggrin.gif

Posted by: miau 18 Nov 2008, 21:46
gabarzgaleba
QUOTE
შინაგანი ბრძოლის შედეგად, რომელიც ლაშას სურათის დადება-არდადების გამო გაიმართა, გაიმარჯვა დადებამ  და მშობლის სისუსტეებმა 


ახლა მიაუ დეიდა ამ სურათს აიღებს და გადაიტანს ფოტოებში biggrin.gif

წვნიან კერძებში რა უნდა ამ ფოტოს , ამხანაგო გაბარძგალება? biggrin.gif

Posted by: niki_ niki 18 Nov 2008, 21:48
gabarzgaleba

კოცნა ჩემგან ამ ვაჟკაცს 2kiss.gif

Posted by: BEKO 19 Nov 2008, 00:49
miau
QUOTE
წვნიან კერძებში რა უნდა ამ ფოტოს , ამხანაგო გაბარძგალება?

დუნია ხალხი საბავშვო სუპების რეცეპტებსა ვდებთ, და ხო უნდა ვიცოდეთ ვისთვის?

აი, ამ ოქრობიჭისთვისsmile.gif

Posted by: miau 19 Nov 2008, 12:16
BEKO
QUOTE
დუნია ხალხი საბავშვო სუპების რეცეპტებსა ვდებთ, და ხო უნდა ვიცოდეთ ვისთვის?


lol.gif

გადავაბრძანე უკვე ფოტოებში smile.gif
* * *
gabarzgaleba

ჩვენს სანდრიკოს ძალიან უყვარს ხაში თავისი მთელი ცერემონიებით biggrin.gif , იქნებ ეს გეცადათ? - თან ძალიან სასარგებლოა smile.gif

Posted by: Peppi 19 Nov 2008, 12:44
gabarzgaleba
QUOTE
ო, აიეგარი...


ასეთს თუ ეძებნი - თავიდან ვერ გვითხარი? ხორცების ბულიონები და სტანდარტული არაო . . ეეჰsmile.gif

1. მოკლედ, გრეჩიხით თუ გიცდიათ სუფების გაკეთება? გინდ ბოსტნეულის გინდ ხორციანი? ძალიან გემრიელია, თან თუ პატარა გუფთებსაც ჩაყრით up.gif

დიდებისთვისაც კი მშვენიერი და გემრიელი წვნიანიაsmile.gif

2. ხინკალი ან პილმენი თუ უყვარს - მაგათი წვნიანიც გემრიელი და განსხვავებულია.
მე უნდა გავაკეთო ამ კვირის ბოლოსsmile.gif


Posted by: niki_ niki 20 Nov 2008, 18:44
მაწვნის სუპს ვაკეთებ მე ესე:

ვხრახავ ხახვს, მაწონს და წყალს ერთად ვურევ, მერე ბრინჯი და ქინძი, სულ ვურევ რომ არ ამეჭრას biggrin.gif

დღეს ჩემი თანამშრომელი მეუბნება რომ კვერცხიც უნდაო biggrin.gif

ბებიაჩემმა მასწავლა და არასოდეს კვერცხს არ უშვებოდა და რა მაინტერესებს

კვერცხი უნდა? biggrin.gif

Posted by: Peppi 20 Nov 2008, 21:46
რა გამახსენდა ეხლა - ჩემს ბავშვობაში აკეთებდნენ ხშირად - მანის ქაში იყო მგონი (ან სიმინდის ფქვილის) - შიგ ჩახარშული კვერცხებით, მემგონი ნივრით იყო (ტკბილი გემო არ მახსენდება) . . .

იცით რომელია?


niki19m
QUOTE
კვერცხი უნდა?

კვერცხი აუცილებლად არ ჭირდება, გემოვნებაზეა.
მასე საცივს ზოგიერთი თავს იკლავს - კვერცხი აუცილებელიაო და რომ აჭამო უკვერცხო საცივი - განსხვავებას ვერ მიხვდება.

მოკლედ, მაწვნის წვნიანია და მაწონი ჭირდება აუცილებლად. კვერცხი, ბრინჯი, ქინძი - ეგ უკვე გემობნებაზეა.







Posted by: rtuli 20 Nov 2008, 21:53
Peppi
QUOTE
მასე საცივს ზოგიერთი თავს იკლავს - კვერცხი აუცილებელიაო და რომ აჭამო უკვერცხო საცივი - განსხვავებას ვერ მიხვდება.

საცივს კვერცხს აუცილებლობის გამო არ უშვრებიან,ამატებენ იმის გამო რომ შესქელდეს,ანუ როცა ნიგოზის ნაკლებობას განიცდიან wink.gif ,ან ფქვილს ურევენ,მაგრამ ბევრი ფქვილი ფქვილის გემოს უტოვებს

მოკლედ ცოტა მომზადებული კერძი და ხარისხიანი,ვიდრე ბევრი და პატენტი!!! biggrin.gif

Posted by: Peppi 20 Nov 2008, 22:07
rtuli
ზოგი მაგიტომ უშვება - ნიგვზის ეკონომიის გამო . . უდავოდ smile.gif

მაგრამ ზოგს უკვე გონია - რომ კვერცხის გარეშე არ გამოვა, ანუ - გარკეულად "გაფუჩებული ტელეფონი" გამოდის . . . კულინარიულად lol.gif

Posted by: Peppi 25 Nov 2008, 18:19
"დამპლინგ-სუპი" (ხინკლის წვნიანი)

გემრიელ და ბარაქიან ბულიონში მოხარშული ცომის ხვეულები ფარშით (თქვენეული ინტერპრეტაცია).

ჩემი ვარიანტი:
1. ბულიონი - საქონლის ძვლიანი ხორცი+სხვადასხვა ბოსტრეული (ხახვი, ნიორი, პრასი, სტაფილო, მწვანილები) + დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, წითელი წიწაკა (ანისი, მიხაკი . . მოკლედ, თქვენი გემოვნების მიხედვით);

2. ამზადებთ ცომს (ან ყიდულობთ "ვონტონ"-ს აზიურ მაღაზიაში); ამზადებთ ფარშს - ხინკლის, პილმენის, ან რაიმე - თქვენი ინტერპრეტაციით და ახვევთ ფორმებად.

3. წვნიანის სუფრასთან მიტანის წინ, მომზადებულ ბულიონში ხარშავთ წინასწარ მომზადებულ დამპლინგებს (სასურველია გაყინული - უკეთესი გემოსთვის) .

პ.ს. მე სოკოც დავამატე ბულიონს;

4. თეფშზე გაანაწილეთ მოხარშული სოკო და დამპლინგები;
მორთეთ მწვანილითა და ბოსტნეულით (სურათზე წვრილად აქნილი სტაფილო და პრასი იწონებს თავს).

რეკომენდაციას ვუწევ - უგემრიელესია.

პ.ს.ს. ბულიონიც და დამპლინგებიც წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ თავისუფალ დროს და გაყინოთ მაცივარში. ასე, სუფრაზე მისატანად "უდროობის დროს" სულ 10-12 წუთი დაგჭირდებათ.

რეკომენდაცია ჭამისათვის:
დამპლინგისთცის გამოიყენეთ ჩანგალი. რადგან, საკმაოდ დიდი ზომის არის და რამდენიმე ლუკმად იჭმება - პირველი ლუკმის შემდეგ დამპლინგი აავსეთ ისევ სუფის წვენით და ისე მიირთვით ყოველი ახალი ლუკმა (ცოტა სასაცილოდ ჟღერს ეს რჩევა, მაგრამ ვზრუნავ, რომ განსაკუთებით გემრიელი იყვეს და კარგი შთაბეჭდილება დაგრჩეთ wink.gif )

Posted by: levanovna 26 Nov 2008, 07:43
Peppi
ოო, ეს კაი იდეაა, გავაკეთებ აუცილებლად. ისე გემრიელად გამოიყურება რომ.....

Posted by: Peppi 26 Nov 2008, 11:52
levanovna
QUOTE
ოო, ეს კაი იდეაა, გავაკეთებ აუცილებლად. ისე გემრიელად გამოიყურება რომ.....

გემრიელიც არის ნამდვილად . .

ეხლა ვფიქრობ ყველიანი ცომის ხვეულების სუფი გავაკეთო .. ბულიონად რაიმე თეთრი უნდა ქონდეს, რაღაც მაწვნის სუფის მაგრავი . . მაგრამ უფრო თხელი და ალბათ პიტნით . . მოკლედ, ჯერ ძიებაში ვარ . .


იდეები თუ იქნება . . გამიზიარეwink.gif

Posted by: rtuli 30 Nov 2008, 13:39
უხა ფორთოხლის ქერქით.
1 კგ. თევზი
1ც. სტაფილო
1 ც. ხახვი
1ც. დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ტომატის პასტა
1 ც. ფორთოხალი
1 ს.კ. არაყი
ოხრახუში,პრასი,მწვანე ხახვი,ქინძი,ზაფრანა,ნიორი,მარილი,შავი პილპილი

დავჭრათ საშვალო ნაჭრებათ თევზი,დავასხათ 1,5 ლიტრა წყალი,დავახეხოთ ხახვი,სტაფილო,ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი,ოხრახუში დავაჭრად,მარილი ჩავყაროთ გემოვნებით და შევდგათ ცეცხლზე.ადუღდება თუ არა,ცეცხლს ძალიან დაუწიოთ და მძიმედ ვხარშოთ 25 წუთის განმავლობაში.
გავფცქვნათ ფორთოხალი,კანს მოვაცალოთ დანით ზედმეტი თეთრი გარსი(ანუ ძალიან არა,რაც დანა აიღებს)დავჭრათ თხელ ღეროებად,პრასის თეთრი თავები დავჭრათ რგოლებად,მწვანე ხახვიც,4 კბილი ნიორი დავჭრად რგოლებად.გავახუროთ ტაფა მოვასხათ ზეთი და მოვშუშოთ კარგად დაჭრილი ხილ-ბოსტნეული,დაუმატოდ შუშვის დროს ტომატ პასტა და ბოლოს არაყი,გადმოვდგათ.ზაფრანა,პილპილი,ქინძი დაუმატოდ და ჩაუშვად მომზადებულ ბულიონში(ანუ 25 წუთის მერე) და კიდევ ვხარშოდ 15 წუთის განმავლობაში.

გავხუხოთ პურის ნაჭრები და წაუსვად თხლად მაიონეზის,დაჭყლეტილი ნივრის და ოხრახუშის ნარევი.
მივირთვად ტოსტებთან ერთად.

Posted by: gabarzgaleba 30 Nov 2008, 14:37
rtuli

უფრო კაი სურათი არალი? smile.gif

Posted by: rtuli 30 Nov 2008, 15:17
gabarzgaleba
QUOTE
უფრო კაი სურათი არალი? 

კულინარი ხომ ვარ smile.gif ,ახა ფოტოგრაფის ხელობა უნდა შევისწავლო wink.gif
პ.ს. შევცვალე სურათი და წავა?ოღონდ ტოსტები სულ შეიჭამა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 30 Nov 2008, 15:47
rtuli
QUOTE
კულინარი ხომ ვარ smile.gif ,ახა ფოტოგრაფის ხელობა უნდა შევისწავლო wink.gif პ.ს. შევცვალე სურათი და წავა?ოღონდ ტოსტები სულ შეიჭამა biggrin.gif


sad.gif არა უშავს, ვიშოვი რამენაირად, შენ მთავარია რეცეპტებს მიხედე biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Nov 2008, 23:23
rtuli
QUOTE
უხა ფორთოხლის ქერქით.

მსგავს ექსპერიმენტს მგონი ვერასოდეს გავრისკავ smile.gif

Posted by: Peppi 1 Dec 2008, 12:04
WOMAN IN LOVE
QUOTE
მსგავს ექსპერიმენტს მგონი ვერასოდეს გავრისკავ

მასე მეგონა მეც . . კი ვთქვი სადღაც - "ეკალა ფხალს და კეციას მჭადს ძვლივს გავცდი-თქო" smile.gif

მაგრამ, დღეს ვაშლის წვენში და სუნელებში (მიხაკი, მუსკატი . . ) ჩაბასტურმებული ხორცეული მექნება . . .

Posted by: rtuli 1 Dec 2008, 18:43
WOMAN IN LOVE
QUOTE
მსგავს ექსპერიმენტს მგონი ვერასოდეს გავრისკავ 

გავრისკე და გაამართლა უხამ yes.gif ,თან სტუმარი მყავდა დაპატიჯებული,ყოველ შემთხვევისთვის კართოფილი შევწვი ცალკე biggrin.gif ,მეთქი თუ არივარგა,კართოფილს გადავაყოლებდით გულს biggrin.gif

Posted by: levanovna 2 Dec 2008, 01:56
ხალხო, ჩეჩევიცა რუსულიდან ქართულად ოსპია?მოკლედ თურქული სუპპიურეს რეცეპტი ოსპით.მხოლოდ უნდა შეარჩიოთ ნარინჯისფერი მარცვლები. (არის მწვანე და მოყვითალო)დავიწყებთ ხახვის მოთუშვით, დავამატოთ სტაფილო ცოტა ტომატ-პასტა და ერთად მოვშუშოთ ყველაფერი, გავრეცხოთ ოსპა, და გადავწუროთ წყალი და ესეც მიაბრძანეთ ქვაბში 5-7 წუთი მოიშუშოს, დავასხამთ წყალს, ისე რომ ეს ყველაფერი დაიფაროს და თავსე მოაგდეს2-3 თითის დადება, რომ მოიხარშება გადაიტანეთ ბლენდერში და დაატრიალეთ.(ფრთხილად, ძალიან ცხელიაsmile.gif)დააბრუნეთ ეს მასა ქვაბში, ტუ ფიქრობთ რომ სქელია, ცოტა წყალი დაუმატეთ, წამოადუღეთ და ბოლოს , სანამ გამორთავთ მარილი გემოვნებით და პიტნა. ძალიან გემრიელია.

Posted by: Johnnie Walker 3 Dec 2008, 23:03
rtuli
დაგლიჯა. დარწმუნებული ვარ, მაგარი უხა გამოვიდა.
ინგრედიენტებით ვგრძნობ, რომ ძალიან გემრიელია biggrin.gif
თევზი რომ მექნება აუცილებლად ვცდი.

ხოდა ახლა აბა ერთი კაი პახაბნი-მამაპაპური სუპ=ხარჩო არავინ იცით? თან წვნიანი, თან ხორციანი, თან ბრინჯიანი, თან ცხარე და მაგარი საპახმელიო? lol.gif

ოღონდ ფიგილ-მიგილების გარეშე, ფაიზაღი ტრადიციული და კლიონკაზე რომ უნდა დაიდგას, სუფრა რომ არ უხდება, ისეთი? biggrin.gif

P.S. თავის სურათით, პლზ biggrin.gif

Posted by: Breaky 3 Dec 2008, 23:08
levanovna

კი, ჩეჩევიცა ოსპია. მე მიწერია მაგ ეზოგელინის სუფის რეცეპტი რომელიღაც წინა გვერდზე, ოღონდ მე ცოტა განსხვავებულად გავაკეთე, ნეტში ნანახი
რამდენიმე რეცეპტი შევაჯერე და ისე. მართლა ძალიან გემრიელი რამეა. სხვათაშორის ოსპის გარდა ბულგურიც ეწერა ყველა რეცეპტში და მეც გავუკეთე.
თვითონ მასა კი ისეთი მივიღე, რომ ბლენდერი არც სჭირდებოდა, ერთგვაროვანი გახდა ისედაც ხარშვისას, თუმცა შეიძლება დაბლენდერებაც, ეგრეც ძალიან კარგია.

Posted by: auau 3 Dec 2008, 23:23
Johnnie Walker
QUOTE
ხოდა ახლა აბა ერთი კაი პახაბნი-მამაპაპური სუპ=ხარჩო არავინ იცით? თან წვნიანი, თან ხორციანი, თან ბრინჯიანი, თან ცხარე და მაგარი საპახმელიო?

ოღონდ ფიგილ-მიგილების გარეშე, ფაიზაღი ტრადიციული და კლიონკაზე რომ უნდა დაიდგას, სუფრა რომ არ უხდება, ისეთი?

აი ეხლა კი გავგიჟდიიიიიი!
კაცოუ, შენი უცოდინარი ქვეყანაზე არაფერია და გვეკაიფები?

Posted by: Johnnie Walker 4 Dec 2008, 00:03
rock in rose
QUOTE
ხახვს ვერ ვიტან. რა გაჭმევთ მაგას ხალხო? ხახვს რომ ვხედავ სადილში, ცუდათ ვხდები და სულ ვარჩევ ხოლმე.

და უხახვო სადილს სად ხედავ? biggrin.gif
auau
QUOTE
გვეკაიფები?

არა კაცო, რატომ გეკაიფებით, ყველას ჩვენ-ჩვენი ვარიანტები გვაქვს და როდესაც ამ ვარიანტებს ვდებთ,

ახალი დეტალებით ვმდიდრდებით ხოლმე და პროგრესიც ხდება მსოფლიო კულინარიაში! lol.gif

Posted by: rtuli 4 Dec 2008, 00:13
Johnnie Walker
QUOTE
დაგლიჯა. დარწმუნებული ვარ, მაგარი უხა გამოვიდა.
ინგრედიენტებით ვგრძნობ, რომ ძალიან გემრიელია
თევზი რომ მექნება აუცილებლად ვცდი

ცადეთ ბატონო და მერე შთაბეჭდილება გაგვიზიარეთ wink.gif

პ.ს. ოღონდ მართლა biggrin.gif

Posted by: Peppi 4 Dec 2008, 17:29
Johnnie Walker
QUOTE
მამაპაპური სუპ=ხარჩო არავინ იცით? თან წვნიანი, თან ხორციანი, თან ბრინჯიანი, თან ცხარე და მაგარი საპახმელიო?

მინდაა, მაგრამ აქ მაგას მე ვერ გავაკეთებ-და . . ცხიმიანი ხორცი დეფიციტია . . . ბარკალს თუ ავაჭრი ვინმე მსუქან ჰოლანდიელს, თორემ ისე სად ვიშოვი . .(:

Posted by: Johnnie Walker 5 Dec 2008, 13:38
Peppi
გეტყვი რა უნდა ქნა... biggrin.gif

მაგრამ ახლა არა მცალია - გავრბივარ ხოდა რომ მოვბრუნდები, საღამოს დავწერ, როგორ გააკეთო magari სუპ-ხარჩო ნიდერლანდებში gigi.gif

ხო, მანამდე, შენი ჭირიმე, არაფერი არ აააჭრა ვინმე მსუქან ჰოლანდიელს wink.gif biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Peppi 5 Dec 2008, 14:41
Johnnie Walker
QUOTE
ხო, მანამდე, შენი ჭირიმე, არაფერი არ აააჭრა ვინმე მსუქან ჰოლანდიელს

საღამომდე იცოდე . . მერე დანის ლესვას ვიწყებsmile.gif

2kiss.gif

Posted by: Johnnie Walker 5 Dec 2008, 22:08
Peppi
QUOTE
მერე დანის ლესვას ვიწყებ

მაიცა, მაიცა..! biggrin.gif

მოკლედ, გაჭირვება მანახეო.... ჰოლანდიაში სუპ-ხარჩოს მომზადება კი მართლა გაჭირვებაა lol.gif

მე შემდეგ გამოსავალს გთავაზობ: სუპერმარკეტში იყიდე ტვინის ძვლიანი ხორცი და ტვინის ძვალს (თუ კაი დიდია), საკმარისი აქვს ცხიმი. გარდა ამისა, დასაწყისში ხახვს რომ ვხრაკავთ, ის კარაქში მოხრაკე, კარგად უყავი, მამა-პაპურად.

ჯამში - თუ რამე უბრალო, მჭლე, ძვლებიან ნაჭერსაც დაუმატებ, გამოგივა მშვენიერი ხარჩო smile.gif).

თავიდან ბოლომდე სუპ-ხარჩოს რეცეპტს არ გიწერ - გეცოდინება.

უბრალოდ, უცხო პირობებში ხარჩოს "გაცხიმოვნების რეცეპტი" შემოგთავაზე biggrin.gif

ვინმე უდანაშაულო ჰოლანდიელის შესაძლო ეგზეკუციის თავიდან ასაცილებლად smile.gif

Posted by: rtuli 5 Dec 2008, 22:19
Peppi
QUOTE
ცხიმიანი ხორცი

სტეიკის ხორცს ვყიდულობდი და მაგით ვაკეთებდი ხარჩოს.
ძვირი სიამოვნებაა სტეიკის ნაჯრების ყიდვა ,მაგრამ ღირს wink.gif

Posted by: Peppi 6 Dec 2008, 13:13
rtuli
QUOTE
სტეიკის ხორცს ვყიდულობდი და მაგით ვაკეთებდი ხარჩოს.


სტეიკის ხორცს ცხიმი სად აქვს? . . . "მარმარილოს" რომ ეძახიან სტეიკს ისეთი უნდა - ანუ წვრილ"ძაფებად" რომ დაყვება ცხიმი ხორცს . . თუ მეშლება რაიმე? smile.gif

მე კიდევ ხარჩოსთვის ცხიმიან-ძვლიანი ხორცი მინდა . . . თან ახალ-დაკლული საქონლის . . მოვინდომე რა მეც lol.gif
* * *
Johnnie Walker
QUOTE
სუპერმარკეტში იყიდე ტვინის ძვლიანი ხორცი

როგორ გამაცინე ჯონი ბატონოოო smile.gif
აქ ტვინი არც კაცს აქვს და არც საქონელს . . გაყიდვაში ხომ საერთოდ არ არსებობს . . .

კი არის ერთი გამოსავალი - პატარა ნაჭრებად დაჭრილი ძვლები იყიდება თავისი ტვინით . . ამათი ტრადიციული სუფისთვის + პატარა გუფთებს უშვებიან (ერთად შეფუთული იყიდება) . . .


მაგ, კი არა და ღვიძლი რომ ვნახე გაყიდვაში ამას წინათ, ისე გამიხარდა - ნუ ვერ გადმოვცემ სიტყვებით smile.gif

Posted by: Johnnie Walker 6 Dec 2008, 13:36
Peppi
QUOTE
  აქ ტვინი არც კაცს აქვს და არც საქონელს . . .
lol.gif  lol.gif  lol.gif  gigi.gif

QUOTE
გაყიდვაში ხომ საერთოდ არ არსებობს . . . 

როგორ არა, აბა კარგად დაძებნე.........? wink.gif

მეც კი ვარ მანდ ნამყოფი, თან არაერთხელ biggrin.gif
* * *
QUOTE
პატარა ნაჭრებად დაჭრილი ძვლები იყიდება თავისი ტვინით

ეგ უკვე გამოსავალია, თუ ხორცსაც დაუმატებ.

Posted by: Peppi 6 Dec 2008, 13:44
Johnnie Walker
QUOTE
როგორ არა, აბა კარგად დაძებნე.........?

კიდევ ერთხელ დავძებნიsmile.gif

QUOTE
მეც კი ვარ მანდ ნამყოფი, თან არაერთხელ

"ჩამინამიოკე" მერე ტვინის მისამართიsmile.gif

Posted by: BadbadGirl 8 Dec 2008, 16:28
დღეს გავაკეთე ასეთი ოლიო და გემრიელი გაროხის სუფი smile.gif

გვინდა :
2-3 დიდი ნაჭერი კაი ხარისხის ვიჩინა
1 დიდი თავი ხახვი
200 გრ გაროხი მწვანე (გაყინულები რომაა ის , თუ არადა ხმელი თუ გაქვთ წინასწარ მოხარშეთ)
2 საშუალო ზომის სტაფილო
2. ს.კ ფქვილი
150 მლ რძე
მარილი, შავი წიწაკა, კამა .
კარაქი

მომზადება:
დაჭრით ხახვს და მოშუშქავთ კარაქში დაამატებთ პატარა კუბიკებად დაჭრილ ვიჩინას და შუშავთ დაბალ ცეცხლზე. დაამატებთ გაროხს, პატარა კუბიკებად დაჭრილ სტაფილოს დაასხავთ 2 ლიტრ წყალს და ადუღებთ ნელ ცეცხლზე სტაფილოს მოხარშვამდე.
როცა სტაფილო მოიხარშება სუფს დაამატებთ ცივრ რძეში კარგად ათქვეფილ ფქვილს. ამოურევთ კარგად. როცა ცამოდუღდება სუფი დაამატებთ მარილს, შავ პილპილს და კამას smile.gif
ესაა და ეს smile.gif


გემრიელად მიირთვით smile.gif

Posted by: rtuli 9 Dec 2008, 16:52
მჟაუნას წვნიანი ნაღების მდნარი ყველით

მოამზადებთ ბულიონს ქათმისგან და ქათამს დროებით ამოიღებთ,დაჭრით ნაჭრებათ.
დაახლოებით 4 ლიტრა ბულიონზე ვიღებთ :
2 ცალ კართოფილს,ვჭრით კუბიკებად
0,5 ჩ.ჭ. ბრინჯი
სტაფილო გავხეხოთ და პრასის თეთრი 2 ცალი თავი დავჭრად რგოლებად,მოვშუშოთ კარაქში.
როცა მოიხარშება კარტოფილი და ბრინჯი,ჩავდოთ მოშუშული სტაფილო+პრასი.
3 კონა მჟაუნა დავჭრათ და ჩაუშვად ქვაბში.
100გრ. მდნარი ნაღების ყველი დაუმატოდ წვნიანში.
მარილი.პილპილი,კამა.

წამოვადუღოთ და გადავდგათ.

მზად არის და შეგვიძლია მივირთვად,ცოტა დავაწუროთ ლიმონის წვენი საინზე.

Posted by: niki_ niki 9 Dec 2008, 17:49
მჟაუნას სუპი ესეთი არ ვიცოდი, მე ვაკეთებ:
ხახვს, მჟაუნა და შიგნით ჩახლილი მთლიანი კვერცხები biggrin.gif

ბებიამ მასწავლა biggrin.gif

Posted by: დეკო 10 Dec 2008, 17:15
niki19m

ეგ სასარგებლოც არის იდეაში. biggrin.gif

Posted by: MEZGVAURI 10 Dec 2008, 17:21
deco5555
გემრიელია, მაგრამ სასარგებლო არა, მჟაუნას სუპი კბილებს ვნებს, თირკმელს და..მოკლედ ერთხელ რო შეჭამ გეყოფა 1 თვეsmile.gifგემრიელი კია ძაან

Posted by: დეკო 10 Dec 2008, 17:50
MEZGVAURI

მე პირიქით ვიცოდი. ზნაჩიტ თუ ამ ყველაფერს ვნებს რა აზრი მაგის ჭამას.
გადავედი ბორშზე. biggrin.gif

Posted by: niki_ niki 10 Dec 2008, 22:40
deco5555

ხოოოოოოოოოოოო............................

ბორში მაგარია
yes.gif
* * *
და თუ თან ჩემი გაკეთებულია lol.gif

Posted by: Peppi 23 Feb 2009, 14:04
სოკოსა და ხახვის სუფი
ეს არის გარკვეულად ხახვის და სოკოს სუფების მიქსი - ერთი ნიუანსის დამატებით.
საჭიროა:
1. 300 გრ სხვადასხვა, 3-4 სახეობის ნედლი სოკო. გაყინული ან კონსერვის შეგილიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი სახეობის
2. ხახვი (ბოლქვებად) - 200 გრ;
3. 100 გრ. კარაქი;
4. 100 გრ. თეთრი, მშრალი ღვინო;
5. მალიტი, წიწაკა - წითელი და შავი, შაქარი და პურის ფქვილი თითო-თითო სუფრის კოვზი, შაქარი სასურველია ყავისფერი;

მომზადება:
1. დაჭერით სოკო საშუალო ზომაზე, გაითვალისწინეთ ის, რომ სოკო საგრძნობლად პატარავდება თუშვისას. რამდენიმე პატარა ზომის და მრგვალი ფორმის სოკო გადადევით, ეს გასაფორმებლად იქნება საჭირო;
2. ხახვი დაჭერით წვრილად;
3. ნელ-თბილ ტაფაზე ჩაუშვით 40-50 გრამი კარაქი და 100 მლ.ლ ღვინო, ქარაქის გადმობის შემდეგ ჩაუშვით ხახვის 3/4 და 5 წუთი თუშეთ ამ სითხეშI, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკოც, მოურიეთ და დაახურეთ თავზე. მოთუშვის და სითხის შეწოვის შემდეგ გადახადეთ თავსახური და შებრაწეთ. აი, მთლიანად კი არა, მხოლოდ ალაგ-ალაგ და კიდეები რომ შეუწითლდეს სოკოს და ხახვს - ისე. შეკმაზეთ მარილით და შავი წიწაკით და გამორთეთ.
4. ცალკე სუფის ქვაბში ჩაუშვით დარჩენილი კარქი და ხახვი. მოთუშვის შემდედ - დაამატეთ შაქარი და ფქვილი. ეს კარამელიზემისათვის. თუ გაქვთ კარგი ხარისხის ხახვის სუფის მზა საკმაზი - ესეც შეიძლება შაქრისა და ფქვილის ნაცვლად.
5. კარამელიზების შემდეგ - 2-3 წუთში ჩაამატეთ ტაფაზე არსებული მასა და მოურიეთ.
6. დაამატეთ მდუღარე წყალი - რაოდენობით: 1/1-ზე. ან მაქსიმუმ 1.5-ჯერ მეტი. ჩაუშვით გადადებული დაუჭრელი სოკოც.
7. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთI დაახლოებით. შეკმაზეთ საწირო გემოვნების მარილითა და წიწაკით.
8. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ნიორიც, ოღონდ, ფრთხილად - თითქმის არ უნდა ემჩნეოდეს.

ეს სუფი არის ძალიან ნოყიერი და გემრიელი, მაგრამ ცოტა ევროპული სუფებისათვის დამახასიათებელი მოტკბო გემო აქვს. საჭიროების შემთხვევაში ამის განეიტრალება სხვადასხვა გზით შეიძლება, მაგ: ღვინის ან ძმრის დამატებით. თუმცა ამატეთ ნელ-ნელა და ხშირად სინჯეთ.

სუფრაზე მიიტანეთ გახუხულ პურთად და გახეხილ მოცარელასთან, ან მშრალ, გახეხილ სულგუნთან ერთად.

Posted by: MEZGVAURI 23 Feb 2009, 15:05
Peppi
მასეთ სუპს მე ბოლოს ჰოლანდიური ყველის ნაჭრით ვალამაზებ, შიგ რო დადნება , მერე ნახე გემო!:))

Posted by: Peppi 23 Feb 2009, 15:10
MEZGVAURI
QUOTE
მასეთ სუპს მე ბოლოს ჰოლანდიური ყველის ნაჭრით ვალამაზებ, შიგ რო დადნება , მერე ნახე გემო!:))


გემოვნებაზეა . . ჰოლანდიურით ნაკლებად მოგვწონს . . ჰოლანდიაში ვართ და ალბათ იმიტომ wink.gif


Posted by: MEZGVAURI 23 Feb 2009, 15:14
Peppi
ვაააჰ მანდ რო მამყოფა მე ვიცი მერე მაგ ყველისთვის მუსრის გავლება!გემოვნებაზეა მაინც...

Posted by: Peppi 23 Feb 2009, 17:35
MEZGVAURI
QUOTE
მაგ ყველისთვის მუსრის გავლება!გემოვნებაზეა მაინც...

