Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დამეხმარეთ ვინც იცით


Posted by: mr_pikopa 17 Sep 2019, 12:09
მოკლედ გადავცყვიტე წავიდე ქვეყნიდან. ვაკანსიების და ხელმისაწვდომობის ამბავში პოლონეთს განვიხილავ. ვინც იცით ყოფილხართ ან უკვე იქ ხართ დამეხმარეთ რა და როგორ გავაკეთო.

Posted by: fson 21 Sep 2019, 10:29
ანაზღაურება არ არის დიდი ძირითადად 12 ზლოტია საათსი და მუშაობ 12 საათს შეიძლება ნაკლები სამუშაო დროითაც ნახო სამსახური მაგრამ ხელასი გამოგივა ცოტა.
ძრითადად არის ფისზუკური სამუშაოები და 12 საათი ყოველდღე მუშაობა არ არის ადვილი. ქართული დასაქმების კომპანიები ძირითადად მუშაობენ ასე - აქვთ კონტაქტი იქაურ დამსაქმებელ კომპანიასთან რომელიც აწვდის ვაკანსიებს და ეს გაძლევს იმ დასაქმების კომპანიის მისამართს პოლონეთში. შემდეგ ჩადიხარ მიდიხარ იმ მისამართზე იქიდან მიყავხართ საცხოვრებელში. მაგრამ გასათვალისწინებელია რომ იმ დამსაქმებელ კომპანიაში უფრო მეტად მუშაობენ უკრაინელები და რა პირობებსაც გეუბნებიან ეგ პირობები არ არის ხოლმე ანუ ქართველი დამსაქმებელი არ გატყუებს მაგრამ მაქ ქართველ დამსაქმებელს ატყუებს ეს პოლონური მასაქმებელი მერე ეს ქარტველი დამსაქმებელი ვერ გეხმარება და შენით გიწევს ძებნა სამსახურის. ამიტომ ქართველი დამსაქმებლისთვის ფულის გადახდას შენით მოიძიო სამსახური. პოლონური მდასაქმებელი კომპანიებია Pulire, vital logistics და კიდე სხვები რომლებიც არ მახსოვს.

Posted by: mr_pikopa 21 Sep 2019, 12:14
fson
გაიხარე. ისეთი კუშები მომთხოვეს ქართველებმა რო რავი. კი ჩEმით ვეძებ. მადლობა რჩევებს გავითვალისწინებ

Posted by: ბუდარია 24 Sep 2019, 22:25
QUOTE
მუშაობ 12 საათს შეიძლება ნაკლები


რა ამბავია 12 საათი, ხო გაწყდი წელში....

Posted by: mr_pikopa 24 Sep 2019, 23:18
ბუდარია
მანდ ქე მაინც გიხდიან თანხას. აბა აქ გაპახავებენ და კაპიკებს გაძლევენ და პლიუს რამეს თუ იტყვი არ გინდა წადიო.

Posted by: fson 24 Sep 2019, 23:37
QUOTE (ბუდარია @ 24 Sep 2019, 22:25 )
QUOTE
მუშაობ 12 საათს შეიძლება ნაკლები


რა ამბავია 12 საათი, ხო გაწყდი წელში....

ბერნაირი სამსახურია არის სადაც მუშაობ 8 საათს მაგრამ ნაკლები გამოგდის ანაზღაურება და შენ ინტერესებშია 12 საათი მუშაობა. რამდენ საათსაც მუშაობ იმდენს გიხდიან და არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ მაინც 12 საათაინს აირჩევს უმეტესობა

Posted by: თორნიკე- 4 Oct 2019, 19:08
პოლონეთში წასვლით მეც დაინტერესებული ვარ. ველი რჩევებს გამოცდილი ხალხისგან.ვინც იყავით პოლონეთში გაგვიზიარეთ გამოცდილება ..

Posted by: mr_pikopa 4 Oct 2019, 21:19
თორნიკე-
ქართულ ფირმებს არ გაეკარო რაც მთავარია. ზოგი ხუთას ევროს მთხოვს ზოგი 2500 ლარს, მე ეხლა ვზივარ და საიტებზე ვეძებ. ცემი ხოდიტ ვაპირებ ყველაფერს.

Posted by: ქართლოსი 7 Oct 2019, 01:10
ფულს რაში იღებენ აქაური დამსაქმებლები

მისამართი რო გითხრან?!


