Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა


Posted by: Homo`Sentimentalis 8 Apr 2009, 09:40
რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდა ორგანიზმში და როგორ ვებრძოლოთ? (წიპა კალციუმის შემცველი პრეპარატების, რძის ნაწარმის, თევზეულის მიღება..და ა.შ.)

საინტერესოა ექიმების აზრიც და ჩვეულებრივი "მოკვდავი" იუზერების პირადი გამოცდილებიდან მოსაზრებებიც smile.gif

Posted by: SoulTaker 8 Apr 2009, 09:59
Homo`Sentimentalis
ეს მეც მაინტერესებს
ორსულობის მეშვიდე თვიდან დამეწყო ცარცის მოთხოვნილება
შეთეთრებულ ჭერზე ლომკა მაქვს
კალცი გლუკონატს ვსვამ კი არ ვსვამ ვღეჭავ იმიტომ რომ ცარცის გემო აქვს.
რამე ცუდს ხო არ ვაკეთებ? user.gif

Posted by: Homo`Sentimentalis 8 Apr 2009, 11:02
SoulTaker კალცი გლუკონატის "ღეჭვა" მეც დამინიშნეს, მაგრამ ორსულებზე ალბათ ცალკე არის რაღაც სტანდარტები - სავარაუდოდ, შენს მკურნალ ექიმს უნდა უთხრა, ან ანოტაციაშიც ეწერება, რა დოზებით შეიძლება მიღება. ისე, შენს შემთხვევაში ხაჭოს თუ მიიღებ ყოველდღიურად დიდი დოზებით, შენთვისაც კარგი იქნება და ბავშვისთვისაც (რძე მგონი არ არის დიდად რეკომენდირებული ამ შემთხვევაში)

Posted by: lizofobi 8 Apr 2009, 11:24
Homo`Sentimentalis
კბილების პრობლემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემა (ტკივილები მაგალითად ძვლებში და სახსრებში), მოზარდი თუ ხარ მაშინ სიმაღლეში ზრდას აფერხებს (მარა შენ ეს არ გემუქრება love.gif )... "კალცი დ 3" არის კარგი, საღეჭი ტაბლეტებია ლიმნის გემოთი, მარა მადას ზრდის სასწაულად gigi.gif

Posted by: Led_Zeppelin 2 May 2009, 00:00
გიპოკალცემია იწვევს მოხუცებში ოსტეოფოროზს , ხოლო ახალგაზრდებში გიპოკალცემიური კრუნჩხვა შეიძლება გამოიწვიოს , ამითომ პრობლემა არ არის ვსაც გაქვთ სურვილი ღეჭეთ პრობლემა არ არის..............................უ.პ

Posted by: rock in rose 2 May 2009, 18:36
ისე მის სასარგებლო თვისებებზე ბევრი გიწერიათ, მაგრამ ისიც გახსოვდეთ რომ კალციუმის გადამეტებულმა მიღებამ, შარდ-კენჭოვანი დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს
და მისი შემცველი პრეპარატები თქვენით არ მიიღოთ, მიდით ლაბორატორიაში, ჩაიტარეთ ანალზი კალციუმზე და თუ გაკლიათ, მაშინ ექიმი შესაბამის მედიკამენტს გამოგიწერთ

Posted by: Dru 2 May 2009, 20:19
SoulTaker
ცარცზე მოთხოვნოლება და "ლომკა" არ არის კალციუმის ნაკლებობის სიმპტომი!!
ეს სიმპტომი ხშირად აღენიშნებათ პაციენტებს ვისაც აქვთ რკინის ნაკლებობა და შესაძლო ანემია (სისხლნაკლებობა). ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია ორსულებში. თხოვეთ თქვენს ექიმს გაგიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, და სისხლში რკინის ანალიზი (რკინის კონცენტრაცია და ferritin). მკურნალობა მარტივია - რკინის პრეპარატების მიღება (და არა ინექციები და "გადასხმა", უხშირეს შემთხვევებში)


* * *
რაზეა ამ თემაში საუბარი, სისხლში კალციუმის ნაკლებობაზე (სათაურის მიხედვით) თუ ჯანსაღ დიეტაზე (პოსტების მიხედვით)??

