მოგესალმებით.
თქვენი დახმარება მჭირდება თუ არის საშუალება
2017 წლის თებერვალში შევავსე განაცხადი და 5 დღეში დამიმტკიცეს (თუ აქვს მიზნობრიობას მნიშვნელობა (სხვა სესხების დაფარვა))
წელზე მეტი ვიხადე ### თანხა ყოველთვიურად.
შემდეგ მოხდა ისე რომ ვერ გადავიხადე 1 თვე ვწერე მეილზე და ვეკითხებოდი გადავადების საშუალება თუ იყო. ვებ პორტალზე არ ქონდათ მსგავსი ოფშენი.
შემდეგ fb ზე მომძებნა 1 მა თანამშრომელმა ( კონტაქტზე ტელეფონით არ გავდიოდი ვიბნევი და ყველაფეზე ხო - ს ვიძახდი და ამიტომ წერილოით ვამჯობინე კონტაქტი)
შემომტავაზა სესხის თავიდან გადანაწილება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება რაც ძალიან მაწყობდა.
დავთანხმდი და გავაგრძელეთ ესე ტანამშრომლობა.
მოკლედ მოხდა ისე რო აქაც 1 თვე დავაგვიანე. ცოტა მეტი..(თუ აქვს ამასაც მოსამართლისთვის მნიშვნელობა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე)
მოკლედ სახლში მომდის სარჩელი ბევრი თანდართული ფურცლებით ( სესხის ხელშეკრულების ასლებით სარჩელის ასლებით ქვითრებით და ამბებით)
მოკლედ არ ვიცი რა უნდა ვქნა ძალიან მეშინია. იმდენად მეშინია რო საჭმელსაც არ შევჭამ და გადავიხდი სესხს( რატქმაუნდა სრულად ვერა ეტაპობრივად)
არ დავიწყებ იმაზე საუბარს რას მიზამენ და როგორ გადავიკითხე ყველაფერი ვის რას უშვებიან და როგორც გავიგე რაც არაა ჩემ სახელზე იმას ვერ წაიღებს ვერავინ.
ხელფასის შემტხვევაში სასამართლო სრულად ალბათ ვერ დაადებს ყადაღას რაღაც ნაწილს დაადებს და ეგეც უკიდურეს შემტხვევაში
მოკლედ იქნებ დამაკვალიანოთ ვინმემ რა ვქნა როგორ ვქნა რა უნდა გავაკეთო
ფურცელს დავურთავ თან
(არსად არაფერი ბეჭედი არ არის მხოლოდ ქვიტრებზეა და ისიც ასლებია არ ვიცი ამას რამდენად აქ მნიშვნელობა)
უნდა შევადგინო პასუხი (შესაგებელი) სარჩელისა და მასში დასმული საკიტხების შესახებ
გონზე არ ვარ რა არის შესაგებელი და სად რა უნდა გავაკეთო
დამეხმარეთ
+ ამას თანახმა ვარ სარჩელი გამოიტანონ და იმ სარჩელის ბაჟას მე გადავიხდი რაც დაუჯდათ მგონი 100 ლარი .
ასეთ რაღაცაზე თუ დათანხმდებიან არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)