Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Hello World > უზოგადესი კითხვები - თემა სულ სულ დამწყებთათვის


Posted by: ინაველ 7 Sep 2016, 11:56
მოკლედ, ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა გაჯეტების და პროგრამირების საკითხებმა, თუმცა პროფესიით ვარ იურისტი და ელექტრონიკა-პროგრამირებაში ცოდნა და გამოცდილება მაქვს 0. სკოლის შემდეგ მხოლოდ კალკულატორთან და ვორდის პროგრამასთან ურთიერთობის შემოიფარგლება ჩემი გამოცდილება ელექტრონიკასთან ურთიერთობაში.

ამიტომ მაქვს ზოგადი კითხვები და იქნებ ამ კითხვებზე მიპასუხოთ. ასევე, ვფიქრობ, რომ ასეთი თემა სხვა ჩემნაირებსაც დაეხმარება - დასაწყისში. შესაბამისად, მოდერატორს ვთხოვ, ეს თემა დატოვოს დამწყებთათვის.

კონკრეტულად მე დაინტერესებული ვარ გაჯეტების მიბმით ქლაუდთან და ინტერნეტთან. როგორც ვიცი ამ სფეროს ეწოდება Internet of Things ან შემოკლებით IoT. ამის მერე რა ხდება, უკვე აღარ ვიცი smile.gif)

რითი დავიწყო ამ სფეროს შესწავლა? როგორ გავერკვიო რა პროგრამები არსებობს გაჯეტების ინტერნეტით ასამუშავებლად? როგორ გავიგო პროცესორების საკითხები? რა პროცესორები არსებობს, სიმძლავრეები და პლუს-მინუსები?

როგორ ვისწავლო ინტერნეტის და გაჯეტების დაკავშირება და ამ პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევა?

საერთოდ, რითი დავიწყო? მიმითითეთ და დამაკვალიანეთ გთხოვთ.

user.gif

Posted by: Hed 17 Sep 2016, 16:05
QUOTE
საერთოდ, რითი დავიწყო?


ელექტრონიკით, რასაც ფიზიკა/მათემატიკის ცოდნა სჭირდება.

Internet of things ბევრ მიმართულებას აერთიანებს:კომპიუტერულ ქსელებს,მიკროკონტროლებს,ელექტრონიკას და რა თქმა უნდა პროგრამირებას.

თუმცა შესაბამისი ლიტერატურით IoT-ზე ალბათ გაიადვილებ საქმეს და სხვა რაღაცეების სწავლას გვერდს აუვლი/

QUOTE
თუმცა პროფესიით ვარ იურისტი

ამ ყველაფრის სწავლა შეგიძლია 0-დან თუ ძალიან გაინტერესებს ეს სფერო.
მთლად მათემატიკა/ფიზიკის სწავლას ნუ დაიწყებ მაგრამ ელექტრონიკისა და პროგრამირების ცოდნა დაგეხმარება.

ისე მაგით თითქმის არავინაა დაინტერესებული, ელექტრონიკა+პორგრამირება პროექტები აქვს საქართველოში ზოგ უნივერსიტეტს მაგრამ ისე IoT რო ახსენო ბევრი ვერ გაიგებს.

უბრალოდ იურისტი თუ ხარ და თუ მუშაობ, საიდან დაგაინტერესა ამ დარგმა ?
რამე სამოყვარულო პროექტის გაკეთება გინდა ? ფაქტია რო ბევრი რამის სწავლა მოგიწევს biggrin.gif

Posted by: Mamu.MG 27 Sep 2016, 13:57
ერთი კითხვა მაქვს, როგორ უნდა დავადოთ პაროლი დოკუმენტს? თუიცით და მარტივად, რომ ახსნათ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)