ჩვენც მუსსრს ვავლებთ, მაგრამ სუპებში არ ვწყალობ, რადგან ინდივიდუალურ პორციებში ვიღებ წვნიანს და გახული პურის ნატეხებს და გახეხილ ყველს ვაყრი , შემდეგ კი მიკროტალღურში ვდებ 30-60 წამი. ამ დროს მშრალი (დაფხვნილი ან გახეხილი) იტალიური ყველები ყველაზე საუკეთესოა, ჩვენთვისsmile.gif

Posted by: allegro 25 Feb 2009, 09:56
QUOTE (rtuli @ 9 Dec 2008, 16:52 )
მჟაუნას წვნიანი ნაღების მდნარი ყველით


კი ვაკეთებ ხოლმე მჟაუნას წვნიანს, მაგრამ სულ სხვანაირად. ძალიან მომეწონა ეგ რეცეპტი და იმედია გავაკეთებ. yes.gif

Posted by: miau 25 Feb 2009, 17:42
allegro

იახნი რა ვარიანტში გადის, წვნიანია? biggrin.gif
ერთი რეცეპტი გვიბოძეთ smile.gif

Posted by: sopi 25 Feb 2009, 17:53
ტოლმა ? ჩაქაფული ? სოუსი ?? ეგეთები ვინ იცით ???????????? biggrin.gif user.gif user.gif

Posted by: kokogorgo 25 Feb 2009, 21:13

ჩემი საყრარელი სოკოს სუფი

0.5კგ. ქამა სოკო
2-3 სასუალო ხახვი
2 სტაფილო
2 სადილის კოვზი ფქვილი

სოკოს გავრეცხავთ, მოვაცილებთ ქუდებს. ცალკე ჯამში მოვათავსებთ ქუდებს და ცალკე ძირებს.

ხახვს მოვთუშავთ ზეთში. დავამატებთ გახეხილ სტაფილოს.[მოვშუშავთ ხახვთა ნ ერტად]
გავაცივებთ და დავაბლენდერებთ. დავუმატოთ ფქვილი და ცოტა წყალი.

სოკოს ქუდებს ჩავყრით ქვაბში [ თუ პატარა ქუდებია შეგიძლიათ არ გაჭრათ ]

დავასხათ წყალი დაახლოვებით 2ლიტრი. მოვხარშოთ ქუდები. მოხარშული ქუდები დროებით ამოვიღოთ .

დარჩენილ სითხეში დაბლენდერებული მასა ჩავუშვათ ნელ-ნელა[ მე ვაკეთებ ' მექანიკური მიქსერით']


წამოვადუღოთ, მიიღება ბლანტი, ჰომოგენური მასა. ამ მასაში ჩავუშვარ სოკოს ქუდები.
დავუმატოთ მარილი და პილპილი

Eს სუფი გემრიელია გაფიცხებულ ტოსტერის პურზე წასმული ნიორით
* * *


დამვიწყებია: ხავთან და სტაფილოსთან ერთად სოკოს დაჭრილ ძირებსაც ვთუშავთ.

მოკლედ დასაბლენდერებელი მასაა: სოკოს ძირები, ხახვი, სტაფილო

Posted by: ქეთუ 26 Feb 2009, 20:31
kokogorgo


რო არ დავაბლენდერო არ გამოვა ისე?
არ გამაჩნია ბლენდერი. . . mo.gif


არადა სოკო მიყვარს ძაან mo.gif

Posted by: rtuli 26 Feb 2009, 20:57
allegro
QUOTE
მჟაუნას წვნიანი ნაღების მდნარი ყველით




კი ვაკეთებ ხოლმე მჟაუნას წვნიანს, მაგრამ სულ სხვანაირად

მე სხვანაირადაც ვიცი ,ისიც გემრიელი გამომდის.
ეს უცხოა და სინჯე აბა,მოგეწონება yes.gif

Posted by: kokogorgo 27 Feb 2009, 15:54
ქეთუ
QUOTE
რო არ დავაბლენდერო არ გამოვა ისე?
არ გამაჩნია ბლენდერი. . .


შეგიძლია მასა კოვზით დააქუცმაცო. წინასწარ კარგად მოთუშე.

Posted by: l.s.d 27 Feb 2009, 17:41
kokogorgo
QUOTE
სოკოს სუფი


კონსერვის სოკოთი არ გამოვა?

Posted by: allegro 27 Feb 2009, 17:55
QUOTE (rtuli @ 26 Feb 2009, 20:57 )






მე სხვანაირადაც ვიცი ,ისიც გემრიელი გამომდის.
ეს უცხოა და სინჯე აბა,მოგეწონება yes.gif

აუცილებლად ვსინჯავ, დარწმუნებული ვარ შენისტანა კულინარის ფირმა რეცეპტი უგემრიელესი იქნება yes.gif

Posted by: rtuli 27 Feb 2009, 18:37
l.s.d
QUOTE
კონსერვის სოკოთი არ გამოვა?

დაკონსერვებულს რა გემო უნდა ქონდეს!?
არც არომატი აქვს sad.gif
თუ გინდა ისიამოვნო kokogorgoს მოწოდებული სოკოს სუპის რეცეპტით,გირჩევ გამოიყენო ცოცხალი.

პ.ს. ქამა სოკოს უმსაც ვჭამ,ყველაზე უწყინარი სოკოა
yes.gif

Posted by: l.s.d 27 Feb 2009, 18:44
rtuli
QUOTE
პ.ს. ქამა სოკოს უმსაც ვჭამ,ყველაზე უწყინარი სოკოა


ხოდა, უმი და ცოცხალი ბლენდერისთვის არ მემეტება.

Posted by: ქეთუ 27 Feb 2009, 20:17
rtuli



სოკოს ვჭამ ყოველდღე თითქმის უზომოდ მიყვარს თან თეთრები როაbiggrin.gif


ხვალ გავაკეთებ ალბათ სოკოს სუპს და დავწერ რა გამომივაbiggrin.gif

Posted by: ქეთუ 27 Mar 2009, 16:15
ეხლა მივირთმევ სოკოს სუფს. . . .



kokogorgo-ს რეცეპტითsmile.gif

Posted by: Frankеns†еin 27 Mar 2009, 16:22
QUOTE
წვნიანი კერძები

ჩამოვწერ რა მიყვარს და რა თანმიმდევრობით:

1) ხაში
2) უხა
3) ჩიხირთმა (საწურში გაწურული, მხოლოდ წვენი)
4) პელმენის ბულიონი
5) ქათმის ბულიონი
6) თათარიახნი
7) მაწვნის სუპი (საწურში გაწურული, მხოლოდ წვენი)
8) მჟაუნის სუპი ხახვის გარეშე (ერთხელ მაქვს ნაჭამი და როგორც მახსოვს მომეწონა)

Posted by: MEZGVAURI 27 Mar 2009, 17:18
Frankеns†еin
ნერწყვი მომადგა, მაქედან ყველა მიყვარს, აკროშკაც–ერთი ეგ აკლია სიას

უხა ხო შეუდარებელია, მოსკოვში სტერლიადის უხას აკეთებდა ჩვენი ციმბირელი მეგობარი–მსგვსი არაფერი მიჭამია. მოვიდოდა და გაგვიკეთებდა ხოლმე და მერე დავაი არაყი და რამე...ეეჰ

Posted by: Breaky 27 Mar 2009, 21:35
Frankеns†еin
QUOTE
ჩამოვწერ რა მიყვარს და რა თანმიმდევრობით:


აი აქ კი როგორც ჩანს, ვერ ვთანხმდებით მე და შენ biggrin.gif

1, 3, 6, 7, 8 - დასანახადაც არ მინდა biggrin.gif

Posted by: Frankеns†еin 27 Mar 2009, 21:50
QUOTE (Breaky @ 27 Mar 2009, 21:35 )
Frankеns†еin
QUOTE
ჩამოვწერ რა მიყვარს და რა თანმიმდევრობით:


აი აქ კი როგორც ჩანს, ვერ ვთანხმდებით მე და შენ biggrin.gif

1, 3, 6, 7, 8 - დასანახადაც არ მინდა biggrin.gif

სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები ვართ biggrin.gif


ხაში მაგარია smile.gif

და უხა...

დანარჩენები კიდე ხო...

რო არ ვჭამო მონატრებით არ მომენატრება...

აი ხაში არ მომბეზრდება არასდროს...

უნივროდაც უდიდესი სიამოვნებით ვჭამ, როცა სახლიდან ვარ გასასვლელი...


უხა ხო უმაგრესია... შავ პილპილს რო მოაყრი...

ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა

Posted by: The Factory 4 May 2009, 21:26
შოტლანდიური სუპის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ? ვიჩინით, ქათმის ხორცით და ქლიავით არის.http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: shavlashako 5 May 2009, 12:21
QUOTE
ტაილანდური სუპი ჩემი მცირედი მოდიფიკაციით...

კუს სუპის რეცეპტი დადოთ იქნება ვინმემ smile.gif ამბობენ კუჭ-ნაწლავის ფლორას აუმჯობესებსო

Posted by: cheshire cat 6 May 2009, 15:37
კუ სად უნდა იშოვოთ?
და ნეტა როგორ კლავენ კუს.
და ლოკოკინებს...სუპისთვის.

Posted by: zura_digomski 6 May 2009, 16:59
ბრაცი, ბალანდის გაკეტება ხო არ იცით ვინმემ?

ხვალ ჩემი ძმაკაცები მოდიან, ცოტა სხვანაირი ბიჭები და მინდა რო გავაკეთო და ძველი დრო გავიხსენოთ.

თუ იცით დაწერეთ რა, მაგრად გაასწორებს ტო, დამაშნი ბალანდა

Posted by: rtuli 6 May 2009, 18:08
zura_digomski
QUOTE
ბრაცი, ბალანდის გაკეტება ხო არ იცით ვინმემ?


მოკლედ ბრატ ასე კეთდება:

დაადგავ წყალს და ჩააგდებ ტაფორას,მერე პრიპასებს:

კარგი გემრიელი ,ახალგაზრდა გრუდინკას(დაჭრილს)
როგორც მოიხარშება გრუდინკა,დაამატე ნახევარი ჭიქა ბრინჯი,ბრინჯი როგორც კი მოიხარშება დაამატე, ტაფაში კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი და ცოტა ტომატ პასტა,2-3 წუთში მზად იქნება და დაამატე
დანაყილი ნიორი,ქინძი,ოხრახუში,ხმელი სუნელები,მარილი და წიწაკა.

რაც მთავარია სულ ბოლოს ტაფორა ამოიღე ქვაბიდან და ბალანდა მზად ჩაითვლება biggrin.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 May 2009, 19:36
მაწვნის სუპი

სანამ დავიწყებთ სუპის მომზადებას მოვხარშოთ ბრინჯი - მრგვალი ბრინჯი
წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი და მოვშუშოთ კარაქში (ან დაჩა ან რამე მსგავსი-მოკლედ ზეთის გარდა ყველაფერი smile.gif )
1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი ჩავყაროთ და მოვშუშოთ ცოტა ხანი. მაწონი 500 გრამი 500 გრამ თბილ წყალში გავთქვიფოთ და ნელ-ნელა ჩავუშვათ ხახვში. ხის კოვზით ვურიოთ ადუღებამდე. ჩავამატოთ ადუღებისთანავე ბრინჯი და კვლავ ვურიოთ. 2 კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად (კვერცხის გემო რომ არ ჰქონდეს) და ჩავასხათ საერთო მასაში. ბოლოსკენ ჩავყაროთ კამა წვრილად დაჭრილი და ვადუღოთ 5 წუთი.

მე ამ რეცეპტს დავამატე კარი smile.gif ხახვი და ნიორი რომ მოვშუშე ჩავყარე 1 ჩაის კოვზი კარი და მინდა გითხრათ ძალიან მოუხდა

გემრიელია როგორც ცხელი ასევე ცივი smile.gif




Posted by: catherina_10 18 May 2009, 14:42
მჟაუნას სუპის რეცეპტს ხომ ვერ დაწერთ გოგოებო

Posted by: Unfinished_Sympathy 18 May 2009, 15:52
catherina_10
2-3 კონა მჟაუნა
2-3 თავი ხახვი
2-3 ცალი კარტოფილი
3-4- ცალი კვერცხი (შეგიძლია მეტიც უქნა)
1 კონა ოხრახუში
1 კონა ქინძი
ტყემალი (ნაყოფი) - ერთი 200გრ. ჭიქა
წიწაკა
მარილი

მოშუშე წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატე წვრილად დაჭრილი კარტოფილი და ოდნავ წყალი რომ კარტოფილი ჩაითუთქოს, კარტოფილი როდესაც ჩაითუთქება დაამატე წვრილად დაჭრილი მჟაუნა და წვრილად დაჭრილი (მაგრად მოხარშული) კვერცხი, ტყემალი, მარილი , წიწაკა. დაასხი მდუღარე წყალი და ადუღე რამოდენიმე წუთი. ბოლოს დაუმატებ დაჭრილ მწვანილს და დატოვებ ცეცხლზე 4-5 წუთი.

უხდება არაჟანი ან მაწონი bis.gif

Posted by: catherina_10 18 May 2009, 16:39
Unfinished_Sympathy
ნუ რა ყოჩაღი და რა კულინარი გოგოები ხართ 2kiss.gif

Posted by: ჩოხა 28 Jun 2009, 10:17
QUOTE
მაწვნის სუპი

ერთადერთი კერძი, რასაც იმენნა ორგანულად ვერ ვიტან sad.gif

QUOTE
camomle

2kiss.gif
გამარჯობა

Posted by: camomle 3 Jul 2009, 21:43
ჩოხა


ახლა დავსერეჩე და და ეს რა კისები დამიტოვებია უპასუხოდ. 2kiss.gif ჰო მე მაწვნის სუპს გეახლებით ოღონდაც მხოლოდ ჩემს გაკეთებულს alk.gif

Posted by: KAM_M_MILA 3 Jul 2009, 22:00
Unfinished_Sympathy
QUOTE
ტყემალი (ნაყოფი) - ერთი 200გრ. ჭიქა

მჟაუნას სიმჟავის დამატება არ ჭირდება, ყოველ შემთხვევაში მე არ ვუშვები... rolleyes.gif

Posted by: kokogorgo 4 Jul 2009, 00:46
ქეთუ
QUOTE
ეხლა მივირთმევ სოკოს სუფს. . . .



kokogorgo-ს რეცეპტით


დიდიხანია არ შემოვსულვარ. მოგეწონათ, ჩემი საყვარელი სუპი?

Posted by: faustina 5 Jul 2009, 01:42
ჩვენი თანაფორუმელის chaPPek ის თხოვნით ვდებ ესპანური წვნიანის რეცეპტს.
ძალიან ძველი რეცეპტია,თურმე ღარიბი ხალხის საჭმელი ყოფილა... რაც ქონდათ, ცოტა ცოტა ,ყველაფერს ყრიდნენ , ხარშავდნენ ქოთანში და მერე მიირთმევდნენ.
ამ ოიას რეცეფტი რამოდენიმეა, ეს კი ერთ ერთია smile.gif


ესპანური ოია (Olla)

250 გ. გარბანსო (გაროხი)
250 გ.თეთრი ლობიო
1 მწვანე წიწაკა
1 პამიდორი
1 ხახვი
1 სტაფილო
2 კართოფილი
2 მუჭა ვერმიშელი
4 ფოთოლი ასელგა , არ ვიციქართულად რა ქვია...
http://www.radikal.ru
1 ძირი ნიახური
3 კბილი ნიორი
ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი
დაფნის ფოთოლი
ოხრახუში
მარილი

მომზადების წესი:

გარბანსო და თეთრი ლობიო გავაჩეროთ წყალში 24 საათი.
მეორე დღეს, ქოთანში ზავასხათ ზეთი, ჩავყაროთ ლობიო და გარბანსოები , ნიორი,დაჭრილი ხახვი, წიწაკა, ნიახური, ასელგა, დაჭრილი სტაფილო და მწვანილები.დავფაროთ წყლით და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ.
შემდეგ ვუმათებთ მარილს, წიწაკას გემოვნებიტ, კუბიკებად დაჭრილ კართოფილს და ვთოვებთ 10 წთ ისევ... საბოლოოდ კი ვუმატებტ ვერმიშელს, ვტოვებთ 5 წთ (გააჩნია ვერმიშელის სისქეს)
შემდეგ კი გემრიელად მივირთვად wink.gif

http://www.radikal.ru

შეგვიძლია სხვადასხვა სახის ძეხვეულის დამატებაც...smile.gif

Posted by: rockataka 5 Jul 2009, 02:04
faustina
QUOTE
4 ფოთოლი ასელგა , არ ვიციქართულად რა ქვია...

თუ არ ვცდები, "მჟაუნა" smile.gif

Posted by: faustina 5 Jul 2009, 13:41
rockataka
QUOTE
თუ არ ვცდები, "მჟაუნა"

უიიი, არ ვიცი, უმი გემოთი არ მაქვს გასინჯული, მაგრამ არ მგონიაიმიტომ რომ დიდი ფოტლები აქვს ძალიან...

Posted by: rtuli 5 Jul 2009, 14:07
rockataka
QUOTE
თუ არ ვცდები, "მჟაუნა" 

no.gif

faustina
ასელგა-Мангольд-Chard-Bietola

ჩარდი,წითელი მხალი აი ეს არის ქართულად!

ანუ ჭარხლის ჯიშებს მიეკუთვნება,ისპანახით შესაძლებელია შეცვლა

wink.gif

Posted by: chaPPek 5 Jul 2009, 14:15
faustina
QUOTE
ესპანური ოია (Olla)



QUOTE
ისპანახით შესაძლებელია შეცვლა



ეს პრობლემაც გადავჭერი smile.gif
დიდი მადლობა ფაუსტინა და რთული smile.gif
ზეგ გავაკეთებ ქართულ ვარიანტს. ტან როგორც ვიცი იმდენად ხალხური კერძია, ჩემ ვარიაციებსაც აიტანს wink.gif

Posted by: faustina 5 Jul 2009, 16:21
rtuli
QUOTE
ჩარდი,წითელი მხალი აი ეს არის ქართულად!

ანუ ჭარხლის ჯიშებს მიეკუთვნება,ისპანახით შესაძლებელია შეცვლა

2kiss.gif 2kiss.gif გაიხარეეე smile.gif , მეც მაინტერესებდა smile.gif


chaPPek
QUOTE
იმდენად ხალხური კერძია, ჩემ ვარიაციებსაც აიტანს

yes.gif yes.gif

Posted by: rockataka 5 Jul 2009, 16:33
rtuli
QUOTE
ჩარდი,წითელი მხალი აი ეს არის ქართულად!

ადრე შემეშალა თეთრი ჭარხლის ფოთლებში და შევიძინე. საკმაოდ მომჟავო გემო აქვს(ყოველ შემთხვევაში ჩემთვისsmile.gif ) .
ასევე უხეშია, უბრალო ჭარხლის ფოთოლთან შედარებით.

Posted by: faustina 5 Jul 2009, 17:06
rockataka
QUOTE
ასევე უხეშია, უბრალო ჭარხლის ფოთოლთან შედარებით

ამას ძალიან ნაზი ფოთოლი აქვს...

Posted by: rtuli 17 Jul 2009, 01:11
სოკოს წვნიანი მდნარი ყველით
500გრ. ქამა სოკო
500 გრ. ხს სოკო
200გრ. მდნარი ყველი ,,ვიოლა,,
2 თავი ხახვი
2 ცალი სტაფილო
2 ცალი კარტოფილი
2 ლიტრა წყალი
კამა,ქინძი
მარილი,შავი პილპილი
კარაქი და ზეთი
1 ცალი ლიმონი

წვრილად დავჭრათ კარტოფილი და წყალში დავდგათ მოსახარშად.
დავჭრათ წვრილად ხახვი,დავხეხოთ წვრილად სტაფილო და მოვშუშოთ ცოტაზეთში,ჩავდოთ ეს მოშუშული მასა კარტოფილის ბულიონში.
დავჭრათ სოკო წვრილად,მოვშუშოთ კარაქში დაზეთში.დავამატოთ სოკო ბულიონის მასას.ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში,დავამატოთ მდნარი ყველი(კარგათ იხსნება ბულიონში),შევანელოთ პილპილით,მარილით,დავაჭრათ წვრილად კამა და ქინძი,1 წუთით წამოვადუღოთ და მზადარის.

მე ნახევარი ბოსტნეულის-სოკოს მასა ამოვიღე, დავაბლენდერე და დავაბუნე წვნიანში.უფრო სქელი კრემისებური წვნიანი გამოვიდა
smile.gif .
უხდება გახუხული ნიორწასმული პურის ნაჭერი დასაყოლებლად up.gif

http://www.radikal.ru

Posted by: gabarzgaleba 29 Jul 2009, 15:32
http://www.vinoge.com/samzareulo/cvniani-kerz-ebi/xaxvisa-da-ludis-cvniani-mobraculi-qvelit

ავტორები რთული და მიაუ

Posted by: chaPPek 31 Jul 2009, 14:10
წიწაკის სუპი

http://www.radikal.ru

Posted by: nin700 31 Jul 2009, 15:49
QUOTE
ბორში (3)
© Kesi

ააააააააააააააააააააააააააააააააა ვგიჟდები ბორშზე გაიხარეთ!!! გავაკეთებ მეც baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: rockataka 31 Jul 2009, 20:28
chaPPek
QUOTE
წიწაკის სუპი

wow.gif მეგრელი იქნები უეჭველიsmile.gif როგორ კეთდება? baby.gif

Posted by: Baltimore 31 Jul 2009, 20:37
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
მაწვნის სუპი

სანამ დავიწყებთ სუპის მომზადებას მოვხარშოთ ბრინჯი - მრგვალი ბრინჯი წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი და მოვშუშოთ კარაქში (ან დაჩა ან რამე მსგავსი-მოკლედ ზეთის გარდა ყველაფერი smile.gif ) 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი ჩავყაროთ და მოვშუშოთ ცოტა ხანი. მაწონი 500 გრამი 500 გრამ თბილ წყალში გავთქვიფოთ და ნელ-ნელა ჩავუშვათ ხახვში. ხის კოვზით ვურიოთ ადუღებამდე. ჩავამატოთ ადუღებისთანავე ბრინჯი და კვლავ ვურიოთ. 2 კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად (კვერცხის გემო რომ არ ჰქონდეს) და ჩავასხათ საერთო მასაში. ბოლოსკენ ჩავყაროთ კამა წვრილად დაჭრილი და ვადუღოთ 5 წუთი.
მე ამ რეცეპტს დავამატე კარი smile.gif ხახვი და ნიორი რომ მოვშუშე ჩავყარე 1 ჩაის კოვზი კარი და მინდა გითხრათ ძალიან მოუხდა
გემრიელია როგორც ცხელი ასევე ცივი smile.gif


ნიორი?
გამიკვირდა. ჩვემთვის სიახლეა!

* * *
kokogorgo
QUOTE
ჩემი საყრარელი სოკოს სუფი

0.5კგ. ქამა სოკო 2-3 სასუალო ხახვი 2 სტაფილო 2 სადილის კოვზი ფქვილი
სოკოს გავრეცხავთ, მოვაცილებთ ქუდებს. ცალკე ჯამში მოვათავსებთ ქუდებს და ცალკე ძირებს.
ხახვს მოვთუშავთ ზეთში. დავამატებთ გახეხილ სტაფილოს.[მოვშუშავთ ხახვთა ნ ერტად] გავაცივებთ და დავაბლენდერებთ. დავუმატოთ ფქვილი და ცოტა წყალი.
სოკოს ქუდებს ჩავყრით ქვაბში [ თუ პატარა ქუდებია შეგიძლიათ არ გაჭრათ ]
დავასხათ წყალი დაახლოვებით 2ლიტრი. მოვხარშოთ ქუდები. მოხარშული ქუდები დროებით ამოვიღოთ .
დარჩენილ სითხეში დაბლენდერებული მასა ჩავუშვათ ნელ-ნელა[ მე ვაკეთებ ' მექანიკური მიქსერით']
წამოვადუღოთ, მიიღება ბლანტი, ჰომოგენური მასა. ამ მასაში ჩავუშვარ სოკოს ქუდები. დავუმატოთ მარილი და პილპილი
ეს სუფი გემრიელია გაფიცხებულ ტოსტერის პურზე წასმული ნიორით * * *
დამვიწყებია: ხავთან და სტაფილოსთან ერთად სოკოს დაჭრილ ძირებსაც ვთუშავთ.
მოკლედ დასაბლენდერებელი მასაა: სოკოს ძირები, ხახვი, სტაფილო


გაგახარებს ღმერთი! აუცილებლად გავაკეთებ და მოგახსენებ შედეგს!
მწვანილებიდან არაფერი მოუხდება? დაბლენდერებისას რაიმე მწვანილი კარგ ფერსაც მიცემდა.

შეიძლება გამხმარი პურის კუბიკები ჩავხარო მირთმევის წინ.
შენი შემოქმედების ნაყოფია თუ სხვისი?

Posted by: POMPADOUR MADAM DE 31 Jul 2009, 21:52
Baltimore
QUOTE
ნიორი?
გამიკვირდა. ჩვემთვის სიახლეა!



yes.gif 1-2- კბილი წვრილად დაჭრილი-დაქუცმაცებული
სცადე smile.gif

Posted by: chaPPek 31 Jul 2009, 22:32
rockataka
QUOTE
chaPPekQUOTEწიწაკის სუპი

მეგრელი იქნები უეჭველი როგორ კეთდება?


არა, ერთი წვეთი მეგრელის სისხლი არ მირევია smile.gif უბრალოდ, წიწაკა მიყვარს, და სუპებიც. ეს სუპი კიდე ძალიან მარივად კეთდება:

დაბლენდერებული სამი დიდი თავი ხახვი და ორი პატარა ნიორი ჩავყარე ოდნავ ზეთიან ქვაბში და მოვშუშე დაბალ ცეცხლზე, დავუმატე ოდნავ ფქვილი (ძალიან ცოოოტა) და ნახევარი გახეხილი სტაფილო.
შემდეგ ეტაპზე ამავე ქვაბშI ჩავყარე კუბიკებად დაჭრილი ბულგარული (წითელი და მწვანე), მწვანე გრძელი წიწაკები (მწარე) და რამოდენიმე მოწალული პატარა წითელი წიწაკა(მოწალვის გარეშე ძალიან მწარეა და სუპს გემოს უკარგავს).
ამის შემდეგ კუბიკებად დაჭრილი ცოტა კარტოფილი ჩავუშვი და წყალი დავასხი. კარტოფლი რამოდენიმე წუთში იხარშება, და ამის მერე ვაყრი მწვანილებს. (გემოვნების მიხდედვით, მაგრამ ძაიან ბევრი და მძაფრი არომატის მწვანილეული ჩემი აზრით არ მოუხდება, წიწაკის არომატს დაკარგავს).

და გამოვა წიწაკის სუპი smile.gif

Posted by: Baltimore 1 Aug 2009, 01:27
QUOTE (faustina @ 5 Jul 2009, 01:42 )
http://www.radikal.ru

ეს თქვენი ასელგა თუ წითელი ფხალი და ჩემს მეორე სურათზე რომ მცენარეა, ერთი და იგივეა?

როგორ შეიძლება გამოვიყენო ამ მცენარის ერთი დიდი კონა, რაიმე იდეა ხომ არა გაქვთ?
ვითომ როგორც მჟაუნას წვნანი? თუ რამე სხვანაირად? თუნდაც არაწვნიანად?


Posted by: lovesick 1 Aug 2009, 05:52
დამწყებმა რა შეიძლება ქათმის ხორცით რომ გააკეთოს? ადვილი რომ იყოს და წვნიანი , დამეხმარეთ რაა და დამიწერეთ რეცეპტი რამე

Posted by: oups 3 Aug 2009, 15:37
კულინარებო დამეხმარეთ chups.gif

თქვენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს, სოკოს სუპი მინდა გავაკეთო და მაიონეზი თუ მოუხდება?

მადლობა წინასწარ chups.gif

Posted by: chaPPek 3 Aug 2009, 15:41
oups


QUOTE
სოკოს სუპი მინდა გავაკეთო და მაიონეზი თუ მოუხდება?



კი, უხდება. მაგრამ ჩემთვის ძალიან აცხიმიანებს, ნაღები ჯობია, ნაღები თუ არ გაქვს, სოკოს სუპი მაიპონეზითაც ძააალიან გემრიელია

Posted by: oups 3 Aug 2009, 15:53
QUOTE (chaPPek @ 3 Aug 2009, 15:41 )
oups


QUOTE
სოკოს სუპი მინდა გავაკეთო და მაიონეზი თუ მოუხდება?



კი, უხდება. მაგრამ ჩემთვის ძალიან აცხიმიანებს, ნაღები ჯობია, ნაღები თუ არ გაქვს, სოკოს სუპი მაიპონეზითაც ძააალიან გემრიელია

გაიხარე დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: lovesick 4 Aug 2009, 05:08
კარტოფილი და სოკო ერთად როგორ შევწვა? user.gif

Posted by: rtuli 4 Aug 2009, 11:50
lovesick
QUOTE
კარტოფილი და სოკო ერთად როგორ შევწვა?

კარტოფილს დაჭრი და დააწითლებ (თითქმის მომზადებული უნდა იყოს).
ყველა სოკო გამოყობს ბევრ სითხეს ,ამიტომ წინასწარ უნდა მოშუშო იქამდე სანამ წვენი არ დააშრება(დაამატე მარილი შუშვის დროს).მე არვხარშავ სოკოს,თავისივე წვენში მოშუშული უფრო გემრიელია smile.gif .
დააყრი სოკოს კარტოფილს,გააგრძელებ შუშვას სანამ კარტოფილი არშეიწვება,ბოლო 5 წუთი(სანამ გამორთავ)მოაყარე ნახევრ რგოლებადდაჭრილი ხახვი(ბევრი უხდება!)(თუ ხახვზეალერგია გაქვს biggrin.gif ,სოკოს როცა შუშავ მაშინ მაინც უყავი წვრილად დაჭრილი ხახვი),მოაყრი პილპილს,მარილს და მზადარის smile.gif

Posted by: lovesick 4 Aug 2009, 20:01
rtuli
ვაიმე დიდი მადლობა, ეხლა უნდა გამეკეთებინა და ვმკითხაობდი ნეტა როგორ თქო. სულზე მომისწარი. გაიხარე, უკვე მერამდენედ დამეხმარე 2kiss.gif

Posted by: miau 4 Sep 2009, 20:18
forumeli007 - ის მაწვნის სუპი
ჩვეულებრივ მოდაღავ ხახვს ზეთათან ერთად, დაასხამ ძალიან ცოტა წყალს ასადუღებლად, მანამდე ბლენდერში ვთქვიფავ მაწონს, წყალსა და ცოოოტა ფქვილს, წყალი რომ ადუღდება ვასხამ ამ მასას და განუწყვეტლივ ვურევ, არ უნდა დაგიკურკუშალდეს. რომ კარგად წამოდუღდება ჩავასხამ კარგად გათქვეფილ 2-3 კვერცხს და კიდევ ვურევ სულ ცოტა ხანი, ბოლოს კი მარილი, კამა და ქინძი. კამა აუცილებელია, ეგ არის რაღაც სასწაულ არომატს რომ აძლევს. მე და ჩემ ოჯახის წევრებს ასეთი მოგვწონს, კიდევ ხახვთან ერთად სოკოს მარინადსაც ვშუშავ და მერე იგივე, ესეც საშინლად გემრილელი გამოდის, ბებიაჩემი კი სოკოს მაგივრად ბრინჯს ხარშავს... მე პირადად გემოვნებით არ მომწონს ბრინჯიანი მაწვნის კერძი, უბრალოდ მაწვნისა და მაწონი+სოკო უფრო მომწონს!

