მოდერ არ დახურო გთხოვ ძალიან საინტერესო თემაა, ბევრად საინტერესო ვიდრე სხვა უამრავი ამ ფორუმზე.
გამარჯობათ მეგობრებო
მინდა გიამბოთ ერთი ისტორია.
მე მგონია რომ ეს თემა მაინც ფსიქოლოგიაში უნდა გამეხსნა, თუმცა პირდაპირი კავშირი შეიძშლება არ ჰქონდეს ფსიქოლოგიასთან, თუმცა თუ მაგალიტად იუნგის სწავლებებს გავიხსენებთ, ყველაზე მეტად ფსიქოლოგიას ეკუთვნის ასე მგონია.
ახლა კი ისტორია.
მოკლედ რამდენიმე წლის წინ, ასე 5 წლის წინ გავიცანი ერთი გოგო. დავარქვათ პირობითი სახელი - სალომე.
სალომე იყო ჩემზე 7 წლით უფროსი, და ვიყავით ერთად დაახლოებით 1 წელიწადი. ვიყავით ასე ვთქვათ, საყვარლები. სალომე აღმოჩნდა ჩემი ყველა ვნების ახდენა - ძალიან მაგარი ულამაზი ქალი და ძალიან ქალური, ძალიან თბილი და უმაგრესი ადამიანი. და გვქონდა არანორმალურად დიდი ვნება ერთმანეთის მიმართ.
ამ 1 წლის მანძილზე, გვქონდა მრავალი გაუგებრობა, ჩხუბი, დაშორება და შერიგება... მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მე ეს გოგო ძალიან, აი მეტისმეტდ შემიყვარდა... დაშორების მერე უფრო გავაცნობიერე რომ მიყვარდა, და თავად კიდევ ჩემზე გიჟდებოდა ისე ვუყვარდი.
მე დავინახე და შემიყვარდა ამ გოგოს ულამაზესი შინაგანი სამყარო, ისეთ ღრმა და ლამაზი შინაგანი სამყარო, როგორიც არ მინახავს და არც გამიგია არც მანამდე და არც მერე.
ეს გოგოც ხედავდა რომ მე მასში ეს სამყარო მიყვარდა, და თავადაც ვუყვარდი და ეს გოგო მიგებდა როგორც არავინ სხვა ჩემს ცხოვრებაში.
მიგედბა და ესმოდა ჩემი, მეც მესმოდა მისი და ვიყავით ძალიან ბედნიერად და კარაგდ ერთმანეთთან. ეს გოგო იყო ცოტა არ იყოს ეგოისტი, ანუ სულ უნდოდა რომ მასთან ვყოფილიყავი რაც თავისთავად ბუნებრივია, მაგრამ მე, იმის მიუხდავად რომ ძალიან მიყვარდა, ვერ დავუშვი და ვერ გადავწყვიტე, ვერ ვიფიქრე მისი ცოლად მოყვანა რამდენიმე მიზეზის გამო.
არ დავკჯონკრეტდები საჭირო არაა ამ მიზეზების ჩამოთვლა. არადა თავად ძალიან უნდოდა ჩემთან ყოფნა და იმდენ სითბოს მაძლევდა როგორც არცერთი გოგო დედამიწაზე.
ასევე, მასთან ურთიერთობაშ ძალიან ვბევრი ვიწავლე, ძალიან დავიხვეწე და გავიზარდე როგორც პიროვნება.
ჩვენი ურთერთობის შუაში მოხდა ასეთი რამე, რომ მე, როგორც ყველა კაცს ძალიან მინდოდა მქონოდა უფრო მეტი და მეტი სექსუალური გამოცდილება ქალებთან. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობის შუაში გამოჩნდა მეორე სხვა გოგო, და მე სალომესთან ურთიერთობით აღმომაჩნდა ის ძალა და ენერგია, რომ დამეკერა ეს მეორე გოგო, და გამება ასევე მასთან რომანი და ისიც ჩემს საყვარლად ქცეულიყო.
მაგრამ სალომემ იგრძნო რომ მე მას ვღალატობდი. თან შემთხვევით სახლეი და გვარიც გაიგო, და რამდენჯერმე მომიწყო სკანდალი, ძალიან განიცდიდა და დარდობდა და ძალიან ეჭვიანობდა.
ეჭვიანობის ნიადაგზე მოგვდიდოა ჩხუბები, და მე კი ვერარ გავუძელი გადავიღალე ამ ჩხუბებით და გადავწყვიტე რომ დავშორებულიყავი სალომეს.
ანუ დავშორდი არა იმ მეორეს, არამედ სალომეს რადგან, ერთ ერთი მიზეზი დაშორების იყო ის რომ მას ძალიან უნდოდა ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა რაზეც მე ვერ ვფიქრობდი, და დავშრიდკიდევ იმიტომ რომ მქონდა ძალიან ძლიერი ვნება მის მიმართ და სიმართლე რომ გითხრათ, ამ ძლიერ გრძNობებსა და ვნებებსაც ვეღარ ვუძლებდი, პლუს დაერთო ეს ეჭვიაობა და ჩხუბები და ... მოკლედ, დავშორდით...
ეს დაშორება მე ძალიან განვიცადე ისე ძალიან განვიცადე რომ რამდენიმე კვირა ვტიროდი ამხელა კაცი
34 წლის ვიყავი მაშინ. და დარწმუნებული ვარ ის გოგო ჩემზე მეტად განიცდიდა.
მაგრამ ვიმეორებ, რომ ამ გოგოს ჰქონდა საოცარი სასწაული შინაგანი სამყარო რაც სხვათაშორის მეორე გოგოს არ გააჩნდა და მე ეს სამყარო ძალიან შემიყვარდა.