სისხლში კალციუმი კარგადაა რეგულირებული, და ადამიანს ამ რეგულაციის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს. ამიტომ, "დაბალი კალციუმი" იშვიათი პრობლემაა, და არანაირი პრევენცია ან ბრძოლა არ ჭირდება.
კალციუმის ნორმალური რაოდენობით მიღება ძირითადად საჭიროა ოსტეოპოროზის პრევენციისათვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ძვლების სიჯანსაღისათვის.
სასურველია ჯამნრთელმა (ზრდასრულმა) ადამიანმა მიიღოს დღეში ~1200 მგ კალციუმი, რა ფორმით, ამას არა აქვს მნიშვნელობა (საკვებით თუ კალციუმის ტაბლეტებით).
ყველაზე მეტი კალციუმი არის რძის პროდუქტებში. ერთი ჭიქა რძე შეიცავს ~230-300 მგ კალციუმს.
ტაბლეტირებული ფორმებიდან ცალციუმის კარბონატში არის ყველაზე მეტი "ელემენტარული კალციუმი", 40%. ანუ: 1000 მგ კალციუმის კარბონატის მიღებსას ფაქტიურად ვიღებთ 400 მგ კალციუმს. ზოგ პროდუქტს პორდპირ აწერია "ელემენტარული კალციუმის" შემცველობა. კალცუმის პრეპარატები უფრო კარგად იწოვება საკვებთან ერთად მიღებით.
ვიტამინ D დღიური ნორმაა 400-800 ერთეული (IU), რაც აუცილებელია კალციუმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის. თუ მზეზე დიდ დროს ატარებთ, მაშინ ვიტამინ D შემატება აუცილებელი არაა (თუმცა ამ რაოდენომის მიღებითაც არაფერი არ დაშავდება)


Posted by: mivarus 29 May 2009, 13:11
დედაჩემს აღმოაჩნდა ოსტეოპოროზი და გვირჩიეს დენსიტომეტრიის (ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა) გაკეთება. ასეთი ულტრასონოგრაფიის აპარატი არც კი ვიცოდი, თუ არსებობდა. მედლაინში მიგვასწავლეს და ამ აპარატით დაგვიდგინეს ოსტეოპოროზის ხარისხი და შესაბამისი მკურნალობა. კმაყოფილი დავრჩით ძალიან მომსახურებით...თურმე ოსტეოპოროზი უფრო 55 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება და მიზეზია ხანდაზმულ ასაკში გახშირებული იოლი მოტეხილობებისა. ეხლა მაგათი საიტიც ვნახე http://www.carapsmedline.ge/index.php?body=5&subbody=2

Posted by: *hedgehog* 29 May 2009, 13:17
Dru
შენ მგონი ერკვევი ხომ კალცის ნაკლებობაში.

მე სისხლში არ ვიცი კალცის ნაკლებობა როგორ იზომება, რაღაც აპარატში ჩამადგმევინეს ფეხი და იმით გამიზომეს და აღმოჩნდა ნორმალური დონის უკიდურესად ქვედა ზღვარზე. ასე არ უნდა გაეზომათ? თუ ეს სხვა ნაკლებობაა და სისხლის სხვა კალცის ნაკლებობას ზომავენ? ანუ კარგად ვერ ვსვამ კითხვას, მაგრამ იმედია მიხვდები რასაც ვგულისხმობ. უფრო სწორი გაზომვა როგორ ხდება?

Posted by: Dru 30 May 2009, 09:01
*hedgehog*
მივხვდი რასაც გულისხმობ.
აპარატში ფეხის ჩადგმით იზომება ქუსლის ძვლის სიმკვრივე, და არა კალციუმის შემცველობა. ამ მეთოდს გამოიყენებენ ოსტეოპოროზზე სკრინინგისათვის, მაგრამ ეს ტესტი არაზუსტია და მასზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება.
ოსტეოპოროზის დიაგმოსტიკა ხდება დენსიტომეტრიით, და თქვენს ზემო პოსტს რომ ვუპასუხო, დენსიტომეტრი ულტრასაუნდის აპარატი არაა. დენსიტომერტი რენტგენის აპარატია, რომელიც ორმაგი სხივით განსაზღვრავს ძვლის სიმკვრივეს. იმის მიხედვით, თუ როგორია ძვლის სიმკვრივე, ანუ რამდენად მყიფეა ძვალი, დგინდება ოსტეოპოროზის დიაგმოზი. ამდენად, ოსტეოპოროზი არის "მყიფე ძვლების" დაავადება, და არა კალციუმის ნაკლებობის. ოსტეოპოროზს სხვადასხვა მიზეზები აქვს, და აქედან ყველაზე ხშირია ესრტოგენის ნაკლებობა (მენოპაუზის შემდეგ).