Posted by: Breaky 4 Sep 2009, 20:29
იმ დღეს გავაკეთე რაც-ხელში-მომხვდა-ყველაფრის სუფი.
მწვანე ლობიო, ცოტა გაროხი, სტაფილო, კარტოფილი, ანაკომის ვერმიშელი თავისი სუნელებით, მწვანილები, ლორის ნაჭრები, შეიძლება კიდევ რამე, აღარ მახსოვს biggrin.gif
მერე ღრმა ლამბაქში ჩავაწყვე ვიოლას მდნარი ყველის ფირფიტები და ზემოდან დავასხი ქაფქაფა სუფი. ამოვურიე და უგემრიელესად ვჭამე biggrin.gif

Posted by: maiko312 4 Sep 2009, 20:52
მე ვაკეთებდი ადრე სოკოს სუპს, უფრო სწორად, რამდენჯერმე გავაკეთე და ვსიო, ხოდა დამავიწყდა.. არადა ყველას მოსწონდა, ამასწინათ დაქალმაც მკითხა რეცეპტი და შევჯექი ტყემალზე.. sad.gif ოდნავ სქელი იყო, მაგრამ მთლად სუპ-პიურესავით არა, ფქვილს ნამდვილად არ ვუზამდი გამორიცხულია, არც მაიონეზს და არც რძეს, ნაღები მეეჭვება, რჩება სმეტანა.. მოთეთრო რომ იყო ნამდვილად მასხოვს.
ჰოდა გეკითხებით გამოცდილ დიასახლისებს - გაგიგიათ არაჟნიანი სოკოს სუპი? თუ რა ჯანდაბა შეიძლება ყოფილიყო ასეთი ფერის და კონსისტენციის? შეიძლება ძაანაც გეცინებათ ახლა ამას რომ კითხულობთ, მაგრამ იშვიათად რომ რეცეპტები გამოვიყენო, იმპროვიზაციები გამომდის, და თუ არ ჩავიწერე ან ბევრჯერ არ გავაკეთე მერე მავიწყდება wink.gif
თუ დამეხმარებით, ადვილი დესერტის რეცეპტს მოგცემთ, ოღონდ დროზე, სანამ მახსოვს biggrin.gif

Posted by: miau 4 Sep 2009, 21:10
maiko312
yes.gif
ბოლოს ზუსტად არაჟნით გავაკეთე - მოხარშული მასა დავაბლენდერე და მერე არაჟანი ჩავასხი, თან ვურევდი, თან ვხარშავდი . ასე მივიყვანე ადუღებამდე. ბოლოს - მწვანილი. smile.gif

ახლა დესერტი - gigi.gif

Posted by: maiko312 4 Sep 2009, 21:28
მადლობა biggrin.gif
მეზარებოდა ცალკე ყავის დალევა და ცალკე ხილი და ასეთი "აჯაფსანდალი" გავაკეთე wink.gif - ხსნად ყავას და შაქარს (გემოვნებით) დავასხი ცოტა ცივი წყალი და გათეთრებამდე ავთქვიფე (შეგიძლიათ წყალი ცოტ-ცოტა უმატოთ და თქვიფოთ), როცა სასურველ რაოდენობამდე და არაჟნის კონსისტენციამდე მივიყვანე, ეს მასა დავადე ფიალაში (სანაყინეში) კუბიკებად დაჭრილ ატამს (ატამი ძალიან გადამწიფებული და წყლიანი არ უნდა იყოს), თავზე მოვასხი ათქვეფილი ნაღების მუსი (ბალონჩიკებში რომ არის) და სიამოვნებით ჩავსანსლე biggrin.gif
(გამოგონებებს ძირითადად ზარმაცი ადამიანები აკეთებენ biggrin.gif )
* * *
miau

ეს კიდე თქვენ ბონუსი wink.gif
ძალიან სასარგებლოა კანიანი კარტოფილი - კარტოფილებს კარგად ვრეცხავ, ფოლგაში ვახვევ და დუხოვკაში დიდხანს ვაჩერებ (საშუალო ცეცხლზე). რომ გამოიღებთ, დიდი კოვზით გაჭყლიტავთ (მსხვილად დაიფხვნება) ან დაჭრით, რასაც გინდათ მოაყრით და მოასხამთ თავზე, მაგალითად ზეთი და ხახვი, ან სმეტანა და მწვანე ხახვი, მოკლედ რაც გაგიხარდებათ.. იმ კანში ყოფილა სასარგებლო ნივთიერებები, თან მსუბუქია და ღამეც შეიძლება ჭამა smile.gif

Posted by: rockataka 8 Sep 2009, 01:59
დღეს გავაკეთე ბოსტნეულის სუპი.

თავიდან ცხიმში ცოტათი მოვშუშე ხახვი/პრასი/სოკო.
მერე დავაყარე დაჭრილი: სტაფილო/ბულგარული წიწაკა/გოგრა/ბროკოლი/ნიახურის ღეროები/ერთი ცალი პამიდორი/კარტოფილი და ეს ყველაფერი ცოტათი მოვშუშე ერთად.
მერე დავასხი ადუღებული წყალი და ვხარშე. ბოლოს დავაჭერი ცოტა კამა და გამოვიდა ძალიან გემრიელი ბოსტნეული წვნიანი კერძი chups.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 5 Oct 2009, 16:07
ქათმის წვნიანი, lizikoს რეცეპტი:


საყინულეში აღმოვაჩინე 200გ-მდე ქათმის მკერდის ფილე, და 1 ცალი ქათმის ბარკალი+ბარკლის ძირი, გავალღვე, ბარკალი გამოვრბილე (კანი და ძვლები მოვაცალე) და დავჭერი ოსტრივით პატარა ნაჭრებად.

2 თავი ხახვი დავჭერი წვრილად და 1 ცალი ყვითელი ბულგარული წიწაკა კი წვრილ "სპიჩკებად" და 2-ვე ერთდროულად მოვხრაკე ზეთსში. რომ შეოქროსფრდა დავამატე წყალი, 1,5 ლიტრი, 1 მუჭა ბრინჯიც გამოვჩხრიკე სახლში და ხორციც ჩავყარე. მოვხარშე ყველაფერი ერთდროულად.
სუუუულ ცოტა რომ დააკლდა გამზადებას ჩავამატე მარილი და "приправа Для курица" -1 ჩაის კოვზი. + ცოტა პილპილი.

გამოვიდა რაღაც სასწაულად გემრიელი წვნიანი. (ვიზუალურად ძალიან გავდა ხარჩოს). სამწუხაროა რომ არ მქონდა გატარებული ნიგოზი, თორემ იმასაც აუცილებლად ჩAვაყრიდი და მერე გენახათ ნამდვილი სასწაული.

პ.ს. თუ ვინმე გაამზადებთ და ასე ძალაინ გემრიელი არ გამოვა, ბოდიშს ვიხდი გადაჭარბებისთვის (ალბათ მე ძააააალიან ძააააალიან ვიყავი დაღლილი და მშიერი)

Posted by: rtuli 7 Oct 2009, 00:57
ბარდის წვნიანი

500გრ.მშრალი ყვითელი ბარდა
1 დიდი თავი ხახვი
300გრ.შებოლილი ლორი(ვიჩინა)
1 ცალი სტაფილო
2 საშვალო ზომის კარტოფილი
ნიორი,მარილი,პილპილი
კამა, ქინძი

წინა ღამით კარგათ გავრეცხოთ ბარდა და წყალში ჩავალბოთ.
დილით შევდგათ მოსახარშათ.
კარტოფილი დავჭრათ კუბიკებათ და შუა ხარშვაში დავამატოთ.
ამ დროს დავჭრათ მოგრძო ნაჭრებათ ლორი,ხახვი წვრილად და სტაფილო გავხეხოთ.მოვშუშოთ ტაფაში.
როცა ბარდა მზად იქნება შევანელოთ ბოსტნეულით,5 წუთი ვადუღოთ,შევანელოთ მარილით,პილპილით,ოდნავ ნივრით და მოვაყაროთ მწვანილი.
2 წუთის დუღილის მერე გამოვრთოთ.

http://www.radikal.ru

Posted by: auau 7 Oct 2009, 07:41
rtuli
QUOTE
ბარდის წვნიანი

ეს ძალიან გავს მონღოლურ წვნიანს, ოღონდ იქ ხორცის გარდა ყველაფერი ბლენდერდება და ემატება იმბირი. არაჩვეულებრივი სუპია.

Posted by: rtuli 7 Oct 2009, 10:34
auau
QUOTE
ყველაფერი ბლენდერდება

QUOTE
სუპი

აი დაბლენდერებულ წვნიანს ვერ შევეგუე sad.gif
ცუდი მოგონებები მაქვს sad.gif

QUOTE
არაჩვეულებრივი სუპია.

მართლაც ძალიან გემრიელია+მარტივი მოსამზადებელია yes.gif

Posted by: amadeus 7 Oct 2009, 11:04
rtuli
მშვენიერი კი ჩავხვრეპდი ეხლა ამ პახმელიაზე.

Posted by: liziko 7 Oct 2009, 11:08
rtuli
უჰ რა მადისაღმძვრელია, სიმაოვნებით გავაკეთებ. (ოღონდ ჩემები ბარდას ვერ იტანენ და რითი ჩავანაცვლო ?)

Posted by: rtuli 7 Oct 2009, 11:32
liziko
QUOTE
უჰ რა მადისაღმძვრელია, სიმაოვნებით გავაკეთებ. (ოღონდ ჩემები ბარდას ვერ იტანენ და რითი ჩავანაცვლო ?)

ჩემმა შვილმაც უარი განაცხადა ბარდის წვნიანზე,მე მაინც მოვამზადე!
ერთი გენახა როგორ მიირთმევდა smile.gif
ფაკტიურად ლობიოს გემო აქვს ბარდას და ჩაანაცვლე ,რა პრობლემაა.
გურულა ჯიშის ლობიო იყიდე,ნაზი გემო აქვს yes.gif (ჩაალბე ისიც წინა ღამით და მოხარშე).
* * *
amadeus
QUOTE
მშვენიერი კი ჩავხვრეპდი ეხლა ამ პახმელიაზე.

ერთი ჭიქა არაყი და კარგი ცხელი წვნიანი გიშველიდა ნამდვილად smile.gif

Posted by: amadeus 7 Oct 2009, 11:42
rtuli
QUOTE
ერთი ჭიქა არაყი და კარგი ცხელი წვნიანი გიშველიდა ნამდვილად

მაგ ბედნიერებისგან შორს ვარ სამწუხაროდ sad.gif

Posted by: ლიკლიკა 7 Oct 2009, 13:24
პატარა კუბიკებად დაჭრილი ქათმის ხორცი,სტაფილო,ბულგარული,მწვანე წიწაკა,კარტოფილი. მთლიანი ხახვი და მწვანილის კონა მოხარშვის შემდეგ ამოვიღოთ. თეფშზე გადმოღების შემდეგ მოვაყაროთ ძალიან ცოტა კამა და პატარა კუბიკებად დაჭრილი ყველი. სასწაულად გემრიელი და ლამაზი წვნიანი გამოდის.

Posted by: კორდელია 7 Oct 2009, 15:10
გოგოები ხომ არ იცით კრევეტების წვნიანი როგორ კეთდება?
კაფე "two2" რომ არის თავისუფლებაზე, მერიის გვერდით იქ აქვთ და უგემრიელესია.. love.gif
ძალიან მაინტერესებს როგორ კეთდება, იქნებ დამეხმაროთ user.gif

Posted by: rockataka 10 Oct 2009, 16:58
ბოსტნეულის სუპი გავაკეთეsmile.gif

შემადგენლობა:
ყაბაყი
ბატატა
კარტოფილი
სტაფილო
პრასი
ყვავილოვანი კომბოსტო
კონსერვირებული სოკო
მწვანე ლობიო
ნიახურის ღეროები
კამა (სხვა მწვანილს ვერ ვახდენ ამ სუპს)
ტომატნაია პასტა

http://www.radikal.ru

ეს ყველაფერი დავჭერი. ჩავყარე ქვაბში და ძალიან ცოტათი მოვშუშე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

შემდეგ დავასხი წყალი და 15 წუთი ვადუღე.. შუა დუღილში, ჩავამატე 1(მეტიც შეიძლება) სუფრის კოვზი პამიდორის პასტა.
გამორთვამდე ჩავაჭერი კამა და სუპიც მზად არის rolleyes.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 10 Oct 2009, 21:45
rockataka
QUOTE
ბოსტნეულის სუპი გავაკეთე

ზუსტად მსგავს წვნიანს ვამზადებ ოღონდ,ქათმის ფონზე.ანუ მოვხარსავ და ბულიონში ამ ბოსტნეულს ვყრი,მერე ქათმის ხორცს ბოლოში ვამატებ(ძვალ გამოცლილს).ძალიან უხდება არაჟნით მირთმევა up.gif

Posted by: LTB1948 12 Oct 2009, 15:48
სოკოს კრემ-სუპი ნაღებით:

300 გრ სოკო
1-2 სტაფილო
2 საშუალო ზომის ხახვი
80 გრამი კარაქი
3 საშუალო კარტოფილი
ნახევარი კონა ქინძი
მარილი-პილპილი გემოვნებით.
200 გრამი 33% იანი ნაღები

მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში, მალევე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო, 150 გრ სოკო და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. დაასხით წყალი რომ დაფაროს და ერთი იმდენი ზემოდან მოადგეს. მოხარშეთ ბისტნეული და შემდეგ დააბლენდერეთ. დააბრუნეთ ცეცხლზე და ჩაამატეთ ნაღები და დარჩენილი სოკო ლამადაზ დაჭრილი. წამოადუღეთ, დაამატეთ მარილი-პილპილი. მიტანისას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. დამიჯერეთ, უგემრიელესი რეცეპტია, თბილისის საუკეთესო კაფეებშიც კი ვერ მოამზადებენ ამაზე გემირელად.
რომ მოვამზადებ სხვა დროს, სურათსაც დავურთავ.
იგივე სოკოს ნაცვლად შესაძლოა ბროკოლიც გამოიყენოთ ან ისპანახი, ისიც ძალიან გემრიელი იქნება.

Posted by: maiko312 12 Oct 2009, 16:11
მეც დაახლოებით ასე ვაკეთებ, ოღონდ კარტოფილის და სტაფილოს გარეშე, არც ვაბლენდერებ. თეფშზე ამოღებულს ვაყრი ცოტა სუხარის კუბიკებს wink.gif

P.S. სმეტანას ვუშვები ნაღების ნაცვლად.. ნაღებით უფრო ნაზია, მაგრამ უკარტოფილოდ თუ გააკეთებთ ისე სქელი არ გამოვა ნაღებიანი

Posted by: LTB1948 12 Oct 2009, 16:43
კარტოფილიტ უფრო გემრიელია, ტუმცა უკარტოფილოდ უფრო მსუბუქი

Posted by: BadbadGirl 26 Oct 2009, 22:48
აღმოჩენა სუფი გავაკეთე დღეს, ამიტომ გადავწყვიტე რეცეპტის დაწერა.
სუფი არის ბერძნული და ქვია კრეტული სუფი.

გვინდა:
1კგ, ცხვრის მჭლე ხორცი (ან ძრიხის)
3ც. საშუალო ზომის კარტოფილი
2ც. საშუალო ზომის სტაფილო
1.ც საშუალო ზომის პრასი თეთრი ნაწილით
1.ც. საშუალო ზომის ცუკინი
2 თავი ხახვი
2ცალი ნიახურის ღერო უფოთლებოდ.
50მლ. ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი, ოხრახუში.

სანელებელი:
1 ცალი ლიმონის წვენი
2 ცალი კვერცხის გული
1 ს.კ. ფქვილი

მომზადება:
ჩაასხით ქვაბში 3 ლიტრამდე წყალი, ჩაყარეთ მარილი და პიპლილი გემოვნებით, აადურეთ და ჩაყარეთ საშუალო ზომაზე მოგრძოდ დაჭრილი ხორცი. ადუღეღ 45 წუთი. შემდეგ დამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ოთკუთხედებად დაჭრილი ცუკინი და ასევე მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი პრასი და ნიახურის ღეროები. როცა ბოსტნეული მოიხარშება დაამატეთ შემდეგი მასა: კვერცხის გულებს აურიეთ ერთი ლიმონის წვენი და ფქვილი, კარგად აურიეთ და ჩაასხით სუფში. კარგად ამოურიეთ! შეამოწმეთ პილპილსა და მარილზე და ბოლოს დაამატეთ ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით smile.gif
სუფი მართლაც რომ გემრიელია და რაც მთავარია ძალიან ბევრ ბოსტნეულს შეიცავს და ვიტამინების კარგი წყაროა smile.gif


Posted by: kokogorgo 26 Oct 2009, 23:14
Baltimore
QUOTE

გაგახარებს ღმერთი! აუცილებლად გავაკეთებ და მოგახსენებ შედეგს!
მწვანილებიდან არაფერი მოუხდება? დაბლენდერებისას რაიმე მწვანილი კარგ ფერსაც მიცემდა.

შეიძლება გამხმარი პურის კუბიკები ჩავხარო მირთმევის წინ.
შენი შემოქმედების ნაყოფია თუ სხვისი?


ბოდიში, გვიან ვნახე.

გამხმარი სუხარიკები უხდება ნიორწასმული.

ჩემი შემოქმედებაა.

მწვანილს არ ვუკეთებ. ისე, ქინძი უნდა მოუხდეს.

Posted by: lovesick 5 Nov 2009, 01:14
ბრინჯის სუპი როგორ გავაკეთო ადვილად, ვინმემ მასწავლოს რა smile.gif

Posted by: hirondelle 5 Nov 2009, 01:19
lovesick
ბრინჯის სუპი რომელია, სუპხარჩო?

Posted by: lovesick 5 Nov 2009, 01:22
hirondelle
აი მაკარონის ნაცვლად ბრინჯი რო ქონდეს რა smile.gif

Posted by: amadeus 5 Nov 2009, 11:42
აქ ვაჟას ბოლოში გახსნეს რაღაც მორესტორნო "შუა ქალაქში" საუკეთესო ჩიხირთმას აკეთებენ რაც კი ოდესმე სადმე მიგემია.
შეგიძლიათ მიხვიდეთ და დააგემოვნოთ, სულ რაღაც 5 ლარად ულუფა, რომელიც იმდენად დიდია მე პირადად მიჭირს მარტო მისი მორევა.

Posted by: taktakuna 6 Nov 2009, 21:32
lovesick
მოვშუშოთ ხახვი ზეთთან ერთად, რომ შეოქროსფერდება დავაყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული( მე თვალზომით ვაკეთებ ყველაფერს და არ ვიცი პროპორციები) smile.gif ცოტა რომ ჩაიშუშება ჩავაყაროთ დაჭრილი კარტოფილი,დავასხათ იმდენი წყალი რომ კარტოფილი დაიფაროს,დავაფაროთ ქვაბს თავსახური და დაბალ ცეცხლზე დავდგათ მოსახარშად,კარტოფილი ცოტა რომ მორბილდება,შევავსოთ ქვაბი ადუღებული წყლით და დავამატოთ ბრინჯი გარეცხილ გასუფთავებული.როცა ბრინჯი მოიხარშება დავაჭრათ წვრილად დაჭრილი მწვანილები,ცოტა ნიორი და მარილ-პილპილი.ტომატის საწებელს ბოლოს ვუსჰვები ხოლმე,რადგან დასაწყისში ხახვთან ერთად რომ უქნა კარტოფილს ამაგრებს და უჭირს მოხარშვა.

Posted by: lovesick 7 Nov 2009, 04:09
taktakuna
აი ეს მინდოდა ზუსტად, უღრმესი მადლობა

Posted by: Ctrl 7 Nov 2009, 13:16
აბა წიწაკამაქ არამწარე სახში ოხრად , ვინ მასწავლის წიწაკსი სუფის გაკეთებას?

Posted by: taktakuna 7 Nov 2009, 13:31
Ctrl
უი მარტო წიწაკის სუპი? არ გამიგია სამწუხაროდ მსგავსი,მაგრამ სტაფილოც თუ მოგეძებნება და ბულგარულიც ჩაშუშე ერთად ბევრ ზეთში,გემრიელია ძალიან smile.gif

Posted by: Ctrl 7 Nov 2009, 13:43
taktakuna
ყველაფერიც მომეძებნება უბრალოდ წიწაკა მაქ ბევრი და სად წავიღო არ ვიცი smile.gif

Posted by: chaPPek 7 Nov 2009, 14:23
Ctrl


აიაქ მიწერია, თყ მოგეწონება მიჰყევი ინსტრუქციას biggrin.gif

http://forum.ge/?f=82&showtopic=33695832&st=345

Posted by: nigo 7 Nov 2009, 14:32
lovesick

მარტივი ხალტურა სუფხარჩო.
აიღე ძროხის ხორცი დაჭერი უფრო პატარა ნაჭრებათ,ვიდრე სოუზისთვის ჭრი. კარგად გარეცზე, წამოადუღე,ერთი პირი წყალი გამოუცვალე ,შიგ ერთი პატარა ხახვი ოთხად გაჭრილი ჩაახარშე და ერთი დაფნის ფოთოლი.
ხორცი რომ მოიხარშება ჩააყარე ბრინჟი ,იმდენი როგორი სისქისაც გინდა.კამა,ქინძი და ოხრახუსი თუ გაქვს ხომ კარგი, ისე ნიახურიც უხდება თუ არ გაქვს ოდნავ შავი წიწაკა გაუკეტე.თუ გინდა ერთი კბილი ნიორი ჩააჭერი,როგორც უყვართ ოჯახში.

გურმანებო არ დამძრახოთ,მე თითონ მივაწერე ხალტურა.

Posted by: Encantador 16 Nov 2009, 12:25
ავიღოთ გატარებული საქონლის ხორცი და შევურიოთ გატარებული ხახვი, შავი წიწაკა და მარილი. ცალკე ქვაბში მოვშუშოთ ხახვი ზეთში. დავამატოთ პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. როცა შეოქროსფრდება, დავამატოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა და პატარა ნაწილებად დაყოფილი ყვავილოვანი კომბოსტო. როცა ბოსტნეული დარბილდება, დავამატოთ წყალი. წყალი რომ ადუღდება, ჩავყაროთ წინასწარ დამზადებული ფარშისგან გაკეთებულ პატარა ბურთულები. როცა ბურთულები მოიხარშება, დავამატოთ მარილი, მწვანილები და მზად არის. შეგიძლიათ ბოლოს ცოტა წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი კრახმალი ჩაასხათ (აქ სიმინდის კრახმალს ხმარობენ მაგისთვის, მაგრამ მემგონი ჩვეულებრივიც გამოდგება), რომ წვენი ბლანტი გამოვიდეს.

ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარტოფილს, ყვავილოვანს და ხორცის ბურთულებს პატარებს გავაკეთებთ. თანაც ადვილი გასაკეთებელია, ყველა პროდუქტი იშოვება და დროც ცოტა მიაქვს.

Posted by: rtuli 30 Nov 2009, 17:32
წვნიანი ბოსტნეულით და სოსისით

1საშვალო ზომის სტაფილოს გახეხავ,დაჭრი ხახვს წვრილად 1 თავს.
დაჭრი კარტოფილს 2 ცალს მსხვილ ნაჭრებად.
3 ცალ პამიდორს კანს გააცლი და ნახევარ რგოლებად დაჭრი.
2 ცალ ბულგარულს ნახევარ რგოლებად დაჭრი.
მე ყაბაყი მქონდა 2 პატარა ისიც დავჭერი.
ყვავილოვან კომბოსტოს დაყოფ პატარა ბოლქვებად.
4-5 ცალი კარგი ხარისხის (ან შინჰოფერში შეიძინე ,ან ნიკორაში),,მონადირეს,,სოსის დაჭრი.დაჭრის დროს არშემოგეჭამოს .

დაადგავ ქვაბს და ცაასხავ 3 ლიტრა წყალს ,ჩაყრი კარტოფილს და მოხარშავ.
ამ დროს მოშუშე სტაფილო+ხახვი(კარაქში,ან ზეთში),ჩაყარე დაჭრილი პამიდორი და 3-4 წუთში გამორთე.
კარტოფილი ხორც კი მზად იქნება ჩაყარე დაჭრილი ბოსტნეული+ სოსისიც.
5 წუთის(დუღილის მერე)მერე მოშუშული სტაფილო ჩაუშვი.
დაჭერი ცოტა კამა,დაამატე სავი პილპილი+მარილი,გაუსინჯე გემო და მზად არის .
ჩემი რჩევა,მარილის მაგივრად ბულიონს ვხმარობ (ქათმის ან ბოსტნეულის) ,,როლტონის,,ან ,,გალინა ბლანკას,,,თუ ,,ვეგეტა,, მოგეპოვება უკეთესია.

აუცილებლად არაჟნით მიირთვი
პ.ს. გადმოვაკოპირე ეს რეცეპტი,ხორხეს უწერდი smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: SeNioRiTa* 7 Dec 2009, 00:34
Encantador
უნდა ვცადო შენი რეცეპტი. ტომატი არ უნდა? თუ უფერო უნდა იყოს? baby.gif

Posted by: n_j 8 Dec 2009, 17:16
rtuli
QUOTE
წვნიანი ბოსტნეულით და სოსისით

ეს უნდა გავაკეტო ეხლა მაგრამ ყაბაყი არ მაქვს, ბულგარულს ვუზამ,ყვავილოვანიც არ მაქვს და ბროკოლს ვუზამ
კამაც არ მქონია რომ დავფიქრდი biggrin.gif
მაინც გავაკეტებ, სოსისი მაქვს რაც მტავარია

Posted by: mariaa 8 Dec 2009, 17:23
n_j
მიყვარს წვნიანები..ამ სუფს მეც გავაკეთებ,რადაგან სოსისით ჯერ არ მიცდია და საინტერესო იქნება smile.gif
ოსპი გამიკეთებია სოსისით(ან სოფლურ სოსისებს რომ ეძახიან,ცხიმებით..ზუსტად არ ვიცი დასახელება ქართულად..)და უხდება..

Posted by: djindjidrinji 8 Dec 2009, 18:15
Breaky
QUOTE
არ აქვთ აქ ეგ


მშვენიერი ლახმაჯუნები აქვთ სუფრაში, პლეხანოვზე! ფიდეც გადასარევია. ვიტირებ ეხლა....

Posted by: n_j 8 Dec 2009, 18:28
უკვე გავაკეთე სუპი
http://www.radikal.ru

ყვავილოვანი ცოტა მქონდა და ბროკოლი დავამატე, ყაბაყი არ მქონდა და ფერადი ბულგარულები ვიხმარე, ასევე დავამატე კიტრის მწნილი ცოტა, ქინძი, ოხრახუში და სვნური მარილი

Posted by: rtuli 8 Dec 2009, 19:18
n_j
QUOTE
უკვე გავაკეთე სუპი

up.gif

როგორ გვანან ჩვენი სოსისები ერთმანეთს biggrin.gif

djindjidrinji
QUOTE
მშვენიერი ლახმაჯუნები

როგორ მიყვარს user.gif
უნდა მოვამზადო სახლშიsmile.gif

Posted by: djindjidrinji 8 Dec 2009, 22:23
rtuli
QUOTE
როგორ მიყვარს 
უნდა მოვამზადო სახლში


აი რა ძალა გადგია თორე ხო biggrin.gif ორშაბათის გარდა ნებისმიერ დღეს შეგილია "ეფად" და გემრიელად მიირთვა "სუფრა"-ში biggrin.gif

Posted by: (c)TG 9 Dec 2009, 02:07
QUOTE
ლახმაჯუნები

ეს რა არის user.gif

Posted by: n_j 9 Dec 2009, 11:33
rtuli
QUOTE
როგორ გვანან ჩვენი სოსისები ერთმანეთს

იგივე ვიყიდე რაც შენ დაწერე, მონადირის
QUOTE
ლახმაჯუნები


ეს რა არის 

მეც მაინტერესებს

Posted by: takahashi 18 Jan 2010, 18:01
სოკოს კრემ-სუპი

250 გ სოკო (შამპინიონები)
1-2 ხახვი
3 სუფ. კოვზი კარაქი
2 სუფ. კოვზი ფქვილი
წყალი 700 მლ
არაჟანი ან ნაღები 300 მლ

საჭიროა 2 ტაფა.

ტაფა N 1

ვჭრით ხახვს და სოკოს და ვშუშავთ 2 სუფ. კოვზ კარაქში თავღია , 15 წუთი.

ტაფა N 2

ვაცხელებთ ტაფას, ვადნობთ 1 სუფ. კოვზ კარაქს და ვაყრით 2 სუფ, კოვზ ფქვილს. როდესაც შეოქროსფრდება ნელ-ნელა ვამატებთ 700 მლ ცხელ წყალს და მუდმივად ვურევთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მთლიადან როცა გაიხსნება, ვადუღებთ 15 წუთი, ისევ მუდმივად მორევით.

___

ტაფა N1 -ს ვამატებთ ტაფა N 2-ში და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. (ცოტა სოკოს გადავდებთ ცალკე)
შემდეგ შევაგრილებთ, ვაბლენდერებთ. დაბლენდერებულ მასა გადაგვაქვს ქვაბში და ვამატებთ მარილს, წიწაკას, გადადებულ სოკოს, 300 მლ არაჟანს ან ნაღებს. ვტოვებთ წამოდუღებამდე.
_
გუშინ გავაკეთე პირველად, ძალიან ადვილია და გემრიელი.
(ცოტა არაჟანი მებევრა გემოზე, კიდევ თუ გავაკეთე 150 გ ვუზამ 300ის მაგივრად.)




* * *
სოკოს კრემ სუპი MIX

დღეს გავაკეთე აქ დადებული სოკოს სუპების რეცეპტების MIX რაღაც უგემრიელესობა გამოვიდა. (ჩემი ზედა რეცეპტი წაშალეთ ეს ჯობია )


300 გრ სოკო (შამპინიონები)
1 სტაფილო
1 დიდი ხახვი
3 საშ. ზომის კარტოფილი
1 კუბიკი სოკოს ბულიონი (გახსნილი 500 მლ წყალში)

კარტოფილს ვხარშავთ ცალკე კუბიკებად.
წვრილად დაჭრილ სოკოს, ხახვს და გახეხილ სტაფილოს ვშუშავთ 3-4 ს. კოვზ კარაქში 20-25 წუთი.
ვაგრილებთ ამ ყველაფერს და ვაბლენდერებთ, გადმოგვაქვს ქვაბში, ვამატებთ მარილს, შავ პილპილს და 500 მლ სოკოს ბულიონს
ვურევთ, წამოვადუღებთ და მზადაა.

+
ძალიან უხდება Garlic Bread.

აქ არ იყიდება მზა, პირდაპირ პურზე წავუსვი კარაქი და ნიორი და შევდე Micro wave 15 wuTi.

ერთად Delicious !

smile.gif




Posted by: Drakula 18 Jan 2010, 21:04
კულინარებო,

ზღვის პროდუქტებისაგან როგორი წვნიანის გაკეთებას მირჩევთ? smile.gif

Posted by: n_j 18 Jan 2010, 22:59
სუპი ტომატით, ცხარე up.gif
------------------------------

Posted by: Ctrl 18 Jan 2010, 23:37
n_j
rtuli
გემრიელი გამოვიდა ეგ სუფი? biggrin.gif უნდა ვცადო ეგება ჩემმა ფხუკიანმა ქმარმა ჭამოს თორე მემგონი ტუალეტის გზა დაავიწყდება მალე

Posted by: rtuli 19 Jan 2010, 00:57
Ctrl
QUOTE
გემრიელი გამოვიდა ეგ სუფი?

ძალიან,თან ხორხემაც მოიმზადა და დაიმსახურა მოწონება yes.gif

Posted by: Princess-coco 19 Jan 2010, 02:03
ჩემი და დააცხრება ამას უყვარს უცნაური რაღაცეების გაკეტება. უმეტესობას ამ ფორუმიდან აკეთებს და უმეტესობა ისეთი გამოდის რომ არ იჭმევა fingal.gif

Posted by: Remk@ 19 Jan 2010, 20:20
ხალხო, ერთი კარგი კულინარული გადაცემა არ გვაქვს ქართველებს.. დილის გადაცემაში გვერდს არ ვგულისხმობ.. სრულფასოვანი რა... ლამაზი და მაგარი..

