მამუკა მდიანრაძე - დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ
დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში და უნდა გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები.
„დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ არის დღეს, უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით - არა. უნდა გაიზარდოს ინვესტიციები, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს.
ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს - დიახ, უნდა გადაიხედოს.
რა უნდა გადაიხედოს? - თავისუფალი ვაჭრობა? თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა თუ რა? და ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში სად მიდის ესეც უნდა გადაიხედოს და გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ამას. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ამას გადავხედავთ, გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ და ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის საქართველოში, ყველაფერი გეცოდინებათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა შესაძლო სანქციებზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს
„მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციას დამადებენ ამ სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, რომ კანონმდებელი კანონის ინიცირებისთვის დაასანქცირეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დაველოდოთ ღორუსეთთან ურთიერთობის გადახედვას ტოესწ შეერთებას როდის დაანონსებს
ალბათ ძალიან მალე
პირველივე სანქციაზე