ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მანდ შუქნიშნის დამონტაჟება.
შემდეგი უნდა იყოს იუსტიციის წინ სამარცხვინო ხიდის მოშლა, გზის დავიწროვება და შუქნიშნის დადგმა.
ქეთევან წამებულზე შევნიშნე ახალი საფეხმავლო შუქნიშანი, ავიაციის ინსტიტუტის წინ რაღაც სკოლაა და იქ. ჯერ არ არის ჩართული და არც ზებრაა დახაზული.
მომავალ წელს წამებულის რეაბილიტაციას რომ დაიწყებენ, ავლაბრის მეტროსთან საფეხმავლო ხოდსაც მოშლია და ზებრას დააბრუნებენ.
ავლაბრის მოედანზესასწრაფოდ დასამატებელი შუქნიშნები ფეხით მოსიარულეებისთვის.
ასევე თავისუფლების მოედანზე. დადიანზე ალბათ შუქნიშანი არაა საჭირო, უფრო პარკირების გაუქმება და ტროტუარების გაფართოვება.
* * *
პუშკინს, ბარათაშვილის ქუჩას და აღმართს ასე მოვაწყობდი ზებრებს შუქნიშნებით. მაგრამ მეეჭვება კალაძემ გაბედოს (((
* * *
რუსთაველის მეტროს წინაც გასაკეთებელია შუქნიშნები.
ზანდუკელზე, მაკდონალსის წინ პარკინგია ასაკრძალი და ტროტუარების იმ დონეზე გაფართოვება რომ მხოლოდ ერთი მანქანა ეტეოდეს, შუქნიშანი აღარ იქნება საჭირო.
ფილარმონიასთან შუქნიშნები ასე უნდა დაყენდეს, ნიკოლაძიდან გამოსასვლელთან სამკუთხედზე უნდა გაუქმდეს პარკირება, გამწვანდეს და გახდეს საფეხმავლო.
ეჰ, იმდენი საქმეა, ეს იმის მეათედიც არაა სადაც საჭიროა შუქნიშნები და გზების შევიწროვება, მაგრამ ვინაა გამკეთებელი?
This post has been edited by brutal_88 on 29 Nov 2019, 19:45