Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რელიგია > შენ ხარ ყველა, ვისაც უცხოვრია


Posted by: KobSak 10 Sep 2020, 14:39
მსმენია ესეთი ფრაზის შესახებ:You are everybody and everybody is you. You are everyone who lived. ანუ შენ ხარ ყველა, და ყველა არის შენ. შენ ხარ ყველა ვისაც უცხოვრია. ეს ფრაზა რას ნიშნავს ვინმეს შეუძლია ახსნას?

Posted by: kalekalebind 10 Sep 2020, 14:52
KobSak
ანუ ყველა დაიბადა, ყველას გაუცრუვდა იმედი, ყველამ დაუშვა შეცდომა, ყველამ სცადა ხელახლა ფეხზე დადგომა, ბოლოს ყველა ლურსმნებით შეკრულ ოთ სქელ და მყარ ფიცარში ჩადეს და წარმომშობელი მიწის წიაღში დააბრუნესო

Posted by: KobSak 10 Sep 2020, 14:59
QUOTE (kalekalebind @ 10 Sep 2020, 14:52 )
KobSak
ანუ ყველა დაიბადა, ყველას გაუცრუვდა იმედი, ყველამ დაუშვა შეცდომა, ყველამ სცადა ხელახლა ფეხზე დადგომა, ბოლოს ყველა ლურსმნებით შეკრულ ოთ სქელ და მყარ ფიცარში ჩადეს და წარმომშობელი მიწის წიაღში დააბრუნესო

ხო მარა მაშინ სხვანაირად ხო უნდა იყოს ნათქვამი. შენ ხარ ყველა ვინც ცხოვრობს, ამ სამყაროში არავინაა, მარტო შენ და ღმერთი, ეს ფრაზები რას ნიშნავს? ანუ მე ვარ და ღმერთი? დანარჩენი 7 მილიარდი ადამიანი ვინაა აბა? მე? eek.gif

Posted by: kalekalebind 10 Sep 2020, 15:08
KobSak
არის თეორია, რომლის მიხედვითაც ცნობიერება, მეხსიერება და განცდები წარმოსახვის ნაყოფია და პიროვნულობა არსობრივად ილუზიას წარმოადგენს. ალბათ რაღაც ეგეთია მანდაც.

Posted by: Artist 10 Sep 2020, 15:29
KobSak
QUOTE
შენ ხარ ყველა, და ყველა არის შენ. შენ ხარ ყველა ვისაც უცხოვრია.

ღმერთს მიმართავს ხო? რომელი ტექსტიდანაა ეს ამონარიდი დადე და მერე ვიმსჯელოთ...
QUOTE
შენ ხარ ყველა ვინც ცხოვრობს, ამ სამყაროში არავინაა, მარტო შენ და ღმერთი

აქ უკვე სხვანაირი ინტერპრეტაციაა, ეს შენ შექმენი ეს ფრაზა თუ ესეც ამონარიდია?

მთლიანი ტექტი დადე და გასაგები გახდება ყველაფერი... ასე ნაგლეჯებით რა უნდა გაიგოს კაცმა?

Posted by: KobSak 10 Sep 2020, 15:31
QUOTE (Artist @ 10 Sep 2020, 15:29 )
KobSak
QUOTE
შენ ხარ ყველა, და ყველა არის შენ. შენ ხარ ყველა ვისაც უცხოვრია.

ღმერთს მიმართავს ხო? რომელი ტექსტიდანაა ეს ამონარიდი დადე და მერე ვიმსჯელოთ...
QUOTE
შენ ხარ ყველა ვინც ცხოვრობს, ამ სამყაროში არავინაა, მარტო შენ და ღმერთი

აქ უკვე სხვანაირი ინტერპრეტაციაა, ეს შენ შექმენი ეს ფრაზა თუ ესეც ამონარიდია?

მთლიანი ტექტი დადე და გასაგები გახდება ყველაფერი... ასე ნაგლეჯებით რა უნდა გაიგოს კაცმა?