Posted by: lizofobi 22 Jan 2010, 14:57
ჩემი დორბლდენის და მიოკარდიუმის ინფარქტის გამომწვევებო, ყველის სუპის რეცეპტი მესროლეთ რა user.gif

Posted by: S_H_I_N_Y 5 Feb 2010, 20:13
rtuli

შენ თუ მიშველი user.gif
ძაალიან მიყვარს ბროკოლის სუპი ჩედერით (დაბლენდერებული იყო, ულამაზესი ფერით და არომატით). ხოდა ძალიან მომენატრა და ვიყიდე ბროკოლიც, ჩედერიც და რძეც (წესით ეგეც უნდა ჭირდებოდეს), მაგრამ ამაზე შევჩერდი და როგორ გავაკეთო ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს. ხომ არ იცი ეგეთი სუპის რეცეპტი? აიი, უზომოდ მადლობელი ვიქნები 2kiss.gif

Posted by: rtuli 5 Feb 2010, 22:53
S_H_I_N_Y
QUOTE
შენ თუ მიშველი

smile.gif

QUOTE
ბროკოლის სუპი ჩედერით

ძალიან პიკანტურია+ლამაზი.
დაახლოებით დაგიწერ:
500გრ.ბროკოლი
1 თავი ხახვი
სტაფილო ერთი ცალი
1-2 კარტოფილი
დაახლოებით 1,5 ბულიონი ან წყალი(მე ბულიონს ვანიჭებ უპირატესობას)
200-250 მლ. ნაღები
ყველიც დაახლოებით 200გრ. გახეხილი

სტაფილო გახეხე+ხახვი დაჭერი და მოშუშე.
კარტოფილი კუბიკებათ დაჭერი და ბულიონში ჩაყარე მოსახარშად.
დამარცვლე ბროკოლი და შუა ხარშვაში ჩაუშვი ბულიონში+მოშუშული ბოსტნეულიც+ყველი,ძალიან დაბალ ცეცხლზე გააგრძელე ხარშვა,ასე 15 წუთით.
მზა წვნიანი დააბლენდერე,დააბრუნე ქვაბში+ნაღები დაასხი,შეანელე პილპილით+მარილი+პაპრიკა უხდება,წამოდუღდება თუარა გამორთე.

ძალიან უხდება შემწვარი კრუტონები ოდნავ ნივრით.

Posted by: S_H_I_N_Y 5 Feb 2010, 23:00
rtuli

გაიხარეეე 2kiss.gif
მგონი ეგეთი რაღაც მინდა, ძალიან გავს აღწერით
ხვალ მოგახსენებთ რა გამომივა bis.gif

Posted by: Ctrl 5 Feb 2010, 23:46
rtuli
სოსისის სუპი გემრილეი გამოვიდა... ყველამ ჭამა ბავშვის ჩათვლით bis.gif მადლობა

Posted by: rtuli 5 Feb 2010, 23:50
S_H_I_N_Y
QUOTE
ხვალ მოგახსენებთ რა გამომივა

რომ გიწერდი რეცეპტს ნერწყვები მომადგა,მეც მოვამზადებ ამ დღეებში.
ყველი ცოტა გაუდა დამრჩა+მდნარსაც დავამატებ ,,ვიოლას,,.

Ctrl
QUOTE
ყველამ ჭამა ბავშვის ჩათვლით

ღმერთმა შეგარგოთ!:)

Posted by: bmw-zaza 10 Feb 2010, 18:11
Ctrl
და გემრიელი იყო? ???????????? smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Ctrl 10 Feb 2010, 23:05
bmw-zaza
ყველამ ჭამა და ესეიგი იყო smile.gif ამდენი ერთად ძალით არ შეჭამდენ ამდენი ხათრიც არააქვთ ჩემი smile.gif

Posted by: shumeri 11 Feb 2010, 00:47
rtuli
QUOTE
ძალიან პიკანტურია+ლამაზი.
დაახლოებით დაგიწერ:
500გრ.ბროკოლი
1 თავი ხახვი
სტაფილო ერთი ცალი
1-2 კარტოფილი
დაახლოებით 1,5 ბულიონი ან წყალი(მე ბულიონს ვანიჭებ უპირატესობას)
200-250 მლ. ნაღები
ყველიც დაახლოებით 200გრ. გახეხილი

ყველი მდნარიც უნდა თუ მარტო გაუდა წავა...
და კიდევ, რამდენ პროცენტიანი ნაღები? თუ სულერთია....

Posted by: S_H_I_N_Y 11 Feb 2010, 00:59
shumeri

მე მარტო ჩედერი დავამატე. ნაღები არ მქონდა და რძე დავასხი user.gif
რა ვიცი, ძალიან მეგემრიელა smile.gif
ის მონატრებული გემო მაინც ქონდა chups.gif

Posted by: rtuli 11 Feb 2010, 01:50
shumeri
QUOTE
ყველი მდნარიც უნდა თუ მარტო გაუდა წავა...
და კიდევ, რამდენ პროცენტიანი ნაღები? თუ სულერთია....

ნაღები 20% შევიძინე პატარა 200გრ. და საკმაოდ იაფი ღირდა 1.80 ლარი.
რადგან მდნარი ნაღების ყველი ვიხმარე ნაღები სულ 100მლ. დავასხი.
გაუდის პატარა ნაჭერი მქონა რომელიც წვნიანს დავახეხე სუფრასთან მიტანის წინ smile.gif

ძალიან მოგვწონს მსგავსი წვნიანები smile.gif

აი სურათიც დავდე+ნივრიანი პურიც გამოვაცხე მისაყოლებლად,მოუხდა ძალიან smile.gif
http://forum.ge/?showtopic=34068562&f=&st=795&#entry17883894

Posted by: bmw-zaza 12 Feb 2010, 01:21
Ctrl
QUOTE
ყველამ ჭამა და ესეიგი იყოამდენი ერთად ძალით არ შეჭამდენ ამდენი ხათრიც არააქვთ ჩემი

ანუ გარისკვა ღირს იმედია არ ვინანებ biggrin.gif

Posted by: ხორხე 14 Feb 2010, 10:17
მერე ყველაფერი აზრს დაკარგავს biggrin.gif

2kiss.gif

Posted by: natasha21 14 Feb 2010, 11:02
ესეიგი ეგ არი ხორცი კანჭის, ძვლიანი. გარეცხავ ცივ წყალში, აგდებ ცივ წყალში (დიდი რაოდენობიტ) უნდა მოიხარშოს ძალიან კარგად..შეგიძლია არტალა ამოიღო, ჩააგდო ხახვი მტლიანი (უფრო კაია) ან დაჭრილი თუ ეგრე გიყვარს, 2-3 კარტოფილი მთლიანად ან 2-3ად გაჭრილი. ნიახური, ოხრახუში და და მოიხარშება. ჩააგდებ ამ ნახარშში არტალას ისევ და წამოადუღებ ისევ. მარილი გემოვნებით (წიწაკას არ უშვებიან მარა თუ გიყვარს კატლეტების მოყვარულო, შეგიძლია ეგეც მოაყარო)smile.gif))))

Posted by: rtuli 14 Feb 2010, 11:14

ხორხე
QUOTE
მერე ყველაფერი აზრს დაკარგავს

იმედი მაქვს არდაგიგვიანე პასუხი smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33695603&f=&st=975&#entry17059100

Posted by: natasha21 14 Feb 2010, 11:43
rtuli
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ნამდვილ ქართულ არტალას სუპს, არავითარ შეთხვევაში, არ უნდა ბულგარული და სტაფილო, დაჟე, კარტოფილიც კი მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაამატეს. დაფნის ფოთოლი კი ხარშვისას დამავიწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ნიორზე გიჯდებიან და ხასი წარმოუდგენელია ნივრის გარეშე, არტალას სუპს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უქნათ ნიორი.
ბოდიში, ოფტოპიკისთვის. user.gif

P.ს თქვენს მიერ დადებულ რეცეპტებზე და სურათებზე ვაფანატებ user.gif და უდიდეს პატივს გცემთ.

Posted by: rtuli 14 Feb 2010, 13:59
natasha21
QUOTE
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრა

სრულიად გეტანხმებით yes.gif

QUOTE
თქვენს მიერ დადებულ რეცეპტებზე

ჩემი არ არის მხოლოდ გადმოვაკოპირე.
ჩავტვალე რომ იმპროვიზირებულ ვერსიაზე გადაეხედა ხორხეს,რავიცი ცოტა ნეპრედსკაზუემი ტიპია და მოეწონებოდა ,,ნავაროტკიანი ნოუ ხაო რეცეპტი,,biggrin.gif

QUOTE
უდიდეს პატივს გცემთ.

მადლობთ 2kiss.gif

Posted by: ხორხე 14 Feb 2010, 14:04
rtuli
QUOTE
იმედი მაქვს არდაგიგვიანე პასუხი

ხორცი იხარშება უკვე biggrin.gif


დანარჩენს ვმოქმედებ ინსტრუქციის მიხედვით biggrin.gif


* * *
აუ ეს რა იყო



საშინლად გემრიელი, აი უძალიანესად
biggrin.gif


ამაყი ვარ


უბრალოდ 3 საათს ვხარშავდი mo.gif

Posted by: WALLON 14 Feb 2010, 22:46
natasha21
QUOTE
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ნამდვილ ქართულ არტალას სუპს, არავითარ შეთხვევაში, არ უნდა ბულგარული და სტაფილო, დაჟე, კარტოფილიც კი მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაამატეს

yes.gif
ხორცის წვნიანის მაგით გაფუჭება შეიძლება?!
მალე ხაშშიც სტაფილოს უზამენ ამ რუსული საიტების გადამკიდე
რუსებივით როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა პირისგემო გაიფუჭო biggrin.gif

Posted by: ხორხე 14 Feb 2010, 23:00
თქვენი მიკვირს

მახუხს რატო არ აკეთებთ კვირაში ორჯერ მინიმუმ


ქართულია ეგეც

Posted by: gabarzgaleba 14 Feb 2010, 23:32
WALLON
natasha21
QUOTE
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ნამდვილ ქართულ არტალას სუპს, არავითარ შეთხვევაში, არ უნდა ბულგარული და სტაფილო, დაჟე, კარტოფილიც კი მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაამატეს

yes.gif ხორცის წვნიანის მაგით გაფუჭება შეიძლება?! მალე ხაშშიც სტაფილოს უზამენ ამ რუსული საიტების გადამკიდე რუსებივით როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა პირისგემო გაიფუჭო biggrin.gif


მეც ცუდად ვხდები როცა ვუყურებ, უხაში რო 2-3 კილო კარტოფილს ჩაანთქლევენ ხოლმე.

ხორხე
QUOTE
თქვენი მიკვირს

მახუხს რატო არ აკეთებთ კვირაში ორჯერ მინიმუმ

ქართულია ეგეც


არადა გადასარევი რეცეპტი მაქვს, მაგრამ ბლოგზე ვერ ვაგდებ, ფოტო არა მაქვს მახუხის (მახოხის). ერთხელაც, ავიწყვიტავ ალბათ, გავაკეთებ მახუხსა და ფოტოსაც გადავუღებ biggrin.gif

ჩვენი 2–3 წლის წინადელი საუბარი მახსენდება, სადა ბარბარე ჯორჯაძეს მახოხის რეცეპტს ვციტირებდი: "ლიტრანახევარი ქატო ჩაყარეთ ვარცლში, ზედ დაასხით ცხელი წყალი და კარგად ასვრიმეთ, რომ სულ აიფშრუკოს" biggrin.gif

Posted by: ხორხე 14 Feb 2010, 23:39
gabarzgaleba
QUOTE
არადა გადასარევი რეცეპტი მაქვს, მაგრამ ბლოგზე ვერ ვაგდებ, ფოტო არა მაქვს მახუხის (მახოხის). ერთხელაც, ავიწყვიტავ ალბათ, გავაკეთებ მახუხსა და ფოტოსაც გადავუღებ

ჩვენი 2–3 წლის წინადელი საუბარი მახსენდება, სადა ბარბარე ჯორჯაძეს მახოხის რეცეპტს ვციტირებდი: "ლიტრანახევარი ქატო ჩაყარეთ ვარცლში, ზედ დაასხით ცხელი წყალი და კარგად ასვრიმეთ, რომ სულ აიფშრუკოს"

biggrin.gif

ისე დავბერდი ერთი მახოხს ვერ გეახელით რა

Posted by: gabarzgaleba 14 Feb 2010, 23:46
ხორხე
QUOTE
ისე დავბერდი ერთი მახოხს ვერ გეახელით რა


ქატო უნდა ვიშოვოთ სადმე და მერე 4 დღე უნდა მოვიცადოთ. დანარჩენი ტექნიკის საქმეა. ოღონდ მთლად მახოხის იმედად ნუ ვიქნებით, ჰა-ჰა ორ-ორი კოვზი გავქაჩოთ biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 14 Feb 2010, 23:51
gabarzgaleba
QUOTE
ქატო უნდა ვიშოვოთ სადმე

მაგის შოვნა გაგიჭირდა ამხელა ფილარმონია კაცს? tongue.gif breakyმ იცის ქატოს ასავალ-დასავალი
* * *
natasha21
QUOTE
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ნამდვილ ქართულ არტალას სუპს, არავითარ შეთხვევაში, არ უნდა ბულგარული და სტაფილო, დაჟე, კარტოფილიც კი მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაამატეს. დაფნის ფოთოლი კი ხარშვისას დამავიწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ნიორზე გიჯდებიან და ხასი წარმოუდგენელია ნივრის გარეშე, არტალას სუპს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უქნათ ნიორი.

კარტოფილსაც ვამატებ, სტაფილოსაც, ბულგარულსაც, ნიორსაც, დაფნასაც, ნაიხურსაც და, საერთოდ, კულინარიაში არა ვარ ტრადიციების მომხრე - მივესალმები სიახლესა და მრავალფეროვნებას yes.gif smile.gif

Posted by: shumeri 15 Feb 2010, 00:45
natasha21
QUOTE
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ნამდვილ ქართულ არტალას სუპს, არავითარ შეთხვევაში, არ უნდა ბულგარული და სტაფილო, დაჟე, კარტოფილიც კი

გეთანხმებით, მაგრამ ნიორჩაჭრილი კი ძალიან მიყვარს.

Posted by: Peppi 15 Feb 2010, 00:59
shumeri
rtuli
QUOTE
გაუდის პატარა ნაჭერი მქონა რომელიც წვნიანს დავახეხე სუფრასთან მიტანის წინ



რადგან ყველიანი სუფები გიყვართ, ერთ ხრიკს დავწერ -
ყველის გამაგრებული კანი არ გადააგდოთ, წვნიანში ჩააგდეთ მომზადებისას, საოცარ არომატს აძლევს, თან არ დნება შიგ და მერე ადვილად ამოსაღებია.
რომელიღაც ცნობილი მზარეულის გადაცემაში ვუყურე და რომ გავიმეორე - მართლაც კარგი იყო.

Posted by: VARDENI 5 Mar 2010, 15:46
აუ ხალხო ვინმემ სოკოს წვნიანის რეცეპტი დამიდეთ რააა sad.gif( შემოიეხედეში აქვთ ძალიან გემრიელი, თიხის ქოთანში, სოკო და კარტოფილი, ვსო სხვა მეტი არაფერია შიგნით და უგმერიელესიაsmile.gif აუ ძააან მომინდა smile.gif

Posted by: ხორხე 5 Mar 2010, 15:57
gabarzgaleba
QUOTE
ქატო უნდა ვიშოვოთ სადმე და მერე 4 დღე უნდა მოვიცადოთ. დანარჩენი ტექნიკის საქმეა. ოღონდ მთლად მახოხის იმედად ნუ ვიქნებით, ჰა-ჰა ორ-ორი კოვზი გავქაჩოთ biggrin.gif

ცუდი გემო აქ? biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 5 Mar 2010, 16:26
ხორხე
QUOTE
ცუდი გემო აქ? biggrin.gif


როგორც გურიაში იტყვიან, მის უარესს ჯობია biggrin.gif

Posted by: Peppi 5 Mar 2010, 16:40
VARDENI
QUOTE
შემოიეხედეში აქვთ ძალიან გემრიელი, თიხის ქოთანში, სოკო და კარტოფილი, ვსო სხვა მეტი არაფერია შიგნით და უგმერიელესია



ბულიონზე მაინც იქნება დამზადებული, სხვა თვალისთვის შეუმჩნეველი ინგრედიენტები თუ არ აქვს.

პ.ს. ისე, ის ვინც სოკოს სუფს კარტოფილით გააფუჭებს . . "მზარეული უნდა ერქვას, ნეტავ?"

Posted by: VARDENI 5 Mar 2010, 18:26
Peppi
არ ვიცი რას უშვრებიან მაგრამ ზალიან გემრიელი კი არის, ისე სხვატაშორის კარტოფილიც უხდება მიუხედაად იმისა რომ დიდად არ მიყვარს წვნიანში კარტოფილები smile.gif

ისე არავინ იცით კაი სოკსოს სუპის რეცეპტი? sad.gif

Posted by: smilege09 10 Mar 2010, 03:09
ინ ჩაქაფული ვი ტრასტ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: rtuli 27 Mar 2010, 22:02
,,სალიანკა,, ქათმის ხორცით და შებოლილი სოსისით

800 გრ.ქათამი
2-3 ცალი კარტოფილი
1 ცალი სტაფილო
1 თავი ხახვი
3-4 ცალი პამიდორი დამწნილებული
3-4 ცალი კიტრის მწნილი
1 ს.კ.ტომატ. პასტა
4 ს.კ. ქერი(перловая крупа)
250გრ. შებოლილი სოსისი(მაგ. მონადირე)
კამა
მარილი,პილპილი გემოვნებით
დაახლოებით 3,5 ლიტრაზეა გათვლილი

შევდაგათ მოსახარშათ ქათამი.
შევდგათ მოსახარშათ ქერი(перловая крупа),როცა მოიხარსება გადავწუროთ.
მოხარშული ქათამი ამოვიღოთ ,გავაცალოთ ძვლები და დავჭრათ საშვალო ზომაზე.
კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ,მოვხარშოთ.
ამ დროს დავჭრათ ხახვი წვრილად,დავხეხოთ სტაფილო და ერთად მოვშუშოთ.
პამიდვრის მწნილი გავხეხოთ სახეხზე და დავამატოთ სტაფილოს მასას მოსაშუშათ.
ბულიონში ჩაუშვათ დაჭრილი ქათმის ნაჭრები,სტაფილოს მასა და დაჭრილი სოსისები.
გავხეხოთ კიტრის მწნილი სახეხზე და ჩაუშვათ წვნიანში+ტომატ პასტაც+ქერი(перловая крупа).
წამოვადუროთ 5-8 წუთის განმავლობაში,შევანელოთ მარილით და პილპილით.
დავაჭრათ კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მივირთვათ 30 წუთის მერე როცა კარგათ გაუჯდება ყველაფერი smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: rockataka 27 Mar 2010, 22:11
rtuli
QUOTE
სალიანკა,, ქათმის ხორცით და შებოლილი სოსისით

help.gif help.gif help.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2010, 22:17
rockataka
აქ რომ ყოფილიყავი გიშველიდი biggrin.gif

მოამზადე რეკომენდუიუ yes.gif

Posted by: rockataka 27 Mar 2010, 22:21
rtuli
QUOTE
მოამზადე რეკომენდუიუ 

ეხლა შევიხედე მაცივარში და ამის
QUOTE
3-4 ცალი პამიდორი დამწნილებული

გარდა, ყველაფერი ვიპოვე//
უამისოდ, არ გამომივა მასეთი გემრიელი - როგორიც სურათზეა? baby.gif

Posted by: rtuli 27 Mar 2010, 22:28
rockataka
QUOTE
უამისოდ, არ გამომივა მასეთი გემრიელი - როგორიც სურათზეა? 

როგორ არა,ტომატ პასტას 1 კოვზით მეტს დავამატებდი და ეგ არის,თუ ცოტა მეტი სიმჟავე მოგინდება გემოვნებით ,მაშინ ერთი კიტრიც კიდე დაახეხე.
მე მარილის მაგივრად ქათმის ბულიონები(ანუ მშრალი ფხვნილის სახით) დავამატე,ჩვენი ქათამი არვარგა საბულიონოდ 5 წუთში იხარშება და ძლიერი ბულიონი არ გამოდის.

Posted by: rockataka 27 Mar 2010, 22:42
rtuli
QUOTE
ქათმის ბულიონები

უხხ... რომ იცოდე, რამდენი მაქვს tongue.gif თან, ნაირნაირები smile.gif
აუცილებლად გავაკეთებ tan.gif
* * *
პ.ს. სურათს მოგპარავ მაგ სუპისას smile.gif
მერე მე როცა გავაკეთებ, დაგიბრუნებ yes.gif gigi.gif

Posted by: Fenix Fire Bird 15 Apr 2010, 16:46
კარგი წვნიანი კერძი ჩემი სუსტი წერტილია love.gif

დღეს ვაპირებ მოვამზადო სოკოს სუპი ....

ჭირდება: სოკო, სტაფილო, ქინძი, კამა, ხახვი.


Posted by: djindjidrinji 15 Apr 2010, 17:30
Fenix Fire Bird
QUOTE
ჭირდება: სოკო, სტაფილო, ქინძი, კამა, ხახვი.


ქინძი ამოაგდე და მის მაგივრად ზირა ჩასვი. ცოტა ქერი (პერლოვკა). ბეკონი თუ გაქვს, ეგეც.

Posted by: Ctrl 15 Apr 2010, 17:34
პიტნის სუპის ნამდვილი რეცეპტი იცით ვინმემ?

მე ესე|თი ვიცი და გემრიელია : ცოტა ხახვს მრგვალებად (წვრილად დაჭრილი არ უხდება) დაწრილს ცოტა ზეთში მოშუშავთ რო დარბილდეს , დაასხავთ წყალს და ადურებტ რამდენიმე წუთი, ოდნავ სისქის მისაცემად 1 კოვზ მანი (მანი ფაფას რომ ეძახიან ხოლმე არ ვიცი ზუსტად რა ქვია) ჩაყრით დ ანელენალ მოურევთ როარ აიკმურტლოს, ადურებთ ისევ რამდენიემ წუთი და ჩააყრით წვრილად დაჭრილ პიტნას. მორცა. მე თეფშში ვირი ყველი ნაჭრებს და ამ სუფს ზედ ვასხამ. ამ ყველის გამო სუფში მარილს ან ძაან ცოტას ვყრი ან არ ვყრი საერთოდ , იწელება ყველი გემრილად და პიტნის არომატს უხდება. როგორც ვიცი მერე შეიება დაბლენდრება და ნაღებიტ შესქელება მარა ემ არ მიყვარს

Posted by: TaTa_TaTuLi 15 Apr 2010, 21:01
შაბათს ან კვირას მაწვნის სუფს გავაკეთებ რძით და ტარხუნით

ვგიჟდები, ისე მიყვარს

უუუუF, როგორ მიყვარს bis.gif

Posted by: UK_addicted 15 Apr 2010, 21:19
TaTa_TaTuLi
ამის რეცეპტს ხომ ვერ დაწერდით

Posted by: TaTa_TaTuLi 15 Apr 2010, 21:48
UK_addicted

მასალა: მაწონი, სუნელები (უცხო, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი), ცოტა ფქვილი, ათქვეფილი კვერცხი,მოთუშული ხახვი.

ეს ყველაფერი თანდათანობით შეურიე ერთმანეთში და ნელნელა დაამატე ნელთბილ რძეს, სულ რევა უნდა რძე რომ არ აიჭრას.

ბოლოს დაჭრილი ტარხუნა. ძალიან მაგარია, უგემრიელესია.



Posted by: Anie 15 Apr 2010, 22:18
მჟაუნის სუპი როგორ კეთდება PLZ მასწავლეთ sad.gif

Posted by: volli35 15 Apr 2010, 22:32
Anie
ხორცი 1 კგ, მწვანე ხახვი4-5 ცალი, ხახვი2-3 ცალი საშუალო ზომა, მჟაუნა 4 კონა, კარტოფილი 3-4 საშუალო ზომის, სტაფილო 1 ცალი (წესით და კანონით არ უნდა, მაგრამ ჩვენ მოგვწონს), კამა 1 პატარა კონა, ოხრახუში 1 პატარა კონა, მაგრად მოხარშული კვერცხი 4-5 ცალი.

ხორცს დაჭრი, ცოტა წყალს დაასხავ და მოთუშავ, დააყრი წვრილად დაჭრილ ორივე ხახვს, თხლად დაჭრილ კარტოფილს (სასურველია კარტოფილი ჩაიშალოს)და სტაფილოს, ცოტა ხანში დაამატებ ბევრ მჟაუნას. მჟაუნაც რომ ჩაითუშება დაახსავ მდუღარე წყალს და დააცდი საბოლოო მოხარშვამდე. თუ არ იქნება საკმარისად მომჟაო გემოსი შეგიძლია დაამატო ტყემლის საწებელა. მარილი გემოვნებით. წესით კვერცხი უნდა დაჭრა წვრილად და ცალკე თეფშით დადო, მსურველი თვითონ ჩაიყრის სუპში, მაგრამ მე კვერცხს პირდაპირ ვუმატებ სუპს ბოლოს როცა სულ მომზადდება, ჩვენს ოჯახს კვერცხი უკვარს ძლიერ და არავის არ აქვს პრეტენზია. ნუ სურვილის მიხედვით ასევე შეგიძლიათ დაიმატოთ თეფშსი არაჟანი

Bon Appetite

Posted by: TaTa_TaTuLi 15 Apr 2010, 22:32
Anie

მოხარშე კარტოფილი ან წყალი შეასქელე ცოტა ფქვილით, დაუმატე მოთუშული ხახვი და გათქვეფილი კვერცხი.

ცოტას რომ იდუღებს, ჩაუშვი მსხვილად დაჭრილი მჟაუნა, შეიძლება ცოტა ისპანახის დამატებაც, თუ ძალიან მჟავე არ გიყვარს. ბოლოს კი ოხრახუში და ქინძი.

Posted by: volli35 15 Apr 2010, 22:37
TaTa_TaTuLi
QUOTE
მოხარშე კარტოფილი ან წყალი შეასქელე ცოტა ფქვილით, დაუმატე მოთუშული ხახვი და გათქვეფილი კვერცხი.

ცოტას რომ იდუღებს, ჩაუშვი მსხვილად დაჭრილი მჟაუნა, შეიძლება ცოტა ისპანახის დამატებაც, თუ ძალიან მჟავე არ გიყვარს. ბოლოს კი ოხრახუში და ქინძი.

no.gif no.gif


Posted by: TaTa_TaTuLi 15 Apr 2010, 22:44
volli35

მე ხორცს საერთოდ არ ვჭამ და, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცოდი, ხორცითაც თუ კეთდებოდა smile.gif

სტაფილოს კი მოვსინჯავ აუცილებლად. ივარგებს უხორცოდ?

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 00:10
Anie
QUOTE
მჟაუნის სუპი როგორ კეთდება PLZ მასწავლეთ



აი, გემრიელი მწვანე ბორშის, ანუ მჟაუნის წვნიანის რეცეპტი http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=184. .
ჩემი უკრაინელი დედამთილი ამზადებს, ძალიან გემრიელია,

TaTa_TaTuLi
QUOTE
მე ხორცს საერთოდ არ ვჭამ და, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცოდი, ხორცითაც თუ კეთდებოდ


აი, უხორცო ვარიანტი, http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=182, შენ კვერცხი დაამატეsmile.gif

მჟუანა შეიცავს ძალიან ბევრ მჟავას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თირკმელზე, ამ მჟავის უარყოფითობას ანეიტრალებს რძე ან არაჟანი, ამიტომ მიირთვით არაჟანთან ერთადsmile.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:13
TaTa_TaTuLi
ნუ მაშ იცი რა ქენი???? .... ხორცი გამოტოვე და ისე მოთუშე დანარჩენი ყველაფერი .... ანუ როგორც დავწერე და ხარშვის პროცესში ჩაამატე რამე ცხიმი .... ისე უბრალოდ ჩააგდე რა ..... ნუ მე გამისინჯავს და ვიცი როგ საშინელ სუნს და გემოს არ ტოვებს (აი როგორც ბავშვობაში საბავშვო ბაღის სუპები ყარდა) სოიოს ერბო რომაა აFტაბი ..... ნახავ უმაგრესი იქნება ..... და ნუ თუ გინდა კიდე შეგიძლია გალინა ბლანკას კუბიკი დაუმატო .... მერწმუნე ისიამოვნებ კოკისპირულად ....

QUOTE
წყალი შეასქელე ცოტა ფქვილით და გათქვეფილი კვერცხი.

აი ეს კიდე ჩიხირთმის ამბავია და არანაირად მჟაუნას ან რომელიმე სხვა სუპის

Posted by: rtuli 16 Apr 2010, 00:17
Anie
QUOTE
მჟაუნის სუპი როგორ კეთდება PLZ მასწავლეთ 

ჩემებურ ვარიანტს შემოგთავაზებ
http://forum.ge/?showtopic=33695832&f=&st=285&#entry11817672

მეორენაირად ჩვეულებრივს ვამზადებ ოღონდ,ტუშონკის დამატებით.

Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:18
Peppi
QUOTE
აი, გემრიელი მწვანე ბორშის, ანუ მჟაუნის წვნიანის რეცეპტი მჟაუნის სუპი. .

განვიხილე შენი დედამთილის რეცეპტი ..... ყველაფერში ბეთანხმები ერთის გარდა ..... არ არის საჭირო ზეთში ან კარაქში მოთუშვა ..... ნუ აი უძლიერესი რუსი პოვრებისგან ვიცი, ვისწავლე და მეც ვეთანხმები. და საერთოდ სუპში მიუღებელია მოთუშული ხახვის ჩამატება (რასაც მეც ვეთანხმები 10000%) .....

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 00:39
volli35
QUOTE
, ვისწავლე და მეც ვეთანხმები. და საერთოდ სუპში მიუღებელია მოთუშული ხახვის ჩამატება (რასაც მეც ვეთანხმები 10000%) .....

და რატომ იქნებ ახსნა?

თვითონ და მისი მზარეული სულ ასე აკეთებენ, როცა ხორციან ბორშს ან სუფს აკეთებენ . , , ვერ გადავარწმუნებ, ეგ კი ვიციsmile.gif


პ.ს. მე ხოლმე ბულიონში ვთუშავ, მაგრამ ერთ კოვზ კარაქვს ნამდვილად ვამატებ . . ევროპელი კულინარები ამ მეთოდს იყენებენ წარმატებულად.

Posted by: volli35 16 Apr 2010, 00:45
Peppi
QUOTE
და რატომ იქნებ ახსნა?

QUOTE
მე ხოლმე ბულიონში ვთუშავ, მაგრამ ერთ კოვზ კარაქვს

აი პასუხიც .... მაგრამ კარაქის გარეშე ...... და ისე ვისაც ხახვის ჭამა არ უყვარს მაგრამ რადგან ეს სუპისთვის აუცილებელია შეუძლია მჟაუნაში მთლიანი ჩააგდოს ხახვი და მერე ამოიღოს როცა მოიხარშება, მწვანე ხახვი კი მწვანილებთან ერთად მოთუშ-მოხარშოს ....
QUOTE
ევროპელი კულინარები ამ მეთოდს იყენებენ წარმატებულად.

დიდ პატივს ვცემ ევროპელებს, და საერთოდ ყველას, მაგრამ ნუ სუპი რუსულია და უნდა ვენდოთ

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 00:58
volli35
QUOTE
მაგრამ ნუ სუპი რუსულია და უნდა ვენდოთ

დიდი ბოდიში, მაგრამ აი, ძალიან, ძალიან ცდები . .

