ზოგადად მთავარი მაჩვენებელი ჩვენს რუკაში არის შემდეგი 3 ფაქტორი:
# მზის ნიშანი და სახლი - თქვენი ძირითადი იდენტობა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
# ბალანსი სტიქიებსა (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) და მოდალობებში (კარდინალური, სტაბიულური, მუტაბელური) - თქვენი ფსიქოლოგიური საჭიროებები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
# ყველაზე აქტიური პლანეტა, ნიშანი, სახლი ჰოროსკოპში თქვენი დრაივი და მიწრაფებები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შესაფერისი კარიერის აღმოსაჩენად ჯერ უნდა გაერკვეთ თქვენს ინტერესებსა და უნარებში. მოძებნოთ სამსახური რომელიც გავსებთ ენთუზიაზმით და განიჭებთ სიამოვნებას. თქვენი ჰოროსკოპი სასარგებლო ინსტრუმენტია ამისათვის.
პოზიტიური ასპექტები (ტრიგონი, სექსტილი, შეერთება ჰარმონიულ პლანეტებთან) გვიჩვენებს ბუნებრივ უნარებს, რაც გვაქვს და მარტივია წარმატების მიღწევა მათზე დაყრდნობით.
უარყოფითი ასპექტები (კვადრატუყრა, ოპოზიცია, შეერთება დისჰარმონიულ პლანეტებთან) გვიჩვენებს სირთულეებს, და უნარებს რომელთა განსავითარებლად საჭიროა მუშაობა, და დამუშავების შემთხვევაში გვიქადის დიდ წარმატებებს.
ახლა კი უფრო კონკრეტულად კარიერასთან დაკავშირებით:
პროფესიის ასარჩევად მნიშვნელოვანი ფაქტორებია მე-2, მე-6 და მე-10 სახლები.
მე-2 სახლი გვიჩვენებს ჩვენს რესურსებს (უნარები, ფული, აქტივობები)
მე-6 სახლი - სამუშაო გარემო, თანამშრომლები, მუშაობის სტილი.
მე-10 სახლი - კარიერის არსი, ის სფერო სადაც ჩვენ შეგვიძლია საყოველთაო აღიარების და წარმატების მიღწევა.
დააკვირდით თქვენს მე-2, მე-6 და მე-10 სახლებს. რა ნიშნებშია ისინი, მათ მმართველ პლანეტებს და იმ პლანეტებს რომლებიც ამ სახლებში მოხვდნენ.
თუმცა ეს ყველაფერი(რუკა) უნდა გაარჩიოთ მთლიანობაში.ასევე დაეყრდნოთ თქვენს მიღებულ გამოცდილებებს, პიროვნულ განვითარებას.
ასევე მნიშვნელოვანია სატურნი (რადგან ის განსაზღვრავს რას ვაკეთებთ, ვანხორციელებთ ჩვენი უნარებით. გაეცანით ინფორმაციას თქვენს სატურნზე)
და ასცენდენტი.
მე-2 სახლი (შემოსავალი)
II სახლი (ფლობის, მატერიალური რესურსების სახლი)მე-6 სახლი (ყოველდღიური მუშაობა)
VI სახლი. Valetudo(ჯანმრთელობა) / Fortuna mala(ავი ბედი)მე-10 სახლი (კარიერა)
X სახლი. Regnum(სამეფო) / Medium coeli (ცის შუაწერტილი)სახლების დასადგენად საჭიროა დაბადების საათის ცოდნა.
დასკვნის სახით:
მზე არის თქვენი იდენტობა, შესაბამისად მისი ნიშანი და სახლი თქვენ ხართ და ის გავლენას ახდენს კარიერაზეც და ყველა სხვა სფეროზეც. (კარიერა უნდა მოარგოთ მას, რომ ენთუზიაზმით და მხნედ იყოთ.
ელემენტები და მოდალობები, იმის მიხედვით რომლები ჭარბობს, რომლების დეფიციტია, განსაზღვრავენ "რა პლუსი და რა მინუსი გაქვთ", რაც უნდა გაითვალისწინოთ მიზნის მისაღწევად. ანუ თუ კარდინალური ჭარბობს მაგრამ სტაბიულური ნიშნის ნაკლებობაა - საქმეს კარგად იწყებთ, მაგრამ ვერ მიგყავთ ბოლომდე. თუ მიწა გაკლიათ შრომისუნარიანობა არ გაქვთ. თუ ცეცხლი - ენერგია .......
თუ განსაკუთრებულად ძლიერია რომელიმე პლანეტა და სახლი თქვენს რუკაში, ის ისევე მნიშვნელოვანია როგორც თქვენი მზე, მზის ნიშანი და სახლი.
რადგან ეს თემა კარიერაზეა, საყურადღებოა მე-2, მე-6 და მე-10 სახლები.
პ.ს.
თუ არის მსგავსი თემა შეუერთეთ, მაგრამ მე-10 სახლის თემა არ ითვლება.
განვავრცოთ ეს ინფორმაცია, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა.
This post has been edited by folkman on 21 Dec 2014, 15:40