Posted by: LOLZ 7 Oct 2019, 03:00
mr_pikopa
პერიოდულად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიებს, უსასყიდლოდ ეხმარება ხალხს სამსახურის პოვნაშჲ და ნორმალური კონტრაქტის მირებაში. ჯობს.გე-ზე დებენ ხოლმე, ყურადღებით იყავი. ან ოფისში მიმართე.

Posted by: mr_pikopa 7 Oct 2019, 10:57
ქართლოსი
თან იმხელა კუშებს ითხოვენ რო რავი. დაჟე. ერთი ფირმაა კრედოსთან ვთანამშრომლობთ და სესხს მოგცემენო
. LOLZ
გაიხარე მადლობა ინფოსთვის

Posted by: LOLZ 7 Oct 2019, 14:16
mr_pikopa
კერძო ტიპებს არ ენდო, რამდენიმე თვის წინ აქაც წერდა ერთი რომ ვიღაცას სთხოვა საქმის გაკეთება, მან კი გადააგდო. პოლონეთში ჩასვლის შემდეგ ფაქტიურად ქუჩაში დატოვა. სჯობია ან შენით მოინდომო და გამოგივა აუცილებლად. ან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციით წახვიდე.

Posted by: mr_pikopa 7 Oct 2019, 15:31
LOLZ
ხოო მეც მახსოვს მსგავსი. ღადაოობ ვინმემ ეგეთი რო მიქნას ამოვჩიჩქნი და ხერხემალში გადავტეხავ. თAნ მეუღლესთან ერთად მივდივარ.

Posted by: ქართლოსი 7 Oct 2019, 17:17
LOLZ
QUOTE
პერიოდულად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიებს, უსასყიდლოდ ეხმარება ხალხს სამსახურის პოვნაშჲ და ნორმალური კონტრაქტის მირებაში.


ნებისმიერ ქვეყანაში?

Posted by: LOLZ 8 Oct 2019, 00:14
ქართლოსი
პოლონეთის შესახებ ედოთ ჯობს.გე-ზე განცხადებები, სხვაზე არა. მეეჭვება სხვაგან სადმე გააკეთონ.

Posted by: თორნიკე- 10 Oct 2019, 20:12
პოლონეთში დასაქმების შემთხვევაში რუსული ენა თუ გამომადგება. რამოდენიმე პოლონურ ვიდეოს ვუყურე და მესამედი მაინცრუსული ან ცოტა გადაკეთებული რუსული სიტყვებია

Posted by: mr_pikopa 10 Oct 2019, 21:05
თორნიკე-
რავი როგორც გავარკვიე არ ევასებათ მაგრამ იციანო. მთავარია ისაა მაინც რომ ჩახვალ სამსახურის ძებნამ არ მოგიწიოს. აქ ზოგმა კომპანიამ ერთ ადამიანზე 2500 ლარი მომთხოვა. პლიუს მაგას ბილეტების ფასი დაამატე და ჯიბის ფული თავიდან. ერტი სიტყვით ეხლა მე 4000 ლარი რომ მეჭიროს ხელში არ გავარტყი ყველა კომპანიას. ჩემი ხოდით წავიდოდი. თემა იმ პონტში გავხსენი რომ იქნებ ვინმე ჩვენებური იყოს იქეთ და რამე დეტალებსი დამეხმაროს მეთქი მაგრამ როგორც ჩანს არავინაა.
რო ჩავალ და გავერკვევი სიტუაციაში, აზრზე მოვალ აუცილებლად ფორუმზე მსურველებს დავეხმარები. ორი აზრი არაააა, ამ ეტაპზე კი ასე წვალება მიწევს

Posted by: seamen 10 Oct 2019, 23:34
https://flagma.pl/ru/world
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ დამსაქმებელი

Posted by: თორნიკე- 13 Oct 2019, 18:31
პასპორტი უკვე ავიღე. თებერვლისთვის ვაპირებ წასვლას .4000 არც მე მაქვს .სამაგიეროდ კრედიტია 6000ლ. მაისის ბოლოს შესატანი რომლის პროცენტიც წლიური 32ია.ეს ერთერთი მიზეზია ქვეყნის დატოვების.

