#58659589 · 2 Dec 2021, 03:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Sucess
QUOTE | შენ თვითონ არ დარბოდი 300 არაგველზე მორმონებთან ? |
მერე რა, გავმორმონდი თუ რა? ინგლისურს ასწავლიან უფასოდ. მართალია ცუდად, მაგრამ უფასოდ. თან ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდები არიან. მე კრიშნაიდებთანაც ვმეგობრობ, ბუდისტებთანაც, სხვადასხვა მიმდინარეობის პროტესტანტებთან, იეღოველებთან, დუხობორებთან, მართლმადიდებლებთანაც კი. სადაც ვხედავ გულწრფელობას და პატიოსნებას ყველანაირი აზროვნების ადამიანი მისაღებია ჩემთვის. მორწმუნეები არ იგინებიან, არ ეწევიან, არ სვავენ, წესიერად იქცევიან. მათი საზოგადოება სასიამოვნოა. სამწუხაროდ ისინი ვინც თავის თავს მართლმადიდებლებს უწოდებს, უმეტესობა არ იქცევიან როგორც მორწმუნეები. ამიტომ მირჩევნია სხვა მიმდინარეობები მომრავლდნენ. უკეთეს გარემოს შექმნიან
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|