Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ონლაინ შოფინგი > ტვირთები საქართველოდან ამერიკაში და ევროპაში.


Posted by: ggela 25 Jul 2012, 19:10
გ ამარჯობა ყველას, რასაც გადავავლე თვალი მსგავსი ტემა ვერ ვნახე..
ალბათ ყველას ვინც ხშირად ან არც ისე ხშირად) იწერთ ნივთებს ამერიკიდან და ევროპიდან გქონიათ შემთხვევა, რომ ჩამოგივიდათ დაზიანებული, ან არასწორი(სხვა) ნივთი და გინდათ უკან დაუბრუნოთ სელლერს..( მე ძალიან ხშირად მქონია ესეთი შემთხვევები)..
გადამზიდები რომლებსაც ამერიკიდან( ან ევროპიდან) ჩამოაქვთ ნივთები , უკან არ გზავნიან..

მოდით ვურჩიოთ ერთმანეთს საუკეთესო ვარიანტი საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნის, და დავზოგოთ ერთმანეთის ხარჯები და ნერვები

უმეტეს შემთხვევაში(მაგალითად ამაზონზე) როცა ჩამომსვლია დაზიანებული ან სულ სხვა ნივთი სელერი მზადაა გამოგიცვალოს ნივთი, ან ნივთი დაბრუნების შემთხვევაში სრულად დაფაროს თანხა..
და როცა სელლერს უხსნი, რომ იცი რა , მე ამერიკაში კი არა, საქართველოში ვცხოვროიბ( რომელიც შესაძლოა არც გაუგია არასდროს) და ძვირია გამოგზავნა და მაპატიე ბიძია, ფული გამომიგზავნეთო, უმეტეს შემთხვევაში გონიათ რო აბოლებ..და ფულის გამოძალვას ცდილობ...( შემხვედრია ხალხი, რომლებიც მართლაც ფაფხურობენ გამოძალვის მიზნით)..

* * *
დავიჯერო არავის აინტერესებს ეს თემა.. რამდენი ადამიანი მხვდება მსგავსი პრობლემით და კითხულობს რა ვქნაო და რია ვიცი..

Posted by: tintoreto 27 Jul 2012, 09:26
ggela
QUOTE
ტვირთები საქართველოდან ამერიკაში და ევროპაში., ყველას გვჭირდება, საუკეთესო ვარიანტი რომელია

საინტერესო თემაა და მართლაც აქ,ფორუმზე არსადაა პასუხი.
მე არ მქონია ასეთი შემთხვევა,რომ უკან გამეგზავნოს.ალბათ ამ საკითხის მოგვარება ისევ და ისევ ჩვენი გადამზიდის მეშვეობით უნდა მოხერხდეს.

Posted by: PAINKILLER 27 Jul 2012, 11:33
ggela

უკან გაგზავნა მე არარეალურად მიმაჩნია, ძალიან ძვირი ჯდება და უმეტეს შემთხვევაში აზრი არა აქვს....




Posted by: Kate789 27 Jul 2012, 14:38
რა პასუხი უნდა იყოს???
ან DHL-ით და ან Fedex არის შესაძლებელი, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირია.
ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და პასუხი ესაა. smile.gif

Posted by: BigCrow 27 Jul 2012, 19:55
და გადამზიდავებს რატომ არ აქვთ ეგ სერვისი? ის თვითმფრინავი, აქ რომ ჩამოდის, უკანვე არ ჩადის? biggrin.gif

Posted by: DiTa 28 Jul 2012, 02:51
QUOTE
და გადამზიდავებს რატომ არ აქვთ ეგ სერვისი? ის თვითმფრინავი, აქ რომ ჩამოდის, უკანვე არ ჩადის?


ეს კითხვა მეც მქონდა სულ,
ალბათ იმიტომ რომ აქედან მოთხოვნა არ არის და ზედმეტი ხარჯების გაღება არ უნდათ....

Posted by: Kate789 28 Jul 2012, 15:10
QUOTE
ალბათ იმიტომ რომ აქედან მოთხოვნა არ არის და ზედმეტი ხარჯების გაღება არ უნდათ....

მართალია.


Posted by: ggela 1 Aug 2012, 17:52
QUOTE (Kate789 @ 27 Jul 2012, 14:38 )
რა პასუხი უნდა იყოს???
ან DHL-ით და ან Fedex არის შესაძლებელი, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირია.
ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და პასუხი ესაა. smile.gif

მოკლედ ვეძებე და გავარკვიე რაღაც -რაღაცეები, არც მასე მარტივადაა საქმე რომ მარტო DHL და FEDEX იყოს..
მობილურის გაგზავნაზე დავრეკე რამდენიმე ტრანსაქციონ კომპანიში,(ანუ 500 გრამამდე ნივთის ფასები ვიკითხე)..DHL-მა 116 ლარი(70$) მითხრა, UPS-მა 90$...
ყველაზე მისაღები ფასი მითხრეს GUP-ში( Georgian Universal post), თუმცა ეხლა ვცადე მაგათ საიტზე შესვლა (GUP.ge) და ვერ შევედი..40 $..

ხო კიდევ..ბარამს ქონდა (აქვს?) ტურმე უკან გაგზავნის სერვისი..და ოპერატორმა ესეთი რამ მითხრა..:20 ლარია მინიმუმი და თითო კილოზე 12 ლარი ემატებბაო...მაგრამო.: საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაგზავნილი რეისი ამერიკის საბაჟოზეა დაკავებული, და არ უშვებენო, ხალხს პროდუქტები გაუგზავნია(ჩურჩხელები ძირითადად) რასაც შემოწმება არქონია გავლილი და ამ რეისით გაგზავნილი ყველა ამანათიც პროდუქტებთან ერთადაა გაჩერებული..
შეგიძლია მოიტანოო და შეიძლება გაიგზავნოსო( გარანტიას ვერ მოგცემოsmile.gif) ..მოკლედ საქართველოა რაა..

ასე რომ ცუდ დღეში ვართ.. ასე შემრჩა გაფუჭებული ტელეფონი (169$-იანი) და 27 ინჩიანი მონიტორი დაზიანებული მატრიცით(173 $-იანი)..
* * *
აი კიდე: http://www.georgianpost.ge/index.php?page=14&lang=geo
მაინც დიდი ფასებია..წონიანი ნიტის უკან გაგზავნა უაზრობაა..