ეხლა არ მითხრა ბორშზეც - რუსულიაოsmile.gif
სალიანკა, უხა, აკროშკა და ა.შ. კი ბატონო, მაგათიაsmile.gif


ევროპაში და აზიაში, თურქულ და საერთოდ, მუსულმანურ სამყაროში იმდენნაირი და ისეთი გემრიელი წვნიანები აქვთ, ანუ, სუპი, მეტი არ შეიძლება smile.gif



Posted by: volli35 16 Apr 2010, 01:12
Peppi
მე ბორშს და საერთოდ უკრაინას არ შევეხე ..... მაგრამ კარაქი და ზეთი მაინც მიუღებელია წვნიანში ... ასევე ბორშშიც

yes.gif rolleyes.gif

Posted by: Peppi 16 Apr 2010, 01:26
volli35
smile.gif იმედია მშვიდობიანად ვიკამათეთ, არ მიყვარს ფორუმზე გაუგებრობებში მოყოლა, თუნდაც მე ვიწყებდეsmile.gif
ისე, მიყვარს აზიური წვნიანები, რომ უცებ "უკიდეგანოდ" ავღშფოთდი და მომშივდა,..

ამ თემაზე - დღეს წიგნი ჩამომივიდა, 200 საუკეთესო სუპი, ერთ სული მაქვს, როდის გამოვცდიsmile.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 01:31
Peppi
QUOTE
იმედია მშვიდობიანად ვიკამათეთ, არ მიყვარს ფორუმზე გაუგებრობებში მოყოლა, თუნდაც მე ვიწყებდე


2kiss.gif კამათიც ეგაა რომ არის ყოველთვის მშვიდობიანი ...... აბა რაააააააა .....დანარჩენი ყველაფერი ომია

QUOTE
ისე, მიყვარს აზიური წვნიანები, რომ უცებ "უკიდეგანოდ" ავღშფოთდი და მომშივდა,..

მესმის შენი საუკეთესოდ, თუმცა მე რუსული სუპები მხიბლავს და სხვა არაფერი .... ნუ ბორშზე აღარც ვსაუბრობ ეგაა თავი-და თავი სიამოვნებისა .....

ააზიურზე ვერ გეტყვი რადგან არ დამიგემოვნებია ....... მაგრამ იტალიაში ვერანაირად ვერ მოვიწონე სუპები ...... ამ დროს იტალია მიყვარს ყველა ბრუნვაში

Posted by: rockataka 16 Apr 2010, 09:28
volli35
QUOTE
მე რუსული სუპები მხიბლავს და სხვა არაფერი .... ნუ ბორშზე აღარც ვსაუბრობ ეგაა თავი-და თავი სიამოვნებისა .....

ბორშის სამშობლოა >>> უკრაინა<<<

Posted by: Fenix Fire Bird 16 Apr 2010, 10:27
QUOTE (djindjidrinji @ 15 Apr 2010, 17:30 )
Fenix Fire Bird
QUOTE
ჭირდება: სოკო, სტაფილო, ქინძი, კამა, ხახვი.


ქინძი ამოაგდე და მის მაგივრად ზირა ჩასვი. ცოტა ქერი (პერლოვკა). ბეკონი თუ გაქვს, ეგეც.

ტიტუ! რამდენი რაღაც დომებია?! sad.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 10:32
rockataka
QUOTE
ბორშის სამშობლოა >>> უკრაინა<<<

ხო იეს ვიცი და ეგ დავწერე ეგაა სიამოვნების პიკი და არ ვეხები საერთოდ ვისიც არ უნდა იყოს მეთქი ....... ბორშის გამო მწარედ მიყვარს უკრაინა

Posted by: rockataka 16 Apr 2010, 10:34
volli35
QUOTE
ბორშის გამო მწარედ მიყვარს უკრაინა

მე მათი გოგოების გამო chups.gif gigi.gif
სალაც კარგი აქვთ chups.gif

Posted by: Fenix Fire Bird 16 Apr 2010, 11:06
უკრაინული ბორში არასოდეს გამისინჯია. კაია?
* * *
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს წვნიანთან დაკავშირებით:
დავაკვირდი ღამე ძილის წინ თუ გეახელით სუპი, ახლად გაკეთებული, ძვლიანი ხორცით გაგემრიელებული, 3 წუთში მაგდებს, ანუ მკვდარივით მაძინებს რაღაც სასიამოვნოდ. თქვენ რას იტყვით, თუ გქონიათ მსგავსი რამ?

Posted by: Anie 16 Apr 2010, 12:29
volli35
TaTa_TaTuLi
Peppi
rtuli



ყველას დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: volli35 16 Apr 2010, 12:41
rockataka
QUOTE
მე მათი გოგოების გამო

გოგოები შენთვის მიჩუქნია ყველა ...... biggrin.gif chups.gif chups.gif
QUOTE
სალაც კარგი აქვთ

ხოოო სალაც არაერთხელ დამიგემოვნებია .... და სულაც არ აქვს ქონის გემო და რაღაც ისეთი .... არის განუმეორებელი გემოსი ... ანუ მე ვბაასობ უკრაინიდან ჩამოტანილ სალაზე და არა აქ შეძენილზე ..... აქაურიც არაა ხელწამოსაკრავი მაგრამ ის სულ სხვაა ...

Posted by: tikunia-teiko 18 Apr 2010, 01:54
გოგოებო, ხომ არ იცით გოგრის სუპი როგორ გავაკეთო?

Posted by: S_H_I_N_Y 18 Apr 2010, 09:34
Peppi
QUOTE
ამ თემაზე - დღეს წიგნი ჩამომივიდა, 200 საუკეთესო სუპი, ერთ სული მაქვს, როდის გამოვცდიsmile.gif


ჩვენო იდეების გენერატორო, მეც მიშველე რაა. აი, ეგ წიგნი რომ ახსენე ძალიან მაინტერესებს და გამოიწერე? თუ გამოიწერე იქნებ ლინკი მომცე მეც მინდა რომ შევიძინო. გამოცდას აპირებ და შენი აზრიც ძალიან მაინტერესებს როგორ მოგეწონება რეცეპტები smile.gif წვნიანებზე მაინტერესებს ყველაფერი, განსაკუთრებით კრემ სუპებზე, კარგ რეცეპტებს ვარჩევ chups.gif
2kiss.gif

Posted by: Solveig 18 Apr 2010, 14:16
Fenix Fire Bird
QUOTE
უკრაინული ბორში არასოდეს გამისინჯია. კაია?

რომელი ბორში, დააკონკრეტე, თორემ უკრაინული ბორში ძალიან ბევრნაირია smile.gif))

Posted by: nanana 18 Apr 2010, 21:25
Fenix Fire Bird
QUOTE
უკრაინული ბორში არასოდეს გამისინჯია. კაია?


მე გავსინჯე რამოდენიმე დღის წინ და არ მომეწონა. ხორციანი ბორში, სოკოთი და ლობიოთი.

Posted by: Solveig 19 Apr 2010, 03:05
nanana
ლობიოიანი არც მე მიყვარს.

თუ ლობიოსთან ერთად ქათმის კუჭები აქვს, ეგ საერთოდ...


მე ყველაზე მეტად მომწონს წითელი ბორში, ბლომად კამით და არაჟანმოსხმული.


მწვანე ბორშიც (მჟაუნითა და კვერცხით)ძალიან პოპულარულია, მაგარმ მე დიდად არ ვგიჟდები.

Posted by: rockataka 19 Apr 2010, 08:19
nanana
Solveig
თქვენ საზაფხულო ბორში თუ გაგისინჯიათ? ბურახით და რამე? აკროშკას ეძახიან..
ან ცივი ბორში, ხალადნიკს ეძახიან...

Posted by: Fenix Fire Bird 19 Apr 2010, 09:10
Solveig
QUOTE
რომელი ბორში, დააკონკრეტე, თორემ უკრაინული ბორში ძალიან ბევრნაირია


ბევრნაირია??? რა საინტერესოა.
დაკონკრეტებით ვერ დავაკონკრეტებ რადგან არ გამისინჯია sad.gif იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს გავსინჯავ smile.gif

Posted by: nanana 19 Apr 2010, 15:54
rockataka
QUOTE
თქვენ საზაფხულო ბორში თუ გაგისინჯიათ? ბურახით და რამე? აკროშკას ეძახიან..
ან ცივი ბორში, ხალადნიკს ეძახიან...


კი ეგ მიყვარს

Posted by: Ctrl 19 Apr 2010, 15:59
ჩემი პიტნის სუპი ყველამ დააიგნორეთ ხო? არავსი არ სჯერა რო ეგ გემრიელი შეიძლებ აიყოს biggrin.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 19 Apr 2010, 20:18
Ctrl
QUOTE
ჩემი პიტნის სუპი ყველამ დააიგნორეთ ხო? არავსი არ სჯერა რო ეგ გემრიელი შეიძლებ აიყოს 


რას ამბობ, საგანგებოდ ვაპირებ გაკეთებას და თავის მოწონებას baby.gif

ასეთ რაღაცეებზე ვგიჟდები.

ხორცს მაინც არ ვჭამ და ჩათვალე, რომ, ჩემი მენიუს გამრავალფეროვნებაში შენი წვლილიც იქნება 2kiss.gif

Posted by: vizebi minda 19 Apr 2010, 21:39
რამე კარგი მომჟავო წვნიანი მირჩიეთ რა სახელდახელოდ რო გავაკეთო


baby.gif

Posted by: volli35 19 Apr 2010, 22:16
QUOTE
რამე კარგი მომჟავო წვნიანი მირჩიეთ

ისევ და ისევ მჟაუნას სუპი ..... თან ეხლაა სეზონის გახსნა

Posted by: vizebi minda 19 Apr 2010, 22:27
QUOTE (volli35 @ 19 Apr 2010, 22:16 )
QUOTE
რამე კარგი მომჟავო წვნიანი მირჩიეთ

ისევ და ისევ მჟაუნას სუპი ..... თან ეხლაა სეზონის გახსნა

მადლობა ყურადღებისთვის კიარა ) )

და რა ვუყო ვიყიდო და ჩავყარო მოვხარშო და ვჭამო?

baby.gif

33 გვერდს ნუ გადამაკითხებ ამის რეცეპტის მოსაძებნად ვიცი რომ იქნება, ბარემ სიკეთეს თუ მიშვრები იდეას მომზადების წესიც მოაყოლე

2kiss.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 19 Apr 2010, 22:48
Peppi
volli35

მადლობააა smile.gif smile.gif smile.gif


Posted by: Ctrl 20 Apr 2010, 14:54
volli35
ისე ძაან მიყვარს მჟაუნას სუპი და ამბობენრ ო არარის სასარგებლოო და მატყუებენ? biggrin.gif

TaTa_TaTuLi
მიხარია.. აბა როგორი გამოვა.. ისე მე არ მომწონს ბევრი პიტნით, ძაან მკვეთრი გენმოც არ უხდება, ცოტა ჩაყარე არომატი რო მიცეს წვენს. და ბევრი ხახვი და მანის არ ვარგა ძაან რო გაასქელოს, მე ხანდახან მანსი არც კი ვუშვები, ყველი და პიტნსი არომატიანი წვენი... იფ იფ

Posted by: Peppi 20 Apr 2010, 15:20
Ctrl
QUOTE
პიტნის სუპის ნამდვილი რეცეპტი იცით ვინმემ?

ეს ეხლა ვნახე, რა მარტივია, ასე მოვამზადებsmile.gif

მე ყველს რძეში და პიტნაშI ვზელ - ძალიან საჩალიჩოა, ას ვარიანტი მომეწონაsmile.gif


* * *
S_H_I_N_Y
QUOTE
აი, ეგ წიგნი რომ ახსენე ძალიან მაინტერესებს და გამოიწერე?

კი, წიგნებს ვიწერ ძირითადად, რადგან ინგლისურ-ენოვანს ვხმარობ, მაღაზიებში კი არ მაქვს დიდი არჩევანი;

ამ წიგნიდან ჯერ უნგრული ჩორბა გავაკეთე, გემრიელი კი არის, რაღაცით "ჩიხირთმის" პრინციპია, მაგრამ ქართული სამზარეულოსთვის არატრადიციული ინგრენიენტები უნდა - თავგამურა ან კოლრაბი, (ნუ თალგამიც წავა, თუმცა, ეს მაინც სხვაა). მთავარი - უნგრული წიწაკის ფხვნილიც.

მე ამაზონიდან ვიწერ, აი, ამ წიგნის ლინკი - http://www.amazon.co.uk/Hamlyn-All-Colour-Cookbook-Soups/dp/0600619354/ref=sr_1_fkmr0_1?ie=UTF8&qid=1271762833&sr=8-1-fkmr0
ისე, რამდენიმე კულინარიული წიგნი (სამზარეულო ინვენტარის გარდა) http://www.perfectcook.org-ზეც გაიცემა პრიზადsmile.gif

ეს კიდევ იმ წვნიანის რეცეპტი რომელიც მოვამზადეsmile.gif

საიტზეც დავდებ ამ რეცეპტს

Posted by: tasikuna-taso 20 Apr 2010, 15:40
QUOTE
ჩემი პიტნის სუპი ყველამ დააიგნორეთ ხო? არავსი არ სჯერა რო ეგ გემრიელი შეიძლებ აიყოს 


სად წერია ამ სუპის რეცეპტი?
დავინტერესდი და ვერ მივაგენი.

Posted by: volli35 20 Apr 2010, 16:59
vizebi minda
QUOTE
33 გვერდს ნუ გადამაკითხებ ამის რეცეპტის მოსაძებნად

ამას როგორ გაკადრებდი აბა .... აქვე იყო და გადმოვაკოპირე

ხორცი 1 კგ, მწვანე ხახვი4-5 ცალი, ხახვი2-3 ცალი საშუალო ზომა, მჟაუნა 4 კონა, კარტოფილი 3-4 საშუალო ზომის, სტაფილო 1 ცალი (წესით და კანონით არ უნდა, მაგრამ ჩვენ მოგვწონს), კამა 1 პატარა კონა, ოხრახუში 1 პატარა კონა, მაგრად მოხარშული კვერცხი 4-5 ცალი.

ხორცს დაჭრი, ცოტა წყალს დაასხავ და მოთუშავ, დააყრი წვრილად დაჭრილ ორივე ხახვს, თხლად დაჭრილ კარტოფილს (სასურველია კარტოფილი ჩაიშალოს)და სტაფილოს, ცოტა ხანში დაამატებ ბევრ მჟაუნას. მჟაუნაც რომ ჩაითუშება დაახსავ მდუღარე წყალს და დააცდი საბოლოო მოხარშვამდე. თუ არ იქნება საკმარისად მომჟაო გემოსი შეგიძლია დაამატო ტყემლის საწებელა. მარილი გემოვნებით. წესით კვერცხი უნდა დაჭრა წვრილად და ცალკე თეფშით დადო, მსურველი თვითონ ჩაიყრის სუპში, მაგრამ მე კვერცხს პირდაპირ ვუმატებ სუპს ბოლოს როცა სულ მომზადდება, ჩვენს ოჯახს კვერცხი უკვარს ძლიერ და არავის არ აქვს პრეტენზია. ნუ სურვილის მიხედვით ასევე შეგიძლიათ დაიმატოთ თეფშსი არაჟანი

Ctrl
ნუ ეხლა არც ისეთი მავნეა ალბათ რადგან მე ცოცხალი ვარ ჯერ კიდე .... მიყვარს ძალიან ძალიან და როგორც კი მჟაუნა შემოდის მაშინვე ვხსნი სეზონს .... ნუ ეხლა ვინაიდან სულ რაღაც 2-3 თვე გრძელდება სეზონი ამიტომ შეიძლება თავს უფლება მისცე და ცოტა "მოიწამლო" ..... ნუ რა ვიცი მე ვაფანატებ

ისე რომ დავფიქრდეთ იმდენ არასასარგებლო რამეს მივირთმევთ რომ ...... ვაიიი ..... ასე რომ ჩვენ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებზე რომ დავჯდეთ ალბათ მაშინ იქნება ცუდად ჩვენი საქმე

Posted by: Ctrl 20 Apr 2010, 17:21
volli35
შენეგათქვი.,. უბრალოდ მაინტერესებდა

Posted by: volli35 20 Apr 2010, 17:32
Ctrl
QUOTE
შენეგათქვი.,. უბრალოდ მაინტერესებდა

ჰოდა ამიტომ ფრთხილად უნდა მივეპაროთ ყველაფერს ..... მე ამ დღეებში წავიმჟაუნებ და იგივეს გირჩევ შენც

Posted by: S_H_I_N_Y 20 Apr 2010, 17:46
Peppi

დიდი მადლობა ლინკისთვისაც და საინტერესო ინფორმაციისთვისაც smile.gif
საქართველოსთვის უცხო პროდუქტები მართლა პრობლემაა.. უუუფ, ამაზე არ მიფიქრია.

Posted by: TaTa_TaTuLi 20 Apr 2010, 18:51
volli35
[/QUOTE]მე ამ დღეებში წავიმჟაუნებ [QUOTE]

კარგი იყო gigi.gif

Ctrl[
მანი არ მიყვარს და, სიმართლე რომ ვთქვა, უამისოდ ვაპირებ მომზადებას smile.gif

ისა და, ეგ გებჟალიას რომ ეძახიან მაგის მსგავსია? ყველიო, პიტნაო, ერთი რძე არ სდომებია ....

და გებჟალიას მომზადების წესი მითხარით ვინმემ ფლზ

თუ სწორად არ ვამბობ სახელს? rolleyes.gif




Posted by: Ctrl 21 Apr 2010, 12:37
TaTa_TaTuLi
არააა ეს წყალწყალა სუპივითააა ძირს ყრია ყბველები და იწელება biggrin.gif სუ კიარ უნდა ამოტენო ყველით, რამდენიც გინდა რა.... პიტნაც ნაკლები უნდა, უფრო წვენია.
გებჟალიას გაჯკეთება არ ვიცი

Posted by: nanana 21 Apr 2010, 18:30
წვნიანი კერძი არ არის, მაგრამ დღეს გავსინჯე ჩებურეკი და კარგი ყოფილა. ბავშვობის მერე არ მქონდა დაჭამი biggrin.gif

ქეითერინგ კომპანია გვყავს ახალი და ქვია "სანსლე" biggrin.gif:D:D:D

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 18:35
nanana
QUOTE
"სანსლე"


სანსლე და ჩაცეცხლე კიდევ . .

სანსლე გისმენთ, სანსლე თქვენს სამსახურში. . აააააა


პ.ს. მარტო მე გამაღიზიანა ამ სახელმა? (რაღაც აგდებულ მიდგომას ვგრძნობ მომხმარებლის მიმართ)

Posted by: Ctrl 21 Apr 2010, 18:36
Peppi
ეგარსი დიღმის ტრასაზე , სასადილოს გავს გარედან, და ზედ მიკრულიაქ დაახლოებით 2, 3 მეტრიანი დიდი კოვზი და დიდი ჩანგალი biggrin.gif აი პრიკოლი ეგარი უნდა ნახო რა

Posted by: nanana 21 Apr 2010, 18:40
Peppi
QUOTE
პ.ს. მარტო მე გამაღიზიანა ამ სახელმა? (რაღაც აგდებულ მიდგომას ვგრძნობ მომხმარებლის მიმართ)



არადა ისეთი ბრენდირებული აქვთ ყველაფერი, როგორც კარგ საკონდიტროში. ეს ზემოთხსენებული ჩებურეკი უზარმაზარ კარგი ხარისხის ქაღალდის პაკეტში იყო გახვეული თან სან-სლე ასე აწერია. ამ ფორუმის გადამკიდე ცოტა სხვა ასოციაციებსაც მიტოვებს მე biggrin.gif sad.gif

Posted by: Peppi 21 Apr 2010, 19:03
Ctrl
nanana

QUOTE
სან-სლე

ააა, ცუდათ ვაარ LOL

კაი "სლე" ფორუმული ტერმინი სულ არ არის . სრულიად საყოველთაოა smile.gif

QUOTE
2, 3 მეტრიანი დიდი კოვზი და დიდი ჩანგალი

ქვემოდან მდუღარე ქვაბი არ მიუხატიათ? OMG

პ.ს. აი, რატო "იგონებენ ველოსიპედს"? ან ვინმე მცოდნე დაიქირავონ, ან ინტერნეტი მაინც არ აქვთ? რომ საიდანმე გასმოიღOნ?
ნუ, ეს ზოგადად ქართულ ბიზნესზე - გოდებაა . .

Posted by: AnonimE 25 Apr 2010, 02:37
გამარჯობათ.

გთხოვთ ვინმემ დამიწერეთ რამე გემრიელი სუფი როგორ გავაკეთო ძალიან მევასება მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა
ანუ.. მინდა ზუსტად რა რამდენი უნდა გავუკეთო და რამდენი ხანი ნუ თქვენ უკეთესად ამიხსნით..

წინასწარ მადლობა! smile.gif

Posted by: sandro1973 28 Apr 2010, 19:53
QUOTE (AnonimE @ 25 Apr 2010, 02:37 )
გამარჯობათ.

გთხოვთ ვინმემ დამიწერეთ რამე გემრიელი სუფი როგორ გავაკეთო ძალიან მევასება მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა
ანუ.. მინდა ზუსტად რა რამდენი უნდა გავუკეთო და რამდენი ხანი ნუ თქვენ უკეთესად ამიხსნით..

წინასწარ მადლობა! smile.gif

1 Xახვი დაჭრილი წვრილად , 2 კბილი ნიორი ასევე წვრილად დაჭერი და 3სუფრის კოვზ ზეთთან ერთად მოხრაკე ქვაბში დაახლოებით 3-4 წუთი ნელ ცეცხლზე(მარილი გემოვნების მიხედვით). შემდეგ 3-4 ნაჭერი ქათმის ხორცი დაამატე და დაასხი 2 ლიტრამდე წყალი ან ბულიონი კუბიკებში . მოუმატე ცეცხლს ადუღებამდე, შემდეგ ქვაბს დაახურა თავსახური და დაუწიე ცეცხლს ისე რომ ნელ ცეცხლზე იდუღოს 10 წუთამდე(ხარშვის დროს მოხადე ქაფი)
ამის შემდეგ ჩაამატე კუბიკებად Dაჭრილი 2-3 კარტოფილი, რგოლებად დაჭრილი 1 სტაფილო, და შეგიძლია დაამატო ნებისმიერი ბოსტნეული დაჭრილი, ოღონდ ძალიან ბევრი არა .
ასევე შეგიზლია დაამატო მაკარონი( ბრინGი ან გრეჩიხა) 15- 20 ერთეული და ხარშე 15 წუთი ნელ ცეცხლზე სანამ მაკარონი არ მოიხარშება. შეგიძლიათ დაამატოთ ძმარი და წიწაკა გემოვნების მიხედვით. ბოლოს დააYარე წვრილად დაჭრილი ქინძი და გამორთე გაზი. გააჩერე 30 წუთი და მიირთვი.

ქატმის ხორცს შეიძლება კანი გააცალო და ძვლებისაგან გაანთავისუფლო. ასევე მომზადების პროცესში სუპს შეიძლება დაამატო რძე ან მაწონი(ერთი ჭიქა) .

სარეთოდ სუპი იხარშება ყოველთვის ადუღებულ წყალში , ნელ ცეცხლზე, თუ რამეს ჩაამატებ ქვაბში წყალი აღარ დუღს და უნდა აუწიოთ ცეცხლს ადუღებამდე და ბოლოს დაუწიოთ ისე, რომ დაბალ ცეცხლზე იდუღოს

Posted by: cesdeba 29 Apr 2010, 10:42
გავაკეთე ესეთი მარტივი და გემრიელი რაღაც:

მოვშუშე ხახვი და სსტაფილო
დავამატე დაჭრილი ბულგარული და გავაგრძელე მოშუშვა.
+ ცოტა ნიორი, ქინძი, ოხრახუში და ტარხუნა.
დავამატე პომიდორი და "ჯორჯიტა"-ში ნაყიდი სოუსი პროვანსალი
დაბალ ცეცხლზე მოიშუშა, და დავასხი წყალი, ჩავაყარე წვრილად დაჭრილი კარტოფილი, ბარდას მარცვლები, დაჭრილი მონადირული ძეხვი, და დარჩენილი მწვანილი ტარხუნას ჩათვლით. შევაზავე სუნელებით. smile.gif

Posted by: Ctrl 29 Apr 2010, 11:52
პომიდვრის წვნიანის გაკეთება იცით ვინმემ? ანუ ესე უნდა გამოიყურებოდეს

Posted by: amapola 7 May 2010, 01:07
ვაიმე,ეს სად მოვხვდი,ხალხნო და ჯამაათნო!დღეიდან ვიხსნი დიასახლისის ,მზარეულის და ოჯახის ქალის საპატიო წოდებას და დარცხვენილი და დამდაბლებული გიკრავთ თავს მიწამდე.
არადა რავა მეგონა,მეც ქე წარმოვადგენ რაცხას-თქვა......
გაიხარეთ თქვენ და თქვენი ქმარ შვილი რომ გახარებულია,რაღად უნდა ამას ლაპარაკი.
100 წელი გეტკეპნოთ ეს დედამიწა და გეკეთებინოთ გემრიელად. wink.gif

Posted by: GT 7 May 2010, 16:00
Рецепты борща

Импрессионизм-Продукты не нарезать, а измельчить в блендере.
Экспрессионизм-Вложить в кастрюлю целую свеклу, через час- полтора – картофель, морковь, лук целиком и целую головку капусты-Варить три часа.
Кубизм-Продукты нарезать кубиками.... იხილე მეტი
Романтизм-При подаче борщ посыпать лепестками розы.
Символизм-Гостям подают в тарелке бумажки с надписями «лук», «свекла», «морковь», «мясо».
Сюрреализм-В готовый борщ влить бутылку водки.
Гиперреализм-Отварить свеклу, картофель-Нарезать лук, капусту, соленые огурцы (можно заменить сельдью)-Смешать, полить растительным маслом.
Фольклорный стиль-На стол ставят корзину с сырыми овощами-Дальше гости все должны сделать сами.
Альтернативное искусство-Сварить борщ не на говяжем бульоне, а скажем, на бульоне из куропаток, головы лосося, копченой утки.
Модернизм-Подать гостям банки с борщевым концентратом.
Соцреализм-Варят борщ из гнилой картошки-Гостям читают лекцию о неуклонном повышении производства продуктов питания по сравнению с 1913 годом и о коренных преимуществах нашего борща перед ихним-Недовольным бьют морды.
Соцреализм-2-Гостей заталкивают в чулан и ставят им речь Брежнева, чтобы заглушить чавканье хозяев-Недовольным бьют морды.
Соцреализм-3-Гостям связывают руки, ставят на стол кастрюлю, от которой идет запах ароматного борща-Гости обязаны наперебой расхваливать наш борщ-Недовольным бьют морды.
Неопримитивизм-Гостей отправляют в магазин за продуктами, затем предоставляют им возможность готовить борщ самостоятельно.
Абстракционизм-Выйти на улицу, нарвать любой травы, что под руку попадется, залить кипятком-Варить 40 минут-Соль, перец по вкусу.
Неоклассицизм-Мясной бульон заменить порошковым, свежие овощи - сушеными.
Концептуализм-В тарелку налить кипятка-Подавать охлажденным.
Гиперконцептуализм-Подать гостям полные тарелки ароматного борща, а ложки спрятать так, чтобы никто не нашел-Сам хозяин извиняется и уходит по срочному делу.
Оп арт-Наливают полную тарелку ароматного борща и показывают ее гостям издали.
Поп арт-Приготовленные для борща овощи залить спиртом и поджечь.
Хеппенинг-После того, как кости с аппетитом поели, продемонстрировать им сваренную в борще кошку-Акция называется «А потом - суп с котом».
Перфоманс: Приглашенных на борщ гостей хозяин и хозяйка встречают в чем мать родила.
Постмодернизм-Гостям разливают воображаемый борщ, и все усиленно делают вид, что его едят-Того, кто воскликнет «Но ведь никакого борща здесь нет!», выгоняют за бескультурье и хулиганство.
Соц-арт-Варят борщ из киви, ананасов, личи, манго, дуро, карамболей, и прочей мушмаллы с фейхуей.

Posted by: ხორხე 7 May 2010, 18:41
ჰაჰაჰაჰაჰა


დაგლიჯა lol.gif

Posted by: ბესიკის26 7 May 2010, 23:35
amapola
QUOTE
ვაიმე,ეს სად მოვხვდი,ხალხნო და ჯამაათნო!დღეიდან ვიხსნი დიასახლისის ,მზარეულის და ოჯახის ქალის საპატიო წოდებას და დარცხვენილი და დამდაბლებული გიკრავთ თავს მიწამდე.
არადა რავა მეგონა,მეც ქე წარმოვადგენ რაცხას-თქვა......
გაიხარეთ თქვენ და თქვენი ქმარ შვილი რომ გახარებულია,რაღად უნდა ამას ლაპარაკი.
100 წელი გეტკეპნოთ ეს დედამიწა და გეკეთებინოთ გემრიელად. 



biggrin.gif biggrin.gif yes.gif yes.gif
სწორად მოხვდი .აქ მართლა კულინარიის ჯადოქრებია თავმოყრილი.შენ მიყე ამათ რჩევა დარიგებებს,ისწავლე და მერე ნახე რაები შეგიძლია თურმე.

Posted by: miau 7 May 2010, 23:40
GT
QUOTE
Рецепты борща


აი, უმაგრესია, ! up.gif

smile.gif

Posted by: rtuli 8 May 2010, 00:17
GT
QUOTE
Соцреализм-2-Гостей заталкивают в чулан и ставят им речь Брежнева, чтобы заглушить чавканье хозяев-Недовольным бьют морды.
Соцреализм-3-Гостям связывают руки, ставят на стол кастрюлю, от которой идет запах ароматного борща-Гости обязаны наперебой расхваливать наш борщ-Недовольным бьют морды.

აააააა lol.gif
QUOTE
Перфоманс: Приглашенных на борщ гостей хозяин и хозяйка встречают в чем мать родила.

ვაიმე ეს წარმოვიდგინე lol.gif lol.gif lol.gif
ნუდისტების სუპერ ბორშ ფარტი ....

Posted by: gabarzgaleba 19 May 2010, 10:44
გუშინ ვაჟაზე, ჩეხურში კაი უხა მივცხე. ორაგულისა, ბლომად ცერეცოთი. იფ რა იყო... მივაყოლე ორი ყლუპი ლუდის არაყი და კაი ჩერნაჰორა, ახალი, ცინცხალი, გემრიელი...

Posted by: amadeus 19 May 2010, 10:45
gabarzgaleba
QUOTE
გუშინ ვაჟაზე, ჩეხურში კაი უხა მივცხე. ორაგულისა, ბლომად ცერეცოთი. იფ რა იყო... მივაყოლე ორი ყლუპი ლუდის არაყი და კაი ჩერნაჰორა, ახალი, ცინცხალი, გემრიელი...

spy.gif

როის მოასწარი? biggrin.gif

Posted by: rockataka 19 May 2010, 10:50
gabarzgaleba
QUOTE
ბლომად ცერეცოთი

ეს რა არის? baby.gif მახსოვს, რომ რაღაც ბალახია, მაგრამ ვერ ვიხსენებ///

Posted by: gabarzgaleba 19 May 2010, 10:59
rockataka
QUOTE
ეს რა არის? baby.gif მახსოვს, რომ რაღაც ბალახია, მაგრამ ვერ ვიხსენებ///


კამა რა smile.gif

amadeus
QUOTE
როის მოასწარი? biggrin.gif


ვპატრულირებდი ჩემს კვადრატში... biggrin.gif

Posted by: amadeus 19 May 2010, 12:18
gabarzgaleba
QUOTE
ვპატრულირებდი ჩემს კვადრატში...

