მოგესალმებით მეგობრებო,
სასწრაფოდ მჭირდება ამ ძაღლის პოვნა და მაგიტომ ვხსნი თემას. რამდენიმე დღე აცოცხლეთ და მერე მეთვითონ დავხურავ.
მოკლედ ასეთი სიტუაცია შემემთხვა....
შაბათს (17 მარტს, საღამოს 6:30 - 7:00) საათზე, ბავშვთან ერთად ვიყავი....უკნიდან ბავშვს მიეპარა ძაღლი და სავარაუდოდ ხელზე გაკაწრა (შეიძლება ძაღლმა არც გაკაწრა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი მოკლედ)....ბავშვი 2 წლის არის და სახლში როდესაც მივედით, მხოლოდ მაშინ თქვა....
ძაღლი რომელმაც ბავშვს გაკაწრა, იყო ლაბრადორი...ამ ძაღლს ასეირნებდა გოგო და ბიჭი...რამდენადაც მახსოვს, გოგოს მოწითალო ფერის თმა ქონდა...თავს ვერ დავდებ ზუსტად არ მახსოვს....
მოკლედ, მეორე დღესვე ბავშვი მივიყვანეთ ექიმთან და გვითრეს რომ აცრები გაგვეკეთებინა...შესაბამისად უკვე გავუკეთეთ 2 აცრა...ასე გვითხრეს, რომ 10 დღის განმავლობაში თუ ძაღლს ვერ იპოვითო (ანუ ცოცხალი უნდა იყოს ძაღლი), მაშინ ჯამში კიდევ 3 დამატებითი აცრა უნდა გავუკეთოთ ბავშვს....თუ ვიპოვით ძაღლს და ცოცხალი იქნება, მაშინ მხოლოდ ერთი აცრა დაჭირდება და ეგ არის.... მეოთხე და მეხუთე აცრები, შედარებით მძიმე აცრებია და არ არის რეკომენდირებული, მისი უმიზეზოდ გაკეთება....
მოკლედ, თუ ვინმე იცნობთ ამ ორ ადამიანს, რომლებიც ლაბრადორს ასერინებს ხოლმე ლისზე, გთხოვთ რომ შემეხმიანოთ...უბრალოდ მაინტერესებს რომ ძაღლი იყოს ცოცხალი...მხოლოდ ეს ინფო მჭირდება, რომ ზედმეტი აცრები არ გავუკეთოთ ბავშვს...
ლისის ტბაზე, კამერებშიც ამოვიღეთ ვიდეო და ფოტოს ვდებ...იქნებ ვინმე იცნობდეთ ამ ორ ადამიანს
რა თქმა უნდა, ყოველდღე, საღამოს ლისზე ვარ და ველოდები, იქნებ გამოჩდნენ....თემა ის არის, რომ 25 მარტამდე მაქვს დრო, რომ ვიპოვო ეს ძაღლი...რადგან 25ში უკვე აცრა უწევს ბავშვს
This post has been edited by _R@uL_ on 22 Mar 2018, 16:53