Posted by: Irakli.B 1 Aug 2012, 18:19
ეს საკითხი კარგად მესმის და გეტყვით რატომ არ გთავაზობთ გადამზიდავი კომპანიები უკან გაგზავნას

1) ჯდება ძვირი მინ ღირებულება 0.5 კგ ზე დაგიჯდებათ ამერიკაში 50$
2) საბუთების გაფორმება ექსპორტის დროს იმდენი დრო მიაქვს, რომ არც მომხმარებელს უღირს უკან წაღება და არც გადამზიდავს უღირს ამდენი წვალება
3) მოთხოვნა თითქმის არ არის

გამოსავალი არის DHL, FEDEX, UPS, მაგრამ გაგზავნის ფასები საკმაოდ ძვირია.

Posted by: Mama_Basili 8 Aug 2012, 23:01
ggela
gup-ით ვაგზავნიდი ამ ზაფხულს მე ამერიკაში რარაცეებს, ეგეც შუამავალი ფირმაა ჩერეს ems-ით აგზავნის. საერთო ჯამში ფედექსზე, დჰლ-ზე და სხვა გადამზიდავებზე იაფი გამოდის, ერთი ეგ უტეხავს რომ თრექინგს რომელსაც ისინი გაძლევენ ვერ აკონტროლებ smile.gif

Posted by: natela 20 Aug 2012, 11:37
ახლა მაქვს გასაგზავნი რაღაც, ტელევიზორია, 13-ინჩიანი, 180$ მაქვს გადახდილი, რაც ფასები მითხრეს იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ტელევიზორის თვითღირებულებაა. არის შანსი რომ ტრანსპორტირების ფასი ამაზონმა აანაზღაუროს? ვახ თუ ვერ გავგზავნე, მერე რა ვუყო, ესაა საკითხავი sad.gif((

Posted by: PAINKILLER 10 Oct 2012, 10:19

მოკლედ მჭირდება რაღაც ნივთის, კერძოდ კომპიუტერის ნაწილის გაგზავნა ამერიკაში. ნაწილი არის ჩამოსული ამაზონიდან და აღმოჩნდა დაზიანებული, ამიტომ უნდა დავაბრუნო უკან საგარანტიო პირობების შესაბამისად.

ყველაზე ნორმალური რაც ამ ეტაპზე მოვიძიე არის Fedex-ის სერვისი რომელიც მეტნაკლებად შეღავათიან ფასში და სწრაფად ახდენს ამერიკაში ტრანსპორტირებას, მაგრამ მათ მომთხოვეს რაღაც "ორმაგი ნებართვა" რომელიც უნდა ავიღო ეკონომიკის სამინისტროში, ისე ვერ გავაგზავნით ასეთ ნივთსო...


ხომ არავის გაუკეთებია მსგავის რამე და რა ნებართვაზეა ლაპარაკი ხომ არ იცით? ან რა თანხებთან არის დაკავშირებული?



Posted by: Kate789 10 Oct 2012, 10:41
PAINKILLER
თემა არსებობს შესაბამისი.

Posted by: _T_U_R_A_ 10 Oct 2012, 11:51
deliver.ge ს უწერია(ეწერა) უკან გაგზავნა, კილო 18 $ მგონი

Posted by: PAINKILLER 10 Oct 2012, 11:52
Kate789


კარგია რომ არსებობს, მაგრამ ვინმეს თუ ჰქონია გამოცდილება და რაც საბუთები დავასახელე ეგ რა ვადაში გაიცემა და რა თანხა ჯდება არავინ იცის??

Posted by: Kate789 10 Oct 2012, 14:27
PAINKILLER
მე პირადა არ მაქვს გამოცდილება და სხვა დაწერს ალბათ.

Posted by: Mama_Basili 16 Oct 2012, 18:27
PAINKILLER
QUOTE
კარგია რომ არსებობს, მაგრამ ვინმეს თუ ჰქონია გამოცდილება და რაც საბუთები დავასახელე ეგ რა ვადაში გაიცემა და რა თანხა ჯდება არავინ იცის??

ორმაგი ნებართვის აღება 20 ლარი ჯდება თუ არ მეშლება

Posted by: **~**Just**~** 16 Oct 2012, 22:55
ყველაზე მაგარი ვარიანტი - მოვკიდოთ ჩვენს გაფუჭებულ (დაზიანებულ) ნივთებს ხელი, წავიდეთ აეროპორტში და ამერიკაში წამსვლელს გავატანოთ. ნუ ერთი 15-20$ გაუმაზოთ...И все будут счастливы gigi.gif

ნუ ეს ისე ხუმრობით....

თემას უპ - საჭირო თემაა wink.gif

Posted by: Kate789 16 Oct 2012, 23:50
საჭირო თემა კი არის, მაგრამ ძვრები არ არის ქვეყანაში ამ საკითხთან მიმართებაში.
შესაბამისად, თემაც ქვევით ეშვება ძალაუნებურად. :/

Posted by: l_i_l_u 18 Oct 2012, 12:41
deliver გზავნიდა ადრე, მაგრამ ახლა შეჩერებული აქვს მგონი

Posted by: natelikaaa 20 Oct 2012, 13:30
გამარჯობა,საზგვარგარეთ რო მინდოდეს რამის გაგზავნა ესეიგი ვერ გავაგზავნი?smile.gifარცერთი გადამზიდი არ აგზავნის?ანუ დაბრუნება არ მინდა უბრალოდ გაგზავნა მინდა

Posted by: PAINKILLER 27 Oct 2012, 13:49
QUOTE
გამარჯობა,საზგვარგარეთ რო მინდოდეს რამის გაგზავნა ესეიგი ვერ გავაგზავნი?არცერთი გადამზიდი არ აგზავნის?ანუ დაბრუნება არ მინდა უბრალოდ გაგზავნა მინდა

natelikaaa


FEDEX, UPS, DHL, TNT ეგენი გჭირდება შენ smile.gif მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება, 1 კილოზე დაახლოებით 100 ლარი გამოდის.....

QUOTE
ორმაგი ნებართვის აღება 20 ლარი ჯდება თუ არ მეშლება

Mama_Basili

მე 30 ლარი მითხრეს ფედექსში, მაგრამ არ ყოფილა მაგ ნებართვის აღება აუცილებელი, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ტყუილად მაბოდიალეს აქეთი იქით......