შეიხედე აბა აქ smile.gif

http://forum.vinoge.com/index.php?s=&showtopic=29&view=findpost&p=20245

Posted by: tasikuna-taso 19 May 2010, 13:21
QUOTE
კამა რა


კამა და ცერეცო ერთმანეთს მხოლოდ ვიზუალურად გვანან. არომატი სხვადასხვა აქვთ.

Posted by: gabarzgaleba 19 May 2010, 14:01
amadeus
QUOTE
შეიხედე აბა აქ smile.gif

http://forum.vinoge.com/index.php?s=&showt...indpost&p=20245


არსად დაგეკარგოს ეგ იაღოველური ნახაზები biggrin.gif

tasikuna-taso
QUOTE
კამა და ცერეცო ერთმანეთს მხოლოდ ვიზუალურად გვანან. არომატი სხვადასხვა აქვთ.


მაგაზე დისერტაცია მაქვს დაცული, მეზარება ეხა კამათი biggrin.gif უბრალოდ ასახსნელად უფრო ადვილია ასე smile.gif

Posted by: tasikuna-taso 19 May 2010, 16:04
QUOTE
მაგაზე დისერტაცია მაქვს დაცული, მეზარება ეხა კამათი


რა დისერტაცია და კამათი.

კამა კამაა თავისი მოტკბო გემოთი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაციაშიც.

ცერეცო ცერეცოა და ბევრად განსხვავდება კამისგან.

რა ვიცი, იმერეთში ასეა და ალბათ არ შემეკამათები.

Posted by: amadeus 19 May 2010, 16:28
gabarzgaleba
QUOTE
არსად დაგეკარგოს ეგ იაღოველური ნახაზები

ზატო ბარბარეს ხო აქვს გრაფიკულად აგებული :-)


Posted by: miau 19 May 2010, 17:25
tasikuna-taso
QUOTE
კამა და ცერეცო ერთმანეთს მხოლოდ ვიზუალურად გვანან. არომატი სხვადასხვა აქვთ.


yes.gif თვისებებიც და დანიშნულებაც biggrin.gif
აი, მე კამას და ცერეცეცოს ტოლ კონებს ხანდახან ხოლოდ გემოთი ვარჩევ ხოლმე biggrin.gif არადა, სულ სხვადასხვაა... smile.gif

Posted by: Ctrl 19 May 2010, 17:38
რეცეპტები დაწერეთ რეცეპტები.. გახმა კუჭი

Posted by: tasikuna-taso 20 May 2010, 13:31
QUOTE
თვისებებიც და დანიშნულებაც
აი, მე კამას და ცერეცეცოს ტოლ კონებს ხანდახან ხოლოდ გემოთი ვარჩევ ხოლმე  არადა, სულ სხვადასხვაა... 


გეთანხმები და რატო მოიხსენიებენ ცერეცოს კამად ვერ ვხვდები.

Posted by: Bizzy 11 Jul 2010, 23:22
მაინც ამ ტოპიკში დამეპოსტა გადავწყვიტე..

ანაკომზე ამბობენ საშინელებაა კუჭ-ნაწლავისთვისო და მართალია ნეტა?

არადა სულ ახლახან გავსინჯე და ძააალიან მომეწონა.. იმენა შევჯექი.. დღეში 2-3 პორციას მაინც ვიღებ biggrin.gif biggrin.gif უკვე რამდენიმე კვირაა.. (ეხლა დიეტაზე ვარ და აღარ მიჭამია, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მენატრება ეგაა user.gif )

სახლში სულ აკეთებენ სადილებს და საჭმელებს და მე ანკომს რომ ვჭამ, გიჟდებიან რისთვის ვიკლავთ თავსო, რაღას ვაკეთებთო..

რამე ისეთი ურევია რო მიჩვევას იწვევს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: LuKzza 11 Jul 2010, 23:31
QUOTE
დიეტაზე ვარ და აღარ მიჭამია

ups.gif
პირიქით დიეტაზე უნდა ჭამო ეგ
რა კალორია მაგას აქ
:/

Posted by: Bizzy 11 Jul 2010, 23:33
LuKzza
სპეციალური დიეტაა smile.gif რომლის არანაირად დარღვევა არ შეიძლება, არაფრით ჩანაცვლება.. თევზებით, ბოსტნეულით და მოხარშული ხორცებით..
თორემ კი ვიცი.. 200 თუ 250 კალირიაა პორცია..

Posted by: LuKzza 11 Jul 2010, 23:41
Bizzy
ეგ სხვა 'ბაზარია' biggrin.gif

მეც მიყვარს ანაკომი :}

Posted by: global000 22 Aug 2010, 20:44
აუ ხალხნო მესამე დღეა უკვე ხარჩო მენატრება და მიშველეთ რამე დაწერეთ როგორ კეთდება.... ხორცი უკვე შეუკვეთე, ხვალ ჩამომიტანენ კაი კაი ნაჭრებს, ხოდა ეხლა რეცეპტიც თქვენზეა თორე ცუდათავა კაცი biggrin.gif ხო და კიდე რაც მთავარია ნიგვზიანი (მეგრული) ხარჩო არ მინდა , აი მეორე როა ბრინჟით აი მაგის მუგამი მაქვს ძალიან და თუ თანმიმდევრულ რეცეპტს დამიწერთ მადლობელი ვიქნები...


ხო და კიდე ერთი კითხვა სახლში ვიპოვე კეცი, კაი დიდი მოცულობის სულ ახალია და კეცი როგორ უნდა გამოვიყენო სახლის პირობებში? ანუ კონკრეტულად ის მაინტერესებს გაზზე არ გასკდება?

Posted by: аdministrаtоr 22 Aug 2010, 22:47
აუ მეცმინდა ამ ხარჩოს რეცეპტი, მაგრად მიყვარს და ყოველთვის დუქნებში ვჭამ ხოლმე და იჯოგა გარანტირებუულ მაგრამ მიყვარს და რავუყო biggrin.gif დაწერეთ რა ვინმემ თუ იცის

Posted by: volli35 22 Aug 2010, 22:51
global000
аdministrаtоr
ეგ არის სუპ-ხარჩო .... უგემრიელესი ... კეთდება ცხიმიანი ხორცით+ბრინჯი+მჟავე ტყლაპი .... ვგიჟდები ისე მიყვარს

თუ ესაა მითხრაით და დაგიწერთ რეცეპტს

Posted by: global000 23 Aug 2010, 10:05
volli35

ხო ხო ეგაააა აუ უკვე მეოთხე დღეა მინდა ცუდად ვარ უკვე ლამისაა მივადუკანო სადმე biggrin.gif

Posted by: volli35 23 Aug 2010, 19:08
global000
ესეიგი ჩვენ ესე ვაკეთებთ ....

დაჭრი ხორცს (მიახლოვებით ერტი კილო ... ნუ ცოტა ნაკლები შეიძლება) პატარა ნაჭრებად (გრუძინკა) .... დაასხავ წყალს იმდენს რამდენი ხარჩოც გინდა გამოგივიდეს ..... ქაფს რომ მოიდებს მოხსნი ....
1-2 საშუალო ხახვი დაჭერი წვრილად და ცჰაუშვი ბულიონში .... მერე ტყლაპი (მჟავე) უნდა დაჭრა კუბიკებად (1.5-1.5 სმ-ზე) და ესეც ჩაყარო ..... მოიხარშება ესენი და მერე ჩაყრი გარეცხილ-გასუფთავებულ ბრინჯს (ნახევარ ჭიქაზე მეტი) .... მე ცოტა სქელი მასა რომ გამოდის მიყვარს ამიტომ ცოტა მეტ ბრინჯს ვაკეთებ
დაჭრი წვრილად ქინძს (1კონა) ..... ჩანაყავ 3-4 კბილ ნიორს .... ეს როცა იდუღებს ცოტა ხანი (ანუ თითქმის მზად რომ იქნება ბრინჯი) ჩაამატებ უცხო სუნელს და ხმელ ქინძს, ჩაასხავ საწებელას და მარილ- პილპილს .....

წარმატებები!!!!!

Posted by: jes 20 Nov 2010, 19:21
ნოგვზიანი ხარჩოც დადეთ რაააა...მეგრული...

და გარნირი თუ უნდა ამ ხარჩოს რამე განსაკუთრებული ეგეც მიაწერეთ...

რაც შეიძლება დეტალური რეცეპტი დაიდოს...

პ.ს. დავითარსე ამ ხარჩოზე...

Posted by: Molly_Hartley 25 Nov 2010, 01:04
QUOTE (takahashi @ 18 Jan 2010, 18:01 )
სოკოს კრემ-სუპი

250 გ სოკო (შამპინიონები)
1-2 ხახვი
3 სუფ. კოვზი კარაქი
2 სუფ. კოვზი ფქვილი
წყალი 700 მლ
არაჟანი ან ნაღები 300 მლ

საჭიროა 2 ტაფა.

ტაფა N 1

ვჭრით ხახვს და სოკოს და ვშუშავთ 2 სუფ. კოვზ კარაქში თავღია , 15 წუთი.

ტაფა N 2

ვაცხელებთ ტაფას, ვადნობთ 1 სუფ. კოვზ კარაქს და ვაყრით 2 სუფ, კოვზ ფქვილს. როდესაც შეოქროსფრდება ნელ-ნელა ვამატებთ 700 მლ ცხელ წყალს და მუდმივად ვურევთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. მთლიადან როცა გაიხსნება, ვადუღებთ 15 წუთი, ისევ მუდმივად მორევით.

___

ტაფა N1 -ს ვამატებთ ტაფა N 2-ში და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. (ცოტა სოკოს გადავდებთ ცალკე)
შემდეგ შევაგრილებთ, ვაბლენდერებთ. დაბლენდერებულ მასა გადაგვაქვს ქვაბში და ვამატებთ მარილს, წიწაკას, გადადებულ სოკოს, 300 მლ არაჟანს ან ნაღებს. ვტოვებთ წამოდუღებამდე.
_
გუშინ გავაკეთე პირველად, ძალიან ადვილია და გემრიელი.
(ცოტა არაჟანი მებევრა გემოზე, კიდევ თუ გავაკეთე 150 გ ვუზამ 300ის მაგივრად.)




* * *
სოკოს კრემ სუპი MIX

დღეს გავაკეთე აქ დადებული სოკოს სუპების რეცეპტების MIX რაღაც უგემრიელესობა გამოვიდა. (ჩემი ზედა რეცეპტი წაშალეთ ეს ჯობია )


300 გრ სოკო (შამპინიონები)
1 სტაფილო
1 დიდი ხახვი
3 საშ. ზომის კარტოფილი
1 კუბიკი სოკოს ბულიონი (გახსნილი 500 მლ წყალში)

კარტოფილს ვხარშავთ ცალკე კუბიკებად.
წვრილად დაჭრილ სოკოს, ხახვს და გახეხილ სტაფილოს ვშუშავთ 3-4 ს. კოვზ კარაქში 20-25 წუთი.
ვაგრილებთ ამ ყველაფერს და ვაბლენდერებთ, გადმოგვაქვს ქვაბში, ვამატებთ მარილს, შავ პილპილს და 500 მლ სოკოს ბულიონს
ვურევთ, წამოვადუღებთ და მზადაა.

+
ძალიან უხდება Garlic Bread.

აქ არ იყიდება მზა, პირდაპირ პურზე წავუსვი კარაქი და ნიორი და შევდე Micro wave 15 wuTi.

ერთად Delicious !

smile.gif

ისტერიკაში ჩავვარდი ისე მომინდა, შაბათ-კვირა უეჭველი უნდა გავაკეთო სუპი user.gif
სიმინდი რომ დავუმატო, შეიძლება კონსერვის? gigi.gif

Posted by: tavadze 25 Nov 2010, 01:21
global000
QUOTE
ხო და კიდე ერთი კითხვა სახლში ვიპოვე კეცი, კაი დიდი მოცულობის სულ ახალია და კეცი როგორ უნდა გამოვიყენო სახლის პირობებში? ანუ კონკრეტულად ის მაინტერესებს გაზზე არ გასკდება?

თუ კარგადაა გამომწვარი, არ უნდა გასკდეს, მაგრამ თუ აკლია დანახელავება, მაშინ რა გითხრა... სცადე მაინც - კეცია, უკვდავების წყალი ხომ არა. wink.gif თუ გაგიმართლა, გასიამოვნებს.

Posted by: Peppi 25 Nov 2010, 02:18
jes
QUOTE
ნოგვზიანი ხარჩოც დადეთ რაააა...მეგრული...

ქათმის თუ გაინტერესებს - აქ არის
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=403&Itemid=55

გარნირად მე ღომს ვუმზადებ საქართველოში, უცხოეთში - ბრინჯს... სხვა გარნირი არ ვიცი.

Posted by: amelia 25 Nov 2010, 11:15
მოგესალმებით
გთხოვთ არ დამვორნოთ, თუ სხვა თემაში ვწერ, ჩემი პირველი პოსტია აქ
ძალიან მინდა კარგი ბორშჩის გაკეთება
თვითონ კეთება კი ვიცი მაგრამ
რაღაც არ გამოდის გემრიელი, დედაჩემის ნათქვამით ვაკეთებ, მარა არ არის კაი, არადა რეცეპტითაც ვცადე, მარა sad.gif
რამე განსაკუთრებული ხომ არ იცით?
ან რამე, რასაც უმატებთ ბორშცს, რომ რაღაც გემო მისცეს?
თუ რა ვქნა
მაინცდამაინც ეგ უნდათ ჩემთან სახში და აიჩემა, აუუუ რუსები რომ ამას აკეთებენ ,ისეთი მაინც ვერ არისო
არად უყვარს ძალიან, თან წვნიანი სასარგებლოა მაგისთვის და აქედან მარტო ამას ეტანება
გამაგებინეთ გემუდარებით რას უმატებენ ან როგორ აკეთებენ რუსები ბორშცს, რომ რაღაც სხვანაირი გამოდის?

Posted by: rtuli 25 Nov 2010, 11:27
amelia
QUOTE
გამაგებინეთ გემუდარებით რას უმატებენ ან როგორ აკეთებენ რუსები ბორშცს, რომ რაღაც სხვანაირი გამოდის?

აქ მაქვს ახსნილი და დაწერილი გადაიკითხე smile.gif
სურათიც აქვს დართული yes.gif
ეს პოსტი მარტოხელა ბიჭს დაუწერე ,ასე რომ რაოდენობა ინგრიდიენტების თავად განსაზრვრე.....
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაჭრი 1 დიდი ზომის კარტოფილს,დაასხავ წყალს და შედგავ მოსახარშად...ნუ წყალი 2 ლიტრა ,რადგან მარტო ხარ
დაჭრი წვრილად ხახვს,სტაფილოს გახეხავ,ჭარხალსაც(ყველაზე წითელი იყიდე),ამას დააყრი ტაფაზე და ზეთში მოშუშე(თუ ბულგარული გიყვარს ერთი ცალი დაჭერი და ისიც მოშუშე ბოსტნეულთან ერთად).დაამატე 2 ს.კ. ტომატ პასტა და გამორთე.
დაჭერი კომბოსტო (თუ გაქვს მჟავე კომბოსტო ისიც დაამატე მაშინ ცოცხალ კომბოსტოსტან ერთად სანახევროდ),იმდენი დაჭერი რომ სქელი ბორსი არგამოგივიდეს....ჩაყარე მოხარშულ კარტოფილში,ადუღე 5 წუთი და დაასხი მოშუშული ბოსტნეულის მასა+1 ჩ.კ. შაქარი(ნუ ეს აძლიერებს ტომატის გემოს,სიტკბოს არაძლევს)....
მე ვამატებ კიდე საქონლის ტუშონკას,ძალიან უხდება და სუპერ გემრიელი გამოდის ბორში....
კიდევ ხარშე 5-8 წუთის განმავლობაში,დააყარე ბოლოს წვრილად დაჭრილი 1 კბილი ნიორი და კამა,ერთი წამოდუღდება და გადმოდგი....
მარილი და ცხარე წიწაკა გემოვნებით.
ესეც სურათი ბორშის:
http://forum.ge/?showtopic=34057480&f=&st=1095&#entry17494547

Posted by: amelia 25 Nov 2010, 11:35
rtuli
ძალიან დიდი მადლობა
დღესვე გავაკეთებ

Posted by: rtuli 25 Nov 2010, 11:49
amelia
QUOTE
ძალიან დიდი მადლობა
დღესვე გავაკეთებ

არაფერს...იმედია მოგეწონება smile.gif

Posted by: NinaNoir 25 Nov 2010, 13:30
მე ვაკეთებ ხოლმე ყველის სუპს და მართლა ძალიან გემრიელია.

კარტოფილი უნდა დაჭრა პატარა კუბიკებად, სტაფილო უნდა გახეხო წვრილ სახეხზე, ხახვი უნდა დაჭრა წმინდად და ცოტა ზეთში უნდა მოშუშო, სანამ კარტოფილი დარბილებას არ დაიწყებს.

წყალი უნდა აადუღო და დაასხა მოშუშულ ბოსტნეულს. ცოტა წყალი უნდა დაიტოვო და 1 ცალი მდნარი ყველი ადუღებულ წყალში უნდა გახსნა.
წყალში გახსნილი ყველი უნდა ჩაასხა მთავარ ქვაბში. 2 ცალი სოკოს ბულიონის კუბიკი. შეგიძლიათ ცოცხალი სოკოც უქნათ მოუხდება.

უკვე ბოლოსკენ მწვანილი, ანუ სულ ცოტა ოხრახუსი, რავი მე ცოტა ქინძსაც ვუშვები.
პილპილი, მარილი.

ძალიან ადვილია და მართლა უგემრიელესია

Posted by: matusala_5 4 Dec 2010, 16:11
მოგესალმებით!ვერ ვიპოვე მსგავსი თემა,შეიძლება არსებობს ,მაგრამ...
ბევრი ოჯახის პრობლემაა ,განსაკუთრებით სადაც ბავშვები იზრდება,ბავშვების უმეტესობას არ უყვარს წვნიანი კერძები,არადა მუდმივად მშრალ კვებაზე ყოფნა ორგანისმისთვის არ არის კარგი,არც მე მიყვარდა წვიანები და ვერ ვხვდებოდი რატო მაძალებდნენ,ეხლა კი საბედნიეროდ ყველაფერი შეიცვალა ...
მოკლედ აქ ვისაუბროთ წვნიანი კერძების მნიშვნელობაზე და დავწეროთ ვის რა რეცეპტი შეუძლია შემოგვთავაზოს...
* * *
შეიძლება ვინმეს მოგეწონოთ და გამოგადგეთ ეს იდია:ერთმა ქალმა მასწავლა,ზოგიერთი წვიანი შეიძლება ისე მოვამზადოთ რომ ზეთი(ზეითუნის) და დაჭრილი მწვანილი თებშზე გადმოღების შემდეგ მივცეთ,რადგან ასეთ მდგომარეობაში მაქსიმალურად ნარჩუნდება მათი შემადგენლობა და უფრო სასარგებლოა.....

Posted by: volli35 4 Dec 2010, 16:22
უF ბავშვობიდან ვგიჟდები სუპებზე ....

Posted by: kato-kato777 4 Dec 2010, 21:52
მეც მიყვარს ძალიან,
მაწვნის სუპი მიყვარს განსაკუთრებით love.gif love.gif

Posted by: radiology 4 Dec 2010, 22:36
QUOTE
მაწვნის სუპი მიყვარს განსაკუთრებით

პიტნით love.gif

Posted by: <<დოლორეს>> 5 Dec 2010, 02:38
გოგრის სუფი


მასალად საჭიროა:
მოზრდილი გოგრის ნახევარი,
2 თავი წითელი ხახვი,
2 კბილი ნიორი,
ერთი კონა ნიახური ან დიდი ნიახურის ორი ღერო,
2 საშუალო ზომის სტაფილო


მომზადება:

დავჭრათ ხახვი,ნიახური,ნიორი,სტაფილო.
ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და ჩავყაროთ ხახვი,ნიახურთან ერთად.ცოტა ცანი მოვშუშოდ და ცავაყოლოთ სტაფილოც და ნიორიც.დავამატოთ მარილი,წიწაკა დანვაგრძოთ შუშვა დაბალ ცეცხზლე.

გოგრას გამოვაცალოთ შიგა რბილი გული,გავასუფთავოთ და დავჭრათ გოგრა მომცრო ნაჭრებად(მოზრდილ კუბიკებად).
დაჭრილი გოგრა ჩავუშვათ ბოსტნეულიან ქვაბში და დავასხათ 2 ლიტრი ქათმის ბულიონი.
დავდგათ ქურაზე და ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე სანამ გოგრა კარგად არ ჩაიხარშება.

მზად როცა იქნება ოდნავ სევაგრილოთ და ქვაბშივე კარგად გავხსნათ აი ამითი,ქართულად რა ქვია ზუსტად არ ვიცი.

http://pix.ge/

კარგად რომ გაიხსნება გავსინჯოთ გემოვნების მიხედვით საჭიროებს თუ არა მარილის ან სავი პილპილის დამატებას.

http://pix.ge/








ბარდის სუფი



საჭირო ინგრედიენტები:

ბარდა(მარცვალი) 250გრ.
ნახ.ლიტრი წყალი
ნახევარი თავი თეთრი ხახვი
150 გრამი კარაქი
ლორი 10 გრამი
მარილი



მომზადება:

დავჭრათ ხახვი და უკვე ქვაბში გამდნარ კარაქში მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.დავამატოთ ბარდის მარცვლები,ვშუშოთ ცოტა ხანი.
დავასხათ ნახევარი ლირტი წყალი,მარილი დავაყაროთ და ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში.
როცა მზად იქნება გადმოვტანოთ სხვა ჭურჭელში სადაც მიქსერით(რომლის ფოტოც ზემოთ დავდე) კარგად ავთქვიფოთ.გავწუროთ წვრილ ნახვრეტებიან საწურში,აი ასეთში მაგალითად:

http://pix.ge/


თეფშზე მისართმევად ამოღებულ სუფზე ზემოდან/შუაგულში მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ლორი.

http://pix.ge/

Posted by: ninoma 5 Dec 2010, 03:36

ჩემი ნაცნობი(მოსკოველი რუსი) ამზადებს ძალიან გემრიელ წვნიანებს.
არც მოდაღულ ხახვს ამატებს, არც ბურღულეულს.
ცალკე ხარშავს ბრინჯს.
წვნიანის თეფშზე ამოღების შემდეგ ამატებს ამ ბრინჯს და ცალკე მოაქვს დაჭრილი მწვანილი.
ცარიელ ბულიონს(თევზის, ხორცის) რას ამატებს, ასეთი გემრიელი რომ გამოდის, ვერაფრით ვათქმევინე, საიდუმლოაო.
არადა როგორ არ მიყვარს ასე რომ იციან. მე რასაც მეკითხება ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი. ჩემმა მეუღლემ ასეთი დასკვნა გამოიტანა, მარტო ეგ გამოსდის გემრიელი და მაგასაც შენ ხომ არ გაგიზიარებსო.

Posted by: matusala_5 5 Dec 2010, 11:42
radiology
QUOTE
QUOTE
მაწვნის სუპი მიყვარს განსაკუთრებით  love.gif


პიტნით

აი პიტნით არ ვიცოდი ,აუცილებლად გამოვიყენებ
<<დოლორეს>>
QUOTE
გოგრის სუფი

ვიცი რომ დიეტურიცაა თან სასარგებლო გოგრა,მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არ მიჭამია,გამიჩნდა სურვილი გასინჯვის ,თუ არ დამეზარა ხვალ გავაკეთებ .მადლობა!
ninoma
კი რუსებს უყვართ მსგავსი კერძები და კარგად გამოდით. love.gif

* * *
* * *
ამ კერზის მომზადებას უყურე და მომეწონა:
შევეცდები აგიხსნათ..აიღო საშუალო ზომის თევზი გაასუფთავა კარგად და ასე მთლიანი დაუჭრელად მოხარშა ადუღებულ მარილიან წყალში,შემდეგ ამოიღო და დადო მოზრდილ თებშზე,მის ნახარში კი ჩაალაგა მოსახარშად წინასწარ გასუფთავებული სტაფილო,კარტოფილი,კოლოკითი(ესენიც მთლიანი )მოხარშვის შემდეგ ამოიღო და თევზს ირგვლივ შემოულაგა ლამაზად,მის ნახარშ წვენში კი მოხარშა ბრინჯი(შეგიძლიანთ შეიტანოთ თქვენ თვითონ მცირე იტრერპრეტაცია ,მაგალითად მგონი უკეთესი იქნება თუ ხარშვისას დაფნის ფოთოლს,ნიახურის კონასაც ჩავდებთ,თეფშზე გემოვნების მიხედვით თევზს და მოხარშულ ბოსტნეულს მოასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი)გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია ,სასარგებლო და დაბალკალორიულია(ეს ქალი თვითონ დიეტოლოგია)და ისე გამოიყურება 25 წლის გოგო ვერ შეედრება,"როგორადაც ვიკვებებით ისე გამოვიყურებითო" 100% ვეთანხმები
თუ არ დაგეზარებათ გააკეთეთ,არ არის რთული,მთავარია ზედმეტად არ ჩაგეხარშოთ და ჩაიშალოს პროდუქტი..

Posted by: mariaa 6 Dec 2010, 13:42
matusala_5
QUOTE
ზოგიერთი წვიანი შეიძლება ისე მოვამზადოთ რომ ზეთი(ზეითუნის) და დაჭრილი მწვანილი თებშზე გადმოღების შემდეგ მივცეთ

კი ასეა smile.gif მეც იგივეს ვაკეთებ..

Posted by: Peppi 9 Dec 2010, 02:04
თემის გაგრძელებად - ჯანსაღი და გემრიელი ქათმის წვნიანი

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=560&Itemid=55

Posted by: akkai 9 Dec 2010, 13:16
სოკოს სუპი..

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუპი smile.gif

შარაგულში აკეთებენ ძალიან მაგრა.

Posted by: Peppi 9 Dec 2010, 14:09
akkai
QUOTE
სოკოს სუპი..
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუპი


ჩემიც, მაგრამ რომელია მაინც უფრო N1 - ნაღებით, თუ ბულიონში? (რომ მიგახვედრო - "ბატონებში" ქონდათ ადრე, გამჭირვალე სითხეა)


მე სოკოს ნაკრების ნაღებიანი სუპი მიყვარს ყველაზე მეტად, თან ზემოდან გახუხული პურით და დახეხილ/ჩამდნარი მოცარელათი (სურვილისამებ, ხაუდაც შეიძლება)

* * *
ესეც ძალიანგემრიელიაsmile.gif
აქ არ მქონია დადებული - გერმანული სუპი, სოკოთი
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=507

Posted by: akkai 9 Dec 2010, 14:21
Peppi
შარაგულში სოკოს სუპს აკეთებენ ბულიონში.


მოცარელათი არ გამისინჯავს.

QUOTE
http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=507


მაგარ ვიდზეა. სახში გავაკეთებინებ აუცილებლად

Posted by: Peppi 9 Dec 2010, 14:37
akkai
QUOTE
შარაგულში სოკოს სუპს აკეთებენ ბულიონში.


ე.ი. შენ "სოკოს მთელი სამყარო" და გემოც წინ გქონია smile.gif

პ.ს. მოცარელა სულგუნით ჩადაცვლება, მარტივად.. მე უბრალოდ, აქ არ მაქვს

სად არის ეს "შარაგული", რომ ჩამოვალ "დავლაშქრავ":)

Posted by: akkai 9 Dec 2010, 14:44
QUOTE
სად არის ეს "შარაგული", რომ ჩამოვალ "დავლაშქრავ":)


Peppi

http://sharaguli.com.ge/

http://sharaguli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=41&Itemid=139&lang=ka

სამსახურთან არის ძალიან ახლოს და როცა ვახერხებთ ჩავდივართ ხოლმე შესვენებაზე.
თუ მოდერი რეკლამად მიიჩნევს ამ პოსტს წაშალოს.

Posted by: Peppi 9 Dec 2010, 17:09
akkai
არ ჩაგითვლისsmile.gif
მადლობაsmile.gif

ეხლა გამახსენდა, იაპონური სოკოს ნაკრების ბულიონია კიდევ ძალიან გემრიელი.. ცოტა ახალი ტოფუთი და ყვითელი მისოთი;
ოღონდ, თბილისში არ მოიძიო.. აბაშიძეზე, რა ქვია არ ვიცი - იაპონურ რესტორანს, მისო არ იცოდნენ რა იყო საერთOდ და სუშს მაიონეზი ეწერა შემადგენლობაში..ვასაბის ნაცვლად (:

Posted by: natN 13 Dec 2010, 21:31
გამარჯობათ. წვნიანები სასტიკად არ მიყვარს, არადა ხანდახან აუცილებელია, ყველაზე გემრიელი წვნიანის რეცეპტი მასწავლეთ რა, ანუ რაც არააა საქვეყნოთ ცნობილი (ცნობილებიდან არცერთი არ მომწონს biggrin.gif) ყვეეელაზე გემრიელი რომელიცააა.... ველოდები თვენს გამოხმაურებას smile.gif

Posted by: matusala_5 13 Dec 2010, 21:38
natN
QUOTE
წვნიანები სასტიკად არ მიყვარს, არადა ხანდახან აუცილებელია

მეც არ მიყვარდა და შევიყვარე,სულ ახლის ძიებაში ვარ....

გავიგე მჟაუნას წვნიანიც არსებობს?საერთოდ არ ვიცი რომელია ეს მცენარე,აქებენ რომ კარგიაო და გვასწავლეთ თუ იცით...

Posted by: natN 13 Dec 2010, 21:41
matusala_5

და რამ შეგაყვარა?? რომელიმე რეცეპტი თუ იცი ისეთი რომ მეც შემაყვაროს მასწავლეე რააა smile.gif

Posted by: SuperGirl 14 Dec 2010, 00:14
matusala_5
მჟაუნას სუპს დედაჩემი აკეთებდა აქტიურად ადრე smile.gif ვკითხავ ყველაფერს



ხალხნო, ტომატის სუპის გაკეთება თუ იცით შებოლილი ყველით? რაღაც უგემრიელესობაა

Posted by: dola28 14 Dec 2010, 00:17
QUOTE
ხალხნო, ტომატის სუპის გაკეთება თუ იცით შებოლილი ყველით? რაღაც უგემრიელესობაა

აუ მაგრად მომშივდა
კუხნა და პროდუქტი ჩემი, მომზადება თქვენი biggrin.gif
ველი შემოთავაზებას
biggrin.gif

Posted by: SuperGirl 14 Dec 2010, 00:22
QUOTE
აუ მაგრად მომშივდა
კუხნა და პროდუქტი ჩემი, მომზადება თქვენი 
ველი შემოთავაზებას

lol.gif
აი მაგ შენს ავატარზე 4 გოგო გყავს და რომელიმე მოგხედავს biggrin.gif

Posted by: volli35 14 Dec 2010, 00:50
matusala_5
QUOTE
გავიგე მჟაუნას წვნიანიც არსებობს

არსებობს კი არადა სუპებში ერთერთი საუკეთესოა .... მიდევა რეცეპტი აქ სადღაც ... მაგრამ ეხლა მჟაუნა არ არის და ამიტომ დაელოდეთ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულს .... მანამდე სხვა სუპები ინატრეთ

Posted by: Graffito 14 Dec 2010, 01:03
SuperGirl

მე მაგალითად, შენს ავატარს ვამჯობინებდი... smile.gif

Posted by: dola28 14 Dec 2010, 12:45
SuperGirl
QUOTE
აი მაგ შენს ავატარზე 4 გოგო გყავს და რომელიმე მოგხედავს

მაგათ ხომ იცი შენ მირჩევნიხარ
ასე რომ ან შენ მომხედე ან კიდევ მომკალი აქ მშირეი და ეგ იქნება
:* :*

Posted by: fermina 14 Dec 2010, 14:47
QUOTE (volli35 @ 14 Dec 2010, 00:50 )
matusala_5
QUOTE
გავიგე მჟაუნას წვნიანიც არსებობს

არსებობს კი არადა სუპებში ერთერთი საუკეთესოა .... მიდევა რეცეპტი აქ სადღაც ... მაგრამ ეხლა მჟაუნა არ არის და ამიტომ დაელოდეთ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულს .... მანამდე სხვა სუპები ინატრეთ

სხვათა შორის მეც მასე მეგონა და ვაგზლის ბაზარზე მჟაუნაც ვიყიდე და "დაჟე" ტარხუნაც, ამ უკანასკნელს მხოლოდ საბითუმოში მივაკვლიე (თვითონ გამყიდველებმა მიმასწავლეს) და ცეცხლის ფასი ედო, ერთი ციცქნა კონა 1 ლარი ღირდა.

