მოგესალმებით!!!
კომპანია "თრექერი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონების სუპერვაიზერისა და ინტერვიუერის პოზიციაზე.
თქვენ გეძლევათ საშუალება, თქვენი ძალისხმევით მომსახურების დონე უკეთესობისაკენ შეცვალოთ. ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ ერთდროულად მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის პროექტებში და გამოიმუშავოთ სოლიდური თანხა. გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, მოქნილ სამუშაო გრაფიკს. კომპანია თრექერი ახორციელებს მისტიურ კვლევებს და აერთიანებს ქართულ ბაზარზე ორი კვლევითი კომპანიის "საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის" (IPM) და "მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსის"(TNS) მრავალწლიან გამოცდილებას მისტიური მომხმარებლის კვლევაში. მისტიური კვლევა გამოიყენება, რათა გაზომოს მომსახურების ხარისხი სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.
რეგიონის სუპერვაიზერის მოვალეობებია:
** ინტერვიურების მოძიება რეგიონების მასშტაბით
** ინტერვიუერთა ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი
** კვლევის მასალების (ანკეტები, აუდიო-ჩანაწერები) მობილიზება
** რეგიონის მაშტაბით კვლევის დაგეგმვა და მართვა
** შუალედური ანგარიშის მომზადება პროექტის მენეჯერისათვის
კანდიდატს სასურველია გააჩნდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, იყოს კომუნიკაბელური, ორგანიზებული, განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებული. სასურველია კანდიდატს გააჩნდეს მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ასვე უპირატესობად ჩაითვლება პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.
რეგიონის სუპერვაიზერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების (word, excel) ფლობა
** გამართული მეტყველება/წერის და პრეზენტაციის უნარი
ინტერვიუერის მოვალეობებია:
** მისტიური მყიდველის როლში, განსაზღვრული სცენარის მიხედვით შესაბამისი ~ მომსახურების და სერვისის სათანადო შეფასება. კითხვარის შევსება და კვლევისათვის მნიშვნელოვანი დეტალების დაფიქსირება.
** აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველების უნარი.
** კომუნიკაბელური.
** პუნქტუალური.
** ორგანიზებული
** წინასწარ გაწერილი გეგმის შესრულების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე – salome.khutsishvili@tracker.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს გვერდს
http://tracker.ge/ მისამართი: თბილისი, პ.ქავთარაძის #27ა
გისურვებთ წარმატებას!