Posted by: Mama_Basili 27 Oct 2012, 13:57
PAINKILLER
QUOTE
მე 30 ლარი მითხრეს ფედექსში, მაგრამ არ ყოფილა მაგ ნებართვის აღება აუცილებელი, არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და ტყუილად მაბოდიალეს აქეთი იქით......

მეც მას ემარბენინეს და ვიღაცას ველაპარაკე დალი ერქვა მგონი, ის კურირებდა ყველანაირ ნებართვებს და ერთობლივი კვლევების შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე რომ ჩემს ტვირთსაც არ სჭირდებოდა ნებართვის აღება.

ყველაზე იაფი გამგზავნი ems-ია მაინც... მერე არამექსი, ფედექსი სხვა დანარჩენი....

ნეტა გამარტივდეს საზღავარგარეთ გზავნები ძალიან კარგი იქნება...

Posted by: PAINKILLER 8 Nov 2012, 11:55
QUOTE
ყველაზე იაფი გამგზავნი ems-ია მაინც

Mama_Basili

შედარებით იაფია მაგრამ 1 თვე სჭირდება და ან მივა საბოლოოდ ან არა biggrin.gif სჯობია ცოტა დაამატო და FEDEX-ით გაუშვა, ბევრად მალე ჩავა smile.gif

QUOTE
ნეტა გამარტივდეს საზღავარგარეთ გზავნები ძალიან კარგი იქნება...



რთული ახლაც არ არის უბრალოდ ძალიან ძვირია.....

FEDEX -ით 1 კილოგრამიანი ამანათის გაგზავნა 100 ლარი დამიჯდა, სამაგიეროდ 3 დღეში ჩავიდა ამერიკაში smile.gif

Posted by: Mama_Basili 8 Nov 2012, 12:29
PAINKILLER
QUOTE
შედარებით იაფია მაგრამ 1 თვე სჭირდება და ან მივა საბოლოოდ ან არა biggrin.gif სჯობია ცოტა დაამატო და FEDEX-ით გაუშვა, ბევრად მალე ჩავა smile.gif

4-5 დღეში ჩავიდა რა ერთი თვე.
ფედექსმა 700 გრამიან ნივთზე 130 ლარი გამომართვა და შენთვის კარგად უანგარიშებიათ, თუმცა ეს იყო შარშანდ ა შეიძლება დაწიეს ფასები არ ვიცი ზუსტად...

Posted by: PAINKILLER 8 Nov 2012, 12:37
QUOTE
4-5 დღეში ჩავიდა რა ერთი თვე.

Mama_Basili

საიტზეც უწერიათ და ოპერატორმაც მიპასუხა რომ 1 თვემდე სჭირდებაო....


QUOTE
ფედექსმა 700 გრამიან ნივთზე 130 ლარი გამომართვა და შენთვის კარგად უანგარიშებიათ, თუმცა ეს იყო შარშანდ ა შეიძლება დაწიეს ფასები არ ვიცი ზუსტად...


შეიძლება დაუწიეს ფასებს, 1 თვის წინ მე მასე გადავიხადე, 1 კილომდე იყო და 98 ლარი მოუწია smile.gif


EMS-ით რამდენი გადაიხადე?

Posted by: Mama_Basili 8 Nov 2012, 13:15
PAINKILLER
QUOTE
EMS-ით რამდენი გადაიხადე?

60$-მდე გადავიხადე მგონი მარა შენ თუ 98 ლარი გადაიხადე უპირობოდ ფედექსი სჯობია.
ამაზონზე გავყიდე ნივთი და ems-ით გავგზავნე, მალევე მიუვიდათ, ნაღდად არ მაცლიდნენ 1 თვე ლოდინს

Posted by: PAINKILLER 8 Nov 2012, 15:58
QUOTE
60$-მდე გადავიხადე მგონი მარა შენ თუ 98 ლარი გადაიხადე უპირობოდ ფედექსი სჯობია.

Mama_Basili

ხო, ვიცი ფასები რომ ერთიდაიგივე ჰქონდათ იმიტომ ავირჩიე ფედექსი, უფრო სანდოც არის და ტრეკინგიც მარტივია smile.gif


QUOTE
ამაზონზე გავყიდე ნივთი და ems-ით გავგზავნე, მალევე მიუვიდათ, ნაღდად არ მაცლიდნენ 1 თვე ლოდინს


საღოლ შენ, ამაზონზე სელერობას საქართველოდან ვინმე თუ ჩალიჩობდა არ მეგონა biggrin.gif


Posted by: donkosta 11 Nov 2012, 11:15
ჯანდაბა 1 ცალი ლეპტოპის ოპერი მაქვს დასაბრუნებელი 0.05 კგ იქნება მაქს, 80 ლარი როგორ გადავიხადო ამაში სულ ღირს მაგდენი ახლები sad.gif

Posted by: PAINKILLER 13 Nov 2012, 10:17
QUOTE
ჯანდაბა 1 ცალი ლეპტოპის ოპერი მაქვს დასაბრუნებელი 0.05 კგ იქნება მაქს, 80 ლარი როგორ გადავიხადო ამაში სულ ღირს მაგდენი ახლები

donkosta

ეგ უბრალო ფოსტით შეგიძლია გააგზავნო, ბევრად იაფი ჯდება smile.gif


Posted by: mcnamara 12 Jan 2013, 17:01
PAINKILLER
QUOTE
ეგ უბრალო ფოსტით შეგიძლია გააგზავნო, ბევრად იაფი ჯდება

უბრალოს ფოსტა რომელია http://georgianpost.ge/ ?

Posted by: Bekalius 24 May 2013, 02:43
გამარჯობა, მოკლედ მინდა საქართველოდან ნივთი გავგზავნო შვედეთში და გადავიხადო აქედან მე...

და მოკლედ ამას მიწერს " We're sorry. This item can't be shipped to your selected destination. You may either change the shipping address or delete the item from your order." და რაშია პრობლემა ხო ვერ გამარკვევთ ?

Posted by: kai__tipi 19 Jun 2013, 22:21
ჩამოტანა რა იაფია და გაგზავნა კი რა ძვირი...
კურიოზია რა facepalm.gif


უნდა შეიცვალოს ამ მხრივ სიტუაცია!

Posted by: PAINKILLER 19 Jun 2013, 23:09
QUOTE (kai__tipi @ 19 Jun 2013, 22:21 )
ჩამოტანა რა იაფია და გაგზავნა კი რა ძვირი...
კურიოზია რა facepalm.gif


უნდა შეიცვალოს ამ მხრივ სიტუაცია!

