1958 წელს, Howard Richardson ახორციელებდა შეერთებული შტატების სტრატეგიული საჰაერო ნაწილის საიდუმლო ოპერაციას. ეს იყო ჩვეული ვარჯიში ატომური ბომბის მატარებელი თვითმფრინავისთვის. ცივი ომის პიკი იყო და რიჩარდსონს საჭიროების შემთხვევაში უნდა განეხორციელებინა დიდი მანძილის ფრენა რუსეთის მიმართულებით.
1958 წლის 5 თებერვალს ამ მისიის ერთ-ერთი სატესტო ტრეინინგ-ფრენა ხორციელდებოდა.
სადღაც ჯორჯიის შტატის თავზე ატომური ბომბიანი თვითმფინავის შეჯახება მოხდა გაურკვეველ ობიექტზე. ვარაუდობენ რომ სხვა თვითმფრინავს დაეჯახნენ, რაც მოსალოდნელია - ვინაიდან ტრეინინგი გასაიდუმლოებული იყო.
თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა. თუმცა ვარდნისას სანამ სახიფათო სიმაღლეს მიაღწევდნენ პილოტმა შეძლო მართვის დამორჩილება. თვითმფრინავიდან ამოხტომამდე კაპიტანმა ხმელეთიდან ოდნავ მოშორებით, გაურკვეველ ადგილას სადღაც Savannah-სა და Tybee Island შორის ატომური ბომბი ჩამოაგდო.
ატომური ბომბის ჩამოგდება მან ახსნა სტრატეგიული საჰაერო ნაწილის ტაქტიკური დოქტრინით, რომელიც მას უფლებას აძლევს თვითმფრინავზე მყოფი წევრების გადასარჩენად თავიდან მოიცილოს ბომბი. ეს იყო პირველი პრიორიტეტიო
ბომბი რომელმაც შეიძლება ამერიკის კონტინენტის ძირითადი აღმოსავლეთი სანაპირო მიწასთან გაასწოროს, დღესაც წყალშია ჩაფლული
ძებნები უშედეგოდ დასრულდა და საბოლოოდ მთავრობამ გადაწყვიტა რომ "ალბათ უმჯობესია შევეშვათ და იყოს იქ სადაც არის"
http://news.bbc.co.uk/2/hi/8107908.stmმსგავსი შემთხვევა მოხდა ჩრდილოეთ კაროლინაში 1961 წელს როცა ატომური ბომბით დატვირთული თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და პილოტმა კაბინიდან ამოხტომამდე, ჩამოაგდო ორი 2,5 მეგატონიანი ატომური ბომბი.
ერთ-ერთი მათგანი მოქმედებაში მოვიდა და გაიარა თვით-დეტონაციის რამოდენიმე საფეხური. ბომბი რომ აფეთქებულიყო ის მიწასთან გაასწორებდა ბალტიმორს, ვაშინგტონ DC-ს, ფილადელფიას და ნიუ იორკს.
როგორც Parker F. Jones-მა თქვა, ატომური უსაფრთხოების მრჩეველმა:
"ერთი უბრალო დაბალი ძაბვის ჩამრთველი იდგა შეერთებულ შტატებსა და კატასტროფას შორის"
http://www.theverge.com/2013/9/21/4755600/...a-accident-1961http://en.wikipedia.org/wiki/1961_Goldsboro_B-52_crashთემა სერიიდან "წალეკეს ფორუმი ამ რუსეთუმეებმა"
This post has been edited by ex-პერტი on 30 Aug 2014, 01:10