Posted by: mr_pikopa 18 Oct 2019, 11:55
თორნიკე-
რამე გაარკვიე კიაგენი რამეს. მე ასე 10 დღეში პაპსორტი ხელთ მექნება მაგრამ ისეთ თანხებს მიბრახყნებენ მტრისას. მესმის მეგობარო მესმის შენი. მეც დიდად არ მინდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არაა. ის კი არადა ფოტო ვიდეოზე ვიღებდი შეკვეთებს და ეგეც მოკვდა უკვა. ბოლო სამი თვის განმვლობაში 2 შეკვეთა მქონდა სულ

Posted by: თორნიკე- 18 Oct 2019, 20:10
მთავარია პოლონეთში ვიზიტი იყოს ლეგალური. ასევე კარგია სამუშაო მოწვევა რომელსაციქაური დამსაქმებელი გიგზავნის ქართველ შუამავლის დახმარებით.რათქმაუნდა გარკვეულ თანხის სანაცვლოთ. ეს მოწვევა ვიზით წასვლის შემთხვევაში 6 თვიან ცხოვრების ნებას იძლევა.რომლის გაგრძელებაც შეიძლება 3 წლამდე.ასევე გარკვეულ დროის შემდეგ შეგიძლია გერმანიაში გადასვლა სამუშაოდ.სადაც გაცილებით მაღალი ანაზღაურებაა. პ.ს. შენ სოფელი უნდა ნახო როგორი მკვდარია .დედა აქ #####ული აქაურობას.

Posted by: mr_pikopa 18 Oct 2019, 21:23
თორნიკე-
ვიცი მეგაბარო ვიცი. მთავრობაა და კიდია ქალაქიც და სოფელიც.
ვიცი გერმანიაში გადასვლის პერსპეკტივაც.
QUOTE
გარკვეულ თანხის სანაცვლოთ

იმხელა თანხებს უბაგუნებენ რომ ვჩალიჩობ იქნებ ჩემით გავჭრა და ისე ვნახო სამსახური

Posted by: თორნიკე- 18 Oct 2019, 21:53
მე როგორც ვიცი შენით თუ მიდიხარ სამუშაო მიწვევის გარეშე სამთვიანი ვადა გაქვს იქყოფნის. და ადგილზე ვიზის გაკეთება თუ შეიძლება ეგ არვიცი ასევე მუშაობა რომდაიწყო საწოროა ჯამრთელობი დაზღვევა..

Posted by: mr_pikopa 18 Oct 2019, 22:03
თორნიკე-
რავი ვარკვევ რაღაცეებს. 18 ნოემბერს გავდრინდები სავარაუდოდ. ნუ ასეთი გეგმა მაქ. თუ გონებაში არ გადამიტრიალდა რამე ან რაიმე ღირებული საქმე გამოჩნდა აქ. არა მგონია მარა მაინც

Posted by: თორნიკე- 19 Oct 2019, 12:41
აქ როგორც ჩანს პოლონეთში ნამყოფი არავინაა . რო ჩახვალ და მოეწყობი ეს თემა წამოვწიოთ. დაწერე მერე პრაქტიკული გამოცდილება.წარმატებებს გისურვებ.

Posted by: mr_pikopa 19 Oct 2019, 20:01
თორნიკე-
გაიხარე მადლობა. აუცილებლად დავწერ ყველაფერს დეტალურად რა როგორ და რანაირად. იქნებ იმდენიც შევძლო რომ მსურველებს ყველანაირად დავეცმარო და რათქმაუნდა უსასყიდლოდ.

Posted by: c6ZR1 21 Oct 2019, 00:33
QUOTE (LOLZ @ 8 Oct 2019, 00:14 )
ქართლოსი
პოლონეთის შესახებ ედოთ ჯობს.გე-ზე განცხადებები, სხვაზე არა. მეეჭვება სხვაგან სადმე გააკეთონ.

გერმანიაზეც უდევთ, ითხოვენ გერმანულს A1-B2 დონეზე და ინგლისურს B1 დონეზე.

Posted by: LeoMiller 23 Oct 2019, 15:47
მემგონი ისევ თვითონ გაარკვიოს ადამიანმა ჯობია ინფორმცია, ვიდრე ამხელა თანხა გადაუხადოს კომპანიას. თან რასაც ვუყურებ, უმეტეს შემთცხევაში უკმაყოფილოები არიან კომპანიების მომსახურებით.

Posted by: თორნიკე- 23 Oct 2019, 19:51
პოლონეთში ქართულ მართვის მოწმობას თუ აღიარებენ მაინტერესებს.

Posted by: ქართლოსი 24 Oct 2019, 01:07
სანდოა რამე ?!

https://www.shared.ge/msoplio/495--.html
* * *
თორნიკე-

როგორც ვიცი ექვსი თვე შეიძლება გამოყენება.


Posted by: BlueOcean 24 Oct 2019, 16:27
თორნიკე-


გერმანიაში 6 თვის განმავლობაში მუშAობს და წესით პოლონეთზეც არ უნდა იყოს ჩემი აზრით პრობლემა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)