ჩამოტანა იმიტომ არის იაფი რომ აქეთ ბევრი აგზავნის, ამერიკაში კი ალბათ კვირაში 1-2 ამანათი თუ გაიგზავნება, შესაბამისად არცერთი გადამზიდი არ მუშაობს მაგ საქმეზე, და ვერც ვერასოდეს გაიაფდება....

Posted by: Bacho007 29 Jul 2013, 15:04
მოგესალმებით ყველას!!!

ჩამომივიდა გაფუჭებული მობილური (დაზიანებული) გადავიხადე 100 $ და რას მირჩევთ როგორ მოვიქცე რომ ან ახალი ნივთი გამოაგზავნოს იმ სელერმა (ჩინელია) ინგლისიდან ანდა თანხა დამიბრუნოს.

Posted by: onlyfighter 29 Jul 2013, 19:50
Bacho007

ეს სელერია???

http://myworld.ebay.com/cellphoneforever?_trksid=p2047675.l2559

Posted by: SauronMag 8 Aug 2013, 20:09
QUOTE (PAINKILLER @ 19 Jun 2013, 23:09 )
QUOTE (kai__tipi @ 19 Jun 2013, 22:21 )
ჩამოტანა რა იაფია და გაგზავნა კი რა ძვირი...
კურიოზია რა  facepalm.gif


უნდა შეიცვალოს ამ მხრივ სიტუაცია!

ჩამოტანა იმიტომ არის იაფი რომ აქეთ ბევრი აგზავნის, ამერიკაში კი ალბათ კვირაში 1-2 ამანათი თუ გაიგზავნება, შესაბამისად არცერთი გადამზიდი არ მუშაობს მაგ საქმეზე, და ვერც ვერასოდეს გაიაფდება....

რა მნიშვნელბა აქვს საიდან რამდენი იგზავნება????

ის თვითმფრინავი, რომელსაც აქ ჩამოაქვს ამ გადამზიდების ტვირთები, არ რჩება აქ და უკანაც მიფრინავს!!! "იქედან" - "აქეთ" ტვირთების გამოგზავნა კი იდეაში უფრო ძვირი უნდა უჯდებოდეს ავიაკომპანიას, ვინაიდან აქ საწვავი უფრო იაფია და თვითფრინავის მომსახურების ლომის წილი საწვავზე მოდის!!!

უბრალოდ რომელიმე გადამზიდმა უნდა აიღოს თავის ფორმალობების მოგვარება... მასიმუმ 2 რეისი შეიძლება წაგებით მოემსახუროს მომხმარებელს და როგორც კი ის ტვირთი destination-ს მიაღწევს მიაწყდება აქედან გაგზავნის მსურველების რიცხვი....

მაგრამ არ უნდათ იმ 2 რეისის ზარალი.... იმიტომ, რომ ხვალ იარსებებენ თუ არა არ იციან!

Posted by: CurvaFiesole 21 Sep 2013, 02:28
ფედექსით 300 გრამი რა დაჯდება? გააგზავნიან საერთოდ?

Posted by: LionKing 22 Sep 2013, 14:59
ჩემი გამოცდილებიდან მეც დავწერ:
იბეიზე ვიყიდე ფოტოაპარატი,მეორადი იყო მაგრამ მუშაობსო უპრობლემოდ სელერმა მომწერა,მოკლედ რომ ჩამოვიდა შეფუთვა არ მომეწონა ფოტოაპარატისთვის ძალიან შეუფერებელ თხელ უბრალო პაკეტში იდო. 12 $ გადამახდევინა შიპინგში და 2.76 $-ად გამოაგზავნა.აპარატი ჩაირთო მაგრამ ტაჩსკრინის ნახევარი არ მუშაობდა და ფოკუსირებასაც ვერ ახერხებდა.სელერს რომ მივწერე ამის შესახებ,თავი გაიგიჟა მე არაფერი არ ვიციო, კეისი გაუხსენი და მერე მომწერა,რომ დავიბრუნებ,უკან გამომიგზავნეო. იბეი ავალდებულებს სელერებს ასეთ შემთხვევაში გაგზავნის ხარჯები გადაიხადონ თვითონ,მეც აუხსენი ,რომ საქართველოდან გამოგზავნა 70 $ დამიჯდებოდა და ეს თანხა თვითონ უნდა გადაეხადა. ამაზე დამთანხმდა,გადავიხდიო მაგრამ მაშინ როცა ფოტოაპარატი ჩამომივაო.ამაზე შევთანხმდით,კეისი დავხურე,მაგრამ მერე ვეგარ გავრისკე.
ასე რომ ამაში თითქმის დაუცველები ვართ და ერთ გამოსავალს ვხედავ იმაში რომ შუამავალმა კომპანიამ რომლებსაც ამერიკიდან ჩამოაქვთ საქართველოში,მოთხოვნის საფუძველზე უნდა შეამოწმონ ადგილზე საწყობში მისული ამანათი გამართულობაზე,თუნდაც ფასიანი იყოს მომსახურება(მაგ.: 2-3$). დაზიანებულის შემთხვევაში იქიდან უპრობლემოდ გაიგზავნება უკან გამყიდველს.

Posted by: CDMA 22 Sep 2013, 15:30
ორმაგი ნებართვა კი არა, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა ქვია მაგას smile.gif

Posted by: tintoreto 23 Sep 2013, 03:16
onlyfighter
QUOTE
ეს სელერია???

http://myworld.ebay.com/cellphoneforever?_...=p2047675.l2559

ეგ სელერი დიდი თაღლითი ვინმეა...
მე კი მივიღე მისგან ტელეფონი,სრულიად ახალი და გამართულად მუშაობს..უბრალოდ გამიმართლდა.
სხვებს არ ვურჩევთ მასთან საქმის დაჭერას...

Posted by: LEX-O22 5 Oct 2013, 22:20
სელლერები რა შუაშIა თემა რაზეა და რაზე პსოტავთ.

აქედანგ აგზავნა ჩემი დიდი ტკივილია, ემს DHL UPს მიუღებელია ძაან ძვირია,

ემს უბრალო როა ამგას აზრი არ ააქვს შეიძლება 5 თვე დასწირდეს. რამე კარგი აიფიანი რომ შემოვიდეს ძაან კარგი იქნება, რომ ჩამოვზიდეთ ეს ამერიკა- აქედანაც გაზიდონ ცოტა smile.gif

ეს არამექს რომ არის შეხება ქონია ვინმეს? პირობები ვადები ფასები იცით ვინმემ?