Posted by: matusala_5 14 Dec 2010, 17:46
fermina
QUOTE
სხვათა შორის მეც მასე მეგონა და ვაგზლის ბაზარზე მჟაუნაც ვიყიდე

გვასწავლე როგორ კეთდება,სახელიდან გამომდინარე რაღაც პიკანტური მომჟავო გემო ექნება არა?


P.S(თირკმელში ვისაც კენჭის წარმოქმნისგან აქვს მიდრეკილე თავი უნდა შეიკაოს ამ პროდუქტისგან ასევე მაგ დროს არ შეიძლება ისპანახიც)დანარჩენ შემთხვევაში ყველასთვის სიკეთის მომტანია....
* * *
volli35
QUOTE
არსებობს კი არადა სუპებში ერთერთი საუკეთესოა .... მიდევა რეცეპტი აქ სადღაც ... მაგრამ ეხლა მჟაუნა არ არის და ამიტომ დაელოდეთ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულს .... მანამდე სხვა სუპები ინატრეთ

აი ყოფილა თურმე ეხლაც....დავძებნი აბა თქვენ რეცეპტს იქნებ ვნახო...SuperGirl

QUOTE
მჟაუნას სუპს დედაჩემი აკეთებდა აქტიურად ადრე  ვკითხავ ყველაფერს

თუ არ დაგეზარება კითხე....
natN

QUOTE
რომელიმე რეცეპტი თუ იცი ისეთი რომ მეც შემაყვაროს მასწავლეე რააა 

აბა რა გითხრა რეცეპტების ცოდნით ,მანდამაინც არ გამოვირჩევი,უბრალოდ იმას მივხვდი რომ უნდა შევიყვარო სასარგებლო პროდუქტები ჩემი ჯანმრთელობის და სილამაზისთვის ასე ჯობია და აი ეს დამეხმარა ,მეჭამა ის რაც გასინჯულიც არ მქონდა.(მაგალითად წვნიანები)

Posted by: fermina 14 Dec 2010, 23:59
matusala_5
მართალი გითხრა, მჟაუნის სუპი არ გამიკეთებია,მე ჩაქაფულში ვამატებ ხოლმე სხვა მწვანილებთან ერთად, როცა ცოცხალი ტყემალი არ მაქვს, მომჟავო გემოსაც აძლევს და ძალიანაც უხდება.

Posted by: volli35 15 Dec 2010, 00:07
fermina
QUOTE
სხვათა შორის მეც მასე მეგონა და ვაგზლის ბაზარზე მჟაუნაც ვიყიდე და "დაჟე" ტარხუნაც, ამ უკანასკნელს მხოლოდ საბითუმოში მივაკვლიე (თვითონ გამყიდველებმა მიმასწავლეს) და ცეცხლის ფასი ედო, ერთი ციცქნა კონა 1 ლარი ღირდა.

მარტო ფასზე არაა საქმე ... ეხლანდელ ტარხუნას არ აქვს ის არომატი რაც მე მიყვარს პირადად ... და არც მჟაუნა იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს ალბათ ... ანუ სიმჟავე არ ექნება გემრიელობამდე ასე მგონია

QUOTE
დავძებნი აბა თქვენ რეცეპტს იქნებ ვნახო

მეც დავძებნი და ჩავაგდებ აქ ლინქს

Posted by: fermina 15 Dec 2010, 00:10
volli35

რა თქმა უნდა, მჟაუნის და ტარხუნის პროვოკაციაა, მაგრამ ძალიან თუ მოუნდა ადამიანს, ნოსტალგიას მოიკლავს-თქო smile.gif

Posted by: volli35 15 Dec 2010, 00:17
fermina
QUOTE
რა თქმა უნდა, მჟაუნის და ტარხუნის პროვოკაციაა, მაგრამ ძალიან თუ მოუნდა ადამიანს, ნოსტალგიას მოიკლავს-თქო

აი მე იმის მომხრე ვარ რომ რაც როდის მოდის მაშინ გამოვიყენო საკვებად ... ანუ არ მიყვარს ზამთრისთვის ზეთში ჩადებულ-შენახული წიწაკები ბადრიჯნები და მისთანები .... ასევე ზამთარში ვერ ვხვდები რატომ უნდა ვჭამო საზამთრო ... ნუ რა ვიცი შეიძლება მე ვაფრენ მაგრამ ესე ვაფრენ რა

Posted by: nanana 15 Dec 2010, 00:39
volli35
ზამთარში რას ჭამ ხოლმე? მე ძAლიან მაკლია ხილ-ბოსტნეული. მარწყვი, ბალი, ატამი,საზამთრო, კიტრი-პომიდორი, ჭადი და ყველი და ცოტა ხორცი მჭირდება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტადbiggrin.gif ნუ ნამცხვრები და ჩურჩხელები თავისთავად biggrin.gif

Posted by: TT-KK 15 Dec 2010, 00:40
matusala_5
მჟაუნას ბორშს მე ვაკეთებ გაზაფხულობით და ძალიან გემრიელი წვნიანია,გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას


1კგ ახალგაზრდა საქონლის ხორცი(ხბო ანდა ბებერი არა) დაჭერი და მოხარშე,მოქაფვა არ დაგავიწყდეს,ბოლოს ჩაუმატე დაჭრილი კარტოფილი 2-3 ცალი,მწვანილები-პეტრუშკა,ქინძი,კამა-თითო კონა,ცოტა წიწაკა და მარილი,სულ ბოლოს დაჭრილი მჟაუნა-2-3 კონა. 5წუთში გადმოდგი ცეცხლიდან.

volli35
ყველაფერში გეთანხმები,ყველაფერი თავის სეზონზე მიყვარს,კონსერვებს საერთოდ არ ვაკეთებ.

Posted by: fermina 15 Dec 2010, 00:47
volli35
მეც გეთანხმები, კონსერვების ამბავშიც, უბრალოდ "ჩეპე" მქონდა, აუცილებლად უნდა გამეკეთებინა სამარხვო, კარტოფილის და სოკოს ჩაქაფული და ამიტომ გადავყევი ამ ბალახების ძებნას.

ისე ვინც მარხულობს, მათთვის კარგი გამოსავალია კონსერვები.

Posted by: volli35 15 Dec 2010, 00:58
nanana
QUOTE
ზამთარში რას ჭამ ხოლმე? მე ძAლიან მაკლია ხილ-ბოსტნეული. მარწყვი, ბალი, ატამი,საზამთრო, კიტრი-პომიდორი, ჭადი და ყველი და ცოტა ხორცი მჭირდება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად smile.gif ნუ ნამცხვრები და ჩურჩხელები თავისთავად

გეტყვი ... ხორცს ვჭამ ყველა ბრუნვაში .... სუპებს და საერთოდ წვნიანების ფანი ვარ დაბადებამდე 20 წლით ადრე ჯერ კიდე .... განსაკუთრებულად სიცივეში თხოულობს ჩემი აზროვნება სუპჩიკებს და საერთოდ ცხელ საჭმელს .... ჰო კიდე იტალიური სამზარეულოს ფანი ვარ და საერთოდ იტალიის tongue.gif ... მარწყვს-ბალს ატამს საზამთროს ეხლა რომ არანაირი გემო არა აქვს საუკეთესო ვიზუალური მხარეს მიუხედავად ამაზე აღარ ვსაუბრობ ... ნუ ნამცხვარი არ განიხილება სეზონისდა მიუხედავად ... ჩურჩხელა ისე რა ჯანჯუხა მიყვარს ,,, მაგრამ რაღაც უფრო ამ სეზონისაა ... მოკლედ ფხალეულ ბალახეული სეზონზეც არ მიყვარს და რაღა ზამთარიც გავიფუჭო მაგისი ყურებით???

TT-KK
QUOTE
ყველაფერში გეთანხმები,ყველაფერი თავის სეზონზე მიყვარს,კონსერვებს საერთოდ არ ვაკეთებ.

აი რატომ მიყვარხარ კი იცი ... http://www.SmileS.ge

* * *
fermina
QUOTE
ისე ვინც მარხულობს, მათთვის კარგი გამოსავალია კონსერვები.

როცა ვიმარხულე არც მაშინ მოვიკელი სამაარხო სპაგეტტი (წონაში არ მომიმატია ამ დროს არც კი გაიფიქრო) .... ხორცეულს არ მივეკაე მაგრამ ეტყობა იმდენად შეგნებულად გავაკეთე რომ არცერთი წამით არ მომდომებია მარხვის პერიოდში

Posted by: nanana 15 Dec 2010, 01:02
კონსერვები არც მე არ მევასება, მაგრამ სიამოვნებით ვიცხოვრებდი ქვეყანაში სადაც სულ მოდის ხილ-ბოსტანი

Posted by: volli35 15 Dec 2010, 01:05
nanana
QUOTE
სიამოვნებით ვიცხოვრებდი ქვეყანაში სადაც სულ მოდის ხილ-ბოსტანი

მაგის მეტი რაა მერე დედამიწაზე .... თუ ჩემნაირად დიდი პატრიოტი ხარ შენც??? ... http://www.SmileS.ge

Posted by: fermina 15 Dec 2010, 01:08
volli35
ეგ კარგი გამახსენე, სპაგეტიც მშვენიერი ვარიანტია, რამე გემრიელი სოუსით. უფ, მონდომებით ხანდახან მშვენივრად მინდება, ოღონდ მართლა იშვიათად და სრულიადაც არა - გაუსაძლისად. ისე კარტოფილი დაილოცოს, რა მაგარია, რას ჭამდნენ მანამდე ჩვენი წინაპრები და საერთოდ ევროპა? smile.gif

Posted by: volli35 15 Dec 2010, 01:13
fermina
QUOTE
უფ, მონდომებით ხანდახან მშვენივრად მინდება, ოღონდ მართლა იშვიათად და სრულიადაც არა - გაუსაძლისად.

არა ნუ საქმე იმაშია რომ მე მხოლოდ ხორცის მჭამელ ადამიანს საერთოდ არ მინდებოდა ... მეტსაც ვიტყვი ოჯახს სულ სხვადასხვა ბრუნვაში ვუმზადებდი ხორცეულს და უწვავდი ქათმებს .... მოკლედ ამაყი ვიყავი ჩემი თავით .... თანაც უზომოდ ამაყი

Posted by: mariaa 5 Jan 2011, 16:36
სტაფილოს კრემ-სუფი

http://www.radikal.ru

მასალა:

500გრ. სტაფილო
1პრასი
1ნიახური ღერი
2ახალი ხახვი
2 კარტოფილი
1/2ლ ხორცის ბულიონი(ქათამი ან საქონელი)
1 მწიკვი ჯანჯაფილი
1/4ჭ ზეითუნის ზეთი
1 მწიკვი მუსკატის კაკალი
1ს.კ. კარაქი


ქვაბში ვასხამთ ზეთს და კარაქს,დაჭრილ პრასს,ხახვს და ნიახურს,ვშუშავთ 3'.
ვუმატებთ დაწრილ კარტოფილს და სტაფილოს.ვაჩერებთ 3' და მერე ჩავასხავთ ბულიონს.
25' ვადუღებთ,გადმოგვაქვს ცეცხლიდან და ვაბლებდერებთ.
ქვაბს ისევ დავდგავთ ცეცხლზე,დავამატებთ დანარჩენ მასალას არომატისთვის და 5წუთი ვადუღებთ.
მივირთმევთ მაწონთან/არაჟანთან/მდნარ ყველთან ერთად+პაპრიკით/პილპილით გემოვნებით.
ყველაზე ძალიან მაწონი უხდება(არაჟნის სისქის).


enjoy...

Posted by: bucho 6 Jan 2011, 13:04
გამარჯობა,მრავალ შობა ახალ წელს დაესწარითsmile.gif

ერთი სათხოვარი მაქვს,შობის მეორე დღისათვის რომ მოვემზადო მჭირდება сборная салянка-ს რეცეპტი.იქნებ მომაწოდოთsmile.gif

სახლში რამოდენიმეჯერ მოვამზადე,მაგრამ ისეთი კარგი არ გამომივიდა როგორც თბილისში რამოდენიმე ადგილას აკეთებენsmile.gif

Posted by: niniGG 16 Jan 2011, 20:37
სუპების დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ ამ ახალი წლის მერე სუპები ძალიან მომენატრა, მეც სიამოვნებით მოვამზადებდი რაიმე გემრიელ წვნიანს yes.gif smile.gif

Posted by: djbachi 12 Feb 2011, 14:50
ანტრეში დაიწყეს სუპების გაკეთება.ძალიან მაინტერესებს როგორ სუპებს აკეთებენ.


თქვენ ხომ არ იცით სადმე კარგი ჩიხირთმა ან წვნიანი,რომ კეთდებოდეს? smile.gif

Posted by: mamuloo 12 Feb 2011, 16:14

ისე განწყობას გააჩნია; ხანდახან წვნიანის მირთმევა კარგია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით დღესასწაულების შემდეგ!

Posted by: TT-KK 12 Feb 2011, 16:59
djbachi
QUOTE
კარგი ჩიხირთმა

მაგას სოფლის დედალი უნდა და რესტორნებში ყველგან კოდის თუ მუხრანის ქათმებით აკეთებენ.

Posted by: djbachi 12 Feb 2011, 23:38
TT-KK

მართალი ხარ.


ყველაზე უკეთესად მაინც სად აკეთებენ?

Posted by: mamuloo 13 Mar 2011, 15:50
ჩიხითმას აკეთებენ კარგს ორთაჭალაში
* * *
ხაში კარგი გაკეთებული მაგარია 300 გრამი არყით.

Posted by: litterator 14 Mar 2011, 21:32
ყველაზე მაგარი ხაში და ჩიხირთმა არის ზახარ ზახარიჩთან 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Parabellum_ 19 Mar 2011, 10:49
QUOTE
ყველაზე მაგარი ხაში და ჩიხირთმა არის ზახარ ზახარიჩთან

უნდა დავიძრა ზახარასთან მართლაც მშვენიერია.

Posted by: PoderShileno 20 Mar 2011, 22:51
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპის რეცეფტი ხომ არ იცით ვინმემ? ამასწინათ სასტუმროში ვჭამე და საოცრად მომეწონა.

Posted by: rockataka 20 Mar 2011, 23:36
PoderShileno
QUOTE
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპის რეცეფტი ხომ არ იცით ვინმემ? ამასწინათ სასტუმროში ვჭამე და საოცრად მომეწონა.

წითელი იყო? ანუ, "ტომატიანი" ?

Posted by: PoderShileno 20 Mar 2011, 23:38
წითელი იყო და თუ არ მომეჩვენა ბრინჯიც ჰქონდაsmile.gif

Posted by: rockataka 20 Mar 2011, 23:48
PoderShileno
ხვალისთვის დაგიწერ, თუ როგორ ვაკეთებ წითელს smile.gif

Posted by: n_j 11 Apr 2011, 20:42
უმარტივესი და უგემრიელესი სუპი კრევეტებით
http://pix.ge/

500 გ კარტოფილი
300 გ ნედლი ან გაყინული სიმინდი (შეგიძლიათ კონსერვირებულით ჩაანაცვლოთ)
2-3 ნაჭერი ბეკონი
400-500 გ (გაყინული) კრევეტები
1 ს.კ ზეთუნის ზეთი
2 ს.კ ფქვილი
2 ს.კ ნაღები (ცხიმიანი)
1 ხახვი
1-1,2 ლ ბულიონი ან წყალი
Mმარილი, პილპილი, კამა

Bბეკონი საშუალო ნაჭრებად დაჭერით და ზეითუნის ზეთში შებრაწეთ სქელძირიან ქვაბში,.
შემწვარი ბეკონის ნაჭრები ამოიღეთ ცალკე თეფშზე, დარჩენილ ცხიმში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
დაასხით ბულიონი ან წყალი, ჩაყარეთ კარტოფილი და სიმინდი. თუ დაკონსერვებულ სიმინდს გამოიყენებთ, მაშინ ბოლოს ჩააყარეთ, როცა კარტოფილი მოხარშული იქნება.
Aასევე ბოლოს ჩაამატეთ ნაღები, წამოდუღების შემდეგ ჩაამატეთ კრევეტები და 2 წუთში გამორთეთ. გემოვნებით დაამატეთ მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი და კამა

Posted by: Jonatahn_smith 18 Apr 2011, 12:28
"ფრიკადელკის სუპი"-ის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ?

ძალიან გთხოვთ ნუ დაიზარებთ..

Posted by: Johnnie Walker 18 Apr 2011, 21:58
n_j
QUOTE
უმარტივესი და უგემრიელესი სუპი კრევეტებით

ოოო ეს კაი რამ არის აშკარად.

მადლობა biggrin.gif

Posted by: ხორხე 19 Apr 2011, 14:45
n_j
QUOTE
უმარტივესი და უგემრიელესი სუპი კრევეტებით

ამას გავაკეთებ შაბათს bis.gif


თუ არ დამავიწყდა რასაკვირველია

გემო ვიგრძენი biggrin.gif

Posted by: natuka_jaba 19 Apr 2011, 20:24
QUOTE
"ფრიკადელკის სუპი"-ის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ?

ცომით რომ კეთდება?მგონი მაგას ქვია

Posted by: n_j 19 Apr 2011, 20:53
ხორხე
აბა შენ იცი,
მერე გვაჩვენე smile.gif

Jonatahn_smith
ანუ გუფთა? ფრიკადელკები პატარა ბურთულებია ხორცით, ნებისმიერი ბოსტნეულის სუპი გააკეთე რაც გიყვარს და დაამატე ფარშისგან გაკეთებული პატარა ბურთულები

Posted by: Jonatahn_smith 22 Apr 2011, 01:15
natuka_jaba
QUOTE
ცომით რომ კეთდება?მგონი მაგას ქვია


ცომით არ ვიცი...

n_j
QUOTE
ანუ გუფთა? ფრიკადელკები პატარა ბურთულებია ხორცით, ნებისმიერი ბოსტნეულის სუპი გააკეთე რაც გიყვარს და დაამატე ფარშისგან გაკეთებული პატარა ბურთულები


გუფთაა.. ოღონდ რაღაც თავისი ინგრედიენტები უნდა ზუსტად ის გემო რომ ჰქონდეს)

Posted by: just_mee 22 Apr 2011, 17:10
ცომით რომ კეთდება,იმას რუსულად "კლიოცკები" ჰქვია

Posted by: Jonatahn_smith 25 Apr 2011, 20:20
1)
ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი ჩაამატეთ და მოშუშეთ. შემდეგ დაასხით წყალი და წამოადუღეთ, როცა სუპი ადუღდება, ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი და 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მაკარონი. ხარშვისას მწვანილი, დანაყილი ნიორი, წიწაკა და მარილი დაუმატეთ.

საჭირო ინგრედიენტები:
1 კილოგრამი პამიდორი
6 ცალი კარტოფილი
1 ჩაის ჭიქა მაკარონი
1-1 კონა ოხრახუში, ქინძი, ნიახური და რეჰანი
2 კბილი ნიორი
მარილი და პილპილი გემოვნებით

2)
1 კ.გ პამიდორი ( ხორციანი პამიდორი ჯობია წყალწყალას )
მწვანილები,მარილი ,არაჟანი ან სმეტანა ,ხახვი ( თუ კი გიყვართ )

პამიდორი გაფუცქნოთ და წვრილ ნაჭრებად დავჭრათ .ქვაბში ვხარშოთ კაი ხანი .ცალკე ტაფაზე შევწვათ ხახვი ,ნიორი.პამიდორი რომ კარგად ჩაიშუშება ჩავაპიუროთ წვრილი საჭყლენტით .ცავამატოთ შემწვარი ხახვი და ნიორი ,მოვაყაროთ მარილი და კიდევ წამოვადუღოთ .თან ვურიოთ .შემდგომ დავიმატოთ ორი ს.ტ კოვზი არაჟანი და მწვანილები მოვაყაროთ სულ ბოლოს როდესაც ქვაბს ცეცხლიდან გადმოვიღებთ .ეს სუპი აგრეთვე სამარხვოა .თუ ბავშვებისთვის აკეთებთ შეგიძლიად ცალკე ქვაბში მოხარშოთ მაკარონი და სანამ პამიდვრის სუპში არაჟანს უზამდეთ მალამდე დაამატეთ მაკარონი

3)
კანიანად მოხარშავთ საშუალო ზომის 3-4 კარტოფილს, შემდეგ გააცლით კანს, დასრისავთ პუირეს საზელით და ჩაუშვებთ
1 ლიტრ მარილიან ცხელ წყალში. ჩაუმატებთ 1/4 ჭიქა ბრინჯს, კანცლილ და დაჭყლეტილ 2-3 პომიდორს, ადუღებთ 10 წუთი
და ჩააყრით შავ პილპილს.

რომელი რეცეპტი უფრო მიმზიდველია? ან რას ჩაამატებდით გამოცდილო და გემოვნებიანო მეგობრებო?

Posted by: nat_nat777 25 Apr 2011, 20:28
დღეს გავაკეთე საყვარელი სუპი...

გვჭირდება:
მოხარშული ფილე, სტაფილო, დაჭრილი ხახვი, ბრინჯი, მდნარი ყველი, მარილი, პილპილი, ოხრახუში.

ფილეს მოვხარშავთ, ამოვიღებთ და იმ წყალში მოვხარშავთ ბრინჯს, ცოტა ხანში დავუმატებთ დაჭრილ ხახვს და დაჭრილ სტაფილოს. რომ მომზადდება ყველაფერი, ვაბლენდერებთ. ამის შემდეგ ვაბრუნებთ წვნიანში დაჭრილ ფილეს. თეფშზე გადმოღების დროს ვამატებთ მდნარ ყველს და ვაყრით ოხრახუშს.

უმარტივესია და ძალიან გემრიელი. love.gif love.gif love.gif

Posted by: TT-KK 26 Apr 2011, 01:35
nat_nat777
ფილე რისია? ქათმის,საქონლის თუ თევზის?

Posted by: nat_nat777 26 Apr 2011, 18:00
TT-KK

QUOTE
ფილე რისია? ქათმის,საქონლის თუ თევზის?

უი. არ დამიწერია. ქათმის. smile.gif ისე, ალბათ საქონლისაც წავა, მე არ მიცდია : )

Posted by: T-E-0 3 May 2011, 15:13
nat_nat777 მომეწონა შენი წვნიანის რეცეპტი. კითხვა მაქვს : მდნარი ყველი იყიდება თუ ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავადნოთ? თუ კი როგორ? უკაცრავად, დილეტანტი ვარ, ახლა ვსწავლობ რაღაცეებს smile.gif და თუ არ შეწუხდები დაწერე ინგრედიენტები რამდენია საჭირო, დოზები

Posted by: nat_nat777 3 May 2011, 15:32
T-E-0

QUOTE
მომეწონა შენი წვნიანის რეცეპტი

ძალიან კარგია რომ მოგეწონა : ))

QUOTE
მდნარი ყველი იყიდება თუ ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავადნოთ?


მდნარი ყველი შეგიძლია შეიძინო ნებისმიერ მარკეტში უპრობლემოდ. : )
მე ვიოლას ვხმარობ ხოლმე, აი ესეთს
http://www.radikal.ru

წვნიანს ცოტას ვამზადებ ხოლმე, და მიახლოებით გეტყვი რა რაოდენობის პროდუქტი მჭირდება.
5 სუფრის კოვზი ბრინჯი, 1 საშუალო ზომის ხახვი, 2 ცალი სტაფილო და 400 გრამი ფილე : )

ყველს, საკუთარ თეფშზე დაუმატებ გემოვნებით. smile.gif

წყლის რაოდენობაც გემოვნებაზეა დამოკიდებულია... : ) სქელი გიყვარს თუ თხელი.
თუ კიდევ რამე კითხვა გაგიჩნდა მომწერე : ))



QUOTE
დილეტანტი ვარ, ახლა ვსწავლობ რაღაცეებს

და ამ ყველაფერს გირჩევს არანაკლებ დილეტანტი givi.gif

Posted by: eto-pruidzeee 3 May 2011, 19:26
გაგიზიარებთ კიდევ ერთ წვნიან ქართულ კერძს.ამ კერძის გაკეთება მასცავლა რაჭველმა მოხუცმა ქალმა. გაზაფხუოლია და ადვილად გასაკეთებელია და ძალიან სასარგებლოც. ერთი სიტყვით ჭინჭრის მუხუდოს იასამნის და ცაცხვის ახალ ფოთლებს ერთად მოხარშავთ . ბევრი ხარშვა არც კი სწირდება და ბოლოს შეკაზმავთ ქინძით და ცოტაოდენ მარილით . სულ ეგაა და ეგ. გასინჯეთ/:) გემრიელად მიირთვით.

Posted by: T-E-0 4 May 2011, 10:27
nat_nat777 ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად ვცდი smile.gif)

Posted by: natka222 4 May 2011, 11:37
QUOTE (eto-pruidzeee @ 3 May 2011, 19:26 )
გაგიზიარებთ კიდევ ერთ წვნიან ქართულ კერძს.ამ კერძის გაკეთება მასცავლა რაჭველმა მოხუცმა ქალმა. გაზაფხუოლია და ადვილად გასაკეთებელია და ძალიან სასარგებლოც. ერთი სიტყვით ჭინჭრის მუხუდოს იასამნის და ცაცხვის ახალ ფოთლებს ერთად მოხარშავთ . ბევრი ხარშვა არც კი სწირდება და ბოლოს შეკაზმავთ ქინძით და ცოტაოდენ მარილით . სულ ეგაა და ეგ. გასინჯეთ/:) გემრიელად მიირთვით.

აქლემის რძე და ყვავის კვერცხი გამოგრჩა lol.gif

Posted by: T-E-0 4 May 2011, 11:40
natka222 იცი რა მაინტერესებს? აი ვაბლენდერებო რომ ამბობ, პირდაპირ თავისივე წვენით ალბათ არა, ალბათ სტაფილო, ბრინჯი და ხახვი რომ მოიხარშება იმათ აბლენდერებ და მერე უშებ წვენში ისევ? smile.gif

Posted by: viko 5 Jul 2011, 21:34
გასპაჩო
http://image.geotorrents.com/


mzi
რეცეპტი უამრავია სხვადასხვა საიტებზე.
დავწერ მე როგორც მოვამზადე, ცოტა დარღვევებით.


6 ცალი საშუალო ზომის პამიდორი.
1 თავი ხახვი
1 პატარა კბილი ნიორი
1 ცალი ბულგარული წიწაკა
მარილი
პილპილი
1ს.კ ზეითუნის ზეთი
1 საშუალო ზომის კიტრი
2-3 ღერი რეჰანი
პამიდორი ხახვი,რეჰანი,ნიორი,წიწაკა დავაბლენდერე.
მიღებულ მასას დავუმატე ზეითუნის ზეთი, დაჭრილი კიტრი, მარილი ,პილპილი.
კარგად გააცივეთ და გემრიელად მიითვით,

Posted by: gloneli 6 Jul 2011, 00:33
viko
ვაიმე რა იოლია.
QUOTE
ცოტა დარღვევებით.

ეკრანიდანვე მოგინდება მიირთვა.
ცოტა დარღვევები ეტყობა
QUOTE
სხვადასხვა საიტებზე.
აქვთ,ეს სრულყოფილებაა.

Posted by: Peppi 6 Jul 2011, 00:59
viko
ძალიან ლამაზი სურათია, ნუ გასპაჩო სიცხეში და ზაფხულში, მგონი, შეუცვლელია ჩემთვის (წელს, ამ ბოსტნეულზე ალიაქოთის გამო ჯერ არ მომიმზადებია ისე(: )
QUOTE
დავწერ მე როგორც მოვამზადე, ცოტა დარღვევებით.

მართლა იმდენი, რომ დარღვევა რაა უკვე ვეღარ გაიგებ..smile.gif

მომეწონა ეს ვარიაცია, პური რომ არ ურევია..

Posted by: nanana 6 Jul 2011, 01:05
Peppi
QUOTE
მომეწონა ეს ვარიაცია, პური რომ არ ურევია..

მეც ვერ ვკაიფობ პურიანზე.

სვანურ მარილს ვამატებ და ყინულებს ვაგდებ ხოლმე

Posted by: viko 6 Jul 2011, 08:45
gloneli2kiss.gif

QUOTE
ვაიმე რა იოლია.
yes.gif
დიეტაში მკაცრად გაწერილი მენიუ თუ არ გაქვს, განტვირთვის დღედ გამოგადგება.
მე გუშინ მოვიწყვე გასპაჩოთი.
Peppi

გამოგიგზავნე უკვე
2kiss.gif
მეც ვერ ვგუობ პურით.

Posted by: Peppi 6 Jul 2011, 13:30
nanana
QUOTE
სვანურ მარილს ვამატებ და ყინულებს ვაგდებ ხოლმე

ერთI სვანური მარილი ვერ მოვამზადე.. წამოღებას დამავიწყდა.. უფრო სწორედ ბაზრისთვის ვერ მივიცალე..

არ გინდა ჩამომიტანო?smile.gif

viko
QUOTE
გამოგიგზავნე უკვე

და მეც გამოვაქვეყნეsmile.gif

პ.ს. როგორ მიყვარს რეცეპტები რომ მხვდება "ჩასაპტიჩკი"

Posted by: gvangvalo 8 Jul 2011, 12:10
მართლმადიდებლური შემეცნებითი ვებ პორტალი
მუდმივი განახლებებით.... ორიგინალური სიახლეებით, დოკუმენტური ფილმებით რომლებიც მხოლოდ ჩვენს საიტზეა, პატრიარქის ყოველკვირეული ქადაგებები მხოლოდ ჩვენთან, გვეწვიეთ და დანარჩენი საკუთარი თვალით ნახეთ.
http://faith.you.ge/
http://faith.you.ge/
http://faith.you.ge/
http://faith.you.ge/

Posted by: LTB1948 18 Jul 2011, 12:31
ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ-სუპი

ვეგეტარიანული და არავეგეტარიანული მოდიფიკაციით

1 მოზრდილი თAვი ხახვი დავჭრათ და ზეითუნის ზეთთან ერთAდ შემოვდგათ ქურაზე (რა თქმა უნდა ქვაბშიsmile.gif) დავუმატოთ 1 დიდი სტაფილო დაჭრილი, ისეც მივახრაკოთ 3 საშუალო კარტოფილი დაჭრილი და თითი-თითო მომცრო თAვი ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დაშლილი ყვავილებად, ხრაკვისასვე ჩავამატოთ ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი ოოხრახუში....

ბოსტნეული რომ ჩაიხრაკება დავასხათ ამ ბოსტნეულის ბულიონი, თ არ გვაქვს წყალი ან წყალი და გალინა ბლანკას სოკოს (შეიძლება ქათმის) კუბიკით....


ბოსტნეული რომ დარბილდება და სუპიც წამოდუღდება, ცოტა ხანი გავაგრილოთ, მერე დავაბლენდეროთ და შევკმაზოთ, მარილით, პილპილი, დაჭრილი ქინზითა და ოხრახუშით...


