შვედეთი
შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ფინეთი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ზღვით ესაზღრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. ასევე დაკავშირებულია დანიასთან ორესუნის ხიდით.
449,964 კმ² ფართობით შვედეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა ევროპის კავშირში. მოსახლეობა – 9,644,864 კაცი. დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე – 20,6 ად/კმ² (192-ე მსოფლიოში). დედაქალაქია სტოკჰოლმი.
სახელმწიფო:
პოლიტიკური სისტემა — კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური — მეფეები (ბერნადოტების სახლი): ოსკარ II (1872-1907), გუსტავ V (1907-1950), გუსტავ VI ადოლფი (1950-1973), კარლ XVI გუსტავი (CARL XVI GUSTAF, 1973-დან).
მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი Fredrik Reinfeldt(2006).
საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი რიქსდაგი (349 წევრი, დაარსებულია 1435 წელს).
ადმინისტრაციული დაყოფა — 21 ოლქი (lan).
გეოგრაფია:
ფართობი — 449,964 კმ²
ბუნება: ტერიტორიის ნახევარზე მეტი წიწვოვან ტყეებს უკავია. უმაღლესი მწვერვალი - კებნეკაისე 2 117 მ; მდინარეები (კმ) - ტორნე-მუონიო 570, კლარი 520, დალი 520; ტბები (კვ.კმ) — ვენერნი 5 585, ვეტერნი 1 912, მელარენი 1 140; კუნძულები (კმ²) - გეტლანდი 2 994, ელანდი 1 347, ორუსტი 346; კლიმატი - კონტინენტური, სუბპოლარული.
ბუნებრივი რესურსები — თუთია, რკინის მადანი, ტყვია,სპილენძი, ვერცხლი, საშენი ხე-ტყე, ურანი, ჰიდროენერგია.
სტოკჰოლმი
გოთენბურგი
წინა თემის ლინკები
შვედეთიშვედეთი / Konungariket Sverige წარმატებებს გისურვებთ ყველას