+1
მაგალითად ჩემთან არის უფასო საზ.ტრანსპორტი: ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, საქალაქთაშორისო მატარებლები (თუკი ლოკალურად მგზავრობ)..
ოღონდ მხოლოდ მათთვის ვინც აქ არის ჩაწერილი, ანუ შესაბამისად ვისი გადასახადებიც ამ ქალაქის ბიუჯეტში მიდის.
იმიტომ რომ უფასო არაფერი არსებობს, ქალაქის ბიუჯეტი უხდის სატრანსპორტო კომპანიას თითო ადამიანზე წელიწადში გარკვეულ თანხას.
მაგრამ.
როგორც ზევით აღნიშნეს, ეს მხოლოდ იმის შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ზოგადად საზ.ტრანპორტის სისტემა მოწესრიგებული გაქვს როგორც ხაზების მარშრუტების და დაფარვის ზონების, ისე მათზე მოძრავი საშუალებების რაოდენობის და ინტენსიურობის მხრივ
აქაც კი, ყოველ წელს არის დებატები რეალურად მომგებიანია თუ არა ეს "უფასო" ტრანსპორტიც:
მაგალითად მე თუ ძირითადად მანქანით ვმოძრაობ, და საზ. ტრასნპორტს ათასში ერთხელ ვიყენებ, მნიშვნელობა არ აქვს - ქალაქის ბიუჯეტი ჩემს ფულს მაინც იხდის...
შეიძლება ამ შემთხვევაში უფრო მომგებიანი იყოს თავად მე გადავიხადო საზ.ტრანსპორტის ფული, ხოლო "ჩემი" თანხა ბიუჯეტიდან სხვა რამეში წავიდეს ან სულაც გადასახადი ჩამომაკლდეს?
მოკლედ, არ არის მარტივი საქმე ამ ყველაფრის კალკულაცია.
თანაც მგზავრობა არ ღირს ისე ძვირი რომ რეალურად დიდი ბენეფიტი ჰქონდეს ადამიანს.
1 თვიანი ულიმიტო მგზავრობა 25 ევროზე ნაკლები ჯდება,
ან ერთი, 1.5 საათიანი მგზავრობა - დაახლოებით 1 ევრო.
მოკლედ, ყველას შეუძლია თავისთვის კომფორტული სქემა აირჩიოს იმ შემთხვევაშიც კი თუ უფასო აღარ იქნება.
მაგრამ ამ ამბებამდე საჭიროა საზ.ტრანსპორტის განვითარება!
This post has been edited by nick_el_son on 8 Dec 2018, 03:06