ვინაიდან კალციუმი ძვლის ერთ-ერთი ძირითადი "საშენი მასალაა" კალციუმის ცვლის მოშლამ შეიძლება გააუარესოს ან გამოიწვიოს ოსტეოპოროზი. სისხლში კალციუმის რაოდენობა იზომება ვენიდან სისხლის ანალიზით. როგორც წინა პოსტში დავწერე, ორგანიზმს კალციუმის რეგულაციის ძლიერი მექანიზმები აქვს, ამიტომ კალციუმის ცვლის მოშლა გაცილებით იშვიათია, ვიდრე ოსტეოპოროზი.

Posted by: *hedgehog* 1 Jun 2009, 17:43
Dru
ანუ მე რომ დენსიტომეტრია გამიკეთეს და იქ კალცის ნაკლებობა აღმოჩნდა ნიშნავს იმას, რომ კოჭში და მიმდებარე რაიონებში კალცის ვერაა საკმარისი დოზით ჩალაგებული?

Posted by: Dru 2 Jun 2009, 01:28
*hedgehog*
მოკლედ:

-ქუსლის/კოჭის დენსიტომეტრია არასაიმედო ტესტია და მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. ძვლის სიმკვრივე იზომება (ანუ დენსიტომერტია ტარდება) წელის მალებზე და ბარძაყძე (ბარძაყის ყელზე)

-ოსტეოპოროზი არ ნიშნავს კალციუმის ნაკლებობას. ოსტეოპოროზი (ამუ "მყიფე, მსხვრევადი ძვლები") სხვაა დაავადევაა, და კალციუმის ნაკლებობა სხვა. ოსტეოპოროზი ხშირია; კალციუმის ცვლის დაავადებები-შედარებით იშვიათი

-კალციუმის ცვლის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, მაგრამ ეს იშვიათია. უხშირესად ოსტეოპოროზი გამოწვეულია ესტროგენის ნაკლებობით მენოპაუზის დროს

-ოსტეოპოროზს რთული მექანიზმი აქვს, და ოსტეოპოროზი არ არის "კალციუმის ნაკლებობა"

Posted by: tete- 2 Jun 2009, 01:38
საჩემო თემაა, წლებია ვეგეტარიანელი ვარ, რძის ნაწარმსაც იშვიათად..
სახსრები და ძვლების ტკაცუნი მაქ საშინელი
ე.ი მაგის ბრალია?

Posted by: Dru 2 Jun 2009, 03:30
სახსრების და ძვლების ტკაცუნი ოსტეოპოროზის სიმპტომი არაა
ოსტეოპოროზი უხშირესად არანაირ სიმპტომებს არ იძლევა; ზოგჯერ ოსტეოპოროზი გამოიხატება სპონტანური (თავისთავადი ) მოტეხილობებით, რაც უფრო ხშირია ხერხემლის მალებში (კუზი მოხუცებში, ასევე რენტგენზე გამოვლენილი ხერხემლის მალების კომპრესიული მოტეხილობა/მოტეხილობები). ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ სიმაღლეში კლება (ძირითადად >65 წლის ასაკში)

კალციუმის შემატება რძის პროდუქტით აუცილებელი არ არის. შეგიძლეათ კალციუმი და ვიტამინი D მიიღოთ ტაბლეტირებული ფორმით (ყველგან იყიდება ურეცეპტოდ). ამის შესახებ ნახეთ ჩემი პირველი პოსტი ამ გვერდზე, მეორე ნაწილი

Posted by: tete- 2 Jun 2009, 12:01
Dru
კალციუმს ვსვავ ხოლმეsmile.gifაბა რისი ბრალი უნდა იყოს ტკაცუნი? მარილების? კალცის ნაკლებობაც რო მაქ ეგეც ფაქტია დაsmile.gif თავის დროზე ექმითან რო მივედი იმდენი მარბენინა და ისე დამღალა რომ გადავიფიქრე მისვლა, არადა 3 წლის წინ ვიყავი და მითხრა კალცის ისეთი ნაკლებობა გაქ შეიძლება ქუჩაში რო მიდიხარ უაზროდ მოგტყდეს ფეხიოtongue.gif
და კალციუმ კარბონატი მადის ან წონის მომატებას ხო არ იწვევს?

Posted by: Dru 3 Jun 2009, 03:37
Te0
QUOTE
ტკაცუნი?

ბევრ ჯამრთელს უტკაცუნებს სახსრები, ბევრიც ატკაცუნებს, რაც არაფრის ბრალი არაა

QUOTE
მარილების?

ესეთი რამე არ არსებობს. ხალხი "მარილების დაგროვებას" უწოდებს ოსტეოართრიტს, რაც საკმაოდ ხშირია მოხუცებში

QUOTE
კალცის ნაკლებობაც რო მაქ ეგეც ფაქტია

რითია დადასტურებული? რომელი ფაქტით?