თუ სამარხვო კერძს არ ვამზადებთ, მე ვუმატებ ცოტა კარაქს ან ნაღებ, არაჩვეულებრივ გემოს აძლევ... თუ ნაღები არ გვაქვს, გადმოღებისას შეიძლება არაჟანი დავუმატოთ გემოვნებით.....

უგემრიელესი წვნიანია და თან ვიტამინებით სავსე...

Posted by: fermina 13 Oct 2011, 22:24
ესე იგი რა ბედნიერებაა, რომ ამ განყოფილებაში ამინც არ ლაპარაკობენ პოლიტიკასა და ბიძინა ივანიშვილზე!!! smile.gif ეჭვი მქონდა, შემოვიხედავდი და დამხვდებოდა პოსტები: ''დღეს გავაკეთე ბიძინა ივანიშვილის საყვარელი კერძი'' ანდა ''ყველაფერი ბიძინას საყვარელი ლუდის შესახებ'' biggrin.gif

QUOTE
ცომით რომ კეთდება,იმას რუსულად "კლიოცკები" ჰქვია


ამის რეცეპტს ხომ ვერ დამიწერთ? ალბათ ძალიან ამრტივია, უბრალოდ ცომს მგონი ცოტა განსხვავებული ინგრედიენტები უნდა, ვიდრეჩვეულებრივ.

Posted by: rtuli 13 Oct 2011, 22:37
fermina
QUOTE
ცომით რომ კეთდება,იმას რუსულად "კლიოცკები" ჰქვია



ამის რეცეპტს ხომ ვერ დამიწერთ? ალბათ ძალიან ამრტივია, უბრალოდ ცომს მგონი ცოტა განსხვავებული ინგრედიენტები უნდა, ვიდრეჩვეულებრივ.

ჩემეულ ,,შედევრს,, გადახედე smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33695832&f=&st=240&#entry11562803


QUOTE
ესე იგი რა ბედნიერებაა, რომ ამ განყოფილებაში ამინც არ ლაპარაკობენ პოლიტიკასა და ბიძინა ივანიშვილზე!!!  ეჭვი მქონდა, შემოვიხედავდი და დამხვდებოდა პოსტები: ''დღეს გავაკეთე ბიძინა ივანიშვილის საყვარელი კერძი'' ანდა ''ყველაფერი ბიძინას საყვარელი ლუდის შესახებ'' 

biggrin.gif

ჩემი პირადული აზრი პოლიტიკის განყოფილებაზე:
პოსტავს სასტავი მალალეტკების,რომლებსაც პოლიტიკა და სექსი ერთმანეთში ერევათ biggrin.gif ...ნუ დაახლოებით მაქსიმუმ 20% საღად მოაზროვნე სასტავია yes.gif

Posted by: fermina 13 Oct 2011, 22:38
rtuli
დიდი მადლობა, და ''შედევრი'' ბრჭყალებში სულ ტყუილად, დარწმუნებული ვარ იმსახურებს ამ წოდებას smile.gif

Posted by: rtuli 13 Oct 2011, 22:44
fermina
მოგეწონება დარწმუნებული ვარ smile.gif
ჩემს ოჯახში კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მზადდება წვნიანი კერძი,ადრე თითქმის ყოველდღე.
მრავალფეროვნებისთვის სულ ვცდილობ რაიმე ახალი მოვამზადო.
ისე,საქართველოში წვნიანის კულტურა საგრძნობლად მოიკოჭლებს...ამ დროს ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის yes.gif

Posted by: fermina 13 Oct 2011, 22:54
rtuli
მე ძალიან მიყვარს, ჩევნთან კი მართალი ხარ, წვნიანის კულტურა არ არის სათანადო დონეზე, თან მრავალფეროვნებაშიც მოვიკოჭლებთ, მარტო ბორში და ბოსტნეულის სუპი, ჰა და ჰა მაწვნის და ეგაა. ბავშვებს ჰო ლამის დაბადებიდან დაჰყვებათ თან წვნიანების სიძულვილი!!! smile.gif (სხავთაშორის ჩემ შვილს უყვარდა პატარაობისას, ახლა უფრო მოიძულა, ამიტომ მინდა რამე გემრიელი და საინტერესო შევთავაზო). ჰო ანაკომის სუპი მოსწონს, მე თუ მკითხავთ სრული საძაგლობაა biggrin.gif, ქიმიაა.

Posted by: RakhmAnna 16 Oct 2011, 20:35
ბოსტნეულის სუპი farfale-თი.............

Posted by: Pancrazio 16 Oct 2011, 23:55
QUOTE
სუფები, ბულიონები, ბორში და ა.შ.

რა ბულიონები რის ბორში

ხაში, თათარიახლი, ბოზბაში და ა.შ. yes.gif biggrin.gif

Posted by: TT-KK 17 Oct 2011, 13:39
Pancrazio

QUOTE
ბოზბაში


ჩიხირთმა?

Posted by: drozera 17 Oct 2011, 17:09
ძალიან მიყვარს წვნიანები, თუმცა ჩემი ქმარი დიდად არ სწყალობს უბრალო წვნიანებს, აუცილებალდ ხორცი უნდა ჰქონდეს, ხოდა ყველაზე სწრაფადმოსამზადებელი ხორციანი და თან წვნიანი სადილი "დავამუღამე" – გუფთა, მოკლედ ყოველ მეორე დღეს გუფთას მაკეთებინებს, თან სამსახურიდან დაღლილი რომ მივდივარ, მეც მიადვილდება და მალე ვაპურებ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif
ჩემეული გუფთა:
ვადუღებ წყალს, ვაგდებ მაგგის ბულიონის ორ კუბიკს, ვამატებ დაფნას და მარილს, ვამატებ ცოტა ბრინჯს, დაახლოებით ნახევარ ჭიქას, შემდეგ ვაკეთებ გუფთუნიებს, ხორცს ვუმატებ მოუხარშავ კარგად გარეცხილ ბრინჯს, ვანელებ მარილთა და წიწაკა+პილპილით და ვავლებ ფქვილში, ვაწყობ მდუღარე წყალში, სხვადასხვა ადგილას smile.gif როცა მოიხარშება ამოტივტივდება ვუმატებ ცოტა ტომატპასტას, ნახევარ კოვზ მეგრულ აჯიკას და ვაჭრი ქინძს, ვახურებ თავზე და ვაქრობ გაზს.
ისევდაისევ ქმრის განსხვავებული გემოვნების გამო არ ვუმატებ ხახვს, თუმცა თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ.
კვერცხსაც არ ვუმატებ, განსხვავებულ გემოს აძლევს და მის გარეშეც ძალიან კარგად იკვრება გუფთუნიები.
აი ასე smile.gif

Posted by: pepela15 18 Oct 2011, 18:15
მეც მიყვარს წვნიანი..................................................

Posted by: aquiline 25 Oct 2011, 03:43
კარგი ჩიხირთმას რეცეპტი აქ უნდა ვიკითხო თუ სადმე სხვაგან.

Posted by: drozera 25 Oct 2011, 12:17
http://forum.ge/?showtopic=33695832&f=&st=0&#entry4334065

ჩიხირთმის რეცეპტი smile.gif

Posted by: Tasso 29 Oct 2011, 09:16
ხაჭოს შეჭამანდის რეცეპტი აქვს ვინმეს? დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: shtori 29 Oct 2011, 17:49
ჭარხლის სუპი როგორ გავაკეთო ისე რო ფერი შეინარჩუნოს? ბორში არ მინდა.


Tasso
QUOTE
ხაჭოს შეჭამანდის რეცეპტი აქვს ვინმეს?

მოხარშული ცომით რომ აკეთებენ? თუ ეგ რომელია? მეც მინდა რეცეპტი...

Posted by: laboratoria1918 3 Nov 2011, 15:26
სოკოს სუპი არავინ არ იცის რომ დაპოსტოს?

Posted by: solomoni84 7 Nov 2011, 17:07
დაუპოსტეთ ამ ადამიანს, ითხოვს
smile.gif

Posted by: mirzagu 7 Nov 2011, 23:50
borshchi ki arada karg chaqapuls chaartyavda kaci.. biggrin.gif tan shavi gvinit...

Posted by: erekleerekle 8 Nov 2011, 09:34
1 საშუალო ზომის ქვაბზე 1 თავი ხახვი (მაინც მთლიანი უნდა და მხოლოდ გემოსთვის უნდა ჩაიხარშოს), 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 დიდი ბულგარული, კარტოფილის რაოდენობა ზომაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული (დაახლოებით 4-5 ცალი საშუალო ზომის). ანაკომი 1 პაკეტი. დანარჩენი ყველაფერი გემოვნებით.
1 საშუალო ქვაბში იგულისხმება დაახლოებით 8 მათლაფა სუფი, შეიძლება ცოტა მეტიც (თეფშის ზომასაც გააჩნია, ჯამში თუ ჩაისხი სულ 3 პორცია გამოვა).
* * *
პ.ს. ჩემს ქმარს სუფების სიყვარული ამ სუფით დავაწყებინე, ძალიან მოეწონა და მერე ჩვეულებრივი სუფებიც შევაპარე

Posted by: neliko kirtadze 8 Nov 2011, 13:26
ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც უნდა მიიღო წვნიანი კერძი... აუცილებელზე აუცილებელია

Posted by: TT-KK 8 Nov 2011, 15:47
erekleerekle
QUOTE

1 თავი ხახვი, 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1 დიდი ბულგარული, კარტოფილი  4-5 ცალი. ანაკომი 1 პაკეტი


ასეთ სუპს ვაკეთებ, ოღონდ ანაკომის გარეშე (გემრიელია, მაგრამ კონცენტრატებს არ ვიყენებ), ვუმატებ ხან გაროხს, ხან ბროკოლს.

Posted by: LTB1948 8 Nov 2011, 16:04
laboratoria1918
1 ხახვი, 1 სტაფილო, 200 გრამი სოკო და 2-3 კარტოფილი დაჭრილი მოხრაკე ზეითუნის ზეთში ან კარაქში. მერე დაასხი წყალი და მოხარშე. რომ მოხარშება, შეგიძლია დააბლენდერო და ნაღები დაუმატო და 1 მუჭა სოკო უმად ჩააჭრა +კამა ქინძი....
ან თუ ნაღებიანი არ გიყვარს, კამა ქინძი უბრალოდ. შეიძლება თვიდანვე 1 ბულგარულიც დაუმატო....
მე პირადად ზალიან მიყვარს და ცოტა მუსკატსაც ვახეხავ, განსაკუთრებით, თუ ნაღებიანს ვაკეთებ, ძალიან განსაკუთრებულ არომატს სძენს
ნუ + მარილი და პილიპილი თAვისთAვადsmile.gif

Posted by: beridze78 10 Nov 2011, 11:58
ნერწყვი მომდის ამ ყველაფერს რო უყურებ

Posted by: vaxushta1 11 Nov 2011, 17:14
აუ პახმელიაზეა მაგარი წვნიანი, ნებისმიერიი........ არა აქვს მნიშვნელობა რისი იქნებააააააააააააააააააააა

Posted by: madona111 14 Nov 2011, 12:38
ვგიჟდები ბორშზე, ოღონდ სმეტანით smile.gif ძალიან მაგარია biggrin.gif

Posted by: rezi-rezi 15 Nov 2011, 13:50
სუფხარჩო უძლიერესიაააა, ჩაქაფულიიიიიი ვაიმე მშიააა გავედიით

Posted by: taliko 15 Nov 2011, 14:24
მეგრული ხარჩოს გაკეთება ვინ იცით?
* * *
უკრაინული ბორშის რეცეპტი იცის ვინმემ?????????????????????????????

Posted by: pluralisti 15 Nov 2011, 18:24
მე კაი ჩიხირთმა ვიცი და თუ გინდათ დასწავლით

Posted by: saly 16 Nov 2011, 02:28
მეც მაგარ ჩიხითმას ვაკეთებ .

Posted by: TT-KK 16 Nov 2011, 13:28
pluralisti
QUOTE
მე კაი ჩიხირთმა ვიცი და თუ გინდათ დასწავლით

დაწერეთ
saly
QUOTE
მეც მაგარ ჩიხითმას ვაკეთებ

თქვენც დაწერეთ

Posted by: LTB1948 16 Nov 2011, 13:32
ჩიხირთმა:

1 საშჲალო ხავი წვირლად დაჭერით და კარაქში მოდაღეთ.
მერე დაუმატეთ ქათმის ბულიონი და წამოადუღეთ.
3 კოვზი ფქვილი გახსენით წყალში და შეურიეთ ბულიონს ნელ-ნელა რომ ჯკოტები არ გაიკეთოს და ერთგვაროვანი ამსა გამოგივიდეთ. რომ წამოდუღდება, 3 კვერცხი 1/2 ჭ ძმარში გათქვიფეთ და ჩაამატეთ. მე 2-3 კვერცხსაც ჩავახლი ხოლმე, გემრიელიაsmile.gif
მარილი, პილპილი და მოზრდილი კონა ქინძი...
ძალიან გემრიელია....
* * *
pluralisti
saly

პოსტების რაოდენობას იგროვებთ და ცუდი საქციელია!!!!!

Posted by: rusudan_55 27 Feb 2012, 22:08
მოგესალმებით, მე ძალიან მომწონს თქვენს მიერ განხილული საკითხები ამიტომ გადავწყვიტე ფორუმში ჩართვა.

ახლა კი მინდა გკითხოთ თუ იცით ვინმემ რაიმე ეგზოტიკური წვნიანის მომზადება, იყოს ლამაზიც და გემრიელიც.

Posted by: NewName 4 Apr 2013, 17:19
ადამიანებო დამეხმარეთ. ზოგ კერძში რომ წერია ბოსტნეულის ბულიონი ინგრედიენტებში. ეს ბოსტნეულის ბულიონი სად იშოვება ან/და როგორ მზადდება ... : (

Posted by: Breaky 4 Apr 2013, 17:27
NewName
შეგიძლია მოხარშო: ხახვი, სტაფილო, ბულგარული, მწვანილები და კიდევ რაც გინდა- დაუჭრელად და მერე გადაწურო.
ან მზა კუბიკები რომ იყიდება ხოლმე მაგი და გალინა ბლანკა, ეგ გამოიყენო.

Posted by: Pink_ Panther 8 May 2013, 21:47
გაყინული გუფთები რო იყიდება, ეგ როგორ მოვხარშო? user.gif

ის წითელი წვენი როგორ გავუკეთო/?

თან ზოგს უწერია კარტოფილი ჩაყარეთ გუფთების მერე, ზოგს ბრინჯი გუფთებამდეო...

გაყნულ გუფთებზეც არსად წერია, უნდა გადნეს ჯერ თუ ეგრევე უნდა ჩაყარო...

დამეხმარეთ რა user.gif

Posted by: jadvari 1 Oct 2013, 11:21
ბოზბაშის რეცეპტი მინაააააა. კარგიიიიიიიიიიიიი
თუ ხართ აქ ვინმე თელაველი სასურველია თქვენი ვერსია

Posted by: Tetri_Eshvi 13 Oct 2013, 01:28
მიყვარს ძალიან წვნიანი კერძები და დავფიქსირდები, ახალ რეცეპტებს გავიგებ.

ყველაზე გემრიელი რაც გამომდის, ასე ვაკეთებ:

ვხარშავ ხორცს კარგად, შემდეგ ვყრი კარტოფილს და თხლად დაჭრილ სტაფილოს, როდესაც ესენიც მოიხარშება - წითელ ბულგარულ წიწაკას. სულ ბოლოს, გაზქურის გამორთვამდე 5 წუთით ადრე ვასხამ კანგაცლილ და დაქუცმაცებულ პომიდორს (საკმაოდ დიდი რაოდენობით-3-4 ცალი), დაჭყლეტილ ნიორს, ცხარე პილპილს და ყველა სახის მწვანილს აგრეთვე დიდი რაოდენობით.

ჭამის წინ, თეფში 1-2 სუფრის კოვზი მაწონიც ძალიან უხდება.

Posted by: holden kolpildi 22 Oct 2013, 14:05
სოკოს სუპის რეცეპტი მითხარით რააა

Posted by: Pleiades 22 Oct 2013, 17:18
QUOTE (holden kolpildi @ 22 Oct 2013, 14:05 )
სოკოს სუპის რეცეპტი მითხარით რააა

აი რეცეპტი და იმედია გამოგადგება smile.gif)))

სოკოს კრემ-სუპი მდნარი ყველით (რატატუი.მე-დან)

250-300 გრ სოკო
100-150 გრ მდნარი ყველი
2 დიდი კარტოფილი
1 კონა კამა
100 გრ არაჟანი ან ნაღები
600 მლ ბულიონი ან წყალი
1 ხახვი
1 ს.კ ფქვილი
1ჩ.კ ხმელი ბაზილიკი
დაფნის ფოთოლი
მარილი, პილპილი
სოკო მოშუშეთ ხახვთან ერთად

დაასხით ბულიონი, დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ. ხარშვის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაამატეთ ბაზილიკი და დაფნა. რომ მომზადდება, დააბლენდერეთ კამასთან ერთად.
ქვაბში სულ ცოტა წყალში გახსენით ფქვილი, დაასხით კრემ-სუპი, ჩაამატეთ მდნარი ყველი და არაჟანი, წამოადუღეთ რამდენიმე წუთით ნელ ცეცხლზე, თან პერიოდულად ურიეთ. შეაზავეთ მარილით და პილპილით

ამ სუპის მომზადება შესაძლებელია ქათმის ხორცთან ერთად, მოშუშეთ ხორცი სოკოსთან ერთად, დანარჩენი როგორც რეცეპტშია.. smile.gif)

Posted by: <<მარი>> 22 Oct 2013, 19:33
მე კიდე ბრინჯის ტოლმას ვაკეთებ ძალიან ხშირად. უგემრიელესი გამოდისsmile.gif

Posted by: akkai 9 Dec 2013, 14:54
არ ვიცი რა ქვია ( არ მახსოვს) მაგრამ ძალიან ორიგინალურად კი მოიტანეს ეს სუპი:

მთლიანად პურშია რა:

up.gif
http://radikal.ru/fp/85bb91c3046341498d82c5caca508c58

Posted by: Maya - Maya 10 Dec 2013, 20:13
QUOTE (Breaky @ 4 Apr 2013, 17:27 )

შეგიძლია მოხარშო: ხახვი, სტაფილო, ბულგარული, მწვანილები და კიდევ რაც გინდა- დაუჭრელად და მერე გადაწურო.

ან მზა კუბიკები რომ იყიდება ხოლმე მაგი და გალინა ბლანკა, ეგ გამოიყენო.

კუბიკემი ხომ ცარიელი ქიმიაა, ბულიონის სახლში დამზადება ჯობს, რა არის ამაში რთული, მითუმეტეს საქართველოში ბოსტნეულის და მწვანილის პრობლემა არ არის.

Posted by: nisli 14 Dec 2013, 19:20
QUOTE
მიყვარს ძალიან წვნიანი კერძები და დავფიქსირდები


+1

Posted by: akkai 3 Jan 2014, 01:12
ჩიხირთმის რეცეპტს მეთყვით ვინმე?

მადლობელი დაგრჩებით

Posted by: TT-KK 3 Jan 2014, 13:13
akkai
QUOTE
ჩიხირთმის რეცეპტს მეტყვით ვინმე? მადლობელი დაგრჩებით

QUOTE
ჩიხირთმა:1 საშუალო ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქში ან ბულიონის ცხიმში მოდაღეთ.დაამატეთ 2ს/კოვზი ფქვილი და მოშუშეთ,მერე დაუმატეთ ქათმის ბულიონი და ადუღებამდე მიიყვანეთ. 3 კვერცხის გული 1/2 ჭ ძმარში გათქვიფეთ და ჩაამატეთ წვრილ ნაკადად, თან ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი და მოზრდილი კონა ქინძი...ძალიან გემრიელია....

აი რეცეპტი LTB1948 -მ წინასწარ იზრუნა თქვენ პახმელიაზე.

Posted by: Jonathan Bisht 4 Jan 2014, 19:53
გამარჯობა მოდით ბორშის გაკეთება ვისცავლოთ ?lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: martin_iden_ 6 Mar 2015, 16:07
ჯარში რომ ვიყავი რამდენიმე წლის უკან ძალიან გემრიელ სოიოს სუპს გვაჭმევდნენ ,ისე გემრიეკს რომ ყველა სჭამდა და იქნებ მასწავლოთ რეცეპტი ....

Posted by: ამო 6 Mar 2015, 19:05
კვირაში მინიმუმ 2-ჯერ უნდა მივირთვა სუპჩიკი.
ორგანიზმი მთხოვს.

ისტორიული დღეა ჩემს კულინარიულ ცხოვრებაში -პირველად გავაკეთე ბორში ( უხორცო).
მთელი შუადღე შევწირე - სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი რა შემადგენობა აქვს.
გემრიელი გამოვიდა smile.gif)

ფოტო- მასალაც მაქვს, დედაჩემი არ დამიჯერებდა, დოკუმენტური დადასტურების გარეშე ))

before
http://www.radikal.ru

after

http://www.radikal.ru

Posted by: TT-KK 13 Oct 2015, 12:52
ამო
ბრავო, ძაან მომეწონა.


უცბად მოსამზადებელი სუფი, თან ძალიან გემრიელი.

ბროკოლით

1) 0,5 კგ ბროკოლი მოხარშეთ კარგად ცოტა წყალში, ცალკე მოშუშეთ ცოტა ზეთში 200 გრ. ქამა სოკო 1 თავ ხახვთან ერთად და შეურიეთ მოხარშულ ბროკოლთან, შეაგემეთ მარილით და ცოტა შავი პიმპილით, დაუმატეთ რძე (დაახლოებით 200 გრ, ან მეტიც შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით).

ყვავილოვანი კომბოსტოთი

2) 0,5 კგ. ყვავილოვანი კომბოსო, 2 ცალი სტაფილო, 3 ცალი კარტოფილი დაჭერით და 1 თავ ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში, შემდეგ დაასხით წყალი და ხარშეთ დაახლოებით 15 წუთი, შეაგემეთ მარილით და შავი პილპილით, ბოლოს დაუმატეთ ნაღები გემოვნებით დაახლოებით 50-100 მლ.

Posted by: Girl 26 Oct 2015, 17:12
TT-KK
QUOTE
ბროკოლით

1) 0,5 კგ ბროკოლი მოხარშეთ კარგად ცოტა წყალში, ცალკე მოშუშეთ ცოტა ზეთში 200 გრ. ქამა სოკო 1 თავ ხახვთან ერთად და შეურიეთ მოხარშულ ბროკოლთან, შეაგემეთ მარილით და ცოტა შავი პიმპილით, დაუმატეთ რძე (დაახლოებით 200 გრ, ან მეტიც შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით).


რძე პირდაპირ ცხელ სუპში ჩავასხა ? არ აიჭრება ან რამე ესეთი არ მოუვა ? მომწერე პლზ

Posted by: TT-KK 28 Oct 2015, 02:34
Girl
QUOTE
რძე პირდაპირ ცხელ სუპში ჩავასხა ? არ აიჭრება ან რამე ესეთი არ მოუვა ? მომწერე პლზ


კი,ცხელში ვასხამ მე. არ აიჭრება.

Posted by: elchi 28 Oct 2015, 13:52
წვნიანი სასუსნავები მეც ძალიან მიყვარს და გაკეთებაც მეხერხება.

ოღონდ ერთი რამეა, ხორცი თუ არა აქვს კერძს, სათოფეზე ვერ გამაკარებს სულიერი სამზარეულოს.

ბროკოლის და ზღვის კომბოსტოს გარდა ნებისმიერ ბოსტნეულს წავეტანები და დავაგემოვნებ, მაგ ორს ვერ დავუჭირე მუღამი.

"ბორშში" დიდძალ ბოსტნეულს ვიყენებ და აუცილებლად საქონლის ნეკნებთან უნდა გავაკეთო.

ნაბახუსევზე პილპილ მოყრილი და ცოცხალი ოხრახუშით მორთული, სულის ცხონებაა სამ ჭიქა არაყთან ერთად.

ინგრედიენტები არ მკითხოთ, მთელი "GOLDEN GATE"-ის პარკის მცენარეები მაქვს ჩაყრილი.

ხბოს ხორცის ნახარშით ვაკეთებ და გამოდის ბომბა.

http://radikal.ru/big/0c850a14e8ff4dca98d84b003010212c

Posted by: kato_stropa 29 Oct 2015, 01:33
ხალხო,გეხვეწწებით,თავი აღარ მიმუშავებს და რამე მარტივი და სწრაფი სუპი მომწერეთ,ცალ ხელში მჩხავანა ძუძუს ბავშვით რომ გავაკეთო gigi.gif

Posted by: Besa 29 Oct 2015, 17:04
http://www.fresher.ru/2015/10/29/top-10-neobychnyx-krem-supov-kotorye-stoit-prigotovit/

კრემ სუპი

Posted by: Girl 29 Oct 2015, 21:09
TT-KK
ცოტა. უგემური გამომივიდა მგონი sad.gif არ შეიძLება მწვანილი ან რამე დავამატო?
* * *
ოკ მარილი აკლდა სავარაუდოდ. კამა, რძე და მარილი დავამატე და გაგემრიელდა : D კამა იმედია ზედმეტი არ ჩავიდინე.

Posted by: highway 7 Nov 2015, 18:23
მართალია უძაან უგემრიელესია კახურ-ქართლული "ბოზბაში", "მაწვნის შეჭამადი" და "ჩიხირთმა", მაგრამ არა პატრიოტულს ვიტყვი. ფრანგული "ხახვის სუპი" უფრო მომწონს
user.gif

Posted by: TT-KK 9 Nov 2015, 03:04
Girl
QUOTE
ცოტა. უგემური გამომივიდა მგონი sad.gif არ შეიძLება მწვანილი ან რამე დავამატო?
* * *
ოკ მარილი აკლდა სავარაუდოდ. კამა, რძე და მარილი დავამატე და გაგემრიელდა : D კამა იმედია ზედმეტი არ ჩავიდინე.

ბოდიში, გვიან ვნახე.
ხო,იმის თქმა მინდოდა,რომ შენ რაც გესიამოვნება ის დაამატე.

Posted by: SR-71 9 Nov 2015, 03:45
ხაში ხახაში!

გემოვნება სადაოა, მაგრამ ჯამრთელობისთვის ასეთი მარგებელი, არა მხოლოდ წვნიანი, არამედ საჭმელი არ მოუგონია კაცობრიობას.

Posted by: tactikal777 18 Nov 2015, 11:25
ვახ რა კარგი თემაა დავფიქსირდები

Posted by: khvaramze 23 Nov 2015, 13:25
მეც დავწერ ერთი სუპის რეცეპტს, მე პირადად ძალიან მომწონს, ადვილი და იაფია.
რეცეპტი ჩემი მოგონილი არ არის, ავსტრიაში აკეთებენ. შეიძლება სხვაგანაც არ ვიცი.
ფშენოს სუპი. დაგვჭირდება ერთი ყავის ჭიქა ფშენო, ერთი პატარა თავი ხახვი, ერთი საშუალო ზომის სტაფილო, პამიდორი და მწვანილი.
ვშუშავთ ხახვს, მერე ჩავყრით გახეხილ სტაფილოს, იმასაც ცოტას მოვშუშავთ, მერე წყალი და ფშენო, როცა მოიხარშება ცოტა პამიდორი, მწვანილი, ცოტა ნიორი, მარილი და წიწაკა.
მწვანილებიდან მე მარტო ოხრახუშზე მიმიწვდება ხელი. ქინძიც მოუხდება ალბათ. სულ ეს იყო. სჭირდება დაახლოებით 20 წუთი. ეს ჩემი ბიჭებისთვის განსაზღვრული პორცია დავწერე. ბავშვები შეჭამენ გემრიელად, მე რა პრობლემაც მაქვს იმაზე ვამახვილებ ყურადღებას.


Posted by: masai11 15 Aug 2019, 12:11
ერთი ეს ბორში როგორ უნდა - აი თავიდან ჭარხალი ჩაიყრება მოსათუშად, მერე სტაფილო, მერე ხახვი.
და კომბოსტო როდის?
ეგეც უნდა მოითუშოს დანარჩენებთან ერტად თუ უკვე წყალი რომ დუღს მაშინ იყრება კარტოფილთან ერთად?

Posted by: fermina 15 Aug 2019, 13:03
masai11
QUOTE
ერთი ეს ბორში როგორ უნდა - აი თავიდან ჭარხალი ჩაიყრება მოსათუშად, მერე სტაფილო, მერე ხახვი.
და კომბოსტო როდის?
ეგეც უნდა მოითუშოს დანარჩენებთან ერტად თუ უკვე წყალი რომ დუღს მაშინ იყრება კარტოფილთან ერთად?


მე ასეტი თანმიმდევრობით ვაკეთებ - ჯერ ხახვი, ძალიან მალევე სტაფილო და ჭარხალი, მერე კარტოფილი (სხვა ბოსტნეულთან ერთა რომ ითუშება, მერე მალევე იხარშება) და გახეხილი პომიდორი ან ტომატი და კომბოსტო წყალი რომ ადუღდება, ნუ ეს გააჩნია, მე არ მიყვარს ჩახარშული და იმიტომ. შეგიძლია სულ ყველაფერი ერთად მოთუშო ცოტაოდენი წყლის დამატებით და მერე დაასხა მთლიანი წყალი. პ.ს. სიწითლისთვის გახეხილი ჭარხლის ნახევარი ბოლოსთვის შემოინახე და სულ ბოლოში გამორთვამდე ცოტა ადრე ჩაყარე. მწვანილი რომ გამორთავ, მერე.

Posted by: masai11 15 Aug 2019, 16:43
fermina
QUOTE
მე ასეტი თანმიმდევრობით ვაკეთებ - ჯერ ხახვი, ძალიან მალევე სტაფილო და ჭარხალი, მერე კარტოფილი (სხვა ბოსტნეულთან ერთა რომ ითუშება, მერე მალევე იხარშება) და გახეხილი პომიდორი ან ტომატი და კომბოსტო წყალი რომ ადუღდება, ნუ ეს გააჩნია, მე არ მიყვარს ჩახარშული და იმიტომ. შეგიძლია სულ ყველაფერი ერთად მოთუშო ცოტაოდენი წყლის დამატებით და მერე დაასხა მთლიანი წყალი. პ.ს. სიწითლისთვის გახეხილი ჭარხლის ნახევარი ბოლოსთვის შემოინახე და სულ ბოლოში გამორთვამდე ცოტა ადრე ჩაყარე. მწვანილი რომ გამორთავ, მერე.


მადლობა.
არც ისე იოლი ყოფილა.

Posted by: fermina 15 Aug 2019, 17:10
masai11
QUOTE
მადლობა.
არც ისე იოლი ყოფილა.


რთული ნამდვილად არ არის და თუ გინდა გემრიელი და ხასხასა გამოვიდეს, ასე ჯობს გააკეთო და ისე ყველაფერს ერთად თუ ჩაყრი, რაღაც მაინც გამოვა, არცთუ ისე გემრიელი ბორში.

ხო, ცოტა ნიორიც ბოლოში, მწვანილებთან ერთად. პომიდორიც ახლა გემრიელი იყიდება და მოუხდება. ზაფხულში ტომატს არც ვიყენებ, ან ძალიან ცოტას პომიდორთან ერთად.

Posted by: max-14 25 Sep 2019, 01:18
QUOTE
ერთი ეს ბორში როგორ უნდა - აი თავიდან ჭარხალი ჩაიყრება მოსათუშად, მერე სტაფილო, მერე ხახვი.
და კომბოსტო როდის?
ეგეც უნდა მოითუშოს დანარჩენებთან ერტად თუ უკვე წყალი რომ დუღს მაშინ იყრება კარტოფილთან ერთად?

უამრავი რეცეპტია იუთუბზე,რომელიმე ამოარჩიეთ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)