Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > კულინარიის განყოფილების წესები


Posted by: ShadowCat 9 Dec 2006, 13:58
ეს არის კულინარიის განყოფილების წესები. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ მათ:

აკრძალულია:
- VS თემების გახსნა (მაგალითად "ბორში თუ მაწვნის სუპი" ან "ქათამი vs კვერცხი")
- საფლეიმო თემების გახსნა ("შეაფასე რეცეპტი შენს ზემოთ", "რისი ჭამა გინდა ახლა, ამ წუთას" და ა.შ.)
- ცალკე თემის გახსნა ამა თუ იმ სახეობის თითოეული კერძისათვის (მაგალითად "ნაპოლეონი - ყველაზე დონე ნამცხვარი" ან "ბორში - წვნიანების მეფეა" ან რაიმე ამის მსგავსი). ასევე თემები, ერთი კონკრეტული კერძის რეცეპტის მოთხოვნით (მაგალითად "შეგიძლიათ აჯაფსანდალის რეცეპტი მითხრათ?". მსგავსი კითხვები დასვით შესაბამის თემაში, არ არის საჭირო ამისათვის ახალი თემის გახსნა). ასევე ნებისმიერი ერთი ცალკეული კერძის "ფან-კლუბის" გახსნა.
- "მშრალი" გამოკითხვების ჩატარება (მაგალითად, "ჩამოთვლილ ხილთაგან რომელს ანიჭებთ ყველაზე დიდ უპირატესობას".)
- უკვე არსებული თემის გახსნა. (სანამ ახალ თემას გახსნიდეთ, გადახედეთ სარჩევს, შეიძლება ასეთი თემა უკვე არსებობს. )

თემები, რომლებიც არ აკმაყოფილებს განყოფილების წესებს, დაიხურება და წაიშლება.

აგრეთვე:
- მიუღებელია სხვადასხვა კულინარიული საიტებიდან ერთბაშად ყველა რეცეპტის "copy-paste"-ი "ქულების მომატების" მიზნით.smile.gif გმადლობთ, ეს ყველას შეგვიძლია. smile.gif ამ განყოფილებაში ძირითადი აქცენტი გადატანილია საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე.
- გთხოვთ, რეცეპტი დაპოსტოთ ქართულად, ადამიანურად გასაგები და მარტივი ფორმით. (შენიშვნა: ძველი თემიდან გადმოკოპირებულ-დახარისხებულ რეცეპტებს შორის შეიძლება იყოს უცხო ენაზე დაწერილიც, მაგრამ სამომავლოდ გთხოვთ, ქართულად დაპოსტოთ - ასე ყველასთვის გასაგები იქნება).

- თუ გაინტერესებთ რომელიმე კერძის რეცეპტი, გამოიყენეთ სარჩევი. თუ სარჩევში არაა და თქვენ რეცეპტი გაინტერესებთ, გთხოვთ, მოიკითხოთ იგი შესაბამის თემაში - ნუ გახსნით ამისათვის ახალ თემას. (მაგალითად, თუ გაინტერესებთ ყავის ლიქიორის რეცეპტი, მოიკითხეთ ის "სასმელები"-ს თემაში, "ბულგარული წიწაკის ტოლმა" - ბოსტნეულის თემაში და ა.შ.).
- თუ არ იცით რომელიმე ინგრედიენტის მნიშვნელობა, ნუ გახსნით ამისთვის ახალ თემას smile.gif იკითხეთ http://forum.ge/?f=82&showtopic=33696268. ვეცდებით, შეძლებისდაგვარად დაგეხმაროთ.

ყოველივე ზემოთთქმულთან ერთად, აკრძალულია ყველანაირი შეურაცხმყოფელი მიმართვა, "ჩეთი", "flooding"-ი და ა.შ. გთხოვთ, http://forum.ge/rules.html ერთად დაიცვათ ამ განყოფილების წესებიც.
გაითვალისწინეთ, რომ ეს განყოფილება ეხება საჭმელ-სასმელს smile.gif შესაბამისად, აკრძალულია ეს --> puke.gif ან მსგავსი ტიპის სმაილაკები. ასეთი სმაილები აუცილებლად წაიშლება.
თხოვნაა, თავი შეიკავოთ ამ სმაილაკის ანალოგიური მნიშვნელობის სიტყვებისგანაც, როგორიცაა "ფუ, რა საზიზღობაა", "ფუუუ! გული მერევე ამაზე" და ა.შ.
სხვა ყველაფერი დასაშვებია თუ ეს "ყველაფერი" შეურაცხყოფას არ აყენებს იუზერებს (პირდაპირ თუ ირიბად).

გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც თქვენთვის მსგავს ემოციებს აღძრავს, სხვისთვის შეიძლება დელიკატესი იყოს. ასე რომ, პატივი ეცით სხვებს yes.gif

თუ დავინახავ, რომ ვინმე შეგნებულად არღვევს წესებს, სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე მიიღებს ვორნს.
სხვა შემთხვევაში, იუზერი იქნება სიტყვიერად გაფრთხილებული. მაგრამ ამ სიტყვიერი გაფრთხილების დაიგნორების შემთხვევაში ასევე ვორნს მიიღებს.
და მერე არ გქონდეთ პრეტენზიები!

Posted by: ShadowCat 16 Jul 2007, 11:31
განყოფიების წესები დაედიტდა:

ყველა მოდერის ან კომოდერის, ასევე honorary წევრებისა და სენატორების გასაგონად!

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი წევრებისაგან განსხვავებით თქვენი "დასჯა" (ვორნებით და ბანებით) შეუძლებელია და იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად ზოგიერთი თქვენგანი ბოროტად სარგებლობს თქვენი ამ უპირატესობით, კულინარიის განყოფილების წესების დარღვევის შემთხვევაში მიღებულ იქნება დასჯის შემდეგი ფორმები:

- თქვენს მიერ დარღვევიდან 1 კვირის განმავლობაში გაკეთებული ნებისმიერი პოსტი (ოFტოპიკი თუ "ონ"-ტოპიკი) იქნება წაშლილი.
- ასევე იქნება წაშლილი იმ იუზერების პოსტები, რომლებიც თქვენს ოFტოპიკებს აყვებიან და მიეცემათ სიტყვიერი გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში - ვორნი.
- ეს ეხება აგრეთვე მოდერატორის, კო-მოდერატორის, ჰონორარისა და სენატორის მიერ დახურულ თემაში გაკეთებულ პოსტებსაც (თუ რიგით იუზერს არ შეუძლია დახურულ თემაში დაპოსტვა, იგივე უნდა შეეხოს ფორუმის სხვა მონაწილეებსაც)
- იგივე წესი იმოქმედებს უადგილო თემის გახსნისათვის; ამასთან ერთად, თქვენთვის აკრძალული იქნება ნებისმიერი თემის გახსნა 1 თვის განმავლობაში (ნებისმიერი = ისეთი თემაც კი, რომელიც კულინარიის განყოფილების ფორმატში ჯდება)

სიცილ-ღიმილიც შეგვიძლია და არც იუმორზე ვართ აცრილი. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. yes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)