სალომემ ჩემთან დაშორების მერე თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე შეცვალა (დავრჩით სოციალურ ქსელებზე მაინც დაკავშირებულები) და დარწმუნებული ვარ რომ ჩემგან ნასწავლი კარგი თვისებებით თავადაც ბევრი რამე შეიძინა, ანუ ახალი საქმიანობა წამოიწყო, ახალი ინტერესები გაიჩინა და ასე შემდეგ და ამიტომაც მიყვარს კიდევ ძალიან რომ ჩემში ხედავდა ამ კარგ თვისებებს, ისევე როგორც მე ვხედავდი მასში დიდ და ღრმა სამყაროს...
ყველაზე მთავარი ახლა იწყება...
მე და სალომე ჩვენი შეხვედრების უმეტეს ნაწილს ვატარებდით ჩემთან აგარაკზე, რომელიც არის თბილისთან ახლოს. ჩვენი შეხვედრების უმეტესობა მანდ გვაქვს გატარებული ძალიან ლამაზი საღამოები და ძალიან დიდი ვნებით სავსე საღამოები.
რამდენი გავიხსენებ იმდენი ვისურვებდი რომ დრო დაბრუნდეს. თავად სალომე ჩვენი დაშორების შემდეგ ბევრჯერ შეეცადა შერიგებას, და 2 ჯერ შვრიგდით კიდეც მაგრამ ისევ დაშორების შემდეგ მე ძალა აღარ მეყო ისევ შესარიგებლად რადგან უბრალოდ ვეღარ ვუძლებდი ამდენ ვნებას და ფსიქლოგიურ ზეწოლასაც, რასაც ამ ვნებას და ურთიერთოიბას მოქონდა ჩემთვის... მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს დღემდე ძალიან ვუყვარვარ და მეც დღემდე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არის სასწაული გოგო, ულამაზესი და უკარგესი ადამიანი...
ახლა იწყება მთავარი.
იმ აგარაკზე სადაც ჩვენ ვხვდებოდით ხოლმე, ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი ზაფხულობით და სულ იქ ვისვენებდი ხოლმე.
ჩემი სახლის წინ დგას მეორე სახლი, და ადრე მაგ სახლში ცხოვრობდა სხვა ოჯახი, რომელთაც ყავდათ ჩემზე 3 წლით უმცროსი შვილიშვილი, ჩემი მოსახელე.
ბავშვობაში ვმეგობრობდით და სულ ერთად ვთამაშობდით ხოლმე.
იმის მერე მათ შეიცვალეს საცხოვრებელი და ასე 25 წელია არ გამიგია მაგათი და მაგ ბიჭის არაფერი...
ხოდა ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი რამე.
შევდივარ სოციალურ ქსელებში სალომეს ფეისბუქის გვერდზე და სალომეს დღევანდელი შეყვარებული არის ის ბიჭი, რომელიც ვიცანი აგერ 25 წლის მერე ფოტოებზე.
ეს ჩემთვის იყო ძალიან ემოციური: ისედაც ხომ ყოფილი შეყვარებულის ფოტოები ემოციური საყურებელია - მით უფრო სხვა ბიჭთან და მით უფრო კიდევ ასეთ შემთხვევაში...
მე ძალიან ძალიან, მართლა ძალიან მეუცნაურება ეს ამბავი, რომ მთელი თბილისის და საქართველოს მასშტაბით მაინცდამაინც იმ ბიჭთან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც მაინცდამაინც იმ სახლის წინ ცხოვრობდა სადაც ჩვენ ვხვდებოდით ხოლმე, ისიც საკმაოდ უცნობ სოფელში აგარაკზე....
მე ამ ამბავს ვხსნი ორნაირად და დიდი იმედი მაქვს რომ ვინმე წაიკითხავს და რამეს დაწერს იქნება ამრთლა არსებობს რამე მსგავსი ფენომენი...
მე ასე ვხსნი ამ ამბავს:
1. ეს არის უბრალოდ დამთხვევა, თუდნაც ძალიან უცნაური დამთხვევა მაგრამ მაინც დამთხვევა.
2. არსებობს საყმაროში ენერგეტიკული ველები, რომელიც იგრძნო სალომემ, მისმა ქვეცნობიერმა იგრძნო, რომ ეს ბიჭი რაღაცნაირად დაკავშირებული იყო იმ ადგილთან, რა ადგილასაც მე და სალომე ვხვდებოდით ხოლმე... თუ ეს ენერგეტიკული ველები არსებობს ესე იგი ნამდვილი ყველაზე ნამდვილი სიყვარულიც არსებობს რომლითაც სალომეს მე დღემდე ვუყვარვარ და რადგან ჩემთან ვერ იპოვა მისმა სიყვარულმა სამუდამო ნავთსაყუდელი, იმ ბიჭთან ეძებს რომელიც იგივე ენერგეტიკულ ველში მოხვედრილა, სადაც ჩვენ ვხვდებოდით ხოლმე 1 წლის მანძილზე...
თქვენ როგორ ფიქრობთ მართლა პარანორმალურად მეჩვენება ეს ამბავი ....
საქმე ისაა რომ მეც ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ რომ ისიც დღემდე გრძNობს რომ ძალიან მიყვარს მაგრამ ვერ დავუფასე მისი სიყვარული როგორც მას ეკუთვნოდა ... .და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ ჩვენი დაშორებიდან თითქმის 3 წელი გავიდა....
This post has been edited by laplandia on 17 Aug 2018, 23:36