დელივერ.ჯი: Mysql Server Error
ემჯორჯია-ს მივწერე და პასუხს ველოდები

Posted by: Kate789 11 Oct 2013, 19:05
usa2you
თქვენი ორივე პოსტი იშლება.
მიზეზი: თქვენ გაქვთ გამოყოფილი თემა თქვენთვის.
სხვა თემაში რეკლამირება არ შეიძლება.

Posted by: mrudall 24 Nov 2013, 02:15
QUOTE
ტვირთები საქართველოდან ამერიკაში და ევროპაში., ყველას გვჭირდება, საუკეთესო ვარიანტი რომელია

ამაზეა ეძიებდე და ჰპოვებდეო biggrin.gif
აჰა, გადამზიდიც ვიპოვე http://emgeorgia.com/

ამერიკაში, საფრანგეტში გაგზავნა 1 კგ $8!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!



მოდერმა დახუროს ეს არაფრისმქტმელი ტემა და გახაბს ახალი სადაც ეს საჭირო ინფორმაცია დაიწერება პირველ გვერდზე და არა იქ სადაც ვერავინ იპოვის, ანუ აქ. user.gif

Posted by: GTSI 18 Dec 2013, 15:40
QUOTE
ამაზეა ეძიებდე და ჰპოვებდეო
აჰა, გადამზიდიც ვიპოვე http://emgeorgia.com/

ამერიკაში, საფრანგეტში გაგზავნა 1 კგ $8!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ამერიკაში გაგზავნა 1 კგ მინიმალური და ჯდება 29.2 ევრო

მსუბუქ ტვირთებზე ისევ ფედექსი ჯობია.
.

Posted by: alonso 19 Dec 2013, 12:38
LionKing
QUOTE
შუამავალმა კომპანიამ რომლებსაც  ამერიკიდან ჩამოაქვთ საქართველოში,მოთხოვნის საფუძველზე უნდა შეამოწმონ ადგილზე საწყობში მისული ამანათი გამართულობაზე,თუნდაც ფასიანი იყოს მომსახურება(მაგ.: 2-3$). დაზიანებულის შემთხვევაში იქიდან უპრობლემოდ გაიგზავნება უკან გამყიდველს.


2-3$ -ად მაგას არავინ გააკეთებს, მინიმუმ ათჯერ მეტს თუ გადაიხდი კიდევ შეიძლება.

ნებისმიერ შემთხვევაში არც ერთ შუამავალ კომპანიას არ უღირს ეს საქმე ზედმეტ თავის ტკივილად, იმიტომ რომ ამ ნივთის დატესტვის შედეგის უტყუარობაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.


.

Posted by: esmiralda 29 Dec 2013, 17:41
გამარჯობათ რომელ გადამზიდავს მირჩევთ ამერიკაში 200 კგ მდე ტვირთის გაგზავნაში ყველაზე ოპტიმალური ფასით, ფიქსირებული დროით და გარანტიით?

Posted by: Lukkaaa 6 Jan 2014, 21:22
ფედექსით 750 გრამი რა დაჯდება? ყველაფერთან ერთად

Posted by: Mama_Basili 6 Jan 2014, 23:16
Lukkaaa
70-100 ლარამდე

ყველაზე კაი ფასები ამერიკისკენ ფედექსს აქვს

Posted by: buub 11 Feb 2014, 12:22
usps-ის საკონტაქტო ხომ არ იცით, ოფისი მგონი ქ. წამებულის ქუჩაზეა ხო? და კონკრეტულად რა ნომერშია?

Posted by: rembrandt 2 Sep 2014, 14:18
რა ხდება რატომააა უაზროდ დიდი ტარიფები გაგზავნაზე აქედან

რატომ აღარ მუშაობს ემჯორჯია

როგორ აგზავნით ამანათებს უცხოეთში?

სასწრაფოდ მჭირდება გაგზავნა ბევრი რამის

Posted by: Anonimous@Server 20 Sep 2014, 01:16
ბოლობოლოს ყველაზე იაფად ამერიკიდან ვის ჩამოაქვს???????????

Posted by: popins 2 Nov 2014, 09:07
მეც ძალიან გამიპრობლემდა ტვირთის მიღება საქართველოდან.ახლა ვფიქრობ დაქალთან ხო არ გავაგზავნინო ათენში და მერე ის გამომიგზავნის ფოსტით ავსტრიაში.აი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მგონია,რო არც გავიწეწო და დაცულიც რო ვიყო.რო გადავხედე სადღაც 25 კილოგრამი გროვდება რა (( რაღაც წიგნებ ნივთებ ტანსაცმელიანად.

რა ყველაფერში ჩამორჩენილი ქვეყანა გვაქვს.

Posted by: ranetochki 20 Nov 2014, 16:33
ყველაზე სწრაფად, რამდენ ხანშია შესაძლებელი საქართველოდან ევროპის ქვეყნებში წერილის გაგზავნა?

Posted by: svanch1ka 3 Feb 2015, 21:17
საიდან და როგორ შეიძლება გავაგზავნო ამანათი საფრანგეთში? მირიეთ რა smile.gif

Posted by: Dolmena 3 Feb 2015, 21:22
esmiralda
შენს შემთხვევაში უკეთესია თვითონ ავიაკომპანიას მიმართო, თბილისიდან კარგოლუქსი ან თურქეთის ავიახაზები გამოგადგება საჰაერო კარგოს გასაგზვნად, გაცილებით იაფი დაგიჯდება ვიდრე საკურიერო მომსახურება

Posted by: refreshg 10 Feb 2015, 19:42
http://www.georgianpost.ge/?site-lang=ka&site-path=calc/&calc=abroad&thing=package მცირე ამანათზე500 გრამზე გაგზავნა ამერიკაში
ღირებულება
41.40 ლარი

ჯამში ამაზე მეტს არაფერს აღარ იხდი>? და რამდენ ხანში ჩავა? კიდე არის მ ინიმალური გაგზავნის წონა?

Posted by: Bebiashenisama 26 Jun 2015, 13:13
გერმანიაში მინდა ტვირთის გაგზავნა და რა ჯდება ან რომელი კომპანია აწარმოებს ამას ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: BabyShitter 6 Jul 2015, 11:15
საქართველოს ფოსტით გასული თვის 15 რიცხვიდან 20 რიცხვამდე 10 ამანათი გავაგზავნე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჯერჯერობით ყველას აწერია "გაგზავნილია დანიშნულების ქვეყანაში - საქართველო". არავინ არაფერი არ იცის რეალურად გაიგზავნა თუ არა.

