Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მასმედია > განყოფილების წესები


Posted by: Rocko 31 May 2006, 18:13
მოკლედ, ვორნების მიცემის საბაბი რომ მქონდეს, ჩამოვწერ განყოფილების ზოგად წესებს biggrin.gif

ჯერჯერობით ტრადიციულად:
  • იკრძალება თემებში საუბრიდან გადახვევა (შინაურულად - ოფტოპიკები);
  • იკრძალება რომელიმე მედიის წარმომადგენლის ან სხვა პირის პიროვნული შეურაცხყოფა, მის ფიზიკურ ან გონებრივ ნაკლებზე ყურადღების გამახვილება და ა.შ.
  • იკრძალება vs ტიპის ტოპიკების გახსნა (როგორც სხვა განყოფილებებში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ასეთ თემებს არანაირი შედეგი არ მოაქვს - ისინი უბრალოდ ივსება არაკონსტრუქციული, დაუსაბუთებელი და მხოლოდ "რულზ" ან "საქს" შინაარსის მქონე პოსტებით. თუ შემდეგში დაფიქსირდა, რომ ამ განყოფილებაში არსებული ინტელექტუალური მასა შესაძლებლობას იძლევა გაიხსნას ასეთი თემები კონსტრუქციული მსჯელობით, მაშინ ეს წესი გაუქმდება)
  • განყოფილებაში საერთოდ აკრძალულია გინება - ეს იქნება დაფარული სიმბოლოებით თუ არ იქნება.
ხო, ჯერჯერობით სულ ესაა, მერე დაემატება კიდევ რაღაცეები...
* * *
ასევე:
  • არ შეიძლება "ქვეთემების" გახსნა. ანუ, მაგალითად თუ არსებობს თემა "შაბათის შოუ" არ შეიძლება გაიხსნას თემა "მიშა ანდღულაძის ფანკლუბი" ანდა "დღევანდელი ხომ ძაან მაგარი იყო?".
    ან თუ არსებობს თემა "ჯეობარი" არ შეიძლება გაიხსნას თემა სახელად "ჯეობარი მასონების გადაცემაა" და ა.შ.
    smile.gif
***

ასევე:
  • თემები ქართველი ჟურნალისტების (არა)პროფესიონალიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე განიხილება მხოლოდ აქ: http://forum.ge/?f=78&showtopic=33674261
    ყოველ აღმოჩენილ მათ მიერ დაშვებულ შეცდომაზე ახალი თემის გახსნა აუცილებელი არ არის.

Posted by: GURICHA 29 Apr 2007, 03:44
წესთა კრებულს დაემატა ერთი მნიშვნელოვანი მუხლი:

* * *

მასმედიის განყოფილების მომხმარებელი რომელიმე თემაში ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის დაფიქსირებისას უნდა დაუკავშირდეს განყოფილების მოდერატორს.

(ან წესების დამრღვევის კარზე უნდა გააკრას წითელი ლენტი წარწერით "აქ ცხოვრობს ბარიგა")

smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)