ვესაუბრე.
ვნახე მისი სადისერტაციო ნაშრომიც და გავეცანი კიდეც (ნაწილობრივ).
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...aradze%20G..pdfსაინტერესო ნაშრომია, მაგრამ:
შესასწავლად არ ჰქონდა საკმარისი პირობები. მხოლოდ ორი-სამი პლანტაცია;
არ არის აღწერილი ორი რეგიონის გარდა სხვაგან გავრცელების პირობები;
შეზღუდულია სახეობების განვითარების შესაძლებლობები, მხოლოდ რამოდენიმე სახეობაა მოყვანილი;
არ არის საპლანტაციე ჰიბრიდებზე კვლევა, გამომდინარე არარსებობიდან.
სხვა პირობები ბატონ გიორგის არ ჰქონდა. იმ პირობებში, რაც გააჩნდა, მეტის მოხერხება შეუძლებელია.
მე მინდა როგორმე მოვახერხო და 7 სხვადასხვა სახეობა გამოვცადო საქართველოს ყველა რაიონში (შეიძლება გავზარდო სახეობათა რაოდენობა ათამდე)
ამისთვის საჭიროა:
1. ყველა რაიონში მოხდეს ორი ნაკვეთის შერჩევა და მიწის ანალიზების აღება;
2. ნაკვეთს ჰყავდეს კერძო მეპატრონე და მოხდეს მისი დაინტერესება;
3. თითო ნაკვეთზე სხვადასხვანაირად განლაგდეს თითო ჯიშის 35-40 ნარგავი. ჯამში 500 ხე.
თუ ვიანგარიშებთ 20 რაიონს, თითო რაიონში დაგვჭირდება ათასი ნერგი. ჯამში 20 ათასი ნერგი.
ანუ საჭიროა 40 მსურველი თითო ჰექტარი ნაკვეთით, რომლებსაც მივაწვდი ნერგებს მე, პირობით, შემოსავალი გავიყოთ.
ასეთი 40 კაცის ნახვა მე ფანტასტიკად მიმაჩნია, მაგრამ რამოდენიმე შეიძლება ვნახოთ.
თუ ვინმეს გაინტერესებთ, მე შემიძლია შემოგთავაზოთ ჩემი წინადადება გარკვეული პირობებით.
გასათვალისწინებელი იქნება შემდეგ:
1. ყველა ჯიში ნაკვეთს არ მოერგება და თავის მხვრივ ნაწილი შეიძლება გასანახლებელი გახდეს მეორე-მესამე წელს;
2. ბევრგან შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს.