forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (79) « პირველი ... 77 78 [79]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩვენი საყვარელი ლექსები,, VII ნაწილი
giojavaxa
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1685
წევრი No.: 144174
რეგისტრ.: 10-March 12

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 21:52  #51802870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯალალედინ რუმი / ყაზალები

მკვდარი ვიყავ, მკვდრეთით აღვსდექ,
გლოვა ვიყავ, ლხინად ვიქეც,
სიყვარულის ჟამი დადგა,
სიყვარულის ენად ვიქეც,
ნათელი მაქვს საჭვრეტელი -
ღვთიურ ხატთა საჭრეთელი,
დამიამებს ტკივილს შხამი,
ციდან შუქთა ფენად ვიქეც.
მითხრა:რადგან ხელი არ ხარ,
ამა სახლის ფერი არ ხარ,
წავედი და მოვყევ ხარხარს,
შეშლილად და ხელად ვიქეც.
მითხრა: - წადი, არ მიყვარხარ,
თუ უგონოდ მთვრალი არ ხარ,
წავედი და ისე დავთვერ,
სიხარულის ფშვენად ვიქეც.
მითხრა: - ცუდად რატომ კვნესი,
არც თესლი ხარ, არც ნათესი,
მის სახის წინ ყველა მყესის
ტკივილამდე ჩენად ვიქეც...
მითხრა: - ჩემი ყოფნის კოცონს
სურს სიმღერით გააოცო,
წავედი და შაშვის მოდგმად,
თუ ბულბულის სტვენად ვიქეც.
მრქვა: - მცირე ხარ, დახვალ ღრეჭით,
მთვრალი ოცნებით და ეჭვით,
ვიქეც შიშად, ზარის დარი,
თუ მოყვასთა წყენად ვიქეც.
მრქვა: - სანთელი ხომ არა ხარ,
ამა ხალხის ხუმარა ხარ,
წავედი და სისხლის ჩქეფად,
თუ ცრემლების დენად ვიქეც.
მრქვა: - ბატონი რადგან არ ხარ,
არც ზეპურთა ღირსად ჩანხარ...
- არც მოლა ვარ, არც შეიხი,
შენს მონად და შენად ვიქეც
მრქვა: - აუშვებ ფრთებს და აფრებს,
სიხარულის ცაზე დაფრენ,
მე ცას ისე მივემძაფრე,
რომ ფრათამოტეხილად ვიქეც.
მითხრა: - შორს ნუ იხედები,
შენ წყარო ხარ, მე - ედემი,
არც ევა ვარ, არც ადამი,
მე აკრძალულ ხილად ვიქეც.
მრქვა: - მოთმენის ვდგავარ ქიმზე,
როს ასეთი ვნებით მიმზერ,
მე კი სატრფოს გულისპირზე
მარგალიტის ღილად ვიქეც.
მითხრა: - შენ აქ უნდა თიბო,
ნუ დამტოვებ, გულს ნუ მიპობ...
- მე სად წავალ? აქ მაქვს ლიბო,
შენი ბაღის პირად ვიქეც...
შენ მზე ხარ, მე ძეწნის მისხი,
მომაცილე მზერა ფიცხი,
ყვავილები გამოვისხი
და გულგაღეღილად ვიქეც.
მზაფრავს სიკაშკაშე ფერთა,
არსადა ჩანს ჩემი ერთა,
მე - ტალახი - ვიქეც ღმერთად,
მე სამყაროს შვილად ვიქეც.

გიორგი ლობჟანიძის თარგმანი


--------------------
ის ბევრს იცნობდა სანტა სიტიში და ეს ნაცნობობა აღარაფერში უნდოდა, სანტა სიტი მისი ძველი სინამდვილის ქალაქი იყო, ხოლო როგორ ამოიზარდა იქიდან ახალი სინამდვილე ამაზე ფიქრი საშინლად ღლიდა.- აკა მორჩილაძე,მესაიდუმლის ქამარი
maiako_mao
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 677
წევრი No.: 233308
რეგისტრ.: 26-June 17

გამოგზავნილია: 8 Dec 2017, 22:02  #51802922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
magic100
QUOTE
ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.


დღეს რაღაც მჭირდებოდა . რაღაც ვერ ვიყავი და..... ამან ყველაფერი დაატრიალა smile.gif
* * *
აღარ მაძინებდა ..
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი… მკლავი ანაცერი…

მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული…

თითქოს შენ სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული…

ზღვა ღელავდა… თრთოდა… ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.

განა ბევრი მინდა… ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე…

შოთა ნიშნიანიძე


--------------------
"ვერასოდეს დაინახავ ცისარტყელას, თუკი მუდამ ძირს იყურები"
HurricaneKat.
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2835
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 15:54  #51839092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იდოს აქაც : ))

Pink or Blue

Pink or Blue

Pink or Blue

Go....

Baby grows for Blue with robots on

Baby grows for Pink - no robots on

Baby grows for Pink with flowers on

Baby grows for Blue - no flowers on

Little Pink picks a daisy chain

- Great!

Little Blue picks a daisy chain

- Gay

Little Blue climbs a tree

Strong boy!

Little Pink climbs a tree

Tomboy!

Pink falls down

Pink is given more hugs

Pink tears allowed

Blue tears must 'man up'

Grow some bollocks!

Toughen up!

Don't be such a girl, Blue!

Now Blue hair is cut short

Pink hair is let long

Pink is given toy dolls

Blue is given toy guns

Pink is told to be cute

Blue is told to be bigger

Pink shoes - no grip

Blue shoes - no glitter

Now blue legs start growing hair and Pink legs start growing hair

Blue is told it's manly, Pink is told to shave theirs

Blue is shown as blood

In action films, fight, pride

Pink starts bleeding every month

Told blood shhh, shame, hide

Pink discovers lust - wrong

Blue discovers lust - nice

Now Blue is called a player but Pink is called a sket

Pink is told they glow but Blue is told they sweat

Blue is told they wank, Pink is told they sin or

Blue is called a pussy and Pink is called a bitch

Now Pink is told to be a 'lady'

Do not spit, swear, smell

Blue is told to be a 'man'

Do not cry or ask for help

Blue is told to man up

Pink is told to make up

Blue is told to stay strong

Pink is told to stay young

Blue is told to get rich

Pink is told to want kids

Blue is told they 'mansplain' - Pink is told they 'gossip'

Blue is told they're bosses

Pink is told they're bossy

Blue is given breakdowns

Pink is given Botox

Cunnilingus is censored more than rape scenes or blowjobs

Blue is told: this makes a man

Pink is told: this makes a girl

Babies born in naked flesh

Welcome to the world




--------------------
A comfort zone is a beautiful place, but nothing ever grows there.
_Hopes_And_Fears_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2374
წევრი No.: 206358
რეგისტრ.: 13-August 15

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 19:10  #51844908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიხეილ ქვლივიძე - ის მაინც ბრუნავს


„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“


--------------------
A Single Dream Is More Powerful Than A Thousand Realities

... საყრდენი ხელი ...
PpPpPp
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 76
წევრი No.: 239120
რეგისტრ.: 22-December 17

გამოგზავნილია: 25 Dec 2017, 16:36  #51894003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან,
წამოვა წვიმა, ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები,
შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და
ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები

საწოლში, სადაც (გაიხსენებ) როგორ გვეძინა
და შიგადაშიგ გიკითხავდი ლექსებს, იგავებს
და საოცარი სიყვარულიც იყო მეტწილად,
რომელიც ერთ დღეს ცრემლებივით ვერ შევიკავეთ.

შენ იტირე და წამოწვიმა ჩემთან მაშინვე,
ასე მინელდა წარსული და ძველი ეჭვები,
მე კი (გახსოვდეს) ამ ბოლო დროს მე ის მაშინებს,
საფლავთან ტირილს ერთ დღესაც რომ გადაეჩვევი.

ახალს ვერაფერს გეუბნები ეს ხომ ისედაც
ასეა, ანდა რას ვიტყოდი უფრო უცხადესს,
შუაღამეს კი აჩქარებულ გულს რომ მისერავს,
უბრალოდ მორიგ უძილობას გამოვუცხადებ.

ნოემბრის მთვარე ბნელ ქუჩებში თავს იმძინარებს,
მაგიდაზე კი უტყუარი დევს დაპირება,
რომ წლების შემდეგ ამ სტრიქონებს ჩემი მდინარე,
ჩამოატარებს გვამებივით შენს ნაპირებთან.

ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვები,
რომ აღმოაჩენ ერთად ყოფნა რადაც გვიღირდა,
წამოვა წვიმა ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები,
როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან.

georgia1991
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 69
წევრი No.: 239181
რეგისტრ.: 25-December 17

გამოგზავნილია: 25 Dec 2017, 16:43  #51894053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (rockforever @ 6 Sep 2014, 18:45 )






თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ,
არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.


ზალიან კაი ლექსია


--------------------
FK Crvena Zvezda
PpPpPp
Member


***
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 76
წევრი No.: 239120
რეგისტრ.: 22-December 17

გამოგზავნილია: 27 Dec 2017, 17:51  #51904482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიყვარხარ.. და მაინც გეტყვი,რომ
მშვიდობით..
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება,რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ.. დღე და ღამ
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არა მაქვს უფლება ოცნების,
რაგდან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ,თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ...
და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე
ბედნიერს,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ...გშორდები..
ფიქრები თან მაწევს..
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად!!!
720 ....

This post has been edited by PpPpPp on 27 Dec 2017, 17:53
fermina
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10042
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07

გამოგზავნილია: 1 Jan 2018, 22:36  #51927758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე
იღრიალე იღრიალე იღრიალე იღრიალე!

ტრისტან ცარა (Tristan Tzara)


--------------------
убийца с ангельским лицом
ბანჯოო
მიჯნური


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 468
წევრი No.: 217240
რეგისტრ.: 16-April 16

გამოგზავნილია: 6 Jan 2018, 16:09  #51951720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fermina
biggrin.gif up.gif

წითელი ვარდების ბაღში,
თეთრი ვარდი არც ისე თეთრია;
და თეთრყვავილები, სხვა ყველას
ფარდი შიშისგან თრთიან,
აღმოსავლეთიდან ქარაშოტი მოჰქრის
და ქალწულებრივ რიგებს-
ისე მძლავრად მოხრის, რომ
იერნაცვალნი, ამაო სიოხრით,
მკრთალნი ელვით კრთიან.

საბურველს მიღმა სუფევს აკრძალული,
მზერა, რომ ვერ წვდება;
სიყვარულო არის სევდა-აქ მალული,
მარქვი, არის შვება?
ლხენა გხვდა მზითევში თუ მწუხარება,
ფოთოლმოქანცული ვარდი უკარება,
ტრფობის განქარვება?

ფაფუკი თოვლი, სასტიკმა ქარმა და
ყინვამ გააქვავა;
ბაღის ყვავილებს გადაუარა და
ყვავილი აგავა,
ზაფხულის ბოლოდან, მინდვრებს, რომ ფერავდა,
ყველა მოზეიმემ მიაპყრო მზერა და
თბილ დღეს აღამებდა, ქარი უბერავდა
იქაც და აქავე.

ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი


--------------------
ნ + ა = შ.

ყველაფერი კურთხეულია.
ყველაფერი კურთხეულია.
ყველაფერი კურთხეულია.
ბუნებაში ბუნებრივი არაფერი არ არის. როგორც კი ბუნება ბუნებრივად მოგეჩვენება, ყველაფერი დამთავრდება და დაიწყება რაღაც ახალი.
მშვიდობით ცაო.
მშვიდობით ზღვაო.

ზოგჯერ ტანიც უნდა დაიბანო. (c) ხაბე.
სინიორა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 463
წევრი No.: 217501
რეგისტრ.: 22-April 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 21:34  #51987901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუგული

(ამერიკაში გუგულს დილის მგლოვიარე
ფრინველს ეძახიან)

გუგული დილის მგლოვიარე
ყოფილა ჩიტი,
რატომ და რისთვის, რა ატირებს
არავინ იცის.

იქნებ დარდი ჰკლავს სხვის უბეში
გაზრდილი შვილის,
იქნებ აწუხებს... რა აწუხებს,
რისი ჰკლავს ფიქრი?..

გუგული თურმე მგლოვიარე
ყოფილა ჩიტი.
ემიგრანტ დედას მომაგონებს
რატომღაც იგი...

ნინო მღებრიშვილი


--------------------
შემოირბენს ჩემთან წუთით შენი წვიმა,
თეთრ ტაძარში თეთრი ფანტელები ცვივა...
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (79) « პირველი ... 77 78 [79]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0499 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]