QUOTE
კალცის ისეთი ნაკლებობა გაქ შეიძლება ქუჩაში რო მიდიხარ უაზროდ მოგტყდეს ფეხიო

რითია დადასტურებული? ანუ რა კვლევა ჩაგიტარგათ? ობიექტური კვევის და დადასტურების გარეშე არასერიოზული განცხადებაა
QUOTE
კალციუმ კარბონატი მადის ან წონის მომატებას ხო არ იწვევს

არა

Posted by: tete- 3 Jun 2009, 19:58
Dru
დიდი მადლობა))
რითI და ანალიზებში არ ჩანს?smile.gif
კბილებიც სუსტი მაქ:შ

Posted by: Dru 4 Jun 2009, 03:04
1. სისხლში კალციუმის კონცენტრაცია იზომება ვენურ სისხლში. ანუ სუსხლი უნდა აგიღონ და გაზომონ კალციუმი. ძალიან მარტივი ტესტია. გირჩევთ გაიკეთოთ წესიერ ლაბორატორიაში.

2. კალციუმის და ვიტამინი-D დღიური ნორმები - ნახეთ ჩემი პირველი პოსტი ამ თემაში, წინა გვერდზე.

3. თუ ხართ ჯანრთელი, 45-წელზე ახალგაზრდა, მაშინ დენსიტომეტრია (ოსტეოპოროზზე გამოკვლევა) საჭირო არაა.
თუ ხართ ახალგაზრდა, და დაგჭირდათ პრედნიზონით (ან მსგავსი პრეპარატებით) მკურნალობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში (>3 თვე), ასევე თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, კალციუმის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევა, მაშინ სასურველია დენსიტომეტრია, რომ გამოირიცხოს ოსტეოპოროზი.

Posted by: tete- 4 Jun 2009, 17:43
Dru
დიდი მადლობა, მაშინ სწორედ ვენიდან ამიღეს:)23 წლის ვარ და ესეგი ოსტეოპოროზი გამოირიცხაwink.gif

Posted by: Dru 5 Jun 2009, 02:39
Te0
QUOTE
23 წლის ვარ და ესეგი ოსტეოპოროზი გამოირიცხა

თუ ჯანმრთელი ხარ, პრაქტიკულად, კი

Posted by: tete- 6 Jun 2009, 03:19
Dru
დიდი მადლობაsmile.gif))






smile.gif

Posted by: >>levani9<< 27 Jan 2014, 11:21
იქნებ აქ იცოდეთ მაინტრესებს.
კალცის ბევრი მიღება სისხლს ათხელებს თუ რას შვება?
ერთმა მითხრა პირიქით ასქელებსო სისხლს. რომელია მარტალი ?

Posted by: rock in rose 27 Jan 2014, 14:01
>>levani9<<

კალციუმი სისხლის შემადედებელი 12 ფაქტორიდან ერთ-ერთია, ამიტომ არ ათხელებს სისხლს.

Posted by: >>levani9<< 27 Jan 2014, 16:29
rock in rose
მადლობა არ ვიცოდი. ანუ ასქელებს სისხლს ასე ვთქვათ.
ლიმონი ათხელებს სისხლს ?

Posted by: rock in rose 27 Jan 2014, 17:55
>>levani9<<

ასქელებსო ვერ ვიტყვით, თუმცა ჭრილობის დროს სისხლის შედედება ისე სწრაფად ვერ მოხდება თუ კალციუმის დეფიციტია.

QUOTE
ლიმონი ათხელებს სისხლს ?


C ვიტამინი სისხლძარღვის კედლის ელასტიურობას უზრუნველყოფს და სისხლდენებისგან იცავს.


Posted by: >>levani9<< 27 Jan 2014, 22:35
rock in rose
მადლობა.
და კალცი ორ თვეში 20 დღე რომ ვსვა დაშავდება რამე ?
ან სამთვეში 20 დღე რომელი ჯობია ?

Posted by: rock in rose 27 Jan 2014, 23:50
>>levani9<<

ორ თვეში ერთხელ ეს ძალიან ხშირად იქნება, თირკმელებისთვისაა საზიანო.

თუ ამ ორში უნდა გააკეთო არჩევანი, მაშინ 3თვეში ერთხელ დალიო ხოლმე, მაგრამ ესეც მებევრება. ფოსფორს გამოდევნი ასე ორგანიზმიდან.