Posted by: shuka 8 Sep 2015, 14:18
საქართველოდან ჩეხეთში (Prague) ამანათის გაგზავნა, რომელი ხერხით ჯობია? იაფი რომ იყოს და სანდო
დი ეიჩ ელ და ეგეთებში არ ვყოფილვარ მაგრამ ეჭვი მაქვს იქაც მოზრდილი კუში იქნება.
საქართველოს ფოსტის გარდა სხვა რა ალტერნატივები არსებობს?
გადამზიდავი კომპანია არაა რამე?
ან სადმე ევროპაში რომ გაიგზავნოს და მერე იქედან გადააფორვარდოსნ პრაღაში
მირჩიეთ რამე..

Posted by: workinggirl 18 Oct 2015, 16:21
კი მაგრამა ასი გადამზიდიაა ლამის ამერიკიდან და უცხოედან რომ ჩამოაქვტ და აქედან რა არ მიაქვტ?!
მიპასუხეტ ვინც იციტ ტუ მაიქვტ აქედან

Posted by: Pierre-Joseph 3 Nov 2015, 12:30
საინტერესო თემაა, როგორ შეიძლება ამერიკაში ტვირთების გადაზიდვა საქართველოდან, მაგრამ სამწუხაროდ არაფერია გარკვეული...

Posted by: donpako007 19 Nov 2015, 19:52
მაგარი უპატრონო ქვეყანაა....

დედა ააქვს ყველაფერ მოხნული, ყველანაირად წიხლს გაჭერენ რა ფასება იბიო მატ მარსიდან ხომარ ვაგზავნი საქართველოა facepalm.gif

Posted by: caf58c 25 Nov 2015, 21:03
ranetochki
svanch1ka



inex,ge ამ საიტს უწერია გაგზავნა საქართველოდან, 2 ევროდან იწყება ფასები და ბრიტანეთში შეილება გაგზვანა... ნახეთ ეხლა ვიპოვე მეც

Posted by: ბარამი 4 Mar 2016, 19:46
ggela
QUOTE
ალბათ ყველას ვინც ხშირად ან არც ისე ხშირად) იწერთ ნივთებს ამერიკიდან და ევროპიდან გქონიათ შემთხვევა, რომ ჩამოგივიდათ დაზიანებული, ან არასწორი(სხვა) ნივთი და გინდათ უკან დაუბრუნოთ სელლერს..( მე ძალიან ხშირად მქონია ესეთი შემთხვევები)..
გადამზიდები რომლებსაც ამერიკიდან( ან ევროპიდან) ჩამოაქვთ ნივთები , უკან არ გზავნიან..

ბარამით შეგიძლიათ უკან გააგზავნოთ უფასოდ, თუ წარადგენთ უკან დაბრუნების ლეიბელს, რომელიც სელერმა უნდა გამოგიგზავნოთ.

Posted by: ggela 5 Mar 2016, 18:38
QUOTE (ბარამი @ 4 Mar 2016, 19:46 )
ggela
QUOTE
ალბათ ყველას ვინც ხშირად ან არც ისე ხშირად) იწერთ ნივთებს ამერიკიდან და ევროპიდან გქონიათ შემთხვევა, რომ ჩამოგივიდათ დაზიანებული, ან არასწორი(სხვა) ნივთი და გინდათ უკან დაუბრუნოთ სელლერს..( მე ძალიან ხშირად მქონია ესეთი შემთხვევები)..
გადამზიდები რომლებსაც ამერიკიდან( ან ევროპიდან) ჩამოაქვთ ნივთები , უკან არ გზავნიან..

ბარამით შეგიძლიათ უკან გააგზავნოთ უფასოდ, თუ წარადგენთ უკან დაბრუნების ლეიბელს, რომელიც სელერმა უნდა გამოგიგზავნოთ.

ვაა, მაგარია.. ეგ ეხლა დაამატეთ?
ლეიბელს რა თქმა უნდა წარვადგენთ..

ზომა-წონაზე რა ხდება.. მძიმე წონიან ნივთებზეც ასევე უფასოა???

Posted by: ბარამი 5 Mar 2016, 21:37
ggela

QUOTE
ეგ ეხლა დაამატეთ?


yes.gif

ბარამში სიახლეა!

ბარამი ლოჯისტიკს აქვს ნივთის უკან დაბრუნების სერვისი, თუ
მომხმარებელი ნივთთან ერთად მოიტანს საიტისაგან გამოგზავნილ უკან დაბრუნების
წერილს.

საიტის მიერ გამოგზავნილ წერილებს ,ჟურნალებს, ფასდაკლების კოდებს
ჩამოგიტანთ უფასოდ.

ამანათების გატანა შესაძლებელია კვირაში შვიდი დღე: ცხრა საათიდან ღამის
პირველ საათამდე.

Posted by: CHIPSET 10 Mar 2016, 01:17
ბარამი
თუ სხვა კომპანიამ ჩამოგვიტანა,უკან თუ გააგზავნით თქვენ დაბრუნების ლეიბელს თუ მოგაწოდებთ რა დაგვიჯდება>>?????

Posted by: ბარამი 10 Mar 2016, 17:11
CHIPSET
QUOTE
თუნდაც სხვა კომპანიით იყოს გამოწერილი, მაინც უფასოდ გაგიგზავნით.
მთავარია წარადგინოთ სელერისგან გამოგზავნილი უკან დაბრუნების საბუთი.

Posted by: leo-063 22 Jul 2016, 18:37
ვინც იცით ნუ დაიზარებთ და გამომეხმაურეთ , მანქანის გაყიდვა მინდა ამერიკაში , საკმაოდ იშვიათი მანქაა და ისედაც ჭირს გაყიდვა და იშვიათის ხო მითუმეტეს . რამდენად შესაძლებელია EBAY-ზე საქართველოდან მანქანის გაყიდვა ? მანქანა განუბაჟებელია და მაქვს ამერიკული ტაიტლი (კალიფორნიის შტატის) . გთხოვთ დამეხმაროთ
* * *
ბარამი
თქვენგან ვიყიდე სხვათაშორის თავის დროზე ავტომობილი და ხომ ვერ დამეხმარებოდით უკან გაგზავნაში ? smile.gif))

Posted by: anouk7 27 Jul 2016, 18:00
ბარამი
QUOTE
ბარამი ლოჯისტიკს აქვს ნივთის უკან დაბრუნების სერვისი, თუ
მომხმარებელი ნივთთან ერთად მოიტანს საიტისაგან გამოგზავნილ უკან დაბრუნების
წერილს.