აი, ეს ვიდეო ვნახე და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს კითხვა https://youtu.be/h6fcK_fRYaI

Posted by: Artist 10 Sep 2020, 16:01
KobSak
QUOTE
აი, ეს ვიდეო ვნახე და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს კითხვა https://youtu.be/h6fcK_fRYaI

ხოდა მანდ ღმერთი ეუბნება მას, რომ ის გარდასხეულებებს გაივლის და გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ისეთივე
როგორიც ღმერთია, მანამდე კი ბევრი უკლია... თანაც საბავშვო ნახატი ფილმია, ფრაზების ერთობლიობა, მხოლოდ..

Posted by: KobSak 10 Sep 2020, 16:19
QUOTE (Artist @ 10 Sep 2020, 16:01 )
KobSak
QUOTE
აი, ეს ვიდეო ვნახე და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს კითხვა https://youtu.be/h6fcK_fRYaI

ხოდა მანდ ღმერთი ეუბნება მას, რომ ის გარდასხეულებებს გაივლის და გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ისეთივე
როგორიც ღმერთია, მანამდე კი ბევრი უკლია... თანაც საბავშვო ნახატი ფილმია, ფრაზების ერთობლიობა, მხოლოდ..

ხო მარა იმ მომენტსაც დააკვირდი, ამ სამყაროში მარტო შენ და მე ვარსებობთო, სხვა არავინ არ არსებობსო. ეს როგორ ავხსნათ?

Posted by: Heracles12 11 Sep 2020, 14:08
ნუთუ შესაძლებელია აიხსნას რომელიღაც წინადადება რომელიც ვიღაცამ თქვა? თანაც საერთოდ აზრზე არ ხარ რას განიცდიდა ის ადამიანი ამ ფრაზის წარმოთქმის მომენტში, რა ტკიოდა რა აწუხებდა, რა უხაროდა, შიოდა თუ მაძღარი იყო და ა.შ. ეს ყველაფერიც რომ ვიცოდეთ მაინც შეუძლებელი იქნებოდა მისი ახსნა.

Posted by: Artist 12 Sep 2020, 13:02
KobSak
QUOTE
ხო მარა იმ მომენტსაც დააკვირდი, ამ სამყაროში მარტო შენ და მე ვარსებობთო, სხვა არავინ არ არსებობსო. ეს როგორ ავხსნათ?

როდესაც ადამიანი ღმერთს ელაპარაკება, მაშინ ის სრულიად მარტოა... ასევე გარდაცვალების დროს ის მარტოა და ალბათ ამაზეა გამახვილებული
მანდ ყურადღება... გარკვეული ალეგორიაა... და თანაც სხვა არავინ არსებობსო ეა მგონი არ უთქვია იქ... უბრალოდ მე და შენ ვართ ამ მომენტში ერთადო...
რაღაც სექტანტურ ვიდეოს ჰგავს, თავისი პრიმიტიული გამოხატვის ფორმებით... მაგაზე დიდი ფიქრი არც ღირს...

Posted by: Qute 13 Sep 2020, 01:27
ჩემი აღქმით: "ღმერთმა" შექმნა ცნობიერება, არსება/სული მისი მსგავსი და დაანაწევრა სხვადასხვა ადამიანში, სხვადახვა რეინკარნაციაში თუ განზომილება და ამგვარად ავითარებს მას.
ჩვენ ერთი ცნობიერება/სული ვართ და ადამიანად გარდასახვის დროს ვკარგავთ ამ ერთობას და სწორედ ეგ განცალკევებულ ინდივიდად საკუთარი თავის აღქმა და სამყაროდან გამოცალკავება არის ეგო და მისი ხრიკები.
ჩვენ ყველა ადამიანის გამოცდილება ვართ, და სამყაროს ყველა აღქმის კუთხიდან ვსწავლობთ და ვითარდებით.
შეიძლება მთელი სამყარო ჩვენ ვიყოთ, არამარტო ადამიანები, პლანეტებიც, სამყაროებიც და ადამიანიდან იწყებს სამყარო თავის თავის გაცნობიერებას, რომელიც საბოლოოდ ღმერთამდე მივა.




Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)