Posted by: >>levani9<< 27 Jan 2014, 23:56
rock in rose
აბა რამდენში ერთხელ მირჩევ?
ფოსფორს დევნის კალცი ? ფოსფორი რას შვება? smile.gif მოკლედ რა რთულად ყოფილა გადაბმული ერთმანეთზე ყველაფეირ

Posted by: rock in rose 28 Jan 2014, 13:33
>>levani9<<

ეცადე ხშირად მიიღო კაცლიუმით მდიდარი პროდუქტები, ხაჭო განსაკუთრებით. რაც შეეხება ტაბლეტის სახით მის მიღებას, წელიწადში ერთხელ ან მაქსიმუმ 2 ჯერ შეგიძლია, ესეც ბევრია.

კაციუმი და ფოსფორი ორივე ერთად განაპირობებენ ძვლის ნორმალურ სტრუქტურას, ამიტომ ბალანსში უნდა იყვნენ. არ შეიძლება კაციუმი იყოს ბევრი, რადგან ფოსფორი გამოიდევნება და პირიქით.

Posted by: >>levani9<< 28 Jan 2014, 16:39
rock in rose
ხაჭოს ძაან ბევრს ვჭამ ორჯერ დღეში ყოველ დღე biggrin.gif
გასაგებია მადლობა ყველაფრისთვის.
ანუ იმიტომ გკიტXე რომ ვარჯიშზე საერთოდ ზოგიერთები იძახიან რომ ვარჯიშის დროს კალცი მაგრად იხარჯებაო და საჭირო არის ხოლმეო

Posted by: nodari_nx 20 May 2016, 10:59
8,5 და 10,5 მდე ნორმა მოზრდილებში და 4,2 მაქვს მე.

ნიკომედი დ3 ვიყიდე.

ტაშს დამიკრავთ თუ განმანათლებთ? :დ

Posted by: Natuka NGN 20 May 2016, 11:55
nodari_nx
ფარისებრი ჯირკვალი შეამოწმე აუცილებლად.

Posted by: nodari_nx 20 May 2016, 12:43
Natuka NGN
რატოო???

რა არის ფარისებრი ჯირკვალი და რა ფუნქცია აქვს?

Posted by: Natuka NGN 20 May 2016, 12:57
nodari_nx
პარათიროიდები გამოიმუშავებენ კალციუმს და აბალანსებენ ორგანიზმში, ჰიპოთირეოზის დროს იცის კალციუმსი მსგავსი ნაკლებობა.
ამიტომ გაისინჯე ფარისებრი ჯირკვალი სრულად. ექოსკოპია, ყველა 3 ჰორმონი და 2 ანტისხეული და გამორიცხე პათოლოგია.

Posted by: nodari_nx 20 May 2016, 13:04
Natuka NGN
ჩემ შემთხვევაში კალციუმის ნაკლებობას ვაბრალებ არასრუფასოვან კვებას.
რძის პროდუქტებს საერთოდ არ ვღებულობდი, მაშინ როცა აქტიურად ვვარჯიშობდი.

Posted by: Natuka NGN 20 May 2016, 14:59
nodari_nx
გასაგებია. მაგრამ რძსი პროდუქტები არ არის კალციუმი მთავარი წყარო. ახლა არ მცალია. გამორიცხე პათოლოგია.

Posted by: სერაფიტი 22 May 2016, 21:59
nodari_nx

ენდოკრინოლოგს მიმართე. მარტივი ანალიზებია ასაღები სისხლიდან ჰორმონებზე.
კალციუმის ნაკლებობა ფარისებსრის პათოლოგიებს ხშირად უკავშრდება.






Posted by: nodari_nx 22 May 2016, 22:39
ანალიზების აღება კი მარტივია, მაგრამ ფარისებრის მკურნალობა არც ისე მარტივი.
ექიმების ამბავი რო ვიცი ათას რამეს შემტენიან და შემაჯენენ წამლებზე.
სხვა რა გზაა ავიღებ მაგაზეც ანალიზებს, იმედია წესრიგში მექნება.
სერაფიტი

Posted by: AnnG 24 May 2016, 17:37
QUOTE
რძის პროდუქტები არ არის კალციუმი მთავარი წყარო. ახლა არ მცალია. გამორიცხე პათოლოგია.



მირჩიეს ორგანული კალციუმის მიღება , ვერ გავერკვიე ინტერნეტში რომელი პრეპარატით არის შესაძლებელი ორგანული კალციუმის მიღება, ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ ?


Posted by: chicharito12 14 Nov 2019, 19:58
დ ვიტამინთან ერთად თუ იღებს ვინმე ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)