ანუ, აქედან მიგაქვტ ტვირტი ხო, კგ ტუ გრამებიც, ანუ მაგ. 200-300 გრ.

Posted by: serjhanti 1 Dec 2016, 15:29
დავფიქსირდები................................

Posted by: natia_natia9 2 Dec 2016, 03:58
თუ სხვა ფოსტით მაქვს ჩამოტანილი და უკან გაგზავნა მინდა რა დამიჯდება?

განბაჟრბა უწევს და უკან მაინც მინდა გაგზავნა განბაჟების ფულს ვკარგავ ხო?

Posted by: abes777 25 Dec 2016, 15:54
ამერიკაში რომელი გადამზიდი აგზავნის ყველაზე კარგი ტარიფით? რა ვადებში?
ფასებზე მაინტერესებს. დაუშვათ მინდა გავგზავნო ამერიკაში. კონრკეტულ გადამზიდს ვუხდი შიპინგის ფულს და მიაქვს კონკრეტულ მისამართზე, თუ მიაქვს ამერიკაში სადღაც ერთ ბაზაში, სადაც კიდევ გადასახდელი მექნება თანხა.

Posted by: temo_777 25 Dec 2016, 16:49
natia_natia9
რა ქნა შენმა ბოლო ამანათმა ჩააღწია ამერიკაში?
აისახა დელივერი?

Posted by: Mama_Basili 26 Dec 2016, 00:53
abes777
საქართველოს ფოსტაა ყველაზე იაფი 1-2 კვირაში ჩადის და მიიტანენ usps-ის ფილიალში საიდანაც კლიენტმა უნდა გაიტანოს, დამატებით არანაირი გადასახადი არ იქნება. რასაც აქ გადაიხდი ეგაა სულ, ფასები შეგიძლია საიტზე ნახო www.gpost.ge

Posted by: abes777 26 Dec 2016, 02:24
Mama_Basili
ისეთი ხომ არ იცი რო გაგზავნი პირდაპირ მიიტანონ? ან უსპს არ აქვს სერვისი რომ თვითონ მიიტანოს აღნიშნულ მისამართზე?

Posted by: Mama_Basili 26 Dec 2016, 09:40
abes777
QUOTE
ისეთი ხომ არ იცი რო გაგზავნი პირდაპირ მიიტანონ? ან უსპს არ აქვს სერვისი რომ თვითონ მიიტანოს აღნიშნულ მისამართზე?

მაშინ ბარამით სცადე მაგათ მიაქვთ მგონი ადგილზე.

Posted by: irakli636 26 Jan 2017, 00:50
არ გამოჩნდა ბაზარზე რომელიმე წესიერი კომპანია ვინც ადეკვატურ ფასად აგზავნის ნივთებს?

Posted by: TGroup 3 Feb 2017, 18:24
ბარამი
ნივთი ნახევარ წელში ჩაგაქვთ და გზაში ფასი დაეკარება იმდენ დროს ანდომებთ წესიერი სერვისი მაინცგქონდეთ

Posted by: ildamusa 20 Feb 2017, 14:56
QUOTE (TGroup @ 3 Feb 2017, 18:24 )
ბარამი
ნივთი ნახევარ წელში ჩაგაქვთ და გზაში ფასი დაეკარება იმდენ დროს ანდომებთ წესიერი სერვისი მაინცგქონდეთ

რამდენ დღეში ჩადის?
თრექინგ კოდს ანიჭებენ?

Posted by: vasovaso92 10 Mar 2017, 18:59
ეგეთი საიტი იყო მგონი ადრე გამოწერა თუ არ იცოდი ნივთის ოფისი იყო რაღაც და შეკვეთას აძლევდი და რომელი საიტია ეგ?

Posted by: beqno 10 Mar 2017, 19:12
vasovaso92

INEX.GE ესაა.......








Posted by: vasovaso92 10 Mar 2017, 19:41
beqno
მადლობა smile.gif
-------------------

Posted by: GEORGEXIII 14 Mar 2017, 02:59
ძალიან რომ არ დააგვიანოს და ყველაზე იაფი რონელია?6 $ კილო აქვს რომელიმეს?

Posted by: dato444 29 May 2017, 00:17
სხვის პასუხებს რომ არელოდოთ აგერ გადამზიდავების ჩამონათვალი თAვისი თელეფონებით დაურეკეთ და თქვენ გაარკვიეთ.

https://www.yell.ge/companies.php?lan=geo&rub=128

Posted by: აპოლდა 21 Jul 2017, 18:12
http://www.usaexpress.ge/ ამ საიტთან დაკავშირებით რაიმე გამოცდილება ხომ არ აქვს ვინმეს ? ამერიკაში გავაგზავნე 3 ამანათი სხვადასხვა მისამართზე ბარამით და კილოგრამი 25 დოლარი გამოვიდა საერთო ჯამში (სახლამდე მიტანით). ამათ საიტზე რომ შევედი ფიქსირებული ფასი აქვთ, როგორც ვხვდები და რომ დავიანგარიშე 50 დოლარით ნაკლები გამომდიოდა საერთო ჯამში სამივე ამანათზე. იქნებ დაწეროთ ვინმემ ინფორმაცია, ამ კომპანიის შესახებ

Posted by: GEORGEXIII 1 Sep 2017, 01:53
ბარამმა მაგარი ცუდი წესი შემოიღო 3-4 $ რომ გახდევინებს 40გრამიან ტვირთზეც...

Posted by: johnoliver 2 Sep 2017, 18:38
QUOTE (GEORGEXIII @ 1 Sep 2017, 01:53 )
ბარამმა მაგარი ცუდი წესი შემოიღო 3-4 $ რომ გახდევინებს 40გრამიან ტვირთზეც...

და რამდენ ხანში ჩადის ისე? თრექინგს ანიჭებენ ნივთს?

Posted by: ggela 29 Sep 2017, 15:35

ეს იცოდით? მე ეხლა ვნახე
user posted image

https://www.inex.ge/info.html/12

user.gif
გამოგიყენებიატ ვინმეს?

