ხევსურეთში გალაშქრების დეტალური აღწერაა ბ უ დ ე ლ ა უ რ ი ს ტ ბ ე ბ იპერიოდი 29 ივნისი - 1 ივლისი
გადაადგილება თბილისი - კორშა - როშკა - აბუდელაურის ტბები - როშკა - კორშა - თბილისი
29 ივნისს (პარასკევი) შუადღის 3 საათზე ვიკრიბებით დიდუბის ავტოსადგურში, 4 საათისკენ ვჯდებით / ვდგებით ბარისახოსკენ მიმავალ ავტობუსში / მარშუტკაში და მივეშურებით ხევსურეთისკენ.
დაახლოებით 2.5 საათიანი მგზავრობის შემდეგ, სოფელ კორშაში ჩამოვდივართ ავტობუსიდან
და ფეხით ვაგრძელებთ გზას მდინარე ოხერხევისკენ (1.5 - 2კმ, სავარაუდო დრო 20წთ)
საღამოს 7 საათი (19:00)
სადაც მისვლისთანავე ვინაწილებთ საქმეებს: ვშლით კარვებს, ვაწყობთ ბანაკს, ვანთებთ ცეცხლს, ვჭამთ, ვსვამთ, ვმღერით, ვკაფიაობთ, მაგრამ ნაგავს არ ვყრით. ვიმედოვნებთ რომ მეორე დღეს დარი იქნება
დაახლოებით ღამის 11ზე მივდივართ დასაძინებლად
დღე მეორე (30 ივნისი, შაბათი) (ფეხით გასავლელი მანძილი 30 კმ, შეგიძლიათ გადაანაწილოთ 2 ფეხზე და ერთ ფეხს 15კმ ს გავლა მოუწევს)
ვიღვიძებთ დილის 6ზე. 15 წუთში ვლაგდებით, ვწესრიგდებით და მივემართების სოფელ როშკისკენ (10-11 კმ)
სიმაღლის აკრეფვა მოგვიწევს რის გამოც გზაში რამდენიმეჯერ უნდა დავისვენოთ
სავარაუდოთ 10 საათზე ვიქნებით სოფელ როშკაში, სადაც 1 საათი გავჩერდებით დასვენებისთვის, აკლიმატიზაციისთვის, საჭმელად და ა.შ.
როშკა მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე
შუადღის 11 საათზე მივდივართ აბუდელაურის ტბებისკენ. 1ელ (მწვანე) და მე2 (ლურჯი) ტბამდე მანძილი 6 კმ'ა
აქაც სიმაღლეს ვკრიფავთ (დაახლოებით 800 მეტრი).
დაახლოებით 2 საათში მივალთ (თუკი არ შევფერხდით) მწვანე და ლურჯ ტბებზე
სადაც ასევე დავისვენებთ ნახევარი საათი და საკუთარ თავებსაც ცოტა დროს დავუთმობთ
შუადღის 1ლი საათი (13:00)
აქ უკვე არჩევანი უნდა გააკეთოთ მოდიხართ თუ არა ბოლო
თეთრ ტბაზე
ის მაღლაა, ხედებით და სილამაზით ლურჯ ტბას ვერ ჯობნის მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია
აღმართები და დიდი ლოდებია გადასალახავი. ლურჯიდან თეთრ ტბაზე ასვლა'ჩამოსვლას საათ'ნახევარი სჭირდება
(ვიმედოვნებ) შუადღის 4 საათზე ვიწყებთ ლურჯი ტბიდან როშკისკენ დაშვებას
სადაც ისევ გავჩერდებით, ერთმანეთს დავითვლით, მოვიკითხავთ, გვერდში ამოვუდგებით, დავცინებთ ან ხელს ვკრავთ, გავკიცხავთ, ვუსაყვედურებთ, შევაქებთ, დახმარების ხელს გავუწვდით
საღამოს 8 საათზე (20:00) დავუბრუნდებით ჩვენს ბანაკს მდინარე ოხერხევთან. ჩვენ ისე ვიქნებით დაღლილები რომ არამგონია რამეს ხალისი კიდევ გვქონდეს, ამიტომ მთელ დარჩენილ საღამოს, საათებს და წუთებს სევდაში გავატარებთ. როცა ძილი მოგვეკიდება კარვებისკენ წავალთ და თავში არეულ აზრებს დავალაგებთ "სად ვიყავი, რა ვნახე, ამათთან რა მინდოდა"
დღე მესამე 1 ივლისი, კვირა (უკან დაბრუნების დღე)
ვიღვიძებთ დილის 8ზე ან 8ის ნახევარზე. ვლაგდებით. მივეშურებით სოფელ კორშისკენ, სადაც 9ის ნახევარზე ჩვენი ავტობუსი გამოივლის. ვჯდებით ავტობუსში და ხევსურეთის დროით დილის 9 საათზე გავეშურებით თბილისისკენ.
დაახლოებით შუადღის 12 საათზე დედაქალაქის ყველაზე კარგ და ლამაზ ადგილას, დიდუბის ავტოსადგურში ვიქნებით და ჩვენი სამ'დღიანი თავგადასავალიც ამით დასრულდება
მადლობა ყურადღებისთვის. მე ლუკა ვარ
[გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა] აღჭურვილობაჯერ აუცილებელი!!!
1) მაგარ (სქელ) ძირიანი ფეხსაცმელი - სალაშქრო, ბათინკი ან ბოტასი. ზომაზე უნდა გქონდეთ. ლაშქრობაში ყველაზე დიდი დატვირთვა ფეხებს ადგება, ასე რომ გაუფრთხილდით
https://www.google.com/search?q=hiking+shoe...PytlJcfOHbyBfM:2) სალაშქრო ჩანთა. თუ არ გაქვთ, ჩინურ ნაგავს ნუ იყიდით და ნურც სკოლის ჩანთით წამოხვალთ. აქ დიდი დატვირთვა მოდის მხრებზე, კისერზე, წელზე და ხერხემალზე, რასაც ასევე უნდა გაუფრთხილდეთ
https://www.google.com/search?client=firefo.....0.hO8k3oahfNQ3) საწვიმარი. წვიმას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია, ჩვენც მომზადებულები შევხვდეთ. შეგიძლიათ სამგორში იყიდოთ 15 ლარად (საწვიმარი ლაბადა) ან ლილოზე 2 ლარად (ერთჯერადი)
https://www.google.com/search?client=firefo...1.0.ko8us0GzkX04) საძილე ტომარა (სპალნი მეშოკ). ღამით ხევსურეთში ცივა. გაითბეთ გვერდები
https://www.google.com/search?client=firefo.....0.nYiKkazTn-o5) გამოსაცვლელი მაისური, შარვალი, მეორე წყვილი წინდა
არასავალდებულო მაგრამ სასურველი
6) პარალონი (ქვეშსაგები) - კომფორტული ძილისთვის ან დასაჯდომად
https://www.google.com/search?q=camping+mat...iw=1366&bih=6647) დანა
8) ფანარი
9) ტოლი (ცეცხლის დასანთებად), ქართულად რა ქვია ვერ ვიხსენებ
10) მზის სათვალე და ქუდი
ხ ა რ ჯ ე ბ იგზა - 12 ლარი (ერთი გზა 6 ლარი, მარტივი მათემატიკური ოპერაცია)
მივყვებით ხაზის ტრანსპორტს, თბილისი-ბარისახო
+ საჭმელი (რომელიც 2 დღე უნდა გეყოთ) + გაუთვალისწინებელი ხარჯები
დაახლოებით
25 ლარის თემა
This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 18 Jun 2018, 00:21