Posted by: temo_777 29 Sep 2017, 15:51
ggela
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ტარიფები გულისხმობს ამანათების ტრანსპორტირებას ინექს გრუპის ბრიტანეთის ოფისებამდე. ჩასული ამანათების გადაგზავნა ქვეყნის შიდა მისამართებზე შესაძლებელია დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში.

Posted by: ggela 30 Sep 2017, 08:41
QUOTE (temo_777 @ 29 Sep 2017, 15:51 )
ggela
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ტარიფები გულისხმობს ამანათების ტრანსპორტირებას ინექს გრუპის ბრიტანეთის ოფისებამდე. ჩასული ამანათების გადაგზავნა ქვეყნის შიდა მისამართებზე შესაძლებელია დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში.

შიდა გადაზიდვა არ მგონია ძვირი იყოს, დისტანციას გააჩნია..

,...........................

და დაზიანებული ნივთის ჩამოსვლის შემთხვევაში უსა2გეორგიაც აბრუნებსო უკან ნივთს.. ეს შემთხვევა გქონიათ ვინმეს? სელლერი რეფუნდ ლეიბელს აგზავნის, რომელსაც ამობეჭდავ , დააკრავ ნივთს და უშვებ უკან..

Posted by: qishooo 3 Oct 2017, 11:31
ups სახელმწიფო გადამზიდია? თუ კერძო ?

Posted by: ჩადი 11 Oct 2017, 17:12
ესეთი რამე თუ გიცდიათ აბა

ბარამით გაგზავნა ამერიკამდე და აქედან USPS pickup-ის შეკვეთა მაგათ მისამართზე
თან უფასოაო ფიქაფი საიტზე უწერიათ

user posted image

ნეტა თუ გამოვა

qishooo
ups კერძოა ისევე როგორც ფედექსი
სახელმწიფოა usps

Posted by: ნასა 1 Nov 2017, 23:23
QUOTE (ჩადი @ 11 Oct 2017, 17:12 )
ესეთი რამე თუ გიცდიათ აბა

ბარამით გაგზავნა ამერიკამდე და აქედან USPS pickup-ის შეკვეთა მაგათ მისამართზე
თან უფასოაო ფიქაფი საიტზე უწერიათ

user posted image

ნეტა თუ გამოვა

qishooo
ups კერძოა ისევე როგორც ფედექსი
სახელმწიფოა usps

მარტო ups-თან "ვთანამშრომლობთო" lol.gif lol.gif ნაგავი კომპანია ბარამი და ყველაზე მცირე წონიანე 31$ მოითხოვეს lol.gif lol.gif არ გაეკაროთ ამათ

Posted by: ig1988 2 Nov 2017, 10:53
QUOTE (ნასა @ 1 Nov 2017, 22:23 )
QUOTE (ჩადი @ 11 Oct 2017, 17:12 )
ესეთი რამე თუ გიცდიათ აბა

ბარამით გაგზავნა ამერიკამდე და აქედან USPS pickup-ის შეკვეთა მაგათ მისამართზე
თან უფასოაო ფიქაფი საიტზე უწერიათ

user posted image

ნეტა თუ გამოვა

qishooo
ups კერძოა ისევე როგორც ფედექსი
სახელმწიფოა usps

მარტო ups-თან "ვთანამშრომლობთო" lol.gif lol.gif ნაგავი კომპანია ბარამი და ყველაზე მცირე წონიანე 31$ მოითხოვეს lol.gif lol.gif არ გაეკაროთ ამათ

+1

ეხლა დავრეკე და კიო Return Lable-ი რადგან გაქვთ გაგზავნა უფასოაო,

მაგრამ რადგან ტელეფონია და ლითიუმის ელემენტს შეიცავსო, 60ლარი იქნება გადასახდელიო

Posted by: ბარბოსა 5 Dec 2017, 16:57
ნათესავმა იყიდა სნოუბორდი და ბატინკები. ხოდა უნდა საქართველოში გამოაგზავნოს საფრანგეთიდან. და როგორ გამოაგზავნოს?|
ფოსტას უწერია რომ 1 მეტრს არ უნდა აღემატებოდესო და სნოუბორდი 160 სმ არის
ხოდა როგორ სჯობს ჩამოტანა რას მირჩევთ?

Posted by: temo_777 5 Dec 2017, 17:04
QUOTE
მარტო ups-თან "ვთანამშრომლობთო"    ნაგავი კომპანია ბარამი და ყველაზე მცირე წონიანე 31$ მოითხოვეს    არ გაეკაროთ ამათ

ტყუილ ღლეობას იძახიან,მაგას იმიტომ ამბობენ რომ რეალურად ძვირი გადაუხადო იქიდან ტრანსპორტირებაში.
usps-თანაც იდეალურად თანამშრომლობენ,უბრალოდ არ აწყობთ მაგის თქმა.

ჩადი
საინტერესოა.
მაგრამ უსპს-ის წარმომადგენელი მივა და გამოართმევს ვითომ?

Posted by: ჩადი 7 Dec 2017, 19:37
ბარბოსა
inex.ge ნახე აბა

temo_777
ეგაა ფიქაფი გადაამოწმე თუ გინდა მაგათ საიტზე
ინსტრუქციები შეგიძლია მისცე საიტზე როგორ და რანაირად
ამანათის მიტანა რომ მოუწევთ მაგ მისამართზე თან წაიღებდნენ ამას
მაგრამ არ გამოდის როგორც დაწერეს ზევით

Posted by: Pocxvera55 11 Dec 2017, 10:51
გამარჯობათ ხალხო. Ebay-დან გამოწერა მინდა და რაც მე მინდა ყველა გირვანქებშია და united kingdom აწერია და რომელი პოსტიდან მირჩევთ გამოწერას?

Posted by: LONGMAN 24 Dec 2018, 14:16
ამანათის შესაფუთი ცელოფანი სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: Mama_Basili 24 Dec 2018, 14:23
LONGMAN
QUOTE
ამანათის შესაფუთი ცელოფანი სად შეიძლება რომ ვიყიდო?

ელიავაზე ვიყიდე მე, 4 ლარი ჯდებოდა. 1x1.5მეტრზე

Posted by: აპოლდა 16 Apr 2019, 14:06
შემთხვევით ტვირთი საქართველოდან გერმანიაში ხო არ გაგიგზავნიათ ტრაილერით ? ან გამოცდილება ხომ არ გაქვთ განბაჟების პროცედურებთან დაკავშირებით უშუალოდ გერმანიის ტერიტორიაზე ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)